santaesperanza
პეპი გრძელწინდა (7-9 წლიდან)
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: ბაკურ სულაკაური სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა     ერთ დღეს შვედეთის ერთი პატარა ქალაქის გარეუბანში, ძველ ვილაში თავის ცხენთან და მაიმუნთან ერთად ერთი უცნაური გოგო დასახლდება. ის ცხრა წლის პეპილოტა დელიკატესა ჯალუზინა რუკოლპიტნა ეფრაიმის ასული გრძელწინდა ან, უბრალოდ, პეპი გახლავთ. პეპი მარტო ცხოვრობს, მაგრამ არც კარს მომდგარი ქურდების ეშინია და არც პოლიციელებისა, მისი ბავშვთა სახლში წაყვანა რომ მოუწადინებიათ; ეშინია კი არა, მათ დამალობანას ეთამაშება და ეცეკვება კიდეც. წაიკითხეთ ასტრიდ ლინდგრენის კლასიკად ქცეული წიგნი, რომელიც საგანგებოდ თქვენთვის პირველად ითარგმნა შვედურიდან; წაიკითხეთ და აუცილებლად შეგიყვარდებათ ეს უცნაური, მაგრამ ამქვეყნად ყველაზე კეთილი, მხიარული და ღონიერი გოგო.    
8.9
პეპი სამხრეთის ზღვაში (7-8 წლიდან)
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: ბაკურ სულაკაური სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი
8.9
პერიოდული სისტემა
ავტორი: პრიმო ლევი მთარგმნელი: ნათია აბრამიშვილი სერია: ET CETERA გამომცემლობ: დიოგენე ყდა: რბილი
15.95
პერსეპოლისი
აავტორი: მარჯან სატრაპი გრაფიკული რომანი თარგმანი: მიხეილ ციხელაშვილი „პერსეპოლისი“ ქართულ ენაზე თარგმნილი პირველი გრაფიკული რომანია, რომელშიც ირანელი მწერალი და მხატვარი მარჯან სატრაპი ბრწყინვალე ილუსტრაციებითა და უშუალო იუმორით სავსე ტექსტით საკუთარ ცხოვრებაზე გვიამბობს და გვიჩვენებს მეამბოხე ირანელი გოგონას ყოფას ისლამისტურ ირანსა და ევროპაში.
15.9
პერსონალური ქრისტე
ავტორი: თეონა დოლენჯაშვილი  
15
პეტერბურგი
ავტორი: ანდრეი ბელი რუსულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ნინო ქუთათელაძემ   „რომანის ნამდვილი გმირი პეტერბურგია (ეს მსოფლიო ლიტერატურაში გამონაკლისია): ქალაქი, პეტრემ მაგიურად რომ ამოზიდა ფინურ ჭაობთა ნისლიდან: ქალაქი, რომლის სუნთქვაშიც პუშკინმა „ბრინჯაოს მხედარი“ შეიგრძნო; ქალაქი, რომლის ფონზეც დოსტოევსკიმ ხორცი შეასხა თავის ანთებით დაავადებულ ფანტაზიას; ქალაქი, სადაც ნიცშეს სიტყვით, ისეთი რამ ხდება, არტისტულ-ნერვულ პარიზსაც რომ არ დაესიზმრება; ქალაქი – დედამიწაზე არსებულ ყველა ქალაქზე ფანტასტური.   ბელისთვის ყოფიერება მოჩვენებითია: ყოფიერების წახნაგები – არამატერიალური და ყოვლად წარმოუდგენელი. მისთვის ის მხოლოდ სხივოსანი მაიას ჯადოსნური საფარველის მაცდური ნაოჭებია“. (ფრაგმენტი გრიგოლ რობაქიძის წერილიდან)
18
პეტსონი და ფინდუსი
მთარგმნელი: დავით გაბუნია, გურამი ღონღაძე თუ კეთილი და შთამბეჭდავი ამბების კითხვა გიყვარს, მოხუცი პეტსონისა და მისი ჭკვიანი კატის თავგადასავლები ნამდვილად მოგეწონება. იცი, პეტსონზე რას ამბობდნენ მეზობლები? შერეკილიაო. შენ რას იფიქრებდი, საკუთარი თვალით რომ დაგენახა, როგორ ელაპარაკებოდა ბერიკაცი კატა ფინდუსს ან მაღაზიაში მიმავალმა როგორ იცვალა გეზი და აძვრა ფარდულის სახურავზე? ეს კიდევ რაა? ქურდბაცაცა მელას შესაშინებლად ისეთი ოინი მოიგონა, რომ სოფელში კარგა ხანს განიხილავდნენ… თუმცა, ხალხი იმდენ რამეს ამბობს, აღარ იცი, რას დაუჯერო. შენც ნუ დაუჯერებ, თავად წაიკითხე მართლაც ცოტა უცნაური, მაგრამ გულუბრყვილო პეტსონისა და ონავარი ფინდუსის მხიარული ამბები და თავად განსაჯე, ხომ არ აჭარბებენ მათი მეზობლები.  
19.9
პი და პო ბუშტს ასეირნებენ
მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი პის ლამაზი ბუშტი აქვს. უცებ ხელი გაეშვება და… პი ძალიან დარდობს, მაგრამ პო მაინც ახერხებს მის გამხიარულებას. მას შესანიშნავი იდეა აქვს… ეს ფერადი წიგნი პატარებს ასწავლის, რომ მთავარი მეგობრობაა. თუ მოინდომებ, დადარდიანებული მეგობრის გაღიმებას ნამდვილად შეძლებ. სერიაში „პირველი ამბები“ აღმოაჩენთ 1-დან 3 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილ წიგნებს.  
14.9
პი და პო დაბადების დღეს ზეიმობენ
ავტორი: კამილა რაიდი და აქსელ შეფლერი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი პოს დაბადების დღე აქვს, პიმ კი მეგობარს ტორტი მიართვა, მაგრამ სანამ გასინჯავდნენ, ყველაფერი თავდაყირა დადგა. ეს ფერადი წიგნი პატარებს ასწავლის, რომ მთავარი მეგობრობაა, შეცდომის გამოსწორება კი ყოველთვის შეიძლება. სერიაში  აღმოაჩენთ 1-დან 3 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილ წიგნებს.v
14.9
პი და პო დასაძინებლად ემზადებიან
მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი პო პისთან მიდის სტუმრად და ღამითაც რჩება. ძილის წინ აღმოაჩენს, რომ საყვარელი სათამაშო შინ დარჩენია, მის გარეშე კი, აბა, როგორ უნდა დაიძინოს?! ეს ფერადი წიგნი პატარებს ასწავლის, რომ მთავარი მეგობრობაა. ნამდვილ მეგობრებს ერთმანეთისთვის არაფერი ენანებათ. სერიაში პირველი ამბები აღმოაჩენთ 1-დან 3 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილ წიგნებს.
14.9
პი და პო თოვლში თამაშობენ
მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი პი და პო თოვლში მხიარულად თამაშობენ. პის თოვლის თაგუნას გაკეთება უნდა, პოს კი – თოვლის ბაჭიასი. როგორ უნდა მორიგდნენ? ღირს ამის გამო გაბრაზება?! ეს ფერადი წიგნი პატარებს ასწავლის, რომ მთავარი მეგობრობაა, შეთანხმება კი უჩხუბრადაც შეიძლება. სერიაში პირველი ამბები აღმოაჩენთ 1-დან 3 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილ წიგნებს.
14.9
პი და პო სკუტერით დაქრიან
ავტორი: კამილა რაიდი და აქსელ შეფლერი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი პის ლამაზი სკუტერი აქვს და აღმართ-დაღმართ დააქროლებს. პოსაც უნდა სკუტერით სეირნობა, მაგრამ კარგად მართვა რომ არ იცის?! ეს ფერადი წიგნი პატარებს ასწავლის, რომ მთავარი მეგობრობაა, ზოგჯერ კი ბოდიშის მოხდაც აუცილებელია. სერიაში  აღმოაჩენთ 1-დან 3 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილ წიგნებს.
14.9
პი და პო – სიტყვების დიდი წიგნი
პი და პო საუკეთესო მეგობრები არიან. გაერთე მათი საყვარელი სიტყვების დიდი წიგნით, ისწავლე ასობით ახალი სიტყვა და აღმოაჩინე დამალული ნახატები. საუკეთესო წიგნი სიტყვების შესასწავლად – 300-ზე მეტი სიტყვა და 30 დამალული ნახატი 10 სახალისო სიუჟეტური ნახატი ფერადი თემატური „სანიშნეები“ სასურველ გვერდზე წიგნის მარტივად გადასაშლელად ილუსტრატორი: აქსელ შეფლერი
29.9
პიანისტი
ავტორივლადისლავ შპილმანი სერია: ომებსა და ადამიანებზე მთარგმნელი: ია ქვაჩახია ვლადისლავ შპილმანმა დაწერა წიგნი, სახელწოდებით „პიანისტი: განსაცვიფრებელი ნამდვილი ისტორია კაცისა, რომელიც ვარშავაში გადარჩა“. წიგნში პიანისტი იხსენებს მის მოულოდნელ შეხვედრას გერმანელ ოფიცერთან, რომელმაც კითხა თუ როგორ გადაურჩა ის ამ ყველაფერს, რაზეც პასუხად მიიღო, რომ ის პიანისტი იყო. ამის შემდეგ ოფიცერმა მოსთხოვა იმ შენობის ერთ-ერთ ოთახში მდგარ პიანინოზე დაეკრა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ოფიცერს პიანისტი არაებრაული წარმოშობის ეგონა, სიმართლის გაგების შემდეგ მაინც არ შეუწყვიტავს მასზე ზრუნვა. მისი უფრო საიმედო ადგილას გადამალვის შემდეგ, ოფიცერს პერიოდულად მიჰქონდა საკვები და გერმანული სამხედრო პალტო, რომელიც გაყინვისაგან იცავდა მას. შპილმანმა 1950 წლამდე არ იცოდა იმ ოფიცრის სახელი, რომელმაც ის სიკვდილს გადაარჩინა. მკითხველის წინაშეა დაუჯერებელი, თუმცა ნამდვილი ამბავი, მოთხრობილი ცნობილი პოლონელი პიანისტისა და კომპოზიტორის ვლადისლავ შპილმანის მიერ. მუსიკოსი ყველა იმ მძიმე განსაცდელის შესახებ გვიყვება, რაც მას თავს გადახდა მეორე მსოფლიო ომის წლებში, ვარშავის გეტოში გამომწყვდეულს. სრულიად მოულოდნელად, გადარჩენაში შპილმანს დაეხმარა გერმანელი ოფიცერი - ჰოზენფელდი. სწორედ მისი დღიურიდან ამონარიდები ერთვის და ავსებს მუსიკოსის თხრობას. წიგნი საფუძვლად დაედო ცნობილ ფილმს, რომელიც რომან პოლანსკიმ გადაიღო.
16
პიანისტი
ავტორი: ვლადისლავ შპილმანი მთარგმნელი: ია ქვაჩახია   მკითხველის წინაშეა დაუჯერებელი, თუმცა ნამდვილი ამბავი, მოთხრობილი ცნობილი პოლონელი პიანისტისა და კომპოზიტორის ვლადისლავ შპილმანის მიერ. მუსიკოსი ყველა იმ მძიმე განსაცდელის შესახებ გვიყვება, რაც მას თავს გადახდა მეორე მსოფლიო ომის წლებში, ვარშავის გეტოში გამომწყვდეულს. სრულიად მოულოდნელად, გადარჩენაში შპილმანს დაეხმარა გერმანელი ოფიცერი - ჰოზენფელდი. სწორედ მისი დღიურიდან ამონარიდები ერთვის და ავსებს მუსიკოსის თხრობას. წიგნი საფუძვლად დაედო ცნობილ ფილმს, რომელიც რომან პოლანსკიმ გადაიღო.
14.95
პიესები, ლექსები, წერილები ტ4
ავტორი: ალექსანდრე ყაზბეგი  
25
პილატეს სახარება
ავტორი: ერიკ-ემანუელ შმიტი მთარგმნელი: მერაბ ფიფია გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
12.9
პინგვინი
ავტორი: ანდრეი კურკოვი   ანდრეი კურკოვი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე უკრაინელი ავტორია. მისი რომანი „პინგვინი“ 30-ზე მეტ ენაზე ითარგმნა.   როცა ახალგაზრდა, დამწყები მწერალი ხარ და რომანების ნაცვლად ნეკროლოგებს აცხობ, რომლებშიც საკმაოდ სარფიანად გიხდიან, უნდა მიხვდე, რომ ეს შემთხვევით არ ხდება. შეუძლებელია, სიკვდილის შეტყობინების ტექსტებს წინასწარ, მათ სიცოცხლეშივე უთხზავდე ცნობილ და გავლენიან ადამიანებს, მერე ეს წინასწარმეტყველება სიტყვასიტყვით ხდებოდეს და ისე არხეინად განაგრძობდე ცხოვრებას, თითქოს ამაში შავი ძალის, ჩრდილოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი ყოვლისშემძლე არსებების ხელი არ ერიოს, თითქოს უწყინარი საქმით იყო გართული, არავისთან და არაფრით დაკავშირებული, და როცა მოგესურვება, საქმიდან ადვილად გასვლა შეგეძლოს...   როცა შენს გონებაში შეთხზულ თუ რეალურად არსებულ ძალებს ნიშანში ჰყავხართ ამოღებული და არ იცი, როდის და სად წამოგეწევა სიკვდილი, ალბათ ძნელი აღარ არის, საკუთარ ავატარად გარდაქმნილ პინგვინში აგერიოს თავი, და მარადიული ყინულებისა და გაუსაძლისი სიცივეების ქვეყანაში ცხოველი კი არ გაგზავნო დაჯავშნილი თვითმფრინავით, არამედ თავად იქცე პინგვინად და გაუყვე გზას, რომელიც უკან შეიძლება აღარც დაბრუნდეს...   ახალგაზრდა მწერლის, ვიქტორ ზოლოტარიოვის ამ უცნაურ დაპირისპირებას საკუთარ ბედთან, შავი იუმორისა და სატირის ელემენტებით გაჟღენთილს, დიდიხანია, ევროპელმა ლიტერატორებმა უწოდეს ტექსტი, რომელმაც რუსულენოვანი ლიტერატურა გამოაცოცხლა პოსტსაბჭოური ხანდაზმულობის შემდეგ.   რუსულიდან თარგმნა სერგო წურწუმიამ
27.95
პინგვინი აინშტაინი
მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სტიუარტები ერთ დღეს ლონდონის ზოოპარკს ესტუმრნენ. ბავშვების ყურადღება ერთმა საზრიანმა პინგვინმა, სახელად აინშტაინმა მიიპყრო და მისის სტიუარტმა ის შინ მიიპატიჟა. თუმცა ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ პინგვინი საღამოს მართლაც მიაკითხავდა ზურგჩანთით! და აი, მას შემდეგ აინშტაინი ახალ ოჯახთან ცხოვრობს. ერთად არაერთი სახალისო და საინტერესო რამ გადახდებათ თავს მანამ, სანამ სტიუარტები გაარკვევენ, სად არის მათი უჩვეულო სტუმრის ნამდვილი სახლი.  ეს კი მარტივი სულაც არ აღმოჩნდება.
14.9
პინოკიო
რამდენი დაბრკოლება გამოიარა ურჩმა ხის ბიჭუნამ, რამდენ ფათერაკს გადაეყარა. არადა, მამიკო ჯეპეტოსთვის რომ დაეჯერებინა, ამდენს არ იწვალებდა. თუმცა, ვერც ჩვენ გავერთობოდით მისი თავგადასავლით. წაიკითხე ეს მშვენიერი ზღაპარი და კიდევ ერთხელ დარწმუნდები, რომ უფროსებს აუცილებლად უნდა დაუჯერო.
13.95
პინოკიოს თავგადასავალი
ავტორი: კარლო კოლოდი მთარგმნელი: ნოდარ ლადარია სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა იყო და არა იყო რა… – იყო ერთი მეფე! – მაშინვე იტყვიან ჩემი პატარა მკითხველები. არა, ბავშვებო, ვერ გამოიცანით. იყო და არა იყო რა, იყო ერთი ხის მორის გადანაჭერი…~ მსოფლიოში ყველა ბავშვმა იცის, რა მოხდა შემდეგ… მაგრამ ალბათ ყველა კიდევ ერთხელ სიამოვნებით წაიკითხავს ცელქი პინოკიოს თავგადასავალს, დაათვალიერებს სახალისო ნახატებს და ისიამოვნებს მშვენიერი ქართული თარგმანით.
8.9
პინოკიოს თავგადასავალი
ავტორი: კარლო კოლოდი მთარგმნელი: ნოდარ ლადარია სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა „იყო და არა იყო რა… – იყო ერთი მეფე! – მაშინვე იტყვიან ჩემი პატარა მკითხველები. არა, ბავშვებო, ვერ გამოიცანით. იყო და არა იყო რა, იყო ერთი ხის მორის გადანაჭერი…“ მსოფლიოში ყველა ბავშვმა იცის, რა მოხდა შემდეგ… მაგრამ ალბათ ყველა კიდევ ერთხელ სიამოვნებით წაიკითხავს ცელქი პინოკიოს თავგადასავალს, დაათვალიერებს სახალისო ნახატებს და ისიამოვნებს მშვენიერი ქართული თარგმანით.
7.9
პირადი ჩანაწერები
ავტორი: ჯოზეფ კონრადი მთარგმნელი  ნონა მაზიაშვილი ლონური წარმოშობის დიდი ინგლისელი რომანისტი ჯოზეფ კონრადი მუდამ ორ რამეს ესწრაფოდა: სიმართლის თქმასა და ლამაზ ფორმას.   „პირად ჩანაწერებზე“ მუშაობას კონრადი ისე მიუდგა, როგორც მორიგი ამბის წერას. თავისივე რეცეპტის მიხედვით, პირადული და ცოტაც იდუმალი ამბები შეურია და მკითხველისთვის ნაცნობ ფიქრებსა და შეგრძნებებს დაუკავშირა. სწორხაზოვან თხრობას თავი აარიდა და ამბავი ისე დაიწყო, როგორც პერსონაჟს შემოიყვანდა თავის რომანში. ასე უვლის კონგოს ნაპირებს, თოვლიან სტეპებს, ძვირფასი ბიძის სახლს და თან ჩანთით დაატარებს პირველი რომანის ხელნაწერის სიძველისგან გაყვითლებულ ფურცლებს. მოგვითხრობს პაპის ძმის ამბავსაც, რომელიც პოლონეთის იმედების გაცრუებისა და უიღბლობის სახეა. მარსელელ მეზღვაურებთან ერთად პირველად ეზიარება ზღვაოსნობას, მამასთან ერთად კი ხმამაღალ კითხვაში იწვრთნება. ზოგჯერ გაიელვებს რუსეთის ბრჭყალებიც, რომელიც მწერლის ბავშვობასა და მისი ოჯახის ისტორიას ჩაჰფრენია და უკვე ბრიტანელ მწერალსაც უძნელებს სუნთქვას.   როგორც თავად ამბობდა, ის წიგნებმა გადაარჩინეს. მოგვიანებით კი, შეიძლება ითქვას, ვალი დაუბრუნა ლიტერატურას.  
21.95
პირველად იყო... ლაქა
ავტორი: ია ანთაძე   „როდის გადაიქცევა ხოლმე ადამიანი დრაკონად? გადრაკონების ერთი გზა ზუსტად ვიცი – როცა ადამიანი ბოროტად სარგებლობს სხვა ადამიანების ნდობით. ეს არცთუ იშვიათად ხდება. ეს ბევრჯერ მოხდა ჩვენ თვალწინ. ასე მგონია, მიზეზიც ვიცი: გვინდა თუ არ გვინდა, ხშირად ადამიანებს აღვიქვამთ, როგორც საკუთარი გარემოს ნაწილს. ცენტრში ჩვენ ვართ, ისინი კი ჩვენ ირგვლივ მიდი-მოდიან. ზოგი სიმპათიურია (ჩვენთვის!), ზოგი უსიმპათიო (ისევ ჩვენთვის!); ერთი მათგანისგან უსიამოვნებებს უნდა ველოდეთ, მეორისგან – არა; ერთი ჩვენს თანამოაზრედ მიგვაჩნია, მეორე – არა. ეს არის ხშირად შეფასების კრიტერიუმი – ჩვენი პირადი დამოკიდებულება სხვა ადამიანების მიმართ. შესაბამისად, მეორე ადამიანი არსებობს იმდენად, რამდენადაც ჩვენ მას ვხედავთ; საჭიროა, რამდენადაც ჩვენ გვჭირდება, ან მავნეა იმდენად, რამდენადაც ჩვენთვისაა მავნე.   ახლა რომ ვფიქრობ, ძალიან ადვილია გადრაკონების გზაზე შედგომა, თუკი მუდმივად ფხიზლად არ იქნები და მუდმივად საკუთარ თავს არ შეახსენებ, რომ ადამიანები არსებობენ თავისთავად, ჩვენგან და ბლოგისგან დამოუკიდებლად. მათ უფლება აქვთ, იცხოვრონ ჩვენ მიღმა ან ჩვენ წინააღმდეგ.“ (ავტორის წინასიტყვაობიდან)
9.9