santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • სიახლე
    უთვისებო კაცი (II)
    ავტორი: რობერტ მუზილი მთარგმნელი: მაია ბადრიძე სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა   „უთვისებო კაცი“ ავსტრიელი მწერლის, რობერტ მუზილის (1880- 1942) მთავარი რომანი და მოდერნიზმის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. წიგნი, რომელიც 20 წელზე მეტხანს იწერებოდა, სხვა დიდი მოდერნისტის, ფრანც კაფკას რომანების მსგავსად, დაუსრულებელი დარჩა. ამ მასშტაბური, მრავალპერსონაჟიანი ნაწარმოების მოქმედება ვენაში, 1913 წლის აგვისტოს ერთ მშვენიერ დღეს იწყება. ავსტრია-უნგრეთის იმპერია ბოლო დღეებს ითვლის – პირველი მსოფლიო ომის გაჩაღებამდე სულ ცოტა ხანია დარჩენილი. სწორედ ამ დროს უცხოეთიდან იმპერიის დედაქალაქში ბრუნდება უთვისებო კაცი, 32 წლის მათემატიკოსი, სახელად ულრიხი...
    29.95
    უკანასკნელი ვარკსვლავი
    ავტორი: რიკ იანსი მთარგმნელი: არჩილ რაჭველი სერია: ლიბერთინს   ისინი დედამწიაზე არიან! ისინი ცაში არიან! ისინი არსად არიან! ისინი ჩვენს გასანადგურებლად მოვიდნენ! ისინი ჩვენს გადასარჩენად მოვიდნენ! ამ წინააღმდეგობასა და ბუნდოვნებაში ერთი სიმართლეა: კესი, ბენი, რინჯერი, ზომბი... მათ უღალატეს...უღალატეს დედამიწაზე მცხოვრებ 7,5 მილიარდ ადამიანსაც
    13
    უკანასკნელი მაგნატის სიყვარული
    ავოტორი: ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი მთარგმნელი: თეონა ბითაძე „უკანასკნელი მაგნატის სიყვარული“ ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ბოლო ნამუშევარია. რომანი ავტორის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში გამოიცა. ახალგაზრდა პროდიუსერი, მონრო სტარი, 1930-იანი წლების ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავია, რომელიც წარმატების მისაღწევად ყველაფრისთვის მზადაა, თუნდაც ეს წესების დარღვევას გულისხმობდეს. სიყვარულისა და წარმატებისთვის ბრძოლა გაჭირვებულ სამყაროში ხშირად დრამატულად ვითარდება, სადაც უმთავრესი, შესაძლოა, საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა გახდეს.
    14
    უკანასკნელი მოწმეები
    ავტორი: სვეტლანა ალექსიევიჩი რუსულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ.   „უკანასკნელი მოწმეები“ ნობელის პრემიის ლაურეატის – სვეტლანა ალექსიევიჩის მიერ II მსოფლიო ომის შესახებ დაწერილი მეორე წიგნია. ამ ჯოჯოხეთზე ქალების ნაცვლად ახლა ბავშვები მოგვითხრობენ, უფრო სწორად: ნაადრევად დაბერებული უფროსები, ვინც ფაშისტური გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის მომენტისათვის ორიდან თოთხმეტ წლამდე ასაკის ბავშვი თუ მოზარდი იყო; ვისაც პირველი დაბომბვის წუთებშივე წაართვეს ბავშვობა. წიგნის ქვესათაურია „სოლო ბავშვის ხმისათვის“. მართლაც დაობლებული, ნაგვემი, ნაშიმშილები ბავშვების თითოეული ამბავი აქ მარადმჟღერ გუნდად იკვრება და ერთ შემზარავ ეპოსს ქმნის. ამ წიგნის პერსონაჟები მეტწილად ბელარუსები არიან, ვისაც საბჭოეთის სხვა ხალხებზე ადრე დაატყდა თავს ომის პირველი უძლიერესი ტალღა. ბავშვთა სახლად ქცეული პიონერთა ბანაკი, გადამწვარი სოფლის ნაცეცხლარში ამოთხრილი მიწური, საკონცენტრაციო ბანაკი თუ ტყეში დადგმული პარტიზანთა ქოხი – ის ადგილებია, სადაც ბავშვის გაოგნებული, მაგრამ უკვე მრავლისმცოდნე მზერა ხედავს მტერს: ვაჟკაცური გარეგნობის ღონიერ და მხნე ადამიანს, რომელიც „ასეთი ლამაზია – და კლავს“. სულისშემძვრელი სისასტიკის სურათებს აქ ისეთი დაუჯერებელი სასწაულები ენაცვლება, „მხოლოდ ზღაპარში ანდა ომის დროს“ რომ შეიძლება მოხდეს. ქაოსში, სადაც დედის მონატრება და შიმშილის გრძნობა შიშზე უფრო ძლიერიც კია, ვიღაც მაინც პოულობს ახლობელს, სხვას გაუსაძლისი ტანჯვისას ანგელოზი ანუგეშებს, ბევრს კი, ძალიან ბევრს, სრულიად უცხო ადამიანი ეხმარება, რადგან „უცხო ადამიანი არ არსებობს“, ყველა ახლობელია და ლენინგრადის ბლოკადისას შიმშილს გადარჩენილი ბავშვებიც გერმანელ ტყვეს უკანასკნელ პურის ნაჭერს აწვდიან...    
    19.9
    უკანასკნელი სამყარო
    ავტორი: ქრისტოფ რანსმაირი     ავსტრიელი მწერალი ქრისტოფ რანსმაირი (1954) არაერთი გერმანულენოვანი თუ საერთაშორისო პრემიის ლაურეატია. მის რომანში „უკანასკნელი სამყარო“ მოთხრობილია მაქსიმუს კოტას მოგზაურობის ამბავი ქვეყნის დასალიერში, შავიზღვისპირა ქალაქ ტომისში, აქ გადასახლებული პუბლიუს ოვიდიუს ნაზონის კვალდაკვალ.     ეს ქალაქი უკანასკნელი სამყაროს მოდელია, ადამიანური იმედების, სურვილების განადგურების ადგილი. ტექსტში უცნაურადაა გადახლართული ძველი სამყარო, მითები, დღევანდელობა. „უკანასკნელი სამყარო“ ოცდაოთხ ენაზეა ნათარგმნი და პოსტმოდერნისტული ლიტერატურის მნიშვნელოვან ნიმუშად ითვლება.
    17.95
    უკვდავება
    ავტორი: მილან კუნდერა მთარგნელი: პაატა ჯავახიშვილი სერი: ET CETERA გამომცემლობა: დიოგენე
    17.95
    უკვდავი მოთხრობები
    ავტორი: ფიოდორ დოსტოევსკი, ლევ ტოლსტოი, ანტონ ჩეხოვი, ოსკარ უაილდი, მაქსიმ გორკი, სორენ კირკეგო, ბერთრან რასელი, ლევ ტოლსტოი ; მთარგმნელი ზურაბ ხასაია.
    25
    უკმარი სინათლე
    ავტორი: ნინო ხარატიშვილი   გერმანულიდან თარგმნა მაია ფანჯიკიძემ   „პატარა ქვეყანა დიდი ქარტეხილების დროს და ქალების უპირობო მეგობრობა სიკვდილის პირისპირ: უკმარი სინათლე ეპიკური, დრამატული ელვარების რომანია, საქართველოსადმი, თბილისისა და მისი ხალხისადმი მიძღვნილი ოდა – მარადიული სიყვარულის ახსნა.   „აგერ ვდგავართ, ტრიო, რომელიც გადარჩა, რომელმაც შეძლო აწმყოში გადახტომა, ჩვენ, გადარჩენილები, ყველა იმ ადამიანის მაგივრადაც ვცდილობთ ცხოვრება გავაგრძელოთ, ვისაც ბედმა სიცოცხლე არ არგუნა და ამ ფოტოებზე დარჩნენ მარად ჭაბუკებად“.   „როგორი საჩუქარია მკითხველისთვის! ნინო ხარატიშვილი განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბრწყინვალე მთხრობელია, ჩვენ თვალწინ აცოცხლებს მრავლისმომცველ ისტორიულ ეპოქებს. მღელვარებით შეპყრობილნი, შეძრულნი, დავემგზავრებით დინას, ირას, ნენესა და ქეთოს და მხოლოდ ერთი რამ გვინდა – თხრობა არასდროს დასრულდეს“. – მარია-ქრისტინა პივოვარსკი   დიდხანს ნანატრი თავისუფლების მოპოვების შემდეგ საქართველოს ახალგაზრდა სახელმწიფო ქაოსში ამოყოფს თავს. ძველი თბილისის მომაჯადოებელ ხისრიკულებიან აივნებსა და ნესტიან კედლებს შორის, 80-იანი წლების ბოლოს, ოთხი გოგონა უკავშირებს ერთმანეთს საკუთარ ბედს: თავისუფლებამოწყურებული დინა, ჭკვიანი აუტსაიდერი ირა, ქალაქის ყველაზე ძლევამოსილი „კანონიერი ქურდის“ ძმისშვილი, რომანტიკული ნენე და მგრძნობიარე ქეთო. მათი მეგობრობა ყველაფერს უძლებს – პირველ დიდ და ფარულ სიყვარულს, ქუჩებში გამეფებულ ძალადობას, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ, გაყინულ ქალაქს, ქვეყანაში შემოდინებულ ჰეროინს, ახალგაზრდა დემოკრატიის სიმყიფესა და სამოქალაქო ომს – სანამ მათ კავშირს უპატიებელი ღალატი და კიდევ ერთი ტრაგიკული სიკვდილი არ დაამსხვრევს...   წლების შემდეგ, ბრიუსელში, გარდაცვლილი მეგობრის პატივსაცემად გამართულ დიდ ფოტორეტროსპექტივაზე ისინი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს. გამოფენილი ფოტოები მათ ისტორიას ჰყვება, რომელიც, ამავდროულად, მათი ქვეყნის ისტორიაცაა. ინტიმური გარემო აიძულებს ძველ მეგობრებს წარსულისთვის ჩამოფარებული ფარდა გადასწიონ და, იქნებ, პატიებაც შეძლონ.   ნინო ხარატიშვილი მდიდარი, ემოციური ენით ჰყვება დაკარგული მიწისა და დაკარგული თაობის ისტორიას; ამბავს რევოლუციისა, რომელიც საკუთარ შვილებს შთანთქავს; ჰყვება სიყვარულსა და ღალატზე და ოთხი ქალის უპირობო, ბედისწერის წინააღმდეგ მებრძოლ მეგობრობაზე. 
    39.95
    უკუათვლა
    ავტორი: კენ ფოლეტი მთარგმნელი: ლევან ინასარიძე სერია: TOP თრილერი   მამაკაცი რკინიგზის სადგურის იატაკზე გაიღვიძებს. სულ არაფერი ახსოვს. არ იცის, აქ როგორ მოხვდა. ისიც არ იცის, თავად ვინ არის. მერე გაზეთში შემთხვევით წააწყდება ცნობას თანამგზავრის გაშვებასთან დაკავშირებით. და მთავარი ამბავი აქ დაიწყება. 1958 წელი. ამერიკა და საბჭოთა კავშირი ერთმანეთს კოსმოსის დაპყრობაში ეცილებიან. ვისია პირველობა? რა იმალება ამ თავგანწირული კოსმოსური რბოლის მიღმა? ლიუკის მეხსიერების ცალკეული ფრაგმენტები ნელ-ნელა ერთიან სურათს ქმნიან. და ის აღმოაჩენს მთავარს. დაფარულს. მიზეზს. მისი ბედი კანავერალის კონცხზე, კოსმოსში გაშვების მოლოდინში მდგარი რაკეტის ბედთანაა დაკავშირებული. სიცრუე და იმედგაცრუება, სიყვარული და ნდობა. უკუათვლა დაწყებულია. ყოველი წამი _ კიდევ ერთი ნაბიჯი _ ახალი სივრცეების დასაპყრობად.
    14
    უკუღმართი სამეფო
    ავტორი: ლი ბარდუგო სერია: ლიბერთინს     კაზ ბრეკერი და მისი გუნდი ისეთ სახიფათო საქმეში ჩაებნენ, თავადაც არ ეგონათ ცოცხლები თუ გამოძვრებოდნენ. თუმცა მსუყე ნადავლის მოხელთების ნაცვლად, გადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ. კუთხეში მიმწყვდეულები და დასუსტებულები ფულის, მოკავშირეებისა და იმედის ნაკლებობას განიცდიან. კეტერდამში მთელი მსოფლიოდან სხვადასხვა ძალები იყრის თავს, რათა იურდა პარემად ცნობილი საშიში ნარკოტიკის საიდუმლოს ფარდა ახადონ. ძველი მეტოქეები და ახალი მტრები კაზის გამჭრიახობის საპირწონედ და გუნდის მყიფე ერთგულების გამოსაცდელად ჩნდებიან. ქალაქის ბნელ და დახლართულ ქუჩებში ომი იწყება ბრძოლა შურისძიებისა და საზღაურისთვის, რომელიც გრიშების სამყაროს ბედს გადაწყვეტს.
    18.95
    ულისე
    ავტორი: ჯეიმზ ჯოისი მთარგმნელი: ნიკო ყიასაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: მსოფლიო კლასიკა
    26.9
    ულისე ბაღდადიდან
    ავტორი: ერიკ-ემანუელ შმიტი მთარგმნელი:  მერაბ ფიფია „მე მქვია საად საადი, რაც არაბულად იმედ იმედს ნიშნავს, ხოლო ინგლისურად – სევდიან სევდიანს,”– ასე იწყება თანამედროვე ფრანგული პროზის ერთ-ერთი სახელგანთქმული წარმომადგენლის, ერიკ-ემანუელ შმიტის რომანი „ულისე ბაღდადიდან”. ნაწარმოების მთავარ გმირს, საად საადს, ბაღდადის დატოვება გადაუწყვეტია, ქალაქისა, სადაც დაბომბვისას მისი არაერთი ახლობელი და ნათესავი დაიღუპა, მათ შორის საადის საცოლეც. საადს ნებისმიერ ფასად სურს, ჩააღწიოს ევროპაში, რომელიც მის წარმოდგენაში თავისუფლებისა და საამური მომავლის ტოლფასია. ამისათვის კი უნდა მოახერხოს საზღვრის გადაჭრა, თუმცა ჯიბეში ერთი დინარიც არ უჭყავის; გადაურ­ჩეს გემის ჩაძირვას; მოადუნოს ციკლოპი ციხისთავის სიფრთხილე და გათავისუფლდეს სიცილიელი კალიფსოს ჯადოქრული ხიბლისგან… ერიკ-ემანუელ შმიტი, თხრობის უბადლო ოსტატი, აიძულებს მკითხველს, მონუსხულმა მორჩილად იხეტიალოს სიუჟეტის ლაბირინთებში, რომელიც მას ხან ჰომეროსის გმირის ყარიბობას მოაგონებს, ხანაც „ათას ერთი ღამის” ზღაპრებს; და უთუოდ დააფიქრებს იმაზე, აქვს თუ არა მნიშვნელობა საზღვრებს მესამე ათასწლეულის დასაწყისის კაცობრიობისათვის.
    13.9
    უნა & სელინჯერი
    ავტორი: ფრედერიკ ბეგბედერი მთარგმნელი: ეკატერინე სუმბათაშვილი რომანი „უნა & სელინჯერი“ ფრედერიკ ბეგბედერის თაყვანისმცემლებს სასიამოვნოდ გააოცებს. ამჯერად თქვენ სრულიად სხვანაირ ბეგბედერს გაიცნობთ, ცინიკოსსა და ირონიულს კი არა, სენტიმენტალურს, გულთბილს, სევდიანს. წიგნი სიყვარულზეა, ბეგბედერის საყვარელი მწერლის, ჯერომ სელინჯერისა და ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატ იუჯინ ო’ნილის ქალიშვილის, უნას სიყვარულზე. ერთმანეთი 1941 წელს გაიცნეს და მათი რომანი სულ რამდენიმე თვე გაგრძელდა. მერე სელინჯერი ომში წავიდა, უნა კი ჩარლი ჩაპლინს გაჰყვა ცოლად. ულამაზესმა გოგონამ უსახელო, დამწყებ მწერალს ხანდაზმული მუნჯი კინოს ვარსკვლავი არჩია, რადგან ის საიმედო დასაყრდენი იყო, მასთან მშვიდი, უზრუნველი ცხოვრება ელოდა, სელინჯერთან კი, ლოდინი — ლოდინი ომის დამთავრებისა, ლოდინი მისი მწერლად ჩამოყალიბებისა. ლოდინი გაუჭირდა, არ მოინდომა... ჩაპლინთან აწმყოც და მომავალიც ცხადი იყო, სელინჯერთან — ბუნდოვანი. მისი „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“ ჯერ წინ იყო, წინ იყო ომის საშინელებანი, გულისტკენა უნას დაკარგვის გამო და იმედგაცრუება, წინ იყო სიბერეში განდეგილობა...
    16.95
    სიახლე
    უნდა გიღალატო
    ავტორი: რუტა სეპეტისი სერია:Liberteens 1989 წელი. მთელ ევროპაში ერთიმეორის მიყოლებით ემხობა კომუნისტური რეჟიმები, მაგრამ კვლავ მყარად დგას რუმინეთის სისხლიანი დიქტატორის ნიკოლაე ჩაუშესკუს რეჟიმი. ქვეყანაში მკაცრი კონტროლია, საყოველთაო თვალთვალი, ხალხი შიმშილობს. მას თავისუფლება სურს, მაგრამ დიქტატორის სპეცსამსახურის, სეკურიტატეს მარწუხებში მოქცეული ვერაფერს ბედავს - აკრძალულია ყოველივე ადამიანური, სულ მცირე გადაცდომისთვისაც კი ადამიანს ციხეში აგდებენ, აწამებენ, კლავენ. 17 წლის მოსაწვლემ კრისტიან ფლორესკუმ იცის, რომ მისი გაჩანაგებული ქვეყნის საზღვრებს გარეთ თავისუფალი სამყაროა და უნდა გადაწყვიტოს - იყოს სეკურიტატეს იძულებითი ინფორმატორი თუ შეებრძოლოს რეჟიმს.
    14.95
    უოლდენ ორი
    ავტორი:  ბ. ფ. სკინერი სერიაა: Magnum Opus ინგლისურიდან თარგმნა მედეა რუსიშვილმა     ყოვლისმომცველი აბსურდულობისა და უსაზრისობის განცდა, რომელ მაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დაისადგურა, ცნობისმოყვარე ოთხეულს უბიძგებს, ექსცენტრული და იდუმალებით მოცული მეცნიერის, ფრეიზერის მიერ შექმნილ ექსპერიმენტულ საზოგადოებას ეწვიოს.   „უოლდენ ორი“, – ეს არის ბიჰევიორისტულ პრინციპებზე დაფუძნებული, სკრუპულოზურად დაგეგმარებული სამყარო, სადაც ეფექტურობა, კოოპერაცია და პირადი თავისუფლების განცდა ჰარმონიულადაა შერწყმული. აქ შრომა თანაბრადაა გადანაწილებული და თავისუფალი დრო ფასეულია, მოძველებულ და ფუჭ ღირებულებებზე დაუბრკოლებლად და უმტკივნეულოდ ამბობენ უარს, ხოლო ადამიანური ბედნიერება არა მხოლოდ იდეალი, არამედ ხელშესახები რეალობაა.   თუმცა, იბადება გარდაუვალი კითხვა – მართლაც შესაძლებელია კოლექტიური ბედნიერება ინდივიდუალობის მსხვერპლად გაღების გარეშე? და რა ხდება, როდესაც იდეალებს პირადი სურვილები და ლტოლვები უპირისპირდება?   რადიკალური ბიჰევიორიზმის ფუძემდებლის, ბ. ფ. სკინერის „უოლდენ ორი“ მკითხველს XX საუკუნის უტოპიაში ეპატიჟება.
    29.95
    უსართულო ამერიკა
    ავტორი: დავით ჩიხლაძე სერია: იკითხე ქართული XXI   დავით ჩიხლაძის "უსართულო ამერიკა" ამერიკაზე მოთხრობილი ისეთი შთაბეჭდილებებია, რომელთა გაცნობა მკითხველს ამ ქვეყანაზე კიდეც შეუქმნის და კიდეც შეუცვლის. გულწრფელი ინტერესი კი ის მოტივატორია, ავტორს მაღალსართულიან შენობათა ოთახებში, სართულთშორის სივრცეებში, სახურავებსა თუ სარდაფებში შესაღწევად და იქიდან ამბის გამოსატანად რომ უბიძგებს. ამდენად, თქვენ წინაშე ერთგვარი თხრობითი კალეიდოსკოპია, გამოგონილს კი არა, ნამდვილ, უეჭველ ამბებს რომ ირეკლავს.
    12.95
    უსასრულო ზღვა
    ავტორი: რიკ იანსი სერია: ლიბერთინს   როდესაც დედამიწას მეხუთე ტალღა დაატყდა, კესი სალივანი და სხვა გადარჩენილები სასოწარკვეთილების ზღვარზე აღმოჩნდნენ. ახლა? ახლა მდგომარეობა უარესდება. უცხოპლანეტელები კვლავ დედამიწაზე არიან. არავინ იცის იმ უფსკრულთა სიღრმეები, რომელსაც დედამიწის დამპყრობელელბი - უცხოპლანეტელები მისწვდებიან, რათა ჩვენი პლატენა ადამიანური ინფექციისგან გაწმინდონ. მაგრამ ასევე არავინ იცის, სად გადის ადამიანური შესაძლებლობების ზღვარი. კაცობრიობის სულის უსასრულობა? - ბრძოლა გრძელდება..დედამიწისთვის.
    13
    უსაფრთხო თავშესაფარი
    ავტორი: ნიკოლას სპარქსი მთარგმნელი: ლევან ინასარიძე სერია: წლის ბესტსელერი ერინი ქმრის ძალადობას გაექცა და პატარა სამხრეთულ ქალაქს შეაფარა თავი.ახლა მას სახელიც სხვა აქვს - ქეთი.გველის ტყავივით გამოიცვალა სახელი და გარეგნობაც,ცდილობს,წარსული წარსულსვე ჩააბაროს და დღევანდელი დღით და უკეთესი მომავლის იმედით იცხოვროს.თითქოს ამ ცხელ ქალაქში პოვა უსაფრთხო თავშესაფარი,სიყვარულიც,მარგამ.მოძალადე ქმარს არ სურს წარსულის დავიწყება.მისი დავიწყება...მას ძველებურად უყვარს შინიდან გაქცეული ცოლი,მაგრამ სძულს კიდეც.სიყვარული და სიძულვილი მიერეკება ქალაქიდან ქალაქში მის საპოვნელად.
    14
    უსაფრთხო მანძილი
    ავტორი: სამანტა შვებლინი მთარგმნელი: თამო ლეჟავა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    8.9
    უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს
    ავტორი: ჯონათან საფრან ფოერი მთარგმნელ(ებ)ი დავით ახალაძე სერიის დასახელება ET CETERA   „უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს“ ამერიკელი მწერლის ჯონათან საფრან ფოერის (1977) მეორე და ყველაზე ცნობილი რომანია. წიგნის მთავარი გმირია ცხრა წლის ოსკარ შელი, ჭკვიანი და უცნაური ბიჭი, რომელსაც 11 სექტემბერის ტრაგედიისას მამა დაეღუპა. ოსკარი ცდილობს, მამის სიკვდილით გამოწვეულ დარდს ებრძოლოს და ეს ბრძოლა ფსიქოთერაპიის სეანსიდან კი არ იწყება, რომელზეც დედას მიჰყავს, არამედ მამის ნივთებში ნაპოვნი კონვერტიდან, რომელშიც გასაღები დევს.     ოსკარი მთელ ნიუ-იორკში ეძებს საკეტს, რომელსაც ის მოერგება და იმედი აქვს, რომ შეიტყობს მამასთან დაკავშირებულ საიდუმლოს. „უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს“ ჯონათან საფრან ფოერის მეორე წიგნია, რომელიც ქართულად ითარგმნა. „დიოგენეს“ ასევე გამოცემული აქვს მწერლის სადებიუტო რომანი „სრული გასხივოსნება“.
    20.95
    უფერული ცუკურუ ტაძაკი და მისი პილიგრიმობის წლები
    ავტორი: ჰარუკი მურაკამი მთარგმნელი: თამარ სუბელიანი ცუკურუ ტაძაკი რკინიგზის სადგურების მშენებელი მარტოსული კაცია, რომელსაც ადგილი ვერ უპოვია სამყაროში. ის იძენს და კარგავს ადამიანებს და იმ გამოქვაბულს ადარებს თავს, რომელსაც დროებით შეეფარებიან ხოლმე ჩიტები. ცუკურუ ბავშვობაში ოთხ თანატოლს დაუმეგობრდა: აკას (წითელი), აოს (ლურჯი), შიროს (თეთრი) და კუროს (შავი). ხუთ განუყრელ მეგობარს შორის მხოლოდ ცუკურუ იყო უფერო. ერთხელაც, მოულოდნელად, ცუკურუს მეგობრებმა ზურგი აქციეს და მიატოვეს, ისე, რომ არაფერი აუხსნიათ, არაფერი განუმარტავთ. წლების შემდეგ ცუკურუ შეიყვარებს ქალს, რომელიც უბიძგებს მას, წარსულში მომხდარი განხეთქილების მიზეზი გამოარკვიოს. და აი, 16 წლის შემდეგ იგი მიდის თავისი ძველი მეგობრების სანახავად, რომ გაიგოს, რა მოხდა სინამდვილეში…
    13.9
    უქარქაშო ხმლები ტ1
    ავტორი: ლევან სანიკიძე     ქართველთა ისტორიულ-ეპიკური თავგადასავალი 4 წიგნად. "უქარქაშო ხმლები" ათი კარისგან შედგება: - ფესვები -კარიბჭენი - აღმართი -ზეგანი -მწვერვალები -დამრეცი -დაღმართი -ყოფნა-არყოფნა -მჭედელნი "უცხო თესლთა" ისტორია - იქმენინ საქართველო
    25
    უქარქაშო ხმლები ტ2
    ავტორი: ლევან სანიკიძე   ქართველთა ისტორიულ-ეპიკური თავგადასავალი 4 წიგნად. "უქარქაშო ხმლები" ათი კარისგან შედგება: - ფესვები -კარიბჭენი - აღმართი -ზეგანი -მწვერვალები -დამრეცი -დაღმართი -ყოფნა-არყოფნა -მჭედელნი "უცხო თესლთა" ისტორია - იქმენინ საქართველო.
    25
    უღონოთა ორკესტრი
    ავტორი: ჩიგოზი ობიომა სერია: ლიტერე ინვენტე მთარგმნელი: ეკატერინე მაჩიტაძე 2015 წელს, გამორჩეული დებიუტისათვის, ნიგერიელი ავტორი ჩიგოზი ობიომა გლობალური მასშტაბის მოაზროვნედ დაასახელეს. მან სახელი გაითქვა რომანებით „მეთევზეები“ და „უღონოთა ორკესტრი“ _ ორივე ნაწარმოებისთვის ავტორი ბუკერის პრემიის მოკლე სიაში მოხვდა. რომანი „უღონოთა ორკესტრი“ 2019 წელს გამოიცა. იგბოს კოსმოლოგიით საინტე- რესოდ შეზავებული სიუჟეტი მკითხველს აუცილებლად მოაგონებს „ოდისეას“. საინტე- რესოა, როგორ ხედავს ავტორი თითოეულ ადამიანს, რამხელა ყურადღებას უთმობს შიშსა და სინდისის ქენჯნას; როგორ ხსნის საზოგადოებაში გამეფებულ სიძულვილს, გრძნობას, რომელიც ყველას დაგვაქვს კოკით ცხოვრების გზაზე და გვეღვრება კიდეც ალაგ-ალაგ. მკითხველს შეიძლება იგბოს ენის ლექსიკონში ჩახედვის სურვილიც გაუჩნდეს. ავტორსაც ეს უნდა, მანამდე კი შეგვიძლია გაგიმხილოთ _ იგბოს ენაზე ნათქვამი „ოკო კო ვა მადუ“ შეიძლება ითარგმნოს ასე: „შენ ადამიანი ხარ“.
    25.95