santaesperanza
პოზიტიური აზროვნების ძალა
ავტორი: ნორმან ვინსენტ ჰილი სერია: ლურჯი ოკეანე მთარგმნელი: ლევან ინასარიძე წიგნი გვასწავლის სულიერი სიმშვიდის მოპოვებას არა ამ ცხოვრებიდან გაქცევითა და საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვით, არამედ ის იმ ძალად გვევლინება, რომელიც კონსტრუქციული პირადი თუ სოციალური ცხოვრების წესისთვის მამოძრავებელ ენერგიად გარდაწინათქმა იხ იქმნება. ის პოზიტიურ აზროვნებას გვასწავლის, ოღონდ, არა სახელ- დიდების ან ძალაუფლების მოსაპოვებლად, არამედ რწმენის განსამტკიცებლად, რომელიც სირთულეების გადალახვაშიც დაგვეხმარება და ცხოვრებაში ჭეშმარიტ ღირებულებებსაც შეგვათვისებინებს
16.95
პოლიანა
ავტორი: ელინორ პორტერი მთარგმნელი: ანი აბულაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა
12.9
სიახლე
პოლინკა
ავტორი: ვიტალი ზაპეკა მთარგმნელი: ნინო ნასყიდაშვილი 5 წლის კლარას ძალიან უნდა, დიდივით მოიქცეს: გვიან დაიძინოს, მარტომ იმგზავროს ავტობუსით, უფროს დას საშინაო დავალებების დაწერაში დაეხმაროს და ბებოს სახლი დაულაგოს. არადა, უფროსები სულ ერთსა და იმავეს უმეორებენ, რას ამბობ, კლარა, ჯერ ძალიან პატარა ხარო. კლარა მართლაც ყველაზე პატარაა ოჯახში და მას ერთადერთი გამოსავალი რჩება: სასწრაფოდ უნდა გაიზარდოს! ასაკი: 5+
19.9
პოლიტიკა
ავტორი: კენეთ მინოუგი მთარგმნელი: ეკა სუმბათაშვილი სერია: ძალიან მოკლე შესავალი „ძალიან მოკლე შესავლის“ ამ პროვოკაციულ, მაგრამ ჩინებულად გაწონასწორებულ ტომში კენეთ მინოუგი მიმოიხილავს, როგორ ვითარდებოდა პოლიტიკა ძველი სამყაროს ეპოქიდან მეოცე საუკუნის ჩათვლით. ის გვთავაზობს, ერთად გამოვიკვლიოთ, რატომ გარდაიქმნება პოლიტიკური სისტემები, როგორ სთავაზობს პოლიტიკა ჩვენს საზოგადოებას, ერთდროულად, ძალაუფლებასა და წესრიგს, რატომ არის დემოკრატია ყოველთვის კარგი; და როგორი შეიძლება იყოს პოლიტიკის მომავალი XXI საუკუნეში.
10.9
პოლიტიკური შეუღლებანი ძველ საქართველოში
ავტორი: დიმიტრი შველიძე   წიგნი ეხება საქართველოს ისტორიის საინტერესო სფეროს, როგორიცაა პოლიტიკური შეუღლებები. მეფეთა, დედოფალთა და ა.შ. წიგნში იხილავთ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნების მეფეთა და დიდგვაროვანთა შეუღლებებით სრულდებოდა.
10
პოლკოვნიკის მიმწუხრი
ავტორი: მაჰმუდ დოულათაბადი   ცნობილი ირანელი მწერლის მაჰმუდ დოულათაბადის (1940) რომანი „პოლკოვნიკის მიმწუხრი“ ავტორის სამშობლოში დღემდე არ გამოქვეყნებულა, თუმცა ირანის ხელისუფლების მიერ „ყველაზე კონტრრევოლუციურ“ რომანად მიჩნეული ეს თხზულება არაერთ ევროპულ ენაზეა თარგმნილი.     მოქმედება მეოცე საუკუნის 80-იან წლებში - ისლამური რევოლუციის გარიჟრაჟსა და ირან-ერაყის ომის დროს, ერთი ღამის განმავლობაში ვითარდება. შაჰის არმიის გადამდგარმა პოლკოვნიკმა, რომლისთვისაც ეროვნული იდეალები და ღირსება მთავარ ფასეულობებს წარმოადგენს, შვილები პატრიოტებად აღზარდა და თავისუფალი არჩევანის უფლება მისცა. სხვადასხვა გზის არჩევის მიუხედავად, პოლკოვნიკის შვილები ქვეყანაში მომხდარ პოლიტიკურ მოვლენებს ეწირებიან. ავტორის შთამბეჭდავი თხრობის წყალობით, მკითხველი არა მარტო ერთი ოჯახის ტრაგედიის, არამედ მთელი სახელმწიფოს დრამატული ისტორიის თანამონაწილე ხდება.  
15.95
პოპი და სემი: ძილისპირული ამბები
მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი ასაკი: 2+ ● წიგნი მთლიანად ილუსტრირებულია. ● წიგნი აერთიანებს ერთმანეთისგან განსხვავებულ ათ ისტორიას. ● სასაჩუქრე გამოცემა. პატარა კოხტა ფერმაში ისევ დიდი მხიარულებაა – პოპი, სემი და მათი ოთხფეხა მეგობრები ახალ თავგადასავლებში ეხვევიან.  
19.9
პოპი, სემი და ცხოველები
მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი ასაკი: 2+ ● წიგნი მთლიანად ილუსტრირებულია. ● წიგნი აერთიანებს ერთმანეთისგან განსხვავებულ ათ ისტორიას. ● სასაჩუქრე გამოცემა. პოპი და სემი პატარა, კოხტა ფერმაში ცხოვრობენ. წაიკითხეთ აქ მოთხრობილი მხიარული ამბები და თქვენც აუცილებლად შეგიყვარდებათ პატარა გოჭუნები, თხები, ძაღლები და სხვა შინაური ცხოველები.
19.9
სიახლე
პოპის და სემის საკითხავი ამბები
    ასაკი: 4+ მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი   ამ წიგნში პოპის და სემის საყვარელი 17 საკითხავი ამბავია თავმოყრილი. წაიკითხე ეს ფერადი წიგნი და კეთილი ჯადოქრების, ჭკვიანი ფერიების, ონავარი ჭინკებისა და სხვა ზღაპრული არსებების მხიარული თავგადასავლები შენც ძალიან შეგიყვარდება.  
19.9
სიახლე
პოპის და სემის საყვარელი ზღაპრები
სერია: პატარა ამბები ამ ფერად წიგნში პოპის და სემის საყვარელი ზღაპრებია თავმოყრილი. გადაშალე და შენც ნამდვილად მოგეწონება პრინცესებისა და უფლისწულების, დათვებისა და გოჭების, ფერიებისა და ჯადოსანი ქონდრისკაცების ჯადოსნური ამბები, რომლებიც აქამდე არასდროს წაგიკითხავს. არ გჯერა? მაშ, გამოიცანი, ვის დაარქვეს დებმა მტვრიანა; ვისი სახელია წითელჰუდა ან სინამდვილეში ვინაა ფართალ-ფურთალა?!
19.9
პორტნოის სინდრომი
ავტორი: ფილიპ როთი მთარგმნელი: ქეთი ქანთარია სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა   ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსი, ფილიპ როთი (1933-2018) არაერთი ბრწყინვალე რომანის ავტორია, თუმცა „პორტნოის სინდრომი“ მათ შორის ყველაზე ცნობილია. 1969 წელს გამოცემულმა წიგნმა ამერიკაში ისეთივე ვნებათაღელვა გამოიწვია, როგორიც თავის დროზე ვლადიმირ ნაბოკოვის „ლოლიტამ“ და ჰენრი მილერის „კირჩხიბის ტროპიკმა“. მთელი რომანი ფსიქოთერაპიის სეანსზე მყოფი ალექს პორტნოის გაბმული მონოლოგია, რომელიც ბავშვობის მოგონებებით იწყება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო და თამამი წიგნი მეოცე საუკუნის ამერიკულ ლიტერატურაში.
17.95
ფასდაკლება
პრაღის სასაფლაო
ავტორი: უმბერტო ეკო მთარგმნელი: ხათუნა ცხადაძე სერია:  ET CETERA   ოკულ­ტის­ტე­ბი, სა­ტა­ნის­ტე­ბი, მა­სო­ნე­ბი, იე­ზუი­ტე­ბი, რე­ვო­ლუ­ციო­ნე­რე­ბი, საფ­რან­გე­თის, იტა­ლიის, პრუ­სიი­სა და რუ­სე­თის საი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რები, ან­ტი­სე­მი­ტიზ­მის აფეთ­ქე­ბი­სა და ფა­შის­ტუ­რი ის­ტე­რიის ზღვარ­ზე მყოფი ევ­რო­პა, კონ­სპი­რა­ციუ­ლი თეო­რიე­ბი, მსოფ­ლიო შეთ­ქმუ­ლე­ბის ში­ში... სრუ­ლიად დაუ­ჯე­რე­ბე­ლი და ამა­ვე დროს რეა­ლუ­რად არ­სე­ბუ­ლი პერ­სონა­ჟე­ბით სავ­სე, წარ­მოუდ­გე­ნე­ლი ინ­ტრი­გე­ბით ნა­ქარ­გი სიუ­ჟე­ტი მო­დუ­ნების სა­შუა­ლე­ბას არ გაძ­ლევს. რო­მა­ნის ერ­თა­დერ­თი გა­მო­გო­ნი­ლი პერსო­ნა­ჟი სი­მო­ნი­ნო სი­მო­ნი­ნია. გა­მო­გო­ნი­ლი, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ნამ­დვი­ლი და „მა­რად ჩვენ შო­რის მყო­ფი“.
16.22 24.95
პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა
ავტორი: ლაშა ბუღაძე   „ბუღაძის „პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა“ პირველი ქართული თანამედროვე პიესაა, რომელიც ლონდონის თეატრ „როიალ ქორთში“ დაიდგა. ეს აბსურდული, სატირული კომედია შავი იუმორითაა გაჯერებული და სიმხდალისა და ძალაუფლების შესახებ მოგვითხრობს“
5.9
პრესტიჟი
ავტორი:  კრისტოფერ პრისტი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე სცენაზეა რუპერტ ენჯერი! სცენაზეა ალფრედ ბორდენი! ვინ გაზომავს და შეაფასებს მათი ჯადოქრობის ხარისხს? ”პრესტიჟი ” ორი ილუზიონისტის დაპირისპირების, მეტოქეობის, ფარული თუ აშკარა ბრძოლის ამბავია. ის, რაც გამოსდის ერთს, გამოსდის მეორესაც და მაინც, მათი წარმატება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ორ საიდუმლოს ეფუძნება. მაგრამ თითქმის ერთნაირია თითოეულის მიზნისკენ მიმავალი გზა - საცალფეხო და ციცაბო, რისკით, ტყუილით, ეჭვიანობით გაჯერებული...
14.95
პრინცესა ანაბელი
მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი   ანა მორცხვი და ზრდილობიანი გოგონაა, დედ-მამას ყოველთვის უჯერებს და უფროსებთან თავაზიანად იქცევა. აი, მისი ანარეკლი – მხიარული, ონავარი და თავნება ანაბელი კი… თუმცა, ვინ თქვა, რომ ანაბელი მხოლოდ ანარეკლია? ამ წიგნში სარკიდან გადმოსული პრინცესა ანაბელისა და ანას მეგობრობის შესახებ წაიკითხავ და მათთან ერთად გაეხვევი უცნაურ, დაუჯერებელ და სასაცილო თავგადასავლებში. წაიკითხე მხიარული ამბები ყველასთვის საყვარელი საბავშვო ავტორისაგან.
8.9
პრინცესების აკადემია
ავტორი: შენონ ჰეილი სერია: ლიბერქიდსი       ეს ამბავი ერთ პატარა სოფელში დაიწყო – იმ დღეს, როდესაც ხმა გავრცელდა, მეფის ქურუმმა ბრძანა, მომავალი პრინცესა სწორედ ამ სოფელში ცხოვრობსო. ჰოდა, ახლა უფლისწულმა სოფლის გოგონებიდან უნდა აირჩიოს საცოლე. მანამდე კი მეფის დესპანმა მთაზე აკადემია დაარსა, სადაც თითოეული გოგონა ისწავლის, როგორ გახდეს პრინცესა. ვის გაუმართლებს? რომელს აირჩევს უფლისწული? ერთი შეხედვით თითქოს მარტივად გამოსაცნობია, მაგრამ მოულოდნელობა სწორედ იქ „ჩასაფრებულა“, სადაც არ ელით.  
12
პროდუქტის მენეჯმენტი მარტივად
ავტორი: ბრაიან ლოული, პამელა სკური სერია: სერია მარტივად "პროდუქტის მართვა დღევანდელ კორპორაციულ ამერიკაში სამენეჯერო საქმიანობის მიმართულებებს შორის მნიშვნელობით მეოთხე ადგილს იკავებს. არადა, ეს სფერო მარკეტინგის სპეციალისტებიდან ძალზე მცირე ნაწილს აქვს შესწავლილი. თუ პროდუქტის მართვის მენეჯერი ხარ ან მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამ, ამ წიგნში კონცეფციების, ხერხებისა და ინსტრუმენტების ისეთ საფუძვლებს იპოვი, რომლებიც კარიერაში სრულიად ახალ საფეხურზე ასვლის შესაძლებლობას მოგცემს. ის პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის, ბაზრის კვლევის, კომპეტენტური ანალიზის, ბაზრისა და საფასო სტრატეგიის, პროდუქტის ”საგზაო რუკების“, ბრეინსთორმინგისა და ბევრი სხვა ცნების მარტივ ახსნას გთავაზობს."
14.95
პროექტი "იდეალური მშობლები"
ავტორი: სტიუარტ ფოსტერი სერია: ლიბერკიდსი   იძებნება ორი ზრდასრული (ან ერთი), რომლებიც მზად არიან იზრუნონ 11 წლის ბიჭზე. ბიჭიც პირობას დებს, რინ ასევე მოექცევა მათ. არ განიზილება თანაცხოვრება: ძაღლთან, ან ზაზუნასთან. გასაუბრებბა გაიმართება 4 აპრილს დილის 10 საათიდან საუნსის პარკის ფანჩატურთან. თუ ბევრი ხალხი დაგხვდათ, გთხოვთ, დაიცადოთ
11.95
პროექტი როუზი
ავტორი: გრემ სიმსიონი მთარგმნელი: მზია ლაპიაშვილი სერია: რომანები სიყვარულზე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი
13.9
პროზა, პოეზია, წერილები
ავტორი: გოდერძი ჩოხელი   სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L  წიგნში შესულია რომანი ,, ადამიანთა სევდა"; მოთხრობები; ლექსები და წერილები.
23.95
პროლეგომენები
ავტორი: იმანუელ კანტი დაბეჭდილია 1936 წლის გამოცემის მიხედვით გამომცემლობა პეგასი
17.9
პროფესიები (დახატე და წაშალე)
ასაკი: 3+ წიგნი + კალამი   ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი პროფესიების თემაზე შექმნილ სახალისო დავალებებს აერთიანებს. მათი დახმარებით სკოლამდელი ასაკის ბავშვები გაეცნობიან პროფესიებს და ისწავლიან კალმის სწორად ჭერას.
9.9
პროფესორ დოუელის თავი
ავტორი: ალექსანდრე ბელიაევი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე სერია: პორტალი   "პროფესორი დოულის თავი" მწერლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანია, რომელიც 30-მდე ენაზეა ნათარგმნი. რომანის მიხედვით გადაღებულია ფილმი. პროფესორი დოული საბოლოო მიზნად ადამიანის მოკვეთილი თავის გაცოცხლებას ისახავდა. ბოლო ცდის წინ, რომლის წარმატებაში ეჭვი არ ეპარებოდა, კვლევის სრული ხელნაწერი თავის ასისტენტს გადასცა გადასაბეჭდად, მაგრამ მოულოდნელად ასთმის საშინელი შეტევა დაემართა და... არასდროს იფიქრებდა პროფესორი დოული, რომ პირველი სწორედ მისი თავი გაცოცხლდებოდა...
13
პროცესი
ავტორი: ფრანც კაფკა მთარგმნელი: ნელი ამაშუკელი გამომცემლობა: ოჩობუქს  
11.9