santaesperanza
კომბლე
ხალხური ზღაპარი ტექსტის ავტორი: ინგა ანთიძე ილუსტრატორი: ნინო ჯიჯავაძე გამომცემლობა: არტანუჯი  
19.95
კომეტა მუმინების ხეობაში
ავტორი: ტუვე იანსონი   მთარგმნელი: დავით გაბუნია „კომეტა დედამიწას დაეჯახება 7 აგვისტოს საღამოს 8 საათსა და 42 წუთზე, შესაძლოა, 4 წამით გვიან“. რა ელის დედამიწას? მუმინტროლი და სნიფი ობსერვატორიის საპოვნელად გაემართებიან, საიდანაც არცთუ დამაიმედებელი ამბით, მაგრამ ახალ მეგობრებთან ერთად დაბრუნდებიან. ფინელი მხატვარი და მწერალი ტუვე იანსონი 25 წლის განმავლობაში ქმნიდა მუმინების სამყაროს. მუმინების ხეობაში ყველაზე უჩვეულო, უკარება, მარტოსულ სტუმარსაც კი თავს შინ აგრძნობინებენ. ისინი სიყვარულით, მზრუნველობითა და თანაგრძნობით მასპინძლობენ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ არსებებს. თუნდაც ეს არსებები სნორკები, ჰემულები, ფილიფიონკები ან მიმლები იყვნენ. ტუვე იანსონის უმთავრეს ადამიანურ ღირებულებებზე აგებული მსოფლმხედველობა მთელ მსოფლიოში მილიონობით მკითხველს ხიბლავს.
11.9
კომეტა მუმინების ხეობაში (7-8)
ავტორი: ტუვე იანსონი მთარგმნელი: დავით გაბუნია სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა  
7.9
კომპასი
ავტორი: მატიას ენარი ავტორი: პაატა ჯავახიშვილი მატიას ენარი (1972), ცნობილი ფრანგი მწერალი და მთარგმნელი, არაერთი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია. სწავლობდა ლუვრის სკოლაში, შემდეგ კი არაბულ და სპარსულ ენებს ეუფლებოდა. „კომპასი“, რომლისთვისაც მწერალს 2015 წელს გონკურის პრემია მიენიჭა, თვალწინ გვიშლის აღმოსავლეთს, რომელიც თავისი იდუმალებით ოდითგანვე ხიბლავდა და იზიდავდა დასავლელ ხელოვანებს. ამ რომან-ეპოპეის სიუჟეტი ერთ ღამეს მოიცავს, როცა უძილობით გაწამებულ მთავარ გმირს ფრანც რიტერს მოგონებები მოეძალება, მოგონებები საყვარელ ქალზე _ სარაზე და აღმოსავლეთზე. ფრანცი მუსიკათმცოდნეა, სარა _ აღმოსავლეთმცოდნე და მათი გზები სწორედ აღმოსავლეთში _ ირანში გადაიკვეთა. ისინი უსასრულოდ მსჯელობენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთკავშირსა და განსხვავებებზე, პოეზიაზე, ხელოვნებაზე, არქეოლოგიაზე... სარა და ფრანცი კარგავენ, პოულობენ, ისევ კარგავენ ერთმანეთს, და მათი კომპასი მთელი ამ დროის განმავლობაში ჯიუტადაა მიმართული აღმოსავლეთისაკენ. უწერიათ თუ არა მათ შეხვედრა?..
19.95
კომპლექტი - დავით აღმაშენებელი (1-2ტ)
ავტორი: კონსტანტინე გამსახურდია კონსტანტინე გამსახურდიას ისტორიული რომანის ორტომეული.
60
კომპლექტი - სამი მუშკეტერი (3-4ტ)
ავტორი: ალექსანდრე დიუმა თარგმანი: ივანე მაჭავარიანი, თამარ საჯაია ალექსანდრე დიუმას ორი გამორჩეული რომანი - სამი მუშკეტერი და ოცი წლის შემდეგ, სასაჩუქრე ორტომეული
50
კომუნიზმი
ავტორი: რიჩარდ პაიპსი მთარგმნელი: ლევან ლამბაშიძე რიჩარდ პაიპსის „კომუნიზმი“ მკითხველს კომუნიზმის იდეოლოგიის, ისტორიისა და გავლენის ყოვლისმომცველ ანალიზს სთავაზობს. ის წარმოაჩენს კომუნიზმის განვითარებას მისი თეორიული პრინციპებიდან – პრაქტიკულ განხორციელებამდე. ამასთან, ტექსტი წარმოაჩენს კომუნიზმის საფუძველმდებარე პრინციპებს, როგორებიცაა თანასწორობა, კოლექტივიზაცია, კერძო საკუთრების გაუქმება და სხვ. წიგნში პაიპსი გვთავაზობს ანალიზს იმისა, თუ რა გავლენა იქონია კომუნისტურმა იდეოლოგიამ პოლიტიკურ მოძრაობებზე, რევოლუციებსა თუ მმართველობის ფორმებზე. ავტორის მკვეთრად ანტიკომუნისტური პოზიციის მიუხედავად, ის შეძლებისდაგვარად დაბალანსებულად გადმოგვცემს კომუნიზმის ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასებას. მნიშვნელობა არ აქვს, მკითხველი მკვლევარია, სტუდენტი თუ უბრალოდ პოლიტიკური თეორიითა და ისტორიით დაინტერესებული ადამიანი – „კომუნიზმი“ ყველასთვის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სოციო-პოლიტიკური იდეოლოგიის გასაგებად. რიჩარდ პაიპსი (1923-2018) ამერიკელი მეცნიერი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი და 1968-1978 წლებში ჰარვარდის უნივერსიტეტის რუსული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი იყო. მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომებია: „რუსეთი ძველი რეჟიმის მმართველობის დროს“ (1974); „რუსეთის რევოლუცია“ (1990); „რუსეთი ბოლშევიკური რეჟიმის მმართველობის დროს“ (1994).
19.95
კონა / რჩეული მოთხრობები
ავტორი: ეკატერინე გაბაშვილი სერია: ქალების კალმით
14.95
კონექტიკუტელი იანკი მეფე ართურის კარზე
ავტორი: მარკ ტვენი ინგლისურიდან თარგმნა გია ბერაძემ   მაშინ, როდესაც სემუელ კლემენსი, მარკ ტვენის ფსევდონიმით, ერთმანეთზე უფრო საინტერესო რომანებს წერდა და საფუძველს უყრიდა ამერიკული ლიტერატურის დიდ ტრადიციას, კონექტიკუტის შტატი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ინდუსტრიულად განვითარებული რეგიონი გახლდათ, ჰარტფორდი კი შტატის მთავარი ქალაქი იყო. სწორედ ამ შტატის და ქალაქის მიერაა შთაგონებული სათავგადასავალო რომანის „კონექტიკუტელი იანკი მეფე ართურის კარზე“ ფაბულა – კონექტიკუტის შტატის ერთ-ერთი ქარხნის ოსტატი, მე-19 საუკუნის ცივილიზაციის ნამდვილი პირმშო, ერთი ფატალური შემთხვევის გამო, მეფე ართურის სახელმწიფოში ხვდება. შუასაუკუნეობრივ, მითოსურ, ფეოდალურ ეპოქაში აღმოჩენილი კონექტიკუტელი იანკი მიზნად ამ გარემოების შეცვლას და ცივილიზაციის დესპანობას დაისახავს.   ამ ფანტასტიკურ თავგადასავალში ბევრი სიცილია, ბევრი ტყუილი და მართალი. მარკ ტვენის მომნუსხველი თხრობა კი ეპოქათა ისეთ ჯურღმულებში შეგითრევთ, სადაც ცივილიზაციის იარაღს მთლად ბოლომდე არ უნდა ენდოთ...    
24.95
კონკიას მკვლელობა
ავტორი: მერი ჰიგინს კლარკი ალაფეა ბერკი მთარგმნელი: ლალი გოგაძე სერია: TOP თრილერი სკანდალური სატელევიზიო შოუ „ეჭვქვეშ“ დიდი ხნის წინანდელ გაუხსნელ დანაშაულებს ეძღვნება. პროგრამის ავტორი, ჟურნალისტი ლორი მორენი, მორიგი გადაცემისთვის შეარჩევს ტრაგედიას, რომელმაც თავის დროზე მთელი ქვეყანა შეძრა: ოცი წლის წინათ ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდის მახლობლად პარკში, სტუდენტი გოგონა, სიუზენ დემფსი მოკლეს. იმ საბედისწერო საღამოს გოგონა იმ რეჟისორთან აპირებდა შეხვედრას, რომელმაც თავის მომავალ ფილმში როლი შესთავაზა, მაგრამ ამის ნაცვლად, მკვლელს შეხვდა. სიუზენმა გაქცევა სცადა, მაგრამ მდევარმა აჯობა… როდესაც მეორე დღეს მოკლული გოგონა იპოვეს, მას მხოლოდ ცალი ფეხსაცმელი ეცვა. ჟურნალისტებმა ამ საქმეს „კონკიას მკვლელობა“ შეარქვეს. ვინ მოკლა კონკია? რისთვის? რატომ აღმოჩნდა მისი მანქანა დანაშაულის ადგილიდან შორს? ვის სჭირდებოდა მისი სიკვდილი?! ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს! მაგრამ, რა იცის ლორი მორენმა, რომ საზოგადოებისთვის ამ საქმის შეხსენებით იმ ოთახის კარი გამოაღო, სადაც სიკვდილია დამალული!.. მერი ჰიგინს კლარკი 34 დეტექტიური რომანისა და მოთხრობების 3 კრებულის ავტორია. მხოლოდ აშშ-ში მისი წიგნების 100 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. სხვა პრესტიჟულ ჯილდოებთან ერთად, 1980 წლის პულიცერის პრემიის მფლობელია. 2000 წელს კი ედგარ პოს სახელობის დაჯილდოებაზე მისტიკური ჟანრის საუკეთესო მწერლად დასახელდა. ალაფეა ბერკი ასევე NYT-ის ბესტსელერი რომანების ავტორია. ის ყოფილი პროკურორია. ამჟამად ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სისხლის სამართალს ასწავლის. „კონკიას მკვლელობა“, მათი ერთობლივი ნაწარმოებია. თრილერმა მალევე მიიპყრო მკითხველის ყურადღება და მსოფლიო ბესტსელერთა სათავეში მოექცა.  
14
კონსერვის რიგი
ავტორი: ჯონს სტაინბეკი მთარგმნელი: თაკო ჭილაზე   „კონსერვის რიგი“ დიდი ამერიკელი მწერლის – ჯონ სტაინბეკის ერთ-ერთი გამორჩეული რომანია. წიგნი 1945 წელს გამოიცა და ერთი ქუჩის ცხოვრებას აღწერს დიდი დეპრესიის პერიოდის მონტერეიში (კალიფორნია).  მაღაზიის ჩინელი მეპატრონე ლი ჩონგი, რომელიც უდრეკი კაცია, თუ საქმე ლობიოს კონსერვს ეხება, მაგრამ თანაგრძნობით სავსე, თუ ბაბუის ცხედარზე ფიქრობს; დიდებული ქალი დორა და მისი გოგოები ბორდელ „დათვის დროშიდან“; მხატვარი ჰენრი, ნაოსნობა რომ უყვარს, მაგრამ წყლის ეშინია; „მაწანწალების სასახლის“ სახელით ცნობილი მაკისა და მისი ძმაკაცების ჯგუფი, რომლის არც ერთ წევრს არ ჰყავს ოჯახი, არც ფული აქვს და არც არავითარი ამბიცია, ჭამა-სმის, სიამოვნების, ხიფათისა და თავგადასავლების გარდა – ეს ის შთამბეჭდავი პერსონაჟებია, რომელიც კონსერვის რიგის კოლორიტულ, სევდიან და იმედიან ამბავს ქმნიან. ამ ამბის შუაგულში მოქცეულია ბიოლოგიური ლაბორატორიის მესაკუთრე, ტანმორჩილი დოკი, კაცი, რომელიც ქრისტესაც ჩამოჰგავს და სატირსაც. აი, ისეთი, ყველას რომ ეიმედება. „დოკი ჯიგარია!“ – ამბობენ კონსერვის რიგის მცხოვრებლები და ერთხელაც გადაწყვეტენ, რომ მას წვეულება მოუწყონ...     
19.95
კონსტანტინე გამსახურდია - 126 ამბავი #42
შემდგენელი:  გიორგი ხულორდავა სერია: თან საკითხავი კონსტანტინე გამსახურდიამ, როგორც ქართული პროზის უმნიშვნელოვანესმა წარმომადგენელმა, ბევრი რამ იტვირთა მეოცე საუკუნის სალიტერატურო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. არც საბჭოთა ხელისუფალთა კრიტიკა დაჰკლებია და არც დევნა-გადასახლება. ერთ-ერთი გახლდათ, ვინც სასწაულებრივად გადაურჩა მრისხანე ეპოქას. ამ წიგნში შესული ამბები მოგვითხრობს დიდი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრების პერიპეტიებზე ადრეული სიჭაბუკიდან სიცოცხლის უკანასკნელი დღის ჩათვლით. თქვენც წინაშეა ოჯახის წევრების, ბიოგრაფოსების , მეგობრების, თანამოკალმეების და ოპონენტების თვალით დანახული 126 წლის კონსტანტინე გამსახურდია.
11.7
კონსტიტუციონალიზმი. ზოგადი შესავალი, წიგნი 1
დიმიტრი გეგენავას რედაქტორობით გამომცემლობა: დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის გამომცემლობა
25
კონტრაბასი
ავტორი:  პატრიკ ზიუსკინდი მთარგმნელი:ბიძინა რამიშვილი „კონტრაბასი“ გერმანელი მწერლის პატრიკ ზიუსკინდის პირველი ნაწარმოებია. სწორედ ამ ერთაქტიანმა მონოპიესამ მოუტანა  რომან „სუნამოს“ ავტორს მსოფლიო აღიარება. ეს არის მარტოხელა, მარტოსული კონტრაბასისტის მონოლოგი-აღსარება, თუ გნებავთ, პროტესტი ორკესტრში (და ცხოვრებაში!) თავისი მეორეხარისხოვანი როლის წინააღმდეგ. „კონტრაბასი“ სევდიანი, ფაქიზი იუმორით გაჯერებული ტექსტია, რომელიც გულგრილს არ ტოვებს მკითხველს. როგორც მოხდენილად შენიშნა ინგლისის გაზეთ „ინდეპენდენტის“ ლიტერატურულმა მიმომხილველმა, ზიუსკინდმა „ვიოლინოს სოლოს ვირტუოზულობით აღწერა კონტრაბასის მოსაწყენი ცხოვრება“.   „კონტრაბასი“ გერმანელი მწერლის პატრიკ ზიუსკინდის პირველი ნაწარმოებია. სწორედ ამ ერთაქტიანმა მონოპიესამ მოუტანა  რომან „სუნამოს“ ავტორს მსოფლიო აღიარება. ეს არის მარტოხელა, მარტოსული კონტრაბასისტის მონოლოგი-აღსარება, თუ გნებავთ, პროტესტი ორკესტრში (და ცხოვრებაში!) თავისი მეორეხარისხოვანი როლის წინააღმდეგ. „კონტრაბასი“ სევდიანი, ფაქიზი იუმორით გაჯერებული ტექსტია, რომელიც გულგრილს არ ტოვებს მკითხველს. როგორც მოხდენილად შენიშნა ინგლისის გაზეთ „ინდეპენდენტის“ ლიტერატურულმა მიმომხილველმა, ზიუსკინდმა „ვიოლინოს სოლოს ვირტუოზულობით აღწერა კონტრაბასის მოსაწყენი ცხოვრება“.
10
კონტრაპუნქტი
ავტორი: ოლდოს ჰაქსლი მთარგმნელი: გია ბერაძე სერია: „ინტელექტი“ 25 წლისაა „კონტრაპუნქტი“, რომელსაც ოლდოს ჰაქსლი (1894-1963) თავის საუკეთესო რომანად მიიჩნევდა, 1928 წელს გამოიცა და, ერთგვარად, დიდი მწერლის შემოქმედების პირველი ეტაპი შეაჯამა. მუსიკაში კონტრაპუნქტი ისეთ მრავალხმიანობას ეწოდება, რომელშიც ყველა ხმა თანაბრად მნიშვნელოვანია. ეს პრინციპი დაცულია ოლდოს ჰაქსლის რომანში – წიგნს არ ჰყავს მთავარი გმირი, არ აქვს ერთიანი სიუჟეტური ხაზი, ძირითადი შინაარსი პერსონაჟების მონოლოგებსა და საუბრებშია გადმოცემული. რამდენიმე თვე ლონდონის ინტელექტუალური ელიტის ცხოვრებიდან – წვეულებები, მოგზაურობები, მეგობრული საუბრები, დავები, მაღალი წრის ჭორები. აქ ვერ შეხვდებით სიმპათიურ პერსონაჟებს. სამაგიეროდ, შეგიძლიათ დატკბეთ ავტორის ფაქიზი ირონიით, დროდადრო სარკაზმში რომ გადადის. ათობით ადამიანი-ინსტრუმენტი, რომელთაგან თითოეული თავის პარტიას უკრავს, ქმნის მწყობრ სიმფონიას, რომელიც მე-20 საუკუნის 20-იანი წლების ატმოსფეროს გადმოგვცემს. ოლდოს ჰაქსლის „კონტრაპუნქტი“ მოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დღემდე აქტუალური ნიმუშია.
34.95
კორალაინი
ავტორი: ნილ გეიმანი მთარგმნელი: ლელა ფიროსმანიშვილი ვისაც ხიბლავს იდუმალებით მოცული, ჯადოსნური თავგადასავლები და, ზოგადად, ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებები, აუცილებლად უნდა წაიკითხოს თანამედროვე ბრიტანელი მწერლის, გრაფიკული რომანებისა და კომიქსების ავტორის, ნილ გეიმანის ბესტსელერი „კორალაინი“, რომელიც უკვე რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდა. ქართულ ენაზე პირველად გამოცემული „კორალაინი“ შეიძლება თქვენთვის შეუცვლელი თანამგზავრი აღმოჩნდეს საიდუმლო კარს მიღმა არსებულ მომიჯნავე ქვეყანაში, რომელიც მხოლოდ ერთი შეხედვით წააგავს ნამდვილს.
12.9
კორექტორი ლენტი 5მმX6მ EH21801, DELI
3
კორექტურა
ავტორი: ლაშა ბუღაძე   ლაშა ბუღაძის ახალი კრებული 2010-2015 წლებში დაწერილ ათ მოთხრობას აერთიანებს. მათგან რამდენიმე უკვე დაიბეჭდა ქართულ და ევროპულ გამოცემებში: „მგლის ცოდვა“ შესულია კრებულში – Best Europian Fiction 2013 და გარდა ამისა, 2013 წლის „15 საუკეთესო მოთხრობის“ პირველი ადგილის მფლობელიცაა.
9.9
კოსმოკომიკური ამბები
ავტორი: იტალო კალვინო თარგმანი: ხათუნა ცხადაძე სერია: ლიტოდისეა სულაკაურის გამომცემლობა კრებულის ავტორი – იტალო კალვინო (1923-1985) მწერალი, ესეისტი და ლიტერატურის კრიტიკოსი, იტალიური ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია, რომელიც მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ყველა ლიტერატურულ ჟანრში წერდა, ნეორეალიზმიდან პოსტმოდერნამდე.
20.9
კოსმოსი
ავტორი: კარლ სეიგანი მთარგმნელი: ნოდარ მანჩხაშვილი სერია: აკადემია სეიგანი მარტივი და გასაგები ენით გვიამბობს იმ პატარა ცისფერი პლანეტის მნიშვნელობასა და მიღწევებზე, რომლის ბინადრებიც ეს-ესაა იწყებენ სამყაროში საკუთარი დანიშნულების ძიებას და კოსმოსის უკიდეგანო ოკეანეში მოგზაურობას. ფერადი თუ შავ-თეთრი რარიტეტული ილუსტრაციებით გაჯერებულ ამ უაღრესად შთამბეჭდავ და საინტერესო წიგნში მოთხრობილია კოსმოსის თოთხმეტი მილიარდი წლის ხანგრძლივობის იმ ევოლუციური პროცესის შესახებ, რომლის შედეგადაც მატერია ცნობიერებად გარდაიქმნა; შესწავლილია ისეთი მრავალმხრივი საკითხები, როგორებიცაა ცოცხალი ორგანიზმების დაბადება, ადამიანის ტვინი, უძველესი ცივილიზაციების სამყაროსადმი დამოკიდებულება (მათ შორის, ეგვიპტური იეროგლიფები), შუა საუკუნეების ასტროფიზიკოსთა კვლევები; კოსმოსური მისიები, მზის სიკვდილი, გალაქტიკების ევოლუცია; ასევე, კაცობრიობის ისტორიის ის მამოძრავებელი ძალები თუ ინდივიდები, რომლებმაც ღვაწლი დასდეს თანამედროვე მეცნიერების ჩამოყალიბებას.
21.9
კოსმოსი (დახატე და წაშალე)
ასაკი: 3+ წიგნი + კალამი ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი პლანეტების თემაზე შექმნილ სახალისო დავალებებს აერთიანებს. მათი დახმარებით სკოლამდელი ასაკის ბავშვები ეცნობიან მზის სისტემას. ისწავლიან კალმის სწორად ჭერას და გაიუმჯობესებენ მოტორულ უნარებს.
9.9
კოსმოსი - მანათობელი ფაზლი (100 ნაწილი)
კოსმოსს კოსმონავტები ესტუმრნენ და შენც შეგიძლია მათი კვლევების თანამონაწილე გახდე! ამ პაზლის აწყობა ნამდვილი თავგადასავალი იქნება, რადგან მანათობელ ასტრონავტებსა და პლანეტებს შორის "იმოგზაურებ". პაზლის ნაწილები როგორც ბუნებრივ, ისე ხელოვნურ სინათლეზე თავისით იტენება. აბა, დააკვირდი, როგორ გაანათებენ პლანეტები სიბნელეში! პაზლის დიდი და სქელი ნაწილები პატარებს მის აწყობას გაუადვილებს. ასე რომ, ყველას შეუძლია ისიამოვნოს ამ შესანიშნავი თავსატეხით. გამომცემლობა: პალიტრა L
24.9
კოსმოსი - წიგნი მოძრავი ჩანართებით
ჟანრი: შემეცნებითი ლიტერატურა ბავშვებისთვის ასაკი: 6-12 წლამდე
19.95
კოსმოსური საქმე
ავტორი: სტიუარტ გიბსი მთარგმნელი: არჩილ რაჭველი სერია: ლიბერკიდსი   მთვარეზე მომხდარი მკვლელობის საიდუმლო ამ იუმორისტულ და დაძაბულობებით აღსავსე კოსმოსურ თავგადასავალსT he New York Times Book Review-ის სიტყვებით, ,,აღმაფრთოვანებელ და ბრწყინვალე თრილერად“ აქცევს. მთვარის ბაზა „ალფაზე“ მცხოვრები 12 წლის დეშილ გიბსონი მთელ მსოფლიოშია ცნობილი, როგორც ერთ-ერთი პირველი ბინადარი მთვარეზე. დეშილი ლამის ჭკუიდან გადავიდეს, რადგან ბავშვებს მთვარის ზედაპირზე გასვლა ეკრძალებათ. ისინი ბაზაზე, პატარა ფართობზე არიან გამოკეტილნი და გასართობი ბევრი არაფერი აქვთ. დეშს მხოლოდ ერთი თანატოლი ჰყავს და ისიც მთელ თავის დროს ვირტუალურ სამყაროში და კომპიუტერულ თამაშებში ატარებს. და უცებ მთვარის ბაზა „ალფას“ მთავარ მეცნიერს მკვდარს პოულობენ. დეშს ეჭვები უჩნდება, მაგრამ მისი არავის სჯერა. ყველა თანხმდება, რომ დოქტორი ჰოლცი მთვარის ზედაპირზე აი, ასე, უბრალოდ, მუზარადის სათანადოდ მორგების გარეშე გავიდა. მაგრამ დეშმა იცის, რომ დოქტორი ჰოლცი მნიშვნელოვანი აღმოჩენის მიჯნაზე იდგა და რომ ამ საიდუმლომ, შეიძლება, ყველაფერი შეცვალოს...
11.95