santaesperanza
ჟირაფუკა
ავტორი და ილუსტგინდა იცოდე, რა განსხვავებაა ბევრ მეგობარსა და სუუულ უმეგობრობას შორის? მაშინ წაიკითხე წიგნი თავნება ჟირაფ ფუკაზე და თან ყურადღებით დაათვალიერე ულამაზესი ილუსტრაციები.ფუკას ყველაფერი აქვს - დედა და მამა თავს დასტრიალებენ, სურვილებს უსრულებენ, ეზოში ყველა სათამაშო მის ხელშია, მაგრამ ის მაინც მოწყენილი და სევდიანია, სანამ...რა ხდება და როგორ იცვლება ფუკა, რა მოუტანს მას ბედნიერებას? ეს ძალიან გულის ამაჩუყებელი და აღმაფრთოვანებელი ამბავია, რომელიც აუცილებლად დააინტერესებს პატარა მკითხველს.რატორი: ქეთევან მეზურნიშვილი  
15.95
ჟუჟა
ავტორი: ნინო ხარატიშვილი მთარგმნელი: მანანა თანდაშვილი; ეკატერინე რაისნერი; ნატალია ნადირაშვილი; გერმანულიდან თარგმნეს მანანა თანდაშვილმა, ეკატერინე რაისნერმა და ნატალია ნადირაშვილმა   რომანის მთავარი ინსპირატორი ერთი რეალური ფაქტია, რომელიც გასული საუკუნის 40-იან წლებში, საფრანგეთში მოხდა: ჟან სარეს ავტორობით გამოცემული წიგნი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ასაკის 14 ქალის თვითმკვლელობის მიზეზი გახდა. გაჩნდა ეჭვიც, რომ ჟან სარე მისტიფიკაცია იყო და ამ „მკვლელი“ წიგნის ავტორი სულაც არ ყოფილა 17 წლის და არ დაუსრულებია სიცოცხლე მატარებელში ჩავარდნით. თუმცა ფაქტმა მაშინვე წარმოშვა ლეგენდები.   როგორი უნდა იყოს წიგნი, რომ მან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ასაკის და სულიერ-სოციალური კატეგორიის ქალს (!) თავი მოაკვლევინოს? ჟუჟა ამ კითხვას უტრიალებს და, ბუნებრივად, რომანის მთავარი გმირიც ჩნდება: ის არა რომელიმე კონკრეტული პერსონაჟია, არამედ წიგნი, ლიტერატურული ტექსტი, რომელიც 1940-იან წლებში საფრანგეთში დაიწერა და მერე მრავალი ქალის ბედი განსაზღვრა.   რომანს დეტექტიური დინამიკა კიდევ უფრო მეტ სიცხოველეს სძენს, წიგნი ჩამთრევად, ერთი სულის მოთქმით ამის გამოც იკითხება. ევროპაში ის შეფასდა, როგორც ახალგაზრდა სარეს ვნებანი (ვერთერული ალუზიებით). იყო მოსაზრებებიც, რომ ეს ქალებზე დაწერილი წიგნია, ფემინისტური ტექსტი („მარტოსულ ქალთა გამყინვარების ხანა“ – ასე ასათაურებს რომანზე რეცენზიას ცაიტის კორესპონდენტი ინგე კუტნერი), თუმცა, ნინო ხარატიშვილის ოსტატობის აღსანიშნავად უნდა ვთქვათ, რომ ჟუჟა კონკრეტული „ისტიზმ“-ს კატეგორიებზე გაცილებით მაღლა დგას და საბოლოოდ, ის ადამიანური ყოფის საზრისზე, ადამიანის სულიერ ბედისწერაზე აფიქრებს მკითხველს.  
19.9
ჟურნალისტიკის შესავალი
ავტორი: ოლიკო ცისკარიშვილი ჟურნალისტიკის შესავალი” –არ არის მხოლოდ სასწავლო სახელმძღვანელო, ის ამ პროფესიით დაინტერესებულ ადამიანებს მოგცემთ სრულყოფილ ინფორმაციას, როგორ შექმნა კაცობრიობამ პროფესია, რომლის გარეშეც თანამედროვეობა, უბრალოდ, წარმოუდგენელია. წიგნში თავს იყრის მასმედია, მთელი თავისი დიდებულებით.
25
რა არის მედიტაცია?
შო – ინდოელი სულიერი მასწავლებელი (გურუ) და ფილოსოფოსი. ლონდონის გაზეთმა „Sunday Times“ ოშოს „მეოცე საუკუნის ათასი შემქმნელიდან“ ერთ-ერთი უწოდა. ამერიკელმა მწერალმა, ტომ რობინსმა კი იგი დაახასიათა როგორც „იესო ქრისტეს დროიდან ყველაზე უფრო სახიფათო ადამიანი.“ გაზეთმა „Sunday Mid-Dey“ (ინდოეთი) ოშო განდის, ნერუს და ბუდას გვერდით დააყენა – იმ ათი ადამიანის გვერდით, ვინც ინდოეთის ბედი შეცვალეს. ასევე, ოშო ცნობილია შინაგანი ტრანსფორმაციის მეცნიერებაში რევოლუციური ღვაწლით. მედიტაციასთან მისი მიდგომა ითვალისწინებს თანამედროვე ცხოვრების დაჩქარებულ ტემპს. ოშოს უნიკალური „აქტიური მედიტაციების“ დანიშნულებაა, უპირველეს ყოვლისა, სხეულისა და გონების გათავისუფლება სტრესისგან, რათა შემდგომში უფრო ადვილი იყოს სიმშვიდისა და აზრისგან თავისუფალი მოდუნების მდგომარეობის გადატანა ყოველდღიურ ცხოვრებაში. წიგნი – „რა არის მედიტაცია?“ – შედგება ოშოს ორი მცირე ზომის წიგნისგან, „ცნობიერება და მედიტაცია“ და „რა არის მედიტაცია?“. წიგნში საუბარია მედიტაციის მნიშვნელობაზე, მის როლზე პიროვნულ განვითარებაში, შესაძლებლობებზე. წიგნში ავტორის მიერ მოყვანილია მედიტაციის 38 მნიშვნელობა, როგორიცაა შემოქმედება, მეცნიერება, მდუმარება, თავისუფლება, მოწიფულობა, შემთვისებლობა, სიცხადე, გაწმენდა, გაცნობიერება, გაგება, ერთიანობა, ტრანსფორმაცია და ა.შ.
15
რა დროა ახლა? (დაწერე და წაშალე)
გამომცემლობა: სულაკაურის გამომცემლობა 22-გვერდიანი წიგნი + კალამი. ამ ფერად წიგნში „რა დროა ახლა?“ იპოვით სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის სახალისო დავალებებს, რომელთა დახმარებითაც ბავშვები თამაშ-თამაშით, ადვილად ისწავლიან საათის ცნობას, კვირის დღეებს, წელიწადის დროებს; ასევე — კალენდრის გამოყენებასა და სკოლის დღიურის, დღის განრიგისა თუ ანკეტის შევსებას.
9.9
რა იქნა ჩემი ყველი?
ავტორი: სპენსერ ჯონსონი   სერია: ლურჯი ოკეანე   "სპენსერ ჯონსონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული მოაზროვნე და პოპულარული ავტორია. მის ათ მსოფლიო ბესტსელერს შორისაა „რა იქნა ჩემი ყველი?"" - ყველაზე პოპულარული წიგნი ცვლილებებზე. „რა იქნა ჩემი ყველი?"" არის მარტივი იგავი, რომელიც თვალს აგვიხელს ღრმა ჭეშმარიტებაზე. ეს არის თავშესაქცევი და ჭკუის სასწავლებელი ამბავი ოთხ პერსონაჟზე, რომლებიც „ლაბირინთში"" ცხოვრობენ და „ყველს"" ეძებენ, რადგან ის საკვებითა და ბედნიერებით უზრუნველყოფს. უსწრაფესად წაიკითხავთ. უიოლესი აღსაქმელია. საოცრად მოქმედებს! "
14.95
რა ხდება ზეცაში
ავტორი: პიერ პეჟუ ზეცაში ყველაფერი ცუდად მიდის. ღმერთმა დაივიწყა თავისი ქმნილებები, ანგელოზები დაიღალნენ. მხოლოდ ანგელოზი რაფაელი ცდილობს მოკრძალებული სასწაულის მოხდენას.მისი არჩევანი ნორასა და მატიასის დრამაზე ჩერდება. რომანი წარმოადგენს მშვენიერ მოგზაურობას ხელოვნებასა და სიგიჟეს შორის, იდუმალ ტყესა და საბერძნეთის კუნძულებზე. ზეცის მდგომარეობა კი ბედნიერების სტიმული ხდება.
16.6
რადეცკის მარში
ავტორი: იოზეფ როთი მთარგმნელი: ასმათ ფარჯიანი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა
19.9
რამდენიმე სიტყვით სიყვარულზე
გურამ მეგრელიშვილის პროზა მკითხველმა მწერლის შინაგანი სიმართლის, სიფხიზლის გამო მიიღო და შეიყვარა. აქ ადამიანი მწერლის მთავარი საფიქრალია – თავისი ბედისწერით, შეცდომებით, სიყვარულით, სიცოცხლით და სიკვდილით. გამორჩეული ენით მონათხრობი ამბები თქვენს წინ ცხოვრებას ახალი ტეხილებით გადაშლის, სადაც ნებისმიერმა შეიძლება ამოიცნოს თავისი თავი, ან მის წინ მომხდარი მოვლენა. მწერლის ჩანაფიქრი ისაა, მკითხველი ამ მოვლენათა განსჯის მონაწილე გახადოს, რათა ყველამ თავსი წილი პასუხი იპოვოს, თავისი წილი გამოსავალი.  
11
რამსფელდის წესები
ავტორი: დონალდ რამსფელდი ინგლისურიდან თარგმნა თაკო ჭილაძემ   დონალდ რამსფელდი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწეა ბოლო პერიოდის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ქვეყნის ისტორიაში ის მეორე თავდაცვის მდივანია, რომელიც ყველაზე დიდხანს იყო ამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე და წლების განმავლობაში მუშაობდა აშშ-ს სამ პრეზიდენტთან (ფორდი, ნიქსონი, ჯორჯ ბუში-უმცროსი). „რამსფელდის წესები“ აერთიანებს ერთი ადამიანის უნიკალურ გამოცდილებას, პრაქტიკულ რჩევებს პოლიტიკოსების, დიპლომატების, ბიზნესმენებისა და სხვადასხვა დარგის მენეჯერებისთვის. გთავაზობთ ავტორის წინასიტყვაობას, რომელიც მან საგანგებოდ ქართველი მკითხველისთვის დაწერა:   „რამსფელდის წესები“ – 1974 წელს ასე დავარქვი მნიშვნელოვანი გაკვეთილების კრებულს, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, სახელმწიფო სამსახურსა თუ ბიზნესში მოღვაწეობისას რომ შევაგროვე. მე ის ადამიანი ვარ, რომელიც დიდი ხანია დაინტერესებულია და გულშემატკივრობს საქართველოს და მიხარია, რომ ქართველებს მიეცათ შესაძლებლობა მშობლიურ ენაზე წაიკითხონ ჩემი სასარგებლო მოსაზრებები.   სიამოვნებით ვიხსენებ ვიზიტს საქართველოში, როცა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი გახლდით, ასევე შედარებით ბოლოდროინდელსაც და კვლავაც მოხარული ვარ, ჩვენს ორ ერს განსაკუთრებული მეგობრობა რომ აკავშირებს. კვლავინდებურად პატივს ვცემ და ვაფასებ საქართველოს სურვილს, თავისი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო საქმეში, როგორც სამხედრო თანამშრომლობით, ისე სხვა გზითაც.   ყველა ქვეყანა თავის გზას ირჩევს. საქართველო ქების ღირსია, რადგან მისმა მთავრობამ და ხალხმა ერის საკეთილდღეო გზა აირჩია. შეეჭიდო რთულ ამოცანას და შეცვალო რეალობა, ადვილი როდია. პატივს ვცემ ქართველ ხალხს, რადგან მისი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა თავისუფლების პრინციპს ეფუძნება. ასეთმა გადაწყვეტილებამ და ძალისხმევამ უპირველეს ყოვლისა ხალხს მოუტანა სიკეთე და რა თქმა უნდა მსოფლიოსაც.   მადლიერი ვარ მათი, ვინც „რამსფელდის წესების“ თარგმნაში მიიღო მონაწილეობა. ვიმედოვნებ, ეს წიგნი და მასში თავმოყრილი გაკვეთილები მკითხველს ხელს გაუმართავს ცხოვრების გზაზე.“
24.95
რასაც თან დაათრევდნენ
ავტორი:ტიმ ო'ბრაიენი მთარგმნელ(ებ)ი ზაზა ჭილაძე სერიის დასახელება: ამერიკელები   ამერიკელი მწერლის, ტიმ ო’ბრაიენის (1946) „რასაც თან დაათრევდნენ“ ერთი ოცეულის ჯარისკაცების თავგადასავალზე მოგვითხობს ვიეტნამის ომში.  ავტორმა - თავად ვიეტნამის ომის ვეტერანმა - ამ მოკლე-მოკლე მოთხრობების ერთ კრებულად გაერთიანებით ომის აბსურდულობის მკაფიოდ წარმოჩენა და მკითხველზე გამაოგნებელი შთაბეჭდილების მოხდენა შეძლო.   მაინც რას „დაათრევდნენ“ თან ო’ბრაიენის ოცეულის ჯარისკაცები? მწერალი დაწვრილებით აღგვიწერს მეომრის ზურგჩანთის შიგთავსს, მაგრამ ახერხებს, რომ მკითხველმა ყველაზე ნათლად ის დაინახოს, რაც ამ ნივთების ჩამონათვალში არ წერია და რაც საერთოდ არ არის ნივთი, თუმცა კი სწორედ ის დასწოლია უმძიმეს ტვირთად თითოეულ მებრძოლს.
19.95
რასაც ყველა ვერ ხედავს
ავტორი: ზაალ სამადაშვილი    „საღამოობით თუ ცნობისმოყვარეობით აღვსილი რომელიმე ბიჭუნა ჩემი ოთახის კარს არის აკრული, საკეტის ჭუჭრუტანაში იჭყიტება და ხედავს, ვინ მეცხადება სტუმრად ნავახშმევს, თამამად შეუძლია, იფიქროს, რომ მწერლად არის დაბადებული...“ – ზაალ სამადაშვილის ახალი კრებულის ერთი მოთხრობა სწორედ ასე სრულდება და თავადაც ცნობისმოყვარეობას გვიჩენს, ვინ ეცხადება მთხრობელს ისეთი, მისი დანახვა მწერლად დაბადებას რომ ნიშნავს?   პასუხისთვის კი მთელ კრებულს შემოგვაკითხებს, რადგან ის იმითაც არის გამორჩეული, რომ მასში გადმოცემული ამბებითა თუ ზღაპრებით ანდა შთაბეჭდილებებით წიგნების, კინოსა თუ ნახატების შესახებ მოულოდნელი, თუმცა კარგად ნაცნობი სტუმრების მთელ გვერდებს გვახვედრებს და მათი ახლიდან გაცნობის „მარადიულ დღესასწაულს“ გვაზიარებს.   შეყვარებული ბიჭუნა იქნება ეს, სატრფო წყალდიდობისას ნავით რომ მიაცილა სადარბაზომდე, თუ ანდრეი  ტარკოვსკი, რომლის ფილმმაც ორი ქუჩის ბიჭი დააძმობილა – კრებულის ყველა სახე ნამდვილია და იქნებ შეხვედრიხარ კიდეც, მაგრამ წიგნის გვერდებზე ისე ცოცხლდებიან, თითქოს იმთავითვე კარგი ნაამბობის პერსონაჟები ყოფილიყვნენ. და მართალია, კრებულის ყველა წამკითხველი ვერ იფიქრებს, მწერლად დავიბადეო, მაგრამ უთუოდ მიხვდებიან და ცხოვლადაც განიცდიან, რა არის ის, „რასაც ყველა ვერ ხედავს“.
17.95
რატომ არ არსებობს არავითარი ღმერთი
ავტორი : არმინ ნავაბი   წიგნი მიზნად ისახავს, მოგაწოდოთ საქმიანი და ადვილად გასაგები კონტრარგუმენტები ღმერთის არსებობის შესახებ მოყვანილი მრავალი პოპულარული არგუმენტის წინააღმდეგ. ყოველი თავი წარმოადგენს არგუმენტის მოკლე და მარტივ ახსნას, რასაც მოყვება პასუხი, რომელიც ასახავს ამ პრეტენზიის თანდაყოლილ ლოგიკურ პრობლემებსა და მსჯელობის შეცდომებს ანუ სიყალბეებს. ამ წიგნში შემოთავაზებული ინსტრუმენტებით შეძლებთ, შეიქმნათ მყარი საფუძველი ღმერთის კონცეფციის შესახებ თქვენი საკუთარი შეხედულების შესამუშავებლად. ასევე, წიგნი შეიძლება გამოიყენოთ, როგორც ძირითადი შესავალი ღმერთის შესახებ დებატებისთვის და მოგაწვდით ერთგვარ სავარჯიშო დაფას, სადაც შესაძლებელია ჩამოაყალიბოთ და განიხილოთ ახალი იდეები.
16
რატომ ვერ აღწევენ წარმატებას სახელმწიფოები
ავტორი: დარონ აჯემოღლუ, ჯეიმს რობინსონი   რატომაა ზოგი სახელმწიფო მდიდარი და ზოგი – ღარიბი? რატომ არსებობს მათ შორის სიმდიდრისა და სიღარიბის, ჯანმრთელობისა და ავადმყოფობის, სიუხვისა და შიმშილის ზღვარი? რა განსაზღვრავს კეთილდღეობას – კულტურა, კლიმატი თუ გეოგრაფიული მდებარეობა? ამ წიგნში ნაჩვენებია, რომ ამ ფაქტორებიდან – არც ერთი! თხუთმეტწლიან კვლევაზე დაყრდნობით, დარონ აჯემოღლუ და ჯეიმს რობინსონი ამტკიცებენ, რომ ეკონომიკურ წარმატებას ან წარუმატებლობას ხალხის მიერ შექმნილი პოლიტიკურ-ეკონომიკური ინსტიტუტები განსაზღვრავს. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ კორეა, რომელიც გამორჩეულად მონოეთნიკური ერია. მიუხედავად ამისა, ჩრდილოეთ კორეაში მცხოვრებნი მსოფლიოს უღარიბეს ადამიანთა რიცხვში შედიან, მაშინ როცა სამხრეთკორეელები უმდიდრესთა კატეგორიას მიეკუთვნებიან. ორ კორეას შორის არსებული განსხვავება შიდა პოლიტიკითაა განპირობებული, რამაც ორი სხვადასხვა განვითარების ტრაექტორია წარმოშვა. აჯემოღლუმ და რობინსონმა თავი მოუყარეს ისტორიულ მასალებს რომის იმპერიის, მაიას ქალაქ-სახელმწიფოების, საბჭოთა კავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და აფრიკის შესახებ და ეს მონაცემები საფუძვლად დაუდეს პოლიტიკური ეკონომიკის ახალ თეორიას, რომელიც გამოგვადგება დღეს აქტუალურ კითხვებზე პასუხის გასაცემად: – გააგრძელებს თუ არა სწრაფ ზრდას ჩინეთის ეკონომიკა და ამ მხრივ აჯობებს თუ არა ის დასავლეთს? – ნუთუ ამერიკის საუკეთესო დღეები უკვე წარსულს ჩაბარდა? ვქმნით თუ არა მანკიერ წრეს, რომელიც სიმდიდრეს მხოლოდ უმცირესობას მოუტანს? ეს წიგნი შეცვლის ადამიანების ცოდნას სიმდიდრის და სიღარიბის შესახებ … ისეთივე ამბიციური, როგორც ჯარედ დაიმონდის იარაღი, მიკროორგანიზმები და ფოლადი (ბიზნესუიკი) გამომაფხიზლებელი, ენამრავალი, ველურად ამბიციური და საბოლოოდ იმედის მომცემი… ერთგვარი შედევრი (ვაშინგტონ პოსტი).
55
რატომ ირჩევენ რუსები პუტინს
ავტორი:ბერნარდ მორი მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე ბერნარ ლ. მორი ნორვეგიელი ჟურნალისტი, რედაქტორი და მედია დეველოპერია. იგი რუსულ ენასა და ლიტერატურას ოსლოს უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. ბერნარი ასევე დაინტერესებულია მუსიკით. ის ჯგუფ Mohr-ის სოლისტი და გიტარისტია. 2006 წელს ბერნარ ლ. მორი ნორვეგიიდან მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად და სამუშაოდ. მან ბევრი მოსკოველი მეგობარი შეიძინა. მათი უმეტესობა ქვეყნის მომავალს იმედიანად უყურებდა და ფიქრობდა, რომ რუსეთი ევროპული განვითარების გზით მიდიოდა. მას შემდეგ კი, რაც ვლადიმერ პუტინი ხელმეორედ აირჩიეს, მდგომარეობა უარესობისკენ შეიცვალა: პუტინმა კანონმდებლობა თავის ინტერესებს მოარგო, უკიდურესად შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება, ყირიმში განხორციელებული აგრესიით კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რუსეთის ხელისუფლება სხვა სახელმწიფოთა მიწების მიტაცების იმპერიულ ტრადიციას „წარმატებით“ აგრძელებს ოცდამეერთე საუკუნეშიც. რატომ ირჩევენ რუსები პუტინს? რატომ უჭერენ მხარს იმ პრეზიდენტს, რომელიც მათ ფუნდამენტურ უფლებებს ართმევს? რატომ იზრდება ტოტალიტარული რეჟიმის მომხრე რუსების რიცხვი? – ეს არის მთავარი კითხვები, რომელზე პასუხის გასაცემად ბერნარ ლ. მორი ათი წლის შემდეგ მოსკოვში დაბრუნდა... გაზიარება 
24
რატომ კვდებიან კუპიდონები
ავტორი: ნიკოლოზ ტოტოღაშვილი   "არავის დაუჯეროთ, თუ გეტყვიან, რომ სიყვარული არ სურთ. ეს დროებითია. როგორი იდეალური ცხოვრებაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, მოდის ცხოვრებაში ეტაპი, როდესაც აცნობიერებს, რომ არაფერი არ გააჩნია, რადგან არ გააჩნია სიყვარული; არ ჰყავს ადამიანი, ვისაც კარგ დღეს უსურვებს, დილით მისი კოცნა გააღვიძებს. ჩვენ ყოველთვის გვჭირდება ვინმე, ვისზეც ვიზრუნებთ, არა იმიტომ, რომ მას სჭირდება ეს... ვინც გიყვარს, მასზე ზრუნვით ბედნიერდები. ავტორმა სხვა ადამიანების გრძნობათა პალიტრის მართვა ამჯერად ადამია ნის სახიერებით მოვლენილ ღმრთიულ ჯადოქრებს (სულებს) მიანდო და გადაუმისამართა. ისინი ამ გრძნობის გამღვიძებლები არიან ─ ისინი ეძებენ, პოულობენ, ცდილობენ იდეალური წყვილები შეახვედრონ და მათი გულები ერთმანეთს სამუდამოდ დაუკავშირონ."
11.95
რაფლეზია
ავტორი: ელის დოჯსონი სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი გამომცემლობა: პალიტრა L
12.95
რაღა დროს ტექნოა
ავტორი: დავით ქაშიაშვილი     სიყვარულით აღარაფერს ვაკეთებთ...
14.95
რაღაც ნათხოვარი
ავტორი: ემილი გიფინი მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე სერია:წლის ბესტსელერი   გაიცანით რეიჩელ უაითი - ახალგაზრდა ადვოკატი მანჰეტენიდან. ის ყოველთვის "კარგი გოგო" იყო, სანამ თავის 30-ე დაბადების დღეზე საუკეთესო მეგობარმა, დარსიმ, წვეულება არ გადაუხადა. იმ ღამით ბევრს დალევს და მეგობრის საქმროს დექსის, ლოგინში აღმოჩნდება. რეიჩელი მტკიცედ გადაწყვეტს, რომ ეს შეცდომაა, რომელიც უნდა გამოასწოროს. ამ მდგომარეობას კოშმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა. მეგობრის ქორწილის თარიღი ახლოვდება და რეიჩელმა გამოსავალი უნდა მოძებნოს. ეს კი ურთულესია...
14.95
რაც მაგონდება და როგორც მაგონდება
ავტორი: ლანა ღოღობერიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
20.9
რაციონალურობის კლასიკური და არაკლასიკური იდეალები
ავტორი: მერაბ მამარდაშვილი მთარგმნელი: დიმიტრი უჩანეიშვილი „რაციონალურობის კლასიკური და არაკლასიკური იდეალები“, წიგნი, რომელსაც საფუძვლად მერაბ მამარდაშვილის მიერ 1980 წლის მაისში ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაკითხული ლექციების კურსი დაედო სახელწოდებით „შემეცნებითი ფორმების ანალიტიკა და ცნობიერების ონტოლოგია“, სამყაროს შესახებ ჩვენი ცოდნის რაციონალურობის არაკლასიკურ ფორმულირების განხილვას ეძღვნება. ნაშრომში ფიზიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგალითების მიხედვითაა განხილული წანამძღვრები და დაშვებები, რომლებიც განსაზღვრავენ, როგორც მეცნიერული ანალიზის ობიექტურობისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, ისევე ამ ობიექტურობის მიღწევის შესაძლებლობას შემმეცნებელი სუბიექტის მიერ. წიგნში ასევე მოცემულია ორი სტატია, დაწერილი მერაბ მამარდაშვილის მიერ ე. სოლოვიოვთან და ვ. შვირიოვთან ერთად, რომელთა გამოქვეყნება გასული საუკუნის 70-იან წლებში დიდ მოვლენად იქცა. წიგნს ბოლოში ერთვის ვ. კალინიჩენკოს სტატია – „კლასიკურისა“ და „არაკლასიკურის“ ცნებები მ. მამარდაშვილის ფილოსოფიაში.  
28
ამოწურულია
რებეკა
ავტორი: დაფნა დიუ მორიე სერია: უკვდავი ბიბლიოთეკა მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
21.95
რეგენერაციული აგროკულტურა – სახელმძღვანელო
ავტორი : გია რაზმაძე     ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის შედეგად, დედამიწის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაახლოებით ნახევარი იმდენად დეგრადირდა, რომ მასზე მოსავლის მოყვანა შეუძლებელია. გაეროს მონაცემების თანახმად, ყოველწლიურად, სულ ცოტა, 12 მილიონი ჰექტარი მიწა გამოუსედაგარი ხდება მოსავლის მოსაყვანად.  ამ პრობლემის მოსაგვარებლად საუკეთესო გზა „რეგენერაციული აგროკულტურაა“. ეს არის პრინციპებისა და მეთოდების ერთობლიობა, რომელიც ხარისხიან და უხვ მოსავალთან ერთად იმასაც უზრუნველყოფს, რომ ნიადაგი ყოველი მოსავლის შემდეგ უკეთესი ხდება. გია რაზმაძის მიერ დაწერილი წიგნი ჩვენს ქვეყანაში პირველი მცდელობაა რეგენერაციული აგროკულტურის პრინციპების ნათლად გადმოცემისა. ნაშრომში აღწერილია რამდენიმე წარმატებული მოდელი: ფუკუოკას, ოვსინსკის, ალან სეივორის, ანრი ვუაზენის, ერნესტ გიოტჩის... ასევე  აღწერილია ძველი ქართული მევენახეობის პრინციპები.
15
რეგტაიმი
ავტორი: ედგარ ლორენს დოქტოროუ სერია: აუცილებელი საკითხავი "- აქ არ ააჩქარო! რეგტაიმი სწრაფად არ იკვრება! - სკოტ ჯოპლინის ეს ცნობილი სიტყვები წინამდებარე წიგნს ეპიგრაფად აქვს წამძღვარებული. კარგა ხნის წინ, როცა ,,რეგტაიმის” კითხვა დავიწყე, მან ისე ჩამითრია, რომ აღარც მე ვჩქარობდი, ფეხს ვითრევდი, რათა ამ შესანიშნავი რომანით მიღებული სიამოვნება გამეგრძელებინა. დროის ,,დაკარგვა” კი ნაღდად ღირდა. როგორც ამბობენ, ,,რეგტაიმმა”, რომელიც მოიცავს ამერიკის უახლესი ისტორიის საინტერესო და ბობოქარ პერიოდს მეოცე საუკუნის დასაწყისიდან, შეცვალა კონცეფცია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე რომანი. ,,რეგტაიმი” ბრწყინვალე მაგალითია, თუ როგორ უნდა იწერებოდეს ისტორიული ბელეტრისტიკა, როცა უამრავი რეალური და გამოგონებული მოვლენა და პერსონაჟი, როგორც სხვადასხვა ფერის ნაჭრებისაგან შეკერილი საბანი ერთ მთლიანობად აღიქმება, ამბები და გმირები ორგანულადაა ერთმანეთთან შერწყმული და სამასგვერდიან რომანში ჩატეული. უბადლოდ არის გადმოცემული ამერიკის, განსაკუთრებით კი ნიუ იორკის პორტრეტი, მისი სუნთქვა და სული. რაც მთავარია, რომანის კითხვისას გეუფლება გრძნობა, რომ თითქოს რეგტაიმის მელოდიას უსმენ, უსმენ და არ გინდა დასრულდეს." - ირაკლი მახარაძე
20.5