santaesperanza
ქართული პლაკატი
ავტორი: მარიამ გაჩეჩილაძე   წიგნი წარმოგვიდგენს ქართული პლაკატის ხელოვნების ჩასახვისა და განვითარების ისტორიას XIX საუკუნის მეორე ნახევ რიდან XX საუკუნის დასასრულამდე. გამოცემა გვაცნობს როგორც პოლიტიკურ და სარეკლამო ხასიათის პლაკატებს, ისე კინოფილმების, თეატრისა და სხვა ტიპის წარმოდგენებისთვის შესრულებულ აფიშებს.   გრაფიკის ამ მონუმენტური სახეობის ისტორიულ ჭრილში განხილვა ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორ აირეკლება მასში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ამსახველი ისტორიულ-კულტურული მოვლენები.   უხვად ილუსტრირებული გამოცემის გაცნობა საკმარისია იმისათვის, რათა ცხადად დავინახოთ პლაკატის როლი ჩვენს ცხოვრებაში. ამ წიგნის დახმარებით აშკარა ხდება გრაფიკული ხელოვნების ამ ერთ-ერთი წამყვანი დარგის ადამიანზე ზემოქმედების ძალა, ასევე ის, თუ პოლიტიკური ვითარების შესაბამისად რაოდენ მძლავრ იარაღს წარმოადგენდა პლაკატი მასების „დასამოძღვრად“ და სამართავად.   სარეკლამო ხელოვნებას ათწლეულების განმავლობაში გამორჩეული მხატვარ-გრაფიკოსები ემსახურებოდნენ. თითოეულმა მათგანმა საკუთარი შემოქმედებით, ინდივიდუალური ხელწერითა და ინოვაციური მიდგომებით გრაფიკის ამ მიმართულების განვითარებაში განუსაზღვრელი წვლილი შეიტანა.
69.95
ქართული როგორც მეორე ენა. სახელმძღვანელო(textbook- Georgian as a second language)
ავტორი: რუსუდან ასათიანი   სახელმძღვანელო განსაზღვრუ­ლია იმ პირებისათვის, რომ­ ლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, სწავლობენ ან მოგზაურობენ საქართველოში, დაინტერესე­ბულები არიან ქართული კულ­ტურით და სურთ ქართული ენის შესწავლა. წერა­კითხვის შესასწავლად შედ­ გენილ 8 ილუსტრირებულ გაკ­ვეთილს მოსდევს ქართული ენისა და გრამატიკის დასაუფ­ლებად შედგენილი 28 გაკვე­ თილი, რომელთაგან ყოველში ერთგვაროვნად არის ინტეგრი­რებული შემდეგი მონაკვეთები: – მოკლე დიალოგი თუ ტექსტი კონკრეტულ თემაზე ყოველ­ დღიური ცხოვრებიდან – ქართული გრამატიკის წესე­ბი მოცემული მარტივი ტაბუ­ლებისა თუ სქემების სახით – მცირე ზომის ქართული ლექ­სი – გრამატიკული მასალის საი­ლუსტრაციოდ შერჩეული ქარ­თველი მწერლის მხატვრული ტექსტი – ყოველ ამ მონაკვეთზე დარ­თული ქართულ­ინგლისური ლექსიკონი – სავარჯიშოები, შედგენილი ახალი ლექსიკისა და გრამა­ტიკული მიმართებების ასათ­ვისებლად სახელმძღვანელო სრულდება ქართული გრამატიკის კონსპექ­ტით (ბოლო, 29­-ე გაკვეთილი) და გრამატიკულ თემათა თუ ტერმინთა საძიებლით.
34
ქართული საბავშვო ლექსების ანთოლოგია
შემდგენელი დიანა ანფიმიადი პოეზია ბავშვების გულისკენ მისასვლელი ყველაზე საყვარელი ენაა. ამ წიგნში ქართული პოეზიის ნაწილი შევკრიბეთ, რომელიც თავის პატარა მკითხველებს ელის. აქ ცნობილი საბავშვო ლექსების გარდა, ზოგიერთი “საუფროსო” ლექსიცაა, რომელიც ბავშვებისთვის ისეთივე გასაგები და საყვარელია, როგორც დიდებისთვის. ხალხური პოეზია, ამირანის ეპოსი, “ვეფხისტყაოსანი”… ნახეთ, როგორ გრძელდება ქართული პოეზიის გზა, ამოარჩიეთ თქვენი საყვარელი ლექსი.
15.9
ქართული საბავშვო მოთხრობის ანთოლოგია I ტომი
შემდგენელი ლია ლიქოკელი ამ წიგნში თავმოყრილია სამი საუკუნის  გამორჩეული მოთხრობები. სულხან-საბა ორბელიანიდან დღემდე, იგავებიდან ნოველებამდე, ჯადოსნური სამყაროდან ყოველდღიურ, რეალისტურ ყოფამდე, ეს ტექსტები ყოველ ეპოქაში ასახავდა ძირითად ადამიანურ ფასეულობებს – სიყვარულს, მეგობრობას, ერთგულებას და თავისუფლებისკენ სწრაფვას.    
15.9
ქართული საბავშვო მოთხრობის ანთოლოგია III ტომი
შემდგენელი დიანა ანფიმიადი ვაგრძელებთ მოგზაურობას ქართული საბავშვო ლიტერატურის მრავალფეროვან სამყაროში. განსხვავებული დრო და სივრცე, მსოფლმხედველობა და კონცეფცია, ჟანრი თუ ფორმა… ამ წიგნში მრავალ ავტორსა და პერსონაჟს შეხვდებით. წაიკითხავთ ლიტერატურულ თუ ხალხურ ზღაპარს, რეალურ და ფანტასტიკურ ამბებს, სოფელს, ქალაქს და დროში მოგზაურობასაც კი. ეს წიგნი კიდევ ერთი, ახალი საკითხავია ბავშვებისთვის, სადაც მათ ბევრი საინტერესო ამბავი დახვდებათ.
15.9
ქართული ტრადიციული კერძები
ავტორი:  მ.სიმონიძე, ლ.ყირმელაშვილი ხალხური სამზარეულო, მასში გამოყენებული პროდუქტები, კერძების ტიპები და მათი მომზადების ტექნოლოგია ნათლად ასახავს ხალხის კულტურულ ისტორიას. ქართული სამზარეულო მრავალფეროვანია და რთულიც კი. იგი მოიცავს მრავალგვარი საკაზმისა და საწებლის, ნიგვზის, სუნელების და სხვადასხვა მცენარეების გამოყენების მთელ სისტემას. განუმეორებელია საქართველოს თითოეული კუთხისთვის...
17.9
ქართული ფილმი. ფოტოისტორიები, კულისები, ქრონიკები
ავტორი: გურამ წიბახაშვილი ქართული კინო 100 წლისაა და მასზე, ისე როგორც საქართველოზე, ბევრი მითი არსებობს. ამ მითებს განაპირობებს, ერთი მხრივ, ქვეყნის თავისებურება, მეორე მხრივ, კინემატოგრაფიის მაგიურობა.   კინო ვიზუალური ხელოვნებაა და, როგორც ხელოვნების სხვა მიმართულებებს, მასაც სჭირდება ფოტოგრაფია. ფოტო – არა როგორც რეკლამა, არამედ კინოზე მუშაობის ასახვის შესაძლებლობა, „მაგიაში“ მოხვედრის გზა. ხშირად ასეთი ფოტოსურათები უფრო თვალნათლივ აჩვენებს კინემატოგრაფიაში მიმდინარე პროცესებს.   ეს წიგნი „კინოფოტოსურათების“ შეგროვებისა და ქართულ კინოზე კიდევ ერთი „მითის“ შექმნის მცდელობაა.  
99.95
ქართული შრიფტი გრაფიკის-დიზაინერებისთვის
70
ქართული ხალხური ზღაპრები
ქართული ხალხური ზღაპრების ეს მშვენიერი კრებული ჯადოსნური სამყაროს კარს გაგიხსნის და დაუვიწყარი თავგადასავლებითა და შთაბეჭდილებებით სავსე სამყაროში გიმეგზურებს. ამ წიგნიდან გაიგებ, როგორ ახერხებენ გამჭრიახი გმირები გამოუვალი მდგომარეობიდან თავის დაღწევას; როგორ ამარცხებენ მოხერხებულობით უძლეველ, ცხრათავიან დევებს; როგორ ეხმარებიან სუსტებსა და დაჩაგრულებს და როგორ ამკვიდრებენ ქვეყანაზე სიკეთეს, ერთგულებას, სიყვარულს...
24.95
ქართული ხალხური ზღაპრები
 წიგნში შესულია: სიზმარა, მზის ასული, ხელმწიფის დედა;ადიხანჯალა;საზღაური;მამასახლისი და გლეხის ბიჭი;ჯერ არ თქმული სიმართლე; სამი ად;ეშმაკის ლაგამი;ბედის მაძებარი;კოპალა;დიაკვანი და ყვავი;დედა ღორი და მგელი;ზარმაცი კაცი; და ა.შ.
22.95
ქართულის რვეულები
ავტორი: აკა მორჩილაძე   ეს წიგნი XIX საუკუნის საქართველოს მნიშვნელოვან მოვლენებსა და პიროვნებებს აცოცხლებს. აქ ვერ შეხვდებით ფაქტების დეტალურ აღწერას, ზუსტ თარიღებს, წყაროების მიხედვით დამოწმებულ ინფორმაციას.
18.9
ქარი / პინბოლი
ავტორი: ჰარუკი მურაკამი მთარგმნელი: ირაკლი ბერიაშვილი ყდა: რბილი „მურაკამი ნაწარმოებში იდეალურად აღწერს, როგორ შეიძლება შეცვალოს სიურრეალისტურმა და ერთი შეხედვით, ზებუნებრივმა შეხვედრებმა ყოველდღიური ცხოვრების ლანდშაფტი“. „ვაშინგტონ პოსტი“ თანამედროვე იაპონელ მწერლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტორის, ჰარუკი მურაკამის წიგნები მსოფლიოს ბევრ ენაზეა თარგმნილი. „ყური მიუგდე ქარის სიმღერას“ და „პინბოლი, 1973“ სახელგანთქმული „ვირთხას ტრილოგიის“ პირველი და მეორე რომანებია. ორი რომანი ორ მარტოსულ ადამიანზე… ნაწყვეტი წიგნის წინასიტყვაობიდან: „უეცრად, სრულიად უმიზეზოდ და უსაფუძვლოდ თავში დამარტყა: „მგონი, რომანის დაწერას შევძლებ“. ახლაც კარგად მახსოვს ის შეგრძნება. თითქოს ციდან რაღაც ფარფატით დაეშვა და მე მარჯვედ დავიჭირე. წარმოდგენა არ მქონდა, ჩემს ხელში რატომ აღმოჩნდა. პასუხი დღესაც კი არ მაქვს. ასე იყო თუ ისე, ეს მოხდა. თითქოს გამოცხადებას ჰგავდა; ან შეიძლება „გონების განათება“ უკეთესი სიტყვა იყოს“.
14.9
ქარი ამწევი ფარდისა
ავტორი: ზაირა არსენიშვილი   „ქარი, ამწევი ფარდის“ ზაირა არსენიშვილის მოთხრობების კრებულია. მასში თავმოყრილია ყველაფერი, რასაც ავტორი განიცდიდა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე. ის თვითმხილველთა მონათხრობს იწერდა (ან თვითონ იყო ამა თუ იმ ამბის შემსწრე), შემდეგ კი მხატვრულ სახეს აძლევდა და მოთხრობებად აქცევდა მათ. ამ მოთხრობებში ისმის გამოძახილი გლობალური, მსოფლიო მასშტაბის ისტორიული მოვლენებისა, რომლებიც საქართველოს ქალაქებსა თუ პატარა სოფლებსაც სწვდებოდა. აქ მეტ-ნაკლები სიძლიერითაა ნაჩვენები მეოცე საუკუნის რუსეთში ბოლშევიკების გამარჯვების შედეგები, რევოლუციის შემდგომი მოვლენები, უმძიმესი 30-იანი წლები, მეორე მსოფლიო ომი თუ ხალხის ცხოვრება ომის შემდეგ. და, რაც მთავარია, ამ ამბების მთავარი გმირები არიან ადამიანები, თავიანთი დადებითი თუ უარყოფითი თვისებებით. აქ მონაცვლეობს ღრმა ადამიანური სევდა და ხალასი იუმორი. ყოველივე ეს დაწერილია ზაირა არსენიშვილისთვის დამახასიათებელი არაჩვეულებრივი მდიდარი ქართული ენით.
18.9
ქარის გამორჩევა
ავტორი: ნოდარ ლადარია გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
12.9
ქარის მოყოლილი ზღაპრები
ავტორი: ვასო გულეური გაინტერესებს, როგორ გაჩნდა ქარი? ან თეთრი ყვავის შესახებ თუ გსმენია? ალბათ, არც კაკლის ხის ზღაპარი იცი და არც ის ტრამვაი, პატარა ლამაზ გოგონას გულის ფანცქალით რომ ელოდებოდა ხოლმე. ვასილ გულეურის ეს მშვენიერი წიგნი სწორედ ასეთი ამბებით არის სავსე. თითოეული მათგანი დაუვიწყარი და ძალიან საყვარელია. წაიკითხე. აუცილებლად მოგეწონება და გული სითბოთი და სიყვარულით აგევსება.
15.95
ქარის ჩრდილი
ავტორი: კარლოს რუის საფონი სერია: აუცილებად საკითხავი "ეს თავგადასავალი მკითხველის თავგადასავალია, პირველივე გვერდიდან რომ ჩაგითრევს და მიგიზიდავს. კარლოს რუის საფონის მთავარი გმირი მკითხველია. მისი თხრობის მანერა იმით არის განსაკუთრებული, რომ ერთდროულად რამდენიმე წიგნს კითხულობ. პირველი ეს თავად წიგნში მოთხრობილი ახალგაზრდის ამბავია, რომელიც მამის გზას ადგება და წიგნების მაღაზიაში გამყიდველად იწყებს მუშაობას. მეორე ამბავი ერთი იდუმალი რომანის შინაარსია, რომლის პერსონაჟები წიგნიდან წიგნში გადმოდიან და მთავარ გმირს ათას თავსატეხს უქმნიან. მესამე ამბავი რომანის ავტორის ბიოგრაფიაა, რომელმაც სიცოცხლეში მარცხი განიცადა და ახალგაზრდა ბუკინისტი მისი შემოქმედების კვლევას იწყებს. მეოთხე ამბავი ჩვენი, მკითხველის ამბავია, რომელიც ერთდროულად სამ წიგნს კითხულობს. ამ ყველაფერს კარლოს რუის საფონი ერთი სათაურის ქვეშ აერთიანებს და ოსტატურად გადმოგვცემს „ქარის ჩრდილში“. მოქმედება ბარსელონაში ვითარდება. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იქ დიქტატურა და ძალადობაა. სიუჟეტურად ეს თითქოსდა დეტექტიური რომანი უდიდესი სიყვარულის და სიძულვილის, მეგობრობის და თავდადების ამბავს მოგვითხრობს. მოემზადეთ საშინლად საინტერესო წიგნის წასაკითხად. მოამზადეთ თქვენი ახლობლები და მეგობრები, იმიტომ, რომ მას, ვინც ამ წიგნის კითხვას დაიწყებს, აუცილებლად მოუნდება "ქარის ჩრდილზე" საუბარი და დაემსგავსება ადამიანს, სხვებს რომ წიგნებს გაუთავებლად აჩეჩებს - „წაიკითხე წაიკითხეო“. 
28
ქარის ჩრდილი
ავტორი: კარლოს რუის საფონი  მთარგმნელია: მაია მარჯანიშვილი გამომცემლობა: არეტე სერია: ძალიან მაგარი წიგნები ყდა: რბილი "ეს თავგადასავალი მკითხველის თავგადასავალია, პირველივე გვერდიდან რომ ჩაგითრევს და მიგიზიდავს. კარლოს რუის საფონის მთავარი გმირი მკითხველია. მისი თხრობის მანერა იმით არის განსაკუთრებული, რომ ერთდროულად რამდენიმე წიგნს კითხულობ. პირველი ეს თავად წიგნში მოთხრობილი ახალგაზრდის ამბავია, რომელიც მამის გზას ადგება და წიგნების მაღაზიაში გამყიდველად იწყებს მუშაობას. მეორე ამბავი ერთი იდუმალი რომანის შინაარსია, რომლის პერსონაჟები წიგნიდან წიგნში გადმოდიან და მთავარ გმირს ათას თავსატეხს უქმნიან. მესამე ამბავი რომანის ავტორის ბიოგრაფიაა, რომელმაც სიცოცხლეში მარცხი განიცადა და ახალგაზრდა ბუკინისტი მისი შემოქმედების კვლევას იწყებს. მეოთხე ამბავი ჩვენი, მკითხველის ამბავია, რომელიც ერთდროულად სამ წიგნს კითხულობს. ამ ყველაფერს კარლოს რუის საფონი ერთი სათაურის ქვეშ აერთიანებს და ოსტატურად გადმოგვცემს „ქარის ჩრდილში“. მოქმედება ბარსელონაში ვითარდება. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იქ დიქტატურა და ძალადობაა. სიუჟეტურად ეს თითქოსდა დეტექტიური რომანი უდიდესი სიყვარულის და სიძულვილის, მეგობრობის და თავდადების ამბავს მოგვითხრობს.  
22.9
ქარიშხალი მარგო
ავტორი: ეკატერინე ტოგონიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
9.9
ქარიშხლების სეზონი
ავტორი: ფერნანდა მელჩორი მთარგმნელი: ნანა ჩიტიშვილი „ქარიშხლების სეზონის“ სიუჟეტი ცრურწმენებითა და ძალმომრეობით სავსე გარემოში ვითარდება. რომანი სავსეა ძალადობით, რომელიც ყოფით სიღრმეებს სწვდება და ირგვლივ ყველაფერს წამლავს. ეს არის სამყარო, რომელსაც რაც უფრო შეისწავლი, მით შემზარავი და საშიში ხდება. სასტიკი პოეტურობა და ბასრი პირდაპირობა ამ წიგნს მექსიკისა და მისი დემონების შემაძრწუნებელ პორტრეტად აქცევს. „ქარიშხლების სეზონი“ 2020 წლის საერთაშორისო ბუკერის პრემიის მოკლე სიაში მოხვდა, 2019 წელს კი გერმანული საერთაშორისო ლიტერატურული ჯილდოს მფლობელი გახდა. აი, რას ამბობენ იმ სოფლის ქალები: რომ იქ არავითარი განძი არ არის, არც ოქრო, არც ვერცხლი და არც ბრილიანტები, მხოლოდ და მხოლოდ უსაშველო, დაუცხრომელი ტკივილი. მწერალი და ჟურნალისტი ფერნანდა მელჩორი 1986 წელს მექსიკის ქალაქ ვერაკრუსში, კრიმინალითა და ძალადობით გაჟღენთილ გარემოში დაიბადა. ამ ფაქტმა მწერლის მიერ ადამიანური ძალადობის კვლევა განაპირობა, რასაც როგორც მსხვერპლის, ისე დამნაშავის პერსპექტივიდანაც უდგება. ძალადობის ინდივიდუალურ შემთხვევებთან ერთად მელჩორი შეისწავლის დანაშაულის განმაპირობებელ გარემოსაც, უფრო კონკრეტულად კი იმ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელიც მისი პერსონაჟების მენტალურ ჯანმრთელობაზე მძიმე კვალს ტოვებს. მელჩორის ტექსტებში უშუალო დამნაშავეებთან ერთად ბოროტმოქმედად გვევლინება ის სახელმწიფო სისტემებიც, რომლებიც თავიანთ უპირველეს პასუხისმგებლობას არ ან ვერ აღასრულებენ და გულგრილობით ძალადობისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნიან.
20.9
ქარიშხლიანი უღელტეხილი
ავტორი: ემილი ბრონტე   "ის ღამე როცა "ქარიშხლიანი უღელტეხილის" კითხვა დავიწყე, კარგად მახსოვს და მგონი არასდროს დამავიწყდება. ასეთი სულისშემძვრელი ამბავი სიყვარულის და სიძულვილის შესახებ და ასე მკვეთრად დაწერილი რომანი არასოდეს წამეკითხა. სწორედ რომ მკვეთრად. ისიც კი ვიფიქრე, ეს ბრონტეები ვინ ყოფილან-მეთქი" - აკა მორჩილაძე
14.9
ქარიშხლიანი უღელტეხილი საკოლექციო
  ავტორი: ემილი ბრონტე "ეს უბრალოდ სასიყვარულო რომანი კი არ არის, არამედ ბევრად უფრო ღრმა ნაწარმოებია. მისი დედააზრი, რომ ადამიანური ბუნების გამოვლენის საფუძველი ის ძალებია, რომლებიც მას დიდებულებას სძენს, აყენებს ამ რომანს განსაკუთრებულ, თვალსაჩინო ადგილზე მსგავს რომანთა შორის." - ვირჯინია ვულფი. ინგლისური ტელეარხის UK TV Drama-ის გამოკითხვით, ,,ქარიშხლიანი უღელტეხილი" ყველა დროის ყველაზე რომანტიკულ რომანად აღიარეს, ხოლო BBC-ის 2003 წლის გამოკითხვაში - ,,ყველა დროის 200 საუკეთესო წიგნი" - ის მე-12 ადგილზეა.
14.95
ქარიშხლის ფრთებზე
ავტორი: საფო მგელაძე კრებულში შესულია 3 რომანი: „ლიანა ლორდია“,„გზადაგზა“ და „ქარიშხლის ფრთებზე“.„ლიანა ლორდია“ საბჭოთა ლიტერატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექსტია.იგი ახალგაზრდა მხატვარი ქალის შესახებ გვიყვება,რომელსაც ხელოვნებისა დასიყვარულის ამაღელვებელი იდეების სჯერა დარეალურ ცხოვრებაში მათ პოვნას ცდილობს. მეორე რომანში ავტორი სიყვარულისაა და ურთიერთობების არსზე წერს.აქ ორი განსხვავებული წყვილის ისტორია ერთმანეთს მკითხველის თვალწინ უპირისპირდება.მესამე რომანის პერსონაჟები კი რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან.
14.95
ქარწაღებულნი
ავტორი:მარგარეტ მიჩელი მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L
24
ქაღალდის წებო 36გრ GlueStick
3.6