santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ვსწავლობთ შეხებით - ცხოველები
    "ვსწავლობთ შეხებით" - ეს არის წიგნების სერია, რომლის მეშვეობითაც პატარები ბევრ ახალ სიტყვას ისწავლიან, დაათვალიერებენ ლამაზ ნახატებს და, რაც მთავარია, განუვითარდებათ ახალი უნარი - შეხებით შეგრძნება. წიგნში გამოყენებულია სხვადასხვა ფაქტურის ქსოვილი და ბავშვი ცხოველებსა და საგნებს გაიცნობს ტყავის, ბეწვის, ბუმბულისა თუ სხვა მასალის საშუალებით
    19.95
    ზამთარ-ზაფხულ საკითხავი ამბები
    რჩეული მითები, კლასიკური თხზულებები, ზღაპრები და ტრადიციული ისტორიები - ეს ყველაფერი დაგხვდება ულამაზესად ილუსტრირებულ კრეულში, რომელიც გარემომცველი ბუნებისა და წელიწადის ოთხი დროის შესახებ მიმზიდველ და შთამაგონებელ ამბებს მოგიყვება.
    27.95
    ზებრა იულიუსი – რომაელთა რისხვა (წიგნი პირველი)
    ავტორი: გარი ნორთფილდი   მთარგმნელი: ნინო ძანძავა ვინაა ის გმირი, რომელმაც მთელი რომი აალაპარაკა? გაიცანი რომაელთა რისხვა… გგონია, იცნობ? ყველამ იცის, რომ ზებრები ბალახს ჭამენ და თითქმის ყოველთვის მმმ… ლომების საკბილო ხდებიან. მოკლედ, ვაღიაროთ – ცოტა მოსაწყენი ცხოველები არიან.
    12.9
    ზუზუნები და ღუტუნები
    ავტორი:ირმა მალაციძე ილუსტრატორი: ირმა მალაციძე, მათე გახელაძე   ძვირფასო ბავშვებო, ეს წიგნი თქვენვისაა. კიდევ თქვენი დედიკოებისთვის და მამიკოებისთვის. ბებიებისა და ბაბუებისათვის... ის კი არა, ვფიქრობთ, თქვენი საყვარელი მასწავლებლებისთვისაც საინტერესო უნდა იყოს. ალბათ, იკითხავთ, რას გიამბობთ მასში? ახლავე მოგახსენებთ. წიგნი ერთ პატარა ბიჭზეა, რომელიც არ ჰგავს სხვა პატარა ბიჭებს. მას მათე ჰქვია. მასაც ჰყავს დედიკო და მამიკო, ბებიკო და ბაბუა. სხვა ბიჭებივით ისიც დადის საბავშვო ბაღში. უყვარს ტკბილეული და სათამაშოები. ოღონდ ის სამყაროს სხვაგვარად აღიქვამს. სხვა ბავშვებთან თამაშიც მაინცდამაინც არ უყვარს. ასეთი განსხვავებული კი იმიტომაა, რომ საძაგელი არსებები, ზუზუნები და ღუტუნები მოსვენებას არ აძლევენ. მათეს აუტიზმი აქვს. ალბათ იმასაც იკითხავთ – რა არის აუტიზმი? აი, გადაფურცლეთ წიგნი და თავად მიხვდებით. შეიძლება რომელიმე ნაცნობიც გაგახსნოთ. იმედია, ჩვენი წიგნის წაკითხვის შემდეგ უფრო მეტად გაუგებთ იმ ბავშვებს, რომლებიც სხვანაირად იქცევიან. შეიძლება ცოტა უცნაურებად მიიჩნევთ, მაგრამ თუ ეცდებით მათთან დამეგობრებას, გვჯერა, აუცილებლად გამოგივათ. წარმატებას გისურვებთ!
    29.95
    ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი
    ავტორი: ლევან ბოლქვაძე   „ნაწარმოებს ზღაპარი თუ ჰქვია სულაც არ ნიშნავს, რომ მხოლოდ პატარებისთვის დაწერეს. ლევან ბოლქვაძის ზღაპარიც მოზარდების, მათი მშობლებისა და მასწავლებლების წასაკითხი წიგნია. ყველაზე მეტად კი სწორედ მასწავლებლების ყურადღება მინდა მივიქციო, ერთი უბრალო მიზეზის გამო – საუკეთესო კლასგარეშე საკითხავი რომ შესთავაზონ მოსწავლეებს.   ზღაპარს ვერც ლევან ბოლქვაძის ცხოვრებას დავარქმევდი: ოცდაერთი წლის იყო, რომ გადაასახლეს და სამი წელი გულაგში გაატარებინეს. „მკითხველო, შესაძლოა თორმეტი წლის ბიჭი არც ისე პატარა გეჩვენოს, მაგრამ, როცა გიამბობ თავს რაც გადახდა, მაშინ დამეთანხმები, რომ მისთვის ასეთი ფათერაკები ნამდვილად ნაადრევი იყო,“ – ავტობიოგრაფიული მომენტები ნაწარმოების დასაწყისიდანვე თვალშისაცემია. მთავარ გმირ ჭაბუკასა და ავტორს შორის უნებლიეთ პარალელს ვავლებთ...   1978 წელს გამომცემლობა „ნაკადულის“ რედაქტორმა, არჩილ სულაკაურმა „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“ რისკის ფასად გამოსცა. იმჟამინდელი პოლიტიკური ატმოსფეროდან გამომდინარე, რუსებმა ნაწარმოებს პოლიტიკური პამფლეტი უწოდეს და თარგმანზე უარი განაცხადეს. თუმცა, შორს რომ არ წავიდეთ, წიგნი სათანადოდ არც ქართველმა მკითხველმა მიიღო და გაითავისა. საბავშვო თუ საყმაწვილო ლიტერატურაში მრავლად გვხვდება მსგავსი გმირები, უამრავი დადებითი თვისებით აღჭურვილები და ამავე დროს წიგნიერები. ეს ერთგვარი ნელი მოქმედების ნაღმია, მწერალი საკუთარ აბზაცებში შეგნებულად რომ დებს...“ – მაკა ლდოკონენი    
    15.95
    ზღაპრები ყველაზე პატარებისთვის
    სერია: ვიკითხოთ ერთად „ვიკითხოთ ? ერთად“ გამორჩეულია იმით, რომ ამ სერიის ყველა წიგნის „წაკითხვა“ 3 წლის ბავშვსაც შეუძლია. მერე რა, რომ ამ ასაკში კითხვა არ იცის. როგორ? აი, ასე: იყო და არა იყო რა, იყო ერთი – ? – სიტყვებს კითხულობთ თქვენ, ნახატებს „კითხულობს“ ბავშვი. სერია თქვენს პატარას ადრეულ ასაკშივე გაუღვივებს სიყვარულს წიგნის მიმართ, განუვითარებს დაკვირვებულობისა და დეტალებზე კონცენტრაციის უნარებს და კითხვის პროცესს უფრო სახალისოს გახდის. მაშ ასე, გადაშალეთ ეს ფერადი ? და იკითხეთ ერთად.
    17.9
    ამოწურულია
    თავადის ქალი მაია და სხვა მოთხრობები (13-14)
    ავტორი: ლეო ქიაჩელი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა  
    6.9
    თავსატეხები (დახატე და წაშალე)
    ასაკი: 3+ წიგნი + კალამი   ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი თავსატეხებს და სახალისო დავალებებს აერთიანებს. მათი დახმარებით სკოლამდელი ასაკის ბავშვები გაივარჯიშებენ გონებას, ისწავლიან ლოგიკურ აზროვნებას და კალმის სწორად ჭერას.  
    9.9
    თევზი ხეზე
    ავტორი: ლინდა მალალი ჰანთი მთარგმნელი: მთარგმნელი: ლია ჯამბურია სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი ელის კლასელების უმეტესობა არანორმალურს ეძახის და დასცინის. მასწავლებლებიც ვერ უგებენ, რის გამოც გოგონა ხშირად ხვდება დირექტორის კაბინეტში… თუმცა, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ელის ვერაფრით გაუგია, როგორ კითხულობენ სხვები, როცა მისთვის ასოები პეპლებივით დაფრინავენ… ერთ დღესაც სკოლაში ახალი მასწავლებელი, მისტერ დენიელსი მოდის და ყველაფერი იცვლება. ის ხვდება, რომ ელის დისლექსია, ანუ წერა-კითხვის უნარის დარღვევა, აქვს და დახმარება სჭირდება; მისი დამსახურებით, თანდათან მთელი სკოლა რწმუნდება, რომ ელი არანორმალური კი არა, პირიქით, ნიჭიერი მხატვარი და მოაზროვნე მოსწავლეა. „თევზი ხეზე“ არის წიგნი, რომელიც ყველა მოსწავლემ და მასწავლებელმა უნდა წაიკითხოს. ეს საოცარი ამბავი ბავშვებსაც და მოზრდილებსაც უდავოდ დაგარწმუნებთ, რომ „შეზღუდული შესაძლებლობა“ პირობითი ტერმინია; რომ სინამდვილეში, როგორც ცნობილი მეცნიერი ალბერტ აინშტაინი იტყოდა: „ყველა ჭკვიანია, მაგრამ თუ თევზის შესაძლებლობებს იმის მიხედვით განსჯი, ხეზე ასვლა შეუძლია თუ არა, ის დაიჯერებს, რომ სულელია“. სხვათა შორის, დისლექსია ბავშვობაში აინშტაინს და კიდევ ბევრ ცნობილ ადამიანს  ჰქონდა.
    12.9
    თევზი, სახელად ალეგრია
    ავტორი: თევზი სახელად ალეგრია მთარგმნელი: თინა ბატიაშვილი სელენემ და დედამისმა ბინა სამსართულიან კორპუსში იყიდეს, მაგრამ ორი კვირა ისე გავიდა, თვალი ვერცერთ მეზობელს ვერ მოჰკრეს. კორპუსის ადმინისტრატორისთვის რომ გეკითხათ, აქ გიჟები ცხოვრობდნენ, სელენემ გადაწყვიტა, მოჩვენებებიო, მაგრამ არც ერთი და არც მეორე მართალი არ ყოფილა. სინამდვილეში სოლდადიტო პლომოს 13-ში დარდით დამძიმებული კარჩაკეტილი ადამიანები ბინადრობდნენ და იმისთვის, რომ მათი დარდი გამქრალიყო, მტრობას სიყვარული ჩანაცვლებოდა და თითოეულის ჩაკეტილი გული და კარი სიხარულს გაეღო – სასწაული იყო საჭირო. სადარბაზოს შესასვლელში პატარა გოგონას დატოვებული პატარა აკვარიუმი და აკვარიუმში – პაწაწა ოქროსფერი თევზი, სწორედ ასეთი სასწაული აღმოჩნდა… და რა ამბები დატრიალდა უჟმური მეზობლების თავს მისი გამოჩენის შემდეგ, ამ წიგნში უნდა გიამბოთ.
    8.9
    თეთრი ეშვი
    ავტორი: ჯეკ ლონდონი მთარგმნელი: ალექსანდრე გამყრელიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ჩრდილოეთის უდაბურ მხარეში მშიერი მგლების ხროვა დაძრწის. მათ შორისაა კიჩი, ნახევრად მგელი, ნახევრად კი – ძაღლი. თუმცა, წიგნის მთავარი პერსონაჟი კიჩი კი არა, მისი ლეკვია – თეთრი ეშვი. ეს სახელი მას პირველმა პატრონმა, გულცივმა ინდიელმა, რუხმა თახვმა დაარქვა. თეთრი ეშვი ჯერ სამარხილე ძაღლი გახდა, შემდეგ კი ბოროტი და დაუნდობელი ლამაზო სმიტის ხელში მებრძოლ არსებად იქცა. თეთრი ეშვი ბოროტი იყო, როცა შეუბრალებელ პატრონებთან ცხოვრობდა, მზრუნველ უიდონ სკოტთან კი მას სიკეთის უნარი დაუბრუნდა.
    9.9
    თექის წიგნი – პირველი სიტყვები
    შესანიშნავი ილუსტრაციებით გაფორმებული ამ რბილი და მსუბუქი წიგნით ბავშვები შეისწავლიან პირველ სიტყვებს. წიგნის თითოეულ გვერძე პატარები აღმოაჩენენ თექის ჩანართებს, თითებით შეეხებიან და იგრძნობენ განსხვავებას თექისა და მუყაოს გვერდების ზედაპირებს შორის. ასაკი 3-5 წელი
    19.9
    თექის წიგნი – ფერები და რიცხვები
    შესანიშნავი ილუსტრაციებით გაფორმებული ამ რბილი და მსუბუქი წიგნით ბავშვები შეისწავლიან ფერებსა და რიცხვებს. წიგნის თითოეულ გვერძე პატარები აღმოაჩენენ თექის ჩანართებს, თითებით შეეხებიან და იგრძნობენ განსხვავებას თექისა და მუყაოს გვერდების ზედაპირებს შორის.
    19.9
    თვალებბრიალა წიგნი - გარეული ცხოველები
    წიგნი მოძრავი თვალებით! ცნობისმოყვარე პატარებს ძალიან მოეწონებათ მისი ნჯღრევა. ამ საყვარელი დასურათებული წიგნის მეშვეობით ბავშვები გარეულ ცხოველებს გაეცნობიან. 
    8.95
    თვალებბრიალა წიგნი - ფერმის ცხოველები
    წიგნი მოძრავი თვალებით! ცნობისმოყვარე პატარებს ძალიან მოეწონებათ მისი ნჯღრევა. ამ საყვარელი დასურათებული წიგნის მეშვეობით ბავშვები ფერმის ცხოველებს გაეცნობიან. 
    8.95
    თვალებბრიალა წიგნი - შინაური ცხოველები
    წიგნი მოძრავი თვალებით! ცნობისმოყვარე პატარებს ძალიან მოეწონებათ მისი ნჯღრევა. ამ საყვარელი დასურათებული წიგნის მეშვეობით ბავშვები შინაურ ცხოველებს გაეცნობიან. 
    8.95
    თვალებბრიალა წიგნი - ცხოველთა შვილები
    წიგნი მოძრავი თვალებით! ცნობისმოყვარე პატარებს ძალიან მოეწონებათ მისი ნჯღრევა. ამ საყვარელი დასურათებული წიგნის მეშვეობით ბავშვები ცხოველთა შვილებს გაეცნობიან. 
    8.95
    თოვლიანი დღის სიტყვების წიგნი
    ასაკი: 2+ როტრაუტ სუზან ბერნერის ილუსტრაციებით დეტალიზებულ, ფერად ილუსტრაციებზე პატარა ფიგურების პოვნა, არც ისე მარტივი, მაგრამ ძალიან სახალისო თავსატეხია, რომლითაც პატარები სიამოვნებით გაერთობიან. წიგნში მოცემულ 100-ზე მეტ ფიგურას თავისი სახელი აქვს მიწერილი, რაც ბავშვებს სიტყვების შესწავლას გაუადვილებს, ნახატების პოვნა კი ყურადღების კონცენტრაციის, დაკვირვებულობისა და დეტალებზე ორიენტირების უნარებს განვითარებაში დაეხმარება.
    16.9
    თხა და ვენახი
    ილუსტრატორი: ნინო ჯიჯავაძე გამომცემლობა: არტანუჯი  
    21.95
    თხუთმეტი წლის კაპიტანი
    ავტორი: ჟიულ ვერნი მთარგმნელი: იათო კოტეტიშვილი სერია: მოსწავლოს ბიბლიოთეკა დიკ სენდი ყველაზე მამაცი კაპიტანია ამქვეყნად. თუმცა, სანამ კაპიტანი გახდებოდა, ის იუნგად მსახურობდა ვეშაპებზე მონადირე ხომალდზე, კაპიტნისა და მეზღვაურების ტრაგიკული აღსასრულის შემდეგ კი გემის უფროსობა ითავა. უკვე კაპიტან დიკს არაერთი ფათერაკი გადახდა თავს ჯერ ოკეანეში ცურვისას, შემდეგ – აფრიკის სავანაში ხეტიალისას, სადაც მოღალატეთა „წყალობით“ აღმოჩნდა თანამგზავრებთან ერთად და ბოლოს ტყვეთა ბანაკშიც კი გამოკეტეს, საიდან თავის დაღწევაც არც ისე იოლია. „თხუთმეტი წლის კაპიტანი“ მთელ მსოფლიოში უამრავი თაობის საყვარელი საკითხავია. ეს არის წიგნი, რომელიც გვარწმუნებს, რომ სიკეთე, თავდადება და სიმამაცე მარადიული ფასეულობებია.
    10.9
    იავნანა ლილისთვის
    ამბავი იწყება ასე: თავიდან მხოლოდ ოთხნი ვიყავით: მე, ლუკა, დედა და მამა.მერე ლილი დაიბადა და გავხუთდით. 4+1=5. მე ლუნა მქვია და მაშინ მეც ხუთი წლის ვიყავი. ლუკა ჩემზე დიდია, სამი წლით. 5+3=8. დედა და მამა ბევრის იყვნენ, მაგდენი მიმატება, აბა, რა ვიცოდი.
    13.95
    იავნანამ რა ჰქმნა და სხვა მოთხრობები (9-10)
    ავტორი: იაკობ გოგებაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა
    9.9
    იაკობ გოგებაშვილი - მკვეხარა ქოთანი
    იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი (დ. 27 ოქტომბერი [ძვ. სტ. 15 ოქტომბერი] 1840, სოფ. ვარიანი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი ― გ. 14 ივნისი [ძვ. სტ. 1 ივნისი] 1912, თბილისი) ― ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
    16.95
    იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები
    ეს ფერადი წიგნი დიდ ადამიაბურ სიბრძნეს შემოგაგებებს. მასში შენი მეგობრები ცხოვრობენ - ქართულ ხალხურ ზეპირსიტყვიერებასა და ლიტერატურაში მიგნებული და „გაქართველებული“ ბუნების შვილები - ადამიანი და მცენარე, უამრავი შინაური და ტყიური არსება. ასე რომ, არ გაიკვირვო, თუ მათ ხასიათსა და საქციელში საკუთარს დაინახავ. ეს ამბები და შეგონებები იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილ სახელმძღვანელოებსა და კლასგარეშე საკითხავებშიც შეგხვდება მშიშარა ვანო; ირემი; მკვეხარე ქოთანი; ყვავი; მგელი და მეცხვარეები; არწივი და ყვავი; თხა და მელია; მგელი და წერო; ლომი და ბაყაყი; კუ და არწივი; ირემი და ვენახი;მუქარა;თავის დასჯა; ძუნწი; ღარიბი გველი და სხვა...
    27.95