santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • კაფკა და მოგზაური თოჯინა
    ავტორი: ჯორდი სიერა ფაბრა მთარგმნელი: თინა ბატიაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ადრიანი გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, თოჯინა სახელად ბრიჯიდა სამოგზაუროდ წავიდა. თოჯინამ მთელი მსოფლიო მოიარა: ლონდონი, პარიზი, ვენა, გადაიარა საჰარის უდაბნო და ინდოეთამდეც ჩავიდა, ჩინეთის დიდი კედელი დალაშქრა, საჰაერო ბურთით ჰიმალაის მთებს გადაუფრინა, ბოლოს კი აფრიკამდეც ჩააღწია. ბრიჯიდას მოგზაურობა ბერლინში მდებარე სტეგლიცის პარკში ზუსტად ასი წლის წინ, 1923 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც მწერალი ფრანც კაფკა გოგონა ელსის დაუმეგობრდა და ყველაზე დაუვიწყარი თავგადასავალი უსახსოვრა. ეს სათამაშოს ისტორია ესპანელი საბავშვო მწერლის, ჯორდი სიერა ფაბრას ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებადაა მიჩნეული და მეგობრობის, თავისუფლების, სიკეთისა და თანაგრძნობის ჩინებულ მაგალითს წარმოადგენს.  
    8.9
    კაცი და მისი უცნაური პიანინო
    ავტორი: გურამ პეტრიაშვილი ილუსტრატორი: თაკო ბაქრაძე გამომცემლობა: ინტელექტი
    17.95
    კეთილი ბებერი ბუები და სხვა მოთხრობები
    ავტორი: რევაზ ინანიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ამ წიგნში თავმოყრილია მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერლის, რევაზ ინანიშვილის რჩეული მოთხრობები პატიოსან, მშრომელ, გულწრფელ ადამიანებზე. ამ ნაწარმოებებში ცხოველები და ფრინველებიც კი სიყვარულითა და სიკეთით სავსენი არიან. წიგნში შეხვდებით ბებერ ბუებს, რომლებმაც თავიანთ ფრთებქვეშ შეიფარეს და გაყინვას გადაარჩინეს პატარა ბიჭუნა; ასტრონომობაზე მეოცნებე მამაც ბიჭს, შიოს, რომელმაც საშინელ ავდარში ვაჟკაცურად გადალახა ადიდებული მდინარე; გულისხმიერ მასწავლებელს, რომელმაც პატარა, ღარიბ მოსწავლეს გული ნუგეშითა და რწმენით გაუთბო. წაიკითხეთ და თქვენც გაითბეთ გულები სიყვარულით, იმედით, ღვთიური და ადამიანური სიკეთით სავსე ამ არაჩვეულებრივი მოთხრობებით.
    8.9
    კეთილიონი
    ავტორი: არნფინ ქოლერუ მთარგმნელი:  სოფო ქარჩხაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: საოცრება ყდა: რბილი 10 წლის ფრანკის ცხოვრება იმ დღეს იცვლება, როცა ის და დედამისი 24 მილიონ კრონას მოიგებენ. დედა კი გადაწყვეტს, ბანკში შეინახოს ფული და არავის გაანდოს ეს ამბავი, მაგრამ პატარა დაბაში რაიმეს დამალვა ძალიან რთულია… ყველაფერი მაშინ აირევა, როცა ფრანკის დედა გადაწყვეტს, სიკეთის კონკურსი გამოაცხადოს, „კეთილიონის“ გამარჯვებული კი 1 მილიონით დააჯილდოოს.
    12.9
    კლოდი არდადეგებზე (წიგნი მეორე)
    ავტორი: ალექს ტ. სმიტი მთარგმნელი: ნინო გოგალაძე კლოდის და სერ ბურძგლაწინდას თავგადასავლები გრძელდება! როდესაც ბატონი და ქალბატონი პრიალაჭვინტები სამსახურში მიდიან, წითელბერეტა კლოდი და მისი განუყრელი მეგობარი სერ ბურძგლაწინდა გადაწყვეტენ, რომ კარგი დასვენება სჭირდებათ და პირველ არადადეგებს მოიწყობენ. მეგობრები ბარგს ალაგებენ და მორიგი თავგადასავლის საძიებლად ზღვის სანაპიროსკენ გაეშურებიან. ისე იქცევიან, როგორც სხვები – ისვამენ მზისგან დამცავ კრემს, ირუჯებიან, აგებენ ქვიშის ულამაზეს სასახლეებს, ჭამენ ნაყინს… ასე მშვიდობიანად ჩაივლიდა ყველაფერი, რომ არა ზღვიდან წამოსული კაცის ყვირილი, რომელსაც ზვიგენი მისდევდა და არსაიდან გაჩენილი მეკობრეები. იქ კი, სადაც მეკობრეები არიან, აუცილებლად უნდა იყოს განძიც…
    8.9
    კლოდი ქალაქში
    ავტორი: ალექს ტ. სმიტი მთარგმნელი: ნინო გოგალაძე კლოდი ჩვეულებრივი ძაღლი არ არის – მისი ცხოვრება სავსეა არაჩვეულებრივი ამბებით. პატარა, ფუმფულა და ძალიან გამჭრიახი კლოდი ბატონ და ქალბატონ პრიალაჭვინტებთან ცხოვრობს. ერთ დღესაც, როცა ბატონი და ქალბატონი პრიალაჭვინტები კლოდს მარტო დატოვებენ, ის თავის საუკეთესო მეგობართან, სერ ბურძგლაწინდასთან ერთად ქალაქში მიდის სასეირნოდ. კლოდს ფათერაკები ყოველთვის თან სდევს. მეგობრებო გზად ხელოვნების მუზეუმში შედიან, სადაც ძარცვას შეესწრებიან. კლოდი სიმამაცეს გამოიჩენს, მძარცველს ხელს შეუშლის და ქალაქის გმირის ტიტულსაც დაიმსახურებს.
    8.9
    კლუბი ასპარაგუსი
    ავტორი: ჯესიკა სკოტ-უაიტი სერია: საოცრება   მთარგმნელი: ქეთი ჩართოლანი მე ლეონ ლეონ ჯონ კროთერსი მქვია. ვარ 4,779 დღის (მათთვის, ვინც მათემატიკაში მოიკოჭლებს – 13 წლისა და 1 თვის). ექვს სხვადასხვა სკოლაში ვსწავლობდი. ადამიანების უმრავლესობას ჰგონია, რომ მძიმე ხასიათი მაქვს… თითქმის ყოველთვის ყველაფერს ძალიან, ძალიან არასწორად ვიგებ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის ვიტყვი საწყენ სიტყვებს და იმაზე განსხვავებულად მოვიქცევი, რაც „ნორმად“ მიიჩნევა…ჩემი ტვინი განსხვავებულადაა მოწყობილი და ამას უნდა გავუმკლავდე. აი, ყველაფერი, რაც ჩემზე უნდა იცოდე.
    12.9
    კნუტი, სახელად კნაჭა
    მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა   როცა ჯეინმა და მისმა საუკეთესო მეგობარმა ტომმა ფარდულში მიტოვებული კნუტი იპოვეს, გოგონა საგონებელში ჩავარდა. ძალიან მოუნდა, ფისო შინ დაეტოვებინა, სახელიც კი შეურჩია – კნაჭა. მაგრამ მშობლებმა მისი გაყიდვა გადაწყვიტეს, შინ მეტ ცხოველს ვერ მოვიყვანთო. საინტერესოა, შეძლებენ თუ არა მეგობრები, კნაჭას საშობაოდ საუკეთესო საჩუქარი – კეთილი ოჯახი და თბილი სახლი – მოუძებნონ…  
    8.9
    კომბლე
    ხალხური ზღაპარი ტექსტის ავტორი: ინგა ანთიძე ილუსტრატორი: ნინო ჯიჯავაძე გამომცემლობა: არტანუჯი  
    19.95
    კომეტა მუმინების ხეობაში
    ავტორი: ტუვე იანსონი   მთარგმნელი: დავით გაბუნია „კომეტა დედამიწას დაეჯახება 7 აგვისტოს საღამოს 8 საათსა და 42 წუთზე, შესაძლოა, 4 წამით გვიან“. რა ელის დედამიწას? მუმინტროლი და სნიფი ობსერვატორიის საპოვნელად გაემართებიან, საიდანაც არცთუ დამაიმედებელი ამბით, მაგრამ ახალ მეგობრებთან ერთად დაბრუნდებიან. ფინელი მხატვარი და მწერალი ტუვე იანსონი 25 წლის განმავლობაში ქმნიდა მუმინების სამყაროს. მუმინების ხეობაში ყველაზე უჩვეულო, უკარება, მარტოსულ სტუმარსაც კი თავს შინ აგრძნობინებენ. ისინი სიყვარულით, მზრუნველობითა და თანაგრძნობით მასპინძლობენ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ არსებებს. თუნდაც ეს არსებები სნორკები, ჰემულები, ფილიფიონკები ან მიმლები იყვნენ. ტუვე იანსონის უმთავრეს ადამიანურ ღირებულებებზე აგებული მსოფლმხედველობა მთელ მსოფლიოში მილიონობით მკითხველს ხიბლავს.
    11.9
    კომეტა მუმინების ხეობაში (7-8)
    ავტორი: ტუვე იანსონი მთარგმნელი: დავით გაბუნია სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა  
    7.9
    კორალაინი
    ავტორი: ნილ გეიმანი მთარგმნელი: ლელა ფიროსმანიშვილი ვისაც ხიბლავს იდუმალებით მოცული, ჯადოსნური თავგადასავლები და, ზოგადად, ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებები, აუცილებლად უნდა წაიკითხოს თანამედროვე ბრიტანელი მწერლის, გრაფიკული რომანებისა და კომიქსების ავტორის, ნილ გეიმანის ბესტსელერი „კორალაინი“, რომელიც უკვე რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდა. ქართულ ენაზე პირველად გამოცემული „კორალაინი“ შეიძლება თქვენთვის შეუცვლელი თანამგზავრი აღმოჩნდეს საიდუმლო კარს მიღმა არსებულ მომიჯნავე ქვეყანაში, რომელიც მხოლოდ ერთი შეხედვით წააგავს ნამდვილს.
    12.9
    კოსმოსი (დახატე და წაშალე)
    ასაკი: 3+ წიგნი + კალამი ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი პლანეტების თემაზე შექმნილ სახალისო დავალებებს აერთიანებს. მათი დახმარებით სკოლამდელი ასაკის ბავშვები ეცნობიან მზის სისტემას. ისწავლიან კალმის სწორად ჭერას და გაიუმჯობესებენ მოტორულ უნარებს.
    9.9
    კოსმოსური საქმე
    ავტორი: სტიუარტ გიბსი მთარგმნელი: არჩილ რაჭველი სერია: ლიბერკიდსი   მთვარეზე მომხდარი მკვლელობის საიდუმლო ამ იუმორისტულ და დაძაბულობებით აღსავსე კოსმოსურ თავგადასავალსT he New York Times Book Review-ის სიტყვებით, ,,აღმაფრთოვანებელ და ბრწყინვალე თრილერად“ აქცევს. მთვარის ბაზა „ალფაზე“ მცხოვრები 12 წლის დეშილ გიბსონი მთელ მსოფლიოშია ცნობილი, როგორც ერთ-ერთი პირველი ბინადარი მთვარეზე. დეშილი ლამის ჭკუიდან გადავიდეს, რადგან ბავშვებს მთვარის ზედაპირზე გასვლა ეკრძალებათ. ისინი ბაზაზე, პატარა ფართობზე არიან გამოკეტილნი და გასართობი ბევრი არაფერი აქვთ. დეშს მხოლოდ ერთი თანატოლი ჰყავს და ისიც მთელ თავის დროს ვირტუალურ სამყაროში და კომპიუტერულ თამაშებში ატარებს. და უცებ მთვარის ბაზა „ალფას“ მთავარ მეცნიერს მკვდარს პოულობენ. დეშს ეჭვები უჩნდება, მაგრამ მისი არავის სჯერა. ყველა თანხმდება, რომ დოქტორი ჰოლცი მთვარის ზედაპირზე აი, ასე, უბრალოდ, მუზარადის სათანადოდ მორგების გარეშე გავიდა. მაგრამ დეშმა იცის, რომ დოქტორი ჰოლცი მნიშვნელოვანი აღმოჩენის მიჯნაზე იდგა და რომ ამ საიდუმლომ, შეიძლება, ყველაფერი შეცვალოს...
    11.95
    კურდღელი პიტერი: გილოცავ დაბადების დღეს
    მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი დღეს პიტერის დაბადების დღეა! მაგრამ ნუთუ ყველას დაავიწყდა ეს დღე – დედას, დაიკოებს, მეგობრებს… კურდღელი პიტერი თავს მარტოსულად გრძნობს და ძალიან მოწყენილია. როგორ ფიქრობ, დიდ სიურპრიზს ხომ არ უმზადებენ ოჯახი და მეგობრები?! სერიაში პირველი ამბები აღმოაჩენთ 1-დან 3 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილ წიგნებს.  
    14.9
    კურდღელი პიტერი: საშობაო სურვილი
    მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი დღეს შობაა კურდღლების სოროში! მაგრამ თოვლის პაპა მხოლოდ მაშინ მოდის, როცა ყველას ტკბილად სძინავს… კურდღელ პიტერს კი ძალიან უნდა, თოვლის პაპა თავისი თვალით ნახოს. როგორ ფიქრობ, აუხდება საშობაო სურვილი? სერიაში პირველი ამბები აღმოაჩენთ 1-დან 3 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილ წიგნებს.  
    14.9
    კურდღელი პიტერი: ძილი ნებისა, პიტერ!
    მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი ძილი ნებისა, პიტერ! დღეიდან შენს საკუთარ ლამაზ ოთახში დაიძინებ! მაგრამ ახალი ოთახი ძალიან დიდია… კურდღელი პიტერი კი სულ მარტოა! ნეტავ საშიში ხომ არაა? როგორ ფიქრობ, მიეჩვევა მარტო დაძინებას? სერიაში „პირველი ამბები“ აღმოაჩენთ 1-დან 3 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილ წიგნებს.  
    14.9
    ამოწურულია
    კურკას ქორწილი და სხვა მოთხრობები (13-14)
    ავტორი: მიხეილ ჯავახიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა  
    7.9
    ლა ფონტენის რჩეული იგავები
    "ეს საუცხოოდ ილუსტრირებული წიგნი, თავისი დაუვიწყარი პერსონაჟებით, პატარა მკითხველს დიდებული ფრანგი მეიგავის, ჟან დე ლა ფონტენის, საარაკო სამყაროში ამოგზაურებს."
    27.95
    ლაბირინთები (დახატე და წაშალე)
    ასაკი: 3+ 22-გვერდიანი წიგნი + კალამი ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი, რომელიც სხვადასხვა სირთულის ლაბირინთებს აერთიანებს, სკოლამდელი ასაკის ბავშვებს გაუვარჯიშებს გონებას და განუვითარებს ლოგიკურ აზროვნებას. წიგნს მოყვება კალამი, რომელიც მარტივად იშლება და ბავშვებს ამ წიგნის გამოყენება მრავალჯერადად შეეძლებათ.
    9.9
    ლექსები ყველაზე პატარებისთვის 3+
    ავტორი: კრებული სერია: საბავშვო ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა ყდა: მაგარი  
    10.9
    ლილის თავგადასავალი გუბურასთან
    ბაყაყი ლილი გუბურის გარშემო საინტერესო თავგადასავლის გმირი გახდა. ვის ან რას შეხვდება გზად? ამას ამ საყვარელი წიგნიდან შეიტყობთ.
    16.95
    ლოგიკა: თავსატეხები (დაწერე და წაშალე)
    ასაკი: 7+ 22-გვერდიანი წიგნი + კალამი ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის სახალისო თავსატეხებს აერთიანებს, რომელთა ამოხსნა დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს გაუვარჯიშებს გონებას და განუვითარებს სხარტ, ლოგიკურ აზროვნებას.
    9.9
    ლოგიკური თავსატეხები საზრიანი ბავშვებისთვის
    სერია ლოგიკური თავსატეხები სამ წიგნს აერთიანებს. თითოეულში 100- ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოა. ამ კრებულებში დაგხვდებათ ლოგიკური თავსატეხები, ფაზლები, მათემატიკური ამოცანები, კროსვორდები, სუდოკუები, მეხსიერების სავარჯიშოები. თითოეული სავარჯიშოს პასუხი წიგნს ბოლოში აქვს დართული. ეს წიგნები მათემატიკის პედაგოგებს შეუძლიათ გამოიყენონ როგორც დაწყებითი (III კლასიდან), ისე საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან.
    8.9