santaesperanza
მაისური
ავტორი: ნინო ქასოშვილი მასალა: 100% ბამბა ბეჭდვა: ვინილი ზომა: S; M; L; XL; შეკვეთის შემთხვევაში შენიშვნაში მიუთითეთ ზომა. 
55
მაისური ორნამენტი #3
ავტორი: ნინო ქასოშვილი შექემნილია ქართული ორნამენტის მოტივებით მასალა: 100% ბამბა ბეჭდვა: შოლკოგრაფია ზომა: S; M; L; XL; შეკვეთის შემთხვევაში შენიშვნაში მიუთითეთ ზომა. 
60
მაისური "მე მარტოხელა მეომარი ვარ"
ავტორი: ნინო ქასოშვილი მასალა: 100% ბამბა ბეჭდვა: ვინილი ზომა: S; M; L; XL; შეკვეთის შემთხვევაში შენიშვნაში მიუთითეთ ზომა. 
55
მაისური ორნამენტი #1
ავტორი: ნინო ქასოშვილი შექემნილია ქართული ორნამენტის მოტივებით მასალა: 100% ბამბა ბეჭდვა: შოლკოგრაფია ზომა: S; M; L; XL; შეკვეთის შემთხვევაში შენიშვნაში მიუთითეთ ზომა. 
60
მაისური ორნამენტი #2
ავტორი: ნინო ქასოშვილი შექემნილია ქართული ორნამენტის მოტივებით მასალა: 100% ბამბა ბეჭდვა: შოლკოგრაფია ზომა: S; M; L; XL; შეკვეთის შემთხვევაში შენიშვნაში მიუთითეთ ზომა. 
60
მაისური ორნამენტი #4
ავტორი: ნინო ქასოშვილი შექემნილია ქართული ორნამენტის მოტივებით მასალა: 100% ბამბა ბეჭდვა: შოლკოგრაფია ზომა: S; M; L; XL; შეკვეთის შემთხვევაში შენიშვნაში მიუთითეთ ზომა. 
60
მაისური ორნამენტი #5
ავტორი: ნინო ქასოშვილი შექემნილია ქართული ორნამენტის მოტივებით მასალა: 100% ბამბა ბეჭდვა: შოლკოგრაფია ზომა: S; M; L; XL; შეკვეთის შემთხვევაში შენიშვნაში მიუთითეთ ზომა. 
60
მაისური ორნამენტი #6
ავტორი: ნინო ქასოშვილი შექემნილია ქართული ორნამენტის მოტივებით მასალა: 100% ბამბა ბეჭდვა: შოლკოგრაფია ზომა: S; M; L; XL; შეკვეთის შემთხვევაში შენიშვნაში მიუთითეთ ზომა. 
60
მაისური ქართული ანბანი
ავტორი: ნინო ქასოშვილი მასალა: 100% ბამბა ბეჭდვა: შოლკოგრაფია ზომა: S; M; L; XL; შეკვეთის შემთხვევაში შენიშვნაში მიუთითეთ ზომა. 
50
მაკრატელი Craft scissors
წინასწარ გადაამოწმეთ სასურველი ფერის ნაშთი "chat" ის გამოყენებით სხვა შემთხვევაში მიიღებთ ერთ-ერთ ფერს ფასში მითითებულია ერთი ცალის ღირებულება
3.5
მაკრატელი MIKRO დამცავით
წინასწარ გადაამოწმეთ სასურველი ფერის ნაშთი "chat" ის გამოყენებით სხვა შემთხვევაში მიიღებთ ერთ-ერთ ფერს ფასში მითითებულია ერთი ცალის ღირებულება
3.5
მაკრატლიანი წიგნი - ვსწავლობთ გამოჭრას 3+
8 ხელსაქმე ყველაზე პატარებისთვის! აქტივობის ამ წიგნით პატარები ისწავლიან ფიგურების გამოჭრას, დაკეცვას და დაწებებას. 
16.95
მაკრატლიანი წიგნი - ვსწავლობთ გამოჭრას 4+
9 ხელსაქმე ყველაზე პატარებისთვის! აქტივობის ამ წიგნით პატარები ისწავლიან ფიგურების გამოჭრას, დაკეცვას და დაწებებას.
16.95
მაკულატურა
ავტორი: ჩარლზ ბუკოვსკი მთარგმნელი: ზაალ ჩხეიძე  "მაკულატურა" ამერიკელი მწერლის, ჩარლზ ბუკოვსკის უკანასკნელი ნაწარმოებია, რომელიც პირველად მწერლის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე გამოიცა. გროტესკული რომანი, რომელიც სენტიმენტალურად მთავრდება. რომანი აგებულია სიტუაციებად, ხოლო თითოეულ სცენას მოულოდნელი, ერთი შეხედვით სრულიად წარმოუდგენელი დასასრული აქვს.  
11.95
მალინა
ავტორი: ინგებორგ ბახმანი მთარგმნელი: ანა კორძაია-სამადაშვილი  „მალინა“ – ინგებორგ ბახმანის პირველი და ერთადერთი რომანი – არის შელოცვა, აღსარება, დიდი ვნება. ეს წიგნი ჰყვება, თუ რას ნიშნავს კონფლიქტი საკუთარ დროსთან, საკუთარ სიყვარულთან და საკუთარ თავთან. ეს არის დიდი პოეტის მიერ შექმნილი ცეცხლოვანი ტექსტი, რომელიც ყოველი ადამიანის ყველა განსაცდელისა და მეოცე საუკუნის ყველა კატასტროფის შესახებ მოგვითხრობს. „ინგებორგ ბახმანი არის ყველაზე გონიერი და მნიშვნელოვანი პოეტი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ამ საუკუნეში შვა.“ თომას ბერნჰარდი. მსგავსი წიგნები
19.9
მამა ბრაუნის სკანდალური ამბავი
სერია:ჯიბის დეტექტივი   " “წიგნი პირველად 1935 წელს გამოქვეყნდა და ჩესტერტონის დეტექტიური მოთხრობების ციკლის ბოლო კრებულია. მამა ბრაუნი გარეგნულად არაფრით წააგავს თავის სახელგან- თქმულ კოლეგებს“ _ შერლოკ ჰოლმსსა და ერკიულ პუაროს. იგი ჩია, პროვინციელი კათოლიკე მღვდელია, არც რაიმე სისტემა გააჩნია ჩახლართული დანაშაულების გასახსნელად. ბოროტმოქმედების მხილება მისი ჰობია, რადგან სიმართლე ჯერაც ნახევარი საათით ჩამორჩება ცილისწამებას“. ამ საქმიანო- ბაში მისი მთავარი იარაღი ადამიანის სულის სიღრმეში ჩამალული ვნებების ცოდნაა..."
6
მამა გორიო
ავტორი: ონორე დე ბალზაკი მთარგმნელი: ანა წერეთელი „სიყვარული რელიგიაა და მისი კერპი, ალბათ, გაცილებით უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე სხვა რომელიმე რელიგიისა. იგი სწრა­ფად გარბის ხოლმე ქუჩის ბიჭივით, და ცდილობს, სადაც გაივლის, არაფერი დარჩეს დაუნგრეველი“ – წერს ბალზაკი თავის რეალისტურ შედევრში „მამა გორიო“, რომელსაც ზოგი „ადამი­ანურ კომედიას“, ზოგი კი „ადამიანურ ტრაგედიას“ უწოდებს. მამა გორიო მამა-მოწამეა, რომელმაც უარი თქვა ყოველგვარ პირადულზე და თავი საკუთარ ქალიშვილებს მიუძღვნა. არა­ამქვეყნიური სიყვარული შვილებისადმი ბერიკაცს ბევრ სისულელეს ჩაადენინებს. ბალზაკი ზოგჯერ დასცინის, ზოგჯერ ცრემლებს ღვრის გორიოს გამო. და მაინც, რა იყო მამა გორიოს მთავარი შეცდომა? ადამიანის ფსიქოლოგიის ღრმად მცოდნე მწერალი გვიბიძგებს ამ შეკითხვაზე პასუხი თავად მოვძებნოთ, როგორც ამ ნაწარმოებში, ასევე, ჩვენი თუ სხვათა ცხოვრების გაანალიზების შედეგად. ამ წიგნის გამოქვეყნებიდან თითქმის ორი საუკუნე გავიდა, მაგრამ იგი კვლავ აქტუალურია.
11.9
მამა და ზღვა
ავტორი: ტუვე იანსონი მთარგმნელი: ლიკა ჩაფიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სადღაც შორს, შუა ზღვაში, ერთი კუნძულია, რომელზეც ჩამქრალი შუქურა დგას და მდუმარე მეთევზე ცხოვრობს. სწორედ ამ კუნძულზე სურს დასახლება მამა მუმინს და ამიტომაც მიემართება მისკენ თავისი ოჯახით. კუნძული არაფრით ჰგავს მუმინების ხეობას, სადაც ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. დროდადრო მასზე ცხოვრება მეტისმეტად სახიფათო ხდება. კუნძული დღითი დღე იცვლება და მასთან ერთად იცვლება ყველაფერი – პატარა მის გარდა. დამნაშავე კი ზღვაა. არავინ იცის, რატომ იქცევა ის ასე უცნაურად. სინამდვილის გასარკვევად შტორმი, საგმირო საქმეები და, რაღა თქმა უნდა, ჩამქრალი შუქურას ანთება ხდება საჭირო. ზღვას მეტისმეტად რთული ხასიათი აქვს, მაგრამ ღირსეულად შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა.
7.9
მამა მუმინის მემუარები
ავტორი: ტუვე იანსონი მთარგმნელი: ლოლა ქადაგიშვილი „მივენდე ჩემი ბედის ვრასკვლავს და ისე დავადექი გზას, წარმოდგენაც არ მქონდა, რა საოცარი ამბები მელოდა წინ.“ მამა მუმინმა გადაწყვიტა, თავისი საოცარი თავგადასავლებით სავსე ცხოვრების შესახებ დაწეროს. იგი თხრობას ბავშვობის ამბით იწყებს, როცა ჯერ კიდევ პატარა მუმინტროლი უპატრონო ბავშვთა სახლიდან გაიქცა. ფინელი მხატვარი და მწერალი ტუვე იანსონი 25 წლის განმავლობაში ქმნიდა მუმინების სამყაროს. მუმინების ხეობაში ყველაზე უჩვეულო, უკარება, მარტოსულ სტუმარსაც კი თავს შინ აგრძნობინებენ. ისინი სიყვარულით, მზრუნველობითა და თანაგრძნობით მასპინძლობენ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ არსებებს. თუნდაც ეს არსებები სნორკები, ჰემულები, ფილიფიონკები ან მიმლები იყვნენ. ტუვე იანსონის უმთავრეს ადამიანურ ღირებულებებზე აგებული მსოფლმხედველობა მთელ მსოფლიოში მილიონობით მკითხველს ხიბლავს.
11.9
მამა მუმუნის მემუარები (9-10)
ავტორი: ტუვე იანსონი მთარგმნელი: ლოლა ქადაგიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა    
7.9
მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი
ავტორი: ეთერ თათარაიძე   „მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი“ პირველად ორი ათეული წლის წინ დაიბეჭდა და გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. მკითხველის მხრიდან ეს დიდი ინტერესი, აღიარება და სიყვარული ბუნებრივიცაა – ამ წიგნში ხომ ვაჟა-ფშაველას შვილი, გულქანი საუბრობს და რაც მთავარია, ამ ნაამბობის ჩამწერ-შემკრები ყველასთვის საყვარელი პოეტი და ფოლკლორისტი, ეთერ თათარაიძეა. სწორედ ეთერ თათარაიძის მხატვრული ოსტატობის, ღრმა მგრძნობელობის და გემოვნების დამსახურებაა, რომ ამ წიგნ-მონოლოგში სრულყოფილად, შეულამაზებელი და ამის გამოც, სრულიად დამატყვევებელი სინაღდითაა გამოკვეთილი თავად მთხრობლის – გულქან რაზიკაშვილის და მისი დიდი მამის – ვაჟა-ფშაველას პორტრეტები. ფშაური კილო-კავის მაგიური ხიბლით დამუხტული ეს წიგნი თავისი ეპიკური შინაარსით რომანსაც უტოლდება, მკითხველს კი ვაჟა-ფშაველას პიროვნულ და შემოქმედებით სამყაროსთან კიდევ უფრო აახლოებს და მითოსური საბურველიდან მკაფიოდ გამოკვეთს მის ადამიანურ კონტურებს – შვილის თვალით დანახული მამა ყოველდღიურ ყოფაში, ჯაფაში, შემოქმედებით დუღილში, წუთისოფელში... უნიკალურ შინაარსთან ერთად, „მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი“ საინტერესო ეთნოგრაფიული ტექსტიცაა, სადაც ზუსტი აქცენტებით, „პირველწყაროს“ მიერ ნანახისა და ნაამბობის სარწმუნოობითაა აღბეჭდილი საუკუნისწინანდელი ფშავისა და ფშავლების ყოფა. „მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი“ მუდმივად საკითხავი წიგნია. მისი ხელახლა გამოცემა მისივე მარადიული შინაარსისთვის გაწეული სამსახურია.
18.95
მამები და შვილები
ავტორი: ივან ტურგევი მთარგმნელი: გივი დოლიძე სერია: იკითხე კლასიკა   როგორ შეიძლება ინტელექტუალურმა კამათმა საქმე დუელამდე მიიყვანოს? ან კიდევ,კაცი, რომელიც ყოველივე "რომანტიკულს" ზიზღით უარყოფს, უეცრად წრფელმა გრძნობამ გაიტაცოს, მერე კი, ამ გრძნობით შეპყრობილი, გაერიდოს, ოღონდაც საყვარელი ქალის ტყვედ არ იქცეს? დამწყები ექიმი, მუდამ თავდაჯერებული ევგენი ბაზაროვი "ნიჰილიზმის" მიმდევარია, რომელმაც ფართოდ მოიცვა მეცხრამეტე საუკუნის რუსი საზოგადოება. მდაბიური წარმოშობის ინტელექტუალი ეძებს ადგილს ცხოვრებაში, მაგრამ პოლემიკაზე, სხვათა დამოძღვრაზე...შორს ვერ მიდის...
8.95
მამის მკვლელი ციცია
ავტორი: ალექსანდრე ყაზბეგი
25
მამლუქი
ავტორი: აკა მორჩილაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
9.9