santaesperanza
სიახლე
დიქტატურის გემო
ავტორი: რუსუდან გორგილაძე   "დიქტატურის გემო" - წიგნი მოგვითხრობს სამი დიქტატორის - სტალინის, მუსოლინისა და ჰიტლერის პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ. სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღებას იქცევს ასევე კვებისა და საკვების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია საბჭოთა კავშირში, ფაშისტურ იტალიასა და ნაცისტურ გერმანიაში. ავტორს წიგნისთვის 2022 წელს მიენიჭა პრემია საბა ნომინაციაში: საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში.  
35
დოგმენი
ავოტრი: დეივ პილკი ასაკი: 7+ მსოფლიოში ცნობილი გამომძიებელი დოგმენი ნახევრად ძაღლია, ნახევრად ადამიანი და ნამდვილი გმირი! დეივ პილკის ბესტსელერი კომიქსები ნებისმიერი ასაკის მკითხველს ხიბლავს და აფიქრებს ისეთ თემებზე, როგორიცაა სიკეთე, თავდადებულობა და საქმის ერთგულება. გრაფიკული რომანი „დოგმენი“ პოპულარული ამერიკელი.ავტორის, „კაპიტანი ტრიკოს“ შემქმნელის, დეივ პილკის ბესტსელერია. კომიქსის პირველი წიგნი 2016 წელს.გამოიცა, ბოლო, მე-10 კი, როგორც.ამბობენ, 2021-ში დაიბეჭდება. დოგმენი კრიმინალთან მებრძოლი,სიმართლის სადარაჯოზე.მდგარი ნამდვილი სუპერგმირია. მისი დაუძინებელი მტერია მახვილგონიერი კატა.პიტი, რომელიც ათასნაირ ბოროტ ოინს.იგონებს. ,,დოგმენი” გამორჩეული იუმორით, სასაცილო თავგადასავლებითა.და მეტად სახალისო ილუსტრაციებით ეხმიანება ყველაზე.მნიშვნელოვან თემებს: სიკეთეს, თანაგრძნობას, მეგობრობას, ერთგულებას… კომიქსის.თხრობის სტილი, ავტორის განსაკუთრებული.იუმორი და ენამახვილობა არა მხოლოდ ბავშვებს მოხიბლავს, არამედ უფროსი.მკითხველის გულებსაც ადვილად მოიგებს.
14.9
დოგმენი და მეგობრები – სიყვარულით სავსვე გასაფერადებელი
ამ გასაფერადებელში საყვარელი გმირების 100-ზე მეტი ილუსტრაცია დაგხვდება. გადაშალე, გააფერადე და იმხიარულე დოგმენსა და მის მეგობრებთან ერთად. მთარგმნელი: ნინო გოგალაძე
10.9
დოგმენი და პატარა პიტი (წიგნი მეოთხე)
ავტორი: დეივ პილკი მთარგმნელი: ნინო გოგალაძე   ყველა გიჟდება დოგმენზე! მსოფლიოში ცნობილი გამომძიებელი ნახევრად ძაღლი, ნახევრად ადამიანი, დოგმენი ნამდვილი გმირია! დეივ პილკის ბესტსელერი კომიქსები ნებისმიერი ასაკის მკითხველს ხიბლავს და აფიქრებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა სიკეთე, თავდადება და საქმისადმი ერთგულება.    
14.9
დოგმენი: ახალი გმირობები #2
ავტორი: დეივ პილკი მთარგმნელი: ნინო გოგალაძე ყველა გიჟდება დოგმენზე! მსოფლიოში ცნობილი გამომძიებელი ნახევრად ძაღლი, ნახევრად ადამიანი, დოგმენი ნამდვილი გმირია! დეივ პილკის ბესტსელერი კომიქსები ნებისმიერი ასაკის მკითხველს ხიბლავს და აფიქრებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა სიკეთე, თავდადება და საქმისადმი ერთგულება.
14.9
დოგმენი: ორი კატის ამბავი
ავტორი: დეივ პილკი   მთარგმნელი: ნინო გოგალაძე   ყველა გიჟდება დოგმენზე! მსოფლიოში ცნობილი გამომძიებელი ნახევრად ძაღლი, ნახევრად ადამიანი, დოგმენი ნამდვილი გმირია!  
14.9
დომენიკა და საიდუმლო ქალაქი Z
ავტორი: ელის დოჯსონი   როცა სიცოცხლე დასრულებული გგონია, როცა წინ მხოლოდ ტკივილი და სიბნელე გელოდება, თურმე სწორედ მაშინ შეიძლება ამქვეყნად ყველაზე ეგზოტიკური ექსპედიციის წევრად იქცე, უდიდესი აღმოჩენების ორომტრიალში ამოყო თავი და პლანეტაზე ყველაზე მნიშვნელოვანი მისია დაგეკისროს... დომენიკამ იპოვა ის, რასაც ვეძებთ ყველანი. რისკი, ხიფათი, მისტიკა, სიყვარული და ბოროტებასთან ჭიდილი – სწორედ ასეთი თავბრუდამხვევი თავგადასავლის მონაწილე გახდებით ავტორის უსაზღვრო ფანტაზიის წყალობით.
14
დომინო ცხოველები
საბავშვო დომინო ცხოველების გამოსახულებით. თამაში რეკომენდირებულია 3 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. შეიცავს 28 ცალ მუყაოს დომინოს, ერთ მხარეს ცხოველების გამოსახულებით, ხოლო  მეორე მხარეს რიცხვებს ვარსკვლავების სახით. ისწავლეთ ცხოველები და რიცხვები დომინოს შესაბამისობით.
16.5
დონ კიხოტე
ავტორი: მიგელ დე სერვანტესი გამომცემლობა სულაკაური მოთხრობილი დათო ტურაშვილის მიერ
9.9
ამოწურულია
დოპლერი| ნაივური.სუპერი
ავტორი: ერლენდ ლუ მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე სერია: ლიტერატურული ოდისეა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
10.9
დორიან გრეის პორტრეტი
ავტორი: ოსკარ უაილდი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა „დორიან გრეის პორტრეტი” ინგლისელი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის, ოსკარ უაილდის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია – მისი ერთადერთი რომანი, რომელიც მწერლისავე სიცოცხლეში გამოქვეყნდა. პირველად რომანი 1890 წელს დაიბეჭდა ჟურნალში Lippincott’s Monthly Magazine, მომდევნო წელს კი ავტორისეული ჩასწორებებითა და ჩამატებებით გამოიცა ცალკე წიგნად. რომანი წარჩინებული ყმაწვილკაცის, განსაკუთრებული სილამაზის დორიან გრეის ამბავს მოგვითხრობს. დორიანი მეგობრის, მხატვარი ბეზილ ჰოლოურდის სახლში, სადაც ბეზილი მისი შთამბეჭდავი პორტრეტის ხატვას ასრულებს, ლორდ ჰენრი უოტონს გაიცნობს. ლორდ ჰენრისთან საუბრისას ყმაწვილის გონებაში მოულოდნელი გარდატეხა ხდება. პორტრეტის და, შესაბამისად, საკუთარი სილამაზის გაცნობიერებით აღტაცებული ჭაბუკი ხვდება, რომ მისი ახალგაზრდობა და მშვენიერება, ტილოზე დახატულისაგან განსხვავებით, წარმავალია, და შურის გრძნობა იპყრობს. დორიანის ნატვრა, ნეტავ პირიქით იყოს და პორტრეტმა იცვალოს სახე, მე კი უცვლელი დავრჩეო, ახდება, თუმცა მარადიული სილამაზის შენარჩუნებას თავისი ფასი აქვს. „დორიან გრეის პორტრეტი“ ფილოსოფიური რომანია, რომელშიც ასახულია ოსკარ უაილდის მსოფლმხედველობა და დამოკიდებულება სილამაზის, ხელოვნებისა და ადამიანური მორალისადმი. ავტორისავე თქმით, მთავარი პერსონაჟების – ბეზილ ჰოლუორდის, ლორდი ჰენრისა და დორიან გრეის სახეები მისივე პიროვნების ანარეკლები არიან.  
11.9
დორიან გრეის პორტრეტი
ავტორი: ოსკარ უაილდი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი „დორიან გრეის პორტრეტი” ინგლისელი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის, ოსკარ უაილდის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია – მისი ერთადერთი რომანი, რომელიც მწერლისავე სიცოცხლეში გამოქვეყნდა. პირველად რომანი 1890 წელს დაიბეჭდა ჟურნალში Lippincott’s Monthly Magazine, მომდევნო წელს კი ავტორისეული ჩასწორებებითა და ჩამატებებით გამოიცა ცალკე წიგნად. რომანი წარჩინებული ყმაწვილკაცის, განსაკუთრებული სილამაზის დორიან გრეის ამბავს მოგვითხრობს. დორიანი მეგობრის, მხატვარი ბეზილ ჰოლოურდის სახლში, სადაც ბეზილი მისი შთამბეჭდავი პორტრეტის ხატვას ასრულებს, ლორდ ჰენრი უოტონს გაიცნობს. ლორდ ჰენრისთან საუბრისას ყმაწვილის გონებაში მოულოდნელი გარდატეხა ხდება. პორტრეტის და, შესაბამისად, საკუთარი სილამაზის გაცნობიერებით აღტაცებული ჭაბუკი ხვდება, რომ მისი ახალგაზრდობა და მშვენიერება, ტილოზე დახატულისაგან განსხვავებით, წარმავალია, და შურის გრძნობა იპყრობს. დორიანის ნატვრა, ნეტავ პირიქით იყოს და პორტრეტმა იცვალოს სახე, მე კი უცვლელი დავრჩეო, ახდება, თუმცა მარადიული სილამაზის შენარჩუნებას თავისი ფასი აქვს. „დორიან გრეის პორტრეტი“ ფილოსოფიური რომანია, რომელშიც ასახულია ოსკარ უაილდის მსოფლმხედველობა და დამოკიდებულება სილამაზის, ხელოვნებისა და ადამიანური მორალისადმი. ავტორისავე თქმით, მთავარი პერსონაჟების – ბეზილ ჰოლუორდის, ლორდი ჰენრისა და დორიან გრეის სახეები მისივე პიროვნების ანარეკლები არიან.
11.9
დორიან გრეის პორტრეტი
მთარგმნელი: თამარ მაღრაძე     თუ ხართ ახალგაზრდა და ლამაზი, საყოველთაო აღფრთოვანება თავბრუს ნუ დაგახვევთ და,როცა ცნობილი მხატვარი თქვენს პორტრეტს შექმნის,ნახატით ტკბობისას ნუ ინატრებთ მარადიულ ახალგაზრდობას.საბედისწერო სურვილმა - მხოლოდ მისი პორტრეტი დაბერებულიყო და არ ათვითონ - შთანთქა ახალგაზრდა დორიან გრეი და მთელი მისი სიცოცხლე.ღირს თუ არა ან რამდენად ძვირი ღირს წარმავალის გამარადიულება, ,,დორიან გრეის პორტრეტიდან" შეიტყობთ.
14.95
დორიან გრეის პორტრეტი
ავტორი: ოსკარ უაილდი მთარგმნელი: თამარ მაღრაძე სერია: 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ   "დორიან გრეის პორტრეტი" პირველად 1890 წელს გამოქვეყნდა. რომანის მთავარი გმირი - დორიან გრეი, მარადიული სილამაზის სიმბოლოა, ისეთივე უჭკნობი, როგორც ხელოვნების ნაწარმოები. დროის მსვლელობა დორიანის პორტრეტზე აღბეჭდავს კვალს, ხოლო თვით დორიანი უცვლელი და მარად ჭაბუკი რჩება. "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" - ეს პროექტი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია პოპულარული. სხვადასხვა გამოკითხვის საშუალებით, მკითხველი ირჩევს 50 საუკეთესო წიგნს მსოფლიო ლიტერატურის საგანაძურიდან. საქართველოში "კვირისპალიტრის" ამ პროექტს მრავალი ათასი ადამიანი გამოეხმაურა. სწორედ მათი დადგენილია იმ რჩეული წიგნების სია, რომელიც "პალიტრამედიამ" რეალურ ბიბლიოთეკად აქცია.  
10
დოსტოევსკი და ნიცშე
მთარგმნელი: გია ბერაძე სერია:  Magnum Opus   „დოსტოევსკი და ნიცშე“ ლევ შესტოვის შემოქმედების ერთ-ერთი მწვერვალია. ფილოსოფოსის ნაშრომებს შორის ის მკითხველების განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობს. წიგნი მრავალ ენაზეა ნათარგმნი და ბევრჯერაა გამოცემული. შესტოვი, ტრადიციული ფილოსოფიის გადაფასებით, მოითხოვს ყურადღება სამყაროდან სუბიექტზე იქნას გადატანილი. ის მუდმივად ეწინააღმდეგება საკუთარ თავს და მისი აზრები ერთგვარად პარადოქსული ჩანს, მაგრამ მას სჯერა, რომ თვით ცხოვრებაა პარადოქსული და მისი ჩაწვდომა ლოგიკური და რაციონალური გზით შეუძლებელია.
15.95
დოქტორ ჰონიგბერგერის საიდუმლო
ავტორი: მირჩა ელიადე თარგმანი: ალექსი ქშუტაშვილი მალე მირჩა ელიადეს მოთხრობების კრებული პირველად ქართულ ენაზე: „დოქტორ ჰონიგბერგერის საიდუმლო“; „ღამეები სერამპორში“; „პელერინა“; „ივან“ ეს გამოცემა მირჩა ელიადეს მხატვრული შემოქმედების სხვადასხვა ეტაპებს აერთიანებს. „დოქტორ ჰონიგბერგერის საიდუმლო” და „ღამეები სერამპორში” ინდური მისტიციზმით არის გაჯერებული. მოთხრობაში „პელერინა” ავტორი გასაოცარი სიზუსტით აღწერს რუმინეთის უშიშროების სამსახურის „სეკურიტატეს” მუშაობის პრინციპებს, ხოლო „ივან” კი ომის თემაზე შექმნილი ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია.
16
დრაკულა
მთარგმნელი: ბესარიონ გაგელიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
14.9
დრო და მარადისობა
ავტორი: ბაჩანა ბრეგვაძე სერია:  MAGNUM OPUS   „დრო და მარადისობა“ ბაჩანა ბრეგვაძის მიერ დატოვებული ლიტერატურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს აერთიანებს. მრავალმხრივ ფასეული ნაშრომები და ჩანაწერები დიდი ლიტერატორის მხატვრულ-ფილოსოფიური აზროვნების, ღრმა ინტელექტუალიზმის და უზადო გემოვნების გამოძახილია. მათში ბევრი თემა იყრის თავს: მკითხველს საშუალება აქვს, თვალი შეავლოს ოსტატის მთარგმნელობით ლაბორატორიას, ნიუანსებს, რომლებიც თავად მთარგმნელს გამოაქვს სააშკარაოზე და რომლებიც, თავის მხრივ, უმნიშვნელოვანესი მასალაა მთარგმნელობითი მეთოდიკისა და თეორიისთვის.   ანტიკური ლიტერატურული ძეგლები, ევროპული კლასიკური ლიტერატურის ნიმუშები, ფილოსოფიური ტრაქტატები – ეს არასრული ჩამონათვალია იმ „სამუშაო მასალისა“, რომელზეც აგებულია მთარგმნელის მსჯელობა, მისი ღრმა ანალიზი, მისი აქტიური დიალოგი მკითხველთან.   განსაკუთრებით საინტერესოა ამ კულტუროლოგიურ-ლიტერატურულ ჭრილში განხილული ქართული ლიტერატურა, მისი საკვანძო ნიმუშები; მკაფიოდ გამოკვეთილია მშობლიური კულ ტურის, ლიტერატურის მსოფლიო კონტექსტთან შეხვედრის, გადაკვეთის წერტილები, გავლებულია პარალელები და მკითხველს ეძლევა უწყვეტი რეფლექსიის საშუალება, თავად განსაჯოს პრობლემები, მიზეზები და შედეგები.    კრებული „დრო და მარადისობა“ ფიქრისთვის, აზროვნებისთვის განაწყობს მკითხველს, ეს კი ყოვლად საშური და სარგო საქმეა ადამიანისთვის, მით უფრო საზოგადოებისთვის, რომელსაც უამრავ ეგზისტენციურ თუ ყოფით პრობლემასთან გამკლავება უწევს. ამ ჭიდილში ინტელექტი, ფიქრი, შეუცვლელი იარაღია.   „დრო და მარადისობა“ ასეთი სანდო იარაღია მშვიდობისათვის.
19.9
დრო უნდა ჩერდებოდეს
ავტორი: ოლდოს ჰაქსლი მთარგმნელი: თაკო ჭილაძე სებასტიან ბარნაკი, სასიამოვნო გარეგნობის ინგლისელი სკოლის მოსწავლე, ზაფხულის არდადეგების გასატარებლად იტალიაში ჩადის და იქ იწყება ნამდვილი თავგადასავალი. სებასტიანს ორი, ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული მასწავლებელი ჰყავს - ბრუნო რონტინი, ღვთისნიერი წიგნების გამყიდველი, რომელიც მას სულიერ სიღრმეებში არკვევს; და ბიძია იუსტასი, რომელიც ამქვეყნიურ სიამოვნებას აზრიარებს. წიგნში ნათლად ჩანს მწერლის მცდებლობა გადაჭრას მეოცე საუკუნის ადამიანის დილემა, რომელსაც მისი გმირები მოუმზადებელი შეხვდნენ.  
17.95
დროა!
ავტორი: დოქტორი ჯი გამომცემლობა: ინტელექტი
11.95
დროდადრო ინდიელის აბსოლუტურად მართალი დღიური
ავტორი:  შერმან ალექსი მთარგმნელი: გია ბერაძე სერია: გაკვეთილების შემდეგ საკითხავი გამომცემლობა: ინტელექტი ყდა: რბილი
20.95
დროის შვილები
ავტორი: ედრიენ ჩაიკოვსკი მთარგმნელი: გაგი გაბრიჭიძე სერია: პორტალი   წიგნი გადარჩენილი დედამიწელების ერთგვარ კოსმოსურ ოდისეაზე მოგვითხრობს. წარმოუდგენლად შორეულ მომავალში - მაშინ, როცა დედამიწა მტვრად იქცა - (გა)დარჩება ადამიანთა მემკვიდრეობა, რომელიც ვარსკვლავთა შორის გაიბნევა. დროის შვილებისათვის ეს მომვალი უკვე აწმყოა და... კაცობრიობის გადარჩენილი ნაწილი გალაქტიკაშია და კოსმოსური ხომალდიდან დასცქერის პლანეტას - მწვანე ბურთს, რომელიც მათგან ოცი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ეს ის ადგილია, სადაც, დოქტორი ავრანა კერნის ჩანაფიქრით, ადამიანები ღმერთებად უნდა იქცნენ.
23.95
დუბლინელები
ავტორი: ჯეიმზ ჯოისი მთარგმნელი: ლია იმერლიშვილი „დუბლინელები“ ჯეიმზ ჯოისის ყველაზე პოპულარული და მეტად წაკითხული ნაწარმოებია. არცაა გასაკვირი, რომ ჯოისის მკითხველს მოთხრობების ეს ციკლი ეხმარება და გზას უკვალავს მის რომანებთან მისასვლელად. სწორედ ამ მოთხრობებში გამოიკვეთა პირველად ჯოისის ირლანდიისადმი დამოკიდებულება, ის, რამაც განსაზღვრა მწერლის ცხოვრებაც და შემოქმედებაც.„ამ ციკლს დავარქვი „დუბლინელები“, მინდა, გამოვააშკარაო მთელი ის ჰემიპლეგია თუ დამბლა, რაც, ბევრის აზრით, ახასიათებს ქალაქს.“ – წერდა ჯეიმზ ჯოისი ერთ-ერთ წერილში.
19.95
დუინური ელეგიები
ავტორი: რაინერ მარია რილკე გერმანულიდან თარგმნა ზვიად რატიანმა     1912 წელს, რაინერ მარია რილკე მეგობარ ქალს – მარია ფონ თურნ-უნდ-ტაქსის ჰოენლოეს, დუინოს საგვარეულო კოშკში ესტუმრა. სწორედ იქ დაიბადა ელეგიების შექმნის იდეა. ეს ციკლი 1922 წლამდე იწერებოდა. დუინური ელეგიების ციკლი მსოფლიო პოეზიის მშვენებაა და თავისი ტრანსცენდენტური შინაარსით, სამყაროსა და ადამიანის ეპიკური ალუზიებით, მკითხველს მუდმივად აღელვებს.   „დუინური ელეგიები“, ისევე, როგორც რილკეს მთელი შემოქმედება, ქართულ ენაზე არაერთხელ ითარგმნა. ქართველი მკითხველი განებივრებულია ისეთი მწერლების მიერ შესრულებული საუკეთესო თარგმანებით, როგორებიცაა – ვახუშტი კოტეტიშვილი, ნაირა გელაშვილი, ლულუ დადიანი და სხვები.   ამჯერად, თქვენს წინაშეა თანამედროვეობის გამორჩეული პოეტის ზვიად რატიანის მიერ თარგმნილი „დუინური ელეგიები“ და რილკეს სხვა ლექსები. რილკეს სამყაროსათვის დამახასიათებელი სიღრმე, მძლავრ მუსიკად ქცეული ხსოვნისა და წარმოსახვის ოქსიმორონი, დიადსა და ამაღლებულში გაცოცხლებული უჩინარი და უმცირესი, რაც ამ პოეზიის აღქმას სიცოცხლის უკიდურეს გამოცდილებად აქცევს – ზვიად რატიანის მიერ თარგმნილი რილკეს პოეზია სრულიად ახალი და განსაკუთრებული ხმაა დიდი ავსტრიელი მწერლის ქართული თარგმანების ისტორიაში.
11.9