santaesperanza
ღამის სიტყვების წიგნი
  ასაკი: 2+ როტრაუტ სუზან ბერნერის ილუსტრაციებით დეტალიზებულ, ფერად ილუსტრაციებზე პატარა ფიგურების პოვნა, არც ისე მარტივი, მაგრამ ძალიან სახალისო თავსატეხია, რომლითაც პატარები სიამოვნებით გაერთობიან. წიგნში მოცემულ 100-ზე მეტ ფიგურას თავისი სახელი აქვს მიწერილი, რაც ბავშვებს სიტყვების შესწავლას გაუადვილებს, ნახატების პოვნა კი ყურადღების კონცენტრაციის, დაკვირვებულობისა და დეტალებზე ორიენტირების უნარებს განვითარებაში დაეხმარება.
16.9
ღამის სკოლა
ავტორი: ლი ჩაილდი მთარგმნელი: ლაშა ხეცურიანი სერია: TOP თრილერი   1996 წელი. მაიორი რიჩერი კვლავ არმიაში მსახურობს და კვლავ სახიფათო დავალება ელოდება. დილით ორდენით დააჯილდოეს, შუადღისას კი "ღამის სკოლაში" გაისტუმრეს... "კვალიფიკაციის ასამაღლებლად". კლასში, მის გარდა, კიდევ ორი "მოსწავლებელია" - გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტი და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ანალიტიკოსი. სამივეს მოსვნებას უკარგავს ერთი კითხვა - რა უნდათ "ღამის სკოლაში" პასუხსაც მალე მიიღებენ: დავალება უკიდურესად მნიშვნელოვანია - ვიღაც ამერიკელს ჰამბურგში ტერორისტები ევაჭრებიან....
14.99
ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება
ავტორი: ეკა ქევანიშვილი გამომცემლობა ინტელექტი ყდა:რბილი  
7.95
ღვთის გლახა
ავტორი: ნიკოს კაზანძაკისი მთარგმნელი: მაია კაკაშვილი სერია: "ინტელექტი'' 25 წლისაა „ღვთის გლახა“ ბიოგრაფიული რომანია, რომელიც დიდი კათოლიკე წმინდანისა და ფრანცისკელთა ორდენის დამაარსებლის – ფრანცისკე ასიზელის შესახებ გვიამბობს. დიდ ბერძენ მწერალს მუდამ აინტერესებდა ის პიროვნებები, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობით ეპოქა შექმნეს. ამდენად, გასაკვირი არ არის მისი დაინტერესება ფრანცისკე ასიზელის ცხოვრებით. რომანში სისხლსავსედ არის გადმოცემული მე-13 საუკუნის იტალია. ვეცნობით იმ დროს ახლად ჩამოყალიბებულ ბერთა ორდენებს და მათ შორის არსებულ განსხვავებებს. თხზულება გაჯერებულია როგორც ქრისტიანული, ისე აღმოსავლური სწავლებებითა და იგავებით. რომანში ვხვდებით იტალიელებსა და სარკინოზებს, დიდებულებსა და ჯვაროსნებს, რომის პაპს, სულთანსა და იერუსალიმის ქრისტიან მეფეს, მრავალ ღირსეულსა და უღირს პერსონაჟს.
34.95
ღვთის მოლოდინი
ავტორი: სიმონ ვეი სერია: დიოგენე NONFICTION მთარგმნელი: თამარ ლომიძე 1943 წელს ინგლისში, ეშფორდის სანატორიუმში უხეირო კვებისა და გართულებული ტუბერკულოზისაგან 34 წლის ასაკში გარდაცვლილი სიმონ ვეი მეგობრების წრის მიღმა სრულიად უცნობი იყო, მისი ნაწერებიდან კი დღის შუქი მხოლოდ რამდენიმეს ეხილა. სიმონ ვეი – პარიზელი ინტელექტუალი, რომელმაც ქარხნის მუშობა გადაწყვიტა, პაციფისტი, რომელიც ესპანეთის სამოქალაქო ომში საბრძოლველად წავიდა, ქრისტიანი, რომელმაც ნათლობაზე თქვა უარი – დღეს მეოცე საუკუნის უდიდეს რელიგიურ მოაზროვნედაა აღიარებული. ალბერ კამიუ, სიმონ ვეის წიგნების მთავარი გამომცემელი, მისი ნააზრევისაგან დიდად იყო დავალებული. „ღვთის მოლოდინი“ რელიგიურ-ფილოსოფიური შინაარსის წერილებისა და ესეების კრებულია, რომლებიც სიმონ ვეიმ სიკვდილამდე ერთი წლით ადრე დაწერა. ეს ტექსტები წიგნად მისი გარდაცვალების შემდეგ გამოსცა წერილების ადრესატმა, დომინიკელმა მოძღვარმა ჟან-მარი პერენმა. 
17.95
ღია კარის ქვეყანა
ბექა ქურხულის ახალ წიგნში თავმოყრილი ესეები, ბლოგები და წერილები ჩვენი უახლესი წარსულის გარდამტეხი, საბედისწერო მოვლენების რეტროსპექტივაა. წიგნს სიმძაფრეს ისიც მატებს, რომ ავტორი (მწერალი და პუბლიცისტი) არა მხოლოდ დამკვირვებელია, არამედ ამ მოვლენების უშუალო მონაწილე.   სუბიექტურ, ემოციურ შთაბეჭდილებებს ღრმა და რაციონალური ჭვრეტა ენაცვლება, რომელიც გლობალურ ეიფორიაში მოხვედრილი ქვეყნის ეროვნულ და სულიერ ფასეულობებზე დააფიქრებს მკითხველს.
10.4
ღიმილი
ავტორი: სიუზან კრეიგ-ვაიტოკი მთარგმნელი: თამარ სუბელიანი სერია: გაკვეთილების შემდეგ საკითხავი   ლიტერატურული პრემიების მფლობელმა კანადელმა მწერალმა სიუზან კრეიგ-ვაიტოკმა ცხოვრების დიდი ნაწილი საგანმანათლებლო სისტემაში მუშაობას მიუძღვნა და ოც წელზე მეტხანს იყო ონტარიოს უმაღლესი სასწავლებლის ინგლისური ენის პედაგოგი. ოთხი რომანისა და მოთხრობების ორი კრებულის ავტორი კრეიგ-ვაიტოკი მთავარი რედაქტორია კანადაში დაფუძნებული ონლაინ ლიტერატურული ჟურნალის „DarkWinter”.   „ღიმილი“ მოზარდების ცხოვრებისეულ გამოწვევებზე გვიყვება. წიგნის მთავარ პერსონაჟ კას უილსონს დალხენილი ცხოვრება არ აქვს. ჯერ 16 წლის არ არის და უკვე უამრავი პასუხისმგებლობა აწევს ტვირთად. მამა ხუთი წლის წინ გარდაეცვალა და დედის დასახმარებლად გაკვეთილების შემდეგ ხან სავაჭრო ცენტრში მუშაობს, ხანაც სახლში მარტოდ დარჩენილ ძმას უვლის. პირადი პრობლემებიც არ აკლია – თანაკლასელები აწუხებენ, თანაც ვერ აურჩევია, სკოლის დამთავრების შემდეგ რა პროფესიას მოჰკიდოს ხელი.   ერთ საღამოს კასი შეიტყობს, რომ დედას შეყვარებული ჰყოლია და თავს მოტყუებულად ჩათვლის. გადაწყვეტს თავის სურვილებზე უარი აღარ თქვას. მალე კასის ცხოვრებაში ახალი ადამიანები ჩნდებიან და ეხმარებიან იმის გამორკვევაში, თუ ვინ არის თვითონ და რა ხდის ბედნიერს.  
25
ღიმილის მტვერი
ავტორი: მარი მეტრაიე მთარგმნელი: დავით აკრიანი   ევოლენში ერთადერთი კაცი გვყავს. ეს კაცი - ქალია. ალბათ რაღაც ძალაა ჩემში, რამაც შემაძლებინა, არ წავქცეულიყავი მაშინაც კი, როცა თავს დაცემულად ვგრძნობდი. აუცილებელი იყო კვლავ წელში გამართვა, თუმცა ყოველ წამს შეიძლებოდა დავმსხვრეულიყავი. არ მწამს რომელიღაც მოანგარიშე ღმერთის მიერ გამოტანილი სასჯელების. ჩვენვე ვართ საკუთარი თავის მსაჯული. ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარი ბედისწერის მიღება, რაც სულაც არ ნიშნავს პასიურობას, პირიქით, ეს უნდა გაკეთდეს ჩვენი ეგოს წაშლით ჩვენივე შინაგანი კონტინენტების კვლევის კვალდაკვალ, სხეულისა და სულის მოთხოვნილებათა ჰარმონიული დაკმაყოფილებით. ჩემი ცხოვრება გაფლანგულად არ მესახება: აი, ერთადერთი უეჭველობა, რომელსაც ვფლობ. იმის სწავლით, თუ როგორ იცხოვროს თავის მოტყუებისა და ყოყოჩობის გარეშე, სრული სიწრფელის მდგომარეობაში, - ყოველი ადამიანი ჭეშმარიტებაში ივანებს. რაღაც მომენტიდან მარტომ უნდა იარო, დატოვო ყველა მშველელ-დამხმარე. ეს სიმწიფის ნიშანია, თან, სწორედაც, სულიერი სიმწიფის.   ევოლენში ერთადერთი კაცი გვყავს. ეს კაცი - ქალია. ალბათ რაღაც ძალაა ჩემში, რამაც შემაძლებინა, არ წავქცეულიყავი მაშინაც კი, როცა თავს დაცემულად ვგრძნობდი. აუცილებელი იყო კვლავ წელში გამართვა, თუმცა ყოველ წამს შეიძლებოდა დავმსხვრეულიყავი. არ მწამს რომელიღაც მოანგარიშე ღმერთის მიერ გამოტანილი სასჯელების. ჩვენვე ვართ საკუთარი თავის მსაჯული. ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარი ბედისწერის მიღება, რაც სულაც არ ნიშნავს პასიურობას, პირიქით, ეს უნდა გაკეთდეს ჩვენი ეგოს წაშლით ჩვენივე შინაგანი კონტინენტების კვლევის კვალდაკვალ, სხეულისა და სულის მოთხოვნილებათა ჰარმონიული დაკმაყოფილებით. ჩემი ცხოვრება გაფლანგულად არ მესახება: აი, ერთადერთი უეჭველობა, რომელსაც ვფლობ. იმის სწავლით, თუ როგორ იცხოვროს თავის მოტყუებისა და ყოყოჩობის გარეშე, სრული სიწრფელის მდგომარეობაში, - ყოველი ადამიანი ჭეშმარიტებაში ივანებს. რაღაც მომენტიდან მარტომ უნდა იარო, დატოვო ყველა მშველელ-დამხმარე. ეს სიმწიფის ნიშანია, თან, სწორედაც, სულიერი სიმწიფის.  
12
ღირებულებათა სისტემა ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტიკასა და მხატვრულ შემოქმედებაში
ავტორი: მაია იანტბელიძე    წიგნი წარმოადგენს ნოვატორულ სამეცნიერო ნაშრომს. მასში თავმოყრილია დიდი მწერლის პუბლიცისტური შემოქმედების განმსაზღვრელი ყველა თემა: პიროვნება და თავისუფლება", ეროვნული და სოციალური მოტივები", "რაინდული სულის აპოლოგია", "მთის სარწმუნოების ფენომენი". ასევე შეხედულებები ქრისტიანობაზე, მსჯელობანი სამწერლობო ენის შესახებ და სხვ... ნაშრომი საყურადღებო მონოგრაფიაა არა მხოლოდ სოციალურ მეცნიერებათა სპეციალისტებისთვის, ასევე სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინის, ულირველესად კი ფილოლოგიის დარგის წარმომადგენლებისა და სწავლების სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებისათვი.
19.95
ღმერთი სამსახურშია
ავტორი: დათო გორგილაძე გმომცემლობა: ინტელექტი   დათო გორგილაძის მოთხრობების ყველა პერსონაჟი ხელშესახები და ნამდვილია – უწყინარ გლობალურ ფორუმზე მივლინებისას სკანდალებში გახვეული ტატო, ყოფილი მასწავლებელი და ციხიდან ახალგამოსული იზა, რომელიც მოულოდნელად მილანში ჩარჩენილ თავის ყოფილ მოსწავლეს გადააწყდება; სავალდებულო სამხედრო გაწვევას გამოქცეული და „ზღაპრულ მძღნერში“ აღმოჩენილი გევორქა და თბილისის ქუჩებში უჩვეულო ამპლუით განკაცებული ღმერთი.    როგორც ფილმის საწყის ტიტრებში მიანიშნებენ ხოლმე – წიგნი რეალურ ამბებზეა დაფუძნებული, მაგრამ ავტორის ბრწყინვალე წარმოსახვის, ოსტატური თხრობისა და იუმორის წყალობით ეს რეალური ამბები ჩამთრევ თრილერად იქცევა, რომელიც ერთ ჩვეულებრივ კინოსეანსზე ნაკლებ დროში შეგიძლიათ წაიკითხოთ.   დროსაც რომ თავი გავანებოთ, დათო გორგილაძის მოთხრობების კრებულში მთავარი ალბათ ისაა, რაზეც ერთგული ტაქსის მძღოლი ეპატიჟება ნაბახუსევ მგზავრს დილაუთენია: „ორი სავსე კათხა, ხუთი პატარა თევზი და ორი შავი პური“, და იქვე დააზუსტებს მენიუს: „თუ არ გვეყოფა, გავაბევრებთ.
11.95
ღმერთი, რომელიც არასდროს ყოფილა
ავტორი: ოშო   ოშო მკითხველს მოუწოდებს, ახალი თვალით შეხედოს ცხოვრებას, გათავისუფლდეს სტერეოტიპული აზროვნებისგან, რომელიც ადამიანს აჯაჭვებს, ხელს უშლის, ცხოვრებისგან მიიღოს სიამოვნება. „მე არ ვარ ღმერთის წინააღმდეგი, - ამბობს ოშო. - მე მას ყველგან ვეძებდი და, აი, რა აღმოვაჩინე: ის არსად არ არის. მე ვეძებდი შიგნითაც და გარეთაც, მე ყველაფერს ვაკეთებდი, რაც შემეძლო. ღმერთი არ არის. ეს უბრალო კონსტატაციაა ფაქტის, სიბრაზის, მტრობის გარეშე. რისი გაკეთება შემიძლია, თუ ის არ არსებობს?! მე არ ვარ დამნაშავე“.
25
ღმერთო, აქ ხარ? მე ვარ, მარგარეტი
მთარგმნელი: ნინო ჩაკვეტაძე ავტორი: ჯუდი ბლუმი     „ღმერთო, აქ ხარ? მე ვარ, მარგარეტი. დღეს სხვაგან გადავდივართ. იცი, როგორ მეშინია?! სხვაგან არასდროს მიცხოვრია. ახალი სკოლა რომ არ მომეწონოს? ან პირიქით, მე რომ არავის მოვეწონო? გთხოვ, ღმერთო, დამეხმარე, რა. ისე ქენი, რომ ნიუ-ჯერსი მთლად საშინელებაც არ იყოს. გმადლობ.“ ასე იწყება ჯუდი ბლუმის საკულტო წიგნი, რომელშიც გამორჩეულად საყვარელ გოგონას, მარგარეტ საიმონს გაიცნობთ. სასწავლო წლის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე მარგარეტს დიდი მოულოდნელობა ატყდება თავს – მისი ოჯახი საცხოვრებლად ნიუ-იორკიდან ნიუ-ჯერსიში გადადის. რაც იმას ნიშნავს, რომ მას ახალ სკოლასა და მეგობრებთან შეგუება მოუწევს, ეს კი არც ისე ადვილია, როცა თითქმის თორმეტი წლის ხარ. ეს მხიარული, სიკეთით სავსე წიგნი ნებისმიერი ასაკის მკითხველს მოხიბლავს და აუცილებლად მოჰგვრის ღიმილს.
11.9
ღრუბელი
ავტორი: წიგნში შესულია ოთარ ჭილაძის ყველა დიალოგი, 1980-დან 2008 წლის ჩათვლით. ასევე საგანგებოდ ამ კრებულისთვის ითარგმნა გასული საუკუნის 90-იან წლებში გერმანულ პრესაში გამოქვეყნებული ინტერვიუები და 2008 წელს ავსტრიული გაზეთის დი პრესეს ფურცლებზე დაბეჭდილი ინტერვიუ აგვისტოს ომის შესახებოთარ ჭილაძე
14.9
ღრუბლების ატლასი
ავტორი: დევიდ მიჩელი სერია: ლიტერატურული ოდისეა მთარგმნელი: ნიკა სამუშია გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
21.9
ყაზბეგი – ქართულის რვეულები
ავტორი: აკა მორჩილაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
10.9
ყაჩაღის ასული რონია
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: თამარ ჩიქოვანი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   რონია მამაცი და უშიშარი გოგოა და ეს არცაა გასაკვირი, ის ხომ ძლევამოსილი ყაჩაღის – მატისის ასულია, თანაც ჭექა-ქუხილის ღამეს დაიბადა; სწორედ იმ ღამეს, როცა მეხმა ორად გააპო მატისის ციხე და მთლიანად შეცვალა ყაჩაღთა ბელადისა და მისი 12 ყაჩაღის ცხოვრება. სწორედ იმ ღამეს მატისის მოსისხლე მტერს, ბორკასაც შეეძინა ვაჟი – ბირკი… ალბათ უკვე ხვდები, რომ ეს წიგნი რონიასა და ბირკის უჩვეულო, ამაღელვებელ და უანგარო მეგობრობაზე მოგვითხრობს. ცნობილი შვედი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის, არაჩვეულებრივ ზღაპარში მეგობრობის ძალას ნამდვილად შეუძლია მთავარ პერსონაჟებს დააძლევინოს ყველა წინაღობა თუ ფათერაკი და ჩიბუხის კვამლს გააყოლოს ბოროტება.
10.9
ყვავების ექვსეული
ავტორი: ლი ბარდუგო მთარგმნელი:ბექა არაბული სერია:ლიბერთინს კეტერდამში რასაც გინდა იყიდი, თუ კარგი გადამხდელი ხარ! ყველაზე უკეთ ეს კაზ ბრეკერმა იცის. და მას ეძლევა შანსი - წარმოუდგენლად გამდიდრდეს, თუკი ქურდობას ჩაიდენს და სიკვდილს გადაურჩება. თუმცა, ყვავების ექვსეულის გარეშე, ის ვერაფერს შეძლებს. შურისძიებას მოწყურებული კატორღელი მარჯვე მსროლელი შინიდან გაქცეული ლანდად ცნობილი ჯაშუში გულმოქმედი, რომელიც გადასარჩენად მაგიას იყენებს ქურდი, რომელსაც საუკეთესოდ გამოსდის გაქცევა ყველასგან უარყოფილი ექვსი სახიფათო ადამიანი და ერთი შეუძლებელი საქმე. კაზის გუნდი შესაძლოა სამყაროსა და განადგურებას შორის აღმოჩნდეს, თუკი მანამდე ყვავები ერთმანეთს არ დახოცავენ.  
18.95
ყვავების ფოსტა
ავტორი: თემურ ელიავა   მრუმე, მოელვარე ტკივილებით დაბზარული, ზოგჯერ საბედისწეროდ კარნავალური – ასეთია მხატვრული სამყარო თემურ ელიავას პოეტურ კრებულში „ყვავების ფოსტა“. თითოეული ლექსი დასასრულისწინა ვნებითაა დამუხტული, თითქოს პოეტის ლირიკული ალტერეგო ამ ფორმით – თამაშით, გამოწვევით ცდილობს გადალახოს ამსოფლიური თავგადასავალი.   ვერსიფიკაციული მრავალფეროვნება ნარატიულ ლანდშაფტსაც ემთხვევა – თემურ ელიავა კოლხეთის პოეტურ მითოსს ქმნის, უფრო სწორად – ამ მითოსის საკუთარ ხმაში გაღვიძებით, გახსენებით, ახალ სასიმღერო ნაკადს სთავაზობს სამყაროს. თითქმის ყველა ლექსი იმღერება, პოეტი კი თავის მსმენელად მარტოობას ასახელებს.
11.9
ყვავილები სახლთან ახლოს
ავტორი: თამარ გოდერიძე სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი 2019 გამომცემლობა: პალიტრა L
11.95
ყვავილი
ავტორი: ია კარგარეთელი   "შენ ის მითხარი ადამინი როგორ გექცევა, თორემ ლამაზად ლაპარაკი ყველას შეუძლია..."
17
ყველა ბიჭს რომლებიც მყვარებია
ავტორი: ჯენი ჰანი მთარგმნელი: ბექა არაბული სერია: ლიბერთინს   16 წლის ლარა-ჯინი გულისნადებს მხოლოდ წერილებს ანდობს და მათ საქუდე კოლოფში ინახავს _ წერილი სულ ხუთი ცალია, იმ ბიჭებისთვის, რომლებიც ოდესმე ჰყვარებია. ერთხელაც ხუთივე წერილი ადრესატებთან მოხვდება და გოგონა სიცრუის კორიანტელში გაეხვევა. სანამ ლარა-ჯინი გაერკვევა, ეს როგორ მოხდა, იმაშიც დარწმუნდება, რომ ცხოვრება ტკბილ-მწარე მოულოდნელობებით არის სავსე: სადაც სიყვარულია, იქ ვერაგობაც შეიძლება იყოს ჩასაფრებული; შეიძლება გგონია, აი,სწორედ ეს ბიჭი მიყვარსო, მაგრამ თურმე ნამდვილი სიყვარული შენ ახლოს, გვერდით ყოფილა, უბრალოდ, დანახვა გჭირდებოდა და რომ ამქვეყნად ოჯახი ყველაფერზე მთავარია
14.95
ყველა ერთნაირად როდი ცხოვრობს
ავტორი: ჟან-პოლ დიუბუა სერია: ლიტერე ინვენტე მთარგმნელი: ნინო თურქესტანიშვილი პოლ ჰანსენი მონრეალის პროვინციულ ციხეშია გამოკეტილი - პირქუშ და თითქოს სულიერ არსებაში. ახლა მისი ცხოვრება შმორის სუნისგან, სისასტიკისა და სასოწარკვეთილებისგან შედგება. ამიტომაც ხშირად წარსულ აფარებს თავს - იმ დროს, როცა ბედნიერი იყო თავის ლამაზ ინდიელ ცოლსა და საყვარელ ძაღლთან ერთად; იმ დროს, როცა დედა ჰყავდა, ძალიან ლამაზი, ესთეტი ქალი, და მამა, დანიელი პასტორი, რწმენის ურწმუნო ტყვე; როცა გულღია, კეთილი ადამიანი იყო და ერთ დღესაც სხვების უგულობამ დანაშაულამდე მიიყვანა.
14.95
ყველაზე დიდი მოგზაურობა
ავტორი: ოქსანა ზაბუჟკო მთარგმნელი: სოსო ჩოჩია რა დარჩენია მწერალს, როცა მას ომი გაიტაცებს სამუშაო კაბინეტიდან, კომპიუტერის და მყარი დისკის გარეშე, ჰაერში გამოკიდებს, უცხო ქვეყანაში – „არსაით“ – ცასა და დედამიწას შორის და ლოდინის რეჟიმში მოაქცევს?.. მეხსიერება. ენა. ჯერაც უთქმელი ამბების მარაგი. თავის ახალ ესეიში, ევროპელი მკითხველისთვის რომ დაიწერა, ოქსანა ზაბუჟკო რუსეთ-უკრაინის დღევანდელი ომის სათავეებს დროის ორ განზომილებაში განიხილავს –ოცდაათწლიანსა და სამასწლიანში, რომლებსაც ენაცვლება პირადი მოგონებები იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია უთვალავი ადამიანის ნებას, შეცვალოს ისტორიის მსვლელობა.
14.9
ყველაზე იღბლიანი გოგონა
ავტორი: ჯესიკა ნოლი მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე სერია: TOP თრილერი   ანი ფანელი წარმატებული გოგონაა. თავს იწონებს პრესტიჟული სამსახურით, მდიდრული გარდერობითა და სიმპათიური, არისტოკრატი საქმროთი. თუმცა არსებობს წარსული: ანი ბრედლის სკოლის მოსწავლეა − ლაღი და ბედნიერი, მაგრამ განგებამ დიდი განსაცდელი მოუმზადა − საქვეყნო შეურაცხყოფა და დამცირება! თუმცა გოგონამ იმ წარსულშივე გადაწყვიტა და მოახერხა კიდეც საკუთარი თავისა და ცხოვრების შეცვლა და ახლა სულ ახლოსაა იმ იდეალურ ცხოვრებასთან, რომლისთვისაც ბევრი იშრომა. მაგრამ საიდუმლო არ გამქრალა, ის პირადული და მტკივნეულია და თუ გამჟღავნდა, ყველაფერს წალეკავს და გაანადგურებს!  
13