santaesperanza
დეტექტივი კალე ბლუმკვისტი
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: მედეა მთვრალაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა 13 წლის კალე ბლუმკვისტი მოწოდებით დეტექტივია. ის შვედეთის ერთი პატარა, ერთფეროვანი და მოსაწყენი ქალაქის მკვიდრია, რომელსაც სულ ორი ქუჩა და ერთი პატარა მოედანი აქვს. კალეს და მისი მეგობრების ნამდვილი თავგადასავალი მაშინ იწყება, როცა ქალაქს ძია ეინარი ეწვევა. დეტექტივ კალე ბლუმკვისტის მახვილი თვალი უმალვე ამჩნევს ძია ეინარის ავ ზრახვებსა და საეჭვო ქცევას, მაგრამ პატარა ბიჭს ვინ დაუჯერებს?! ამიტომაც კალე ფარულ გამოძიებას იწყებს. მიჰყევი ძიების კვალს და ნახავ, როგორ ამხელს საშიშ დამნაშავეს 13 წლის დეტექტივი.  
8.9
დეტექტივი კალე ბლუმკვისტი (11-12)
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა
8.9
დეტექტივი კალე ბლუმკვსიტი რისკზე მიდის (11-12)
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცმელობა  
8.9
დეტექტივი სკალდაგერი
ავტორი: დერეკ ლენდი მთარგმნელი: ნიკა სამუშია  სულაკაურის გამომცემლობა თორმეტი წლის სტეფანის მოსაწყენი ცხოვრება თავდაყირა მას მერე დგება, როცა მას ბიძამისი – მოულოდნელად გარდაცვლილი მწერალი, გორდონ ეჯლი, თავისი ქონების უდიდეს ნაწილს დაუტოვებს. თუმცა, გოგონას მემკვიდრეობით მხოლოდ სიმდიდრე როდი ერგება – იგი თავს ამოყოფს უჩვეულო, იდუმალებით მოცულ სამყაროში, რომელშიც, საუკუნეებია, ბნელი, ჯადოქრული ძალები მსოფლიო ბატონობისთვის იბრძვიან, მათ შეჩერებას კი ჯიუტად ცდილობს დიდი ხნის წინ გარდაცვლილი და ჩონჩხად აღმდგარი ჯადოსანი, დეტექტივი სკალდაგერი
14.9
სიახლე
დეტექტივი სკალდაგერი – უსახოები (წიგნი მესამე)
ავტორი:დერეკ ლენდი მთარგმნელი:ლაშა გველესიანი – სკალდაგერი! – დაიყვირა ვალკირიამ. დეტექტივმა ახედა, ხელი გაიშვირა, მაგრამ გვიანი იყო. პორტალმა დეტექტივი ჩაყლაპა. უსახოების დაბრუნების ოპერაცია დიდი ხანია, დაიწყო. ყველაზე ბოროტი არსებები გადამწყვეტი თავდასხმისთვის ემზადებიან. ცოტაც და შურს იძიებენ: პორტალს გახსნიან, სამყაროში შემოაღწევენ, ჯადოქრების სხეულებში ჩასახლდებიან და ქაოსს გააბატონებენ. მაგრამ სიკეთის დამარცხება ადვილი არაა, როცა მას ჩონჩხი დეტექტივი და მისი ცამეტი წლის მეწყვილეემსახურებიან, გადარჩენის იმედს არასდროს შეელევიან და ადრე თუ გვიან უსახო ღმერთებისა და ჯადოქრების ბრძოლას სიკეთის გამარჯვებად აქცევენ. თუმცა, დანაკარგი ზოგჯერ გამარჯვებასაც მოსდევს…
15.9
დეტექტივი სკალდაგერი: ცეცხლთან თამაში #2
ავტორი: დერეკ ლენდი მთარგმნელი: ლაშა გველესიანი ამქვეყნად ყველაზე უჩვეულო დეტექტივისა და მისი მამაცი ასისტენტის სახიფათო და თავბრუდამხვევი თავგადასავალი გრძელდება. ვენჯესი, დასკი, სანგვინი – ქალაქში ცოცხალთა შორის სამი უსასტიკესი მკვლელია. შურისმაძიელებს განუზრახავთ, საზარელი გოლიათი გააცოცხლონ, სამყაროში უსახოები მოიხმონ და მათ მხარდასაჭერად ბოროტების არმია შეკრიბონ… ვალკირია კაენი ყველას სამიზნეა. დეტექტივების მამაცი დუეტი საფრთხეს არასდროს უშინდება, მაგრამ რა მოხდება, თუკი სისხლსმოწყურებული ვამპირი სახლთან ჩაუსაფრდება?
14.9
დეტექტივობანა
ავტორი: დავით ჩომახიძე სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი გამომცემლობა: პალიტრა ლ ყდა: რბილი
11.95
დიალოგი ცენზურაზე
ავტორი: ლაშა ბუღაძე ცენზურა, როგორც წესი, ტოტალიტარული რეჟიმების პირმშოა. თუმცა იდეოლოგიურ ცენზორზე მკაცრი შეიძლება საზოგადოება, ან, თუნდაც, საკუთარი ეგო გამოდგეს. ამ, და ცენზურასთან დაკავშირებულ სხვა მრავალ საინტერესო თემას მიეძღვნა რადიოგადაცემების ციკლი “დიალოგი ცენზურაზე”, რომლის ავტორი და წამყვანი ლაშა ბუღაძე სტუმრებთან ერთად მიმოიხილავს, რა როლს თამაშობს ადამიანის საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, კულტურულ ცხოვრებაში ცენზურა, განვითარების რა ეტაპები განვლო ამ ფენომენმა და რა მდგომარეობაა დღეს ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში.
15.9
დიდებული გეტსბი
ავტორი: ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი სერია: კლასიკა   მთარგმნელი: რუსუდან მახათაძე „გეტსბის“ ტრიუმფული სვლა დღესაც გრძელდება. უკვე კლასიკად ქცეული ამ რომანის საიდუმლო ალბათ არა მხოლოდ ავტორის ოსტატობასა და პარადოქსულ მეტაფორებში იმალება, არამედ იმ თავგანწირულ სულისკვეთებაში, რომლითაც დიდებული ახალგაზრდა კაცი, ჯეი გეტსბი, დაკარგული სიყვარულის დაბრუნებას და საკუთარი თავის ხელახლა შექმნას ცდილობს.
11.9
დიდედა და რვა ბავშვი ტყეში (წიგნი II)
ავტორი: ანე-კატარინე ვესტლი მთარგმნელი: მანანა მათიაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ჩვენი პატარა მკითხველი უკვე იცნობს ნორვეგიელი მწერალი ქალის, ანე-კატარინე ვესტლის წიგნს „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“. ეს არის წიგნი ღარიბ, მაგრამ ძალიან კეთილ და მხიარულ ოჯახზე, რომელსაც დიდი ინტერესით კითხულობენ ბავშვები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. „დიდედა და რვა ბავშვი ტყეში“ ამ სერიის მეორე წიგნია. მარენი, მარტინი, მარტა, მადსი, მონა, მილი, მინა, წრიპა მორტენი, დედა, მამა და დიდედა – ყველანი ტყის სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად. ახლა დიდედას საკუთარი ოთახი აქვს, სამოვრის მილს კი გაზქურასთან ახლოს სძინავს. მეორე სართულზე ბიჭებისა და გოგოების ოთახები და დედასა და მამას საძინებელია. ასე რომ, შინ თუ გარეთ, სივრცე ყველასთვის საკმარისია და ამ მხიარულ ოჯახს აქ უამრავი თავგადასავალი ელის.
8.9
დიდედას სახელობის გზა #5
ავტორი: ანე-კატარინე ვესტლი მთარგმნელი: მანანა მათიაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ალბათ გაინტერესებთ, რას ნიშნავს „დიდედას სახელობის გზა“, მაგრამ ამას ჯერ არ გეტყვით, თვითონვე გაარკვევთ წიგნის ბოლოს. მხოლოდ იცოდეთ, ახლავე არ ჩაიჭყიტოთ ბოლო გვერდზე, გულდასმით წაიკითხეთ მთელი წიგნი, თუ გსურთ, რვა ბავშვთან ერთად მოიაროთ ტყე და მათი თავგადასავლები გაიზიაროთ. ბავშვებმა მორიგეობა დააწესეს და ვარდოს ყოველდღე ორ-ორი ბავშვი მიჰყვება ტყეში მწყემსად, მაგრამ ყოველ მორიგეობაზე „მწყემსები“ უცნაურ ამბებში ეხვევიან. იმასაც ნახავთ, მორტენი მარტოდმარტო როგორ დაუხვდება წინ ვეება ბულდოზერს. წრიპას დაბადების დღეზეც მოხვდებით და იქ შეიტყობთ, თუ რას ნიშნავს „დიდედას სახელობის გზა“, თუმცა ჯერ ნურავის გაუმჟღავნებთ ამ საიდუმლოს!
8.9
დიდი გეტსბი
ავტორი: ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი მთარგმნელი: ლევან ინასარიძე   ირლანდიური წარმოშობის ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკელ მწერლად მიიჩნევა. ეს არის მამაკაცისა და ქალის დიდი ამბავი, უჩვეულო სიყვარულის ისტორია. მილიონერი ჯეი გეტსბი წლების განმავლობაში ეძებს დაკარგულ საყვარელ ქალს და სჯერა მისი ერთგულებისა. იპოვის კიდეც, მაგრამ იგი ამ დროს უკვე სხვისი მეუღლეა, ერთი ქარაფშუტა ქალი, თუმცა კი შეყვარებული გეტსბისთვის ისევ ერთადერთი და განუმეორებელი. ჯეი არაფერს იშურებს მისი გულის მოსაგებად... როგორ მთავრდება იმ კაცის სიყვარული, რომელსაც თან ყველაფერი ჰქონდა და თან - არაფერი? „დიდი გეტსბი“ იმ რომანებს განეკუთვნება, მართლაც ერთი ამოსუნთქვით რომ იკითხება, მაგრამ ბევრ საფიქრალსაც ტოვებს.
12.95
დიდი დაგის ორდენი
ავტორი: ნაირა გელაშვილი ასაკი: 6-12 წლამდე დიდი ხნის წინათ დედამიწაზე ერთ-ერთი შორეული პლანეტიდან უნიკალური ხომალდით ჩამოვიდნენ უცნობი მოდგმის წარმომადგენლები, ულები. დრო გადიოდა, მფრინავი ულები ნელ-ნელა გადაგვარდნენ და ურჩხულებად იქცნენ. ურჩხულების ტყექალაქი გააშენეს და იქ დასახლდნენ. ფრენაც დაავიწყდათ და ცასაც აღარ ასცქეროდნენ _ საოცრად მიეჯაჭვნენ მიწას... მსოფლიოს ყველაზე დიდი შემრიგებელი, დიდი დაგი ულების მოდგმის გადასარჩენად საოცარ გეგმას შეადგენს... ამ წიგნში ნამდვილ სიმართლეს შეიტყობთ დიდი დაგისა და მისი მეგობრების შესახებ. მათ მტერიც ბევრი ჰყავთ და მოკეთეც, თუმცა გამარჯვების იმედი აქვთ. ეს წიგნი ყველაზე დიდ სიკეთეზე გიამბობთ! ერთად მივყვეთ იდუმალებით მოცულ გზას ულების ქვეყნისკენ...
19.95
დიდი იმედები
ავტორი: ჩარლზ დიკენსი სერია: უკვდავი ბიბლიოთეკა მთარგმნელი: თამარ კოტრიკაძე გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
24.9
დიდი მხატვრები - ცხოვრება, შემოქმედება, შედევრები
ავტორი: ლელა ჯიყაშვილი ბოტიჩელი ბოსხი და ვინჩი დიურერი ტიციანო ელ გრეკო კრავაჯო რემბრანტი გოია მანე სეაზანი მონე გოგენი ვნ გოგი ფიროსმანი კლიმტი ტულუზ-ლოტრეკი მოდელიანი   მსოფლიოს უდიდეს და უმდიდრეს მუზეუმებში დაცული ნახატები ერთ კრებულში, დიდი მხატვრების უნიკალურ გამოგენაზე. შთამბეჭდავი და დაუვიწყარი კრებული მთელ მსოფლიოში ცნობილ და აღიარებულ მხატვართა ცხოვრებას და დეტალებამდე ჩასწვდება მათ მიერ შექმნილი ედევრების ვიზუალურ და შინაარსობრივ სიღრმეებს.
130
დიდი ოთხეული
ავტორი: აგათა კრისტი „დიდი ოთხეული“ - საიდუმლო ორგანიზაცია; „დიდი ოთხეულის“ წევრები - N1 ბოროტი, N2 მდიდარი, N3 მეცნიერი და N4 „გამანადგურებელი“; „დიდი ოთხეულის“ მიზანი - გაბატონება კაცობრიობაზე! „დიდი ოთხეულის“ პირისპირ - დიდი მაძებარი ერკიულ პუარო! ერკიულ პუაროს მისიაა კაპიტან ჰასთინგზთან ერთად გაარკვიოს, გამოიძიოს „დიდი ოთხეულის“ საქმინობა, მიზნები... პუარო იწყებს - მალე იდუმალი, ბურუსით მოცულიც იკვეთება - N4, „4“, „ოთხეული“. ეს უბრალო დამთხვევაა, თუ კარგად გათვლილი კომბინაცია? პუარო აგრძელებს - ამ საქმეს თან სდევს სიკვდილი: ყველა, ვინც გამომძიებელს ინფორმაციას აწვდის, კვდება; თავადაც არაერთხელ აღმოჩნდა სასიკვდილო საფრთხეში. წინ „დიდი ოთხეულისა“ და სახელგანთქმული მაძებრის დიდი დაპირისპირებაა!
11.95
დიდი რვეული – თავსატეხები 3-4 წლიდან წლიდან
თავსატეხების „დიდი რვეული“, რომელიც 100-ზე მეტ სახალისო დავალებას აერთიანებს, სრულად შეესაბამება 3-4 წლის ბავშვის შესაძლებლობებს. ფერებისა თუ ფორმების ამოცნობა, განსხვავებებისა თუ მსგავსებების პოვნა, მარტივი ლაბირინთების დაძლევა და სხვა არაერთი საინტერესო თავსატეხი, ლოგიკისა და მეხსიერების, შემოქმედებითი და წარმოსახვის უნარების განვითარებასთან ერთად, ფანქრის სწორად დაჭერის სწავლებასაც ემსახურება. ბავშვის მოტივაციის ასამაღლებლად შეგიძლიათ, შესრულებული დავალებები წამახალისებელი სტიკერებით შეაფასოთ. წიგნის ბოლოს „გაიცემა“ დიპლომი.
15.9
დიდი რვეული – თავსატეხები 4-5 წლიდან
თავსატეხების „დიდი რვეული“, რომელიც 100-ზე მეტ სახალისო დავალებას აერთიანებს, სრულად შეესაბამება 4-5 წლის ბავშვის შესაძლებლობებს. ასოებისა და რიცხვების ამოცნობა, მიმდევრობებისა თუ მიმართულებების განსაზღვრა, მარტივი ლაბირინთებისა და სუდოკუების დაძლევა და სხვა არაერთი საინტერესო თავსატეხი, ლოგიკის, კონცენტრირების, შემოქმედებითი და წარმოსახვის უნარების განვითარებასთან ერთად, ფანქრის სწორად დაჭერის სწავლებასაც ემსახურება. ბავშვის მოტივაციის ასამაღლებლად შეგიძლიათ, შესრულებული დავალებები წამახალისებელი სტიკერებით შეაფასოთ. წიგნის ბოლოს „გაიცემა“ დიპლომი.
15.9
დიდი რვეული – თავსატეხები 5-6 წლიდან
თავსატეხების „დიდი რვეული“, რომელიც 100-ზე მეტ სახალისო დავალებას აერთიანებს, სრულად შეესაბამება 5-6 წლის ბავშვის შესაძლებლობებს. ლოგიკის, მეხსიერების, კონცენტრირებისა და მოტორიკის განმავითარებელ თავსატეხებთან ერთად, წიგნში მოცემული სავარჯიშოები – ასოებისა და ციფრების გამოწერა, სიტყვებში ნაცნობი ასოს პოვნა, გამოტოვებული ასოების ჩასმა, რიცხვის რაოდენობასთან დაკავშირება და მარტივი არითმეტიკული მოქმედებების შესრულება – ბავშვს თამაშ-თამაშით, ხალისით მოამზადებს სკოლისათვის. ბავშვის მოტივაციის ასამაღლებლად შეგიძლიათ, შესრულებული დავალებები წამახალისებელი სტიკერებით შეაფასოთ. წიგნის ბოლოს „გაიცემა“ დიპლომი.
15.9
დიდი სახლის პატარა დიასახლისი
ავტორი: ჯეკ ლონდონი მთარგმნელი: ანა წერეთელი ჭეშმარიტება ის არის, რაც ცხოვრებაში თავის თავს ამართლებს – ამის სჯერა ულამაზეს პაოლა ფორესტს, უმდიდრესი დიკ ფორესტის ცოლს, დიდი სახლის პატარა დიასახლისს, რომლისთვისაც მთავარი ზნეობრივი ფასეულობებია: ერთგულება, პატიოსნება, სხვაზე ზრუნვა... რომანის სიუჟეტი ეყრდნობა სასიყვარულო სამკუთხედს – პაოლას სენტიმენტალურ სიყვარულს ქმრისა და მისი მეგობრის მიმართ. უაღრესად ემოციური დიალოგების ფონზე თანდათან ვუახლოვდებით დასასრულს და ერთი სული გვაქვს, გავიგოთ, როგორ იპოვა პაოლამ აქედან „სუფთა და კეთილშობილი“ გამოსავალი? ამ რომანით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ, ის რაც ცხოვრებაში გვაწბილებს, ზოგჯერ ძალასა და სიბრძნეს გვმატებს. ისეთი ადა­მიანები კი, როგორიცაა დიდი სახლის პატარა დიასახლისი, კაცო­ბრიობას აკეთილშობილებს. „ერთის გულწრფელი ნათქვამი ბრბოს ყვირილზე მეტია, განა მთელი ცხოვრება წამება არ არის?! ცხოვრე­ბის ღრმა შინაარსიც სწორედ ამ წამების შემცირებაშია“.
11.9
დიდი სახლის პატარა დიასახლისი
ავტორი: ჯეკ ლონდონი მთარგმნელი: თამარ მაღრაძე სერის: იკითხე კლასიკა   "სასიყვარულო სამკუთხედი“ ხომ ყველაზე ტრაგიკული და საბედისწერო კავშირია. თუმცა, იმ უამრავ ცხოვრებისეულ თუ ლიტერატურულ სამკუთხედს“ შორის, რომლებიც კაცობრიობას ახსოვს ან შეუქმნია, ჯეკლონდონისეული განსაკუთრებით სევდიანია. მდიდარი და წარმოსადეგი დიკ ფორესტის, მისი მშვენიერი მეუღლე პაოლასა და ძველი მეგობრის, ევან გრეხემის კავშირი, სასიყვარულო ურთიერთობის განვითარება და მოულოდნელი დასასრული არავის დატოვებს გულგრილს. დიდი სახლის პატარა დიასახლისი“ ჯეკ ლონდონმა სიცოცხლის ბოლოს დაწერა. მწერალი, რომელსაც სახელი და აღიარება სათავგადასავლო ჟანრის ნაწარმოებებმა მოუტანა, თავის საუკეთესო თხზულებად სწორედ ემოციით, გრძნობით, სენტიმენტებით, ინტრიგებითა და სიყვარულით სავსე ამ ნაწარმოებს მიიჩნევდა. წაიკითხეთ თქვენც და, იქნებ, დაეთანხმოთ კიდეც ავტორს.
13
დიდი სახლის პატარა დიასახლისი ( საკოლექციო)
ავტორი: ჯეკ ლონდონი რომანის სიუჟეტი ეყრდნობა “სასიყვარულო სამკუთხედს’’ - პაოლას სენტიმენტალურ სიყვარულს ქმრისა და მისი მეგობრის მიმართ. უაღრესად ემოციური დიალოგების ფონზე თანდათან ვუახლოვდებით დასასრულს და ერთი სული გვაქვს გავიგოთ: როგორ იპოვა პაოლამ აქედან სუფთა და კეთილშობილი გამოსავალი? ამ რომანიდან კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ, ის რაც ცხოვრებაში გვაწბილებს, ზოგჯერ ძალასა და სიბრძნეს გვმატებს.
14.9
დიდი სახლის პატარა დიასახლისი / მარტინ იდენი
ავტორი: ჯეკ ლონდონი მთარგმნელი: თამარ მაღრაძე სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L
23.95
დიდი სმა
ავტორი: ბესიკ ხარანაული სერია: "ინტელექტი" 25 წლისაა „მე ამ წიგნში ზეიმი მაქვს შეკვეთილი და არა გლოვა“ – განმარტავს ბესიკ ხარანაული თავიდანვე და მკითხველს დიდი სმის მისტიკურ რიტუალზე ეპატიჟება, რომ ყოფნა-არყოფნის მარადიული დრამა თავისებური სცენარით წარმოგვიდგინოს.ქადაგ-ხუცესისგან წერად დამწყალობნების შემდეგ, ბესიკ ხარანაული ნამდვილ კარნავალს მართავს, სადაც, საიქიოსა და სააქაოს სივრცეებში, გვერდიგვერდ, სრულფასოვან მოქალაქეებად ჩნდებიან ბრმა ჰომეროსი და ყრუვი გიორგი, ერეკლე მეორის უბირი ქალისგან შეძენილი ვაჟი ბიჩინაგა და გომურში დაბადებული ბალღი...
19.95