santaesperanza
ეს არის მარკეტინგი
ავტორი: სეთ გოდინი   შესაძლოა ასეთ შანსს ელოდი: რაღაც მნიშვნელოვანი შესთავაზო ადამიანებს - ის, რაც აინტერესებთ და რაშიც მზად არიან, ფულიც გადაიხადონ, მერე კი ამაზე სხვებსაც ელაპარაკონ. გამორჩეული მაშინ შეგიძლია გახდე, თუკი მიაგნებ და გაუგებ ადამიანებს, რომლებზეც გავლენის მოხდენა გსურს. როცა მათ მოზიდვას მოახერხებ, ისინი სიხარულით მოსდებენ ქვეყანას ამბავს შენზე.
16.95
ვენჩურული გარიგებები
ავტორი: ბრედ ფელდი   ჯეისონ მენდელსონი   "წიგნის დაწერა რომ გადავწყვიტეთ, მის შეთავაზებას მხოლოდ დამწყები ანტრეპრენერებისათვის ვგეგმავდით. ოდესღაც ჩვენც გამოუცდელები ვიყავით, მაგრამ ბევრი რამ ვისწავლეთ გამოცდილი ინვესტორებისგან და ცოდნის მიღებაში გარიგებებში აქტიური მონაწილეობაც დაგვეხმარა. იმედი გვაქვს, ეს ნაშრომი კიდევ ერთ სასარგებლო ინსტრუმენტად იქცევა, როგორც ნებისმიერი დამწყები ინვესტორისთვის, ასევე გამოცდილი ანტრეპრენერებისათვისაც. გარდა ამისა, ვფიქრობთ, აქ გამოთქმული მოსაზრებები იურისტებსაც გამოადგებათ. იმედია, ისინი, სხვა თუ არაფერი, ურჩევენ მაინც ამ წიგნს თავიანთ გამოუცდელ კოლეგებს იმისათვის, რომ ვენჩურული მოლაპარაკებების დროს ყველამ ერთ ენაზე ვილაპარაკოთ (ბრედ ფელდი და ჯეისონ მენდელსონი)"
24.95
თავდაუზოგავი: აქციეთ კლიენტთა მომსახურება თქვენს მთავარ პრინციპად
ავტორი: ჯონ შოლი   ჯონ შოლი მომსახურების ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული სტრატეგი და კლიენტთა მომსახურებაში მსოფლიო ლიდერის, მომსახურების ხარისხის ინსტიტუტის დამფუძნებელი და პრეზიდენტია. ის გვთავაზობს სტრატეგიებს, რომელთა გაგება და დანერგვა საკმაოდ ადვილია. მას მხოლოდ კლიენტთა მომსახურების სფერო იტაცებს და ჯიუტად ადგას ამ გზას. თუ გინდათ თქვენი ორგანიზაცია ადამიანურ, მგრძნობიარე, მოსიყვარულე და მზრუნველ კომპანიად აქციოთ, ამ წიგნს გაეცანით და რაც შეიძლება მეტი გაკვეთილი ამოკრიფეთ.
14.95
იდეიდან პირველ მილიონამდე
ავტორი: გაი კავასაკი   გაი კავასაკი სტივ ჯობსის უახლოესი პარტნიორი იყო და მის გვერდით Apple-ის დაარსების დღიდან იმყოფებოდა. კომპანია გაიმ სტივთან ერთად დატოვა და უკანაც მასთან ერთად დაბრუნდა. როცა კომპანია Apple-ში საქმე გამოსწორდა, მან თავისი ვენჩურული კომპანია (Garage Technology Ventures) შექმნა და მალე ტექნოლოგიების ბიზნესში წამყვანი პოზიცია დაიკავა. დღეს ბიზნესსამყაროში გაი კავასაკი აღიარებულია ექსტრემალური ბიზნესმეთოდების ავტორად, რომელსაც წარმატება მუდამ თან სდევს; მისი წიგნები მრავალ ენაზე ითარგმნა.
14.95
იზრუნე საკუთარ თავზე
ავტორი: ემა რიდ ტურელი სერია: ლურჯი ოკეანე მთარგმნელი: ნელი ტეტუნაშვილი   "ყველამ ვიცით, როგორი გრძნობაა, როდესაც ადამიანებს მოვწონვართ, მხარს გვიჭერენ, როდესაც სხვებისთვის მისაღები ვართ. ეს ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილია. ცხადია, ისიც სავსებით ბუნებრივია, რომ გარშემომყოფების მხარდაჭერისა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაში დახმარების გაწევის სურვილი გვაქვს. პრობლემა მაშინ ჩნდეbა, როცა ამ დროს საკუთარი საჭიროებები გვავიწყდება. ემა რიდ ტურელი როგორც ფსიქოთერაპევტი და კლინიკური პრაქტიკოსი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს სხვებზე მორგებულ ადამიანებთან. თავის ნოვატორულ, მოზომილ და ღრმაშინაარსიან წიგნში, ასეთი ადამიანების ცხოვრებისეულ ისტორიებზე დაყრდნობით, ის გვთავაზობს სხვებზე მორგების ალტერნატივებს, პრობლემის გააზრებისა და გადაჭრის გზებს, რომლებიც საკუთარი თავის უკეთ შეცნობასა და უკეთესი ცხოვრების სტილის პოვნაში დაგეხმარებათ. "
16.95
იფიქრე სწრაფად, იფიქრე ნელა
ავტორი: დენიელ კანემანი სერია:ლურჯი ოკეანე მთარგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი   ნობელის პრემიის ლაურეატისა და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თანამედროვე მეცნიერის, დანიელ კანემანის, რევოლუციური წიგნი "იფიქრე სწრაფად, იფიქრე ნელა“ ავტორის მრავალწლიანი სამეცნიერო მოღვაწეობის უმნიშვნელოვანეს შედეგებზე დაყრდნობით გვიყვება, იმაზე, თუ როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება აზროვნების ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული პროცესის - სწრაფი და ნელი აზროვნების შედეგად. წიგნი არაერთ მნიშვნელოვან კითხვაზეც დაგვაფიქრებს: მაგალითად, უნდა ვენდოთ თუ არა ჩვენს ინტუიციას? როგორ შეიძლება ავარიდოთ თავი უნებლიე შეცდომებს გადაწყვეტილებების მიღებისას ამ პროცესების გააზრების შედეგად?
29.95
კარგი ბოსი ცუდი ბოსი
ავტორი: რობერტ ი. სატონი სერია: ლურჯი ოკეანე მთარგმნელი: ანი ნემსიწვერიძე ადამიანები სამსახურს უფრო ხშირად არა საქმიანობის, არამედ ცუდი ბოსის გამო ტოვებენ. ცუდ ბოსს შეუძლია, კარგი ნამუშევარი უბადრუკობად, ხოლო სამსახური ჯოჯოხეთად აქციოს. გარდა ამისა, უხიაგმა ხელმძღვანელმა კომპანიას შესაძლოა ტონობით ფული დააკარგვინოს... თუ ბოსი ხარ და გაინტერესებს, როგორ აკეთო შენი საქმე ისე, რომ მსგავსი რამ არ დაგემართოს, რობერტ სატონის ”კარგი ბოსი, ცუდი ბოსი“ საუკეთესო სამსახურს გაგიწევს. პროფესორი რობერტ სატონი ათწლეულების განმავლობაში დაგროვილ ფსიქოლოგიურ თუ მენეჯერულ კვლევებსა და კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით გვიყვება, როგორ შეიძლება გახდე კომპანიისთვის ეფექტური ხელმძღვანელი და, ამასთანავე, ხელქვეითების სიყვარულიც მოიპოვო. ავტორის მიერ გადმოცემული ცოცხალი, ხშირად იუმორით გაზავებული ამბები მოწმობს, რომ ადამიანები ეძებენ არა უბრალოდ სამუშაო ადგილს, სადაც შეიძლება ”თბილად მოკალათდე“, არამედ სიხარულის მომტან შემოქმედებით საქმიანობას, რომლის უპირველესი განმსაზღვრელი ადამიანური ღირსებებით შემკული საუკეთესო ბოსი, ნამდვილი ლიდერია.
16.95
კიდევ დაფიქრდი: საკუთარი შეხედულებების განახლების ძალა
ავტორი:  ადამ გრანტი     შესაძლებელია, რომ მეტი ვიცოდეთ და ამით უკეთესი გადაწყვეტილებები მივიღოთ? ჩვენი გადაწყვეტილებები კარგი ანალიზის შედეგია თუ ემოციებითაა ნაკარნახები? რას ვკარგავთ არასწორი გადაწყვეტილებებით? „კიდევ დაფიქრდი“ გვასწავლის იმის შეცნობის ძალას, რაც არ ვიცით; გვიჩვენებს, როგორ შეიძლება ვიყოთ გონებაგახსნილნი, როგორ ვიკამათოთ, როგორი მეთოდები გამოვიყენოთ აქტიური სწავლისთვის, როგორ მივუდგეთ კარიერის შერჩევას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, როგორ ვიგრძნოთ თავი უფრო ბედნიერად, და მრავალ სხვას.  
16.95
კიდევ ერთის ძალა
ავტორი: ედ მაილეტი სერია: ლურჯი ოკეანე მტარგმენლი: პაატა ჩხეიძე არსებითად, კიდევ ერთის ძალა მარტივ წინაპირობას ეფუძნება. იმაზე გაცილებით ახლოს ხარ ცვლილებასთან, ვიდრე წარმოგიდგენია. კიდევ ერთი ნაბიჯი, კიდევ ერთი ურთიერთობა, კიდევ ერთი გადაწყვეტილება, კიდევ ერთი მოქმედება ან კიდევ ერთი აზრი გაშორებს ისეთ ცხოვრებას, როგორსაც იმსახურებ. ამ წიგნში წარმოდგენილი ათობით სტრატეგიის გამოყენებით ედ მაილეტი მეგაწარმატებულ სერიულ ანტრეპრენერად და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სპიკერად გადაიქცა. 2023 წლის 6 ოქტომბერს USA Today-მ ის უმაღლესი ეფექტიანობის ამერიკის #1 ქოუჩად დაასახელა. კიდევ ერთის ძალა გასწავლის როგორ შეუსაბამო ნიჭი და უნარები მიზანმიმართულ ფიქრებსა და მოქმედებებს, რაც, დროთა განმავლობაში, გარდამტეხ ცვლილებებამდე მიგიყვანს. გაიგებ, რატომ უნდა გახდე შეუძლებელზე მოფიქრალი და შესაძლებლის მიმღწევი, რას ნიშნავს მატრიცაში ცხოვრება, რისთვისაა საჭირო აღუშფოთველობის კიდევ ერთი ხარისხი, რწმენა და ლოცვა, რატომ უნდა აქციო დისკომფორტი ცხოვრების წესად და ა.შ. ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ცხოვრებაში მეტის მიღწევა სურს, კიდევ ერთის ძალა ბედნიერებისა და წარმატების შეუცვლელ გზამკვლევად იქცევა.
16.95
ლაყბობის გარეშე
ავტორი: მათა ბობ; ბოემი მეისი სერია: ლურჯი ოკეანე ბობ მათასა და მეისი ბოემის თხუთმეტწლიანი სამუშაო გამოცდილება კომუნიკაციის, მოტივაციისა და თანამშრომელთა ჩართულობის საკითხებზე ფილოსოფიად და ტექნიკურ ხერხებად ჩამოყალიბდა. თუ ხართ ხელმძღვანელი, მენეჯერი, გენერალური დირექტორი, საზოგადოებრივი ურთიერთობებისა თუ ადამიანური რესურსების სპეციალისტი, არაფორმალური ლიდერი ან სხვა პასუხისმგებელი პირი; თუ გსურთ, საერთო მიზნის მისაღწევად დარაზმოთ მთელი ორგანიზაცია;...
14.95
ლიდერობა
ავტორი: ბრაიან თრეისი მთარგმნელი: ინგა ჭილაშვილი სერია: ლურჯი ოკეანე წარმატებული ლიდერი რომ გახდეთ, აუცილებელია უნარები, რომელთა სწავლაც შესაძლებელია. ეს შეუცვლელი გზამკვლევი, რომელშიც პრაქტიკული და გამოცდილი მეთოდებია გადმოცემული, ლიდერობის პოტენციალის გამოვლენაში დაგეხმარებათ. ამ პატარა, ბრწყინვალე წიგნში ავტორი გაგაცნობთ წარმატების მიღწევის გზებს...
11.95
ლიდერობის მანიფესტი: გახდი ლიდერობის გურუ
სერია: ლურჯი ოკეანე     თუ გაინტერესებთ, ხომ არ არსებობს უფრო ეფექტური გზა თქვენი ხედვისა და მიზნების, საკუთარი თუ ორგანიზაციის კეთილდღეობის მისაღწევად, ეს წიგნი თქვენთვის შეუცვლელი იქნება. „ლიდერობის მანიფესტის“ კითხვისას მანამდე თითქოს გაბნეული ინფორმაციებით, ემოციებით, გამოცდილებითა და ფიქრებით აღელვებული ზღვა ცხრება: ყველაფერი ლაგდება; ჩნდება სტრუქტურა და სისტება, გასაგები და ადვილად დასანახი ხდება ძალიან რთული თემა, საკუთარი გამოცდილების გააზრებაც ახალ შინაარს იძენს. ავტორების მიერ მრავალწლიან გამოცდილებასა და კვლევებზე დაყრდნობით შემუშავებული ლიდერთა შეფასებისა და თვითშეფასების უნივერსალური მოდელი უნიკალური შესაძლებლობაა დაადგინოთ, სწორ გზას ადგახართ თუ საკუთარი და კომპანიის ტრანსფორმაციისთვის რადიკალური ზომების მიღება გმართებთ...
19.95
მართვა მარტივად
ავტორი: ნელსონი ბობ სერია: სერია მარტივად     ადამიანების, პროექტებისა და გუნდების ეფექტური მართვის სწრაფი და მარტივი გზა მენეჯერობა შესაძლოა საშიშ და რთულ საქამიანობად მიგაჩნიათ. ეს მარტივად დაწერილი , ადვილად გასაგები სახელმძღვანელო მოგცემთ პრაქტიკულ რჩევებს მართვის ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებზე , როგორებიცაა: მე მენეჯერი ვარ - ახლა რას ვაკეთებ  ? -  ისწავლეთ მართვის სხვადასხვა სტილის განსაზღვრა და დაეუფლეთ მენეჯმენტის მნიშვნელოვან ასპექტებს  -  ლიდერობას , სტიმულირებას და ჩართულობას.იცოდეთ თქვენი ფუნქცია -  მიიღეთ ყველაზე მინიშვნელოვანი ინფორმაცია იმ ძირითად მოვალეობებზე , რომელთაც მართვისას უნდა გაუმკლავდეთ, ახალი თანამშრომლების დაქირავებიდან და თქვენი პერსონალის ტრენინგებიდან საქმიანობის მონიტორინგამდე.დაეუფლეთ მენეჯმენტს -  მენეჯერის ყოველდღიურ საქმიანობას , როგორიცაა დელეგირება , კომუნიკაცია, ბიუჯეტის შედგენა და მრავალი სხვა.გაუმკლავდით რთულ პერსონალს -  გაიგეთ მართვის რთული მხარეების შესახებ და ისწავლეთ , როგორ გაუმკლავდეთ არასასიამოვნო , უხერხულ სიტუაციებს, როგორიცაა ცვლილებები მართვაში და თანამშრომელთა გათავისუფლება.გაუმკლავდით რთულ პერსონალს -  გაიგეთ მართვის რთული მხარეების შესახებ და ისწავლეთ , როგორ გაუმკლავდეთ არასასიამოვნო , უხერხულ სიტუაციებს, როგორიცაა ცვლილებები მართვაში და თანამშრომელთა გათავისუფლება მთარგმნელი : მაია ვასაძე
15
მარკეტინგული ომები
ავტორი: რაისი ელ; ტრაუტი ჯეკ სერია: ლურჯი ოკეანე მსოფლიო ბესტსელერი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა მარკეტინგული მიდგომები! მსოფლიოში ცნობილი მარკეტინგის სტრატეგები, ელ რაისი და ჯეკ ტრაუტი, წარმოგიდგენენ წიგნს, რომელიც მარკეტინგის ისტორიაში არსებულ უძლიერეს ტაქტიკებსა და პერსპექტივებს გაგვაცნობს. ეს სტრატეგიებით სავსე გზამკვლევი მკითხველს 4 სახის: თავდაცვითი, შეტევითი, ფლანგური და პარტიზანული მარკეტინგული ომის წარმოების გასაღებებს სთავაზობს.
11.95
მხოლოდ ერთი რა
ავტორი:  გარი კელერი, ჯეი პაპასანი საზოგადოდ აღიარებული ჭეშმარიტებების, პირადი გამოცდილებისა და ახლებური ხედვის გამოყენებით ავტორები ნაბიჯ- ნაბიჯ გვიზიარებენ წარმატებისა და პირადი ბედნიერების უტყუარ რეცეპტებს. როგორ აღმოვაჩინოთ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი რამ? როგორ ვთქვათ უარი, როდესაც თანხმობა ჩვენს საქმეს აზიანებს? როგორ შეგვიძლია წარმატებას საქმის შემცირებით და არა ბევრის კეთებით მივაღწიოთ? როგორ დავძლიოთ წინაღობა? – კითხვები, რომლებზე პასუხებიც ყველა ჩვენგანს აინტერესებს. მხოლოდ ერთი რამ გვევლინება ერთგვარ შუქურად, რომელიც გზას გაგვინათებს და სწორ პასუხებამდე მიგვიყვანს
16.95
პოზიტიური აზროვნების ძალა
ავტორი: ნორმან ვინსენტ ჰილი სერია: ლურჯი ოკეანე მთარგმნელი: ლევან ინასარიძე წიგნი გვასწავლის სულიერი სიმშვიდის მოპოვებას არა ამ ცხოვრებიდან გაქცევითა და საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვით, არამედ ის იმ ძალად გვევლინება, რომელიც კონსტრუქციული პირადი თუ სოციალური ცხოვრების წესისთვის მამოძრავებელ ენერგიად გარდაწინათქმა იხ იქმნება. ის პოზიტიურ აზროვნებას გვასწავლის, ოღონდ, არა სახელ- დიდების ან ძალაუფლების მოსაპოვებლად, არამედ რწმენის განსამტკიცებლად, რომელიც სირთულეების გადალახვაშიც დაგვეხმარება და ცხოვრებაში ჭეშმარიტ ღირებულებებსაც შეგვათვისებინებს
16.95
პროდუქტის მენეჯმენტი მარტივად
ავტორი: ბრაიან ლოული, პამელა სკური სერია: სერია მარტივად "პროდუქტის მართვა დღევანდელ კორპორაციულ ამერიკაში სამენეჯერო საქმიანობის მიმართულებებს შორის მნიშვნელობით მეოთხე ადგილს იკავებს. არადა, ეს სფერო მარკეტინგის სპეციალისტებიდან ძალზე მცირე ნაწილს აქვს შესწავლილი. თუ პროდუქტის მართვის მენეჯერი ხარ ან მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამ, ამ წიგნში კონცეფციების, ხერხებისა და ინსტრუმენტების ისეთ საფუძვლებს იპოვი, რომლებიც კარიერაში სრულიად ახალ საფეხურზე ასვლის შესაძლებლობას მოგცემს. ის პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის, ბაზრის კვლევის, კომპეტენტური ანალიზის, ბაზრისა და საფასო სტრატეგიის, პროდუქტის ”საგზაო რუკების“, ბრეინსთორმინგისა და ბევრი სხვა ცნების მარტივ ახსნას გთავაზობს."
14.95
რა იქნა ჩემი ყველი?
ავტორი: სპენსერ ჯონსონი   სერია: ლურჯი ოკეანე   "სპენსერ ჯონსონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული მოაზროვნე და პოპულარული ავტორია. მის ათ მსოფლიო ბესტსელერს შორისაა „რა იქნა ჩემი ყველი?"" - ყველაზე პოპულარული წიგნი ცვლილებებზე. „რა იქნა ჩემი ყველი?"" არის მარტივი იგავი, რომელიც თვალს აგვიხელს ღრმა ჭეშმარიტებაზე. ეს არის თავშესაქცევი და ჭკუის სასწავლებელი ამბავი ოთხ პერსონაჟზე, რომლებიც „ლაბირინთში"" ცხოვრობენ და „ყველს"" ეძებენ, რადგან ის საკვებითა და ბედნიერებით უზრუნველყოფს. უსწრაფესად წაიკითხავთ. უიოლესი აღსაქმელია. საოცრად მოქმედებს! "
14.95
რეკლამა მარტივად
ავტორი: დალი გერი სერია: სერია მარტივად ეფექტიანი რეკლამის შექმნის სახალისო და იოლი გზა.. გჭირდება შეუცდომელი, დასამახსოვრებელი სარეკლამო კამპანიის წარმართვა? ეს პრაქტიკული სახელმძღვანელო გიკარნახებს მიმზიდველი, შედეგიანი რეკლამის შექმნის ფუნდამენტურ ხერხებს ნებისმიერი მედიისთვის - ელექტრონულით და ბეჭდვით დაწყებული, რადიო, ტელე, ონლაინ და გარე რეკლამის ფორმატებით დასრულებული. შენ დაინახავ, როგორ უნდა გაავრცელო ძლიერი, სწორად გამიზნული მესიჯი, როგორ შეამცირო ხარჯები ეფექტიანად.
15
როგორ დავისვენოთ
ავტორი: მილნე ლაურა სერია: ლურჯი ოკეანე   თუ დატვირთული რეჟიმი გაქვს, შესაძლოა სრული განტვირთვის იდეა არარეალურადაც მოგეჩვენოს, მაგრამ თუ არ სცდი, ამას ვერასოდეს გაიგებ - ეს იმაზე ბევრად ადვილია, ვიდრე გგონია. რამდენიმე მარტივმა მეთოდმა და ტექნიკამ შესაძლოა შენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალოს. წიგნში ბევრი რჩევა, დამამშვიდებელი მეთოდი და აქტივობაა მოცემული - ყველაფერი, რაც შინაგანი სიმშვიდისა და კმაყოფილების მიღწევაში დაგეხმარება!
12.95
როგორ ვიყოთ ბედნიერი
ავტორი: ანა ბარნსი სერია: ლურჯი ოკეანე როდესაც ბედნიერი ხარ ამას შენ გარშემო ყველა ამჩნევს: როგორ მივაღწიოთ ბედნიერებას? ცხადია, მცირედი დახმარებითა და ინსპირაციით შესაძლებელია ყოველდღიურობაში პოზიტიური მუხტისა და მეტი მხიარულების შეტანა. ამ წიგნში გელოდება რჩევები და აქტივობები, რომლებიც დაგეხმარება, ყოველი დღე უფრო ბედნიერად გაატარო, ცხოვრება კი მხიარული და ნათელი გახადო.
12.95
როგორ მივიღოთ გამოწვევები
ავტორი: ანა ბარნსი სერია: ლურჯი ოკეანე იმისთვის, რომ გამოწვევების მიღება შეგეძლოს, აუცილებელი არ არის, თვითგანვითარების ექსპერტი იყო. ცხოვრების სტილის მცირე შეცვლითა და პოზიტიური აზროვნებით ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდები. ამ წიგნში მარტივი რჩევებია, რომლებიც შთაგაგონებს და გაგამხნევებს. ისინი დაგეხმარება შინაგანი სიმტკიცის ჩამოყალიბებასა და რთული სიტუაციებიდან მარტივად გამოსვლაში.
12.95
როგორ მოვიფიქროთ იდეა?
ავტორი: კოტე იანტბელიძე სერია:  ლურჯი ოკეანე   ანოტაციის გადაკითხვაში დროს ნუ დაკარგავ, პირდაპირ წიგნის კითხვა დაიწყე. წინ საკუთარი იდეების აღმოჩენა გელოდება. ამ წიგნიდან გაიგებ, როგორ მოიფიქრო შენი კრეატიული და ინოვაციური იდეები.
12.95
როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი
ავტორი: ალექსანდრ ოსტერვალდელი და ივ პენიე სერია: ლურჯი ოკეანე   ეს არის სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვინც ოცნებობს, ცვლის თამაშის წესებს, ისახავს რთულ ამოცანებს, ცდილობს, არ დაკმაყოფილდეს მოძველებული ბიზნესმოდელებით, და ქმნის მომავლის კომპანიებს. ეს არის წიგნი იმის შესახებ, თუ „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ “როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი” გთავაზობთ ძლიერ, მარტივ, ნაცად ხერხებს იმისთვის, რათა გაიაზროთ, შექმნათ, განაახლოთ და განახორციელოთ ბიზნესმოდელები. „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ არის სახელმძღვანელო ყველასთვის, ვინც ცდილობს ბიზნესმოდელის გაუმჯობესებას ან ახლის შექმნას. შეცვალეთ თქვენი წარმოდგენა ბიზნესმოდელებზე „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ გასწავლით ინოვაციურ ხერხებს, რომლებსაც მთელ მსოფლიოში იყენებენ. ისწავლით, როგორ უნდა გაიაზროთ, შექმნათ და აამოქმედოთ ახალი ბიზნესმოდელი ან გააანალიზოთ და განაახლოთ ძველი. წიგნი შეიქმნა სტრატეგიის 470 პრაქტიკოსთან ერთად „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ შექმნა 470-მა პრაქტიკოსმა 45 ქვეყნიდან, იგი გამოირჩევა მიმზიდველი და სადა დიზაინით, რომელიც გიბიძგებთ, გადაუდებლად შეუდგეთ წიგნის შესწავლას. შექმნილია მათთვის, ვისაც შესწევს უნარი „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ განკუთვნილია მათთვის, ვინც მზად არის, უარი თქვას დრომოჭმულ აზროვნებაზე. წიგნი შეიცავს ახალ და ინოვაციურ მოდელებს ხელმძღვანელების, კონსულტანტების, მეწარმეებისთვისა და ყველა ლიდერისთვის. წიგნი ქართულად გამოიცა „ლურჯი ოკეანისა“ და „ჯეპრას“ თანამშრომლობით.
29.95