santaesperanza
პირველი ადამიანი
ავტორი: ალბერ კამიუ მთარგმნელი: გიორგი ეკიზაშვილი ალბერ კამიუ მეოცე საუკუნის ფრანგი ფილოსოფოსი, ჟურნალისტი და ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალია – რომანისტი, ესეისტი, დრამატურგი, ნოველების ავტორი. იგი დაიბადა ალჟირში 1913 წელს და გარდაიცვალა საფრანგეთში 1960 წელს საავტომობილო ავარიის შედეგად. ალბერ კამიუ მეორე მსოფლიო ომის დროს აქტიურად მონაწილეობდა საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობაში როგორც ჟურნალისტი. მიჩნეულია ომის შემდგომი პერიოდის დიდ მორალისტად. კამიუ თავისი ეპოქის უკომპრომისო მოწმეა, იგი აკრიტიკებს საბჭოთა ტოტალიტარიზმს, ჩრდილოეთ აფრიკის მოსახლეობისადმი უსამართლობას, იცავს ესპანელ ანტიფაშისტ დევნილებს, სტალინიზმის მსხვერპლთ და სხვ. ალბერ კამიუს შემოქმედებაში მთავარი ადგილი უჭირავს სამ ციკლს, ესენიაა: აბსურდი (რომანი „უცხო“, ესეი „სიზიფის მითი“, ორი პიესა „კალიგულა“ და „გაუგებრობა“), ამბოხი (რომანი „შავი ჭირი“, ესეი „ამბოხებული ადამიანი“, ორი პიესა „მართალნი“ და „ალყა“) და სიყვარული (რომანი „პირველი ადამიანი“...). სამწუხაროდ, მესამე ციკლის დასრულება მან ვერ მოასწრო. ალბერ კამიუს ნაწარმოებები მრავალ ენაზეა თარგმნილი და მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს მთელ მსოფლიოში. 1999 წელს, გაზეთ „ლე მონდის“ მიერ ჩატარებული საყოველთაო გამოკითხვით, ალბერ კამიუს რომანი „უცხო“ მეოცე საუკუნის საუკეთესო რომანად დასახელდა. „პირველი ადამიანი“ ალბერ კამიუს დაუსრულებელი რომანია, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა.
21.6
პირველი და უკანასკნელი თავისუფლება
ავტორი: ჯიდუ კრიშნამურტი მთარგმნელი : გია ბერაძე ჯიდუ კრიშნამურტი (1895-1986) – ინდოელი ფილოსოფოსი. წერდა და საუბრობდა ისეთ თემებზე როგორებიცაა, ფსიქოლოგიური (შინაგანი) რევოლუცია, მედიტაცია, გონება და მისი ბუნება, ადამიანური ურთიერთობები, ადამიანის და ზოგადად საზოგადოების რადიკალური ცვლილება.  „პირველი და უკანასკნელი თავისუფლება“ ჯიდუ კრიშნამურტის მთავარი ნაშრომია მის მეორე წიგნთან – თავისუფლება ცნობილისგან – ერთად. „პირველი და უკანასკნელი თავისუფლება“ ყველაზე კითხვადი წიგნია მის შემოქმედებაში და ყველაზე ხშირად გამოიცემა.  საუბრების ამ წიგნში განხილულია ცხოვრების ფუნდამენტური საკითხები. რატომ არის ადამიანების ცხოვრებაში ასე ბევრი არაადამიანური? როგორ ვართ ჩვენ მოწყობილი? რა არის ჩვენში ისეთი, რაც ხელს უშლის ჩვენს ნამდვილ შინაგან თავისუფლებას? რა არის ჩვენში ისეთი, რაც გვაიძულებს ვიტანჯოთ და თავისუფალი ცხოვრების საშუალებას გვისპობს? შეუძლია თუ არა ადამიანს შეცვალოს საკუთარი თავი? შესაძლებელია თუ არა, რომ კონფლიქტების, პრობლემების, ომების გარეშე ვიცხოვროთ? რატომ უპირისპირდება ერთი ხალხი მეორეს, ადამიანების ერთი ჯგუფი მეორეს, ერთი ადამიანი მეორეს? ამ და სხვა უმნიშვნელოვანეს და უარსებითეს საკითხებზე მხჯელობს ავტორი ამ წიგნში.  
34
პირველი მოთამაშე, მოემზადე!
ავტორი:ერნესტ კლაინი მთარგმნელი: ლევან ინასარიძე სერია: ლიბერთინს   როგორც კაცობრიობის დიდი ნაწილი, უეიდ უოთსიც, პირქუში გარემოსგან თავდასაღწევად, მთელ დროს ოაზისში ატარებს - უზარმაზარ ვირტუალურ უტოპიაში, სადაც შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა, იცხოვრო, ითამაშო და იპოვო გულისსწორი. და როგორც ყველა, უეიდიც ოცნებობს, მოიპოვოს სანუკვარი პრიზი. რომელიც ამ ვირტუალურ სამყაროშია დამალული. ოაზისის შემქმნელმა, მილიარდელმა, ჯეიმზ ჰელიდეიმ, ათასი თავსატეხი დააპროგრამა მაძებართათვის, სამაგიეროდ, ვინც ყველა დაბრკოლებას გადალახავს, უზარმაზარი თანხის მფლობელი გახდება, უკვე, რეალურ სამყაროში.
14
პირველი ორი წრე
ავტორი:ნაირა გელაშვილი სერია: იკითხე ქართული რა ხდება მაშინ, როცა ვინმე იმისაგან განსხვავებულად აღწერს სინამდვილეს, როგორც ჩვენ ის წარმოგვიდგენია? ვბრაზდებით თუ ვცდილობთ, განსხვავებულში სიმართლის მარცვალი მაინც დავინახოთ და მერე ეს ყველაფერი ისევ ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ? რომანიდან ჩანს, რომ სინამდვილის ამა თუ იმ ინტერპრეტაციაზე გაბრაზებაც კი უკვე სინამდვილის გააზრებაა. და ეს უკვე კარგია, რადგან რეალურად კატასტროფა სინამდვილეზე ურეაქციობას, სინამდვილის გაუაზრებლობას და მის აუთვისებლობას მოსდევს და ისტორიაში თუ თანამედროვეობაში, ასე, გაუაზრებლად დატოვებული ნებისმიერი მოვლენა მერე სასტიკად იძიებს შურს ჩვენსავე მომავალზე. ამიტომაც, სხვა ყველა ღირსებასთან ერთად, ნაირა გელაშვილის „პირველი ორი წრე და ყველა სხვა“ იმით არის უმნიშვნელოვანესი რომანი, რომ საქართველოს უახლესი წარსულის სიღრმისეული გააზრების მცდელობას წარმოადგენს. გიორგი ლობჟანიძე
22.95
პირველი სისხლი წყურვილი
ავტორი: ამელი ნოტომი სერია:ცხოვრება ქალების კალმით   „პირველი სისხლი“ _ ახალგაზრდა ბელგიელ დიპლომატს სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის რამდენიმეწამიან მონაკვეთში მთელი ცხოვრების თავგადასავალი გაუელვებს თვალწინ. უპერსპექტივო და უიმედო მოლაპარაკებების ლაბირინთში გახლართული პატრიკ ნოტომი დეტალურად იხსენებს განვლილ გზას და სულ უფრო მწვავედ გრძნობს სიცოცხლის სურვილს. დახვრეტის მოლოდინით გამოწვეული სასოწარკვეთის მომენტი მარადიულობის ტოლფასია და წარმოუდგენელ ძალასა და გამჭრიახობას ანიჭებს მას. „წყურვილი“ _ „წყურვილის შესაგრძნობად ცოცხალი უნდა იყო. ჩემი ბედი ასეთი აღმოჩნდა: მწყურვალი მოვკვდი. შესაძლოა, სწორედ ესაა მარადიული სიცოცხლე“, _ ამბობს ის, ვისი აღსასრულის შესახებაც თითქოს ყველაფერი ვიცით. და მაინც, რას ფიქრობს და განიცდის იესო მაშინ, როდესაც ჯვარცმამდე სულ რამდენიმე საათია დარჩენილი. ამელი ნოტომის თამამი ფანტაზია შეგვახვედრებს სხვანაირ იესო ქრისტეს, ნამდვილ, ხორცშესხმულ ადამიანს, და გვაზიარებს მის ყველაზე ინტიმურ განცდებს.
16.95
პირველი სიტყვები – იპოვე ნახატები, ისწავლე სიტყვები
ასაკი: 12 თვიდან ამ წიგნში პატარებს უკვე ნაცნობი თუ უცნობი სიტყვების აღმოჩენა შეუძლიათ. ილუსტრაციები და მათ გვერდით მიწერილი სახელწოდებები სიტყვების სწავლის პროცესს გაამარტივებს და ბავშვებს ლექსიკას განუვითარებს. მყარი მუყაოსგან დამზადებული წიგნი გამძლეა და პატარებს მისი გამოყენება დიდი ხნის განმავლობაში შეეძლებათ. გვერდები 16
10.9
პირველი სიყვარული. გაზაფხულის მღელვარე ნაკადები
ავტორი: ივან ტურგენევი მთარგმნელი: ლილი მჭედლიშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა
16.9
პირველი, ვინც ბოლოს მოკვდება
ავტორი: ადამ სილვერა სერია: Liberteens მთარგმნელი: გიორგი გომართელი   „სიკვდილის უწყების" ამუშავების ღამეა და თავში ყველას ერთი კითხვა უტრიალებს: „უწყებას" ადამიანის სიკვდილის წინასწარმეტყველება მართლა შეუძლია თუ ეს კარგად დადგმული სპექტაკლია?  ორიონ პაგანი წლების განმავლობაში ელოდა, რომ ვიღაც დაურეკავდა და სიკვდილის ამბავს ამცნობდა. მას გულის მძიმე დაავადება აქვს ვალენტინო პრინსი ნიუ-იორკში ცხოვრების თავიდან დასაწყებად ჩადის. წესით, წინ დიდი მომავალი აქვს და „სიკვდილის უწყებაზე" მას შემდეგ დარეგისტრირდება, რაც მისი და კინაღამ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა პირველი დღის სატელეფონო ზარების შემდეგ ორიონისა და ვალენტინოს ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლება - ერთს დაურეკავენ, მეორეს კი - არა
16.95
პირველწყარო
ავტორი : აინ რენდი სერია: აუცილებლი საკითხავი   აინ რენდი ნაკლებად ცნობილია საქართველოში, თუმცა დასავლეთში, განსაკუთრებით კი აშშ-ში, იგი უაღრესად პოპულარულია. კონგრესის ბიბლიოთეკის ერთ-ერთი გამოკითხვის მიხედვით აინ რენდის შემოქმედებამ, ბიბლიის შემდეგ, ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა გამოკითხულთა ცხოვრებაზე. პირველი წარმატება აინ რენდს სწორედ „პირველწყარომ“ მოუტანა. წიგნი დღემდე ბესთსელერთა სიაშია და გამოცემიდან 6,5 მილიონ ეგზემპლარზე მეტი გაიყიდა. წიგნის მთავარი პერსონაჟია გენიალური ახალგაზრდა არქიტექტორი ჰაუარდ რორკი.
32
პირობა
ავტორი: დეიმონ გალგუტი თარგმანი: გიორგი ხარაიშვილი სერია: ლიტერე ინვენტე "სამხრეთაფრიკელი დრამატურგისა და რომანისტის ამ შთამბეჭდავმა ტექსტმა 2021 წელს ბუკერის საერთაშორისო პრემია მოიპოვა. „პირობა“ სამხრეთ აფრიკის ისტორიასთან ერთად ავტორის უნიკალურ წერის სტილს გაგაცნობთ, რომლის გამოც გალგუტს ხშირად უილიამ ფოლკნერსა და ვირჯინია ვულფს ადარებენ. „პირობა“ პრეტორიის მახლობელ ფერმაში მცხოვრები სამხრეთაფრიკული ოჯახის დაშლის ამბავს ჰყვება. ავტორი თხრობის პერსპექტივას ოთხ პერსონაჟს შორის ცვლის და მათი ცხოვრების ყოველმხრივ განსხვავებულ გზებს აჩვენებს. მათი განვითარებისა და დაცემის პარალელურად, გალგუტი ოთხი სივრცის გაერთიანებით პოსტ-აპარტეიდის ხანას წარმოაჩენს. სვორტების ოჯახური საგა სამხრეთ აფრიკის ისტორიისა და ადამიანური ყოფის მკაფიო, პირდაპირი შეფასებაა, რომელიც ამბის თხრობისას ანგარიშმიუცემლად ეთამაშება შეკითხვებს: „საიდან მოვდივართ, რანი ვართ, საით მივდივართ,“ მაგრამ, უპირველეს ყოვლისა – რად ვიქცევით ცხოვრების გზაზე."
16.95
პიტერ პენი (7-9)
ავტორი: ჯეიმს მეთიუ ბარი მთარგმნელი: ნოდარ ლადარია სერია: მოსწავლის ბიბლიოთკა   „იყო და არა იყო რა… – იყო ერთი მეფე! – მაშინვე იტყვიან ჩემი პატარა მკითხველები. არა, ბავშვებო, ვერ გამოიცანით. იყო და არა იყო რა, იყო ერთი ხის მორის გადანაჭერი…“ მსოფლიოში ყველა ბავშვმა იცის, რა მოხდა შემდეგ… მაგრამ ალბათ ყველა კიდევ ერთხელ სიამოვნებით წაიკითხავს ცელქი პინოკიოს თავგადასავალს, დაათვალიერებს სახალისო ნახატებს და ისიამოვნებს მშვენიერი ქართული თარგმანით.  
9.9
პიტერ პენი კენსინგტონის ბაღებში
ავტორი: ჯეიმს მეთიუ ბარი მთარგმნელი:  ნინო საძაგლიშვილი   „პიტერ პენი კენსინგტონის ბაღებში“ არის წიგნი, რომელშიც ჯეიმს ბარი გვაცნობს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პერსონაჟს − პიტერ პენს. მისი დაბადების ისტორიას ქართველი მკითხველი პირველად გაეცნობა მშობლიურ ენაზე. როგორც ყველა ბავშვი, პიტერიც, ოდესღაც ჩიტი იყო და კენსინგტონის ბაღების კუნძულზე ცხოვრობდა − ადგილას, საიდანაც დედიკოებსა და მამიკოებთან მიჰყავთ ფრინველებს ბავშვები. მაგრამ როგორ აღმოჩნდა პიტერ პენი ისევ კუნძულზე? შეძლო თუ არა ფერიებთან დამეგობრება? ან გაუჩნდა თუ არა მშობლებთან დაბრუნების სურვილი? „პიტერ პენი კენსინგტონის ბაღებში“ საბავშვო წიგნების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც დიდი სიამოვნებით წაიკითხავს როგორც 11 წლის ბავშვი, ასევე ზრდასრული ადამიანი. ბავშვი დატკბება პიტერის თავგადასავლითა და მაგიური სამყაროთი, ზრდასრულს კი თავისი ცხოვრებისეული გამოცდილება დაეხმარება ტექსტში დაფარული სიმბოლოების გააზრებაში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ილუსტრაციები, რომლებიც დარია ცინცაძემ შექმნა. სწორედ ასეთია ის მომაჯადოებელი სამყარო, რომელშიც პიტერი გაიზარდა. და, ვინ წარმოიდგენდა, რომ თავგადასავალი მხოლოდ ახლა იწყება!..
22
პლათფორმა
ავტორი: იური ანდრუხოვიჩი სერია: ლიტერატურული ოდისეა მთარგმნელი: რაულ ხალიჩავა გამომცემლობა: ბაკურ სულკაურის გამომცემლობა
14.9
პლასტელი 6 ფერი
4
პლასტელინი 16 ფერი
11
პლასტელინი 18 ფერი
12
პლასტელინი 36 ფერი
26
პლასტელინი 8 ფერი
6
პლატონის სწავლება ჭეშმარიტების შესახებ
ავტორი : მარტინ ჰაიდეგერი     ჰაიდეგერის ტექსტი „პლატონის სწავლება ჭეშმარიტების შესახებ“ მონიშნავს იმ პირველად ალგორითმს, რომლითაც ხდება გადასვლა ჭეშმარიტებიდან, ვით დაუფარველობიდან - ჭეშმარიტებაზე, ვით განსჯის იდეის საგანთან შესაბამისობაზე. ჰაიდეგერის თვალსაზრისით, პლატონის მიერ იდეის ღიაობის წარმმართველად გამოცხადება, იმ გამოუთქმელ მოცემულობაზე მიგვითითებს, თუ რა დადგინდა პლატონთან ჭეშმარიტების არსად; ჭეშმარიტება აღარ გაიაზრება, როგორც არსი დაუფარველობისა მისი ყოფიერებითი სისასვისგან, არამედ იგი იდეის არსს გადაეცემა. ჭეშმარიტების არსი კარგავს დაუფარველობას, - თავის მთავარ მახასიათებელს. თუ არსებულთან ნებისმიერ მიმართებაში, ყოველივე დამოკიდებულია ίδεΐν-ზე, იდეაზე, „ტიპის“ დანახვაზე, მაშინ არსებულთან მიმართების ყოველგვარი მცდელობა, უპირველეს ყოვლისა, ამგვარი ხედვის უზრუნველყოფაზე უნდა კონცენტრირდეს. ამისთვის კი, საჭიროა ხედვის სისწორე. ჰაიდეგერის თქმით, პლატონთან აღქმა უიგივდება იმას, რაც უნდა იყოს დანახული - „ხედვას“-ს არსებულისა. ამის შედეგად ჩნდება όμοίωσις - შემეცნების იგივეობა საგანთან. ამრიგად, ხედვის უპირატესობა ალითიასთან შედარებით არის ის წინაპირობა, საიდანაც ხდება ჭეშმარიტების არსის ცვლილება. ჭეშმარიტება იქცევა  όρθότης-ად, „სიმართლედ“, გამოთქმისა და აღქმისა.    ჰაიდეგერისთვის, ჭეშმარიტების არსის ცვლილება, ამავდროულად, მოასწავებს ჭეშმარიტების ადგილის ცვლილებას. ვითარცა ღიაობა, ჭეშმარიტება ჯერ ისევ რჩება მთავარ მაჩვენებლად თავად არსებულისა. თუმცა, ვითარცა სიმართლე „შეხედულებისა“, ის არსებულთან ადამიანური ურთიერთობის მახასიათებლად იქცევა. მსჯელობა იქცევა ჭეშმარიტებისა და მცდარობის გარჩევის ადგილად. ჭეშმარიტების ამგვარ განსაზღვრებას უკვე არაფერი აქვს საერთო ალითიასთან, როგორც ღიაობასთან. პირიქით, αλήθεια (ღიაობა, დაუფარველობა) ამჯერად ψευδος-ის, ე.ი. მცდარის, საწინააღმდეგოა და გაიაზრება, ვითარცა სისწორე. ჭეშმარიტების ამგვარი გაგება, ჰაიდეგერის აზრით, სააზროვნო დამღად დაედება დასავლეთს.
8.5
პლატფორმა
ავტორი: მიშელ უელბეკი მთარგმნელი: ირმა ტაველიძე სერია: ლიტერატურული ოდისეა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
11.9
პოეზია
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L
18.9
პოეზია ტომი 1
25
პოემები
ავტორი: ვაჟა-ფშაველა სერია: მინი წიგნების კოლექცია პოემები: გიგლა; მოხუცის ნათქვამი; გოგოთურ და აფშინა; ალუდა ქეთელაური; კოპალა; ეთერი; დაჭრილი ვეფხვი; ბახტრიონი; ანნა-ბულბული; მეჯლისი ლომისა; სტუმარ-მასპინძელი; ხის ბეჭი; ივანე კოტორაშვილის ამბავი; სისხლის ძიება; ჰაოს და ქართლის; აბუნდი; ნანგრევთა შორის; ბრძენი ვირი; გველის-მჭამელი; ძაღლიკა ხიმიკაური; ღილა და კვირისა; ცოლი ანუ ჩემი თავგადასავალი; მანდილი;
14.95
პოემები დრამატურგია ტომი 2
ავტორი: აკაკი წერეთელი
25