santaesperanza
კრავთა დუმილი
ავტორი:  თომას ჰარისი   მთარგმნელი: ნიკა სამუშია   „კრავთა დუმილი“ რომანი-გამოცანაა. აქ ერთმანეთს უპირისპირდებიან გამოძიების ფედერალური ბიუროს აკადემიის სტუდენტი კლარის სტარლინგი, რომელიც სერიული მკვლელის დანაშაულებს იძიებს, და მისი „კონსულტანტი და მოკავშირე“ – ბრწყინვალე ფსიქიატრი და, ამავე დროს, მკვლელი და კანიბალი-გურმანი, ექიმი ჰანიბალ ლექტერი. ვერავინ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, თუკი ლექტერი ფსიქიატრიული საავადმყოფოს სპეციალურ საკანში არ იქნება დამწყვდეული. სტარლინგს კი შეუძლია, გულთან ახლოს მიიტანოს სხვისი უბედურება. სწორედ ეს განსაზღვრავს ყოველ მის ქცევას. რომანის თითოეული ფრაზა მკითხველს აახლოებს დანაშაულის ამაღელვებელ გახსნასთან და, თანაც, აიძულებს მას, დამოუკიდებლად მიაგნოს დამნაშავეს. ამ რომანის მიხედვით გადაღებულ ცნობილ ფილმს ხუთი „ოსკარი“ აქვს მოპოვებული.
16.9
კრიტიკული აზროვნების მეგზური
ავტორი: გიგი თევზაძე   დღეს მხოლოდ ფილოსოფოსები როდი ხედავენ კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობას: იმ სოციალური გარსიდან, რომელშიც ვცხოვრობთ, გარეთ გასვლა და გარედან დაკვირვება ხანდახან სასიცოცხლო აუცილებლობაც კია. წიგნი გაფორმებულია ოთარ ყარალაშვილის შესანიშნავი ილუსტრაციებით.
10.9
კუბოკრული პერანგი
ავტორი: ნინო ლილუაშვილი  ,,ჩემი გონება ვერ ახერხებს იმის აღქმას, თუ სად იწყება ილუზია და მთავრდება რეალობა"
19.95
კუდიანები
ავტორი:  ანუკი ბურდული „კუდიანები“ ანუკი ბურდულის რომანია, რომელიც - ერთი ოჯახის სულიერ თავგადასავალზე მოგვითხრობს. ავტორი ქმნის რთულ და მედიტაციურ სამყაროს, სადაც ყველა პერსონაჟი ეგზისტენციალურ ზღვარზე იმყოფება, მოულოდნელობებით და პარადოქსებით დამუხტული ცხოვრებისეული მოვლენები კი ამ ზღვრულ წერტილებს მათ ბედისწერად აქცევს. შიში, სიკვდილი, ვნება, სიყვარული ყველაფერმა შეიძლება ასაზრდოოს ადამიანური ყოფის მეორე – ბნელი მხარე, შეუცნობელი თავსატეხებით და იდუმალებით, შეშლილობის ბზარებით და ფსიქიკის სიშიშვლით. ავტორის რბილი და ზომიერად ემოციური თხრობა ამ ფონს კიდევ უფრო ამძაფრებს და ზემოქმედების ძალას ანიჭებს. მთლიანობაში კი, მკითხველიც მონაწილე ხდება რომანის მთავარი გმირის – 33 წლის მარტოსული ქალის არჩევანისა წიგნად აქციოს მტკივნეული - ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც ოდესღაც სწორედ წიგნების შთაბეჭდილებებით და მკითხველური ემოციით დაიწყო...
9.9
კულისებს მიღმა რა ღირს საქართველო?
ავტორი:  გია ხუხაშვილი   პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საქართველოს ისტორიის ბოლო ორ ათწლეულში განვითარებული პოლიტიკური პროცესის კულისებს მიღმა გვახედებს და გვიყვება საკვანძო პოლიტიკური მოვლენებისა და კიდევ უფრო საკვანძო პოლიტიკური ფიგურების შესახებ. ეს არც ისტორიაა, არც მემუარები, არც პუბლიცისტიკა და არც დოკუმენტური პროზა. წიგნში ერთიან ისტორიულ კონტექსტშია მოქცეული უახლესი ისტორიის ფრაგმენტები, რომლებიც ბევრ საფიქრალს აღძრავენ და, რაც ყველაზე საინტერესოა, დაგვანახვებენ იმას, რაც ფასადზე არ ჩანს. წიგნში მოთხრობილია ნამდვილი ამბები, რომლებშიც ბევრი მოქმედი თუ ყოფილი პოლიტიკოსი და ფუნქციონერი ამოიცნობს საკუთარ თავს. ბადრი პატარკაციშვილთან, ზურაბ ჟვანიასა და ბიძინა ივანიშვილთან მჭიდრო მეგობრული და საქმიანი ურთიერთობის პარალელურად, ავტორს შესაძლებლობა ჰქონდა, ახლო დისტანციიდან დაჰკვირვებოდა და ხშირ შემთხვევაში თავადაც მიეღო მონაწილეობა იმ პროცესებში, რომელთა გავლენითაც ყალიბდება საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური პრიორიტეტები. ნამდვილი ამბები ხელისუფლების კულისებიდან - დაფიქრებისთვის, განსჯისთვის და დასკვნების გამოსატანად.  
15
კულტურის სანიტარი
ავტორი: გიორგი ბუნდოვანი   პოეტი, მულტიმედია-არტისტი. პერფორმერი გიორგი ბუნდოვანი (მოკლე შემოქმედებითი ბიოგრაფია)   გიორგი ბუნდოვანი 90-იანელების სახელით ცნობილი, თბილისური სალიტერატურო და არტ-თაობის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელიც ძირითადად მუშაობდა და მუშაობს „სახელოვნებო ანდერგრაუნდში“ 1990 წლიდან დღემდე, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში უაშრავი გახმაურებული ლიტერატურული საღამო-პრეზენტაციის, სხვადასხვა არტ-აქციისა და პერფორმანსის ავტორი, თანამონაწილე და ორგანიზატორია. მათ შორის გამორჩეულია დადა მეფე-პრეზიდენტის არჩევნები. გასტრონომია და სიყვარული, ურბანიზმი თანამედროვე ქართულ პოეზიაში. ანარქიული. გიჟური. რომანტიკული პოეზიის საღამო კიბე და სხვ.   გიორგი ბუნდოვანის ავტორობითა და თანაავტორობით 1991-2018 წლებში გამოიცა 6 პოეტური კრებული „ქრონოფაგები“ (ქართველ პოეტთა ორდენი) – 1991 წ. „ანომალიური პოეზია“ - 1993 წ. - 2003 წ „სიწყნარის დაკანონება“  —  2003 წ „ათვლის წერტილი“ - 2004 წ. „ანტიყოფის მანიფესტი“ – 2009 წ. „სად არის სისხლი ბროლისფერ თოვლის“ – 2018 წ.   1990 წელს გიორგი ბუნდოვანი იყო ქართველ პოეტთა ორდენ „ქრონოფაგების“ თანადამფუძნებელი და მაგისტრის მოადგილე. 1987-1992 წლებში იყო დიდი ქართველი მისტიკოსი პოეტის, ტერენტი გრანელის პირველი საფლავის მცველი, შემდგომში შემნარჩუნებელი და იმავე ადგილზე მემორიალური ქვის დამდგმელი.   90-იანი წლების პირველ ნახევარში. პოეტ და არტისტ ზურაბ რთველიაშვილთან ერთად „ალტერნატიული კულტურის ლაბორატორია“ ჩამოაყალიბა. 1993 წელს პოეტური საძმო „ანომალისტი პოეტების“ თანაავტორი და თანადამფუძნებელია 90-იანი წლების მიწურულს კი გახლდათ „მარგო კორობლიოვას სახელობის პერფორმანსის თეატრის“ აქტიური წევრი და აღმასრულებელი დირექტორი; 2006-2012 წლებში ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა მულტიმედია არტ-ჯგუფ „სტიგმატს“.
11.9
კუნძული
ავტორი: ოლდოს ჰაქსლი მთარგმნელი: თამარ შანიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: ლიტერატურული ოდისეა
18.9
კუნძულის შესაძლებლობა
ავტორი: მიშელ უელბეკი მთარგმნელი: მერაბ ფიფია ყდა: რბილი „კუნძულის შესაძლებლობა“ მსოფლიო ბესტსელერების – „ელემენტარული ნაწილაკებისა“ და „პლატფორმის“ ავტორის, მიშელ უელბეკის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია. რომანი უპირველეს ყოვლისა სიყვარულზეა. თავად უელბეკი, რომელიც ამ ნაწარმოებისთვის პრესტიჟული ლიტერატურული პრიზით, „ინტერალიეთი“ დაჯილდოვდა, მიიჩნევს, რომ ამაზე უკეთესი და ღირებული არაფერი დაუწერია. მიუხედავად ერთ-ერთ ინტერვიუში გაკეთებული ოფიციალური განცხადებისა – მე ამბების მთხრობელი არ გეგონოთო, აქ ის მაინც ჩვეული ირონიითა და სარკაზმით, უამრავ ერთმანეთში მჭიდროდ გადახლართულ, არატრივიალურ ამბავს გადმოგვცემს, რომლებიც მთლიანობაში ოსტატურად შეკრულ ერთ ამბად აღიქმება. მთავარი გმირი, კომიკოსი დანიელი, თავიდან წარმატებით ართობს მაყურებელს საკუთარი სკეტჩებით და მოგვიანებით არანაკლები წარმატებით იღებს პორნოფილმებსაც. აუდიტორიაზე მზარდი ზეგავლენით წაქეზებულს, ადამიანთა გონებისა და აზროვნების ანალიზი გაიტაცებს და რისკიან ექსპერიმენტებში გადაეშვება. ეს ექსპერიმენტები დაუდებს საფუძველს წიგნის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვან, ფანტასტიკურ ასპექტს, რომელიც შესანიშნავად ეხმიანება პირველის მკაცრ, თითქმის გაუსაძლის რეალობას.
16.9
კუპე N6
ავტორი: როზა ლიქსომი ფინურიდან თარგმნა დიმიტრი გოგოლაშვილმა სერია: „ინტელექტი“ 25 წლისაა ფინელი სტუდენტი გოგონა, რომელიც მოსკოვში სწავლობს, ვაგონის კუპეს ჯანიან და „კომბოსტოსყურებიან“ შუა ხნის მამაკაცთან ინაწილებს. გოგონა ხმას არ იღებს, კაცი კი, პირიქით, ენას ვერ აჩერებს. კაცის სკაბრეზული ლექსიკონი და დამახინჯებული მსოფლმხედველობა ქუჩის სასტიკი ცხოვრებისეული პირობების შედეგია. გოგონა, ფაქტობრივად, კაცის ტყვე ხდება და იძულებულია, უსმინოს მის მონოლოგებს, ხანგრძლივ გაჩერებებზე კი საკუთარ თავზეც გამოსცადოს მისი ხეპრეობა. ფანჯრის მიღმა ერთიმეორის მსგავსი ქალაქები მიცურავენ, სტაგნაციისა და ლპობის ფაზაში შესული ქარხნებით, მათ მიერ მოწამლული ტყეებითა და ადიდებული, ქუჩებში გადმოსული მდინარეებით. მწვანე ცაში ვარსკვლავები ლოლუებივით ბრჭყვიალებენ და ღამის წყვდიადში ქუჩის წვინტლიანი კატები კნავიან. როზა ლიქსომის ეს რომანი საბჭოთა კავშირის ერთგვარი ავტოფსიაა – ასევე გზა, ჩაკეტილი ქვეყნის სულიერ ცხოვრებაში, მის არსში და იქ მოხვედრილი უცხოელი გოგონას გულში გამავალი.
17.95
კუპიდონი კრემლის კედელთან
ავტორი: აკა მორჩილაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
13.9
კურდღელი პიტერი: გილოცავ დაბადების დღეს
მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი დღეს პიტერის დაბადების დღეა! მაგრამ ნუთუ ყველას დაავიწყდა ეს დღე – დედას, დაიკოებს, მეგობრებს… კურდღელი პიტერი თავს მარტოსულად გრძნობს და ძალიან მოწყენილია. როგორ ფიქრობ, დიდ სიურპრიზს ხომ არ უმზადებენ ოჯახი და მეგობრები?! სერიაში პირველი ამბები აღმოაჩენთ 1-დან 3 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილ წიგნებს.  
14.9
კურდღელი პიტერი: საშობაო სურვილი
მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი დღეს შობაა კურდღლების სოროში! მაგრამ თოვლის პაპა მხოლოდ მაშინ მოდის, როცა ყველას ტკბილად სძინავს… კურდღელ პიტერს კი ძალიან უნდა, თოვლის პაპა თავისი თვალით ნახოს. როგორ ფიქრობ, აუხდება საშობაო სურვილი? სერიაში პირველი ამბები აღმოაჩენთ 1-დან 3 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილ წიგნებს.  
14.9
კურდღელი პიტერი: ძილი ნებისა, პიტერ!
მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი ძილი ნებისა, პიტერ! დღეიდან შენს საკუთარ ლამაზ ოთახში დაიძინებ! მაგრამ ახალი ოთახი ძალიან დიდია… კურდღელი პიტერი კი სულ მარტოა! ნეტავ საშიში ხომ არაა? როგორ ფიქრობ, მიეჩვევა მარტო დაძინებას? სერიაში „პირველი ამბები“ აღმოაჩენთ 1-დან 3 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილ წიგნებს.  
14.9
კურიერის ამბები
ავტორი: თემო რეხვიაშვილი სულაკაურის გამომცემლობა „კურიერის ამბები“ ახალგაზრდა კაცის ცხოვრების ფრაგმენტებისგან შედგება. მთხრობელი პროფესიით მსახიობია, რომელიც თავს კურიერობით ირჩენს და თვითირონიით აღწერს იმ მწარე რეალობას, რომელშიც მას თავის გატანა უხდება ყოველდღიურად. ამ სევდიანი და თან სასაცილო ისტორიების ფონზე იხატება თბილისის ისეთი სურათი, რომელიც მხოლოდ კურიერის მოპედიდან ჩანს, მთელი თავისი შეულამაზებელი სოციალური რეალობითა და სიმძაფრით.  
9.9
ამოწურულია
კურკას ქორწილი და სხვა მოთხრობები (13-14)
ავტორი: მიხეილ ჯავახიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა  
7.9
კუჯო
ავტორი: სტივენ კინგი მთარგმნელ(ებ)ი დავით ახალაძე სერიის დასახელება ET CETERA რომანი „კუჯო“ სტივენ კინგის შემოქმედების ერთ-ერთ ძირითად ჟანრს, ჰორორს მიეკუთვნება. ამ რომანს საფუძვლად რეალური ამბავი დაედო, რომელმაც იმდენად ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა მწერალზე, რომ ცოფიანი სენბერნარი მის რამდენიმე წიგნში ფიგურირებს. კუჯო კეთილი, ჭკვიანი და ერთგული ძაღლია, რომელსაც ძალიან უყვარს ადამიანები. მას არავისთვის ვნების მიყენება არ უნდა, მაგრამ ცხელი ზაფხულის ერთ საბედისწერო დღეს ცოფიანი ღამურების სამყოფელში ცხვირის შემთხვევით ჩაყოფა შეიწირავს მის და ოთხი ადამიანის, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვის, სიცოცხლეს. ამ შემზარავი ამბის ფონზე კი რამდენიმე მძაფრი ადამიანური დრამა თამაშდება…
17.95
ლა ფონტენის რჩეული იგავები
"ეს საუცხოოდ ილუსტრირებული წიგნი, თავისი დაუვიწყარი პერსონაჟებით, პატარა მკითხველს დიდებული ფრანგი მეიგავის, ჟან დე ლა ფონტენის, საარაკო სამყაროში ამოგზაურებს."
27.95
ლაბირინთები (დახატე და წაშალე)
ასაკი: 3+ 22-გვერდიანი წიგნი + კალამი ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი, რომელიც სხვადასხვა სირთულის ლაბირინთებს აერთიანებს, სკოლამდელი ასაკის ბავშვებს გაუვარჯიშებს გონებას და განუვითარებს ლოგიკურ აზროვნებას. წიგნს მოყვება კალამი, რომელიც მარტივად იშლება და ბავშვებს ამ წიგნის გამოყენება მრავალჯერადად შეეძლებათ.
9.9
ლაბირინთი #4.7
ავტორი: ელის დოჯსონი გამომცემლობა: პალიტრა L
4
ლაბირინთი მანუელისთვის
ავტორი: ალეკო შუღლაძე გამომცემლობა: გამომცემლობა პალიტრა L ყდა: მაგარი
13.95
ლაბირინთში მორბენალი
ავტორი: ჯეიმზ დაშნერი მთარგმნელი: ნინო შეყილაძე სერია: ლიბერთინს   „თუ არ გეშინია, ესე იგი, შენ არ ხარ ადამიანი.“ ლიფტში გაღვიძებულ თომასს თავისი სახელის გარდა არაფერი ახსოვს. თომასი სრულიად უცხო, მასავით მეხსიერებადაკარგული ბიჭების გარემოცვაში ხვდება. „სასიამოვნოა შენთან შეხვედრა, შენქ, კეთილი იყოს შენი ფეხი კორდში, შენქ.“ კორდის ვეება კედლების მიღმა უსასრულო მოძრავი ლაბირინთია. კორდიდან გასასვლელი ერთადერთი გზა ლაბირინთზე გადის, თუმცა, ჯერ მისგან თავი არავის დაუღწევია. მალე ყველაფერი შეიცვლება. გამოჩნდება გოგო. კორდის ისტორიაში პირველი.
11.95
ლადო თევდორაძე - ალბომი
ალბომი ,,ლადო თევდორაძის სამყარო კობა ჭუმბურიძისაგან ლექსად ნათარგმანები "
83
ლავროსი
ავტორი: ევგენი ვოდოლაზკინი მთარგმნელი: თამარ კოტრიკაძე   ერთი შეხედვით, შუა საუკუნეების კლასიკურ ჟანრში შექმნილი, სინამდვილეში კი უაღრესად თანამედროვე რომანი XV საუკუნის რუსეთში მცხოვრები მკურნალის შესახებ მოგვითხრობს.. სნეულთა განკურნების განსაცვიფრებელი უნარით დაჯილდოებული არსენი სიკვდილისგან ვერ იხსნის საყვარელი ქალს და სწორედ ეს იქნება მისი ცხოვრების გარდამტეხ მომენტად. იგი იწყებს არსებობას სხვათათვის – უპოვართათვის, დაავადებულთათვის, დაჭრილთათვის... და რაც უფრო დიდია მის მიერ გაღებული მსხვერპლი, მით უფრო ძლიერია მისი ნიჭი. მკითხველი პერსონაჟთან ერთად გაივლის მის სულიერ გზას, რომელზეც ყველაფერია – სიყვარული, ტანჯვა, საკუთარი პიროვნების უარყოფა, მოგზაურობა და უმაღლესი სულიერი ჰარმონიის ძიება. მაგრამ იხსნის კი ადამიანის სულს თუნდაც ასეთი თავგანწირული სიყვარული და მსხვერპლშეწირვა?..
12
ლალა
ავტორი: იაცეკ დენელი მთარგმნელ: მირანდა გურგენიძე გამომცემლობა: ინტელექტი ლალა” პოპულარული პოლონელი მწერლის, იაცეკ დენელის პირველი რომანია. ის ერთი ოჯახის საგაა, ცენტრალური გმირი კი ავტორის ბებია ლალაა, რომლის მონათხრობის მიხედვითაც იქმნება ეს გრძელი თავგადასავალი. საერთოდაც, ლ ალა” მეხსიერების ეთიკურ რეკონსტრუქციადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ, სადაც ერთმანეთს ერწყმის უამრავი ხმა, მოვლენა, მითი თუ სინამდვილე, წარსული თუ აწმყო. ბებია ლალას მიერ მოყოლილი და მისგანვე დავიწყებული ამბები ავტორის ინტერპრეტაციების საბაბი ხშირად ხდება, რაც თანაბრად ანიჭებს რომანს ხალისსაც და წარსულის ქრობით გამოწვეულ სევდასაც.
19.95