santaesperanza
მილი-მოლი-მენდის ახალი თავგადასავალი (6 წლიდან)
ავტორი: ჯოის ლანკასტერ ბრისლი მთარგმნელი: მაია წითაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა
8.9
მიმბო-ჯიმბო მეგობარს სტუმრობს
ავტორი: იაკობ მარტინ სტრიდი მთარგმნელი: თამარ კაკუბავა   ვინ არიან საუკეთესო მეგობრები, რომლებსაც შეუძლიათ სტუმრად ეწვიონ პატარა გოგონას შორს, უცხო ქვეყანაში შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს? ესენი არიან მიმბო-ჯიმბო და მუმბო-ჯუმბო!   ჩვენ უნდა წავიდეთ საცურაო აუზზე, შემდეგ მუზეუმში და ბოლოს შევაგროვოთ ველური წაბლი.
21.95
მიმბო-ჯიმბო ხელოვნების ნიმუშს ქმნის
ავტორი: იაკობ მარტინ სტრიდი მთარგმნელი" თამარ კაკუბავა   დღეს მიმბო-ჯიმბომ ხელოვნების ნიმუში უნდა შექმნას. მან უნდა გამოიყენოს საღებავები, ჩოგბურთის ჩოგანი, ზარბაზანი და მუმბო-ჯუმბო. ეს ძალიან რთულია.
21.95
მიმქრალი შარავანდედი
ავტორი: ვასილ ბარნოვი   სერია – ისტორიული რომანი   საგანგებო ფორმატის – ე. წ. ჯიბის წიგნი, რომლის ტარება და გაცნობა მკითხველს ნებისმიერ ადგილზე შეუძლია. გამოჩენილი ქართველი მწერლების თვალით დანახული წარსული – ორიგინალურად წარმოდგენილი ისტორიული რეალიები, ლიტერატურულ პერსონაჟებად გარდაქმნილი რეალური პიროვნებები, მათი საოცარი თავგადასავლები და მიმზიდველი სიუჟეტები, რაც გულგრილს არავის დატოვებს
5.6
მინაუ ბლაის წმინდა ტყუილები
ავტორი: ოუკსი სტეფანი მთარგმნელი: დათო აკრიანი სერია: ლიბერთინს   ჩვიდმეტი წლის გოგონამ - მინაუ ბლაიმ ცხოვრების დიდი ნაწილი თემში გაატარა. იქაურმა დაუნდობელმა კანონებმა, ახალი რელიგიის ფანატიკოსებმა წაართვეს მას ბავშვობა, თავისუფლება და, როდესაც იგი ამ სიბნელის წინააღმდეგ აღდგა, წაართვეს ხელებიც. სასტიკად დასჯილი და ადამიანებისადმი ნდობადაკარგული მინაუ არასრულწლოვანთა ციხეში ხვდება. გოგონა ცდილობს, დაივიწყოს წარსული ტანჯვა-წამება და მასთან მისულ გამომძიებელს თემში მომხდარი საშინელებები დაუმალოს.
12.95
მინდა ვიყო საოცარი ცხოველი
ყოველი გვერდის გადაშლისას აღმოაჩინეთ ცხოველების ეს წარმოსახვითი პერსონაჟები. წიგნი "მინდა ვიყო...", შესანიშნავი ილუსტრაციებით, პირველი ძირითადი სიტყვებითა და გამოსახულებებით, აუცილებლად მოეწონებათ თქვენს პატარებს!
19.95
მინდა ვიყო ყოჩაღი დამხმარე
ყოველი გვერდის გადაშლისას აღმოაჩინეთ საოცარი და მისაბაძი უფროსები. წიგნი "მინდა ვიყო...", შესანიშნავი ილუსტრაციებით, პირველი ძირითადი სიტყვებითა და გამოსახულებებით, აუცილებლად მოეწონებათ თქვენს პატარებს!
19.95
მინერალური ჯაზი
ავტორი: ზაზა ბურჭულაძე
12.9
მინოტავრი. დავალება
აბტორი: ფრიდრიხ დიურენმატი მთარგმნელ(ებ)ი მაია ბადრიძე სერიის დასახელება ET CETERA   შვეიცარიელი მწერალი ფრიდრიხ დიურენმატი (1921-1990),  უპირველეს ყოვლისა, ცნობილია, როგორც ფსიქოლოგიური დეტექტივის დიდოსტატი. წიგნი დიურენმატის ორ ნაწარმოებს აერთიანებს. დრამატული ბალადა „მინოტავრი“ არის სევდიანი ამბავი ურჩხულზე, რომელიც მინის კედლებიან ლაბირინთში გამოკეტეს და რომელიც ცდილობს, გარშემო არეკლილ უთვალავ ორეულთან დაამყაროს ურთიერთობა.     „დავალება, ანუ დამკვირვებლების დამკვირვებლის დაკვირვება“ ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური დეტექტივია, სადაც სიუჟეტი უცნაური შემთხვევითობებისა და გასაოცარი დამთხვევების ფონზე ვითარდება. ამ სამყაროში არავინ არავის ენდობა. აქ ყველა ყველას და ყველაფერს აკვირდება. იმარჯვებს ის, ვინც ცდილობს, ძალადობის, ტყუილის, საზოგადოებრივი აზრით მანიპულაციის მექანიზმის ახსნას, ვინც მოვლენების კულისებში იხედება და მათ იდუმალების ნიმბს აშორებს.
11.95
მიო, ჩემო მიო (9-11)
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ეს არის ასტრიდ ლინდგრენის უმშვენიერესი ზღაპარი პატარა ბიჭზე. მისი სახელია ბოსე, სტოკჰოლმის ერთ პატარა ქუჩაზე ცხოვრობს და ჰგონია, რომ არავის უყვარს… ბიჭი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ სინამდვილეში შორეული ქვეყნის უფლისწულია, ბოსე კი არა, მიო ჰქვია და ბავშვების გადასარჩენად სასტიკ მხედარ კიტოს უნდა შეებრძოლოს… წაიკითხე ეს საოცარი თავგადასავალი და შეიყვარე მამაცი და კეთილი მიო! მოსწავლის ბიბლიოთეკა  მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.
8.9
მისალოცი ბარათი პატარა 001
ზომა: 10*6 შუაზე გაკეცილი მცირე ზომის მისალოცი ბარათი თუ ჩვენთან შეკვეთილ წიგნს საჩუქრად აგზავნით და თან ამ ბარათსაც ურთავთ, მოგვწერეთ კომენტარის სახით სასურველი ტექსტი ადრესატისთვის. ჩვენ წარწერასაც გავაკეთებთ და წიგნსაც ლამაზად შეგიფუთავთ. 
1
მისალოცი ბარათი პატარა 002
ზომა: 10*6 შუაზე გაკეცილი მცირე ზომის მისალოცი ბარათი თუ ჩვენთან შეკვეთილ წიგნს საჩუქრად აგზავნით და თან ამ ბარათსაც ურთავთ, მოგვწერეთ კომენტარის სახით სასურველი ტექსტი ადრესატისთვის. ჩვენ წარწერასაც გავაკეთებთ და წიგნსაც ლამაზად შეგიფუთავთ. 
1
მისალოცი ბარათი პატარა 003
ზომა: 10*6 შუაზე გაკეცილი მცირე ზომის მისალოცი ბარათი თუ ჩვენთან შეკვეთილ წიგნს საჩუქრად აგზავნით და თან ამ ბარათსაც ურთავთ, მოგვწერეთ კომენტარის სახით სასურველი ტექსტი ადრესატისთვის. ჩვენ წარწერასაც გავაკეთებთ და წიგნსაც ლამაზად შეგიფუთავთ. 
1
მისალოცი ბარათი პატარა 004
ზომა: 10*6 შუაზე გაკეცილი მცირე ზომის მისალოცი ბარათი თუ ჩვენთან შეკვეთილ წიგნსსაჩუქრად აგზავნით და თან ამ ბარათსაც ურთავთ, მოგვწერეთ კომენტარის სახით სასურველი ტექსტი ადრესატისთვის, ჩვენ წარწერასაც გავაკეთებთ და წიგნსაც ლამაზად შეგიფუთავთ. 
1
მისალოცი ბარათი პატარა 005
ზომა: 10*6 შუაზე გაკეცილი მცირე ზომის მისალოცი ბარათი თუ ჩვენთან შეკვეთილ წიგნს საჩუქრად აგზავნით და თან ამ ბარათსაც ურთავთ, მოგვწერეთ კომენტარის სახით სასურველი ტექსტი ადრესატისთვის. ჩვენ წარწერასაც გავაკეთებთ და წიგნსაც ლამაზად შეგიფუთავთ. 
1
მისის დელოუეი
ავოტრი: ვირჯინია ვულფი მთარგმნელი: კატერინა პეტროვა-ბერძენაძე გამომცემლობა: საგა ყდა: რბილი
16.6
მისის მაკგინტი მკვდარია
ავტორი: აგათა ქრისტი   სახელოვან ერკიულ პუაროს ძალზე იდუმალი მკვლელობის გამოძიება მოუწევს _ ერთ პატარა ინგლისურ სოფელში დღიურად მომუშავე მოხუცი ქალი მოკლეს... ვითომ გასაძარცვად, მაგრამ, როგორც გაირკვა, საქმე სულ სხვაგვარად ყოფილა! ვის შეუშალა ხელი საცოდავმა მოხუცმა, რა იცოდა ასეთი?! _ სწორედ ამას გაარკვევს ბელგიელი მაძებარი ერკიულ პუარო
15.95
მისტერ პოპერის პინგვინები
ავტორირი: ჩარდ ეთუოტერი, ფლორენს ეთუოტერი მთარგმნელი: ანა კოპაძე   მისტერ პოპერი ერთი უბრალო მღებავი და მეოცნებე კაცია _ ის ერთ პატარა ამერიკულ ქალაქში ცხოვრობს და პოლარულ ექსპედიციებზე ოცნებობს. და აი, ერთ დღეს ფოსტალიონს ამანათი მოაქვს _ უბრალო კი არა, ალბათ, ამქვეყნად ყველაზე უცნაური ამანათი სამხრეთ პოლუსიდან. მისტერ პოპერს ცნობილმა მკვლევარმა საჩუქრად პინგვინი გამოუგზავნა. სულ მალე კი პოპერების ხელმოკლე ოჯახში ერთის ნაცვლად თორმეტი პინგვინი დაბაჯბაჯებს. ერთ დღესაც მათ ერთიანად შეცვალეს პოპერების ცხოვრება, თუ როგორ, ამას ამ მხიარული წიგნიდან შეიტყობთ. ამ წიგნის მოტივებზე გადაიღეს ფილმიც ცნობილი კომიკოსის, ჯიმ კერის, მონაწილეობით.
11.95
მისტერიები
ავტორი: კნუტ ჰამსუნი მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე   მე-19 საუკუნის მიწურულს გამოქვეყნებულ ამ ფსიქოლოგიურ, მოდერნისტულ რომანში მე-20 საუკუნეში ფართოდ გავრცელებული ფილოსოფიური შეხედულებები იჩენს თავს. ესაა რომანი ადამიანის შინაგან კონფლიქტებზე და მის ადგილზე გარესამყაროში, რომლის მთავარი პერსონაჟი – არაორდინალური, გაორებული და მარტოსული ნაგელი სიყვარულის მუდმივი, დაუსრულებელი მისტერიითაა შეპყრობილი.
15.9
მისტერიები
ავტორი: კნუტ ჰამსუნი მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე სერია: მსოფლიო კლასიკა ცნობილი ნორვეგიელი მწერალი, 1920 წლის ნობელის პრემიის.ლაურეატი კნუტ ჰამსუნი (პედერსენი) ქართველი მკითხველისთვის.კარგად ნაცნობი და საყვარელი ავტორია. იგი 1859 წელს, სოფელ ჰამსუნდში, ხელმოკლე გლეხის.ოჯახში დაიბადა. როგორც მწერალს, აღიარება ჰამსუნს პირველმა.რომანმა, 1890 წელს გამოცემულმა „შიმშილმა” მოუტანა. 1892 წელს კი გამოვიდა.მისი მეორე რომანი – „მისტერიები“, რომელსაც კრიტიკოსები.მწერლის საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნევენ. მე-19 საუკუნის მიწურულს გამოქვეყნებულ ამ ფსიქოლოგიურ, მოდერნისტულ რომანში.მე-20 საუკუნეში ფართოდ გავრცელებული ფილოსოფიური შეხედულებები.იჩენს თავს. ესაა რომანი ადამიანის შინაგან კონფლიქტებზე.და მის ადგილზე გარესამყაროში, რომლის მთავარი პერსონაჟი – არაორდინალური, გაორებული და.მარტოსული ნაგელი სიყვარულის მუდმივი, დაუსრულებელი მისტერიითაა შეპყრობილი.
21.9
მისტიციზმი
ავტორი:ალისტერ ქროული მთარგმნელი: გიგა ბერიაშვილი გამომცემლობა: ახალი ეონის ბიბლიოთეკა "მისტიციზმი" ალისტერ ქროულის ყველაზე ფუნდამენტური ტრაქტატის, Liber ABA-ს, პირველი ტომია, სადაც საუბარია იმ სულიერ გამოცდილებაზე, რომელიც ბუდას, იესოს, მუჰამედისა და მრავალი სხვა მასწავლებლის გონებაში დატრიალდა. აქ აღწერილია ის პროცესი, ის მოვლენები და შემთხვევები, რომელსაც ადამიანის გონება აწყდება ინიციაციის გზაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ტექსტი რაციონალური მსჯელობა და კრიტიკული ანალიზია და არა ისეთი ამპარტავანი სულიერი აბდაუბდა, დიადი გურუები რომ ატენიან ხოლმე თავიანთ მრევლს. ტექსტი ეპასუხება კითხვებს: რა მოხდა იესოს, ბუდას და მუჰამედის გონებაში? როგორ იქცნენ ისეთებად, როგორებადაც ისტორიას შემორჩნენ? რა პროცესებს გადიოდა მათი ცნობიერება, ვიდრე უმაღლეს ადამიანებად გარდაისახებოდნენ? ჩვენ როგორ შეგვიძლია მსგავსი გამოცდილება მივიღოთ? ტექსტს დართული აქვს A∴A∴-ის* ოფიციალური ინსტრუქციები, ტექნიკები და რიტუალები, რომლითაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებს, უმაღლესი მაგიის მისტერიებს ეზიაროს.  
25
მიყვარხარ - ქართველი პოეტები სიყვარულზე
ქართველი თანამედროვე და ძველი პოეტები სიყვარულზე. გალაკტიონ ტაბიძე, აკაკი წერეთელი, ლადო ასათიანი, ვახტანგ ჯავახაძე, რატი ამაღლობელი, ბესიკ ხარანაული, ტიციან ტაბიძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ანა კალანდაძე, გიორგი კეკელიძე, სალომე ბენიძე, დიანა ამფიმიადი სხვა მწერლები.   ქართველი პოეტები სიყვარულზე - ხალხური სატრფიალო პოეზია -- ხვარამზეს ლექსი -- შენ, ჩემო დიდო იმედო -- აქედანა და შენამდე -- ***(შენს ლოყას ვარდი) -- ***{საყვარელო, შენი ქება} -- ეჰა, განთიადი -- ჭალაზე ჩამოხვიდოდი -- საითკე მიხვალ, ლამაზო -- ქალაუ, შენმა მერდინმა -- შირაქის ველზე მივდივარ -- შენ, მთვარევ, მანათობელო -- ა, ის ღრუბელნი მიყვარან -- (და სხვ.). წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელთან მიწერილი / შოთა რუსთაველი -- სატრფიალონი / ვახტანგ VI -- დედოფალს ანაზედ; ტანო ტატანო / ბესიკი -- "ზუბოვკა"/ დავით გურამიშვილი -- სიყვარულო, ძალსა შენსა; მშვენიერთა ხელმწიფავ; გული წამართვი / ალექსანდრე ჭავჭავაძე -- მუხამბაზი...სო..ორ / გრიგოლ ორბელიანი -- საყურე; ...ნა ფორტეპიანოზედ მომღერალი; ჩემს ვარსკვლავს / ნიკოლოზ ბარათასვილი -- ხმა გულისა; გახსოვს ტურფავ; ***(მაშინ დავტკბები სრულის სამოთხით)/ ილია ჭავჭავაძე -- სიყვარულო; იმერული სიმღერა; მუხამბაზი; საიდუმლო ბარათი / აკაკი წერეთელი -- გასათხოვარს / გიორგი შარვაშიძე -- ისევ შენ და ისევ შენ / ლადო ჯაფარიძე -- ქალას; გამოღმით მე ვარ, გაღმით შენ; რამ გაგაჩინა ქალაო; სატრფოს სიმღერა; სიყვარული / / ვაჟა-ფშაველა -- ვინ დამწყევლა; შუა ზღვაში გადამაგდე ნავიდან / იეთიმ გურჯი -- რომანსი / კოტე მაყაშვილი -- ოფელია და გედები; თეთრი საცოლო; სანტიმენტალური ტრიოლეტი / ვალერიან გაფრინდაშვილი -- რა კარგი ხარ, რა კარგი; შენი ყელი; ჩემი აღმართი; დაბრუნდი?-არა / იოსებ გრიშასვილი == მწრი; უსიყვარულოდ; რაც უფრო შორს ხარ; იმ ვარდისფერ ატმებს; თოვლი / გალაკტიონ ტაბიძე -- სონეტი ელლის; ძახილი; პირამიდები / პაოლო იაშვილი -- ანანურთან; კარმენ სიტა; მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე / ტიციან ტაბიძე -- შენ ჩემში ცოცხლობ; მოქანცული თვალები / კოლაუ ნადირაძე -- ძვირფას ქალს; განშორების შემდეგ; შენს მოლოდინში; ირას / / ტერენტი გრანელი -- ჩემი სიზმარი; დაუმთავრებელი ბარათი / ნიკო სამადაშვილი --(და სხვ.).
19.95
მიწის მადლი
ავტორი: კნუტ ჰამსუნი მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე სერია: ლიტერატული ოდისეა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ნორვეგიელი მწერლის, კნუტ ჰამსუნის (1859-1952) „მიწის მადლი“ პირველად 1917 წელს გამოქვეყნდა. 1920 წელს მწერალმა ნობელის პრემია სწორედ ამ რომანისთვის მიიღო. მშრომელი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების რეალისტური აღწერით, ბუნების მკაცრი სილამაზისა და ადამიანთან ჰარმონიულობის ჩვენებით და პერსონაჟების მიმართ უდიდესი კეთილგანწყობით მწერალი სოფლად მცხოვრები გლეხების ყოფას ცხოვრების თანამედროვე სტილს უპირისპირებს.  
15.9
მიწის მთხრელები
ავტორი: ტერი პრეტჩეტი მთარგმნელი: ბექა არაბული სერია: ლიბერკიდსი   მაღაზიიდან გამოქცევის შემდეგ ნომებს ისევ საფრთხე ემუქრებათ... ცოტა უცნაური, მაგრამ მიზანდასახული პაწაწინა არსებები გადარჩენის გზებს ეძებენ. ფიქრობენ, რომ მათი ყველაზე დიდი მტერი ადამიანია, გულგრილი და უგრძნობი ადამიანი, რომელიც მხოლოდ თავის გეგმებზე ფიქრობს და ირგვლივ ვერავის ამჩნევს... მაგრამ იქნებ ცდებიან? ეს ჯერ არავინ იცის... მათ ჯერ ახალი თავშესაფარი უნდა იპოვონ, მერე კი ნომების წარმომავლობის საიდუმლოს ამოსახსნელად წასული თავისიანების ამბავი შეიტყონ
9.95