santaesperanza
მაკრატლიანი წიგნი - ვსწავლობთ გამოჭრას 4+
9 ხელსაქმე ყველაზე პატარებისთვის! აქტივობის ამ წიგნით პატარები ისწავლიან ფიგურების გამოჭრას, დაკეცვას და დაწებებას.
16.95
მაკულატურა
ავტორი: ჩარლზ ბუკოვსკი მთარგმნელი: ზაალ ჩხეიძე  "მაკულატურა" ამერიკელი მწერლის, ჩარლზ ბუკოვსკის უკანასკნელი ნაწარმოებია, რომელიც პირველად მწერლის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე გამოიცა. გროტესკული რომანი, რომელიც სენტიმენტალურად მთავრდება. რომანი აგებულია სიტუაციებად, ხოლო თითოეულ სცენას მოულოდნელი, ერთი შეხედვით სრულიად წარმოუდგენელი დასასრული აქვს.  
11.95
მალინა
ავტორი: ინგებორგ ბახმანი მთარგმნელი: ანა კორძაია-სამადაშვილი  „მალინა“ – ინგებორგ ბახმანის პირველი და ერთადერთი რომანი – არის შელოცვა, აღსარება, დიდი ვნება. ეს წიგნი ჰყვება, თუ რას ნიშნავს კონფლიქტი საკუთარ დროსთან, საკუთარ სიყვარულთან და საკუთარ თავთან. ეს არის დიდი პოეტის მიერ შექმნილი ცეცხლოვანი ტექსტი, რომელიც ყოველი ადამიანის ყველა განსაცდელისა და მეოცე საუკუნის ყველა კატასტროფის შესახებ მოგვითხრობს. „ინგებორგ ბახმანი არის ყველაზე გონიერი და მნიშვნელოვანი პოეტი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ამ საუკუნეში შვა.“ თომას ბერნჰარდი. მსგავსი წიგნები
19.9
მამა ბრაუნის სკანდალური ამბავი
სერია:ჯიბის დეტექტივი   " “წიგნი პირველად 1935 წელს გამოქვეყნდა და ჩესტერტონის დეტექტიური მოთხრობების ციკლის ბოლო კრებულია. მამა ბრაუნი გარეგნულად არაფრით წააგავს თავის სახელგან- თქმულ კოლეგებს“ _ შერლოკ ჰოლმსსა და ერკიულ პუაროს. იგი ჩია, პროვინციელი კათოლიკე მღვდელია, არც რაიმე სისტემა გააჩნია ჩახლართული დანაშაულების გასახსნელად. ბოროტმოქმედების მხილება მისი ჰობია, რადგან სიმართლე ჯერაც ნახევარი საათით ჩამორჩება ცილისწამებას“. ამ საქმიანო- ბაში მისი მთავარი იარაღი ადამიანის სულის სიღრმეში ჩამალული ვნებების ცოდნაა..."
6
მამა გორიო
ავტორი: ონორე დე ბალზაკი მთარგმნელი: ანა წერეთელი „სიყვარული რელიგიაა და მისი კერპი, ალბათ, გაცილებით უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე სხვა რომელიმე რელიგიისა. იგი სწრა­ფად გარბის ხოლმე ქუჩის ბიჭივით, და ცდილობს, სადაც გაივლის, არაფერი დარჩეს დაუნგრეველი“ – წერს ბალზაკი თავის რეალისტურ შედევრში „მამა გორიო“, რომელსაც ზოგი „ადამი­ანურ კომედიას“, ზოგი კი „ადამიანურ ტრაგედიას“ უწოდებს. მამა გორიო მამა-მოწამეა, რომელმაც უარი თქვა ყოველგვარ პირადულზე და თავი საკუთარ ქალიშვილებს მიუძღვნა. არა­ამქვეყნიური სიყვარული შვილებისადმი ბერიკაცს ბევრ სისულელეს ჩაადენინებს. ბალზაკი ზოგჯერ დასცინის, ზოგჯერ ცრემლებს ღვრის გორიოს გამო. და მაინც, რა იყო მამა გორიოს მთავარი შეცდომა? ადამიანის ფსიქოლოგიის ღრმად მცოდნე მწერალი გვიბიძგებს ამ შეკითხვაზე პასუხი თავად მოვძებნოთ, როგორც ამ ნაწარმოებში, ასევე, ჩვენი თუ სხვათა ცხოვრების გაანალიზების შედეგად. ამ წიგნის გამოქვეყნებიდან თითქმის ორი საუკუნე გავიდა, მაგრამ იგი კვლავ აქტუალურია.
11.9
მამა და ზღვა
ავტორი: ტუვე იანსონი მთარგმნელი: ლიკა ჩაფიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სადღაც შორს, შუა ზღვაში, ერთი კუნძულია, რომელზეც ჩამქრალი შუქურა დგას და მდუმარე მეთევზე ცხოვრობს. სწორედ ამ კუნძულზე სურს დასახლება მამა მუმინს და ამიტომაც მიემართება მისკენ თავისი ოჯახით. კუნძული არაფრით ჰგავს მუმინების ხეობას, სადაც ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. დროდადრო მასზე ცხოვრება მეტისმეტად სახიფათო ხდება. კუნძული დღითი დღე იცვლება და მასთან ერთად იცვლება ყველაფერი – პატარა მის გარდა. დამნაშავე კი ზღვაა. არავინ იცის, რატომ იქცევა ის ასე უცნაურად. სინამდვილის გასარკვევად შტორმი, საგმირო საქმეები და, რაღა თქმა უნდა, ჩამქრალი შუქურას ანთება ხდება საჭირო. ზღვას მეტისმეტად რთული ხასიათი აქვს, მაგრამ ღირსეულად შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა.
7.9
მამა მუმინის მემუარები
ავტორი: ტუვე იანსონი მთარგმნელი: ლოლა ქადაგიშვილი „მივენდე ჩემი ბედის ვრასკვლავს და ისე დავადექი გზას, წარმოდგენაც არ მქონდა, რა საოცარი ამბები მელოდა წინ.“ მამა მუმინმა გადაწყვიტა, თავისი საოცარი თავგადასავლებით სავსე ცხოვრების შესახებ დაწეროს. იგი თხრობას ბავშვობის ამბით იწყებს, როცა ჯერ კიდევ პატარა მუმინტროლი უპატრონო ბავშვთა სახლიდან გაიქცა. ფინელი მხატვარი და მწერალი ტუვე იანსონი 25 წლის განმავლობაში ქმნიდა მუმინების სამყაროს. მუმინების ხეობაში ყველაზე უჩვეულო, უკარება, მარტოსულ სტუმარსაც კი თავს შინ აგრძნობინებენ. ისინი სიყვარულით, მზრუნველობითა და თანაგრძნობით მასპინძლობენ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ არსებებს. თუნდაც ეს არსებები სნორკები, ჰემულები, ფილიფიონკები ან მიმლები იყვნენ. ტუვე იანსონის უმთავრეს ადამიანურ ღირებულებებზე აგებული მსოფლმხედველობა მთელ მსოფლიოში მილიონობით მკითხველს ხიბლავს.
11.9
მამა მუმუნის მემუარები (9-10)
ავტორი: ტუვე იანსონი მთარგმნელი: ლოლა ქადაგიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა    
7.9
მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი
ავტორი: ეთერ თათარაიძე   „მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი“ პირველად ორი ათეული წლის წინ დაიბეჭდა და გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. მკითხველის მხრიდან ეს დიდი ინტერესი, აღიარება და სიყვარული ბუნებრივიცაა – ამ წიგნში ხომ ვაჟა-ფშაველას შვილი, გულქანი საუბრობს და რაც მთავარია, ამ ნაამბობის ჩამწერ-შემკრები ყველასთვის საყვარელი პოეტი და ფოლკლორისტი, ეთერ თათარაიძეა. სწორედ ეთერ თათარაიძის მხატვრული ოსტატობის, ღრმა მგრძნობელობის და გემოვნების დამსახურებაა, რომ ამ წიგნ-მონოლოგში სრულყოფილად, შეულამაზებელი და ამის გამოც, სრულიად დამატყვევებელი სინაღდითაა გამოკვეთილი თავად მთხრობლის – გულქან რაზიკაშვილის და მისი დიდი მამის – ვაჟა-ფშაველას პორტრეტები. ფშაური კილო-კავის მაგიური ხიბლით დამუხტული ეს წიგნი თავისი ეპიკური შინაარსით რომანსაც უტოლდება, მკითხველს კი ვაჟა-ფშაველას პიროვნულ და შემოქმედებით სამყაროსთან კიდევ უფრო აახლოებს და მითოსური საბურველიდან მკაფიოდ გამოკვეთს მის ადამიანურ კონტურებს – შვილის თვალით დანახული მამა ყოველდღიურ ყოფაში, ჯაფაში, შემოქმედებით დუღილში, წუთისოფელში... უნიკალურ შინაარსთან ერთად, „მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი“ საინტერესო ეთნოგრაფიული ტექსტიცაა, სადაც ზუსტი აქცენტებით, „პირველწყაროს“ მიერ ნანახისა და ნაამბობის სარწმუნოობითაა აღბეჭდილი საუკუნისწინანდელი ფშავისა და ფშავლების ყოფა. „მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი“ მუდმივად საკითხავი წიგნია. მისი ხელახლა გამოცემა მისივე მარადიული შინაარსისთვის გაწეული სამსახურია.
18.95
მამები და შვილები
ავტორი: ივან ტურგევი მთარგმნელი: გივი დოლიძე სერია: იკითხე კლასიკა   როგორ შეიძლება ინტელექტუალურმა კამათმა საქმე დუელამდე მიიყვანოს? ან კიდევ,კაცი, რომელიც ყოველივე "რომანტიკულს" ზიზღით უარყოფს, უეცრად წრფელმა გრძნობამ გაიტაცოს, მერე კი, ამ გრძნობით შეპყრობილი, გაერიდოს, ოღონდაც საყვარელი ქალის ტყვედ არ იქცეს? დამწყები ექიმი, მუდამ თავდაჯერებული ევგენი ბაზაროვი "ნიჰილიზმის" მიმდევარია, რომელმაც ფართოდ მოიცვა მეცხრამეტე საუკუნის რუსი საზოგადოება. მდაბიური წარმოშობის ინტელექტუალი ეძებს ადგილს ცხოვრებაში, მაგრამ პოლემიკაზე, სხვათა დამოძღვრაზე...შორს ვერ მიდის...
8.95
მამის მკვლელი ციცია
ავტორი: ალექსანდრე ყაზბეგი
25
მამლუქი
ავტორი: აკა მორჩილაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
9.9
მანიტუ
ავტორი: ოლანი ბიწაძე სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი "მანიტუ" წარსულის, აწმყოსა და სიზმრის (და არა მომავლის) მონაცვლეობის ფონზე მოთხრობილი ახალგაზრდა ქალის, დორას ამბავია. ბავშვობაში მშობლებისგან შემთხვევით მოსმენილი საიდუმლო დორას სიზმარ-ცხადის ზღვარზე მოხეტიალე მარტოსულ, ტრავმირებულ ადამიანად აქცევს. მთავარი გმირის განცდებითა და ეჭვებით სავსე ცხოვრება მანამდე გრძელდება, სანამ ის თავის მეგობართან, მოგვიანებით კი ქმართან, კოტესთან, ერთად სიმართლეს არ გამოძიებს იმის გასაგებად, თუ როგორ "გაცოცხლდა" ოცდასამი წლის წინ დაბადებული ჩვილი- დორა მჭედლიძე "სხვა ბავშვებშვი" სიმართლის გარკვევა ერთადერთი სწორი გზაა, რომლითაც ნაწარმოების პროტაგონისტმა სიმშვიდე უნდა მოიპოვოს, დაუბრუნდეს გაუცხოებულ საკუთარ თავსაც და ახლობელ ადამიანებსაც. ასეა: მთავარი სწორი მიმართულებით "დაყვირებაა" და თუნდაც რამდენიმე მცდელობის შემდეგ აუცილებლად იპოვი იმას, რისი პოვნაც გინდა, მათ შორის, პირად მფარველ სულს- მანიტუს.
12.95
მანცხვარკარი
ავტორი: ჯემალ ქირია გამომცემლობა: ინტელექტი
15.95
მარადიული მშვიდობისკენ (ფილოსოფიური მონახაზი)
იმანუელ კანტი – გერმანელი ფილოსოფოსი, თანამედროვე ფილოსოფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. გერმანული კლასიკური ფილოსოფიის, გერმანული იდეალიზმის ერთ-ერთი დამაარსებელი. მისი აზრები და იდეები დღესაც დიდ გავლენას ახდენს მეტაფიზიკის, ეპისტემოლოგიის, ეთიკის, პოლიტიკური ფილოსოფიისა და ესთეტიკის მიმართულებებით. იმანუელ კანტის წიგნი – „მარადიული მშვიდობისკენ“ – წარმოადგენს ავტორის ერთ-ერთ ცნობილ ნაშრომს. წიგნი შედგება რამდენიმე ძირითადი განყოფილების, დამატების და დანართებისგან, ესენია:  პირველი განყოფილება – რომელიც შეიცავს სახელმწიფოებს შორის მარადიული მშვიდობის შესახებ შესავალ მუხლებს; მეორე განყოფილება – რომელიც შეიცავს სახელმწიფოებს შორის მარადიული მშვიდობის შესახებ განმსაზღვრელ მუხლებს; დამატება პირველი – მარადიული მშვიდობის გარანტიის შესახებ; დამატება მეორე – საიდუმლო მუხლი მარადიული მშვიდობის შესახებ; დანართი პირველი – მორალსა და პოლიტიკას შორის არსებული შეუთავსებლობა მარადიული მშვიდობის ჭრილში; დანართი მეორე – პოლიტიკასა და მორალს შორის არსებული თავსებადობა საჯარო სამართლის ტრანსცენდენტალური ცნების საფუძველზე.
21.6
მარადიული ომი
ავტორი: ჯო ჰოლდემენი მთარგმნელი: თამარ ჩართოლანი სერია: პორტალი   ჯო ჰოლდმენი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ამერიკელი მწერალია. რამდენჯერმეა დაჯილდოებული ,,ჰიუგოსა" და ,,ნებულას" პრემიებით. ჯო ჰოლდემენმა, ვიეტნამის ომის მთელი საშინელება საკუთარ თავზე გამოსცადა და ეს მძიმე შთაბეჭდილებები დაუდო საფუძვლად თავის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებს. ფენტეზის ჟანრში ,,შეფუთვა" რომ არა, ,,მარადიული ომი" და მასში აღწერილი რეალობა, ალბათ, კიდევ დიდხანს ვერ მივიდოდა მკითხველამდე. 70-იანი წლების შეერთებული შტატების იდეოლოგია ხომ კატეგორიულად არ სცნობდა პაციფისტებს.
16.95
მარგალიტები
ავტორი: მარიამ გურგენიშვილი გამომცემლობა: პალიტრა ლ "15 წლის მარგო სვანეთისუბანში ცხოვრობს, ანანასებზე ოცნებობს, ძალიან ბევრს კითხულობს და ამჩნევს ყველაფერს, რასაც სხვები ვერ ხედავენ. მისი ცხოვრება სავსეა წვრილმანი სასწაულებით და ამ სასწაულების შუაგულში სამნი არიან: მარგო, მისი უმშვენიერესი და, ანა, და პუტკუნა, საყვარელი ბიძაშვილი, ბელა. დიდი ქალაქის ამ პატარა უბანში დღეები ერთმანეთს ჰგავს _ უდენობის გამო ტელევიზორს იშვიათად რთავენ, სამეზობლოში ყველას პირად თუ საჯარო ამბებს ხან უბნის ბირჟაზე, ხან ეკლესიაში და ხანაც სამზარეულოებში, ლამპის შუქზე, ფინჯანი ყავის თანხლებით განიხილავენ, ჭორაობენ, ჩხუბობენ, კამათობენ, სიყვარულს უხსნიან... მარგო, რომელსაც უნდა, რომ მწერალი და შინაბერა გამოვიდეს“, დეტალურად გვიყვება ამ ამბებს _ ” ხან გვაბრაზებს, ხან გვაცინებს... და ამასობაში ხდება რაღაც, რაც ყველაფერს ცვლის... დებიუტანტი მწერლის, მარიამ გურგენიშვილის, რომანი 1990­იანი წლების დასაწყისის თბილისს სრულებით ახლებურად დაგანახვებთ. მკითხველის თვალწინ დროზე ადრე გაზრდილი პერსონაჟები ყველაფერს უძლებენ, რისი გაძლებაც, ერთი შეხედვით, შეუძლებელია. ეს არის სიცილითა და ცრემლებით სავსე ამბავი ქვეყანასა და გოგონებზე, რომლებიც ცდილობენ, ცხოვრება გააგრძელონ და გადარჩნენ. "
12.95
მართვა მარტივად
ავტორი: ნელსონი ბობ სერია: სერია მარტივად     ადამიანების, პროექტებისა და გუნდების ეფექტური მართვის სწრაფი და მარტივი გზა მენეჯერობა შესაძლოა საშიშ და რთულ საქამიანობად მიგაჩნიათ. ეს მარტივად დაწერილი , ადვილად გასაგები სახელმძღვანელო მოგცემთ პრაქტიკულ რჩევებს მართვის ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებზე , როგორებიცაა: მე მენეჯერი ვარ - ახლა რას ვაკეთებ  ? -  ისწავლეთ მართვის სხვადასხვა სტილის განსაზღვრა და დაეუფლეთ მენეჯმენტის მნიშვნელოვან ასპექტებს  -  ლიდერობას , სტიმულირებას და ჩართულობას.იცოდეთ თქვენი ფუნქცია -  მიიღეთ ყველაზე მინიშვნელოვანი ინფორმაცია იმ ძირითად მოვალეობებზე , რომელთაც მართვისას უნდა გაუმკლავდეთ, ახალი თანამშრომლების დაქირავებიდან და თქვენი პერსონალის ტრენინგებიდან საქმიანობის მონიტორინგამდე.დაეუფლეთ მენეჯმენტს -  მენეჯერის ყოველდღიურ საქმიანობას , როგორიცაა დელეგირება , კომუნიკაცია, ბიუჯეტის შედგენა და მრავალი სხვა.გაუმკლავდით რთულ პერსონალს -  გაიგეთ მართვის რთული მხარეების შესახებ და ისწავლეთ , როგორ გაუმკლავდეთ არასასიამოვნო , უხერხულ სიტუაციებს, როგორიცაა ცვლილებები მართვაში და თანამშრომელთა გათავისუფლება.გაუმკლავდით რთულ პერსონალს -  გაიგეთ მართვის რთული მხარეების შესახებ და ისწავლეთ , როგორ გაუმკლავდეთ არასასიამოვნო , უხერხულ სიტუაციებს, როგორიცაა ცვლილებები მართვაში და თანამშრომელთა გათავისუფლება მთარგმნელი : მაია ვასაძე
15
მარია სტიუარტი
ავტორი: შტეფან ცვაიგი მთარგმნელი: ნონა კალანდარიშვილი სერია: იკითხე კლასიკა   ეს დრამა საფრანგეთისა და შოტლანდიის დედოფლის, ინგლისის სამეფო კარის უიღბლო მემკვიდრის, მარია სტიუარტის,ეშაფოტზე აყვანიდან სამ-ნახევარი საუკუნის შემდეგ დაიწერა! შტეფან ცვაიგის ,,მარია სტიუარტი" ჩვეულებრივი რომანის ჩარჩოებში ვერ ეტევა.ეს არის ისტორიული სინამდვილისა და სისასტიკის გამომზეურება მთელი თავისი ტყუილ-მართლით,ჭორითა და სინამდვილით,ხალხის მეხსიერებაში მინავლებული თუ დალუქულ ზარდახშებში საგულდაგულოდ ჩამალული სასიყვარულო და პოლიტიკური ინტრიგებით სავსე წერილებით,სონეტებით...
13
მარია სტიუარტი
ავტორი: შტეფან ცვაიგი მთარგმნელი: ნონა კალანდარიშვილი სერია: მინი წიგნების კოლექცია ეს დრამა საფრანგეთისა და შოტლანდიის დედოფლის,ინგლისის სამეფო კარის უიღბლო მემკვიდრის,მარია სტიუარტის,ეშაფოტზე აყვანიდან სამ-ნახევარი საუკუნის შემდეგ დაიწერა! შტეფან ცვაიგის ,,მარია სტიუარტი" ჩვეულებრივი რომანის ჩარჩოებში ვერ ეტევა.ეს არის ისტორიული სინამდვილისა და სისასტიკის გამომზეურება მთელი თავისი ტყუილ-მართლით,ჭორითა და სინამდვილით,ხალხის მეხსიერებაში მინავლებული თუ დალუქულ ზარდახშებში საგულდაგულოდ ჩამალული სასიყვარულო და პოლიტიკური ინტრიგებით სავსე წერილებით,სონეტებით...
13
მარილი გემოვნებით
ავტორი: მარიამ ხუცურაული   მთელ დედამიწაზე ყველაზე გემრიელი კერძები მზადდება ოჯახში. ოჯახურ ამბებსა და კერძებს ერთმანეთს თუ შევადარებთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ ერთსაც და მეორესაც აზრს აძლევს კარგი შეზავება. შავ-თეთრი ზოლებივით ცხოვრების ისტორიები ისევე უინტერესოა, როგორც უგემური, შეუზავებელი კერძი. სწორედ ამიტომ, ერთსაც და მეორესაც გემო უნდა ჩაატანო და რომ ჩაატანო, ამისათვის გემრიელად უნდა შეაზავო და ცოტა სიცხარე და   არომატიც დაუმატო.   მერე, როცა ტრადიციულ, გემრიელ, ოჯახურ სუფრასთან დაჯდები და სასიამოვნო თანამოაზრეებიც დაგეწვევიან, ენა უკვე თავისთავად მოიტანს საუბარს მარადიულ თემებზე _ რთველზე, ქართულად ღვინის დაყენებისა და თათარაობის წესზე, არყის ხდის, სააღდგომო ქადების და საუბნოდ პურის ცხობის რიტუალებზე, რასაც აუცილებლად გააგრძელებს „პილპილ-მარილით“ გემრიელად შეზავებული ამბები მამულის სიყვარულზე, დედაშვილობაზე, დაძმობაზე, მეგობრობაზე, ნათესაობაზე, ნაცნობობასა და   მეზობლობაზე... ამბები საქართველოზე.
12.95
მარკეტინგული ომები
ავტორი: რაისი ელ; ტრაუტი ჯეკ სერია: ლურჯი ოკეანე მსოფლიო ბესტსელერი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა მარკეტინგული მიდგომები! მსოფლიოში ცნობილი მარკეტინგის სტრატეგები, ელ რაისი და ჯეკ ტრაუტი, წარმოგიდგენენ წიგნს, რომელიც მარკეტინგის ისტორიაში არსებულ უძლიერეს ტაქტიკებსა და პერსპექტივებს გაგვაცნობს. ეს სტრატეგიებით სავსე გზამკვლევი მკითხველს 4 სახის: თავდაცვითი, შეტევითი, ფლანგური და პარტიზანული მარკეტინგული ომის წარმოების გასაღებებს სთავაზობს.
11.95
მარო
ავტორი: სალომე ბენიძე   „რა უნდა იყოს იმაზე მშვენიერი, ვიდრე სამშობლოსათვის ანთებული გულია? რა უნდა იყოს იმაზე შთამბეჭდავი, ვიდრე სიტყვები, რომელთა მიღმა ამ გულის ძგერას გრძნობ? საქართველოს ისტორია უკვე წარმოუდგენელია მაროს – ამ მარადიული გოგოს გარეშე, მას და მის ეპოქას კი კიდევ უფრო ცოცხალს და ელვარეს ქმნის სალომე ბენიძე თავის ტექსტში, რომელსაც ამ საოცრად ლამაზ წიგნში იხილავთ. მაროს გულის ძგერას აქ სულ იგრძნობთ, მისი თავდადება და დაუვიწყარი სიტყვები „ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად!“ კიდევ ერთხელ გაგიღვიძებთ იმედს, გაგამხნევებთ და დაგარწმუნებთ, რომ ახლა, ამ დროში, ამ სიტყვების ყველაზე მეტად უნდა გვჯეროდეს.“ – თამთა მელაშვილი  
24.95
მარტა და დიდედა, დიდედა და მორტენი (წიგნი III)
ავტორი: ანე-კატარინე ვესტლი მთარგმნელი: მანანა მათიაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა მარტა და დიდედა, დიდედა და მორტენი – თუ ამ წიგნის სათაურს რამდენჯერმე გაიმეორებთ, ჩათვალეთ, რომ ენის გასატეხში ვარჯიშის დღიური ნორმა შესრულებული გაქვთ. ხომ არ გგონიათ, რომ წიგნი მხოლოდ ამ სამ ადამიანზე მოგითხრობთ? არც იფიქროთ! აქ რვავე ბავშვს შეხვდებით. მათთან ერთად იქნებიან დედა, მამა, სამოვრის მილი, თეთრი ცხენი და ყუთი-მარხილი, რომელიც ელვის სისწრაფით დაქრის… მაგრამ მეტს ამაზე აღარაფერს გეტყვით. ჰო, მართლა, ჰილდა და ჰენრიკიც გვესტუმრებიან, ხუთი ქათამიც გამოჩნდება, რომლებიც შემდეგ ისეთ უცნაურ ადგილას მოხვდებიან, ვერც წარმოიდგენთ. ამ წიგნში ნაძვის ხეებსა და მთაზე მოსრიალე ტურისტებსაც შეხვდებით, ნისლიან ამინდშიც ივლით და ძროხების კისრებზე შებმული ეჟვნების წკარუნსაც გაიგონებთ. კიდევ კარგი, რომ მოზრდილი წიგნია, თორემ შიგ ამდენი პერსონაჟი როგორ დაეტეოდა?!
8.9