santaesperanza
ქართული ზღაპრები
სერიის დასახელება: კლასგარეშე საკითხავი   ეს წიგნი პატარა მკითხველს ქართული ხალხური ზღაპრების სამყაროში ამოგზაურებს. ასფურცელას, ნაცარქექიას, კომბლეს, ხუთკუნჭულას, მუჭანახევარას, წიქარას, ცეროდენას და სხვათა ამბები ია გიგოლაშვილმა დაასურათა, რათა ეს მოგზაურობა ბავშვებისთვის ერთიორად გაემხიარულებინა.
14.95
ქართული ზღაპრები ცხოველებზე
სერია: ვიკითხოთ ერთად ასაკი: 5+ „ვიკითხოთ  ერთად“ გამორჩეულია იმით, რომ ამ სერიის ყველა წიგნის „წაკითხვა“ 5 წლის ბავშვსაც შეუძლია. მერე რა, რომ ამ ასაკში კითხვა არ იცის. როგორ? აი, ასე: იყო და არა იყო რა, იყო ერთი  – სიტყვებს კითხულობთ თქვენ, ნახატებს „კითხულობს“ ბავშვი. სერია თქვენს პატარას ადრეულ ასაკშივე გაუღვივებს სიყვარულს წიგნის მიმართ, განუვითარებს დაკვირვებულობისა და დეტალებზე კონცენტრაციის უნარებს და კითხვის პროცესს უფრო სახალისოს გახდის. მაშ ასე, გადაშალეთ ეს ფერადი  და იკითხეთ ერთად.
17.9
ქართული კინოს წარსულიდან
ავტორი: გერმანე გოგიტიძე   საზოგადოებრივი გამომცემლობა სა.გა. www.sa-ga.org : გერმანე გოგიტიძე (1886-1960) 1925 წელს ბერლინში ვიზიტისას კითხვით მიმართავს გერმანელ კინოკლასიკოს ფრიც ლანგს – გადაიღებს თუ არა იგი »ვეფხისტყაოსანს«? ეს გამოცემა აერთიანებს გოგიტიძის გამოუქვეყნებელი კინომემუარების თარგმანს, კრიტიკულ წერილებს და საარქივო მასალებს 19 ფოტოთი. გამოცემას დართული აქვს გოგიტიძის სრული ბიოგრაფია, რომელიც აღწერს მის ცხოვრებისა და მოღვაწეობის აქამდე უცნობ ფაქტებს. ეს წიგნი არის პირველი მონოგრაფია ქართული კინოწარმოების პიონერზე და იგი უფრო ახლოს გაგვაცნობს ქართული კინოს ისტორიის საწყის ეტაპებს.
12
ქართული ლიტერატურა 7 კლასი (მოსწავლის წიგნი)
მაია მენაბდე, ელისო ნიჟარაძე, ბაკურ სულაკაური, თეა ქიტოშვილი
20
ქართული ლიტერატურა 7 კლასი 1 ნაწილი მოსწავლის წიგნი
ვ. როდონაია, მ.მირიანაშვილი, ქ. თოფაძე, ლ.ვაშაკძე, ა.არაბული, ნ.ნაკუდაშვილი,.მ.ხუციშვილი საგამომცემლო სახლი სწავლანი  
15
ქართული ლიტერატურა 7კლასი 2 ნაწილი მოსწავლის წიგნი
ვ. როდონაია, მ.მირიანაშვილი, ქ. თოფაძე, ლ.ვაშაკძე, ა.არაბული, ნ.ნაკუდაშვილი,.მ.ხუციშვილი საგამომცემლო სახლი სწავლანი
15
ქართული ლიტერატურა 9 ნაწ. 1 (მოსწავლის წიგნი)
მ.მენაბდე ნ.ფურცელაძე. ნ.სახეჩიძე
11
ქართული ლიტერატურა 9 ნაწ. 2 (მოსწავლის წიგნი)
მ.მენაბდე ნ.ფურცელაძე. ნ.სახეჩიძე
11
ქართული მატრიცა
ავტორი: ზაზა ბიბილაშვილი ზაზა ბიბილაშვილის პუბლიცისტური კრებული „ქართული მატრიცა“  საქართველოს უახლესი ისტორიის ერთგვარი შეჯამება, დავიწყებული წარსულისა თუ დასავიწყებლად განწირული აწმყოს გადააზრების მცდელობაა. ავტორს ზედაპირზე ამოაქვს ყველასათვის ნაცნობი, მოყირჭებული პრობლემები და მათი გადაჭრის ახლებურ პარადიგმებს გვთავაზობს, რომელთაგან მთავარი საკუთარი წარსულის მცოდნე, კრიტიკულად მოაზროვნე, თვითრწმენით აღსავსე მოქალაქის არსებობაა.    ვინაიდან დასახულ გზათა უმეტესობა ხანგრძლივ „მოგზაურობას“ გულისხმობს, ბევრი ალბათ იტყვის, რომ ახლა ამის დრო არაა და ჯერ სხვა, უფრო აქტუალური, პრობლემებია გადასაჭრელი, თუმცა ეგებ სწორედ ამგვარი რეფლექსიის ნაკლებობა განაპირობებს შეცდომების მუდმივ გამეორებას და ყბადაღებულ „ერთ წრეზე ტრიალს“? იქნებ სწორედ ახლაა ამის დრო?    ისტორიული მეხსიერება – და მისი კონტექსტუალური გამოყენების უნარი – სწორედ ის იარაღია, რომელიც, ავტორის აზრით, გვაძლევს შანსს, გავარღვიოთ ბოლო ათწლეულების „მოჯადოებული წრე“ და გავაღწიოთ სამშვიდობოს – იქ, სადაც ნიჰილიზმსა და შეგუებას წარმატებისა და გამარჯვების მოლოდინი ჩაანაცვლებს
14.95
ქართული მითიური გმირები და მათი სამყარო
ტექსტის ავტორი: ინგა ანთიძე ილუსტრატორი: ვარლამ ჯმუხაძე გამომცემლობა: არტანუჯი   შეაბიჯეთ ქართული მითების მაგიურ სამყაროში. შეხვდით ტყის დედოფალ ტყაშმაფასა და ღრუბლების მბრძანებელ ელიას, შეიტყვეთ, როდის ამოდიან ზღვიდან მესეფენი და რატომ იყო თეთრი მანგური იღბლიანი, როგორ დაამარცხეს იახსარმა და კოპალამ დევები, რისი ეშინიათ ჭინკებს, რატომ იქცა ლამაზი ახალგაზრდა მჭედელი პირქუშად და როგორ დააღწია თავი ხოგაის მინდიმ ქაჯებს, მიჯაჭვულმა ამირანმა კი ხანგრძლივ ტყვეობას. თქვენთან შესახვედრად ტყის, წყლისა და ნადირთ მბრძანებლები ემზადებიან. გაიცანით ქართული მითოლოგიის ოცი გამორჩეული გმირი და მათი სამყარო: დალი, ბეთქილი, თეთრი მანგური, ტყაშმაფა, ოჩოპინტრე, ოჩოკოჩი, მესეფენი, ალი, წყარიშდიდა, დევი, კოპალა, იახსარი, ნაწილიანი, პირქუში, ამირანი, ყურშა, ჭინკა, ხოგაის მინდი, კუდიანი, ელია სარჩევი: დალი; ბეთქილი, თეთრი მანგური, ტყაშმაფა, ოჩოპიინტრე, ოჩოკოჩი, მესაფენი, წყარიშდიდა, დევი, კოპალა, იასხარი, ნაწილიანი, პირქუში, ამირანი, ყურშა, ჭინკა, ხოგაის მინდი, კუდიანი, ელია
31.95
ქართული მითიური გმირები და მათი სამყარო (რუსულად)
   
49.95
ქართული მითოლოგია
ავტორი:  ზურაბ კიკნაძე   გამომცემლობა ბაკმის მიერ  შეიქმნა უნიკალური ნაშრომი, რომელიც პირველი სრულფასოვანი და ამომწურავი ნაშრომია ქართული მითოლოგიის შესახებ. — ძველი ქართული მითებისა და ისტორიების ნაკრები, რომლებიც ძველ ქართულ ღმერთებს -ღვთისშვილებსა და გმირებს, ასევე სამყაროს მოწყობას ეხება. თანამედროვე მკვლევრები ამ მითებს იყენებენ ძველი საქართველოს რელიგიის შესასწავლად, ასევე თვით ამ მითების შექმნის ბუნების გამოსაკვლევად. ქართული მითოლოგია მეტწილად წარმოდგენილია ზეპირსიტყვიერი ფორმით და მისი მეცნიერული დოკუმენტირება საკმაოდ გვიან დაიწყო (XIX-XX საუკუნე), შესაძლებლობას გვაძლევს უფრო სიღრმისეულად დავინახოთ ქართული მითოლოგიური სამყარო მისი სპეციფიკური და მკაფიოდ ინდივიდუალური სახე.  ქართულ მითებში ახსნილია სამყაროს დასაბამი და სხვადასხვა ღმერთების, ქალღმერთების, გმირებისა თუ მითური ქმნილებების ცხოვრებისა და თავგადასავლების დეტალები. ეს ამბები თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ზეპირ-პოეტური ტრადიციით . ზურაბ კიკნაძის მიერ ერთიანი სახით შემუშავდა გამოსაცემად. რომელზედაც რამოდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა.
40
ქართული მოთხრობის ანთოლოთია II ტომი
შემდგენელი დიანა ანფიმიადი წიგნში თავმოყრილ ნაწარმოებებს ერთმანეთისგან ძალიან ბევრი რამ განასხვავებს: დაწერის დრო, თემატიკა, პერსონაჟები, ამბის მოყოლის თავისებურება, ლიტერატურული ენა. უფლისწულის აღზრდისა თუ ცელქი მოსწავლის გაკვეთილების, კეთილი ექიმისა თუ დაკარგული ბავშვობის, მცენარეებისა თუ ცხოველების მხიარული თუ სევდიანი თავგადასავლების მიღმა იმ მთავარ სათქმელსაც იპოვი, რაც ლიტერატურას და განსაკუთრებით, საბავშვო ლიტერატურას უნდა ჰქონდეს – ადამიანის უპირობო და მარადიული სიყვარული. ამ წიგნში ბევრი სიყვარულია, რომელსაც სულ სხვადასხვა ეპოქისა და მიმდინარეობის ქართველი მწერლები გიხსნიან შენ – მარადიულ ბავშვს და ყველაზე საყვარელ მკითხველს. ყდა: მაგარი
15.9
ფასდაკლება
ქართული მწერლობა I ტომი
სასკოლო გამოცემა I ტომი შემდგენლები: დიანა ანფიმიადი ლეილა ბერიაშვილი გია ქარჩხაძე   „ძველი ქართული მწერლობა” წარმოადგენს სასკოლო სამტომეულის, „ქართული მწერლობის“, პირველ ტომს. წიგნი აერთიანებს ჰაგიოგრაფიული, ისტორიული და მხატვრული პროზის, ჰიმნოგრაფიის, საერო პოეზიის ნაწარმოებებსა და მონაკვეთებს. ძველი ქართული მწერლობა V საუკუნიდან XIX საუკუნემდე: იაკობ ხუცესიდან ბესიკამდე, სულხან-საბა ორბელიანი და გურამიშვილი, მოსე ხონელი, ჩახრუხაძე და სხვანი. წიგნში თავმოყრილია ფართო საზოგადოებისთვის როგორც კარგად ნაცნობი, ისე შედარებით მივიწყებული ნაწარმოებები – შუშანიკის წამება, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, დავითიანი, აბდულმესიანი, თამარიანი, მოგზაურობა ევროპაში, ამბავი რვათა ძმათა და სხვ. პროზაული ნაწარმოებები თანამედროვე ქართულითაა გადმოცემული. წინამდებარე გამოცემა დაეხმარება ფართო საზოგადოებას ძველი ქართული ტექსტების უკეთ გაგებასა და გააზრებაში.  
16.2 24.9
ქართული პლაკატი
ავტორი: მარიამ გაჩეჩილაძე   წიგნი წარმოგვიდგენს ქართული პლაკატის ხელოვნების ჩასახვისა და განვითარების ისტორიას XIX საუკუნის მეორე ნახევ რიდან XX საუკუნის დასასრულამდე. გამოცემა გვაცნობს როგორც პოლიტიკურ და სარეკლამო ხასიათის პლაკატებს, ისე კინოფილმების, თეატრისა და სხვა ტიპის წარმოდგენებისთვის შესრულებულ აფიშებს.   გრაფიკის ამ მონუმენტური სახეობის ისტორიულ ჭრილში განხილვა ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორ აირეკლება მასში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ამსახველი ისტორიულ-კულტურული მოვლენები.   უხვად ილუსტრირებული გამოცემის გაცნობა საკმარისია იმისათვის, რათა ცხადად დავინახოთ პლაკატის როლი ჩვენს ცხოვრებაში. ამ წიგნის დახმარებით აშკარა ხდება გრაფიკული ხელოვნების ამ ერთ-ერთი წამყვანი დარგის ადამიანზე ზემოქმედების ძალა, ასევე ის, თუ პოლიტიკური ვითარების შესაბამისად რაოდენ მძლავრ იარაღს წარმოადგენდა პლაკატი მასების „დასამოძღვრად“ და სამართავად.   სარეკლამო ხელოვნებას ათწლეულების განმავლობაში გამორჩეული მხატვარ-გრაფიკოსები ემსახურებოდნენ. თითოეულმა მათგანმა საკუთარი შემოქმედებით, ინდივიდუალური ხელწერითა და ინოვაციური მიდგომებით გრაფიკის ამ მიმართულების განვითარებაში განუსაზღვრელი წვლილი შეიტანა.
69.95
ქართული როგორც მეორე ენა. სახელმძღვანელო(textbook- Georgian as a second language)
ავტორი: რუსუდან ასათიანი   სახელმძღვანელო განსაზღვრუ­ლია იმ პირებისათვის, რომ­ ლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, სწავლობენ ან მოგზაურობენ საქართველოში, დაინტერესე­ბულები არიან ქართული კულ­ტურით და სურთ ქართული ენის შესწავლა. წერა­კითხვის შესასწავლად შედ­ გენილ 8 ილუსტრირებულ გაკ­ვეთილს მოსდევს ქართული ენისა და გრამატიკის დასაუფ­ლებად შედგენილი 28 გაკვე­ თილი, რომელთაგან ყოველში ერთგვაროვნად არის ინტეგრი­რებული შემდეგი მონაკვეთები: – მოკლე დიალოგი თუ ტექსტი კონკრეტულ თემაზე ყოველ­ დღიური ცხოვრებიდან – ქართული გრამატიკის წესე­ბი მოცემული მარტივი ტაბუ­ლებისა თუ სქემების სახით – მცირე ზომის ქართული ლექ­სი – გრამატიკული მასალის საი­ლუსტრაციოდ შერჩეული ქარ­თველი მწერლის მხატვრული ტექსტი – ყოველ ამ მონაკვეთზე დარ­თული ქართულ­ინგლისური ლექსიკონი – სავარჯიშოები, შედგენილი ახალი ლექსიკისა და გრამა­ტიკული მიმართებების ასათ­ვისებლად სახელმძღვანელო სრულდება ქართული გრამატიკის კონსპექ­ტით (ბოლო, 29­-ე გაკვეთილი) და გრამატიკულ თემათა თუ ტერმინთა საძიებლით.
34
ქართული საბავშვო ლექსების ანთოლოგია
შემდგენელი დიანა ანფიმიადი პოეზია ბავშვების გულისკენ მისასვლელი ყველაზე საყვარელი ენაა. ამ წიგნში ქართული პოეზიის ნაწილი შევკრიბეთ, რომელიც თავის პატარა მკითხველებს ელის. აქ ცნობილი საბავშვო ლექსების გარდა, ზოგიერთი “საუფროსო” ლექსიცაა, რომელიც ბავშვებისთვის ისეთივე გასაგები და საყვარელია, როგორც დიდებისთვის. ხალხური პოეზია, ამირანის ეპოსი, “ვეფხისტყაოსანი”… ნახეთ, როგორ გრძელდება ქართული პოეზიის გზა, ამოარჩიეთ თქვენი საყვარელი ლექსი.
15.9
ქართული საბავშვო მოთხრობის ანთოლოგია I ტომი
შემდგენელი ლია ლიქოკელი ამ წიგნში თავმოყრილია სამი საუკუნის  გამორჩეული მოთხრობები. სულხან-საბა ორბელიანიდან დღემდე, იგავებიდან ნოველებამდე, ჯადოსნური სამყაროდან ყოველდღიურ, რეალისტურ ყოფამდე, ეს ტექსტები ყოველ ეპოქაში ასახავდა ძირითად ადამიანურ ფასეულობებს – სიყვარულს, მეგობრობას, ერთგულებას და თავისუფლებისკენ სწრაფვას.    
15.9
ქართული საბავშვო მოთხრობის ანთოლოგია III ტომი
შემდგენელი დიანა ანფიმიადი ვაგრძელებთ მოგზაურობას ქართული საბავშვო ლიტერატურის მრავალფეროვან სამყაროში. განსხვავებული დრო და სივრცე, მსოფლმხედველობა და კონცეფცია, ჟანრი თუ ფორმა… ამ წიგნში მრავალ ავტორსა და პერსონაჟს შეხვდებით. წაიკითხავთ ლიტერატურულ თუ ხალხურ ზღაპარს, რეალურ და ფანტასტიკურ ამბებს, სოფელს, ქალაქს და დროში მოგზაურობასაც კი. ეს წიგნი კიდევ ერთი, ახალი საკითხავია ბავშვებისთვის, სადაც მათ ბევრი საინტერესო ამბავი დახვდებათ.
15.9
ქართული ტრადიციული კერძები
ავტორი:  მ.სიმონიძე, ლ.ყირმელაშვილი ხალხური სამზარეულო, მასში გამოყენებული პროდუქტები, კერძების ტიპები და მათი მომზადების ტექნოლოგია ნათლად ასახავს ხალხის კულტურულ ისტორიას. ქართული სამზარეულო მრავალფეროვანია და რთულიც კი. იგი მოიცავს მრავალგვარი საკაზმისა და საწებლის, ნიგვზის, სუნელების და სხვადასხვა მცენარეების გამოყენების მთელ სისტემას. განუმეორებელია საქართველოს თითოეული კუთხისთვის...
17.9
ქართული ფილმი. ფოტოისტორიები, კულისები, ქრონიკები
ავტორი: გურამ წიბახაშვილი ქართული კინო 100 წლისაა და მასზე, ისე როგორც საქართველოზე, ბევრი მითი არსებობს. ამ მითებს განაპირობებს, ერთი მხრივ, ქვეყნის თავისებურება, მეორე მხრივ, კინემატოგრაფიის მაგიურობა.   კინო ვიზუალური ხელოვნებაა და, როგორც ხელოვნების სხვა მიმართულებებს, მასაც სჭირდება ფოტოგრაფია. ფოტო – არა როგორც რეკლამა, არამედ კინოზე მუშაობის ასახვის შესაძლებლობა, „მაგიაში“ მოხვედრის გზა. ხშირად ასეთი ფოტოსურათები უფრო თვალნათლივ აჩვენებს კინემატოგრაფიაში მიმდინარე პროცესებს.   ეს წიგნი „კინოფოტოსურათების“ შეგროვებისა და ქართულ კინოზე კიდევ ერთი „მითის“ შექმნის მცდელობაა.  
99.95
ქართული შრიფტი გრაფიკის-დიზაინერებისთვის
70
ქართული ხალხური ზღაპრები
ქართული ხალხური ზღაპრების ეს მშვენიერი კრებული ჯადოსნური სამყაროს კარს გაგიხსნის და დაუვიწყარი თავგადასავლებითა და შთაბეჭდილებებით სავსე სამყაროში გიმეგზურებს. ამ წიგნიდან გაიგებ, როგორ ახერხებენ გამჭრიახი გმირები გამოუვალი მდგომარეობიდან თავის დაღწევას; როგორ ამარცხებენ მოხერხებულობით უძლეველ, ცხრათავიან დევებს; როგორ ეხმარებიან სუსტებსა და დაჩაგრულებს და როგორ ამკვიდრებენ ქვეყანაზე სიკეთეს, ერთგულებას, სიყვარულს...
24.95
ქართული ხალხური ზღაპრები
 წიგნში შესულია: სიზმარა, მზის ასული, ხელმწიფის დედა;ადიხანჯალა;საზღაური;მამასახლისი და გლეხის ბიჭი;ჯერ არ თქმული სიმართლე; სამი ად;ეშმაკის ლაგამი;ბედის მაძებარი;კოპალა;დიაკვანი და ყვავი;დედა ღორი და მგელი;ზარმაცი კაცი; და ა.შ.
22.95