ცინკის ბიჭები
24.95
ავტორი: სვეტლანა ალექსიევიჩი
მთარგმნელი: ზურაბ ქუთათელაძე
გამომცემლობა: არტანუჯი
„ცინკის ბიჭები“ 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის – სვეტლანა ალექსიევიჩის მესამე წიგნია „უტოპიის ხმების“ ციკლიდან. წიგნის მთხრობელები – ომის ვეტერანები, დედები, ქვრივები, მედდები... – გვიყვებიან იმ სიმართლეს ავღანეთის ომზე (1979-1989 წწ.), რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება წლების განმავლობაში უმალავდა საკუთარ ხალხს.
სვეტლანა ალექსიევიჩს მკითხველამდე მოაქვს ავღანეთგამოვლილთა შიშველი ემოციები და, ამიტომაც, თარგმანში შენარჩუნებულია როგორც ინტონაციები, ისე – დაულაგებელი, ფრაგმენტული შთაბეჭდილებები და შეფასებები ომზე, რომელმაც უმძიმესი კვალი დააჩნია თითოეული პერსონაჟის ცხოვრებას
- გამომცემლობა
- არტანუჯი
- ფასი
- 24.95
- ნანახია
- 957
მსგავსი პროდუქტები
პიანისტი
ავტორივლადისლავ შპილმანი
სერია: ომებსა და ადამიანებზე
მთარგმნელი: ია ქვაჩახია
ვლადისლავ შპილმანმა დაწერა წიგნი, სახელწოდებით „პიანისტი: განსაცვიფრებელი ნამდვილი ისტორია კაცისა, რომელიც ვარშავაში გადარჩა“. წიგნში პიანისტი იხსენებს მის მოულოდნელ შეხვედრას გერმანელ ოფიცერთან, რომელმაც კითხა თუ როგორ გადაურჩა ის ამ ყველაფერს, რაზეც პასუხად მიიღო, რომ ის პიანისტი იყო. ამის შემდეგ ოფიცერმა მოსთხოვა იმ შენობის ერთ-ერთ ოთახში მდგარ პიანინოზე დაეკრა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ოფიცერს პიანისტი არაებრაული წარმოშობის ეგონა, სიმართლის გაგების შემდეგ მაინც არ შეუწყვიტავს მასზე ზრუნვა. მისი უფრო საიმედო ადგილას გადამალვის შემდეგ, ოფიცერს პერიოდულად მიჰქონდა საკვები და გერმანული სამხედრო პალტო, რომელიც გაყინვისაგან იცავდა მას. შპილმანმა 1950 წლამდე არ იცოდა იმ ოფიცრის სახელი, რომელმაც ის სიკვდილს გადაარჩინა. მკითხველის წინაშეა დაუჯერებელი, თუმცა ნამდვილი ამბავი, მოთხრობილი ცნობილი პოლონელი პიანისტისა და კომპოზიტორის ვლადისლავ შპილმანის მიერ. მუსიკოსი ყველა იმ მძიმე განსაცდელის შესახებ გვიყვება, რაც მას თავს გადახდა მეორე მსოფლიო ომის წლებში, ვარშავის გეტოში გამომწყვდეულს. სრულიად მოულოდნელად, გადარჩენაში შპილმანს დაეხმარა გერმანელი ოფიცერი - ჰოზენფელდი. სწორედ მისი დღიურიდან ამონარიდები ერთვის და ავსებს მუსიკოსის თხრობას. წიგნი საფუძვლად დაედო ცნობილ ფილმს, რომელიც რომან პოლანსკიმ გადაიღო.
16