კატალოგი
-
მხატვრული ლიტერატურა
კრიტიკა/პუბლიცისტიკა
პოეზია/პოემა/პიესა
საბავშვო წიგნები
საბავშვო პროზა
საბავშვო კომიქსი
ყველაზე პატარებს
განმავითარებელი
ზღაპრები
ადაპტირებული წიგნები ინგლისურად
საბავშვო ლექსები
ენციკლოპედია
ხელოვნება
ფილოსოფია
ბიზნესი
ისტორია
სოციალური მეცნიერებები
ჰობი
მედიცინა/ჯანმრთელობა
უცხოენოვანი ლიტერატურა
საკანცელარიო ნივთები
დამხმარე სახელმძღვანელოები
სასკოლო სახელმძღვანელოები
სამაგიდო თამაში
ფაზლი
აქსესუარები/სუვენირები
სასაჩუქრე ბარათი
მისალოცი ბარათი
არქიტექტურა
ტოპო-ტიპი და მისი ოჯახი
ტოპო-ტიპი პატარა თაგუნაა, რომელიც, ჩვენი შვილების მსგავსად, ხშირად ონავრობს და არ უჯერებს თავის მშობლებს – იბუტება, ბუზღუნებს, წუწუნებს ან ეჭვიანობს თავის და-ძმებზე, მაგრამ ბოლოს ყოველთვის ხვდება თავის შეცდომას და მის გამოსწორებას გულწრფელად ცდილობს.
ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული კრებული „ტოპო-ტიპი და მისი ოჯახი“ ხუთ სახალისო ამბავს აერთიანებს და, ონავარი თაგუნას მაგალითზე, პატარებს „კარგად მოქცევას“ ასწავლის.
19.9
უფარფლებო თევზი, სახელად რიტო
ავტორი: დავით ალთუნაშვილი
ამ წიგნში რიტოს გაიცნობ, პატარა, გონიერ თევზს, რომელიც უცბად იქცევს ყველას ყურადღებას ერთი, მისგან დამოუკიდებელი, მიზეზის გამო _ რიტოს, სხვა თევზებისგან განსხვავებით, ფარფლები არ აქვს და ცურვა არ შეუძლია. წარმოიდგინე, როგორ უნდა იცხოვროს უზარმაზარ ოკეანეში თევზმა, რომელიც ვერ ცურავს! ვერ წარმოიდგინე, არა? ამ წიგნში წაიკითხავ, რომ იქ, სადაც არის მეგობრობა, ერთმანეთზე ზრუნვა და ცოდნა, ყველაფერი შესაძლებელია _ უფარფლებოდ ცურვაც, უფეხებოდ სიარულიც და, რაც მთავარია, სრული თანასწორობა.რიტოსთან, ბოკისთან და სხვა წყალქვეშა ბინადრებთან ერთად ნამდვილად დაუვიწყარი და ჯადოსნური თავგადასავალი გელის.
15.95
ფერები წიგნი + ფაზლი
ასაკი: 2+
ყუთში პატარები იპოვიან ფაზლსა და წიგნს. წიგნში წაიკითხავენ სახალისო ლექსებს. ფერების მიხედვით ფაზლის დაწყვილებით კი უფრო სწრაფად და ადვილად დაიმახსოვრებენ ფერებს.
წიგნი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან.
სერია: ითამაშე და ისწავლე
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
17.9
ფერები – იპოვე ნახატები, ისწავლე სიტყვები
ასაკი: 12 თვიდან
ამ წიგნში პატარებს უკვე ნაცნობი თუ უცნობი ფერების აღმოჩენა შეუძლიათ. ილუსტრაციები და მათ გვერდით მიწერილი სახელწოდებები სიტყვების სწავლის პროცესს გაამარტივებს და ბავშვებს ლექსიკას განუვითარებს. მყარი მუყაოსგან დამზადებული წიგნი გამძლეა და პატარებს მისი გამოყენება დიდი ხნის განმავლობაში შეეძლებათ.
16 გვერდი
მუყაოს გვერდები
10.9
ფისო ფიო-ფიო და სხვები
ავტორი: ლელა ცუცქირიძე
"ორნაწილიანი წიგნი პატარებისა და დიდებისთვის ფისო ფიო-ფიო, კეთილი ფუტკარი ზუუ, წიწილა წია-წია, ცელქი ჭუჭულები, დათუნიები დუდულა და დადალა, თიკანი კიკინა - ყველას ამ წიგნში გაიცნობ, ყველა შენი მეგობარი გახდება და ერთად ითამაშებთ. შენი ყოველი დღე ამბებითა და თავგადასავლებით აივსება. ამ წიგნთან ერთად მოწყენა გამორიცხულია. უფროსების საყურადღებოდ: წიგნის მეორე ნაწილი თქვენთვის არის განკუთვნილი და გაჩვენებთ, როგორ გადააქციოთ წიგნში მოთხრობილი ამბები სახალისო შემეცნებით თამაშებად და აქტივობებად. თითოეული მოთხრობისთვის შედგენილია კითხვები, დეტალურად არის აღწერილი თამაში და შემდგომი აქტივობა, რაც ძალიან დაგეხმარებათ ბავშვთან ან ბავშვების ჯგუფთან დროის შინაარსიანად გატარებაში. წიგნში აღწერილი აქტივობები გამოცდილია „ამონაშვილის აკადემიაში“. "
17.95
ფორმები წიგნი + ფაზლი
ასაკი: 2+
აქტივობა: 10-ნაწილიანი ფაზლი
ყუთში პატარები იპოვიან ფაზლსა და წიგნს. წიგნში წაიკითხავენ სახალისო ლექსებს. ფორმების მიხედვით ფაზლის დაწყვილებით კი უფრო სწრაფად და მარტივად დაიმახსოვრებენ ფორმებს.
წიგნი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან.
სერია: ითამაშე და ისწავლე
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
19.9
ქართული ზღაპრები ცხოველებზე
სერია: ვიკითხოთ ერთად
ასაკი: 5+
„ვიკითხოთ ერთად“ გამორჩეულია იმით, რომ ამ სერიის ყველა წიგნის „წაკითხვა“ 5 წლის ბავშვსაც შეუძლია. მერე რა, რომ ამ ასაკში კითხვა არ იცის. როგორ? აი, ასე: იყო და არა იყო რა, იყო ერთი – სიტყვებს კითხულობთ თქვენ, ნახატებს „კითხულობს“ ბავშვი.
სერია თქვენს პატარას ადრეულ ასაკშივე გაუღვივებს სიყვარულს წიგნის მიმართ, განუვითარებს დაკვირვებულობისა და დეტალებზე კონცენტრაციის უნარებს და კითხვის პროცესს უფრო სახალისოს გახდის. მაშ ასე, გადაშალეთ ეს ფერადი და იკითხეთ ერთად.
17.9
ჩემი პირველი 100 სიტყვა
ასაკი: 12 თვიდან.
თუ თქვენმა პატარამ ღუღუნი უკვე მიატოვა და უკვე პირველი სიტყვების თქმას ცდილობს, საწყის ეტაპზევე მნიშვნელოვანია, სწორად ამოიცნოს და დაასახელოს საგნები, რომლებსაც ყოველდღე ხედავს, ეხება ან იყენებს.
100 რეალისტური ნახატი წიგნში თავმოყრილი 100 სიტყვის გააზრებას, დამახსოვრებასა და წარმოთქმას გაუადვილებს პატარებს.
„ჩემი პირველი 100 სიტყვა“ 10 თემას აერთიანებს:
სახლში
ჭურჭელი
ხილი და ბოსტნეული
ტანსაცმელი
ჰიგიენა და ჯანმრთელობა
გართობა
ტრანსპორტი
სკვერში
შინაური ცხოველები
გარეული ცხოველები
16.9
ჩემი პირველი ლექსები
გახსოვთ თქვენი პირველი ლექსები? იცით, მელია ისევ ცდილობს ბაჭიების კიბიდან ჩამოტყუებას, სპილო ისევ ოთხი ბოტით მიაბოტებს, ვახტანგ მეფე ისევ დგამს იალბუზზე ფეხს, ქაცვია ზღარბუნას ისევ ეალერსება დედიკო, სერზე კი ისევ მიდის სამი მგელი…
წაუკითხეთ თქვენს პატარებს ამ კრებულში თავმოყრილი საუკეთესო ქართული ლექსები და მათაც შეაყვარეთ თქვენი ბავშვობის საყვარელი პერსონაჟები.
მუყაოს ფურცლები
33 გვერდი
15.9
ჩემი პირველი ლექსები (გივი ჭიჭინაძე)
ავტორი: გივი ჭიჭინაძე
უყვარს თქვენს პატარას ლექსები? ამ წიგნში ცნობილი ქართველი საბავშვო პოეტის, გივი ჭიჭინაძის საუკეთესო ლექსებია თავმოყრილი. სახალისო, ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული კრებული დაგეხმარებათ, ბავშვებთან ერთად მხიარულად გაატაროთ თავისუფალი დრო და მათაც შეაყვაროთ ერთ დროს თქვენთვის საყვარელი ლექსების პერსონაჟები.
33 გვერდი
მუყაოს ფურცლები
15.9
ჩემი პირველი ლექსები (ნოდარ დუმბაძე)
ასაკი: 3+
უყვარს თქვენს პატარას ლექსები? ამ წიგნში ცნობილი ქართველი საბავშვო პოეტის, ნოდარ დუმბაძის საუკეთესო ლექსებია თავმოყრილი. სახალისო, ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული კრებული დაგეხმარებათ, ბავშვებთან ერთად მხიარულად გაატაროთ თავისუფალი დრო და მათაც შეაყვაროთ ერთ დროს თქვენთვის საყვარელი ლექსების პერსონაჟები.
34 გვერდი
მუყაოს გვერდები
15.9