santaesperanza
რეგტაიმი
რეგტაიმი

რეგტაიმი


20.5

ავტორი: ედგარ ლორენს დოქტოროუ

სერია: აუცილებელი საკითხავი

"- აქ არ ააჩქარო! რეგტაიმი სწრაფად არ იკვრება! - სკოტ ჯოპლინის ეს ცნობილი სიტყვები წინამდებარე წიგნს ეპიგრაფად აქვს წამძღვარებული. კარგა ხნის წინ, როცა ,,რეგტაიმის” კითხვა დავიწყე, მან ისე ჩამითრია, რომ აღარც მე ვჩქარობდი, ფეხს ვითრევდი, რათა ამ შესანიშნავი რომანით მიღებული სიამოვნება გამეგრძელებინა. დროის ,,დაკარგვა” კი ნაღდად ღირდა. როგორც ამბობენ, ,,რეგტაიმმა”, რომელიც მოიცავს ამერიკის უახლესი ისტორიის საინტერესო და ბობოქარ პერიოდს მეოცე საუკუნის დასაწყისიდან, შეცვალა კონცეფცია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე რომანი. ,,რეგტაიმი” ბრწყინვალე მაგალითია, თუ როგორ უნდა იწერებოდეს ისტორიული ბელეტრისტიკა, როცა უამრავი რეალური და გამოგონებული მოვლენა და პერსონაჟი, როგორც სხვადასხვა ფერის ნაჭრებისაგან შეკერილი საბანი ერთ მთლიანობად აღიქმება, ამბები და გმირები ორგანულადაა ერთმანეთთან შერწყმული და სამასგვერდიან რომანში ჩატეული. უბადლოდ არის გადმოცემული ამერიკის, განსაკუთრებით კი ნიუ იორკის პორტრეტი, მისი სუნთქვა და სული. რაც მთავარია, რომანის კითხვისას გეუფლება გრძნობა, რომ თითქოს რეგტაიმის მელოდიას უსმენ, უსმენ და არ გინდა დასრულდეს." - ირაკლი მახარაძე


გამომცემლობა
არეტე
ფასი
20.5
წონა
0.459
ნანახია
412
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები