santaesperanza
ოკეანე - წიგნი მოძრავი ნახატებით
დელფინი რომ ძუძუმწოვარი არსებაა, ალბათ, გეცოდინება, მაგრამ იცოდი, რომ ზოგი ზვიგენი ხელის გულზე ეტევა? მარჯანი რომ ცოცხალი არსებაა, ეს თუ იცოდი? ამ წიგნს თუ გადაშლი, მსოფლიო ოკეანეებში შეცურავ და იქ დამალულ უამრავ საიდუმლოს აღმოაჩენ. წყლის ბინადრებთან ერთად შეიტყობ მსოფლიო ოკეანის ყველაზე ღრმა წერტილის შესახებ. იმასაც კი გაიგებ, რა ხდებოდა ოკეანეში მაშინ, როცა ხმელეთზე ჯერ კიდევ დინოზავრები დადიოდნენ.
27.95
ოკეანე ქუჩის ბოლოს
ავტორი: ნილ გეიმანი         თქვენ წინაშეა ინგლისური ლიტერატურული ტრადიციების შესანიშნავი გამგრძელებლისა და, იმავდროულად, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მწერლის, ნილ გეიმანის ახალი რომანი „ოკეანე ქუჩის ბოლოს“. წიგნის გმირი შვიდი წლის ბიჭუნაა, რომელსაც სახელიც კი არა აქვს. კითხულობ და ფიქრობ, ვინ შეიძლება იყოს ის: ალბათ ეს თავად გეიმანია, მის ცნობიერებაში ღრმად ჩაძირული ბავშვური შიში და ტკივილი, მისი სამყაროს ორი მთვარე, ჯადოქრის მომზადებული მსხლის უგემრიელესი დესერტი, იმ მიწის მაგია, რომელზეც ბიჭობაში ცხოვრობდა; მაგრამ თანდათან ხვდები, რომ ეს შენა ხარ, თავად შენ, მაშინდელიც და ახლანდელიც, რომ იმ ბავშვს არასოდეს მიუტოვებიხარ, შენ ის, უბრალოდ, დაივიწყე. თუმცა, ყოველთვის არსებობს ალბათობა, რომ ერთ დღესაც მანქანის საჭეს მიუჯდები და შეუმჩნევლად მიადგები შენი ბავშვობის შარაგზას, ბოლომდე გაივლი მას და მიხვდები, ადამიანი კუნძული არ არის, ის ნაწილია ხმელეთის, რომელიც ყოველი მხრიდან ოკეანეს გარემოუცავს, შენ ხარ ოკეანეში და ოკეანე შენშია, და ამ ოკეანეში არის ყველაფერი, ყველა ფერი.
11.9
სიახლე
ოკეანეში
დგაფუნი! წრიპინი! ტკაცუნი! ეს ხმაურიანი, ფაქტებით სავსე წიგნი გასწავლით ყველაფერს ცხოველთა ხმების შესახებ. გეძლევათ ოკეანის არსებების გაცნობის საოცარი შესაძლებლობა, რაშიც 10 განსხვავებული ხმა და ჩანართები დაგეხმარებათ.
34.95
ოკრიბის ღმერთი
ავტორი: სოფიო კუბლაშვილი გამომცემლობა: ინტელექტი
14.95
ოკრო-ბოკრო
ავტორი: მაკა მიქელაძე   ამ კრებულში თავმოყრილია ქართველი მწერლის, მაკა მიქელაძის საბავშვო ლექსები და მოთხრობები, რომლებიც სპეციალურად თქვენი პატარებისთვის ყველასთვის საყვარელმა მხატვარმა, ნინო ჩაკვეტაძემ დაასურათა. გააცანით ბავშვებს ამ სახალისო წიგნის მხიარული პერსონაჟები და ამოგზაურეთ ფერად-ფერადი ოცნებებისა და თავგადასავლების სამყაროში.
14.9
ოლგა
ავტორი: ბერნჰარდ შლინკი მთარგმნელი: მაია ფანჯიკიძე სერია: „ინტელექტი“ 25 წლისაა მსოფლიო ბესტსელერის – „წამკითხველის“ ავტორის ბერნჰარდ შლინკის ახალი რომანი „ოლგა“ დიდი სიყვარულის ამბავს მოგვითხრობს. წარჩინებული გვარის წარმომადგენელი ჰერბერტი და ობოლი, უბრალო ოჯახის შვილი ოლგა, მიუხედავად არაერთი წინააღმდეგობისა, ცდილობდნენ ერთმანეთის ერთგულნი დარჩნენ, თუმცა, მათ სიყვარულს ბევრი გამოცდა ელის. ორიგინალური ფორმით დაწერილ რომანს ფონად გასდევს მე-20 საუკუნის ყველა გარდამტეხი მოვლენა, სადაც კი გერმანიის ძლევამოსილებისკენ სწრაფვის გამოვლინება საბედისწერო გამხდარა კაცობრიობისთვის.
19.95
ომერტა
  ავტორი: მარიო პიუზო მთარგმნელი: თამარ კოტრიკაძე სერია: იკითხე კლასიკა   ეს ამბავი მრავალი წლის წინ  სიცილიაში დაიწყო. არავინ იცოდა, რატომ იშვილა რაიმონდე აპრილემ, უკანასკნელმა დიდმა ამერიკელმა დონმა, ასტორე ვაიოლა; ვერავინ ხვდებოდა, რატომ წვრთნიდა და რისთვის ამზადებდა მას. მაშინ, როცა დონის  შვილები ამერიკაში წარმატებულ კარიერაზე ფიქრობდნენ, ასტორე ვაიოლა თავის დროს ელოდა.
12.95
ომის ლექსიკონი
ავტორი: ოსტაპ სლივინსკი   როდესაც ომი იწყება, სიტყვები ზედმეტი ხდება – მოქმედებაა საჭირო. შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ სიტყვებიც შეიცვალა, დაიშალა, ახალი მნიშვნელობა და ჟღერადობა შეიძინა. #словниквійни მოსმენილი და განცდილი ისტორიების ფრაგმენტებით დაიწყო და გახდა გზა მძიმე დანაკარგებისა და შეუქცევადობის, ტკივილისა და გამარჯვების რწმენის აღსაბეჭდად.   ოსტაპ სლივინსკიმ გულმოდგინედ შეაგროვა დოკუმენტური მასალა და ახალი ფორმა მისცა მას. იმ ადამიანთა შორის, ვისი ხმაც ისმის „ომის ლექსიკონში“, არიან ისინი, ვინც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარი სახლები და გაურკვევლობის წყვდიადში გადასულიყვნენ; მოხალისეები და მედიკოსები; ჯარისკაცები;  სამოქალაქო აქტივისტები და ხელოვანები – ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული, მაგრამ საერთო განცდებით და ერთი სულისკვეთებით გაერთიანებული ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც ომმა შეცვალა.   წიგნი გაფორმებულია კატერინა ჰორდიენკოს ილუსტრაციებით. უკრაინულიდან თარგმნა თამთა გუგუშვილმა   წიგნი გამოიცა „თარგმნე უკრაინის“ მთარგმნელობითი პროგრამის მხარდაჭერით.
29.95
ომის მეტაფიზიკა
ავტორი: იულიუს ევოლა მთარგმნელი: დავით ცომაია ნაწარმოებში არსებითი აქცენტი გაკეთებულია შინაგან ომზე, სულიერ ბრძოლაზე, რომელიც ადამიანის, როგორც სრულფასოვანი პიროვნების, შიგნით თავისებურად და ინდივიდუალურად მიმდინარეობს. ამავდროულად, ქრისტიანული (კათოლიკური), სკანდინავიური, ისლამური და ჰინდური სამყაროს ჭრილიდან წარმოდგენილია ბრძოლის სხვადასხვაგვარი გამოვლინებები, მიზეზები და შედეგები. ავტორი ღრმა ფსიქიკური წიაღსვლების დახმარებით ასინთეზირებს გარეგანი და შინაგანი ომის პრინციპებსა თუ გარემო-ვითარებებს. იგი გვიჩვენებს გარეგნული ფაქტორების არსსა და გულს – შინაგან ფაქტორებს, რომლებიც ერთი შეხედვითა და ზედაპირული შეფასებებით ცხადად როდი ავლენს თავს. ავტორი ომის გარეგნულ მხარესთან მიმართებით ყურადღებას ამახვილებს არა თავად ამ თვალით სახილველ მოცემულობებზე, არამედ უკანასკნელის გამოყენებითა და წყალობით – ღრმა შინაგან, სულიერ ასპექტებზე. საერთო ჯამში, ავტორმა მოახერხა და წიგნში თვალნათლივ წარმოაჩინა ნებისმიერი სახის ბრძოლისა და, ზოგადად, ომის გამოხატულებების მეტაფიზიკური მხარე, რითაც გადაარჩინა და გაამართლა ხსენებული სფეროს გარე გამოვლინებები, რომლებიც შესაძლოა, ერთი შეხედვით, ყოველგვარი სულიერებისა და ღრმა შინაარსისაგან დაცლილ მოცემულობად მოეჩვენოს ადამიანს.
24
ომის წილი სინათლე
ავტორი: მაიკლ ონდააჩი მთარგმნელ(ებ)ი   გია ჭუმბურიძეზაზა ჭილაძე სერიის დასახელება ET CETERA   გამორჩეული კანადელი მწერლის, მაიკლ ონდააჩის რომანი „ომის წილი სინათლე“ (2018) იმ წლებზე მოგვითხრობს, რომლებიც მთავარმა გმირმა, ნათანიელმა, სიმართლის ძიებაში გაატარა. 1945 წლის ზაფხულში ლონდონში ორ მოზარდს მშობლებმა აცნობეს, რომ სამუშაოდ სინგაპურში მიდიოდნენ, მათ წაყვანას კი არ აპირებდნენ.     ცოტა ხანში ორივეს კვალი გაქრა და თავგზააბნეული და-ძმისთვის სამყარო კიდევ უფრო იდუმალი გახდა. რა იცოდნენ მშობლებზე? როგორ უნდა ეცხოვრათ იმ უცნობების გარემოცვაში, რომლებიც მფარველებად და გზის მაჩვენებლებად გამოეცხადნენ? წლების შემდეგ ნათანიელს გამბედაობა ჰყოფნის იმისათვის, რომ წარსულის ბნელ წყალში ღრმად ჩაყვინთოს და შორეული სიმართლის მკრთალი შუქიც იხილოს.
17.95
ომისდროინდელი სიცრუეები
ავტორი: ლუის ბეგლი ბავშვების ნაამბობს, რომლებიც საშინელ დევნასა და სისასტიკეს გადაურჩნენ, უდიდესი ძალა აქვს. მათ სიტყვებში ეჭვის შეტანა შეუძლებელია – ფაქტები თავად მეტყველებენ ყველაფერზე. ასეთია პატარა მაცეკის ამბავიც ლუის ბეგლის შესანიშნავ რომანში „ომისდროინდელი სიცრუეები“. ნაცისტების მიერ ოკუპირებულ პოლონეთში მცხოვრები ებრაელი ბიჭის ნაძალადევი ღიმილის უკან ბევრი რამ იმალება – საკუთარი დაუმარცხებლობის რწმენით შეპყრობილი გერმანელი ოფიცრები, ვარშავის გეტოს დაბომბვის საშინელი სურათი, უკრაინელ სადამსჯელო რაზმელთა სისასტიკე... მაგრამ მაცეკი თავის ისტორიას მაშინ გვიყვება, როცა უკვე ზრდასრული მამაკაცია, რომელიც მრავალი წელი ცდილობდა ბავშვობის დავიწყებას, ახლა კი თვალს გაუსწორებს იმ სულიერ იარებს, არასდროს რომ არ მოუშუშდება. მისი თავშესაფარი და ნუგეში კლასიკური ლიტერატურაა – „ენეიდა“ და დანტეს „ღვთაებრივი კომედია“, მისი „ჯოჯოხეთი“. წაკითხულს მაცეკი მახვილგონივრულ, მაგრამ სარკასტულ ინტერპრეტაციას უძებნის – მისთვის დანტეს ვერგილიუსი „ტექნიკური კვალიფიკაციის მქონე ებრაელს ჰგავს, რაიხისთვის აუცილებლად საჭიროს“ და მაინც, ის გამუდმებით იტანჯება, რადგან „კაცს, რომელსაც სევდიანი თვალები აქვს, სჯერა, რომ რაღაც სამუდამოდ შეიცვალა მასში ისე, როგორც ნაცემ ძაღლში, და ღმერთები ამას ვერ განკურნავენ“.
9.95
ომობანა
ავტორი: ბასა ჯანიკაშვილი   "ბასა ჯანიკაშვილის რომან ""ომობანას"" 2008 წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომი გასდევს მთავარ თემად. სახელმწიფოთა შორის შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე, სოფელში დასასვენებლად წასული ერთი ჩვეულებრივი ოჯახიც ფრონტის ხაზს ემსგავსება, სადაც ომს ცოლ–ქმარი – ვერა კეკელიძე და გურამ დარჩია წარმართავენ. მათი შვილი ნასროლი კენჭით რუსულ ავიაგამანადგურებლებს აფეთქებს, ხოლო ჩამოცვენილ რუს მფრინავებს ოჯახი დახვრეტას უპირებს, თუმცა მანამდე ქართული სტუმართმოყვარეობითა და გულთბილი მასპინძლობით აკვირვებს. რომანის სიუჟეტში ხშირად იშლება ზღვარი რეალობასა და ვირტუალურ სამყაროს შორის. მკითხველი თავად აირჩევს, რომანის პერსონაჟები კონფლიქტის ნამდვილი მონაწილეები გახდებიან თუ – კომპიუტერული თამაშის გმირები."
6
ომს - მშვიდობა
ავტორი: ბესო ხვედელიძე   ,,აფხაზეთის ომში კალმით ხელში ვარ ნამყოფი და კრებულსაც ერთ-ერთი მოთხრობის სათაური დაერქვა - ,,ომს - მშვიდობა“ ბესო ხვედელიძე მოთხრობების ახალ კრებულს თავის გარდაცვლილ მეგობარს, ირმა კახურაშვილს უძღვნის. წიგნში შესული ექვსივე მოთხრობა საუკეთესო მეგობრების გახსენებაა.
21
ომს არ აქვს ქალის სახე
ავტორი: სვეტლანა ალექსიევიჩის   რუსულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ   ომს არ აქვს ქალი სახე სვეტლანა ალექსიევიჩის პირველი წიგნია. ავტორი რამდენიმე წლის განმავლობაში მეორე მსოფლიო ომგამოვლილ ასობით ქალს გაესაუბრა და XX საუკუნის ამ უდიდესი ტრაგედიის მომსწრეთა ცოცხალი მონათხრობი დაგვიტოვა.   ჩვენ წინაშე იშლება ვეტერან მამაკაცთა ხედვისაგან სრულიად განსხვავებული, საბჭოური პათოსისაგან თავისუფალი, შეულამაზებელი სურათები ქალის თვალით დანახული და უფაქიზეს დეტალებში განცდილი ომისა, სადაც ყველაფერია – სულმდაბლობაც, ჭუჭყიც, მაგრამ დიდი ჭეშმარიტი გმირობაც და სისხლითა და ცრემლით გამოსყიდული გამარჯვებაც, რომელსაც საუკუნეები ვერ წაშლის. წიგნში შეგროვებული მასალები ომზე საბჭოური ლიტერტურის კლიშეებს ვერ ერგებოდა, ამიტომაც 1983 წელს დაწერილი წიგნი 1985 წელს კუპიურებით გამოიცა, სრული სახით კი მხოლოდ ბოლო წლების გამოცემებში შევიდა.
18
ომში, როგორც ომში
ავტორი: მამუკა ხერხეულიძე   მამუკა ხერხეულიძის ლიტერატურული ტექსტები სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა პერიოდულ პრესაში, გამოცემულია კრებულიც – „კავკასიური ქრონიკა“. „ომში, როგორც ომში“ მისი პირველი წიგნია, რომელშიც მოთხრობებთან ერთად პუბლიცისტური ესეებიც შევიდა. ამ წიგნში მოთხრობილი ამბები XX საუკუნის მიწურულსა და XXI საუკუნის დასაწყისში ხდება. საქართველოს უახლესი ისტორია, პრობლემები, რომლებიც აწუხებს საზოგადოებას და უცხო არავისთვისაა, შეულამაზებლად არის აღწერილი. ავტორი არც მწვავე შეფასებებსა და დასკვნებს ერიდება; ომში ისე იქცევიან, როგორც ომში, ანუ – ბრძოლა გრძელდება.
7.9
სიახლე
ონავარი ლუკი დროთა ქვეყანაში
ავტორი: ირმა მალაციძე   ისეთ ქვეყანაში თუ ყოფილხარ, სადაც ყველა საათი განსხვავებულ დროს აჩვენებს, ისრები უკუღმა ტრიალებს და ადამიანს ასაკი კი არ ემატება, აკლდება? ან ისეთი ქალაქი თუ გინახავს, შავისა და თეთრის გარდა, სხვა ფერი რომ არ აქვს, მის ქუჩებში კი მოლაპარაკე ძაღლი დაცუნცულებს? ალბათ, არა. ბნელ საკუჭნაოში ჩაკეტილი ონავარი ლუკი კი სწორედ ასეთ ქვეყანაში აღმოჩნდა და, არც მეტი, არც ნაკლები, დროთა ქვეყნისთვის – დროის, უფერო-ქალაქისთვის – ფერის და ორივესთვის სიხარულის დაბრუნება გადაწყვიტა. აი, როგორ დასტყუებს პატარა ბიჭი დროს, ფერებსა და ათას მოპარულ სიკეთეს ბოროტ ჯადოქარ ჯაჯალს, ჩვენი ზღაპარი გიამბობს.
7.9
ონავარი ოლივერი (წიგნი 1)
ავტორი: ფრანჩესკა საიმონი მათთვის, ვისაც იუმორი უყვარს! ონავარი ოლივერი და მისი ძმა, უნაკლო უილიამი, ერთმანეთისგან ისე განსხვავდებიან, რომ… თუმცა, თუ მათ მეტსახელებს დაუკვირდები, თავადაც მიხვდები… რა მოხდება, თუ ერთ დღესაც ოლივერი გადაწყვეტს, ძმასავით უნაკლო გახდეს, უილიამს კი მოუნდება, ისეთივე ონავარი იყოს, როგორიც ოლივერია? ილუსტრატორი: ტონი როსი მთარგმნელი: ნინო ძანძავა
9.9
ონავარი ოლივერი – საიდუმლო კლუბი (წიგნი მეორე)
ავტორი: ფრანჩესკა საიმონი
9.9
ოპერა - 100 ამბავი #56
ავტორი: ბექა ხოჯავა სერია: თან საკითხავი გამომცემლობა: არტანუჯი 1923 წლის 29 ნოემბერს დიდი იტალიელი კომპოზიტორი ჯაკომო პუჩინი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოპერის მოყვარულთა ნაწილის აზრით, იმ დღეს საოპერო მუსიკამ სიცოცხლე შეწყვიტა და ხელოვნების სამუზეუმო დარგად იქცა. ზემოთ მოყვანილი დებულების თაობაზე დავა შეიძლება, თუმცა ფაქტია, უკვე დიდი ხანია, ოპერამ მუსიკისა და ხელოვნების სხვა ჟანრებს დაუთმო ადგილი მსმენელისა თუ მაყურებლის გულებში. ამ წიგნის ავტორს სურს, მოგიყვეთ საოპერო მუსიკის ოქროს წლებზე. დროზე, როდესაც ცნობილი კომპოზიტორების მორიგი ოპერის პრემიერა, თუ დიდ მომღერლებს, კონფერანსიეებსა და დირიჟორებს შორის არსებული ურთიერთობა საზოგადოებრივ დღის წესრიგში წამყვან ადგილს იკავებდა. წიგნში ვერ შეხვდებით რთულ მუსიკალურ ტერმინებს. აქ წაიკითხავთ მხოლოდ ამბებს, ამბებს და ამბებს  საოპერო ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა ცხოვრებიდან.
13.95
ორ ზღვას შუა
ავტორი: მარი ბექაური   ორ ზღვას შუა იყო ერთი პატარა ქვეყანა, სადაც დიდსა თუ პატარას ერთმანეთთან კამათს და ლაზღანდარობას არაფერი ერჩივნა. კამათობდნენ და ოხუნჯობდნენ ყველაფერზე, მათ შორის, მათთვის სრულიად უცნობ საკითხებზეც. ხშირად ისე გაცხარდებოდნენ, საქმე ერთმანეთის ლანძღვა-გინებამდეც მიდიოდა. მოკლედ, ამ ქვეყანაში დიდად ტაშფანდურა ხალხი ცხოვრობდა. ცხადია, ასეთ უცნაურ ხალხს ამბებიც საარაკო გადახდებოდა ხოლმე. ზოგი თავად იყო ამ ამბების შემოქმედი, ზოგიც მათში უნებურად ეხვეოდა
11.9
ორ სიყვარულს შორის
ავტორი: აგათა კრისტი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე  
14.95
ორგანაიზერი სამაგიდე ნაკრები 17 საგნიანი
35
ორგანიზაციის შემაკავშირებელ რგოლებს შორის შრომითი უკმაყოფილებით გამოწვეული კონფლიქტის გადაწყვეტის მექანიზმები
ავტორი: სოფიკო მეტრეველი გამომცემლობა: სულხან - საბა  ორბელიანის უნივერსიტეტის გამომცემლობა
11.6
ორესტეა
ავტორი: ესქილე მთარგმნელი: ლევან ბერძენიშვილი …რას იტყოდა სახლი, ხმა რომ ამოეღო, რა დააშავა აგამემნონმა, რით იმართლებს თავს კლიტემნესტრა, როგორ შეიძლება დედა მოკლა და ჭკუაზე არ შეიშალო, როგორ შეიძლება დანაშაული ჩაიდინო და უდანაშაულოდ გამოგაცხადონ, რითია ქმარი დედაზე ძვირფასი… ყველაფერ ამაზეა „ორესტეა“, ანტიკურობის ეს გენიალური გზავნილი ჩვენდამი.
12.9