santaesperanza
ნორვეგიული დღიური
ავტორი: არჩილ ქიქოძე არჩილ ქიქოძის “ნორვეგიული დღიური” ნორვეგიის მთებში, ქოხში დაიწერა. ეს დოკუმენტური პროზის ნიმუშია, რომელიც სკანდინავიის ამ დიდებული ქვეყნის, მისი ბუნების, ყოფისა და კულტურის შესახებ მოგვითხრობს. როგორც თავად ავტორი ამბობს, ესაა “მსუბუქად და სიხარულით დაწერილი” ტექსტი, სადაც მწერალი გვიჩვენებს საკუთარი თვალით დანახულ ნორვეგიელ მწერლებს, მოგზაურებს, იქაურ კულტურას, ფლორასა და ფაუნას – ყველაფერს, რაც, ამ ქვეყნის კულტურულ თუ ყოფით ესთეტიზმს ქმნის. ამ ყველაფერს კი ერწყმის ავტორის ფიქრები და ნააზრევი ცხოვრებასა და ადამიანებზე. არჩილ ქიქოძისთვის დამახასიათებელი თხრობის ოსტატური მანერა და ტექსტის მიმზიდველი თემატიკა წიგნს ნებისმიერი მკითხველის საყვარელ საკითხავად აქცევს. “მოგზაურს და ტურისტს მიდგომა განასხვავებს: ტურისტი იმპერიალისტია, ის დასაპყრობადაა ჩამოსული; მოგზაურმა ისიც არ იცის, სახლში დაბრუნდება თუ არა. არჩილ ქიქოძის წიგნი ნორვეგიაში მოგზაურობის შესახებაა. რაც არ უნდა უცნაური იყოს, მოგზაურობა მოგზაურობამდე, სივრცეში ფიზიკურ გადაადგილებამდე დიდი ხნით ადრე იწყება. ბავშვობის ოცნება ჩრდილოეთის სახელოვანი და უსახელო გმირების შესახებ, ლიტერატურული შთაბეჭდილებები წაკითხული წიგნებიდან, ნამდვილი მოგზაურობა და ამ მოგზაურობის მოგონებები ქმნიან პალიმფსესტს, სადაც წაკითხული და განცდილი, წიგნი და ბუნება, ბავშვობა და ზრდასრული ასაკი, ნორვეგია და საქართველო ერთმანეთში ირეკლებიან. ალბათ ეს გაუთავებელი ურთიერთარეკვლა ქმნის იმ დაძაბულობის განცდას, რომელსაც არჩილ ქიქოძე „ზამთრისპირის მოხეტიალე სევდას“ ეძახის. საიდან მოდის ეს სევდა, რომელიც ამასთანავე სიხარულიცაა? მოგზაური, ტურისტისგან განსხვავებით, არის ადამიანი, რომელიც გადალახავს მიჯნას. მიჯნა, რომელიც მატერიალურთან ერთად წარმოსახვითიცაა, ყოველთვის საბედისწეროა, ბედის საზღვარია.არჩილ ქიქოძე კი არის ადამიანი, რომელმაც ამ მიჯნის გადაკვეთის საიდუმლო შეიძლება განიცადოს და სხვებსაც მოუყვეს.” ზაალ ანდრონიკაშვილი ლიტერატურათმცოდნე
8.9
ნორვეგიული ტყე
ავტორი: ჰარუკი მურაკამი მთარგმნელი: თამარ სუბელიანი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი ტოკიო, XX საუკუნის 60-იანი წლების მიწურული, დრო, როდესაც იაპონელი სტუდენტები, მსოფლიოს სხვა უნივერსიტეტების სტუდენტების მსგავსად, ამბოხებებს აწყობენ არსებული წესრიგის წინააღმდეგ. მთავარი გმირი, სტუდენტი ტორუ ვატანაბე კი ვერაფერს ამჩნევს, მას ორი ქალი უყვარს – ფსიქიკურად ტრავმირებული  მშვენიერი ნაოკო და  სიცოცხლით სავსე, ემოციური მიდორი. რომანი მოგვითხრობს ადამიანების რთული ბედის,  დანაკარგების, სიყვარულისა და სექსუალური ცხოვრების შესახებ. თანამედროვე იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის რომანი „ნორვეგიული ტყე“ 1987 წელს გამოიცა და ავტორს მსოფლიო აღიარება მოუტანა. 2010 წელს გამოვიდა ამავე სახელწოდების ფილმი.
17.9
ნოტების რვეული A4
წინასწარ გადაამოწმეთ სასურველი დიზაინის ნაშთი "chat" ის გამოყენებით სხვა შემთხვევაში მიიღებთ ერთ-ერთ დიზაინს ფასში მითითებულია ერთი ცალის ღირებულება
2
ნოტების რვეული A4 20 ფურცელი
2
ნუ იყვირებ: მგელი, მგელი!
ავტორი: ფარლი მოუეტი სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა მთარგმნელი: ნანა კიკნაძე; ალექსანდრე ქორელი ეს წიგნი არქტიკული მგლების ოჯახთან გატარებულ ერთ ზაფხულზე მოგვითხრობს. ფარლი მოუეტს კანადის ტუნდრაში აგზავნიან მგელზე დაკვირვების საწარმოებლად. მგლების მიერ ჩრდილოეთის ირმის, კარიბუს პოპულაციის განადგურება ეროვნული მნიშვნელობის პრობლემაა და ახალგაზრდა ბიოლოგი მთელი შემართებით იწყებს მტაცებლების ყოფის შესწავლას. იგი მალევე ხვდება, რომ თავადაც დაკვირვების ობიექტია – ცნობისმოყვარე მგლები დიდ გამჭრიახობას იჩენენ და არც იუმორის ნაკლებობას უჩივიან. მათი ცხოვრების ნირის, ჩვევებისა და მგელ-კარიბუს ურთიერთობის შემყურე მეცნიერი გაოგნებულია – სახელმძღვანელოებში ამოკითხული არაფრით ემთხვევა მგლების ნამდვილ ყოფას. კანადელი მწერლის, ბიოლოგისა და ბუნების დამცველის, ფარლი მოუეტის (1921-2014) ავტობიოგრაფიული წიგნი «ნუ იყვირებ: მგელი, მგელი!» (1963) ქართულად პირველად 1980 წელს გამოიცა. ახალი გამოცემისთვის თარგმანი ხელახლა გარედაქტირდა და ორიგინალს შედარდა.
17.95
ნუ მოკლავ დაღლილ ანგელოზს
სოლომონ ნერგაძე, არის პავიას უნივერსიტეტის მოლეუკური ბიოლოგიის ასისტენტ პროფესორი, რომელიც ქართულ-იტალიურ საზოგადებაში ცნობილია, არა მხოლოდ, როგორც პროფესიონალი ფიზიკოსი, ასევე ბრწყინვალე ლიტერატორი. გამოქვეყნებული აქვს: 50-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია ინგლისურენოვან საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში; 100-ზე მეტი ბეჭდური წარდგენა საერთაშორისო კონგრესებისა და კონფერენციების გამოცემაში...
14
ნუ მოკლავ ჯაფარას
ავტორი:ჰარპერ ლი მთარგმნელი: ლელა დუმბაძე სერია: აუცილებელი საკითხავი ცნობილი მწერლის, ჰარპერ ლის რომანი “ნუ მოკლავ ჯაფარას’ თავის დროზე სამართლიანად აღიარეს ყველაზე ჰუმანურ ამერიკულ ნაწარმოებად. დიდი დეპრესიის პერიოდში ალაბამის შტატის ერთ პატარა ქალაქში განვითარებული, 6 წლის გოგონას, ჯინ ლუიზა ფინჩის თვალით დანახული მოვლენები თანამედროვე მკითხველსაც ასწავლის, რა არის კარგი და რა – ცუდი, რომ ადამიანური წარმოდგენები ხშირად იცვლება, რომ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და სამართლიანობაა.
21.9
ნუ მოკლავ ჯაფარას
ავტორი: ჰარპერ ლი მთარგმნელი: ლელა დუმბაძე სულაკაურის გამომცემლობა ცნობილი მწერლის, ჰარპერ ლის  რომანი “ნუ მოკლავ ჯაფარას’ თავის დროზე სამართლიანად აღიარეს ყველაზე ჰუმანურ ამერიკულ ნაწარმოებად. დიდი დეპრესიის პერიოდში ალაბამის შტატის ერთ პატარა ქალაქში განვითარებული, 6 წლის გოგონას, ჯინ ლუიზა ფინჩის თვალით დანახული მოვლენები თანამედროვე მკითხველსაც ასწავლის, რა არის კარგი და რა – ცუდი, რომ ადამიანური წარმოდგენები ხშირად იცვლება, რომ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და სამართლიანობაა.
15.9
ნუმენორის დაცემა
ავტორი:  ჯ.რ.რ ტოლკინი სერია: პორტალი მთარგმნელი:  გიორგი გომართელი ნუმენორის დაცემა“ ერთ წიგნად აერთიანებს ჯ. რ. რ. ტოლკინის ”მეორე ეპოქის“ ტექსტებს, რომლებიც მწერლის ვაჟის, პროფესორ კრისტოფერ ტოლკინის რედაქტირებულია. ეს ტექსტები ”სილმარილიონში“, ”დაუსრულებელ მოთხრობებში“, ”შუახმელეთის მატიანის“ 12-ტომეულსა და სხვა ნაშრომებში შედის ბრაიან სიბლიმ, ”ნუმენორის დაცემის“ რედაქტორმა, ექსპერტ-ტოლკინისტმა და რადიო ბი-ბი-სიში რადიოდადგმა ”ბეჭდების მბრძანებლის“ ავტორმა ლეგენდარიუმის მეორე ეპოქის მოვლენების ამსახველი სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული თხზულებები გააერთიანა, რათა მკითხველი მეორე ეპოქის შუახმელეთისა და ნუმენორის კუნძულის ისტორიას ქრონოლოგიურად გასცნობოდა  წიგნი დაასურათა ლეგენდარულმა მხატვარმა ალან ლიმ, რომლის ილუსტრირებულია ”ბეჭდების მბრძანებელი“, ”ჰობიტი“, და რომე- ლიც ”ოსკარით“ დაჯილდოვდა ფილმ-ტრილოგია ”ბეჭდების მბრძანებელზე" მუშაობისთვის
24.95
სიახლე
ნუმეროლოგია
ავტორი: საშა ფენტონი მთარგმნელი:  ნინო მესტვირიშვილი სერია: ჰეკატე პროექტი „ჰეკატე“ ერთგვარი გზამკვლევია თვითგანვითარების, საკუთარი ხასიათისა და თვისებების ობიექტურად შეფასების გზაზე. პასუხები, რომლებსაც ცხოვრებისეულ კითხვებზე გარე სამყაროში ვეძებთ, ხშირად ჩვენშივეა. მთავარია, მათი მიგნება და ამოცნობა შევძლოთ. „ჰეკატე“ დაგეხმარებათ თქვენი ქცევისა და სამომავლო ნაბიჯების უკეთ გააზრებაში. ის გაგაცნობთ გონების, სულისა და სხეულის სრულყოფის მიზნით შემუშავებულ თანამედროვე მეთოდოლოგიას; გთავაზობთ ეფექტურ სავარჯიშოებს როგორც ქვეცნობიერთან დაკავშირების, ისე პიროვნული განვითარებისთვის. წიგნებში მდიდარი ვიზუალური მასალაა წარმოდგენილი. პროექტის ფარგლებში გამოიცემა იმ თანამედროვე ავტორთა წიგნები, რომელთაც აერთიანებთ დაუცხრომელი ინტერესი მედიტაციებისა და გონების სავარჯიშოების მიმართ.
19.95
ობელისკის კარიბჭე (2)
ავტორინ: . კ. ჯემისინი მთარგმნელი: ანა ჭიჭინაძე სერია: პორტალი   ეს სეზონი ცივილიზაციის დასასრულის დასაწყისია. ხანგრძლივ, პირქუშ ღამეს არასოდეს ცვლის დღ. ალებასტრი, ათბეჭდიანი შეშლილი, სამყაროს დამანგრეველი და გადამრჩენელი ოროგენი, ბრუნდება მისიით - გაწვრთნას და დატოვოს მემკვიდრე ესუნის სახით და ამით სიმშვიდის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტოს. დაკარგულ ქალიშვილს მტერი იპოვის. ძველი მეგობრები ფარული ზრახვებით ბრუნდებია. ორსახოვანი მოყვარე მტრობას უქადის ესუნს, რომელსაც ქვადქცეული ძველი პარტნიორი დიდი გამოწვევისთვის ამზადებს. "ობელისკის კარიბჭე" ჯემისინის სერიის, "განწირული მიწის", მეორე წიგნია.
19.95
ობიექტზე ორიენტირებული ონტოლოგია: ახალი ყველაფრის თეორია
ავტორი: გრემ ჰარმანი მთარგმნელი: გაბრიელ თოლორაია სერია: Magnum Oopus   როგორია თეორია, რომელიც ონტოლოგიურად არც ერთ არსებას არ აწინაურებს, ადამიანებს, საგნებსა და მოვლენებს ერთ სიბრტყეზე იკვლევს და პოზიტივისტური რედუქციული აღწერების ნაცვლად ამ დრომდე წარმოუდგენელ, ნივთთაშორის ფენომენოლოგიას გვთავაზობს?   მარტინ ჰაიდეგერისა და ბრუნო ლატურის ნაშრომებით შთაგონებული ახალი ფილოსოფიური სკოლა, ობიექტზე ორიენტირებული ონტოლოგია, ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ნაბიჯია თანამედროვე გამოწვევების გასაგებად და მათთან გასამკლავებლად.   ამერიკელი ფილოსოფოსი, გრემ ჰარმანი კონტინენტური ფილოსოფიის წიაღში გაჩენილი მოძრაობის, სპეკულატიური რეალიზმის, ცენტრალური ფიგურაა. ამჟამად ის ლოს ანჯელესში, არქიტექტურის სამხრეთ კალიფორნიის ინსტიტუტში ასწავლის. სპეკულატიური რეალიზმი ჩვენი საუკუნის გამორჩეულ და მეტად განსხვავებულ მოაზროვნეებს კორელაციონიზმის გადალახვის ან უკუგდების ნიშნით აერთიანებს; სწორედ აქ ვლინდება ჰარმანის ნაშრომებში აღმოცენებული ობიექტზე ორიენტირებული ონტოლოგიის უდიდესი წვლილი.
24.95
ობობას ბუდეების ბილიკი
ავტორი: იტალო კალვინო სერია: ლიტოდისეა მთარგმნელი: ხათუნა ცხადაძე   „ობობას ბუდეების ბილიკი“ 23 წლის იტალო კალვინოს მონათხრობია იტალიის „წინააღმდეგობის მოძრაობაზე“, ომზე, სევდიან, ბრაზიან, სახლს დანატრებულ პარტიზანებზე; ეს იძულებით ნაადრევად გაზრდილი, სევდიანი პატარა ბიჭის ამბავია, ბავშვის, რომელიც ყველას მეგობარია და, ამავე დროს, ყველაზე მარტოა, რომელმაც იცის, რა სასტიკები არიან ადამიანები, მაგრამ თან ახსოვს, რომ დედა კეთილი იყო; ბავშვის, რომელიც მეგობარს ეძებს, რომ პისტოლეტის ამბავს მოუყვეს და ობობას ბუდეები აჩვენოს, ეძებს „დიდ, პურივით რბილ და თბილ ხელს“, რომელსაც თავის პატარა, შეშინებულ ხელს ჩაჰკიდებს და იმედისკენ გაჰყვება. იტალო კალვინო (1923-1985) იტალიელი მწერალი და ესეისტი, მეოცე საუკუნის იტალიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინტელექტუალია. მასთან დაკავშირებით ხშირად ახსენებენ ნეორეალიზმსა და პოსტმოდერნიზმს, თუმცა თავად ერიდებოდა საკუთარი ნაწერების კლასიფიკაციას ლიტერატურული მიმდინარეობების მიხედვით. კალვინოს ყველაზე მნიშვნელოვან ნაწერებს შორისაა: „ბარონი ხეზე“, „განახევრებული ვიკონტი“, „არარსებული რაინდი“, „მარკოვალდო“, „კოსმოკომიკური ამბები“, „თუ ზამთრის ღამით მოგზაური“. იტალო კალვინოს პირველი რომანი „ობობას ბუდეების ბილიკი“ პირველად გამოიცემა ქართულად.
14.9
ობობას გამოჩენა
ავტორი: ჯეიმს პეტერსონი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე   ყველაზე მაღალშემოსავლიანი თანამედროვე ავტორი (300 მილიონზე მეტი გაყიდული ეგზემპლარი), დეტექტიური ჟანრის უმაღლესი ჯილდოს, „ედგარ ალან პოს პრემიის“ მფლობელი; გინესის რეკორდსმენი ავტორი ელექტრონული წიგნების გაყიდვაში (10 მილიონზე მეტი ეგზემპლარი); ავტორი, რომლის ნაწარმოებებიც ყველაზე მეტჯერ გახდა ნიუ იორკ თაიმსის N1 ბესტსელერი. ობობას გამოჩენა გამოცემიდან 50 კვირის მანძილზე ნიუ-იორკ თაიმსის ბესტსელერების ტოპ-ათეულში პოზიციას მყარად ინარჩუნებდა. ამ ნაწარმოების მიხედვით გადაღებულია ერთ-ერთი საუკეთესო ჰოლივუდური ფილმი მორგან ფრიმენის მონაწილეობით. ჰოლივუდის კინოვარსკვლავისა და ფინანსთა მინისტრის ვაჟის გატაცება მხოლოდ დასაწყისია! გარი სონეჯი ბავშვების გამტაცებელია, სასტიკი და შეუბრალებელი. მას საუკუნის დანაშაულის ჩადენა სურს. „მინდა, ვინმე ვიყო!“ მისი წერილი და გზავნილი მსოფლიოს. თამაში იწყება. „ობობას გამოჩენის“ დაუჯერებელი და მოულოდნელი ფინალი გაგაოცებთ.
13
სიახლე
ოდინის შვილები
ავტორი:პადრიკ კოლუმი მთარგმნელი: გიგა ბერიაშვილი    “ოდინის შვილები” 35 თავისგან შემდგარი ნაწარმოებია, რომელიც სკანდინავიელი ღმერთებისა და ქალღმერთების საქმეების შესახებ გვამცნობს. წინამდებარე ნამუშევრის დახმარებით, მკითხველი იმ დროში იმოგზაურებს, როდესაც ღმერთები ასგარდში ყველაზე მაღალ მთაზე ცხოვრობდნენ და ადამიანთა შორისაც დაიარებოდნენ. “ოდინის შვილები” მოგვითხრობს, როგორ შეიქმნა სამყარო, როგორ იშვნენ ამ სამყაროში ღმერთები, გოლიათები, ადამიანები და სხვა ქმნილებები. გაიგებთ, თუ როგორ გასწირა ოდინმა მარჯვენა თვალი სიბრძნის მიღების სანაცვლოდ, როგორ დაადუღეს ჯუჯებმა მაგიური თაფლუჭი, როგორ დაწყევლა ჯუჯა ანდვარიმ ოქროს ბეჭედი და რა დაემართათ ამ ბეჭდის მფლობელებს; გაეცნობით მიოლნირის მპყრობელი თორის თავს გადამხდარ გასაოცარ თავგადასავლებს და ცბიერი ლოკის კეთილი და ავი საქმეების შესახებაც შეიტყობთ; გაიგებთ, როგორ და რატომ მოუკლა ლოკიმ უძველეს ღმერთს საყვარელი ვაჟი ბალდური. წინამდებარე ნამუშევარი განკუთვნილია, სკანდინავიური მითოლოგიით დაინტერესებული, ნებისმიერი ასაკის მკითხველისათვის.
30
ოდისეა
ავტორი:ჰომეროსი სერია: 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ     ბრმა ბერძენი გენიოსის, ჰომეროსის ეს შესანიშნავი პოემა კაცობრიობის ერთ-ერთ მთავარ ამბავს, მთავარ სიუჟეტს წარმოადგენს-ღმერთების რისხვა, ომი და გრძელზე გრძელი, სირთულეებით აღსავსე გზა შინისაკენ, მშობლიური ითაკისკენ, სადაც ოდისევსს ყველაზე ერთგული და ლამაზი ცოლი, პენელოპე ელოდება...  
16.95
ოდისეა
ავტორი: ჰომეროსი სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L
19.95
ოდისევსის სინდრომი
ავტორი: ნანი მანველიშვილი   სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი 2019 გამომცემლობა: პალიტრა L
12.95
ოზის ჯადოქარი (7-9) წელი
ავტორი: ფრენკ ბაუმი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა პატარა გოგონას, დოროთის სახლს ქარბორბალა აიტაცებს და უცხო ქვეყანაში გადაისვრის. შინისკენ მიმავალ გზაზე დოროთი უჭკუო საფრთხობელას, უგულო რკინის კაც ტყეკაფიასა და მხდალ ლომს დაუმეგობრდება და ოთხივე ერთად გადაწყვეტს ჯადოქარი ოზის მოძებნას. იმოგზაურე მათთან ერთად და უამრავი უცნაური არსებაც გაიცანი: ჭიშკრის მცველი, ფრთოსანი მაიმუნები, უხელო თავჩაქუჩა კაცუნები; დაათვალიერე ზურმუხტ ქალაქი.
8.9
ოთარ ჩხეიძე - 100 ამბავი #43
სერია: თან საკითხავი ამ წიგნში ოთარ ჩხეიძის უკომპრომისო ცხოვრებისა და შემოქმედების ამბავია მოთხრობილი. მიუხედავად იმისა, რომ იგი გასული საუკუნის 50-იანი წლებიდანვე ლიტერატურულ წრეებშიც და ფართო მკითხველთა შორისაც დიდ მწერლად და მოუთვინიერებელ პატრიოტად იყო მიჩნეული – იქნებ სწორედ ამიტომაც – მისმა მასშტაბურმა აღიარებამ დიდი ხნით დაიგვიანა. დრამატული ცხოვრების კვალდაკვალ შექმნილ მრავალფეროვან შემოქმედებას (რომანების ციკლი „მატიანე ქართლისა“, ნოველები, დრამატურგია, ლიტერატურული წერილები და პორტრეტები, პუბლიცისტიკა, პოლიტიკური წერილები) ოთარ ჩხეიძე თავისივე ურყევი პრინციპით ამთლიანებდა სამწერლო, საზოგადოებრივ და პედაგოგიურ ასპარეზზე: „დროზე მაშინ ითქმის, როცა გიკრძალავენ“. ამბავს ამბავი არ ეზედმეტებაო, – ამბობდა ოთარ ჩხეიძე და ჩვენ წინაშეა 100 თანსაკითხავი ამბავი როგორც ერთი მართალი კაცის, ისე იმ ხალხისაც, ვინც მონობიდან თავისუფლებაზე გაღწევისა იწამა, რადგან ოთარ ჩხეიძის თქმისა არ იყოს, „ის გადარჩება, ვისაც ძალა შესწევს ურჩობისა“.
11.95
ოთარ ჭილაძე - 65 ამბავი #32
სერია: თან საკითხავი წიგნი შეადგინეს მანანა ჯანელიძემ და სალომე ნიკოლეიშვილმა.  გამოცემაში შესული ამბების ავტორები:  ვახტანგ ჯავახაძე, თამაზ ჭილაძე, ბესიკ ხარანაული, ლია სტურუა, ტარიელ ჭანტურია, მაკა ჯოხაძე, ლევან ბრეგაძე, მანანა კვაჭანტირაძე, ემზარ კვიტაიშვილი, ლალი ავალიანი, ზურაბ კიკნაძე, ირაკლი სამსონაძე, დონალდ რეიფილდი, შუქია აფრიდონიძე, გიგი სულაკაური, ქეთევან შენგელია, ლაშა თაბუკაშვილი, აკა მორჩილაძე, ივანე ამირხანაშვილი, ცისანა გენძეხაძე, ბესო ხვედელიძე, არჩილ ქიქოძე, შოთა იათაშვილი, ნატო ინგოროყვა, ზვიად კვარაცხელია, ვახტანგ ღლონტი, თამარ შაიშმელაშვილი, ფარნა-ბექა ჭილაძე, რაულ ჩილაჩავა, ლელა ჯიყაშვილი, ია სულაბერიძე. „მაინც ვერავინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს...“ – 1968 წელს დაწერილ ლექსში ოთარ ჭილაძემ თავისი იმწუთიერი შეგრძნებაც აღწერა და თითქოს ის მომავალიც განჭვრიტა, რაც მას, როგორც მწერალს და კაცს უნდა გაევლო. ოთარ ჭილაძის შესახებ მოთხრობილი ეს ამბები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ „აველუმის“ ავტორის არსებაში ერთდროულად ცხოვრობდა „სიყვარულის იმპერიის“ შემქნელი ოდისევსიც დაასკეტიც, რომელსაც ყოველდღიურად, თხუთმეტი საათი შეეძლო ემუშავა, თვეების განმავლობაში. ბავშვობა, ოჯახი, აღიარება სტუდენტობიდანვე, შემოქმედებითი ლაბორატორია, ლიტერატურული ურთიერთობები, მეხის გავარდნასავით გაჩენილი „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ და საკაცობრიო მნიშვნელობის რომანები, პატრიოტიზმი, როგორც „ჯილდო და სასჯელი“, აღიარება ევროპაში და ურთიერთობების გაწყვეტა რუს კოლეგებთან, რომლებმაც 90-იანი და 2000-იანი წლების რუსულ აგრესიაზე ხმა არ ამოიღეს – ეს და კიდევ არაერთი თემა და შტრიხია ამ წიგნში, რომელზეც სხვადასხვა თაობის 30-მდე ავტორი ჰყვება. 
11.9
ოთახი
ავტორი: ემა დონაჰიუ სერია: ლიტერატურული ოდისეა მთარგმნელი: ტაო ჭელიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა  
15.9
ოთახი ხედით
ავტორი: ედუარდ მორგან ფორსტერი სერია: უკვდავი ბიბლიოთეკა მთარგმნელი: ნინო მიქაშავიძე გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
23.9
ოთხი ქარი
ავტორი: კრისტინ ჰანა   მთარგმნელი: ლადო გიგაია ამერიკელი მწერალი კრისტინ ჰანა ოცზე მეტი წიგნის ავტორია, მათ შორისაა ისტორიული რომანი „ბულბული”, რომელიც მრავალ ენაზე ითარგმნა და საერთაშორისო ბესტსელერადაც იქცა. „ოთხი ქარი” 2021 წელს გამოქვეყნდა, მალევე გახდა The New York Times-ისა და The Wall Street Journal-ის ბესტსელერი და წლის საუკეთესო წიგნადაც დასახელდა. ტეხასი, 1934 წელი. დიდი დეპრესიის ყველაზე ბნელი და სასტიკი პერიოდი დგება _ ფერმერები თავიანთი მიწისა და სარჩოს შესანარჩუნებლად ებრძვიან გვალვასა და ქარიშხლებს. სწორედ ამ დროს უწევს ელსა მარტინელის მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება: იბრძოლოს საყვარელი მიწისთვის თუ დასავლეთით, კალიფორნიაში გაეშუროს უკეთესი ცხოვრების საძებნელად. „ოთხი ქარი” ამერიკისა და ამერიკული ოცნების შესახებ მოგვითხრობს. ეს არის ამბავი ბრძოლასა და თავგანწირვაზე, იმედსა და სიცოცხლეზე; ამბავი ქალისა, რომლის სიმამაცემაც მომავალ თაობებზე წარუშლელი კვალი დატოვა და რომელმაც იცოდა, რომ მხოლოდ სიყვარული გადარჩება.
16.9