santaesperanza
წვეთოვანი ბედნიერება
ავტორი: ქეთი ჯოლბორდი   „ეს კრებული სახეებით და მეტაფორებითაა გადავსებული. იმდენად, რომ ისინი თითქოს მათთვის გამოყოფილ სივრცეებში ვერ ეტევიან და ამიტომ ერთმანეთს ნაწილობრივ ფარავენ, რაც საკმაოდ ხშირად ბუნდოვანს ხდის კონკრეტულ ლექსებს, ზემოქმედებს სინტაქსზე. თუმცა ამ ჭარბ სისავსეს, სურათ-ხატების კალეიდოსკოპურობას საბოლოო ჯამში მოაქვს მკვეთრი და ზუსტი ემოცია, განწყობილება... აყალიბებს ავტორის ხელწერას... ქეთი ჯოლბორდის პოეტური ესთეტიკა ჰერმეტულია, და მასში ინტიმური და მეტაფიზიკური ბევრგან ერთმანეთშია გადახლართული, რაც ლექსიკური დიაპაზონის მომხიბვლელ სიფართოვესაც იწვევს. „წვეთოვანი ბედნიერების“ კითხვა წვეთ-წვეთობით, მცირე დოზებითაა მიზანშეწონილი. და მართალია წიგნი ხუთნაწილიანია, მაგრამ მისი სრულად დაძლევის შემდეგ რჩება მთლიანობის განცდა და ჩნდება უკან მიბრუნების სურვილი, რადგან ის სიღრმეები, რაც მხატვრული გამოსახვის ხერხების ასეთმა სიუხვემ გააჩინა, სხვანაირ გაშინაგანებას ითხოვს.“ – შოთა იათაშვილი
14.95
ხიდჩატეხილობა
პიესების კრებული ,,ხიდჩატეხილობა“, რომელიც ექვს სხვადასხვა დროს დაწერილ პიესას აერთიანებს. ისინი მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც თემატურად და ჟანრულად, ასევე არსობრივადაც. წიგნში წინაა წამოწეული აქტუალური თემები ქართული საზოგადოების შესახებ.
15
ხუთი პიესა
ამ კრებულში თავმოყრილია თანამედროვე ებრაელი ქალების მიერ დაწერილი ხუთი პიესა, რომელთა მთავარი გმირებიც სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნისა თუ სოციალური ფენის წარმომადგენელი ქალები არიან. როგორ ხედავენ და განიცდიან საზოგადო თუ პირად პრობლემებს დიდი მოღვაწეების ცოლები, მარტოხელა დედები, რელიგიური სკოლის მოსწავლეები ან ორთოდოქსი მორწმუნეების ოჯახში გაზრდილი დები? – კრებულში თავმოყრილი პიესების ავტორები ცდილობენ, მკითხველისა და მაყურებლის ყურადღება ამ აქტუალური საკითხებისკენ მიმართონ. განსაკუთრებული ხედვითა და იუმორით გამორჩეული ეს თანამედროვე პიესები წარმატებით იდგმება ისრაელში და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის, საქართველოშიც. წიგნი გამოიცემა საქართველოში ისრაელის საელჩოს დახმარებით.
16.95
„მსახურთა შემოდგომა“ და სხვა პიესები
ავტორი: ნინო ხარატიშვილი გერმანულიდან თარგმნეს ნინო ბურდულმა და ანა კორძაია-სამადაშვილმა   გერმანულენოვანი ქართველი მწერლის, დრამატურგისა და თეატრის რეჟისორის, ნინო ხარატიშვილის ის პიესები, რომლებსაც ქართველი მკითხველი ამ კრებულში წაიკითხავს, გერმანიაში სხვადასხვა თეატრის სცენაზე უკვე დადგმულია და ცნობილია გერმანელი მკითხველისა თუ მაყურებლისთვის. ოთხი პიესიდან ერთ-ერთი, „მსახურთა შემოდგომა“, ქართულ სცენაზეც დაიდგა და სამეფო უბნის თეატრის პროგრამის ნაწილია, ასევე მზადდება „ფედრა, ალმოდებულის“ როგორც ქართულ, ისე გერმანულ სცენაზე დადგმაც.   ნინო ხარატიშვილი პიესებს ბავშვობიდან წერს. მანამ, სანამ მისი სადებიუტო რომანი, „ჟუჟა“ დაიბეჭდებოდა და გერმანულენოვანი წიგნების საუკეთესო ოცეულში მოხვდებოდა, ის გერმანულმა პუბლიკამ სწორედ საავტორო პიესებითა და მათი დადგმებით გაიცნო – 2008 წელს ჰაიდელბერგის თეატრალური ფესტივალის პრიზი მიიღო წლის საუკეთესო პიესის ნომინაციაში „ლივ შტაინისთვის“; ასევე, იმავე წელს დაჯილდოვდა როლფ მარეს პრემიით წლის საუკეთესო დადგმის კატეგორიაში პიესისთვის „აგონია“. მისი პიესები წარმატებით იდგმება ვენაში, ვისბადენში, ბერლინში, ჰამბურგში, გიოტინგენში, ზაარბრიუკენსა თუ თბილისში.   ამ განსხვავებული ეპოქებისა და შინაარსის, შესაბამისად, სხვადასხვანაირი ენით დაწერილ, ერთმანეთთან ერთი შეხედვით თითქოს სრულიად არაფრით დაკავშირებულ პიესებს ერთი მნიშვნელოვანი საერთო აქვთ – მათი მთავარი გმირები გამორჩეული ქალები არიან. თითოეული მათგანი დაუვიწყარ სახეს ქმნის და საკუთარი ბრძოლისუნარიანობით, გაბატონებულ წესებთან დაპირისპირების სურვილითა თუ სიყვარულის უნარით გვამახსოვრებს თავს.    
19.9