ჩერნობილის ლოცვა
18
ავტორი: სვეტლანა ალექსიევიჩი
მთარგმნელი: ნინო ბექიშვილი
გამომცემლობა: არტანუჯი
2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა მნიშვნელოვან ამბებს ზეპირი ისტორიის მეთოდით აღწერს. მისი ნაწარმობებების გმირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ვისი ნაამბობის მიხედვითაც მწერალი ახერხებს სრულიად უნიკალური და შთამბეჭდავი ტექსტების შექმნას.
რომანი „ჩერნობილის ლოცვა“ (1997) იმ ციკლის ნაწილია, რომელსაც სვეტლანა ალექსიევიჩმა „უტოპიის ხმები“ უწოდა.
„ჩერნობილის შემდეგ სხვა სამყაროში ვცხოვრობთ“, – ამბობს ავტორი. ალექსიევიჩი წლების განმავლობაში დაეძებდა და იწერდა იმ ადამიანთა ისტორიებს, ვისაც პირდაპირ შეეხო გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კატასტროფა.
- გამომცემლობა
- არტანუჯი
- ფასი
- 18
- ნანახია
- 785
მსგავსი პროდუქტები
ცინკის ბიჭები
ავტორი: სვეტლანა ალექსიევიჩი
მთარგმნელი: ზურაბ ქუთათელაძე
გამომცემლობა: არტანუჯი
„ცინკის ბიჭები“ 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის – სვეტლანა ალექსიევიჩის მესამე წიგნია „უტოპიის ხმების“ ციკლიდან. წიგნის მთხრობელები – ომის ვეტერანები, დედები, ქვრივები, მედდები... – გვიყვებიან იმ სიმართლეს ავღანეთის ომზე (1979-1989 წწ.), რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება წლების განმავლობაში უმალავდა საკუთარ ხალხს.
სვეტლანა ალექსიევიჩს მკითხველამდე მოაქვს ავღანეთგამოვლილთა შიშველი ემოციები და, ამიტომაც, თარგმანში შენარჩუნებულია როგორც ინტონაციები, ისე – დაულაგებელი, ფრაგმენტული შთაბეჭდილებები და შეფასებები ომზე, რომელმაც უმძიმესი კვალი დააჩნია თითოეული პერსონაჟის ცხოვრებას
24.95
პუტინის რუსეთი
ავტორი: ანა პოლიტკოვსკაია
მთარგმნელი: გვანცა ჯობავა
სერია: აკრძალული წიგნების თარო
უკრაინული წარმოშობის რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია "ნოვაია გაზეტას" სპეციალური კორესპონდენტი იყო. "ნიუ იორკ ტაიმსს" თუ დავეყრდნობით, ის უშიშრად ამხელდა რუსეთის პრეზიდენტებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, გენერლებს, ბიუროკრატებსა და სხვა გავლენიან ხალხს. ანა პოლიტკოვსკაიამ ჩეჩნეთის ომის შესახებ გაბედული რეპორტაჟებით გაითქვა სახელი, რეპორტაჟებით, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იყო როგორც "ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა". უფრო მოგვიანებით კი, მან უშუალოდ ვლადიმერ პუტინზე დაიწყო წერა.
29.9
ომს არ აქვს ქალის სახე
ავტორი: სვეტლანა ალექსიევიჩის
რუსულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ
ომს არ აქვს ქალი სახე სვეტლანა ალექსიევიჩის პირველი წიგნია. ავტორი რამდენიმე წლის განმავლობაში მეორე მსოფლიო ომგამოვლილ ასობით ქალს გაესაუბრა და XX საუკუნის ამ უდიდესი ტრაგედიის მომსწრეთა ცოცხალი მონათხრობი დაგვიტოვა.
ჩვენ წინაშე იშლება ვეტერან მამაკაცთა ხედვისაგან სრულიად განსხვავებული, საბჭოური პათოსისაგან თავისუფალი, შეულამაზებელი სურათები ქალის თვალით დანახული და უფაქიზეს დეტალებში განცდილი ომისა, სადაც ყველაფერია – სულმდაბლობაც, ჭუჭყიც, მაგრამ დიდი ჭეშმარიტი გმირობაც და სისხლითა და ცრემლით გამოსყიდული გამარჯვებაც, რომელსაც საუკუნეები ვერ წაშლის. წიგნში შეგროვებული მასალები ომზე საბჭოური ლიტერტურის კლიშეებს ვერ ერგებოდა, ამიტომაც 1983 წელს დაწერილი წიგნი 1985 წელს კუპიურებით გამოიცა, სრული სახით კი მხოლოდ ბოლო წლების გამოცემებში შევიდა.
18
სექენდ ჰენდის დრო
ავტორი: სვეტლანა ალექსიევიჩი
მთარგმნელი: ნინო ბექიშვილი
სვეტლანა ალექსიევიჩის ამ წიგნში თავმოყრილია იმ ადამიანების ისტორიები, რომლების საბჭოთა კავშირში იზრდებოდნენ, გამოიარეს რევოლუცია, ომი, პერესტროიკა. წიგნი მათ ახლანდელ განცდებს აღწერს, აღწერს, როგორ ცხოვრობენ ისინი ახალ ქვეყნებში – სხვა მიზნებით, სხვა პრიორიტეტებით, სხვა იდეოლოგიით. ეს წინააღმდეგობრივი და ტრაგიკული ამბები სულსხვა თვალით გვიჩვენებს უახლეს ისტორიას და იმას, თუ როგორ გარდაქმნა, შეცვალა საბჭოეთმა ადამიანი. ამ წიგნში საბჭოთა კავშირის დაშლა რეალური ადამიანების ბედისა და ტრაგედიის პრიზმიდანაა ნაჩვენები. სწორედ ამითაა უნიკალური ალექსიევიჩის პროზა, მან ხომ არა მხოლოდ უმნიშვნელოვანესი წიგნები, არამედ სრულიად ახალი ჟანრი შექმნა ლიტერატურაში. რომანი „სექენდ ჰენდის დრო“ იმ ციკლის ბოლო წიგნია, რომელსაც 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა სვეტლანა ალექსიევიჩმა „უტოპიის ხმები“ უწოდა.
22
უკანასკნელი მოწმეები
ავტორი: სვეტლანა ალექსიევიჩი
რუსულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ.
„უკანასკნელი მოწმეები“ ნობელის პრემიის ლაურეატის – სვეტლანა ალექსიევიჩის მიერ II მსოფლიო ომის შესახებ დაწერილი მეორე წიგნია. ამ ჯოჯოხეთზე ქალების ნაცვლად ახლა ბავშვები მოგვითხრობენ, უფრო სწორად: ნაადრევად დაბერებული უფროსები, ვინც ფაშისტური გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის მომენტისათვის ორიდან თოთხმეტ წლამდე ასაკის ბავშვი თუ მოზარდი იყო; ვისაც პირველი დაბომბვის წუთებშივე წაართვეს ბავშვობა. წიგნის ქვესათაურია „სოლო ბავშვის ხმისათვის“. მართლაც დაობლებული, ნაგვემი, ნაშიმშილები ბავშვების თითოეული ამბავი აქ მარადმჟღერ გუნდად იკვრება და ერთ შემზარავ ეპოსს ქმნის.
ამ წიგნის პერსონაჟები მეტწილად ბელარუსები არიან, ვისაც საბჭოეთის სხვა ხალხებზე ადრე დაატყდა თავს ომის პირველი უძლიერესი ტალღა. ბავშვთა სახლად ქცეული პიონერთა ბანაკი, გადამწვარი სოფლის ნაცეცხლარში ამოთხრილი მიწური, საკონცენტრაციო ბანაკი თუ ტყეში დადგმული პარტიზანთა ქოხი – ის ადგილებია, სადაც ბავშვის გაოგნებული, მაგრამ უკვე მრავლისმცოდნე მზერა ხედავს მტერს: ვაჟკაცური გარეგნობის ღონიერ და მხნე ადამიანს, რომელიც „ასეთი ლამაზია – და კლავს“. სულისშემძვრელი სისასტიკის სურათებს აქ ისეთი დაუჯერებელი სასწაულები ენაცვლება, „მხოლოდ ზღაპარში ანდა ომის დროს“ რომ შეიძლება მოხდეს. ქაოსში, სადაც დედის მონატრება და შიმშილის გრძნობა შიშზე უფრო ძლიერიც კია, ვიღაც მაინც პოულობს ახლობელს, სხვას გაუსაძლისი ტანჯვისას ანგელოზი ანუგეშებს, ბევრს კი, ძალიან ბევრს, სრულიად უცხო ადამიანი ეხმარება, რადგან „უცხო ადამიანი არ არსებობს“, ყველა ახლობელია და ლენინგრადის ბლოკადისას შიმშილს გადარჩენილი ბავშვებიც გერმანელ ტყვეს უკანასკნელ პურის ნაჭერს აწვდიან...
19.9