santaesperanza

მოსწავლის ბიბლიოთეკა

სახურავის ბინადარი კარლსონი ისევ მოფრინდა (7-8 წლიდან)
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: ნატო კვარაცხელია სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა  სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი
8.9
დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა (7-9) #1
ავტორი: ანე-კატარინაე ვესტლი მთარგმნელი: ლია გოგიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ნორვეგიელი მწერალი ქალის, ანე-კატარინე ვესტლის მიერ შექმნილი ამბების მთელი სერია ღარიბ, მაგრამ ძალიან კეთილ და მხიარულ ოჯახზე, მსოფლიოს ყველა ქვეყნის ბავშვებისთვის საყვარელი საკითხავია, `დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა~ კი ამ სერიის პირველი წიგნია. „…დედა, მამა და მათი რვა შვილი ვეებერთელა ქალაქის შუაგულში, აგურის შენობაში ცხოვრობდნენ. ერთი ციდა ბინა ჰქონდათ – ერთადერთი ოთახი და სამზარეულო. თავად კი ათნი იყვნენ….“ – მოგვითხრობს ვესტლი. გაინტერესებს ამ პაწაწინა ბინაში მცხოვრები დიდი ოჯახის საოცარი ამბავი, სადაც რვა ბავშვთან და დიდედასთან ერთად ცხოვრობს საბარგო მანქანა და ძაღლი, სახელად – სამოვრის მილი? მაშ, წაიკითხე მათი თავგადასავალი.  
8.9
პადინგტონი გვეხმარება
ავტორი: მაიკლ ბონდი მთარგმნელი: თეა ბაკურაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ვინც პადინგტონს იცნობს, კარგად  იცის, როგორი კეთილი, მზრუნველი და დაუზარელი დათვია. იგი ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს თავისი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა თუ მეზობლებს, თუმცა მის ყოველ კეთილ საქმეს რატომღაც  ხიფათი და აურზაური მოსდევს  თან. ამ წიგნშიც არაფერი ჩაივლის უხმაუროდ. პადინგტონთან ერთად არასოდეს მოიწყენთ, ყველგან მშვენივრად გაერთობით – პიკნიკზე, აუქციონზე, კინოთეატრსა თუ სამზარეულოში. ამ მოხერხებულ დათვს რაღა არ ემარჯვება – თევზაობა, დურგლობა, მზარეულობა… საყიდლებზე სიარულში ხომ ბადალი არ ჰყავს! პადინგტონი თავისი სიკეთითა და ხიფათიანი თავგადასავლებით დღემდე დიდი თუ პატარა მკითხველების საყვარელი გმირია – ეს კი მასზე დაწერილი რიგით მესამე წიგნი გახლავთ.
8.9
ექიმ დულიტლის თავგადასავალი (7-9 წლიდან)
ავტორი: ჰიუ ლოფტინგი მთარგმნელი:მაია წითაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა       დიდი ხნის წინ პატარა ქალაქში, რომელსაც გუბისპირეთი ერქვა, ცხოვრობდა ერთი ძალიან ჭკვიანი და სახელგანთქმული ექიმი, სახელად – ჯონ დულიტლი. ექიმ დულიტლს უზომოდ უყვარდა ცხოველები და მრავლადაც ჰყავდა სახლსა თუ ეზოში. რა ცხოველსა და ფრინველს აღარ შეხვდებოდით მასთან, მაგრამ იხვი დებ-დები, ძაღლი ჯიპი, გოჭი გაბ-გაბი, თუთიყუში პოლინეზია და ბუ ტუ-ტუ მაინც განსაკუთრებულად უყვარდა. ჯონ დულიტლი მართალია, ჭკვიანი და სახელგანთქმული ექიმი იყო, მაგრამ ცხოველთა სიმრავლის გამო ხალხი თანდათან ერიდებოდა მასთან გასასინჯად მისვლას, პაციენტთა რიცხვი თანდათან კლებულობდა, ბოლოს კი თითქმის აღარავინ მიდიოდა… წაიკითხეთ ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს შესანიშნავი წიგნი და გაიგებთ, რა უცნაური და საინტერესო ამბები გადახდა ექიმ ჯონ დულიტლს მას შემდეგ, რაც ცხოველთა ენა ისწავლა და მათი ექიმი გახდა! მოსწავლის ბიბლიოთეკა ხუთ ასაკობრივ კატეგორიად იყოფა. თითოეულ კატეგორიაში თავმოყრილია შესაბამისი სირთულის ტექსტები. სერიაში შესული არცერთი ნაწარმოები არ არის შემოკლებული.  
8.9
ავრორა Z კორპუსიდან
ავტორი: ანე-კატარინე ვესტლი მთარგმნელი: სოფო ქარჩხაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ამ წიგნში შეხვდებით ყველასთვის საყვარელი ნორვეგიელი მწერლის, ანე-კატარინე ვესტლის ახალ გმირს: ძალიან ჭკვიან, საქმიანსა და კეთილ გოგონა ავრორას, რომელიც პატარა ქალაქის გარეუბანში, მაღალ კორპუსში დედ-მამასთან და ჩვილ ძმასთან ერთად ეს-ესაა გადავიდა საცხოვრებლად. ავრორას ოჯახი მთელ კორპუსში გამორჩეულია – თუ სხვაგან ბავშვების მოვლასა და საოჯახო საქმეებს, ჩვეულებისამებრ, დედა უძღვება, ხოლო მამა სამსახურში დადის, მათთან პირიქითაა: ავრორას დედა დილიდან საღამომდე სამსახურშია, მამა კი უვლის ჩვილ ბავშვს, ამზადებს სადილებს, რეცხავს, აუთოებს… ეს ამბავი, როგორც ხშირად ხდება, მეზობლების მთავარ საჭორაო თემად იქცა, თუმცა ავრორა ძალიანაც სახალისოდ ატარებს დღეებს მზრუნველ მამასთან ერთად – ეხმარება კიდეც და მშვენივრადაც ერთობა; თუ როგორ, ამას წიგნიდან შეიტყობთ.
8.9
ოზის ჯადოქარი (7-9) წელი
ავტორი: ფრენკ ბაუმი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა პატარა გოგონას, დოროთის სახლს ქარბორბალა აიტაცებს და უცხო ქვეყანაში გადაისვრის. შინისკენ მიმავალ გზაზე დოროთი უჭკუო საფრთხობელას, უგულო რკინის კაც ტყეკაფიასა და მხდალ ლომს დაუმეგობრდება და ოთხივე ერთად გადაწყვეტს ჯადოქარი ოზის მოძებნას. იმოგზაურე მათთან ერთად და უამრავი უცნაური არსებაც გაიცანი: ჭიშკრის მცველი, ფრთოსანი მაიმუნები, უხელო თავჩაქუჩა კაცუნები; დაათვალიერე ზურმუხტ ქალაქი.
8.9
ბიძია თომას ქოხი (11-13)
ავტორი:ჰარიეტ ბიჩერ სტოუ მთარგმნელი: მიხეილ კლიმიაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა  
9.9
ბიძია სევას ამბები (9-11)
ავტორი: დავით ჯავახიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ბიძია სევას უმცროსი მეგობარი, რვა წლის ცოტნე, სასაცილო და საოცარ ამბებს გვპირდება. არ გეგონოს, რომ ის ან წიგნის სხვა გმირები ავტორმა გამოიგონა. ბიძია სევა მართლა ცხოვრობდა ძველი თბილისის ერთ-ერთ უბანში, თითქმის მთელი ქალაქი იცნობდა და მართლა ისეთი მხიარული იყო, როგორიც ამ წიგნშია.  
9.9
სათაგური და სხვა მოთხრობები (9-10)
ავტორი: ვაჟა-ფშაველა სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ამ შესანიშნავ კრებულში თავმოყრილია ვაჟა-ფშაველას რჩეული მოთხრობები. მწერალი მისთვის დამახასიათებელი ოსტატობით გვიხატავს გასულიერებული ბუნების სურათებს, მთიელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველ ეპიზოდებს; გადმოსცემს ცხოველების, ფრინველებისა და მცენარეების „განცდებს“, ქმნის პერსონაჟთა კოლორიტულ სახეებს… მისი მოთხრობების პერსონაჟ ცხოველებს ადამიანების მსგავსად შეუძლიათ ფიქრი, განსჯა თუ ოცნება. მათთვის „უმაღლესი ადამიანური გრძნობებიც კი უცხო არ არის“. „სათაგური“, „შვლის ნუკრის ნაამბობი“, „ხმელი წიფელი“, „ქუჩი“, `სვავი“, „პაპას მსოფლიო ფიქრები“… უდავოდ უნიკალური ნიმუშებია ქართული კლასიკური პროზისა. თხრობის სისადავე და ასეთივე უბრალო, ხატოვანი ენა ადვილი აღსაქმელია მოზარდი მკითხველისათვის, ხოლო ორიგინალური შავ-თეთრი ილუსტრაციები განსაკუთრებულ ელფერს სძენს ვაჟას გმირებს.  
9.9
შარლოტის ქსელი
ავტორი: ე. ბ. უაითი მთარგმნელები: ციცო ხოცუაშვილი, ბექა არაბული სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა „შარლოტის ქსელი“ ჯადოსნური სამყაროა, რომლის ნაწილიც პატარა გოგონა, სახელად ფერნი ხდება. ის დიდ დროს ატარებს გოჭ უილბურთან და მის მეგობრებთან, რომლებიც ბოსელში ცხოვრობენ. უილბურს ობობა შარლოტი შოკისმომგვრელ ამბავს ამცნობს: თურმე გოჭის სიცოცხლე საფრთხეშია – მალე ვიღაცის თეფშზე ბეკონად ამოჰყოფს თავს. შარლოტი გეგმას შეიმუშავებს, თუ როგორ იხსნას სიკვდილისგან უილბური. ამ გეგმის განხორციელებაში მას ბოსლის ერთ-ერთი ბინადარი, ვირთხა ტემპლტონი ეხმარება.
9.9
ტუვა გლიმერდალიდან
ავტორი: მარია ფარი მთარგმნელი: სოფო ქარჩხაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა გლიმერდალს, სადაც ტუვა ცხოვრობს, გარშემო დაბურული, წიწვოვანი ტყე აკრავს და იქაურობა თოვლითაა დაფარული. ირგვლივ კაციშვილის ჭაჭანება არაა, მხოლოდ სათხილამურო ბილიკის თავზე, ყორღანის წვერს რომ ეძახიან, პატარა შავ წერტილს შენიშნავ. სწორედ ეს შავი წერტილი გახლავს ტუვა, რომელიც ახლა თხილამურებით მთის წვერიდან დაშვებასა და შთამბეჭდავი, სუნთქვის შემკვრელი სალტოს გაკეთებას აპირებს. წითურთმიან, ონავარსა და საოცრად გამბედავ ტუვას ციგა ჯადოსნური მარხილივით ფრენა-ფრენით დაჰყავს. იგი ერთადერთი ბავშვია მთელ გლიმერდალში, ამიტომ მისი ყველაზე ახლო მეგობარი, არც მეტი და არც ნაკლები, 74 წლის გუნვალდია. ტუვას დაბადების დღე წელს აღდგომას ემთხვევა. ის ათი წლისა ხდება, ჰოდა, გადაწყვეტილი აქვს, დაბადების დღე ისე აღნიშნოს, რომ მთები შეაზანზაროს. თუმცა მანამდეც ისეთ ამბებს დაატრიალებს, დარწმუნდები, რომ ტყუილად არ შეურქმევიათ იქაურებს მისთვის „გლიმერდალის პატარა ჭექა-ქუხილი“.
9.9
საიდუმლო ბაღი
ავტორი: ფრენსის ჰოდსონ ბერნეტი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა „საიდუმლო ბაღი“ საყმაწვილო კლასიკაა, რომელიც პირველად 1911 წელს გამოიცა. მიუხედავად ამისა, მას დღემდე დიდი სიამოვნებით კითხულობენ გოგონებიცა და ბიჭებიც. წიგნის მთავარი გმირი პატარა მერი ლენოქსია. ის მშობლების სიკვდილის შემდეგ საცხოვრებლად ბიძასთან, იორკშირში მდებარე უზარმაზარ სახლში გადადის. ბიძის სახლი იდუმალებითაა მოცული. თითქმის ყველა ოთახის კარი ჩაკეტილია და ღამით გრძელ დერეფნებში უჩვეულო ხმები ისმის. სახლს გარშემო თვალუწვდენელი ტრამალი აკრავს, მახლობლად კი სუროთი დაფარული მაღალი კედლები აღმართულა. სწორედ აქ აღმოაჩენს მერი ჩაკეტილ კარს, რომლის მიღმაც საიდუმლო ბაღი იმალება.    
9.9
შერლოკ ჰოლმსის დაბრუნება
ავტორი: ართურ კონან დოილი მთარგმნელი: ელგუჯა მაღრაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა „თუ ჰოლმსი არ მოვკალი, მაშინ ის თავად მომიღებს ბოლოს“ – 1893 წელს ართურ კონან დოილმა გადაწყვიტა, შერლოკ ჰოლმსის შესახებ აღარაფერი დაეწერა. თუმცა, მოთხრობას, რომელშიც ჰოლმსი იღუპება, მკითხველები აღშფოთებით შეხვდნენ; ისინი დაჟინებით ითხოვდნენ დეტექტივის დაბრუნებას და ავტორიც იძულებული გახდა, გაეცოცხლებინა გმირი. ართურ კონან დოილის მიერ შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟი, ლეგენდარული გამომძიებელი შერლოკ ჰოლმსი დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. კონან დოილმა 4 რომანი და 56 მოთხრობა დაწერა შერლოკ ჰოლმსზე და ყოველი მათგანი დეტექტიური ჟანრის კლასიკად იქცა. ჩახლართული დანაშაულის შესახებ დოქტორი უოტსონი გვიამბობს, თუმცა გამოძიების ბოლომდე არც მას და არც მკითხველს არ ესმით, როგორ ხსნის დეტექტივი ყველაზე იდუმალ დანაშაულს, სანამ ამბის დასასრულს თავად არ განგვიმარტავს „დედუქციური მეთოდის“ საიდუმლოს.
9.9
თეთრი ეშვი
ავტორი: ჯეკ ლონდონი მთარგმნელი: ალექსანდრე გამყრელიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ჩრდილოეთის უდაბურ მხარეში მშიერი მგლების ხროვა დაძრწის. მათ შორისაა კიჩი, ნახევრად მგელი, ნახევრად კი – ძაღლი. თუმცა, წიგნის მთავარი პერსონაჟი კიჩი კი არა, მისი ლეკვია – თეთრი ეშვი. ეს სახელი მას პირველმა პატრონმა, გულცივმა ინდიელმა, რუხმა თახვმა დაარქვა. თეთრი ეშვი ჯერ სამარხილე ძაღლი გახდა, შემდეგ კი ბოროტი და დაუნდობელი ლამაზო სმიტის ხელში მებრძოლ არსებად იქცა. თეთრი ეშვი ბოროტი იყო, როცა შეუბრალებელ პატრონებთან ცხოვრობდა, მზრუნველ უიდონ სკოტთან კი მას სიკეთის უნარი დაუბრუნდა.
9.9
ანე ფრანკის დღიური (11-13) წელი
ავტორი: ანე ფრანკი მთარგმნელი: ნელი ამაშუკელი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ანე ფრანკის დღიური პირველად 1947 წელს ჰოლანდიაში დაიბეჭდა სახელწოდებით „თავშესაფარი“. იგი ოცზე მეტ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოში მილიონიანი ტირაჟით გავრცელდა. ამ ნაწარმოების მიხედვით შეიქმნა პიესები და კინოფილმები, დაიწერა მრავალი გამოკვლევა… დღიურის ავტორი არა რომელიმე ცნობილი მწერალი, არამედ 13 წლის ჩვეულებრივი ებრაელი გოგონა ანე ფრანკია. ცნობილია, რომ ფაშისტებმა მეორე მსფოლიო ომის დროს დაახლოებით 5,7 მილიონი ებრაელი გაანადგურეს. ანეს მამამ, ოტო ფრანკმა საკუთარი ფირმის უკანა ნაწილი სათანადოდ მოაწყო და იქ შეხიზნა ცოლ-შვილი. ოთხ კედელში გამოკეტილი 13 წლის ანე გულწრფელად აქსოვდა დღიურში საკუთარ განცდებს, ფიქრებს, იმედებს, წუხილს, შიშს, ხან ემოციის გამომწვევ, ხანაც ღიმილის მომგვრელ შთაბეჭდილებებს. თუ სიკვდილს ვერ გაექცეოდა, ანეს უნდოდა, მისი დღიური მასთან ერთად დაღუპულიყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ ანე დაიღუპა და გადარჩა დღიური – კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დროის მამხილებელი დოკუმენტი.
9.9
ბასკერვილების ძაღლი
ავტორი: ართურ კონან დოილი მთარგმნელი: ელგუჯა მაღრაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სერ ჩარლზ ბასკერვილის გვამი მისსავე საგვარეულო მამულში, დევონშირში, იპოვეს. ექიმი მორტიმერის გადმოცემით, გარდაცვლილს შიში ჩასდგომოდა თვალებში. სიკვდილის მიზეზი ბურუსით იყო მოცული, მხოლოდ ერთადერთი და საკმაოდ უცნაური სამხილი იპოვეს: უზარმაზარი ცხოველის ნაკვალევი. ჰოლმსის თხოვნით, უოტსონი ბასკერვილ-ჰოლში მიემგზავრება და ცდილობს გაარკვიოს, რა კავშირია იმ ლეგენდებსა და სიმართლეს შორის, ბასკერვილების საგვარეულოს რომ უკავშირდება. გამოძიებისას უოტსონის სიცოცხლეც კი საფრთხეშია, თუმცა მას შერლოკ ჰოლმსი იხსნის თავისი განუმეორებელი ინტუიციისა და გამჭრიახობის წყალობით. „ბასკერვილების ძაღლი“ ართურ კონან დოილის ერთ-ერთი ყველაზე შიშისმომგვრელი და მომაჯადოებელი ნაწარმოებია. მოსწავლის ბიბლიოთეკა  მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.
9.9
მაწანწალა რასმუსი (9-11)
ავტორი:  ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: მედეა მთვრალაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა  
10.9
ძმები ლომგულები
ავტორი: ასრიდ ლინდგრენი მთარგმნელი:თამარ ჩიქოვანი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცმელობა
10.9
ბულერბიელი ბავშვები (9-11)
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: ჯენეტ ბაჯელიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   შვედეთის პატარა სოფელ ბულერბიში სულ სამი სახლი დგას: ერთში 7 წლის ლიზა ცხოვრობს თავის უფროს ძმებთან, ლასესა და ბოსესთან ერთად, მეორე სახლში ორი გოგონა – ბრიტა და ანა, მესამეში კი – ბიჭუნა ულე. ეს ბავშვები მეგობრები არიან – სულ ერთად თამაშობენ, სკოლაში დადიან, მშობლებს ეხმარებიან… წაიკითხეთ ამ ექვსი არაჩვეულებრივი ბავშვის ყოველდღიური ამბები და იხალისეთ მათთან ერთად.
10.9
ემილის თავგადასავალი (7-9)
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: ჯენეტ ბაჯელიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ლენებერგელი ემილი – ასე ჰქვია ასტრიდ ლინდგრენის ერთ-ერთ გამორჩეულ პერსონაჟს. ეს მხიარული, ონავარი ბიჭუნა მუდამ ფათერაკებში ეხვევა: ხან საწვნეში გაეჭედება თავი, ხან ხურდა ფულს გადაყლაპავს, ხან დაიკო იდას შეღებავს ლურჯად; მის დაგებულ მახეში კი თაგვის ნაცვლად მამა გაებმება. თავისი სიცელქის გამო მშობლები ბიჭუნას თითქმის ყოველდღე დასასჯელად ფარდულში გამოკეტავენ ხოლმე. ჩვენი ემილი ძალიან მოუსვენარია, მაგრამ გული კეთილი აქვს და ყოველთვის მზად არის, დაეხმაროს გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანებს. მოსწავლის ბიბლიოთეკა  მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.
10.9
ჩიპოლინოს თავგადასავალი (7-9) წელი
ავტორი: ჯანი როდარი მთარგმნელი: ნოდარ ლადარია სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა იტალიელმა მწერალმა, ჰანს ქრისტიან ანდერსენის პრემიის ლაურეატმა, ჯანი როდარიმ გამოიგონა ხილ-ბოსტნეულის სამყარო, რომლის მცხოვრებლები სახელებითაც გამოხატავენ თავიანთ ზნესა და ქცევას. წაიკითხე ხასიათების მრავალფეროვნებით, ლაღი იუმორითა და ზომიერი ირონიით გამორჩეული ჩიპოლინოს თავგადასავალი და ისიამოვნე ამ ლიტერატურული შედევრის მშვენიერი ქართული თარგმანით.
10.9
ყაჩაღის ასული რონია
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: თამარ ჩიქოვანი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   რონია მამაცი და უშიშარი გოგოა და ეს არცაა გასაკვირი, ის ხომ ძლევამოსილი ყაჩაღის – მატისის ასულია, თანაც ჭექა-ქუხილის ღამეს დაიბადა; სწორედ იმ ღამეს, როცა მეხმა ორად გააპო მატისის ციხე და მთლიანად შეცვალა ყაჩაღთა ბელადისა და მისი 12 ყაჩაღის ცხოვრება. სწორედ იმ ღამეს მატისის მოსისხლე მტერს, ბორკასაც შეეძინა ვაჟი – ბირკი… ალბათ უკვე ხვდები, რომ ეს წიგნი რონიასა და ბირკის უჩვეულო, ამაღელვებელ და უანგარო მეგობრობაზე მოგვითხრობს. ცნობილი შვედი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის, არაჩვეულებრივ ზღაპარში მეგობრობის ძალას ნამდვილად შეუძლია მთავარ პერსონაჟებს დააძლევინოს ყველა წინაღობა თუ ფათერაკი და ჩიბუხის კვამლს გააყოლოს ბოროტება.
10.9
ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი
ავტორი: მარკ ტვენი მთარგმნელი: თამარ დიასამიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   მეცხრამეტე საუკუნის გამოჩენილი ამერიკელი მწერლის, მარკ ტვენის შემოქმედებაში გამორჩეული ადგილი უჭირავს „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალს“, რომელიც მისი ცნობილი რომანის, „ტომ სოიერის თავგადასავლის“ გაგრძელებაა. ჰეკლბერი ფინს ქვრივი დუგლასი შეიფარებს. იქ ყოფნის დროს ჰეკი იძულებულია, თავისი ცხოვრების წესის საპირისპიროდ მოიქცეს: ჭამის წინ ხელები დაიბანოს, სუფთა ლოგინში ჩაწვეს და ა. შ. მას კი ისევ თავის კასრში ურჩევნია ცხოვრება, რადგან არაა შეჩვეული წესრიგსა და სისუფთავეს. ჰეკლბერი ფინს მრავალი ფათერაკი გადახდება თავს, სანამ მასავით თავგადასავლების მაძიებელ ტომ სოიერს არ შეხვდება. ეს ორი ავანტიურისტი ბიჭუნა ცდილობს, გაერიდოს ცივილიზებულ სამყაროს და ცხოვრება საინტერესო ისტორიებით გაამდიდროს.
10.9
მადიკენი და იუნიბაკენელი კუდრაჭა (7-9) წელი
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: ნატო კვარაცხელია სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ონავარი, ანცი, მაგრამ ძალიან კეთილი და გამბედავი გოგონა მადიკენი უმცროს დაიკოსთან, ოქროსფერკულულა ლისაბეტთან ერთად თავის საყვარელ იუნიბაკენში დროს მხიარულად ატარებს. აქ ხომ ყოველთვის საოცარი ამბები ხდება, ამიტომ მადიკენსა და ლისაბეტს უამრავი სახიფათო თუ სასაცილო თავგადასავალი გადახდებათ და ბოლოს ნანატრ საჩუქარსაც მიიღებენ. მათ საოცარ თავგადასავალს უფრო დაწვრილებით შეიტყობთ, თუ ამ მხიარულ, ილონ ვიკლანდის ორიგინალური ილუსტრაციებით გაფორმებულ წიგნს წაიკითხავთ.
10.9