santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ჩვენი სახლი
    ავტორი: მარიამ წიკლაური   „ჩვენი სახლი“ თქვენთვისაა, ვინც 9+ წლისანი ხართ, კითხვაც დამოუკიდებლად შეგიძლიათ, ფხუკუნიც გიყვართ და იუმორთანაც არ ხართ მწყრალად. „ჩვენი სახლი“ სიტყვების თამაშითა და უცნაური სიტყვათშეთანხმებებით, სახელებითა და სათაურებით, პერსონაჟებითა და მათი ყოველდღიურობის აღწერით საინტერესო ამბებით სავსე მოგზაურობაში გეპატიჟებათ. აჰყევით ამ თამაშს და პერსონაჟებისა და მათი ყოფის ამსახველ ამ მხიარულ წიგნში საკუთარ ადგილსაც იპოვით. მერე მოიძიეთ თქვენ გარშემო მსგავსი მხიარული თუ სერიოზული ამბები და ადამიანები და მოჰყევით მათ შესახებ ისე, როგორც ჯერ არავის მოუყოლია.    
    19.95
    სიახლე
    ჩვენც სალტკროკელები ვართ
    ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: ლიკა ჩაფიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა მელკერსონების ოჯახი, მამა და ოთხი შვილი, ზაფხულის გასატარებლად სტოკჰოლმიდან კუნძულ სალტკროკაზე მიემგზავრება. ბავშვები ჩასვლისთანავე დაუმეგობრდებიან სალტკროკელებს და სულ მალე მთელი გულით შეუყვარდებათ მთელი კუნძული. „ჩვენც სალტკროკელები ვართ“ ასტრიდ ლინდგრენის ყველაზე დიდი და, ამავე დროს, ერთ-ერთი ყველაზე რეალისტური წიგნია. აქ თითქოს არაფერია მოგონილი პატარა, უკბილო სტინას ზღაპრების გარდა. დიახ, ამ საოცარ წიგნში, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში, სევდაც ბევრია და სიხარულიც, ხიფათიც და გამართლებაც, იმედგაცრუებაც და ბედნიერებაც. წაიკითხეთ და თქვენც გახდით სალტკროკელი, რუკაზე არარსებული, მაგრამ ყველაზე რეალური კუნძულის მოსახლე.
    12.9
    ჩიპები მოძრავი რიცხვები 1 2 3
    მაგნიტური მოძრავი რიცხვებისა და მოქმედებათა ნიშნების ნაკრების დახმარებით ბავშვები შეძლებენ თვლას და მარტივი მათემატიკური მოქმედებების შესრულებას. შეფუთვაში დაგხვდებათ: წიგნი მაგნიტური მოძრავი რიცხვები სულაკაურის გამომცემლობა
    14.9
    ჩიპები მოძრავი ქართული ანბანი ა ბ გ
    მაგნიტური მოძრავი ანბანისა (ფერადი და ეფექტური ქართული ასოების ნაკრების) დახმარებით ბავშვები შეძლებენ მშობლიურ ენაზე მარტივი სიტყვების შედგენასა და ამოკითხვას. შეფუთვაში დაგხვდებათ: წიგნი მაგნიტური ანბანი (ქართული)  სულაკაურის გამომცემლობა
    14.9
    ჩიპოლინოს თავგადასავალი (7-9) წელი
    ავტორი: ჯანი როდარი მთარგმნელი: ნოდარ ლადარია სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა იტალიელმა მწერალმა, ჰანს ქრისტიან ანდერსენის პრემიის ლაურეატმა, ჯანი როდარიმ გამოიგონა ხილ-ბოსტნეულის სამყარო, რომლის მცხოვრებლები სახელებითაც გამოხატავენ თავიანთ ზნესა და ქცევას. წაიკითხე ხასიათების მრავალფეროვნებით, ლაღი იუმორითა და ზომიერი ირონიით გამორჩეული ჩიპოლინოს თავგადასავალი და ისიამოვნე ამ ლიტერატურული შედევრის მშვენიერი ქართული თარგმანით.
    10.9
    ჩრდილოზღვისპირელი დეტექტივები – იდუმალებით მოცული სახლი დამბაზე (წიგნი პირველი)
    ავტორი: ბეტინა გიოშლი, კლაუს-პეტერ ვოლფი მთარგმნელი: ელენე კოშორიძე ახალბედა დეტექტივები! ემა და ლუკასი მამასთან, მიკ იანსენთან, ერთად ჩრდილოეთის ზღვაზე, ბაბუის ვილაში მიემგზავრებიან. ბაბუა ჩინებული დეტექტივი იყო, მისი უბის წიგნაკი კი, რომელსაც ბავშვები ვილაში პოულობენ, პროფესიული ხრიკებისა და მეთოდების ნამდვილი საბადოა. ვილაში დასახლების პირველსავე საღამოს მათ კარზე უცნაური ზარია – წარმოსადეგი, მედიდური ქალი აცხადებს, რომ გაუჩინარებულ ქმარს დაეძებს და კერძო დეტექტივის დახმარება სჭირდება. ცხადია, მიკი და მისი შვილები ამ შემთხვევას ხელიდან არ უშვებენ და ამ გამჭრიახი, ალღოიანი ოჯახის დიდი თავგადასავალიც იწყება.  
    9.9
    ჩხარუნა დათვი
    ქართული ტექსტი: თამარ გავაშელიშვილი ასაკი: 6 თვიდან წიგნი-სათამაშო ამ ჩხარუნა წიგნში პატარები წაიკითხავენ მხიარულ ლექსებს და გაერთობიან ფერადი ბურთით, რომელიც ხან დათუჩას ცხვირია, ხან თაგვის და ხანაც ლომის.
    14.9
    ჩხარუნა იხვი
    ქართული ტექსტი: თამარ გავაშელიშვილი ასაკი: 6 თვიდან წიგნი-სათამაშო ამ ჩხარუნა წიგნში პატარები წაიკითხავენ მხიარულ ლექსებს და გაერთობიან ფერადი ბურთით, რომელიც ხან თახვის ცხვირია და ხანაც პატარა ბაყაყის.
    14.9
    ჩხარუნა მანქანა
    ქართული ტექსტი: თამარ გავაშელიშვილი ასაკი: 6 თვიდან წიგნი-სათამაშო ამ ჩხარუნა წიგნში პატარები წაიკითხავენ მხიარულ ლექსებს და გაერთობიან ფერადი ბურთით, რომელიც ხან მანქანის მუცელია, ხან ვერტმფრენის და ხანაც წყალქვეშა ნავის.
    14.9
    სიახლე
    ცალწინდა ყვანჩალა და მეგობრები
    ავტორი: ნელე მოსტი ილუსტრატორი: ანეტ რუდოლფი მთარგმნელი: თამარ მაისურაძე; ნინო ილაშვილი სერია: პატარა ამბები „ცალწინდა ყვანჩალა და მეგობრები“ 4 სახალისო ამბავს აერთიანებს: „ცალწინდა ყვანჩალა ოინბაზობს“ „ცალწინდა ყვანჩალა ცუდად იქცევა“ „ცალწინდა ყვანჩალა ავად ხდება“ „ცალწინდა ყვანჩალა ცრუპენტელობს“
    19.9
    ცალწინდა ყვანჩალა – 1,2,3… ყველა მეგობარი
    ქართული ტექსტი: თამარ გავაშელიშვილი   ცალწინდა ყვანჩალა და მეგობრები დათვისთვის სხვადასხვა რაოდენობის ნივთებს არ იშურებენ. სერიაში  აღმოაჩენთ 1-დან 3 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილ წიგნებს.
    9.9
    ცეროდენა ნილს კარლსონი
    ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: ბაკურ სულაკაური  სულაკაურის გამომცემლობა გაგიგია რამე ცეროდენა ნილს კარლსონის შესახებ? დიახ, დიახ, ცეროდენა ნილსის, რომელიც ისეთი პაწაწინაა, რომ ბიჭუნა ბერტილის პერანგის ჯიბეშიც კი ეტევა. ან „ბიჭი-ბიჭი-ბიჭუკელას“ შელოცვა თუ გსმენია? ამ ჯადოსნური სიტყვების წარმოთქმით შეიძლება ისე დაპატარავდე, რომ თაგუნიას სოროში შეძვრე, სადაც ცეროდენა ნილსი ცხოვრობს, და მთელი საღამო მასთან ერთად გაატარო. ცნობილი შვედი საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის ეს პატარა მოთხრობა შინ მარტო დარჩენილი ბიჭისა და მისი ცეროდენა მეგობრის უცნაურ ამბავს მოგვითხრობს.
    12.9
    ცეროდენა ნილს კარლსონი და სხვა ზღაპრები
    მთარგმნელი: ბაკურ სულაკაური ამ კრებულში ასტრიდ ლინდგრენის ნაკლებად ცნობილი ზღაპრებია თავმოყრილი, რომელთა უმრავლესობა პირველად ითარგმნა ქართულად. მწერალი, თავის გმირებთან ერთად, უცნაურ სამყაროში გამოგზაურებთ. ბერტილს შეუძლია, ცეროდენა ნისესავით დაპატარავდეს; ბრიტა-კაისა ბაღჩაში თოჯინას გაზრდის; ლოგინს მიჯაჭვული იორანი ყოველ საღამოს მწუხრის ქვეყანაში მიჰყვება ბატონ ლილიონკვასტს; გუნარისა და გუნილას კედლის საათიდან კი ნამდვილი გუგული გამოფრინდება ხოლმე… ასტრიდ ლინდგრენმა კარგად იცის, რომ ბავშვებსაც შეიძლება სტკიოდეთ, უჭირდეთ, თავი მარტოსულად იგრძნონ. მწერალი მათ სანუგეშებლად ქმნის სამყაროს, სადაც ყველაზე სევდიანი ამბავიც კი შეიძლება კეთილად დასრულდეს.
    9.9
    ცეროდენა პანდა
    „ციცქნა პინგვინი“ არის წიგნი-საჩხარუნო და ღრძილების მასაჟორი. ამ წიგნის დახმარებით თქვენი შვილი ციცქნა პინგვინთან ერთად იმოგზაურებს. ის გაიცნობს ცხოველებს და შეისწავლის ფერებს. ასაკი: 3 თვიდან
    10.9
    ცეცხლი და ყინული
    ავტორი: შერონ ჰეილი მთარგმნელი: არჩილ კიკვაძე სერია: ლიბერკიდსი   კონორი, აბეკე, როლანი და მეილინი - უშიშარი მეგობრები და მათი მეომარი ცხოველები ისევ გამოჩნდნენ! ეს კი ნიშნავს, რომ ამ გულადი ოთხეულის დიდი თავგადასავალი გრძელდება! საით გაემართებიან? რა მიზანი ამოძრავებთ ამჯერად? მათი გზა ჩრდილოეთისკენ მიდის, იდუმალებით მოცულ, მუდმივი ყინულის სამეფოსკენ. სწორედ იქ უნდა დაანთონ ცეცხლი - გაუმკლავდნენ დამპყრობლებს და დაამარცხონ ბოროტება. ეს ადვილი არ არის - წინ ფათერაკებით სავსე მოგზაურობა ელით!
    11.95
    ცირკი მირანდუსი
    ავტორი: ქესი ბიზლი მთარგმნელი: ნინო გოგალაძე სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი მიკას უსაყვარლესი ბაბუა ძალიან ავადაა, ავადმყოფის მოსავლელად ჩამოსული პაპიდა კი ბიჭს ბაბუას ოთახში შესვლის ნებას თითქმის აღარ რთავს. მაგრამ მიკას სასწაულის იმედი აქვს. თუმცა მანამდე ჯადოსნური ცირკი „მირანდუსი“ უნდა იპოვოს და მასთან ერთად – სინათლის მომთვინიერებელი – ჯადოსანი, რომელიც ოდესღაც ბაბუას ერთ სასწაულს დაჰპირდა… მაგრამ ნუთუ შეიძლება მართლა არსებობდეს ცირკი, რომელიც უხსოვარი დროიდან დღემდე უცვლელი სახით მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო, თუ ეს ყველაფერი მხოლოდ გამონაგონია? ეს საოცარი წიგნი მიკასთან ერთად გამოგზაურებს ჯადოსნურ სამყაროში და დაგარწმუნებს, რომ სასწაულის მოხდენა ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ ბავშვსაც შეუძლია.
    12.9
    ცისფერი ირემი
    ავტორი: არჩილ სულაკაური სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა დაუნდობელი მონადირის, ჩახმახ ფილთაზარის ძაღლი პიპა გადაწყვეტს, ერთხელ და სამუდამოდ დააღწიოს თავი სასტიკი პატრონის მონობას და სახლიდან გაიპარება. იგი გზაში დაუმეგობრდება მოხეტიალე მუსიკოს ოლილეს. პიპასა და ოლილეს სურთ, აღკვეთონ ჩახმახ ფილთაზარის თავნებობა, რომელსაც ცისფერი ირმის მოკვლა განუზრახავს. ცისფერი ირემი ხომ ტყის მარადიული სულია – ის თუ მოკვდა, ტყეც მოკვდება! მეგობრებს ამ კეთილ საქმეში ტყის ბინადარნი – მწიგნობარი წერო შიო, კაჭკაჭი ჭიბო, ჩხიკვი ჟოჟო, მაჩვი მუჩო, ბაჯბაჯა დათვი და გაქუცული მგელიც ეხმარებიან და ისინი ერთად შეძლებენ ჩახმახ ფილთაზარის დამარცხებას. პიპასა და ოლილეს კიდევ ბევრი საინტერესო თავგადასავალი გადახდებათ, სანამ ბოლოს  საოცნებო პაპუჭინების ქვეყანაში არ მოხვდებიან, სადაც ყველა ძაღლი თავის კეთილ და მოსიყვარულე პატრონთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს.
    12.9
    ცნობილი ხუთეული 15 – ხუთეული საიდუმლო ბილიკზე
    ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა   ამჯერად ყველაფერი დაიწყო ასე: ტიმს მუყაოს საყელოს გამო ყველამ დასცინა. ჯორჯმა კი ვერ მოითმინა და საყვარელ მეგობართან ერთად უკაცრიელი მინდვრებისკენ გასწია. ბანაკს ენიც შეუერთდა. მაგრამ ჯორჯი სასოწარკვეთამ შეიპყრო – არდადეგებს ჯულიენისა და დიკის გარეშე შეიძლებოდა ჩაევლო. გოგონები მარტო შეუდგნენ გარემოს დაზვერვას – ასე აღმოაჩინეს საიდუმლოებით მოცული კოტეჯი და ძველ რომაელთა ბანაკი. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდები, რამხელა სუპერძალა აქვს ხუთეულს, თავდავიწყებით გაეხვიოს მორიგი თავგადასავლის ქარცეცხლში.
    8.9
    ცნობილი ხუთეული : ხუთეული და იდუმალი ტბა (წიგნი 10)
    წიგნი 10 ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა  სულაკაურის გამომცემლობა
    8.9
    ცნობილი ხუთეული : ხუთეული და პატარა მაწანწალა (წიგნი 9)
    9 ნაწილი ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    8.9
    ცნობილი ხუთეული : ხუთეული ხათაბალაში ეხვევა (წიგნი 8)
    8 ნაწილი ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    8.9
    ცნობილი ხუთეული – საგანძური
    ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა საგანძური ცნობილი ხუთეულის ხიფათითა და საიდუმლოებით სავსე ამბებს აერთიანებს. მეგობრები ხან საშიში დამნაშავეების პირისპირ აღმოჩნდებიან, ხან ცირკის ქარავანთან ერთად მოგზაურობენ, ხან აუცილებელ რამერუმეს ალაგებენ, რუკებზე სასურველ მარშრუტებს ინიშნავენ და ველოტურს გეგმავენ, ან საზაფხულო არდადეგებზე კარავში ცხოვრებით ტკბებიან და ახალ მეგობრებსაც იძენენ. მოკლედ, მათ საინტერესო თავგადასავლებს ბოლო არ უჩანს. კრებული საუკეთესო საჩუქარია სერიის მოყვარულთათვის და მათთვისაც, ვინც პირველად ეცნობა ცნობილ ხუთეულს.
    29.9
    სიახლე
    ცნობილი ხუთეული: ბოშათა ბანაკის საიდუმლო #13
    ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა – სქელ ნისლში შეაბიჯეს და იქიდან აღარასდროს გამოსულან! შინაც აღარ დაბრუნებულან. არც აღარავის უნახავს, უბრალოდ გაქრნენ… – თქვა მოხუცმა ბენმა, ჩიბუხი გააბოლა და ჩაფიქრდა. არა, რა დროს საჯინიბოში მშვიდად დასვენება, ცხენებით ჯირითი და გართობაა, როცა ირგვლივ თურმე ათასი უცნაურობა ხდება? თავგადასავლებს მონატრებულმა ენიმ, ჯულიენმა, ჯორჯმა და დიკმა გადაწყვიტეს, ტიმთან ერთად იდუმალი ჭანჭრობი აუცილებლად დალაშქრონ და გაარკვიონ, რა მოხდა სინამდვილეში დიდი ხნის წინათ. ვინ იცის, იქნებ ზღვიდან მოსული ჯადოსნური ნისლი რამე ახალსაც მალავს?! თუ ასეა, სწორედ შესანიშნავმა ხუთეულმა უნდა ახადოს ყველა საიდუმლოს ფარდა.
    8.9
    ცნობილი ხუთეული: ვერცხლისფერი ავტომობილის კვალდაკვალ #14
    მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა ერთ ღამეს კირინის კოტეჯს იდუმალი მამაკაცი ესტუმრა – ჯერ გზაზე ველოსიპედით გამოჩნდა, მერე ძია კვენტინის კაბინეტში ფანჯრიდან გადაძვრა, დილით კი გაქრა. უცნაური ამბები იმით გაგრძელდა, რომ ენისა და ჯორჯის საძინებელში ბიცოლა ფანიმ საწოლი დაამატა; და იმით დაგვირგვინდა, რომ ცნობილი ხუთეული მოულოდნელად შვიდეულად გადაიქცა. ეს კიდევ არაფერი — სულ მალე ბოროტმოქმედი გრინგოს და მისი დამქაშების წყალობით უდარდელი არდადეგები კინაღამ საბედისწერო არდადეგებმა შეცვალა. მაგრამ ჯორჯი, ტიმი, ენი, ჯულიენი და დიკი საფრთხეს არ უშინდებიან და მათი მოხერხებულობა, გამჭრიახობა და სიმამაცე საშიშ დამნაშავეებსაც ამარცხებს…
    8.9