santaesperanza
ეკლებისა და ვარდების სამეფო
ავტორი: სარა ჯ. მაასი მთარგმნელი:  ნინო შეყილაძე სერია: ლიბერთინს     ოდესღაც დიდებული ოჯახი, გაღატაკების შემდეგ, ციხე-დარბაზიდან პატარა კოტეჯში გადასახლდება. სამი დიდან ყველაზე უმცროსი, ცხრამეტი წლის ფერა იძულებულია, შიმშილით რომ არ დაიხოცონ, საშიშ ტყეში ინადიროს. ერთ დღეს ფერა ტყეში მგელს მოკლავს. იმავე საღამოს, მას შინ მხეცისმაგვარი არსება შურის საძიებლად მიადგება. მომაკვდინებელი მაგიით მოცულ მხარეს ფერა მხოლოდ და მხოლოდ ლეგენდებიდან იცნობს და მალე აღმოაჩენს, რომ მისი დამატყვევებელი ცხოველი კი არა, ტემლინია - საშიში, უკვდავი ფეა.
16.95
ეკო პლასტელინი 7 ფერი
არის ეკოლოგიურად სუფთა. Მასში შემავალი ყველა პროდუქტი გამოიყენება ყოველდღიურ საკვებში არ შეიცავს წებოს და სხვა მავნე ნივთიერებებს არ ეკრობა ნივთებს მარტივად შორდება ყველაფერს არის რბილი პლასტელინი მრავალჯერადი გამოყენებისაა და ინახება თვეობით
15
ელგუჯა განკიცხული მოძღვარი
ავტორი: ალექსანდრე ყაზბეგი
25
ელისი საოცრებათა ქვეყანაში. ელისი სარკისმიღმეთში.
ავტორი: ლუის კეროლი მთარგმნელი: გიორგი გოკიელი სულაკაურის გამომცემლობა ლუის კეროლის განუმეორებელ სამყაროში მოხვედრა ნებისმიერ მკითხველს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ჰპირდება. ეს გამოცემა, რომელიც კეროლის ორ უკვდავ ნაწარმოებს აერთიანებს და ჯონ ტენიელის კლასიკური გრავიურებითაა დასურათებული, ყველა ასაკის ადამიანისთვის საუკეთესო საჩუქარია. „ელისი“ მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ურთულეს სათარგმნელ წიგნად ითვლება და მთარგმნელისგან დიდ პროფესიულ ოსტატობას, ფანტაზიასა და გამომგონებლობას მოითხოვს.  ეს წიგნი სწორედ მთარგმნელობითი ხელოვნების თვალსაზრისითაა გამორჩეული. ქართული „ელისი“, რომელიც, ლიტერატურის კრიტიკოსთა აზრით, ტოლს არ უდებს ორიგინალს, 2014 წელს დაჯილდოვდა ლიტერატურული პრემიით „საბა“, როგორც წლის საუკეთესო თარგმანი
19.9
ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში
ავტორი: ლუის კეროლი მთარგმნელი: დავით ახალაძე   „რა კარგი იყო სახლში, – გაიფიქრა საბრალო ელისმა, – სულ ერთი სიმაღლისა ვიყავი და თაგვებისა თუ ბოცვრების ჭკუაზე არ დავდიოდი. რა ჭირი მინდოდა სოროში! ისე, მაინც მომწონს აქაურობა! ამ სამყაროში ყველაფერი ისეთი უჩვეულოა! ნეტავ მაინც რა მოხდა? ყოველთვის მეგონა, რომ რაც ზღაპრებში წერია, სინამდვილეში არასოდეს ხდება. ახლა კი თავად მოვხვდი ნამდვილ ზღაპარში! ამაზე უსათუოდ წიგნი უნდა დაიწეროს. აი, რომ გავიზრდები, აუცილებლად დავწერ“. სერიაში "მოსწავლის არჩევანი" შესულია როგორც სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებები, ასევე კლას-გარეშე საკითხავი ლიტერატურა. წიგნები დაყოფილია 4 ასაკობრივ ჯგუფად. თითოეულ მათგანს ერთვის სახალისო სავარჯიშოები – კითხვარები და კროსვორ-დები, რაც უბიძგებს მოზარდს, უფრო დაკვირვებით წაიკითხოს წიგნი და კარგად გაიაზროს მისი შინაარსი.
8.95
ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში (9-10)
ავტორი:  ლუის კეროლი მთარგმნელი: გიორგი გოკიელი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა  
9.9
ელიტა
ავტორი: კირა კასი მთარგმნელი: გიორგი რაზმაძე სერია: ლიბერთინსი შერჩევა ოცდათხუთმეტი პრეტენდენტით დაიწყო! გვირგვინი კი მხოლოდ ერთია! სასახლეში დაბინავებული გოგონები პრინც მაქსონის გულის მოსაგებად იბრძვიან. კონკურსის ბოლო ეტაპზე ექვსი კანდიდატი რჩება და ბრძოლაც სასტიკი და დაუნდობელი ხდება. ამერიკა სინგერი კვლავ გაორებას ებრძვის. ნეტავ, ამის მიზეზი პრინცი მაქსონია? ნუთუ ტახტის მემკვიდრე შეუყვარდა? მაგრამ გოგონას ხომ დედოფლობა არ უნდა? ან იქნებ ყველაფერი ასპენის ბრალია, მისი პირველი სიყვარულის, რომელსაც ვერ ელევა? დაბნეულ ამერიკას დრო სჭირდება გადაწყვეტილების მისაღებად, სხვა გოგონებმა კი ზუსტად იციან, რაც სურთ და თუ ამერიკა არ იჩქარებს, შანსი ხელიდან გაუსხლტება...  
13
ამოწურულია
ემა
ავტორი: ჯეინ ოსტინი სერია: უკვდავი ბიბლიოთეკა მთარგმნელი: ანა მაყაშვილი გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
19.9
ემიგრანტები
ავტორი: ბუნინი ივან, ნაბოკოვი ვლადიმირ, დოვლატოვი სერგეი, მთარგმნელი:  ლილი მჭედლიშვილი
25
ემილის თავგადასავალი (7-9)
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: ჯენეტ ბაჯელიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ლენებერგელი ემილი – ასე ჰქვია ასტრიდ ლინდგრენის ერთ-ერთ გამორჩეულ პერსონაჟს. ეს მხიარული, ონავარი ბიჭუნა მუდამ ფათერაკებში ეხვევა: ხან საწვნეში გაეჭედება თავი, ხან ხურდა ფულს გადაყლაპავს, ხან დაიკო იდას შეღებავს ლურჯად; მის დაგებულ მახეში კი თაგვის ნაცვლად მამა გაებმება. თავისი სიცელქის გამო მშობლები ბიჭუნას თითქმის ყოველდღე დასასჯელად ფარდულში გამოკეტავენ ხოლმე. ჩვენი ემილი ძალიან მოუსვენარია, მაგრამ გული კეთილი აქვს და ყოველთვის მზად არის, დაეხმაროს გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანებს. მოსწავლის ბიბლიოთეკა  მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.
10.9
ემოციები
28
ემოციები – მეტყველების ბარათები
მეტყველების ბარათები პატარებს სამეტყველო უნარების განვითარებაში დაეხმარება. ბარათების გამოყენებით შესაძლებელია, ბავშვს: ასწავლოთ ემოციები და მათი გამოხატვა; ეთამაშოთ მარტივი თამაშები მეტყველების, კონცენტრირებისა და მეხსიერების უნარების გასავითარებლად. სახალისო თამაშების მოფიქრებასა და „მეტყველების ბარათების“ ნაყოფიერად გამოყენებას ინსტრუქციის ბარათი გაგიადვილებთ ასაკი: 12-18 თვე 20 ბარათი + ინსტრუქცია
14.9
ემოციური ინტელექტი
ავტორი: დანიელ გოლმენი სერია: ლურჯი ოკეანე   "არის თუ არა IQ ჩვენი ბედისწერა? არც იმდენად, როგორც გვგონია. დენიელ გოლმენის ეპოქალური მსოფლიო ბესტსელერი გვარწმუნებს, რომ ადამიანის ინტელექტზე ჩვენი წარმოდგენა მეტისმეტად ვიწროა, რადგან ის ვერ იტევს უნარ-ჩვევების მთელ წყებას, რომლებიც ღრმა კვალს ტოვებს ჩვენს ნამოქმედარზე. დღეს, ამ წიგნის პირველი გამოსვლიდან თითქმის სამი ათწლეულის შემდეგ, ცნება „ემოციური ინტელექტი" ჩვენი ყოველდღიური ლექსიკის ნაწილად ქცეულა. დენიელ გოლმენი გვისახელებს ფაქტორებს, რომელთა გამოც ხშირად, მაღალი IQ-ის - გონებრივი ინტელექტის კოეფიციენტის - მქონე ადამიანები მარცხდებიან, ხოლო ერთობ მოკრძალებული IQ-ის მქონენი გასაოცრად მაღალ შედეგებს აღწევენ. ეს ფაქტორები - თვითშეგნება, თვითდისციპლინა და ემპათია, რომლებსაც გონების სისხარტის სხვადასხვაგვარი სახეობა ერწყმის, დაბადებისას როდი ვლინდება. თუმცა ემოციური ინტელექტი ბავშვობაში ყალიბდება, ის შეიძლება გამუდმებით ვხვეწოთ და ვაძლიეროთ მთელი ცხოვრების განმავლობაში და ეს უთუოდ, არაერთ წარმატებას მოგვიტანს ჯანსაღი ცხოვრების სტილის, ადამიანებთან ურთიერთობებისა თუ პროფესიული საქმიანობის სფეროებში.''
24.95
ემოციური ინტელექტი
ემოციური ინტელექტის შესახებ თუ სხვა არაფერი წაგიკითხავთ, გაეცანით ამ 10 ნაშრომს ექსპერტებისგან. თქვენთვის ჰარვარდ ბიზნეს რევიუს ასეული სტატიიდან ყველაზე მნიშვნელოვანი შევარჩიეთ თქვენი სოციალური და ემოციური უნარ-ჩვევების და თქვენი პროფესიული წარმატების გასაუმჯობესებლად. "HBR-ის 10 აუცილებელი საკითხავი ემოციური ინტელექტის შესახებ" დაგეხმარებათ: გააკონტროლოთ ემოცია და მართოთ განწყობილება იმოქმედოთ სხარტად და მიიღოთ ემპათიური გადაწყვეტილება მართოთ კონფლიქტი და გააწონასწოროთ ემოციები გუნდში იმოქმედოთ მოქნილად რთულ სიტუაციაში უკეთ შეიმეცნოთ საკუთარი სუსტი და ძლიერი მარეები, საჭიროებები. ღირებულებები და მიზნები განივითაროთ ემოციური სისხარტე
19.9
ენ ვერონიკა
ავტორი: ჰერბერტ უელსი მთარგმნელი: ანტონ სინატაშვილი სერია: იკითხე კლასიკა   ცნობილი ინგლისელი ფანტასტის რომანი ,, ენ ვერონიკა" 1909 წელს გამოვიდა და გამოსვლისთანავე დიდი აჟიოტაჟი და საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. უკმაყოფილების მიზეზი იყო მთავარი გმირის ფემინისტური მიდრეკილებები და ასევე, ის, რომ ჰერბერტ უელსს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ ფემინისტთან, ქალთა მოძრაობის სულისჩამდგმელ ემბერ რივსთან, რაც რომანის წერისას მწერლის შთაგონების წყარო გახდა.
11.95
ენი გრინგეიბლიდან
ავტორი: ლუსი მოდ მონტგომერი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: კლასიკა გრინგეიბლი მწვანე სახურავიანი სახლია კანადაში, პრინს ედუარდის კუნძულზე, პატარა ქალაქ ევონლიში. ამ სახლში და-ძმა კათბერტები ცხოვრებენ, რომლებიც გადაწყვეტენ, სამეურნეო საქმეებში დასახმარებლად ბავშვთა სახლიდან ბიჭი წამოიყვანონ. თუმცა, მათ შეცდომით გოგონას ჩამოუყვანენ. გოგონა წითურთმიანი, გაჩხინკული, ჭორფლიანი ენ შირლია. მეოცნებე, სიცოცხლით სავსე ენი, რომელსაც შეუძლია სამყაროს მშვენიერება ყველგან და ყველაფერში დაინახოს, სრულიად შეცვლის მეთიუსა და მარილას ცხოვრებას…
12.9
ენი გრინგეიბლიდან
ავტორი: ლუსი მოდ მონტგომერი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამოცმლობა გრინგეიბლი მწვანე სახურავიანი სახლია კანადაში, პრინს ედუარდის კუნძულზე, პატარა ქალაქ ევონლიში. ამ სახლში და-ძმა კათბერტები ცხოვრებენ, რომლებიც გადაწყვეტენ, სამეურნეო საქმეებში დასახმარებლად ბავშვთა სახლიდან ბიჭი წამოიყვანონ. თუმცა, მათ შეცდომით გოგონას ჩამოუყვანენ. გოგონა წითურთმიანი, გაჩხინკული, ჭორფლიანი ენ შირლია. მეოცნებე, სიცოცხლით სავსე ენი, რომელსაც შეუძლია სამყაროს მშვენიერება ყველგან და ყველაფერში დაინახოს, სრულიად შეცვლის მეთიუსა და მარილას ცხოვრებას…  
12.9
ენი მწვანე სხვენიდან
 ავტორი: ლუსი მოდ  მონტგომერი თარგმანი: ნათია მერებაშვილი   ენი თორმეტი წლის ობოლი გოგონაა. მას შეცდომით გააგზავნიან მარტოხელა შუახნის და-ძმასთან მამულში პრინც ედუარდის კუნძულზე და ისიც გამუდმებით წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს უკლებლივ ყველა გარშემომყოფზე. მარილა და მეთიუ კათბერტები ძალიან გაკვირვებულები არიან: ობოლ ბიჭს ელოდებიან, რომ `მწვანე სხვენის სამეურნეო სამუშაოებში დაეხმაროს მათ, მაგრამ მის ნაცვლად გამხდარ, წითელთმიან გოგონას მიიღებენ. ჭირვეული და სიცოცხლით სავსე ენ შირლი, თავის მხრივ, მოხიბლავს კათბერტებს, თავისი ცოცხალი წარმოსახვით.
23.9
ენკანტო
სერია: Disney    
22.95
ენციკლოპედია ცოცხალი არსებები
29.95
ეპოქა და ადამიანები
გელა ჩარკვიანის ლექციებში ყოველთვის იგრძნობოდა ეპოქის სულისკვეთება. მას, შეიძლება ითქვას, ეპოქის ადამიანიც კი ეთქმის, რომელიც მისივე სიტყვებით, „მეფის ძე და მეფის მამა იყო“. მასთან ერთად და მის ხელში მთელი თაობები გაიზარდა. მის ძარღვიან სიტყვას ყოველთვის ბევრი მსმენელი ჰყავდა. „აზროვნების აკადემიაში“ ჩატარებული შეხვედრები ამ საინტერესო ადამიანების მთელ მატიანეს ინახავს. ეს წიგნი, ამ ისტორიის ერთი მონაკვეთის გაზიარების მცდელობაა. გელა ჩარკვიანი ერთი მხრივ ძალიან პირად, მეორე მხრივ კი სრულიად გლობალურ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, რის გამოც წიგნი განსაკუთრებულ უნიკალურობას იძენს.
28
ერების რეკონსტრუქცია: პოლონეთი, უკრაინა, ლიეტუვა, ბელარუსი 1569-1999
ავტორი: ტიმოთი სნაიდერი მთარგმნელი: ქეთი ქანთარია ტიმოთი სნაიდერი (დ. 1969), ამერიკელი ისტორიკოსი, იეილის უნივერსიტეტის პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მკვლევარი.  „ერების რეკონსტრუქცია“ მოგვითხრობს, როგორი გავლენა იქონია ისტორიამ თანამედროვე პოლონეთის, ლიეტუვის, უკრაინისა და ბელარუსის ჩამოყალიბებაზე. რა გზა გაიარეს? რა გადაწყვეტილებები მიიღეს და როგორ? რატომ იბრძოლეს ერთმანეთში და სხვებთან? როგორ შერიგდნენ? როგორ განჭვრიტეს მომავალი? - ეს კითხვები ყველა თანამედროვე ერი-სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანი კითხვებია, ხოლო პასუხებზე ბევრადაა დამოკიდებული მათი ბედი და ხვალინდელი დღე.  საქართველოსთვის ჩვენი მეგობარი ერების ისტორიის ამ კუთხიდან დანახვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რა დასკვნები და გაკვეთილები უნდა გამოიტანოს ჩვენმა ქვეყანამ?   
17
ერების ფსიქოლოგია
ავტორი : გუსტავ ლე ბონი   შარლ მარი გუსტავ ლე ბონი (1841-1931) – ფრანგი ენციკლოპედისტი, რომლის ინტერესთა სფეროები მოიცავდა ფსიქოლოგიას, ანთროპოლოგიას, სოციოლოგიას, მედიცინას, ფიზიკას. ასევე იყო გამომგონებელიც. მისი ყველაზე მეტად ცნობილი ნაშრომია ბრბოს ფსიქოლოგია, შექმნილი 1895 წელს და მიჩნეული ბრბოს ფსიქოლოგიის საწყის ეტაპად.   მიჩნეულია რომ ლე ბონის შრომებს უდიდესი გავლენა ჰქონდათ ისეთ ფიგურებზე, როგორებიც იყვნენ თეოდორ რუზველტი, ბენიტო მუსოლინი, ლენინი, ადოლფ ჰიტლერი და სხვები.   წინამდებარე ნაშრომი, „ერების ფსიქოლოგია“, საფრანგეშთი 1895 წელს გამოქვეყნდა. ეს წიგნი პირველი მცდელობაა ერების ქცევის მეცნიერული ახსნისა.   ტექსტი უკიდურესად მარტივი ენით არის დაწერილი, რაც ყველაზე მოუმზადებელი მკითხველისთვისაც კი წიგნს ადვილად აღსაქმელად აქცევს.
20
ერთადერთი
ავტორი: კირა კასი მთარგმნელი: გიორგი რაზმაძე სერია: ლიბერთინს   ამერიკა სინგერი ცხოვრება ისე შეიცვალა, თვითონაც რომ ვერ წარმოიდგენდა. იმისთვის, რომ პირნცესა გახდეს, უამრავ დაბრკოლებას უნდა გაუმკლავდეს. გარემო, ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარება, მეფის სისასტიკე და ბოლოს და ბოლოს, გარკვევა, ვინ არის და სად უნდა ყოფნა ამ უცნაურ შეუპოვარ და მომხიბვლავ მეხუთეს... ეს ადვილი არ არის... თითქოს პრინცი ირჩევს თანამეცხედრეს,არადა თურმე ჯერ პრინცი უნდა აირჩიოს საყვარელმა გოგონამ.
13