santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
პირველი სიყვარული. გაზაფხულის მღელვარე ნაკადები
ავტორი: ივან ტურგენევი მთარგმნელი: ლილი მჭედლიშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა
16.9
პირველი, ვინც ბოლოს მოკვდება
ავტორი: ადამ სილვერა სერია: Liberteens მთარგმნელი: გიორგი გომართელი   „სიკვდილის უწყების" ამუშავების ღამეა და თავში ყველას ერთი კითხვა უტრიალებს: „უწყებას" ადამიანის სიკვდილის წინასწარმეტყველება მართლა შეუძლია თუ ეს კარგად დადგმული სპექტაკლია?  ორიონ პაგანი წლების განმავლობაში ელოდა, რომ ვიღაც დაურეკავდა და სიკვდილის ამბავს ამცნობდა. მას გულის მძიმე დაავადება აქვს ვალენტინო პრინსი ნიუ-იორკში ცხოვრების თავიდან დასაწყებად ჩადის. წესით, წინ დიდი მომავალი აქვს და „სიკვდილის უწყებაზე" მას შემდეგ დარეგისტრირდება, რაც მისი და კინაღამ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა პირველი დღის სატელეფონო ზარების შემდეგ ორიონისა და ვალენტინოს ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლება - ერთს დაურეკავენ, მეორეს კი - არა
16.95
პირველწყარო
ავტორი : აინ რენდი სერია: აუცილებლი საკითხავი   აინ რენდი ნაკლებად ცნობილია საქართველოში, თუმცა დასავლეთში, განსაკუთრებით კი აშშ-ში, იგი უაღრესად პოპულარულია. კონგრესის ბიბლიოთეკის ერთ-ერთი გამოკითხვის მიხედვით აინ რენდის შემოქმედებამ, ბიბლიის შემდეგ, ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა გამოკითხულთა ცხოვრებაზე. პირველი წარმატება აინ რენდს სწორედ „პირველწყარომ“ მოუტანა. წიგნი დღემდე ბესთსელერთა სიაშია და გამოცემიდან 6,5 მილიონ ეგზემპლარზე მეტი გაიყიდა. წიგნის მთავარი პერსონაჟია გენიალური ახალგაზრდა არქიტექტორი ჰაუარდ რორკი.
32
პირობა
ავტორი: დეიმონ გალგუტი თარგმანი: გიორგი ხარაიშვილი სერია: ლიტერე ინვენტე "სამხრეთაფრიკელი დრამატურგისა და რომანისტის ამ შთამბეჭდავმა ტექსტმა 2021 წელს ბუკერის საერთაშორისო პრემია მოიპოვა. „პირობა“ სამხრეთ აფრიკის ისტორიასთან ერთად ავტორის უნიკალურ წერის სტილს გაგაცნობთ, რომლის გამოც გალგუტს ხშირად უილიამ ფოლკნერსა და ვირჯინია ვულფს ადარებენ. „პირობა“ პრეტორიის მახლობელ ფერმაში მცხოვრები სამხრეთაფრიკული ოჯახის დაშლის ამბავს ჰყვება. ავტორი თხრობის პერსპექტივას ოთხ პერსონაჟს შორის ცვლის და მათი ცხოვრების ყოველმხრივ განსხვავებულ გზებს აჩვენებს. მათი განვითარებისა და დაცემის პარალელურად, გალგუტი ოთხი სივრცის გაერთიანებით პოსტ-აპარტეიდის ხანას წარმოაჩენს. სვორტების ოჯახური საგა სამხრეთ აფრიკის ისტორიისა და ადამიანური ყოფის მკაფიო, პირდაპირი შეფასებაა, რომელიც ამბის თხრობისას ანგარიშმიუცემლად ეთამაშება შეკითხვებს: „საიდან მოვდივართ, რანი ვართ, საით მივდივართ,“ მაგრამ, უპირველეს ყოვლისა – რად ვიქცევით ცხოვრების გზაზე."
16.95
პიტერ პენი (7-9)
ავტორი: ჯეიმს მეთიუ ბარი მთარგმნელი: ნოდარ ლადარია სერია: მოსწავლის ბიბლიოთკა   „იყო და არა იყო რა… – იყო ერთი მეფე! – მაშინვე იტყვიან ჩემი პატარა მკითხველები. არა, ბავშვებო, ვერ გამოიცანით. იყო და არა იყო რა, იყო ერთი ხის მორის გადანაჭერი…“ მსოფლიოში ყველა ბავშვმა იცის, რა მოხდა შემდეგ… მაგრამ ალბათ ყველა კიდევ ერთხელ სიამოვნებით წაიკითხავს ცელქი პინოკიოს თავგადასავალს, დაათვალიერებს სახალისო ნახატებს და ისიამოვნებს მშვენიერი ქართული თარგმანით.  
9.9
პიტერ პენი კენსინგტონის ბაღებში
ავტორი: ჯეიმს მეთიუ ბარი მთარგმნელი:  ნინო საძაგლიშვილი   „პიტერ პენი კენსინგტონის ბაღებში“ არის წიგნი, რომელშიც ჯეიმს ბარი გვაცნობს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პერსონაჟს − პიტერ პენს. მისი დაბადების ისტორიას ქართველი მკითხველი პირველად გაეცნობა მშობლიურ ენაზე. როგორც ყველა ბავშვი, პიტერიც, ოდესღაც ჩიტი იყო და კენსინგტონის ბაღების კუნძულზე ცხოვრობდა − ადგილას, საიდანაც დედიკოებსა და მამიკოებთან მიჰყავთ ფრინველებს ბავშვები. მაგრამ როგორ აღმოჩნდა პიტერ პენი ისევ კუნძულზე? შეძლო თუ არა ფერიებთან დამეგობრება? ან გაუჩნდა თუ არა მშობლებთან დაბრუნების სურვილი? „პიტერ პენი კენსინგტონის ბაღებში“ საბავშვო წიგნების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც დიდი სიამოვნებით წაიკითხავს როგორც 11 წლის ბავშვი, ასევე ზრდასრული ადამიანი. ბავშვი დატკბება პიტერის თავგადასავლითა და მაგიური სამყაროთი, ზრდასრულს კი თავისი ცხოვრებისეული გამოცდილება დაეხმარება ტექსტში დაფარული სიმბოლოების გააზრებაში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ილუსტრაციები, რომლებიც დარია ცინცაძემ შექმნა. სწორედ ასეთია ის მომაჯადოებელი სამყარო, რომელშიც პიტერი გაიზარდა. და, ვინ წარმოიდგენდა, რომ თავგადასავალი მხოლოდ ახლა იწყება!..
22
პლათფორმა
ავტორი: იური ანდრუხოვიჩი სერია: ლიტერატურული ოდისეა მთარგმნელი: რაულ ხალიჩავა გამომცემლობა: ბაკურ სულკაურის გამომცემლობა
14.9
პლასტელი 6 ფერი
4
პლასტელინი 16 ფერი
11
პლასტელინი 18 ფერი
12
პლასტელინი 36 ფერი
26
პლასტელინი 8 ფერი
6
პლატონის სწავლება ჭეშმარიტების შესახებ
ავტორი : მარტინ ჰაიდეგერი     ჰაიდეგერის ტექსტი „პლატონის სწავლება ჭეშმარიტების შესახებ“ მონიშნავს იმ პირველად ალგორითმს, რომლითაც ხდება გადასვლა ჭეშმარიტებიდან, ვით დაუფარველობიდან - ჭეშმარიტებაზე, ვით განსჯის იდეის საგანთან შესაბამისობაზე. ჰაიდეგერის თვალსაზრისით, პლატონის მიერ იდეის ღიაობის წარმმართველად გამოცხადება, იმ გამოუთქმელ მოცემულობაზე მიგვითითებს, თუ რა დადგინდა პლატონთან ჭეშმარიტების არსად; ჭეშმარიტება აღარ გაიაზრება, როგორც არსი დაუფარველობისა მისი ყოფიერებითი სისასვისგან, არამედ იგი იდეის არსს გადაეცემა. ჭეშმარიტების არსი კარგავს დაუფარველობას, - თავის მთავარ მახასიათებელს. თუ არსებულთან ნებისმიერ მიმართებაში, ყოველივე დამოკიდებულია ίδεΐν-ზე, იდეაზე, „ტიპის“ დანახვაზე, მაშინ არსებულთან მიმართების ყოველგვარი მცდელობა, უპირველეს ყოვლისა, ამგვარი ხედვის უზრუნველყოფაზე უნდა კონცენტრირდეს. ამისთვის კი, საჭიროა ხედვის სისწორე. ჰაიდეგერის თქმით, პლატონთან აღქმა უიგივდება იმას, რაც უნდა იყოს დანახული - „ხედვას“-ს არსებულისა. ამის შედეგად ჩნდება όμοίωσις - შემეცნების იგივეობა საგანთან. ამრიგად, ხედვის უპირატესობა ალითიასთან შედარებით არის ის წინაპირობა, საიდანაც ხდება ჭეშმარიტების არსის ცვლილება. ჭეშმარიტება იქცევა  όρθότης-ად, „სიმართლედ“, გამოთქმისა და აღქმისა.    ჰაიდეგერისთვის, ჭეშმარიტების არსის ცვლილება, ამავდროულად, მოასწავებს ჭეშმარიტების ადგილის ცვლილებას. ვითარცა ღიაობა, ჭეშმარიტება ჯერ ისევ რჩება მთავარ მაჩვენებლად თავად არსებულისა. თუმცა, ვითარცა სიმართლე „შეხედულებისა“, ის არსებულთან ადამიანური ურთიერთობის მახასიათებლად იქცევა. მსჯელობა იქცევა ჭეშმარიტებისა და მცდარობის გარჩევის ადგილად. ჭეშმარიტების ამგვარ განსაზღვრებას უკვე არაფერი აქვს საერთო ალითიასთან, როგორც ღიაობასთან. პირიქით, αλήθεια (ღიაობა, დაუფარველობა) ამჯერად ψευδος-ის, ე.ი. მცდარის, საწინააღმდეგოა და გაიაზრება, ვითარცა სისწორე. ჭეშმარიტების ამგვარი გაგება, ჰაიდეგერის აზრით, სააზროვნო დამღად დაედება დასავლეთს.
8.5
პლატფორმა
ავტორი: მიშელ უელბეკი მთარგმნელი: ირმა ტაველიძე სერია: ლიტერატურული ოდისეა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
11.9
პოეზია
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L
18.9
პოეზია ტომი 1
25
პოემები
ავტორი: ვაჟა-ფშაველა სერია: მინი წიგნების კოლექცია პოემები: გიგლა; მოხუცის ნათქვამი; გოგოთურ და აფშინა; ალუდა ქეთელაური; კოპალა; ეთერი; დაჭრილი ვეფხვი; ბახტრიონი; ანნა-ბულბული; მეჯლისი ლომისა; სტუმარ-მასპინძელი; ხის ბეჭი; ივანე კოტორაშვილის ამბავი; სისხლის ძიება; ჰაოს და ქართლის; აბუნდი; ნანგრევთა შორის; ბრძენი ვირი; გველის-მჭამელი; ძაღლიკა ხიმიკაური; ღილა და კვირისა; ცოლი ანუ ჩემი თავგადასავალი; მანდილი;
14.95
პოემები დრამატურგია ტომი 2
ავტორი: აკაკი წერეთელი
25
პოზიტიური აზროვნების ძალა
ავტორი: ნორმან ვინსენტ ჰილი სერია: ლურჯი ოკეანე მთარგმნელი: ლევან ინასარიძე წიგნი გვასწავლის სულიერი სიმშვიდის მოპოვებას არა ამ ცხოვრებიდან გაქცევითა და საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვით, არამედ ის იმ ძალად გვევლინება, რომელიც კონსტრუქციული პირადი თუ სოციალური ცხოვრების წესისთვის მამოძრავებელ ენერგიად გარდაწინათქმა იხ იქმნება. ის პოზიტიურ აზროვნებას გვასწავლის, ოღონდ, არა სახელ- დიდების ან ძალაუფლების მოსაპოვებლად, არამედ რწმენის განსამტკიცებლად, რომელიც სირთულეების გადალახვაშიც დაგვეხმარება და ცხოვრებაში ჭეშმარიტ ღირებულებებსაც შეგვათვისებინებს
16.95
პოლიანა
ავტორი: ელინორ პორტერი მთარგმნელი: ანი აბულაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა
12.9
სიახლე
პოლინკა
ავტორი: ვიტალი ზაპეკა მთარგმნელი: ნინო ნასყიდაშვილი 5 წლის კლარას ძალიან უნდა, დიდივით მოიქცეს: გვიან დაიძინოს, მარტომ იმგზავროს ავტობუსით, უფროს დას საშინაო დავალებების დაწერაში დაეხმაროს და ბებოს სახლი დაულაგოს. არადა, უფროსები სულ ერთსა და იმავეს უმეორებენ, რას ამბობ, კლარა, ჯერ ძალიან პატარა ხარო. კლარა მართლაც ყველაზე პატარაა ოჯახში და მას ერთადერთი გამოსავალი რჩება: სასწრაფოდ უნდა გაიზარდოს! ასაკი: 5+
19.9
პოლიტიკა
ავტორი: კენეთ მინოუგი მთარგმნელი: ეკა სუმბათაშვილი სერია: ძალიან მოკლე შესავალი „ძალიან მოკლე შესავლის“ ამ პროვოკაციულ, მაგრამ ჩინებულად გაწონასწორებულ ტომში კენეთ მინოუგი მიმოიხილავს, როგორ ვითარდებოდა პოლიტიკა ძველი სამყაროს ეპოქიდან მეოცე საუკუნის ჩათვლით. ის გვთავაზობს, ერთად გამოვიკვლიოთ, რატომ გარდაიქმნება პოლიტიკური სისტემები, როგორ სთავაზობს პოლიტიკა ჩვენს საზოგადოებას, ერთდროულად, ძალაუფლებასა და წესრიგს, რატომ არის დემოკრატია ყოველთვის კარგი; და როგორი შეიძლება იყოს პოლიტიკის მომავალი XXI საუკუნეში.
10.9
პოლიტიკური შეუღლებანი ძველ საქართველოში
ავტორი: დიმიტრი შველიძე   წიგნი ეხება საქართველოს ისტორიის საინტერესო სფეროს, როგორიცაა პოლიტიკური შეუღლებები. მეფეთა, დედოფალთა და ა.შ. წიგნში იხილავთ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნების მეფეთა და დიდგვაროვანთა შეუღლებებით სრულდებოდა.
10
პოლკოვნიკის მიმწუხრი
ავტორი: მაჰმუდ დოულათაბადი   ცნობილი ირანელი მწერლის მაჰმუდ დოულათაბადის (1940) რომანი „პოლკოვნიკის მიმწუხრი“ ავტორის სამშობლოში დღემდე არ გამოქვეყნებულა, თუმცა ირანის ხელისუფლების მიერ „ყველაზე კონტრრევოლუციურ“ რომანად მიჩნეული ეს თხზულება არაერთ ევროპულ ენაზეა თარგმნილი.     მოქმედება მეოცე საუკუნის 80-იან წლებში - ისლამური რევოლუციის გარიჟრაჟსა და ირან-ერაყის ომის დროს, ერთი ღამის განმავლობაში ვითარდება. შაჰის არმიის გადამდგარმა პოლკოვნიკმა, რომლისთვისაც ეროვნული იდეალები და ღირსება მთავარ ფასეულობებს წარმოადგენს, შვილები პატრიოტებად აღზარდა და თავისუფალი არჩევანის უფლება მისცა. სხვადასხვა გზის არჩევის მიუხედავად, პოლკოვნიკის შვილები ქვეყანაში მომხდარ პოლიტიკურ მოვლენებს ეწირებიან. ავტორის შთამბეჭდავი თხრობის წყალობით, მკითხველი არა მარტო ერთი ოჯახის ტრაგედიის, არამედ მთელი სახელმწიფოს დრამატული ისტორიის თანამონაწილე ხდება.  
15.95