santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
როგორ გავხდეთ ორატორული ხელოვნების ვირტუოზი
ავტორი:დეილ კარნეგი    ამ წიგნში თქვენ ნახავთ ყველაფერ აუცილებელს, რათა გახდეთ ორატორული ხელოვნების ვირტუოზი. მასში გაანალიზებულია ის ხერხები, რომლებითაც კაცობრიობის ისტორიის მანძილზე დიდი ორატორები სარგებლობდნენ.აქ თქვენ გაიგებთ: როგორ მოემზადოთ სათანადოდ პრეზენტაციისთვის, როგორ ჩამოაყალიბოთ საკუთარი უნიკალური სტილი, როგორ დაძლიოთ სცენის შიში და ერთ წუთში როგორ დაიპყროთ ნებისმიერი აუდიტორია. ეს სრულფასოვანი პრაქტიკული სახელმძღვანელოა, რომელიც შეიცავს რჩევებს, ხერხებს და მაგალითებს დიდი ორატორების ცხოვრებიდან.
11.95
როგორ გავხდი ის, ვინც ვარ
ავტორი: მიშელ ობამა მთარგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი სერია: ლურჯი ოკეანე ბავშვობაში უბრალო მისწრაფებები მქონდაო. ყველაზე მეტად ძაღლი უნდოდა; კიდევ _ ორსართულიანი სახლი შიდა კიბით... სახლი, რომელშიც მხოლოდ ერთი ოჯახი _ მისი ოჯახი იცხოვრებდა; კიდევ უნდოდა, მამას ოთხკარიანი ფურგონი ჰყოლოდა ორკარა ”ბიუკის“ ნაცვლად; ჯერ კიდევ ”კიკინებიანი“ გოგონა იყო, როცა დამაჯერებლად ამბობდა, რომ გავიზრდები, პედიატრი გამოვალო. უფროს ძმას კი მუდმივად უჩიჩინებდა, რადაც უნდა დაგიჯდეს, ყველა საგანში უმაღლესი შეფასება უნდა მიიღოო; წერს, ამბიციური ვიყავი, მაგრამ არ ვიცოდი, რას ვუმიზნებდიო. სამიზნეები კი ”კიკინებთან“ გამომშვიდობების კვალდაკვალ გამოიკვეთა და გოგონამ უკვე მკვეთრად პრაგმატულად დაალაგა, დახვეწა და განახორციელა სამომავლო გეგმები, და ერთ დღესაც ზესახელმწიფოს _ ამერიკის შეერთებული შტატების _ პირველი ლედი გახდა. ”ამ სტატუსმა ისეთი გასაქანი მომცა, რომლის მსგავსს ვერც წარმოვიდგენდი; უამრავი გამოწვევის წინაშე დამაყენა და ქედის მოხრა მასწავლა, ზეცაშიც ამაფრინა და მიწაზეც დამანარცხა“, _ ამბობს მიშელ ობამა, რომელმაც პიროვნებად ჩამოყალიბების ფაქტორები (ადამიანებიც), მისწრაფება-ოცნებების, ინტერესებისა და, ზოგადად, მსოფლმხედველობისა და ღირებულე-ბების განსაზღვრის მიზეზ-შედეგები გაიხსენა, კარგად გააანალიზა და... დაწერა ”როგორ გავხდი ის, ვინც ვარ“.
24.95
როგორ გავხდი კომპოზიტორი
ავტორი: ნინო ჯანჯღავა სულაკაურის გამომცემლობა  
9.9
როგორ დავისვენოთ
ავტორი: მილნე ლაურა სერია: ლურჯი ოკეანე   თუ დატვირთული რეჟიმი გაქვს, შესაძლოა სრული განტვირთვის იდეა არარეალურადაც მოგეჩვენოს, მაგრამ თუ არ სცდი, ამას ვერასოდეს გაიგებ - ეს იმაზე ბევრად ადვილია, ვიდრე გგონია. რამდენიმე მარტივმა მეთოდმა და ტექნიკამ შესაძლოა შენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალოს. წიგნში ბევრი რჩევა, დამამშვიდებელი მეთოდი და აქტივობაა მოცემული - ყველაფერი, რაც შინაგანი სიმშვიდისა და კმაყოფილების მიღწევაში დაგეხმარება!
12.95
როგორ დავძლიოთ მავნე ჩვევები
ავტორი:დიპაკ ჩოპრა დოქტორი დიპაკ ჩოპრა გვთავაზობს სრულიად მოულოდნელ შეხედულებას მავნე ჩვევებზე, და ამ ჩვევებით შეპყრობილ ადამიანებზე. მიუხედავად იმისა, რომ მავნე ჩვევებს ჩვენთვის მოაქვს ფიზიკური და ემოციური ტანჯვები, ეს წიგნი სიყვარულზე და იმედზე, ჯანმრთელობაზე და ბედნიერებაზეა.
6.7
როგორ დავწეროთ მოთხრობა
გურამ მეგრელიშვილი მათე მეგრელიშვილი   წიგნი მხატვრული ნაწარმოების დაწერის მსურველებს ტექსტის აგების ძირითადი პრინციპების შესწავლაში დაეხმარება, რომელთა გათვალისწინებით, ისინი შეძლებდნენ ნაბიჯ-ნაბიჯ შეექმნან საკუთარი ნაწარმოები.   „გადავწყვიტე ისეთი წიგნი დამეწერა, რომელიც მხატვრული ნაწარმოების დაწერის მსურველებს ტექსტის აგების ძირითადი პრინციპების შესწავლაში დაეხმარებოდა, რომელთა გათვალისწინებით, ისინი შეძლებდნენ ნაბიჯ-ნაბიჯ შეექმნათ საკუთარი ნაწარმოები. ეს წიგნი განსაკუთრებით მოეწონებათ მოზარდებს, რომლებსაც შეუძლიათ მიჰყვნენ ოცნებას და უშრეტი ფანტაზიის საშუალებით შექმნან საკუთარი გამოგონილი სამყარო. წიგნი მშობლებს და მასწავლებლებსაც შეიძლება გამოადგეთ, მათ, ვინც თავად ვერ მოახერხა, ვერ გაბედა დაწერა ან სცადა, მაგრამ ზრდასრულებმა არ წაახალისეს, თავის დროზე. იმედი მაქვს, ამ ტექსტის გამოყენების, სავარჯიშოების დაწერისა და მხატვრული ნაწარმოების შექმნის შემდეგ ჩვენ ისევ შევხვდებით, ამჯერად, მე, როგორც მკითხველი და თქვენ, როგორც ავტორი.“ – გურამ მეგრელიშვილი
18
როგორ დავხატოთ 101 სასაცილო ადამიანი
ისწავლე ადამიანების ხატვა! ეს ძალიან ადვილია!
7.9
სიახლე
როგორ დავხატოთ 101 სახეობის ტრანსპორტი
ისწავლე ტრანსპორტის ხატვა! ეს ძალიან ადვილია!
7.9
როგორ დავხატოთ 101 ცხოველი
ისწავლე ცხოველების ხატვა! ეს ძალიან ადვილია!
7.9
როგორ ველაპარაკოთ შვილებს
ავტორი: გურამ მეგრელიშვილი მწერალი და კინოსცენარისტი გურამ მეგრელიშვილი 2009 წლიდან მასწავლებელია. ის, “აზროვნების აკადემიაში” დაარსების დღიდან მოზარდებთან მუშაობს ლიტერატურისა და შემოქმედებითი წერის მიმართულებით.  ამ წიგნში გამოქვეყნებული წერილები მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილების ერთგვარი შეჯამებაა, რომელიც, სხვადასხვა წლებში, და ჩვენი ერთგული მკითხველებისა და ჟურნალ mastsavlebeli.ge-ს აუდიტორიისთვის იწერებოდა. 
28
როგორ ვიყოთ ბედნიერი
ავტორი: ანა ბარნსი სერია: ლურჯი ოკეანე როდესაც ბედნიერი ხარ ამას შენ გარშემო ყველა ამჩნევს: როგორ მივაღწიოთ ბედნიერებას? ცხადია, მცირედი დახმარებითა და ინსპირაციით შესაძლებელია ყოველდღიურობაში პოზიტიური მუხტისა და მეტი მხიარულების შეტანა. ამ წიგნში გელოდება რჩევები და აქტივობები, რომლებიც დაგეხმარება, ყოველი დღე უფრო ბედნიერად გაატარო, ცხოვრება კი მხიარული და ნათელი გახადო.
12.95
როგორ იცავს არაძალადობა სახელმწიფოს
ავტორიპიტერ გოლდერლოოსი მთარგმნელი: ანა სუმბათაშვილი   პიტერ გელდერლოოსი (1982 წ. ), ამერიკელი ანარქისტი, აქტივისტი და მწერალია, რომელსაც მონაწილეობა მრავალ ანტიკაპიტალისტურ მოძრაობასა და კამპანიაში აქვს მიღებული. წიგნში, „როგორ იცავს არაძალადობა სახელმწიფოს“, ავტორი აღწერს სოციალურ პროტესტებს მსოფლიოს გარშემო. ფარდას ხდის მითს მხოლოდ „მშვიდობიანი“ პროტესტის აუცილებლობის შესახებ. კონკრეტული მაგალითებით ამტკიცებს თუ როგორ იმორჩილებს სახელმწიფო აქტივისტებს მაშინ, როდესაც ისინი ყველაზე ახლოს არიან მიზანთან. გელდერლოოსი გვთავაზობს არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ ხელმოწერების შეგროვებით და გამოვიყენოთ მრავალფეროვანი ტაქტიკები, რადგან მხოლოდ არაძალადობრივი მეთოდის გამოყენება, ხშირად, ჩაგვრის იმ სტრუქტურებს აძლიერებს, რომლის დამხობისთვისაც იბრძვიან აქტივისტები.
18
როგორ მივიღოთ გამოწვევები
ავტორი: ანა ბარნსი სერია: ლურჯი ოკეანე იმისთვის, რომ გამოწვევების მიღება შეგეძლოს, აუცილებელი არ არის, თვითგანვითარების ექსპერტი იყო. ცხოვრების სტილის მცირე შეცვლითა და პოზიტიური აზროვნებით ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდები. ამ წიგნში მარტივი რჩევებია, რომლებიც შთაგაგონებს და გაგამხნევებს. ისინი დაგეხმარება შინაგანი სიმტკიცის ჩამოყალიბებასა და რთული სიტუაციებიდან მარტივად გამოსვლაში.
12.95
როგორ მოვარჯულოთ დრაკონი
ავტორი: კრესიდა კოუელი სერია: ლიბერკიდსი   კ. კოულის ნაწარმოები,რომელიც მსოფლიოს მასშტაბით,მილიონობით იყიდება,ხოლო მისი ეკრანიზაციის სანახავად რიგები დგას კინოთეატრებთან. ბოყინა საზარელი ვირთევზა III მართლაც გამორჩეული ვიკინგი გმირია.მას ვიკინგების მთელ საბრძანისში "დრაკონთმოჩურჩულეს" სახელით იცნობენ...მაგრამ ყოველთვის ასე როდი იყო.ეს ძლევამოსილი მეომარი ერთ დროს ბანჯგვლიანი ხულიგნების ტომის ბელადის წყნარი,ფიქრებსა და ოცნებებში გართული ვაჟი იყო.გაინტერესებთ როგორ მოახერხა ბოყინამ დრაკონის დაჭრა და ისე გაწვრთნა,რომ არ დასახიჩრდა?...
11.95
როგორ მოვარჯულოთ დრაკონი: როგორ გავხდეთ მეკობრე (2)
ავტორი: კრესიდა კოუელი მთარგმნელი: არჩილ რაჭველი სერია: ლიბერკიდსი   როდესაც ბოყინა ზღვაში კუბოს აღმოაჩენს და გახსნის, იპოვის გამოცანას, რომელსაც საბოლოოდ შემზარავი ჯიქურწვერას ერთად - მისი წინაპრისა და მსოფლიოში უდიდესი მეკობრის - საგანძურისკენ მივყავართ. ბოყინა და მისი მეგობრები საგანძურის საძებნელად მიეშურებიან და მტკიცედ აქვთ განზრახული, ხმლის ტრიალის ხელოვნებას ბოლომდე დაეუფლონ. სხვაგვარად როგორ გადაურჩებიან საზარელი დრაკონების სასიკვდილო კუნძულს, მეკობრე-ვიკინგებსა და ყველა იმ განსაცდელს, რომელსაც მათ ეს მოგზაურობა უქადის?
11.95
როგორ მოვარჯულოთ დრაკონი: როგორ ვისაუბროთ დრაკონულ ენაზე (3)
ავტორი: კრესიდა კოუელი მთარგმნელი: არჩილ რაჭველი სერია: ლიბერკიდსი ბოყინა საზარელ ვირთევზა მესამეს თავის ცხოვრებაში ყველაზე ამაღელვებელი და ფათერაკებით სავსე ეპიზოდის გადალახვა მოუწევს. ბოყინას დრაკონის, უკბილოს აზრით, ვიკინგებს სკუმბრიაზე მეტი ტვინი არა აქვთ, თუმცა მალე პატარა დრაკონს მათი დახმარება დასჭირდება. რადგან როდესაც უკბილოს რომაელები იჭერენ, მისი გადარჩენა მხოლოდ ბოყინასა და მის მეგობარს, თევზისფეხას შეუძლიათ. მაგრამ მდგომარეობა უარესდება, როდესაც რომაელები ბოყინას უძვირფასეს წიგნს, „როგორ ვისაუბროთ დრაკონულ ენაზე“ ართმევენ და მას და მის მეგობარ თევზისფეხას ავბედით ციხესიმაგრეში გამოამწყვდევენ. ბოყინამ და თევზისფეხამ არა მხოლოდ უკბილო უნდა გადაარჩინონ, არამედ საკუთარი თავიც უნდა იხსნან. საკითხავი კი ის არის, ამას როგორ მოახერხებენ?
11.95
როგორ მოვიფიქროთ იდეა?
ავტორი: კოტე იანტბელიძე სერია:  ლურჯი ოკეანე   ანოტაციის გადაკითხვაში დროს ნუ დაკარგავ, პირდაპირ წიგნის კითხვა დაიწყე. წინ საკუთარი იდეების აღმოჩენა გელოდება. ამ წიგნიდან გაიგებ, როგორ მოიფიქრო შენი კრეატიული და ინოვაციური იდეები.
12.95
როგორ მოიპარა მზე დედაბერმა
ავტორი: თეა თოფურია   მე მზე მქვია. საუკუნეებია ცას ვარ გამოკიდებული, ვკაშკაშებ, ვზრდი მცენარეებს, ვათბობ ადამიანებს, ზოგჯერ ვწვავ კიდეც, მაგრამ უჩემოდ მაინც ვერ ძლებენ. ღრუბლებს მოვეფარები თუ არა, ჩემს გამოჩენას ნატრობენ, თაყვანს მცემენ და მაღმერთებენ. ათასგვარ ხელსაწყოს იგონებენ, რომ დამათვალიერონ.   ჩემს ამოსვლას აისი, ჩასვლას კი დაისი დაარქვეს. რვა პლანეტა დამტრიალებს თავს. ზოგი მიახლოვდება, ზოგიც მშორდება. გარშემო ყველაფერი იცვლება, მე კი მაინც მუდამ ამოვდივარ ცაზე და დაგცქერით, თუმცა...   ერთ დღეს დედამიწიდან ერთი დედაბერი მომწვდა, ჩამომხსნა და შინ წამიყვანა. ქალაქში დაბნელდა და აცივდა...   სონია ელიაშვილის ილუსტრაციებით
29.9
როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი
ავტორი: ალექსანდრ ოსტერვალდელი და ივ პენიე სერია: ლურჯი ოკეანე   ეს არის სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვინც ოცნებობს, ცვლის თამაშის წესებს, ისახავს რთულ ამოცანებს, ცდილობს, არ დაკმაყოფილდეს მოძველებული ბიზნესმოდელებით, და ქმნის მომავლის კომპანიებს. ეს არის წიგნი იმის შესახებ, თუ „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ “როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი” გთავაზობთ ძლიერ, მარტივ, ნაცად ხერხებს იმისთვის, რათა გაიაზროთ, შექმნათ, განაახლოთ და განახორციელოთ ბიზნესმოდელები. „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ არის სახელმძღვანელო ყველასთვის, ვინც ცდილობს ბიზნესმოდელის გაუმჯობესებას ან ახლის შექმნას. შეცვალეთ თქვენი წარმოდგენა ბიზნესმოდელებზე „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ გასწავლით ინოვაციურ ხერხებს, რომლებსაც მთელ მსოფლიოში იყენებენ. ისწავლით, როგორ უნდა გაიაზროთ, შექმნათ და აამოქმედოთ ახალი ბიზნესმოდელი ან გააანალიზოთ და განაახლოთ ძველი. წიგნი შეიქმნა სტრატეგიის 470 პრაქტიკოსთან ერთად „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ შექმნა 470-მა პრაქტიკოსმა 45 ქვეყნიდან, იგი გამოირჩევა მიმზიდველი და სადა დიზაინით, რომელიც გიბიძგებთ, გადაუდებლად შეუდგეთ წიგნის შესწავლას. შექმნილია მათთვის, ვისაც შესწევს უნარი „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ განკუთვნილია მათთვის, ვინც მზად არის, უარი თქვას დრომოჭმულ აზროვნებაზე. წიგნი შეიცავს ახალ და ინოვაციურ მოდელებს ხელმძღვანელების, კონსულტანტების, მეწარმეებისთვისა და ყველა ლიდერისთვის. წიგნი ქართულად გამოიცა „ლურჯი ოკეანისა“ და „ჯეპრას“ თანამშრომლობით.
29.95
როგორ შევქმნათ პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს სურს
ავტორი: ალექს ოსტერვარდელი მთარგმნელიხათუნა ბასილაშვილი   გქონია ერთი შეხედვით კარგი იდეა, რომელმაც არ გაამართლა? გსურს ახალი პროდუქტის შექმნა, მაგრამ არ ხარ დარწმუნებული იდეის სიწორეში? ვერ განსაზღვრავ ზუსტად, რა სურთ შენს მომხმარებლებს? გინდა, თავიდან აიცილო დროისა და ფულის ფუჭი ხარჯვა? მაშინ წარმატებული ბიზნესის ჩამოყალიბების გზაზე, ამ წიგნის წაკითხვა შენი პირველი სწორი გადაწყვეტილება იქნება. იგი დაგეხმარება შექმნა ზუსტად ისეთი პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც მომხმარებლისთვის საჭირო, შენთვის კი - მომგებიანი იქნება.
29.95
როგორც წყალია შოკოლადისთვის
ავტორი: ლაურა ესკიველი სერია: აკრძალული წიგნების თარო მთარგმნელი: მაკა გოგოლაშვილი
19.95
როდოპისი
ავტორი: მაჰფუზი ნაჯიბ   ეს პირველი ეგვიპტელი ნობელიანტი მწერლის, "კაიროს ყავახანების დიკენსად" წოდებული ნაჯიბ მაჰფუზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რომანია, სადაც ძალაუფლების და სიყვარულის კონფლიქტი ჩამთრევ ისტორიად გარდაიქმნება და მკითხველს სულმოუთქმელად აკითხებს თავს. არწივის მოულოდნელი ძღვენი - უცნობი ქალის ქოში საბედისწერო ნიშანია ფარაონებისთვის, მთავარი ამბავიც სწორედ ამ ძღვენით იწყება... რომანს კი, ერთი ფიქრი ყველაზე იდუმალი, მისტიკური მუხტით განმსჭვალავს - ბოლოს და ბოლოს, რა არის სილამაზე - ჯილდო თუ სასჯელი?..
12
რომანივით საკითხავი
ავტორი: დანიელ პენაკი მთარგმნელი: ია ბერსენაძე სერია: ET CETERA გამომცემლობა: დიოგენე
13.95
რომანტიკული ეგოისტი
ავტორი:  ფრედერიკ ბეგბედერი ოსკარ დიუფრეზნი რომანტიკული ეგოისტი და მარტოსლია. ცხოვრების შუაგულში ტრიალებს, ირგვლივ უამრავი ხალხი ახვევია - ცნობილი მსახიობები, პოლიტიკოსები, მუსიკოსები, ბიზნესმენები, მწერლები, ულამაზესი ქალები...ერთმანეთს ენაცვლება კლუბები,სადაც პარიზის ლიტერატურული ბოჰემა ერთობა,მოდური კუნძულებისა და კურორტების პლაჟები თუ დისკოთეკები,მაგრამ მაინც მოწყენილია,სულიერად დაცარიელებული.მისტირის დაკარგულ სიყვარულს და ეძებს ახალს,განცდებსა და ფიქრებს კი დღიურს,უფრო სწორად,ანტიდღიურს ანდობს.
14.95