santaesperanza
მკვდარი არმიის გენერალი
მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილის 1960-იანი წლების დასაწყისში, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 20 წლის შემდეგ, ერთ იტალიელ გენერალს, მღვდლის თანხლებით, რომელიც ასევე იტალიის არმიის პოლკოვნიკია, ალბანეთში გზავნიან ომის დროს დაცემული თანამემამულეების ცხედრების საპოვნელად და მათ გადასასვენებლად სამშობლოში, იტალიაში. მისია ძნელი, საინტერესო და მოულოდნელი თავგადასავლებით სავსე აღმოჩნდება. ისმაილ კადარე ალბანელი მწერალი, პოეტი, ესეისტი და სცენარისტია. დაიბადა ალბანეთის სამხრეთში 1936 წელს. წერა ძალიან ახალგაზრდამ, 1950-იანი წლებიდან დაიწყო. მისი ნაწარმოებები ორმოცდაათამდე ენაზეა თარგმნილი.
16.9
მკვდარი სულები
ავტორი:ნიკოლაი გოგოლი მთარგმნელ(ებ)ი გია ჭუმბურიძეზაზა ჭილაძე სერიის დასახელება დიოგენეს ბიბლიოთეკა   რუსული ლიტერატურის კლასიკოსის, ნიკოლაი გოგოლის (1809 - 1852) „მკვდარი სულები“ იმ დიდ წიგნებს შორისაა, რომლებმაც თვალსაჩინო კვალი დატოვეს მწერალთა და მკითხველთა თაობებზე. მთავარი გმირის, პაველ ივანოვიჩ ჩიჩიკოვის მოგზაურობას სოფლიდან სოფელში, ერთი მემამულის სამფლობელოდან მეორეში წარმოუდგენელი მიზანი აქვს: ეგრეთ წოდებული მკვდარი სულების შეგროვება.   XIX საუკუნის პირველი ნახევრის რუსეთი მკითხველის თვალწინ მთელი სისავსით ცოცხლდება: უსწრაფესად გავრცელებული ჭორებით, უცაბედი გამდიდრების მსურველებით, ქრთამის აღებას დაჩვეული მოხელეებით, განსაცდელში ჩავარდნილი მებატონეებით, დაგირავებული ყმაგლეხობით...
22.95
მკვდრების ქალაქი
ავტორი: ბესო ხვედელიძე გამომცემლობა:სულაკაურის გამომცემლობა „მეოცე საუკუნის 90-იანებმა საქართველოს მძიმე კვალი დაატყო. თავს დატეხილმა სამხედრო კონფლიქტებმა და სოციალურმა კოლაფსმა ქვეყანაში ბევრ ოჯახს შეაცვლევინა ცხოვრების წესი და კურსი. ნაწილმა ემიგრაციაში გაქცევით უშველა თავს, ქვეყანაში დარჩენილები კი თითქოს რაღაც უზნეო ექსპერიმენტების მსხვერპლად იქცნენ. მათგან ბევრი სწორედ ამ ცვლილებების ხანაში ტრანსფორმირდა მუტანტების ოჯახად.
11.9
მკვლელი ზაფხული
ავტორი : სებასტიან ჟაპრიზო   სებასტიან ჟაპრიზო ფსევდონიმია. ჟან-ბატისტ როსი 1931 წელს მარსელში დაიბადა. წერა უკვე 17 წლისამ დაიწყო და მისი წიგნი "ცუდი დასაწყისი" თითქმის ერთდროულად გამოიცა საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში. 22 წლის ასაკში პირველმა თარგმნა ფრანგულად - არც მეტი და არც ნაკლები - სელინჯერის "Catcher in the rye". პარალელურად მუშაობდა სარეკლამო სააგენტოში. გარდატეხა 1962 წელს მოხდა, როდესაც გამოვიდა წიგნი "კუპეს მკვლელობები". როსი დარწმუნებული არ იყო წარმატებაში, ამიტომ წიგნი ფსევდონიმით გამოსცა, თავისი სახელის ანაგრამით - ჟაპრიზო. შედეგმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. "კუპეს მკვლელობების" მიხედვით კოსტა-გავრასმა ფილმიც გადაიღო. ამას მოჰყვა რამდენიმე წიგნი - ეკრანიზებული საუკეთესო რეჟისორების მიერ, საუკეთესო მსახიობების მონაწილეობით. განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა "მკვლელი ზაფხული", სადაც მთავარი როლი შეასრულა იზაბელ აჯანიმ. ფილმმა რამდენიმე "სეზარი" მიიღო და "ოქროს პალმის რტოს" ნომინაციაზეც კი იყო წარდგენილი. როგორც ჟაპრიზოს ყველა წიგნი, "მკვლელი ზაფხულიც" ერთი ამოსუნთქვით იკითხება, ისიც film noir-ის ელემენტებით არის გაჯერებული და მასაც სრულიად მოულოდნელი დასასრული აქვს. თუმცა "მკვლელი ზაფხულის" სიუჟეტი მაინც განსხვავდება ჟაპრიზოს სხვა რომანების სიუჟეტებისგან. შეიძლება ანტიკური ტრაგედია მოგაგონოს, შეიძლება დოსტოევსკი...
13.9
მკვლელი მძინარე მზეთუნახავი
ავტორი: ალაფეა ბერკი, მერი ჰიგინს კლარკი მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე სერია: TOP თრილერი   ტელეპროდიუსერი ლორი მორენი გადაწყვეტს, დაეხმაროს ქალს, რომელიც უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს მკვლელობაში. ქეისი კარტერს თხუთმეტი წლის წინ ბრალად წაუყენეს საქმროს - ცნობილი ფილანთროპის, ჰანტერ როლის მკვლელობა. მიუხედავად იმისა, რომ ქეისიმ სასჯელი მოიხადა, მაინც ,,ეჭვქვეშ" ცხოვრობს - ესმის, როგორ ჩურჩულებენ მასზე მაღაზიებში, ვერ შოულობს სამსახურს, დედაც კი ისე ექცევა, როგორც დამნაშავეს. მისი ამბავი ლორი მორენის გუნდის ყურადღებას იპყრობს - ქეისის ეძლევა შანსი, სახელი აღიდგინოს...
14
მკვლელო, სცენაზე
ავტორი: ნაიო მარში სერია: ჯიბის დეტექტივი   "„მარტორქას“ თეატრის ახალი სპექტაკლის სცენარი ვარსკვლავის საგრიმიოროში უჩვეულო კინკლაობაში გადაიზრდება, თვით სპექტაკლსა და სინამდვილეს შორის კი ზღვარი იშლება, როდესაც სიმპათიური ფელიქს გარდენერი თავის აღელვებულ მეტოქეს, ართურ სურბონადიეს, იმ რევოლვერით კლავს, თავად ართურმა რომ დატენა ფუჭი ვაზნებით, მაგრამ ნამდვილად ფუჭი ვაზნებით დატენა ართურმა რევოლვერი? როგორ მოხვდა ნამდვილი ვაზნა თეატრის რეკვიზიტად ქცეულ რევოლვერში? ჩახლართულ საქმეში ინსპექტორმა როდერიკ ალეინმა უნდა გამოავლინოს მკვლელი, რომელიც ბოროტმოქმედების ჯოჯოხეთურად ჭკვიანური დაგეგმვისთვის „ოსკარს“ იმსახურებს"
6
მკვლელობა ანბანის მიხედვით
ავტორი: აგათა კრისტი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე სახელგანთქმულ ერკიულ პუაროს უჩვეულო მკვლელთან შერკინება უწევს - ის პატარა ბელგიელს წერილებით იწვევს შეჯიბრებაში და მის ხელმოწერაში მხოლოდ სამი ასოა: A, B, C. მკვლელობები მას იმ ადგილებში აქვს დაგეგმილი, რომელთა სახელწოდებები ანბანის რიგს მიჰყვება. ინგლისურ ანბანში 26 ასოა. ნუთუ ბოლო ასომდე აპირებს მისვლას?! ვინ ვის აჯობებს - გონიერი მკვლელი თუ პროფესიონალი მაძებარი? პუაროს მკვლელის ჩანაფიქრის ამოხსნა მოუწევს.  
15.95
მკვლელობა გოლფის მოედანზე
ავტორი: აგათა კრისტი   "სამხრეთამერიკელ მილიონერს სასწრაფოდ სჭირდება ერკიულ პუაროს დახმარება და თავის მამულში, საფრანგეთის პატარა საკურორტო ქალაქში სთხოვს ჩასვლას. ისიც არ დააყოვნებს და თავის დიდი ხნის მეგობართან, კაპიტან ჰასტინგზთან ერთად სასწრაფოდ გაემგზავრება, თუმცა ამაოდ _ მესიე რენო გოლფის მოედანზე იპოვეს მოკლული. სახელგანთქმულ მაძებარს დახლართულ მოვლენათა ორომტრიალში მოუწევს გადაშვება, რათა მილიონერის მკვლელი იპოვოს. "
15.95
მკვლელობა მღვდლის სახლში
ავტორი: აგათა კრისტი   ამ რომანში აგათა კრისტს პირველად შემოჰყავს ყველასათვის საყვარელი დეტექტივი ქალი, მის ჯეინ მარპლი. ამ ხანდაზმულ ქალბატონს მშვენივრად ეხერხება ადამიანის ბუნების უარყოფითი მხარეების გამოვლენა. იგი მღვდლის სახლში მომხდარ დანაშაულს იძიებს. მოსამართლეს, პოლკოვნიკ პროტეროს, თავში ტყვია დაახალეს და მოკლეს. გასროლის ხმა კი არავის გაუგონია. არც რამე სამხილი არსებობს, მიუხედავად იმისა,რომ მისი მოკვლის საფუძველი მასთან მეტ-ნაკლებად დაახლოებულ ყველა ადამიანს აქვს. მის მარპლი იდუმალ მკვლელს კვალში ჩაუდგება.
11.95
მკვლელობაში ეჭვმიტანილის აღსარება
ავტორი: მაქსინ პაეტრო, ჯეიმზ პეტერსონი მთარგმნელი: არჩილ რაჭველი სერია: ლიბერთინს   ყველაფერი იმ საბედისწერო ღამეს დაიწყო და დამთავრდა ცოლ-ქმრის იდუმალებით მოცული სიკვდილით. ეჭვმიტანილები კი შვილები არიან. ტენდი ენჯელისთვია ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა გროვდება, თუმცა ამ ამბის მთელი ტრაგიზმი ყველასა და ყველაფრისადმი, საკუთარი თავისადმიც კი, გაჩენილი ეჭვი და უნდობლობაა. ტენდის მიზანი ოჯახის შებღალული სახელის აღდგენაა! მცდელობა კეთილშობილურია, თუმცა სარისკო და სახიფათო, რადგან სწორედ ეს მონდომება ახდის ბევრ საიდუმლოს ფარდას.
12.95
მკვლელობების სახელმძღვანელო კარგი გოგონასთვის
ავტორი: პოლი ჯექსონი სერია:liberteens   სკოლაში ყველაზე ლამაზი გოგონა შეყვარებულმა მოკლა და ჩადენილის აღიარების შემდგომ თავი მოიკლა. საქმე დაიხურა. პატარა ქალაქმა დაიჯერა, რომ ყველაფერი გაირკვა, მაგრამ მართლაც ისე მოხდა ყველაფერი, როგორც გამოძიებამ „დაადგინა“? პატარა ქალაქში ამის მხოლოდ ერთ გოგონას არ სჯერა. ამიტომაც სკოლის დამამთავრებელი საკვალიფიკაციო პროექტის თემად ეს ამბავი აირჩია და არც შემცდარა, თუმცა ამ ტრაგედიის ბნელი საიდუმლოების გახსნა თურმე ბევრს არ აძლევდა ხელს...
14.95
მკრთალი ლურჯი წერტილი
ავტორი: კარლ სეიგანი   მთარგმნელი: ნოდარ მანჩხაშვილი 1997 წელს გამოქვეყნებულ პოპულარულ-სამეცნიერო ნაშრომში ამერიკელი მეცნიერი მიმოიხილავს ადამიანების მიერ კოსმოსის კვლევის საკითხებს. ის ამტკიცებს, რომ კაცობრიობის გადარჩენის უმთავრესი გზა შესაძლოა, სწორედ სხვა სამყაროების ჭკვიანურად „გამოყენებაზე“ გადიოდეს. ამ ამაღელვებელ წიგნში სეიგანი განმარტავს, როგორ შეცვალა სამეცნიერო აღმოჩენებმა ადამიანში როგორც საკუთარი თავის აღქმა, ისე მომავლის ხედვა. კარლ სეიგანი ასტრონომიისა და კოსმოსის კვლევის მეცნიერებათა დოქტორი, ასტროფიზიკოსი და მწერალი იყო. იკვლევდა გენეტიკის დარგს. ასევე, ჰქონდა ფიზიკის მაგისტრისა და ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დოქტორის ხარისხიც.  
27.9
მოგზაურის ჩანაწერები
წიგნი დაფუძნებულია ცნობილი ველო-მოგზაურისა და გინესის არაერთგზის რეკორდსმენის, ჯუმბერ ლეჟავას მოგზაურობის დროინდელ ჩანაწერებზე. მისი მიღწევებისა და რეკორდების დიდი ნაწილი 1990-1992 წლებში მოგზაურობამდე იქნა დამყარებული.   რაც შეეხება მოგზაურობას, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ მან ეს პროცესი 50 წლის შემდგომ ასაკში დაიწყო, რაც უდიდესი გამოწვევა იყო მისი ფიზიკური და ემოციური მდგომარეობისათვის.   საბოლოოდ, 1993 წელს დაწყებული მოგზაურობა 9 წლის შემდეგ, 2002 წლის 3 ნოემბერს დასრულდა. ამ ხნის განმავლობაში, ჯუმბერ ლეჟავამ ველოსიპედით იმოგზაურა დედამიწის ყველა კონტინენტზე, მოიარა 238 ქვეყანა და ორჯერ იყო ანტარქტიდაზე.   წიგნის მეშვეობით მკითხველი პირველად გაეცნობა ამ საოცარ, ცხოვრებისეულ თავგადასავალს.
29.95
მოგზაურობა აღმოსავლეთ ევროპაში
ავტორი: გაბრიელ გარსია მარკესი მთარგმნელი: ელზა ახვლედიანი გაბრიელ გარსია მარკესმა 1957 წელს აღმოსავლეთ ევროპაში იმოგზაურა და რამდენიმე თვის განმავლობაში შემოიარა აღმოსავლეთ გერმანია, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი, საბჭოთა კავშირი და უნგრეთი. „ქვეყნები, ისევე როგორც ქალები, სჯობს ახალგაღვიძებულზე ნახო“ – წერს ერთგან მარკესი და ყოფილ სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში ყოფნისას მუდმივად ცდილობს, ოფიციალური პროტოკოლით დადგენილ მარშრუტებს გაექცეს და უბრალო ადამიანებს გამოელაპარაკოს – პირადად მათგან და მათი ცხოვრების წესზე დაკვირვებით გაიცნოს უკეთ რკინის ფარდის მიღმა არსებული სამყარო.  ღია თვალებით დანახული ადუღებული პოლონეთი, უნგრელი ხალხის ანონიმური პროტესტი სახალხო აჯანყების ჩახშობიდან ერთი წლის შემდეგ, მოსკოვი – ყველაზე დიდი სოფელი მსოფლიოში და საბჭოთა კავშირში აკრძალული კაფკა, რომელიც სტალინის კარგი ბიოგრაფი იქნებოდა... – წაიკითხეთ დიდი კოლუმბიელი მწერლის სამოგზაურო წიგნში.
15
მოგზაურობა ევროპაში - UNTERGANG
ავტორი: ზურაბ ქარუმიძე ზურაბ ქარუმიძის რომანი ორი დიდი წიგნის ერთგვარი ანარეკლია. ეს წიგნებია: ფრიდრიხ ნიცშეს „ასე იტყოდა ზარატუსტრა“ და ლუის კეროლის „ელისი საოცრებათა ქვეყანაში.“რომანის მთავარი პერსონაჟი, არა-ზეკაცი სახელად ზეროტუსტრა, იგივე — ზერო, ევროპის დედაქალაქებში მოგზაურობს: ბრიუსელში, რომში, პარიზში, ლონდონში, სტოკჰოლმსა და ბერლინში. მის ამ მოგზაურობას თავისებურად წარმართავს შავწვერა თეთრი ბოცვერი, რომელიც მოულოდნელად გამოხტება ხოლმე და თავს იფეთქებს, შეძახილებით.ევროპას კრიზისი უდგას, ცნობილ მოვლენათა გამო.
14.95
მოგზაურობა ყარაბაღში
ავტორი: აკა მორჩილაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
11.9
მოგონებები - გენერალი გიორგი მაზნიაშვილი
გიორგი მაზნიაშვილის "მოგონებანი" მკითხველისათვის არა მარტო საინტერესოდ საკითხავი წიგნი, არამედ საუკეთესო პირველწყარო იქნება საქართველოს ისტორიის მეტად მნიშვნელოვანი პერიოდის შესასწავლად. ეს წიგნი ბევრ კითხვას გასცემს პასუხს: როგორი იყო რეალურად საქართველოს რამდენიმეწლიანი დამოუკიდებლობა, რამდენად სურდა და რა იღონა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოს კეთილდღეობისათვის, იყო თუ არა საფრთხილო დღეს ასე მტკივნეული აფხაზეთის საკითხი ჯერ კიდევ მაშინ და სხვა.
12
სიახლე
მოგონებების მატარებელი
ავტორი: პატი სმითი მთარგმნელი: ლაშა გველესიანი ლეგენდარული არტისტი, „უბრალოდ, ბავშვების“ ავტორი პატი სმითი თავის დაუვიწყარ ოდისეას მსოფლიოში მიმობნეული კაფეებისა და აჩრდილთა სამყოფლის პრიზმიდან მოგვითხრობს – იმ ადგილებიდან, რომლებსაც საქმიანობისას ოდესმე სწვევია. ამ წიგნს პატი სმითმა „ჩემი ცხოვრების საგზაო რუკა“ უწოდა. „მოგონებების მატარებლის“ პირველი სადგური ნიუ-იორკის გრინვიჩ-ვილიჯის პატარა კაფეა, სადაც სმითი დილაობით ყავას შეექცევა და ფიქრობს სამყაროზე – ისეთზე, როგორიც ის დღესაა და როგორიც ოდესღაც იყო. უბის წიგნაკში თავმოყრილ აზრთა ნაკადი სიზმრისა და სინამდვილის, წარსულისა და აწმყოს საზღვრებს შლის და შთაგონების წყაროთა ჰორიზონტისკენ მიგვაქანებს. ავტორი გვამოგზაურებს მექსიკაში, ბერლინში, როკაუეი-ბიჩზე – ბუნგალოში, რომელიც სმითმა ცოტა ხნით ადრე შეიძინა, სანამ გრიგალი „სენდი“ ზღვისპირეთს თავს დაატყდებოდა; დროდადრო ჟენეს, პლათის, რემბოსა და მიშიმას საფლავებისკენ მიგვიძღვება. გზადაგზა სმითი მწერლის ხელობასა და შემოქმედებით პროცესს იკვლევს; იგონებს მიჩიგანში გატარებულ წლებსა და მეუღლეს, რომლის გარდაცვალებამაც ავტორს მოუშუშებელი იარა დაუტოვა. სასოწარკვეთაში ჩაწნულ იმედს კი თავისი საყვარელი „პოლაროიდის“ კადრებით ასურათებს. „მოგონებების მატარებელი“ – ეს არის სულის შემძვრელი წიგნი არაფერსა და ყველაფერზე, – მოგზაურობაზე, დეტექტიურ სერიალებზე, ლიტერატურასა და ყავაზე, – რომელიც დღევანდელობის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ხელოვანმა მკითხველს აჩუქა.
19.9
მოდი, გავაკეთოთ ლამა
ასაკი: 9+ ყუთში დაგხვდება ყველაფერი, რაც ფუმფულა ლამას შესაკერად დაგჭირდებათ – ნაჭრები, ძაფები და ნემსი. ასევე, 24-გვერდიანი ინსტრუქცია და პასპორტი ახალი მეგობრისთვის. სერია: ითამაშე და ისწავლე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა  
24.9
მოდი, გავაკეთოთ ფლამინგო
ასაკი: 9+ ყუთში დაგხვდება ყველაფერი, რაც ფუმფულა ფლამინგოს შესაკერად დაგჭირდებათ – ნაჭრები, ძაფები და ნემსი. ასევე, 24-გვერდიანი ინსტრუქცია და პასპორტი ახალი მეგობრისთვის. სერია: ითამაშე და ისწავლე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
24.9
მოდი, ერთად დავითვალოთ
ავტორი:  კრისტინ როშიფტე მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე ეს არის წიგნი-თავსატეხი, რომელშიც შეგიძლია დაითვალო ადამიანები, მათ ცხოვრებას მიჰყვე, მათი განცდები გაიაზრო და მიხვდე, რომ ბევრის ამბავი ერთიმეორეს უკავშირდება. წიგნში უამრავი დიდ-პატარა საიდუმლოა. ცნობისმოყვარე, დაკვირვებული მკითხველი მათ აუცილებლად ამოიცნობს და შენც ამბებს უფრო გულმოდგინედ თუ მიჰყვები, იქნებ, საკუთარი თავიც აღმოაჩინო!
34.95
მოემზადე სკოლისთვის (დაწერე და წაშალე)
ასაკი: 5+ 22-გვერდიანი წიგნი + კალამი ამ ფერადი, მხიარული ილუსტრაციებით გაფორმებულ წიგნში სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის სავარჯიშოებია თავმოყრილი. ბავშვებმა უნდა გააყოლონ ფლომასტერი ხაზებს, დაასრულონ ნახატები, დააკავშირონ ფიგურები ერთმანეთს, ამოიცნონ ფერები, იპოვონ ნახატებზე დაშვებული შეცდომები… ყველა ეს სავარჯიშო მათ გონებას გაუვარჯიშებს და ნატიფი მოტორიკის დახვეწა-განვითარებაში დაეხმარება.
9.9
მოვლენა
ავტორი: ანი ერნო სერია: ლიტერე ინვენტე მთარგმნელი: ვალერი ოთხოზორია ანი ერნო ჩავარდა ორმოში, რომელსაც „არასასურველი ორსულობა“ ჰქვია, იმ ორმოში, რომელში ჩავარდნის რისკიც მან წინასწარ იცოდა. ამ ორმოს შეიძლება ეწოდოს თავად „კულტურა“, რომელიც პოზიტიურად ჟღერს ზოგიერთებისთვის, მაგრამ სრულიად ნეგატიურად ჟღერდა ანი ერნოსთვის, რადგანაც იგი არ ეკუთვნოდა იმათ წრეს, ვისაც თავიანთ კულტურაში თავისუფლად ნავარდის ფუფუნება აქვთ.“ „იყვნენ სხვა გოგოები, რომელთა მუცლებიც ცარიელი იყო, და ვიყავი მე“ – 1963 წელს, 23 წლის ასაკში თავს გადამხდარი ამბავი ავტორმა 40 წლის შემდეგ დაწერა, 2021 წელს კი მის მიხედვით ოდრი დივანის მიერ გადაღებულმა ფილმმა ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრემია, ოქროს ლომი დაიმსახურა.
11.95
მოთამაშე
ავტორი: ფიოდორ დოსტოევსკი მთარგმნელი: რუსუდან ქებულაძე სერია: იკითხე კლასიკა   ,,მოთამაშე" აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა ფსიქოლოგიური პორტრეტია,თანაც სრულყოფილი პორტრეტი.რომანს ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებადაც მიიჩნევენ,რადგან დოსტოევსკის თამაშისადმი თუ თუმაშზე დამოკიდებულება საყოველთაოდ იყო ცნობილი - მწერალმა ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი ბანქოში წააგო.
12.95