santaesperanza
ჩემი სურვილების ნუსხა
ჩემი სურვილების ნუსხა

ჩემი სურვილების ნუსხა


12.3

ავტორი: გრეგუარ დელაკური

მთარგმნელი: ემა ობგაიძე

სერია: ძალიან მაგარი წიგნები

გრეგუარ დელაკური 1960 წელს საფრანგეთში, ვალანსიენში დაიბადა. ლილში და გრენობლში სწავლობდა სამართალს, თუმცა კარიერა სარეკლამო ბიზნესში გააკეთა. ჯერ კიდევ 1982 წელს დააარსა მან მეუღლესთან ერთად სარეკლამო სააგენტო, რომელიც წარმატებული გამოდგა. დელაკურის ლიტერატურული დებიუტი 18 წლის ასაკში შედგა, როდესაც მისი ლექსები ცნობილ ფრანგულ გაზეთ ""ლე მონდში"" გამოქვეყნდა. მას შემდეგ კი მისი აღარაფერი დაბეჭდილა 2011 წლამდე, როდესაც "ოჯახის მწერალი" გამოიცა. წიგნი მრავალი ლიტერატურული პრემიით აღინიშნა და საფრანგეთში საკმაოდ კარგადაც გაიყიდა. დიდი წარმატება კი სწორედ "ჩემი სურვილების ნუსხამ" მოიტანა, რომელიც 2013 წელს გამოვიდა და მისმა ტირაჟმა ერთ წელიწადში მილიონ ეგზემპლარს გადააბიჯა. "ჩემი სურვილების ნუსხა" უკვე 30 ქვეყანაშია გამოცემული, მის მიხედვით დაიდგა სპექტაკლი, იღებენ კინოფილმს. წიგნის მთავარი გმირი 47 წლის ჩვეულებრივი პროვინციელი ქალია, რომელიც დარწმუნებულია, რომ მის ცხოვრებაში საინტერესო აღარაფერი მოხდება. ამ დროს ის ლოტოში მოიგებს 18 მილიონ ევროს და ღრმად დაიწყებს ფიქრს, აწი რა ქნას... "ჩემი სურვილების ნუსხა" ძალიან საინტერესოდ არის დაწერილი. თითქოს ბანალურ სიუჟეტში მრავალი ფსიქოლოგიური შრეა დატანილი. დელაკურის ენა მსუბუქია და ამავე დროს ღრმაც. თხრობის მანერა არც გბოჭავს და არც გიშვებს. ცოტა იუმორიც არის და ბევრი, ბევრი სითბო.


  • სანქტ-პეტერბურგის 12 - მარაგშია

გამომცემლობა
არეტე
ფასი
12.3
წონა
0.199
ნანახია
365
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები