santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ჩემი პირველი ინგლისური ანბანი
    გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცმელობა ყდა: მაგარი ასაკი: 3+ ეს წიგნი ინგლისური ანბანის შესწავლაში დაეხმარება როგორც სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, ასევე პირველკლასელებს. აქ მოცემული სახალისო ნახატები და მათი შესაბამისი სიტყვები კითხვის შესწავლის პროცესს საინტერესოს გახდის.
    15.9
    ჩემი პირველი ლექსები
    გახსოვთ თქვენი პირველი ლექსები? იცით, მელია ისევ ცდილობს ბაჭიების კიბიდან ჩამოტყუებას, სპილო ისევ ოთხი ბოტით მიაბოტებს, ვახტანგ მეფე ისევ დგამს იალბუზზე ფეხს, ქაცვია ზღარბუნას ისევ ეალერსება დედიკო, სერზე კი ისევ მიდის სამი მგელი… წაუკითხეთ თქვენს პატარებს ამ კრებულში თავმოყრილი საუკეთესო ქართული ლექსები და მათაც შეაყვარეთ თქვენი ბავშვობის საყვარელი პერსონაჟები.   მუყაოს ფურცლები 33 გვერდი  
    15.9
    ჩემი პირველი ლექსები (გივი ჭიჭინაძე)
    ავტორი: გივი ჭიჭინაძე უყვარს თქვენს პატარას ლექსები? ამ წიგნში ცნობილი ქართველი საბავშვო პოეტის, გივი ჭიჭინაძის საუკეთესო ლექსებია თავმოყრილი. სახალისო, ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული კრებული დაგეხმარებათ, ბავშვებთან ერთად მხიარულად გაატაროთ თავისუფალი დრო და მათაც შეაყვაროთ ერთ დროს თქვენთვის საყვარელი ლექსების პერსონაჟები. 33 გვერდი მუყაოს ფურცლები
    15.9
    ჩემი პირველი ლექსები (ნოდარ დუმბაძე)
    ასაკი: 3+ უყვარს თქვენს პატარას ლექსები? ამ წიგნში ცნობილი ქართველი საბავშვო პოეტის, ნოდარ დუმბაძის საუკეთესო ლექსებია თავმოყრილი. სახალისო, ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული კრებული დაგეხმარებათ, ბავშვებთან ერთად მხიარულად გაატაროთ თავისუფალი დრო და მათაც შეაყვაროთ ერთ დროს თქვენთვის საყვარელი ლექსების პერსონაჟები.   34 გვერდი მუყაოს გვერდები
    15.9
    ჩემი პირველი მიწისმთხრელი - ბორბლებიანი წიგნი
    წიგნი და სათამაშო ერთად. ეს იმიტომ, რომ კითხვის პროცესი უფრო მიმზიდველი გახდეს. მაშ, შეუერთდით ლეკვ პიპსა და მის მიწისმთხრელს და გაატარეთ დატვირთული სამუშაო დღე მშენებლობაზე!
    18.95
    ჩემი პირველი მოთხრობები
    გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცმელობა ყდა: მაგარი ასაკი: 3+ როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა? მნიშვნელოვანია, შევურჩიოთ ასაკისთვის შესაფერის თემებზე დაწერილი მოკლე და საინტერესო ამბები. იაკობ გოგებაშვილმა თავის დროზე სწორედ ამ მიზნით შექმნა და „დედა ენაში“ შეიტანა მოთხრობები, რომლებსაც ამ ილუსტრირებულ კრებულში გაეცნობიან თქვენი პატარები.
    15.9
    ჩემი პირველი რიცხვები
    გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცმელობა ყდა: მაგარი ასაკი: 3+ ეს წიგნი რაოდენობების შესწავლაში დაეხმარება როგორც სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, ასევე პირველკლასელებს. აჩუქეთ თქვენს პატარას ეს ილუსტრირებული წიგნი, გააცანით ციფრები, დაათვლევინეთ ფერადოვანი ნახატები და შეასწავლეთ  20-მდე რაოდენობები.
    15.9
    ჩემი პირველი სახალისო სავარჯიშოები
    ჩემი პირველი სახალისო სავარჯიშოები სხვადასხვა დავალებისგან შემდგარი წიგნია, რომელიც 5 წლის ბავშვებს სასწავლო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება. წიგნში მოცემული სავარჯიშოებით ყალიბდება დაწყებითი განათლების პირველი ეტაპი. გარემოს გაცნობა; საკუთარი თავის შეცნობა და პიროვნული დამოუკიდებლობის მიღწევა; ენები: სიტყვების, მეტყველების საშუალებით მიღებული ინფორმაციის აღწერა/წარმოსახვა.
    12.95
    ჩემი პირველი ფორმები და ფერები
    ასაკი: 2+ 10 გვერდიანი წიგნი +20 ფაზლი ფაზლის სიგრძე – 1 მეტრი პატარებს განუვითარებს მოტორულ და კონცენტრაციის უნარებს. დააკვირდი ნახატებს და ისწავლე შენი პირველი ფორმები და ფერები!
    22.9
    ჩემი პირველი ქართული ანბანი
    იცის თქვენმა პატარამ ქართული ანბანი? ეს ილუსტრირებული წიგნი ქართული ანბანის შესწავლაში დაეხმარება როგორც სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, ისე პირველკლასელებს. ანბანის რიგზე დალაგებული სიტყვები და მხიარული ნახატები მათ მხოლოდ ქართული ასოების შესწავლას კი არ გაუადვილებს, ლექსიკასაც გაუმდიდრებს.
    15.9
    ჩემი პირველი ცხოველები
    ასაკი: 2+ 10 გვერდიანი წიგნი +20 ფაზლი ფაზლის სიგრძე – 1 მეტრი პატარებს განუვითარებს მოტორულ და კონცენტრაციის უნარებს. დააკვირდი ნახატებს და ისწავლე შენი პირველი ცხოველები!
    22.9
    ჩემი პირველი წიგნი (18 თვიდან)
    ბავშვებისთვის 18 თვიდან თითო გვერდზე 2-3 ფოტო სერიის ყველა წიგნი გაფორმებულია ფოტოებით, რაც პატარებს თემატურად შერჩეული სიტყვების უკეთ აღქმასა და დამახსოვრებაში დაეხმარება. ყდა: მაგარი გვერდები: 20 მუყაოს ფურცლები  
    9.9
    ჩემი პირველი წიგნი (9 თვიდან)
    ბავშვებისთვის 9 თვიდან თითო გვერდზე 1 ფოტო სერიის ყველა წიგნი გაფორმებულია ფოტოებით, რაც პატარებს თემატურად შერჩეული სიტყვების უკეთ აღქმასა და დამახსოვრებაში დაეხმარება. ყდა: მაგარი ფურცლები: 20 მუყაოს გვერდები
    9.9
    ჩემი პირველი წიგნი: ფერები (9 თვიდან)
    ბავშვებისთვის 9 თვიდან თითო გვერდზე 1 ფოტო სერიის ყველა წიგნი გაფორმებულია ფოტოებით, რაც პატარებს თემატურად შერჩეული სიტყვების უკეთ აღქმასა და დამახსოვრებაში დაეხმარება. ყდა: მაგარი გვერდები:20 მუყაოს ფურცლები
    9.9
    ჩემი პირველი წიგნი: ფერმა (9 თვიდან)
    ბავშვებისთვის 9 თვიდან თითო გვერდზე 1 ფოტო სერიის ყველა წიგნი გაფორმებულია ფოტოებით, რაც პატარებს თემატურად შერჩეული სიტყვების უკეთ აღქმასა და დამახსოვრებაში დაეხმარება. ყდა: მაგარი გვერდები: 20  
    9.9
    ჩემი პირველი წიგნი: ცხოველები (18 თვიდან)
    ბავშვებისთვის 18 თვიდან თითო გვერდზე 2-3 ფოტო სერიის ყველა წიგნი გაფორმებულია ფოტოებით, რაც პატარებს თემატურად შერჩეული სიტყვების უკეთ აღქმასა და დამახსოვრებაში დაეხმარება. ყდა: მაგარი გვერდები:20 მუყაოს ფურცლები
    9.9
    ჩემი საყვარელი ძილისპირული ზღაპრები
    ჩემო პატარავ, წაიკითხე ეს ჯადოსნური ამბები ყოველ საღამოს, ძილის წინ, მაშინ, როცა ზღაპრების დრო დგება. კარგად დაიფარე საბანი და აღმოაჩინე ჯადოსნური სამყარო - შეეგებე ჩექმებიან კატას, იმოგზაურე პატარა სირინოზის წყალქვეშა სამეფოში, ეწვიე, მზეთუ ნახავისა და ურჩხულის ბრწყინვალე სასახლეს. გვჯერა, რომ ძმები გრიმების, შარლ პეროსა და ჰანს ქრისტიან ანდერსენის შესანიშნავად ილუსტრირებული ეს ზღაპრების კრებული შენი საყვარელი წიგნი გახდება.
    28
    ჩემი სხეული
    ავტორი: მაკა სესკურია სერია: ჩემი სკოლა კლასი: III-IV კლასი ყუთში დაგხვდებათ: 112-გვერდიანი ილუსტრირებული წიგნი ორმხრივი მაგნიტური დაფა სხეულის მაგნიტური ნაწილები ბუკლეტი შეკითხვებით ადამიანის სხეული ურთულეს მანქანას ჰგავს. იგი უამრავი ნაწილისგან შედგება. ყველა ნაწილი თავის სამუშაოს ასრულებს, თუმცა, იმისათვის, რომ ვიცოცხლოთ, ყველა მათგანმა ერთად და შეთანხმებულად უნდა იმუშაოს. ამ ფერად, ილუსტრირებულ წიგნში მოკლედ, მარტივად, საინტერესოდ და ამომწურავადაა ახსნილი, რისგან შედგება და როგორ „მუშაობს“ ადამიანის სხეული. წიგნში თავმოყრილი ინფორმაცია ორმხრივი მაგნიტური დაფის სწორად შევსებაშიც დაგეხმარება. წიგნიდან დაწვრილებით შეიტყობ, სად მდებარეობს და რა ფუნქცია აკისრია თითოეულ შინაგან ორგანოსა თუ ჩონჩხის ამა თუ იმ ნაწილს.
    34.9
    ჩემი ძმა გენიოსია
    ავტორი: როდრიგო მუნიოსავია მთარგმნელი: თინა ბატიაშვილი სერია: საოცრება ლოლა ათი წლისაა. ფეხბურთზე გიჟდება და ოცნებობს, ისეთი ფეხბურთელი გამოვიდეს, როგორიც ლიონელ მესია. ოჯახის წევრები მის გატაცებას სათვალავშიც არ აგდებენ. მათთვის სპორტზე მნიშვნელოვანი მუსიკაა! ეს არცაა გასაკვირი. ლოლას დედა მუსიკის მასწავლებელია, მამა კი – კომპოზიტორი. ხოლო ლოლას ძმა, გრასიანი, ნამდვილი გენიოსია! ოჯახი მნიშნველოვანი დღისთვის ემზადება. გრასიანი მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობს და ყველა გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს. მშობლებს მიაჩნიათ, რომ კონცერტს მთელი ოჯახი უნდა დაესწროს, მაგრამ ზუსტად ამ დღეს ლოლას საფეხბურთო მატჩი აქვს… თანამედროვე ესპანელი მწერლის, როდრიგო მუნიოს ავიას ეს პატარა ისტორია ერთი ოჯახის მაგალითზე მოგვითხრობს იმ პრობლემებსა და განცდებზე, რომლებიც ნებისმიერ ოჯახში შეიძლება შეგვხვდეს. წიგნი მკითხველს აუცილებლად დააფიქრებს და თანაც დააიმედებს.  
    9.9
    ჩვენ ორნი
    მთარგმნელი: ნინო ილაშვილი კურდღელი და ზღარბი სულ არ ჰგვანან ერთმანეთს – კურდღელს ფაფუკი ბეწვი აქვს, ზღარბი კი ქაცვიაა. ზღარბი ზამთარში იძინებს, კურდღელი კი არა… თუმცა, ერთ დღეს, როცა მდელოზე შემთხვევით შეხვდებიან, მაშინვე გადაწყვეტენ, რომ მათ მეგობრობას ხელს ვერაფერი შეუშლის. მართლაც, კურდღელი და ზღარბი საუკეთესო მეგობრები ხდებიან. მათი მეგობრობა კაკაოსავით თბილი, თაფლივით ტკბილი და ცასავით უსაზღვროა. „ჩვენ ორნი“ ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული კრებულია. ის ხუთ სახალისო ამბავს აერთიანებს. წიგნი ზღარბისა და კურდღლის უანგარო მეგობრობის მაგალითზე, პატარებს მეგობრობას ასწავლის.  
    19.9
    სიახლე
    ჩვენ ყველანი თავისუფლებისთვის დავიბადეთ (ილუსტრირებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია)
    ამ პლანეტაზე უკლებლივ ყველა დაცულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით. სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, ვინც არ უნდა ვიყოთ, ეს ჩვენი უფლებებია და შეუძლებელია ვინმემ წაგვართვას. თავისუფლება, მშვიდობა და სამართლიანობა მთელ მსოფლიოში ამ უფლებებზეა დაფუძნებული. ეს უნიკალური წიგნი „ამნესტი ინტერნეიშენალთან“ პარტნიორობით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ხელმოწერიდან 60 წლის იუბილის აღსანიშნავად გამოიცა. მთარგმნელი: გვანცა ჯობავა
    24.95
    ჩვენი ეზოს ამბები
    ამ მიმზიდველ წიგნში წაიკითხავ სახალისო ამბებს ცხოველებსა და ადამიანებზე მთელი მსოფლიოდან. გადაშალე და შეიტყვე, თუ როგორ გააცურა ჭკვიანმა მამალმა მელა, რა დაემართათ ზარმაც ვირს, ხარბ მგელს, მატყუარა კურდღელსა და სხვა პერსონაჟებს, რომლებსაც ამ წიგნში დაუმეგობრდები.
    27.95
    ჩვენი სამხრეთი
    ავტორი: მარიანე კაურინი მთარგმნელი: სოფიო ქარჩხაძე სერი: საოცრება ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    12.9
    ჩვენი საოცარი რეკორდი
    ავტორი: ჯენი პირსონი სერია: საოცრება მთარგმნელი: ლაშა გველესიანი ამ წიგნში უამრავი მსოფლიო რეკორდია ნახსენები, მაგრამ მინდა გითხრა – ეს რეკორდების კრებული არაა. აქ მოთხრობილია შენი ორი თანატოლის ამაღელვებელი ამბავი, რომელიც დაგარწმუნებს, რომ მონდომებას ყოველთვის აქვს შედეგი და რაც უნდა მოხდეს, გახსოვდეს – არასოდეს, არასოდეს ხარ მარტო. 11 წლის ლუსი რობერტსონს დაზიანებული ნივთების შეკეთება გამორჩეულად ეხერხება. ერთ დღეს ის გადაწყვეტს, „შეაკეთოს“ ის, რაც ყველაზე მეტად სურს – დეპრესიით გატანჯული დედა. ამისთვის კი არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიო რეკორდი უნდა დაამყაროს. ეს არც ისე იოლი საქმეა, მით უმეტეს, თუ მოსამზადებლად მხოლოდ 10 დღე რჩება. მაგრამ ლუსი მარტო არაა. მას საუკეთესო მეგობარი ეხმარება – თანაკლასელი სანდეში. რატომ დასჭირდა ლუსის რეკორდის დამყარება და შეძლებს თუ არა ამას, წიგნიდან შეიტყობ. კითხვისას საოცარი, ემოციებით დატვირთული თავგადასავალი გელოდება.
    12.9