santaesperanza
პატარა ქალაქის ზღაპრები
ავტორი: გურამ პეტრიაშვილი გამომცემლობა: პალიტრა ლ ილუსტრატორი: ნინო ჩაკვეტაძე
19.95
პატარა ქალები
ავტორი: ლუიზა მეი ოლკოტი   მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი ლუიზა მეი ოლკოტის „პატარა ქალები“ გამოსვლის დღიდან წიგნის მაღაზიების თაროებზეა, როგორც კლასიკური ამერიკული ლიტერატურის ნიმუში. 50-ზე მეტ ენაზე თარგმნილი რომანი XXI საუკუნეშიც აქტუალურია, რადგან გვიყვება სოციალური სამართლიანობის, ქალთა უფლებების, მეგობრობისა და ოჯახის მნიშვნელობაზე. მარჩების ოჯახის სიხარული და ტკივილი მრავალი თაობის მკითხველმა მიიტანა გულთან. რომანის პირველი ნაწილი მწერალმა ასეთი სიტყვებით დაასრულა: „აქ ფარდა ეშვება და მეგს, ჯოს, ბუთსა და ემის ფარავს. კვლავ აიხდება იგი თუ არა, იმაზეა დამოკიდებული, როგორ მიიღებენ პირველ მოქმედებას ოჯახური დრამისა, სახელწოდებით „პატარა ქალები“. მკითხველის სიყვარულმა და ინტერესმა მწერალს რომანის გაგრძელება დააწერინა, რომელმაც დღის სინათლე 1869 წელს იხილა. რომანის მეორე ნაწილს ზოგ გამოცემაში „კარგი ცოლები“ ჰქვია. წინა წიგნში მოთხრობილი მოვლენებიდან სამი წელია გასული. რომანის მეორე ნაწილში კვლავ მარჩების ოჯახსა და მათ მეგობრებს ხვდება მკითხველი, გაიცნობს ახალ პერსონაჟებსაც. იმ წელიწადს ბევრი მოვლენა ხდება – სასიხარულოცა და სამწუხაროც, ისევე როგორც ნამდვილ ცხოვრებაში.
15.9
პატარა ქალები #1
ავტორი: ლუიზა მეი ოლკოტი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა ლუიზა მეი ოლკოტი, მისი რომანის გმირების მსგავსად, მრავალრიცხოვან ოჯახში იზრდებოდა: მას სამი და ჰყავდა. სიღარიბემ ლუიზა აიძულა, ადრეული ასაკიდანვე დაეწყო მუშაობა. პირველი ნაწარმოები,” გავები ყვავილებზე”, 22 წლისამ დაწერა, პირველი აღიარება კი 1861-1865 წლების სამოქალაქო ომის დროს ჯორჯტაუნის სამხედრო ჰოსპიტალში მედდად მუშაობისას ოჯახისთვის მიწერილი წერილების გამოცემამ მოუტანა. ლუიზა მეი ოლკოტის ყველაზე ცნობილი რომანი, “პატარა ქალები” 1868 წელს გამოვიდა. წიგნი, რომლის პერსონაჟების პროტოტიპები ავტორის ოჯახის წევრები არიან, დაიწერა მასაჩუსეტსის შტატში, კონკორდში მდებარე სახლში – Orchad House, რომელსაც 350-წლიანი მდიდარი ისტორია აქვს. ამ სახლის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი “Orchad House: Home of Little Women” 2019 წელს სატელევიზიო პრემია “ემით” დაჯილდოვდა.
12.9
პატარა ქალები #2
ავტორი: ლუიზა მეი ოლკოტი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა  სულაკაურის გამომცემლობამწერალმა რომანი ასე დაასრულა: „აქ ფარდა ეშვება და მეგს, ჯოს, ბეთსა და ემის ფარავს. კვლავ აიხდება იგი თუ არა, იმაზეა დამოკიდებული, როგორ მიიღებენ პირველ მოქმედებას ოჯახური დრამისა, სახელწოდებით „პატარა ქალები”. მკითხველის ინტერესმა და სიყვარულმა მწერალს რომანის გაგრძელება დააწერინა, რომელიც 1869 წელს გამოიცა (ზოგ გამოცემაში მას „კარგი ცოლები” ჰქვია). პირველ წიგნში აღწერილი მოვლენებიდან სამი წელია გასული. წიგნის ფურცლებზე ისევ შევხვდებით მარჩების ოჯახსა და მათ ძველ მეგობრებს, გაიცნობთ ახალ პერსონაჟებსაც. იმ წელიწადს ბევრი მოვლენა ხდება – სასიხარულოცა და სამწუხაროც, ისევე, როგორც ნამდვილ ცხოვრებაში.
12.9
პატარა ქალები #1
ავტორი: ლუიზა მეი ოლკოტი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა  სულაკაურის გამომცემლობა ლუიზა მეი ოლკოტი, მისი რომანის გმირების მსგავსად, მრავალრიცხოვან ოჯახში იზრდებოდა: მას სამი და ჰყავდა. სიღარიბემ ლუიზა აიძულა, ადრეული ასაკიდანვე დაეწყო მუშაობა. პირველი ნაწარმოები, „გავები ყვავილებზე“, 22 წლისამ დაწერა, პირველი აღიარება კი 1861-1865 წლების სამოქალაქო ომის დროს ჯორჯტაუნის სამხედრო ჰოსპიტალში მედდად მუშაობისას ოჯახისთვის მიწერილი წერილების გამოცემამ მოუტანა. ლუიზა მეი ოლკოტის ყველაზე ცნობილი რომანი, „პატარა ქალები“ 1868 წელს გამოვიდა. წიგნი, რომლის პერსონაჟების პროტოტიპები ავტორის ოჯახის წევრები არიან, დაიწერა მასაჩუსეტსის შტატში, კონკორდში მდებარე სახლში – Orchad House, რომელსაც 350-წლიანი მდიდარი ისტორია აქვს. ამ სახლის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი „Orchad House: Home of Little Women“ 2019 წელს სატელევიზიო პრემია „ემით“ დაჯილდოვდა. „პატარა ქალები“ გამოსვლის დღიდან წიგნის მაღაზიების თაროებზეა, როგორც კლასიკური ამერიკული ლიტერატურის ნიმუში. 50-ზე მეტ ენაზე თარგმნილი რომანი XXI საუკუნეშიც აქტუალურია, რადგან გვიყვება სოციალური სამართლიანობის, ქალთა უფლებების, მეგობრებისა და ოჯახის მნიშვნელობაზე.
12.9
პატარა ქალები #2
ავტორი: ლუიზა მეი ოლკოტი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა
12.9
პატარა ქვეყანა
ავტორი: ლაშა ბუღაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
15.9
პატარა ჩარლის მოგზაურობა
ავტორი: კრისტოფერ პოლ კერტისი სერია: ლიბერქიდსი   "პატარა ჩარლის მოგზაურობის მარშრუტი ასეთია: ამერიკის მიჩიგანის შტატიდან კანადამდე და უკან. ამ მოგზაურობის მიზანი გაქცეული მონების უკან დაბრუნებაა, საბაბი კი ოჯახის ვალი, რომელიც პატარა ჩარლიმ უნდა გაისტუმროს. მოგზაურობისას შეიძლება აღმოაჩინო, რომ ყველაფერი, რაც იყო და რაც არის, ტყუილია! რას აკეთებს პატარა ბიჭი, როცა დიდი ისტორიული უსამართლობის პირისპირ აღმოჩნდება?"
12.95
პატარა ძილგუდა მალე უკეთ იქნები
ქართული ტექსტი: თამარ გავაშელიშვილი   პატარა ძილგუდას მუცელი სტკივა, მუცლის ტკივილს კი სათბურა შველის, თუმცა, ძილგუდას საუკეთესო მეგობარმა უკეთესი „წამალი“ იცის, რომელიც ყველაფრისთვის უებარია.
12.9
პატარა ძილგუდა მე შენ მიყვარხარ!
ქართული ტექსტი: თამარ გავაშელიშვილი     პატარა ძილგუდა არც სიმაღლით ჰგავს თავის საუკეთესო მეგობარს, არც ფერით, არც კუდით, მაგრამ არის რაღაც უფრო მნიშვნელოვანი, რის შესახებაც შენც შეიტყობ, თუ პატარა ძილგუდას ამ ამბავს გულდასმით წაიკითხავ.
12.9
პატარა ძილგუდა შენი ძილის დროა!
ქართული ტექსტი: თამარ გავაშელიშვილი   ტკბილად რომ დაიძინო, ჯერ მყუდროდ უნდა მოკალათდე, პატარა ძილგუდა კი ვერაფრით იძინებს, სანამ… თუ გსურს იცოდე, თბილ საბანზე მეტად რაა საჭირო ტკბილი ძილისთვის, პატარა ძილგუდას ამბავი უნდა წაიკითხო.
12.9
პატაფიზიკა სცენაზე
ავტორი: ალფრედ ჟარი, გიიომ აპოლინერი ფრანგულიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო ბაჩანა ჩაბრაძემ დადაიზმის, სიურრეალიზმისა და აბსურდის თეატრის ინსპირატორის, ალფრედ ჟარის გროტესკული ფარსი "იუბიუ მეფე" პირველად 1896 წელს პარიზში დაიდგა. ავტორი მასში გამოწვევას, აბსურდს, სატირასა და შავ იუმორს ურევს. პიესის მთავარი გმირი, იუბიუ, სიხარბის, ძალადობისა და უგუნურების განსახიერებაა. ავტორი ზოგადად ტირანს აშარჟებს. ტექსტში პაროდირებულია შექსპირის ტრაგედიები და გვხვდება მინიშნებები მსოფლიო ლიტერატურისა და თეატრის არაერთ შედევრზე. ჟარი რაბლეს გროტესკსა და შექსპირის ტრაგიზმს აწყვილებს, ახალ ესთეტიკას, ახალ ენის ქმნის და სცენაზე პატაფიზიკა შემოჰყავს. ალფრედ ჟარი თავისი ეპოქის ერთ-ერთი მთავარი ექსპერიმენტატორია გიიომ აპოლინერთან ერთად. მათ უჩვეულო, გაუთვალისწინებელი, გამონაკლისი გამოჰყავთ ავანსცენაზე. "ტირესიასის ჯიქნების" პრემიერა "იუბიუ მეფის" პრემიერიდან 21 წლის შემდეგ შედგა, თუმცა მასში დიდია ჟარის გავლენა. აპოლინერი მისგან იღებს კარნავალურობასა და ტოტალური სპექტაკლის იდეას. პიესას, ისევე როგორც ჟარის შემთხვევაში, წინ უძღვის ავტორის წინასიტყვაობა, რომელშიც ხელოვნების ისტორიაში პირველად გამოჩნდა ტერმინი "სიურრეალისტური". ავტორი ტირესიასის მითიური პერსონაჟითაა შთაგონებული და მოსახლეობის გამრავლების თემას ფემინისტურ-ანტიმილიტარისტულ ჭრილში ავითარებს. ეს ამ პიესების პირველი ქართული თარგმანია.
14
პატრიარქის შემოდგომა
ავტორი: გაბრიელ გარსია მარკესი სერის: 10 რომანი დიქტატურაზე „პატრიარქის შემოდგომა“ ქვაში ნაკვეთი რომანია. ის ერთდროულად ტექსტიცაა და ქანდაკებაც. თუმცა ამ ქანდაკებით ავტორი სკულპტურას ხოტბას არ ასხამს. მას მხოლოდ აბსოლუტური ძალაუფლების სრული მარტოსულობის ჩვენება უნდა.    გაბრიელ გარსია მარკესმა ამ რომანით მოახერხა ის, რაც ვერ შეძლო ვერცერთმა ლათინოამერიკელმა ავტორმა: მან დაწერა მონუმენტური რომანი არა რომელიმე კონკრეტულ დიქტატორზე, მის ცხოვრებაზე, სისუსტეებსა თუ მარცხზე, არამედ გააერთიანა ყველას გამოცდილება, შეკრიბა დიქტატორთა სახეები და შექმნა დიქტატორის ზოგადი, უნივერსალური პორტრეტი.    გაბრიელ გარსია მარკესს ურთულესი მისია ჰქონდა: მას უნდა დაეწერა რომანი, რომელიც „მარტოობის 100 წელზე“ უკეთესი იქნებოდა, რომანზე, რომელმაც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ლიტერატურას ყველასგან განსხვავებული ხმა შესძინა. გაბრიელ გარსია მარკესი დაჯდა საწერად და შექმნა (ან იქნებ გამოძერწა) ტექსტი, რომელიც საკუთარი მნიშვნელობითა და სამწერლო ოსტატობით არათუ არ ჩამოუვარდება, არამედ აღემატება კიდეც ავტორის მაგნუმ ოპუსს“, – დათო გორგილაძე   ესპანურიდან თარგმნა ელზა ახვლედიანმა
32.95
პაქსი
ავტორი: სარა პენიპეკერი მთარგმნელი: მთარგმნელი: ანი კოპალიანი სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი მელია მყავდა… მყავს… გავუშვით. გზის პირას დავტოვეთ. მამამ თქვა, ასე აჯობებსო, მაგრამ არ უნდა დამეჯერებინა. ნამდვილი მეგობრობის, ერთგულებისა და თავდადების  გულისამაჩუყებელი ამბავი.
12.9
პაწაწინა (ახალშობილის მოვლა)
ავტორი: მიქაძე სალომე როგორ ვკვებოთ ახალშობილი ბავშვი? რა ჩავაცვათ, როდის გავასეირნოთ? როგორ მივხვდეთ, სტკივა რამე თუ არა, და თუ სტკივა, რითი დავეხმაროთ? ამ და სხვა მრავალ შეკითხვაზე პასუხის მოძებნაში ახალბედა დედ-მამას ეს წიგნი დაეხმარება, რადგან მასში ცხოვრების ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი პერიოდის – პირველი ერთი თვის პრობლემები და მათი გადაჭრის თანამედროვე მეთოდებია განხილული.
11.2
პაწაწინა ფისო
ასაკი: 3 თვიდან ეს წიგნი ბავშვებისთვის წიგნებთან პირველი ურთიერთობის საუკეთესო გამოცდილებად იქცევა. სამყაროს შეცნობის პირველი ნაბიჯები და მისი მრავალფეროვნების აღქმა ფისოსთან ერთად უფრო სახალისო და საინტერესოა. ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებულ წიგნებს ბავშვები საჩხარუნოსა და ღრძილების მასაჟორის დანიშნულებითაც გამოიყენებენ. ყდა: მაგარი მუყაოს გვერდები 20 გვერდი    
10.9
პენელოპე. მგზავრი
ავტორი: შორენა ლებანიძე გამომცემლობა: არტანუჯი
11.7
პეპი გამგზავრებას აპირებს (7-9 წლიდან)
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: ბაკურ სულაკაური სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა     პეპი ისევ ვილა „ვილეკულაში“ ცხოვრობს, ეს კი ნიშნავს, რომ პატარა ქალაქში საოცარი ამბები გრძელდება. მხოლოდ ამ მხიარულ გოგოს შეუძლია ერთ დილას ადგეს და ბავშვებისთვის 39 კილოგრამი ტკბილეული და უამრავი სათამაშო იყიდოს; ყველაზე მხიარული თამაში – „ურჩხულობანა“ მოიგონოს; დაღლილი ცხენის შეუბრალებელი პატრონი თუ მოხუცების მჩაგვრელი ჰაერში აბურთაოს, ვეფხვი კი კნუტივით წაიყვანოს გალიისკენ… მაგრამ გაგრძელდება სასწაულები პატარა ქალაქში? პეპის ხომ მოულოდნელად სტუმარი ეწვევა… წაიკითხეთ ცნობილი შვედი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის კლასიკად ქცეული წიგნი და აუცილებლად შეგიყვარდებათ ეს უცნაური, მაგრამ ამქვეყნად ყველაზე კეთილი გოგო.  
8.9
პეპი გრძელწინდა
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: ბაკურ სულაკაური გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: მაგარი სრული ტექსტი
29.9
პეპი გრძელწინდა (7-9 წლიდან)
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: ბაკურ სულაკაური სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა     ერთ დღეს შვედეთის ერთი პატარა ქალაქის გარეუბანში, ძველ ვილაში თავის ცხენთან და მაიმუნთან ერთად ერთი უცნაური გოგო დასახლდება. ის ცხრა წლის პეპილოტა დელიკატესა ჯალუზინა რუკოლპიტნა ეფრაიმის ასული გრძელწინდა ან, უბრალოდ, პეპი გახლავთ. პეპი მარტო ცხოვრობს, მაგრამ არც კარს მომდგარი ქურდების ეშინია და არც პოლიციელებისა, მისი ბავშვთა სახლში წაყვანა რომ მოუწადინებიათ; ეშინია კი არა, მათ დამალობანას ეთამაშება და ეცეკვება კიდეც. წაიკითხეთ ასტრიდ ლინდგრენის კლასიკად ქცეული წიგნი, რომელიც საგანგებოდ თქვენთვის პირველად ითარგმნა შვედურიდან; წაიკითხეთ და აუცილებლად შეგიყვარდებათ ეს უცნაური, მაგრამ ამქვეყნად ყველაზე კეთილი, მხიარული და ღონიერი გოგო.    
8.9
პეპი სამხრეთის ზღვაში (7-8 წლიდან)
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: ბაკურ სულაკაური სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი
8.9
პერიოდული სისტემა
ავტორი: პრიმო ლევი მთარგმნელი: ნათია აბრამიშვილი სერია: ET CETERA გამომცემლობ: დიოგენე ყდა: რბილი
15.95
პერსეპოლისი
აავტორი: მარჯან სატრაპი გრაფიკული რომანი თარგმანი: მიხეილ ციხელაშვილი „პერსეპოლისი“ ქართულ ენაზე თარგმნილი პირველი გრაფიკული რომანია, რომელშიც ირანელი მწერალი და მხატვარი მარჯან სატრაპი ბრწყინვალე ილუსტრაციებითა და უშუალო იუმორით სავსე ტექსტით საკუთარ ცხოვრებაზე გვიამბობს და გვიჩვენებს მეამბოხე ირანელი გოგონას ყოფას ისლამისტურ ირანსა და ევროპაში.
15.9
პერსონალური ქრისტე
ავტორი: თეონა დოლენჯაშვილი  
15