santaesperanza
დროდადრო ინდიელის აბსოლუტურად მართალი დღიური
ავტორი:  შერმან ალექსი მთარგმნელი: გია ბერაძე სერია: გაკვეთილების შემდეგ საკითხავი გამომცემლობა: ინტელექტი ყდა: რბილი
20.95
დროის შვილები
ავტორი: ედრიენ ჩაიკოვსკი მთარგმნელი: გაგი გაბრიჭიძე სერია: პორტალი   წიგნი გადარჩენილი დედამიწელების ერთგვარ კოსმოსურ ოდისეაზე მოგვითხრობს. წარმოუდგენლად შორეულ მომავალში - მაშინ, როცა დედამიწა მტვრად იქცა - (გა)დარჩება ადამიანთა მემკვიდრეობა, რომელიც ვარსკვლავთა შორის გაიბნევა. დროის შვილებისათვის ეს მომვალი უკვე აწმყოა და... კაცობრიობის გადარჩენილი ნაწილი გალაქტიკაშია და კოსმოსური ხომალდიდან დასცქერის პლანეტას - მწვანე ბურთს, რომელიც მათგან ოცი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ეს ის ადგილია, სადაც, დოქტორი ავრანა კერნის ჩანაფიქრით, ადამიანები ღმერთებად უნდა იქცნენ.
23.95
დუბლინელები
ავტორი: ჯეიმზ ჯოისი მთარგმნელი: ლია იმერლიშვილი „დუბლინელები“ ჯეიმზ ჯოისის ყველაზე პოპულარული და მეტად წაკითხული ნაწარმოებია. არცაა გასაკვირი, რომ ჯოისის მკითხველს მოთხრობების ეს ციკლი ეხმარება და გზას უკვალავს მის რომანებთან მისასვლელად. სწორედ ამ მოთხრობებში გამოიკვეთა პირველად ჯოისის ირლანდიისადმი დამოკიდებულება, ის, რამაც განსაზღვრა მწერლის ცხოვრებაც და შემოქმედებაც.„ამ ციკლს დავარქვი „დუბლინელები“, მინდა, გამოვააშკარაო მთელი ის ჰემიპლეგია თუ დამბლა, რაც, ბევრის აზრით, ახასიათებს ქალაქს.“ – წერდა ჯეიმზ ჯოისი ერთ-ერთ წერილში.
19.95
დუინური ელეგიები
ავტორი: რაინერ მარია რილკე გერმანულიდან თარგმნა ზვიად რატიანმა     1912 წელს, რაინერ მარია რილკე მეგობარ ქალს – მარია ფონ თურნ-უნდ-ტაქსის ჰოენლოეს, დუინოს საგვარეულო კოშკში ესტუმრა. სწორედ იქ დაიბადა ელეგიების შექმნის იდეა. ეს ციკლი 1922 წლამდე იწერებოდა. დუინური ელეგიების ციკლი მსოფლიო პოეზიის მშვენებაა და თავისი ტრანსცენდენტური შინაარსით, სამყაროსა და ადამიანის ეპიკური ალუზიებით, მკითხველს მუდმივად აღელვებს.   „დუინური ელეგიები“, ისევე, როგორც რილკეს მთელი შემოქმედება, ქართულ ენაზე არაერთხელ ითარგმნა. ქართველი მკითხველი განებივრებულია ისეთი მწერლების მიერ შესრულებული საუკეთესო თარგმანებით, როგორებიცაა – ვახუშტი კოტეტიშვილი, ნაირა გელაშვილი, ლულუ დადიანი და სხვები.   ამჯერად, თქვენს წინაშეა თანამედროვეობის გამორჩეული პოეტის ზვიად რატიანის მიერ თარგმნილი „დუინური ელეგიები“ და რილკეს სხვა ლექსები. რილკეს სამყაროსათვის დამახასიათებელი სიღრმე, მძლავრ მუსიკად ქცეული ხსოვნისა და წარმოსახვის ოქსიმორონი, დიადსა და ამაღლებულში გაცოცხლებული უჩინარი და უმცირესი, რაც ამ პოეზიის აღქმას სიცოცხლის უკიდურეს გამოცდილებად აქცევს – ზვიად რატიანის მიერ თარგმნილი რილკეს პოეზია სრულიად ახალი და განსაკუთრებული ხმაა დიდი ავსტრიელი მწერლის ქართული თარგმანების ისტორიაში.
11.9
დღე, რომელსაც ვზეიმობთ
14.95
დღემდე აგვიანებ
ავტორი: თამარ სილაგძე „ან მე უნდა გადმოვიდე შენს მხარეს, ან შენ უნდა გადმოხვიდე ჩემს მხარეს, ნაპრალი კი ჩვენ შორის ძალიან დიდია. არც შენ გინდა, გაბედო ნაბიჯის გადმოდგმა და არც მე. შენ გეშინია და მეც მეშინია, მე ვბრაზობ და შენც ბრაზობ. ხე კი უკვე შემოდგომის ფერებს იცვლის. ზამთარიც მალვით ეპარება.  გადმოდი რა, თითქმის ყველა ფოთოლი გასცვივდა.“   ამბავი ადამიანურ სისუსტესა და ძლიერებაზე.  სად იწყება სიყვარული? აქ თუ უფრო ადრე?
14.9
დღის წესრიგი
ავტორი: ერიკ ვუიარი მთარგმნელ(ებ)ი თამარ ლომიძე სერიის დასახელება  ET CETERA   „დღის წესრიგი“ თანამედროვე ფრანგი მწერლის, პოეტის, სცენარისტის, კინორეჟისორის ერიკ ვუიარის რომანია, რომლისთვისაც ავტორს 2017 წელს გონკურის პრემია მიენიჭა. წიგნი მეორე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზებს უტრიალებს: ჰიტლერისა და მსხვილი გერმანელი მეწარმეების ფინანსურ გარიგებას, ევროპელი ლიდერების შემწყნარებლურ დამოკიდებულებას ნაცისტური რეჟიმისადმი, რომელმაც ჯერ გერმანიის მრეწველობა და ბანკები დაიქვემდებარა, მერე არასასურველი ადამიანები დაადუმა ან განდევნა, ბოლოს კი უცხოური სახელმწიფოების ტერიტორიების დასაპყრობად მოიცალა.       ავტორი აღწერს გერმანული ნაციზმის ულმობელ სვლას დასახული მიზნისაკენ, რამაც ევროპის უდიდესი ნაწილი მხრჩოლავ ნანგრევებად აქცია და მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა.
13.95
დღიურები
ავტორი: ფრან კაფკა მთაგმნელი: რუსუდან ღვინეფაძე გამომცემლობა: ალეფი ფრანც კაფკას ცხოვრებაში დღიურის როლი განსაკუთრებულია. დღიურის წარმოება მან დაიწყო 1910 წელს (ყოველ შემთხვევაში, უფრო ადრინდელი ჩანაწერები არ არის შემორჩენილი) და მეტ-ნაკლები თანმიმდევრობითა და შუალედებით აწარმოებდა მას 1923 წლის შუამდე; ასე რომ, ჩანაწერები წყდება გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე. მისი მხატვრული ორეულების თვისებების გარდა დღიურებში ვხედავთ კაფკას ნამდვილ ხატს, როგორიც იყო ის ყოველდღიურობაში - ის ხომ თავისთვის წერდა დღიურებს, არა მკითხველისათვის. დღიური იყო მისთვის საკუთარი შინაგანი ცხოვრების ასახვის, საკუთარ თავსა და გარემოცვაში გარკვევის, მისთვის უცხო და მტრული სამყაროს გაგების ცდა. დღიურებში ის თითქოს მიკროსკოპით აკვირდება საკუთარ აზრებს, სულის უფაქიზეს მოძრაობებს. ასეთი გამოწვლილვითი თვითდაკვირვებით ცდილობს, შეიცნოს საკუთარი თავი, სძლიოს თავს, შეეჩვიოს ჩვეულებრივ ცხოვრებას, „ყოველდღიურობის ნეტარებას“, რომელიც ერთსა და იმავე დროს მიმზიდველიცაა მისთვის და მიუწვდომელიც.
30
დღიურები - ნიკო დადიანი
ავტორი: მიკო დადიანი  ნიკო დადიანის დღიურში დაცულია ძვირფასი ცნობები სამეგრელოსა და აფხაზეთის სამთავროთა შესახებ, XIX საუკუნის პირველ მესამედში იქ არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. საყურადღებოა ის ცნობები, რომლებიც სამართალსა და სამართალწარმოებას შეეხება, რადგან ნიკო დადიანი XIX საუკუნის მიწურულიდან გარდაცვალებამდე მოსამართლე, 1815 წლიდან კი სამეგრელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მსაჯულთუხუცესი ანუ მდივანბეგთუხუცესი იყო. ეს დღიურები წარმოადგენს წყაროსაც ქართული გვარების ისტორიისათვის.
16.95
ეგ არ ქნა!
ავტორი: ედგარ კერეთი მთარგმნელი: მამუკა ბუცხრიკიძე სერია:ლიტერატურული ოდისეა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი  
10.9
ეგვიპტური მითები - ლეგენდები და ზღაპრები
ეგვიპტური მითებისა და ლეგენდების შესახებ – ბერძნულ მითოლოგიასთან შედარებით – ძალიან ცოტა რამ ვიცით. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში, როცა ეგვიპტური კულტურა დაცემის პირას იყო, მას მემკვიდრე და გამგრძელებელი აღარ გამოუჩნდა. ძველ ეგვიპტურად უკვე არავინ წერდა და კითხულობდა.   მომდევნო თოთხმეტი საუკუნის განმავლობაში, ვიდრე ფრანგი ფილოლოგი ფრანსუა შამპოლიონი (1790-1832) ეგვიპტური იეროგლიფების საიდუმლოს ჩაწვდებოდა, ეგვიპტური კულტურა ევროპელებისთვის სრულიად უცხო და მიუწვდომელი გახლდათ. ხოლო როდესაც ეგვიპტური ტექსტები საბოლოოდ გაშიფრეს და წაიკითხეს, აღმოჩნდა, რომ ამ უძველი ცივილიზაციის მითოლოგია ყველა სხვა ერების ლეგენდებისაგან განსხვავდებოდა, ის აბსოლუტურად თვითმყოფადი იყო.     ეგვიპტური მითოლოგიისთვის არ არის დამახასიათებელი ღმერთების პანთეონის შეთანხმებულად დამუშავებული ისტორია, ან მათი ვიზუალურად გამოსახვის დადგენილი ნორმები. ბევრ ღმერთს ძველი ეგვიპტის ქალაქებში სხვადასხვა სახელით იცნობდნენ, ისეთი მნიშვნელოვანი ქმედება კი, როგორიცაა, ვთქვათ, სამყაროს შექმნა _ სხვადასხვა ღმერთებს მიეწერებოდა. ეგვიპტური მითოლოგიის მიხედვით ერთი და იგივე ღმერთი როგორც ბოროტი, ისე კეთილი საქმეებით იყო ცნობილი და ხალხიც ერთნაირი მოწიწებით ეთაყვანებოდა მას. ეს ყველაფერი იძლევა საფუძველს ვიფიქროთ, რომ ძველი ეგვიპტური მითოლოგია ყველა დანარჩენისაგან გამორჩეულია და უაღრესად დამაფიქრებელი.   შემდგენელი - გიორგი კაკაბაძე
21
ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია
ავტორი: ჟან-პოლ სარტრი გამოცემა აერთიანებს ჟან-პოლ სარტრის სამ ტექსტს – „ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია“, „ემოციათა თეორიის მონახაზი“, „ეგოს ტრანსცენდენცია (ფენომენოლოგიური აღწერის მონახაზი)“. „ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია“ მკითხველს მარტივი და პოპულარული ფორმით აცნობს ეგზისტენციალისტური ფილოსოფიის ძირითად პრინციპებს, განსაკუთრებით კი თვით სარტრის მსოფლმხედველობას, რომლის მთავარი პოსტულატი შეგვიძლია მისივე სიტყვებით ასე ჩამოვაყალიბოთ: „მე პასუხისმგებელი ვარ საკუთარი თავისა და ყველასთვის და ვქმნი ადამიანის  განსაზღვრულ ხატს, რომელსაც ვირჩევ, ვირჩევ რა საკუთარ თავს, მე ვირჩევ ადამიანს ზოგადად“. „ემოციათა თეორიის მონახაზი“-თ სარტრი ადამიანის ემოციურ გამოცდილებას სწავლობს და ცდილობს გააცნობიეროს როლი, რომელსაც ემოცია ადამიანის ფსიქიკაში თამაშობს. „ეგოს ტრანსცენდენცია (ფენომენოლოგიური აღწერის მონახაზი)“, ეს მნიშვნელოვანი ესსეი შემობრუნების მომენტად ითვლება სარტრის ფილოსოფიაში. მის შექმნამდე სარტრი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ფენომენოლოგიას, კერძოდ ჰუსერლსა და ჰაიდეგერს. წინამდებარე ნაშრომით სარტრმა შეუტია ტრანსცენდენტული ეგოს ჰუსერლისეულ გაგებას, ხოლო ჰუსერლთან განხეთქილებამ, თავის მხრივ, ხელი შეუწყო სარტრის გადასვლას ფენომენოლოგიიდან ეგზისტენციალურ დოქტრინებზე. წიგნს თან ერთვის ჟან-პოლ სარტრის ქალიშვილის არლეტ ელკაიმ-სარტრის წინასიტყვაობა რომელიც მან ტექსტს „ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია“ დაურთო.
26
ეგზისტენციალური ანალიზი
ავტორი: ლუდვიგ ბინსვანგერი მთარგმნელი : ვახტანგ გორგიშელი ლუდვიგ ბინსვანგერი (1881-1966) – შვეიცარელი ფსიქიატრი და ფსიქოლოგი, ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის მამამთავარი. წიგნში ასახულია ლუდვიგ ბინსვანგერის მიერ შემოთავაზებული პიროვნების ანალიზის მეთოდი, რომელიც ავლენს მას მთლიანობასა და მისი არსებობის უნიკალურობაში. იასპერსის, ჰუსერლის, ჰაიდეგერის, სარტრის, ბუბერის, კანტის და სხვა ფილოსოფოსების იდეების შერწყმით ბინსვანგერმა შექმნა ეგზისტენციალური ანალიზის უნიკალური თეორია, მეცნიერული ინსტრუმენტი, რომლითაც შეიძლება მივუახლოვდეთ „მიუწვდომელი ფსიქიკური ცხოვრების“ მეცნიერულ გაგებას. როგორც ჰაიდეგერისა და ჰუსერლის იდეების გამტარებელი ფსიქიატრიის სივრცეში, ბინსვანგერი ინდივიდუალური ყოფიერების ანალიზს აგებს ჰაიდეგერის მიერ შემუშავებული აბსტრაქტული ყოფიერების ონტოლოგიაზე და ამოცანას იმაში ხედავს, რომ ფენომენების ზედაპირის გავლით პიროვნების შინაგან სამყაროში შეაღწიოს, რათა ფენომენოლოგიური მეთოდის დახმარებით აღწეროს დაავადებული ადამიანის სამყარო, სამყარო, რომელიც ჩვენი სამყაროსგან უკიდურესად განსხვავდება. არა ინტერპრეტირება და რაციონალური ინტერპრეტაციის მცდელობა, არამედ „განცდის მთლიანობასა და ერთიანობაში მოხელთება ირაციონალური სამყაროსი, რომელიც შიზოფრენიით დაავადებულის, ნევროტიკოსის და ბავშვის ცნობიერებაში იბადება“.
28
ეგო და Id
ავტორი : ზიგმუნდ ფროიდი მთარგმნელი : დიმიტრი უჩანეიშვილი   წინამდებარე წიგნში წარმოდგენილია ზიგმუნდ ფროიდის ორი უმნიშვნელოვანესი ტექსტი, რომელიც შინაარსობრივად არის ერთმანეთს დაკავშირებული – „სიამოვნების პრინციპს მიღმა“ და „ეგო და Id“. „სიამოვნების პრინციპს მიღმა“ ფროიდის ერთ-ერთი საკვანძო ნაშრომია, რომელიც გარდამავალ პუნქტს წარმოადგენს ფსიქიური აპარატის პირველი მოდელიდან (ცნობიერება / წინარეცნობიერი / არაცნობიერი) მეორე მოდელისკენ (ეგო / Id / ზე-ეგო), ასევე მასში პირველად არის წამოჭრილი კითხვა აკვიატების ბუნების, ფსიქოლოგიური ტრავმის დაბრუნების გარდაუვალობისა და სიკვდილისკენ ლტოლვის არსებობის შესახებ. მისი ნაშრომის, „ეგო და Id“ (1923), თანახმად, ფსიქიკა სამი ნაწილისგან შედგება: ეგოს, Id-ის და ზე-ეგოსგან, რომლებიც ჩვენი ცხოვრების განსხვავებულ ეტპებზე ვითარდებიან. ეს გახლავთ სისტემები და არა თავის ტვინის ნაწილები, მათ ფიზიკური გარსი არ გააჩნიათ. წინამდებარე წიგნში წარმოდგენილი ორი ტექსტის გავლენა ფსიქოანალიზის განვითარებაზე უდიდესია და, მიუხედავად იმისა, რომ მათი შექმნიდან თითქმის ასი წელიწადია გასული, ისინი კვლავ რჩება ამ სფეროს ფუძემდებლურ ნაშრომებად.
20
ეგოისტი გენი
ავტორი : რიჩარდ დოქინსი     „მოდით, შევეცადოთ ვისწავლოთ გულუხვობა და ალტრუიზმი, რამეთუ ეგოისტებად ვართ დაბადებულნი. მოდით, გავარკვიოთ, თუ საით მიისწრაფვიან ჩვენი ეგოისტი გენები, რადგან ამით შეიძლება მათი განზრახვების განხორციელებისთვის ხელის შეშლის შანსი მოგვეცეს, რაც არც ერთ სხვა სახეობას არ გამოსვლია არასდროს“. „ინდივიდუუმები არ არიან სტაბილურები – მათ ხანმოკლე არსებობა უწერიათ. ქრომოსომებიც ისევე მიეცემიან ხოლმე დავიწყებას, როგორც კარტის ხელი დარიგებიდან მალევე, გათამაშების შემდეგ. მაგრამ კარტებს არევისას არაფერი ემართებათ. კარტები გენებია. გენები არ ზიანდება კროსინგოვერისას, ისინი უბრალოდ პარტნიორებს იცვლიან და არსებობას აგრძელებენ. რა თქმა უნდა, ისინი არსებობას აგრძელებენ. ეს მათი სამუშაოა. ისინი რეპლიკატორები არიან და ჩვენ – მათი გადარჩენის მანქანები. როდესაც ჩვენ მისიას ვასრულებთ, თავიდან გვიშორებენ. ხოლო გენები გეოლოგიური დროის მკვიდრნი არიან: ისინი მარადიულად არსებობენ“.   რიჩარდ დოქინსი დაბ. 26 მარტი 1941 რიჩარდ დოქინსი წარმოშობით ბრიტანელი ბიოლოგი და ეთოლოგი დაიბადა 1941 წლის 26 მარტს ნაირობიში, კენიის დედაქალაქში, ბრიტანული კოლონიალიზმის პერიოდში. კენიიდან ინგლისში დაბრუნების შემდეგ, ავტორი ჩაირიცხა ზოოლოგიის ფაკულტეტზე ოქსფორდის უნივერსიტეტის შემადგენელ ბალიოლის კოლეჯში. 1962 წელს ბაკალავრის საფეხურის დასრულების შემდეგ, მან გააგრძელა თავისი მოღვაწეობა ოქსფორდის უნივერსიტეტში, სადაც ავტორი მოგვიანებით იღებს მაგისტრისა და დოქტორის ხარისხებსაც. დღეს ის ცნობილია თავისი კრიტიკული მიდგომებით კრეაციონიზმისადმი. 1976 წელს რიჩარდ დოქინსმა გამოაქვეყნა თავისი პირველი წიგნი „ეგოისტი გენი“, რითაც მოიპოვა დიდი პოპულარობა. ცნობილია ასევე მისი სხვა ნაშრომებიც, კერძოდ, „ღმერთი, როგორც ილუზია“, „გაფართოებული ფენოტიპი“ და სხ. დღესდღეობით, რიჩარდ დოქინსი 81 წლის ასაკშიც კი აგრძელებს სამეცნიერო მოღვაწეობას და აქტიურად ანებივრებს თავის მკითხველებს ახალი წიგნებით.
49
ედგარ ალან პოს მოთხრობები
ავტორი: ედგარ ალან პო სერია: 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ   ფიოდორ დოსტოევსკის სიტყვებით რომ ვთქვათ, ედგარ პოს ნაწარმოებები "ყველაზე განსაკუთრებულ სინამდვილეს" წარმოაჩენს. ედგარ პო, შეიძლება ითქვას, სევდის, სიბნელისა და შემზარაობის "მომღერალია", მაგრამ ეს ყოველივე ხომ თვით ცხოვრებისეული რეალობიდან მოაქვს მწერალს. ამიტომაც ედგარ პო ყოველთვის პოპულარული იყო. გალაკტიონ ტაბიძემ ლექსები მიუძღვნა, ცისფერყანწელები მის სტროფებს იმეორებდნენ, მის ნაწარმოებებს თარგმნიდნენ... არანაკლებ ინტერესდება ედგარ პოს შემოქმედებით დღევანდელი მკითხველიც. საშინელებათა ამსახველი მისი მოთხრობები - "ერთი კასრი ამონტილედო", "სკუპ-სკუპო" - ადამიანურ სისასტიკეზე ჩაგვაფიქრებს. მის ნაწარმოებებში თანადროულობისადმი სატირული დამოკიდებულებაც ჩანს ("ეშმა სამრეკლოზე", "ეშმაკს თავზე ნუ დაენაძლევები"), სიყვარულისადმი "მორჩილებაც"("ელეონორა") და რწმენაც გადარჩენისა ("მთხრებლი და ქანქარა").წიგნში შესულია შემდეგი მოთხრობები: "ფერიის კუნძული", "კლდოვანი მთების ამბავი", "მალსტრემში დანთქმა", "სფინქსი", "ბოთლი ნაპოვნი ხელნაწერი", "ეიროსისა და ქარმიონეს გასაუბრება", "პაემანი", "ელეონორა", "მორელა", "ლიგეა", "მთხრებლი ა ქანქარა", "შავი აკტა", "გული–გამთქმელი", "ნაპარავი წერილი", "წინააღმდეგობრიობის ჭინკა", "ერთი კასრი ამონტილედო", "შენ ხარ კაცი იგი!", "სკუპ–სკუპო", "უილიამ უილსონი", "შეუცნობელის ანგელოზი", "ეშმა სამრეკლოზე", "ეშმაკს თავზე ნუ დაენიძლავები", "მისტიფიკაცია".  
16.95
ედემის აღმოსავლეთით
ავტორი: ჯონ სტაინბეკი მთარგმნელი: რამაზ ხატიაშვილი „რაც კი ოდესმე დამიწერია, რაც მრავალწლიან სამწერლო გზაზე მისწავლია, ყველაფერი სწორედ ამ წიგნის შესაქმნელად გამოვიყენე“, — ამბობდა ჯონ სტაინბეკი თავის მაგნუმ ოპუსზე, რომელიც ამერიკის სამოქალაქო ომიდან შემორჩენილ იარებს პირველ მსოფლიო ომამდე ატარებს და გზადაგზა ადამიანებს, მათ სახელებს, ოჯახებს, მათ ყველა მანკიერებას, კეთილშობილებასა და განცდებს გვიტოვებს. ამბავი კალიფორნიის სალინასის ველზე მცხოვრები ორი ოჯახის, ჰამილტონებისა და ტრასკების ირგვლივ იკვრება და, გარკვეულწილად, კაენისა და აბელის თანამედროვე ისტორიასაც წარმოადგენს. სწორედ ამ ბიბლიური სიუჟეტის  მაგალითზე ცდილობს ავტორი ახსნას, ბოროტება და სიკეთე თანდაყოლილი თვისებებია თუ გარემოებებით განპირობებული აუცილებლობა.  
34.9
ედრიან მოულის საიდუმლო დღიური
ავტორი: სიუ ტაუნსენდი მთარგმნელი: ნიკა სამუშია   კვირა, 25 იანვარი 10:00. ნერვიულობისგან ცუდად გავხდი. თავს სუსტად ვგრძნობ და ბევრს ვერ ვწერ. არავის შეუმჩნევია, რომ არ მისაუზმია. 14:00. შუადღისას ორი საბავშვო ასპირინი მივიღე და ცოტათი გამოვკეთდი. როცა ცნობილი გავხდები და ჩემს დღიურს აღმოაჩენენ, შეიძლება, ხალხი მიხვდეს, რა მძიმეა,  წლის ინტელექტუალი რომ ხარ და არავინ გიცნობს.   გაიცანი 13¾ წლის ედრიან მოული – უიღბლო თინეიჯერი და „არაღიარებული ინტელექტუალი“, რომელმაც მოზარდობაში – არც მეტი, არც ნაკლები – სახეზე დიდი მუწუკით შეაბიჯა. თავის წარმოუდგენლად გულწრფელ დღიურში ედრიანი მოურიდებლად აღწერს მშობლების ცოლქმრული ცხოვრების სირთულეებს, ცვლილებებს, რომლებიც მის სხეულში ხდება; გვიყვება პირველ სიყვარულზე და დარდობს თავის მრავალგზის უარყოფილ პოეზიაზე. წიგნი, რომელიც BBC-მ მსოფლიოს ყველაზე გავლენიან 100 რომანს შორის დაასახელა, საუკეთესო მეგზური გახდება როგორც თინეიჯერებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვისაც, რომელთა კრიტიკისას ედრიანი განსაკუთრებით დაუნდობელია.
14.9
ევას სამი ქალიშვილი
ავტორი: ელიფ შაფაქი სერია: ლიტერე ინვენტე ინგლისურიდან თარგმნა: გვანცა გარმელიამ პერი, შირინი და მონა ერთმანეთისგან სრულად განსხვავებული სამი მეგობარია, სამი მუსლიმი - აღმოსავლეთის შვილი. ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობენ, ევროპის ცენტრში. უყვართ, სძულთ, ერთგულებენ, განიცდიან, ბრაზობენ, ღალატობენ - ისეთი ვნებით, როგორიც 19-20 წლის ახალგაზრდებს სჩვევიათ... და ამ ვნებებში ბოლომდე იხარჯებიან, როგორც ნებსმიერი მათ ასაკში. ამ ასაკმა, მათმა გულწრფელობამ და უმანკოებამ თითქოს ყველა შეცდომა უნდა გააქარწყლოს, მაგრამ...
16.95
ევას სამი ქალიშვილი
ავტორი: ელიფ შაფაქი წიგნი სამ გოგონაზე მოგვითხრობს: პერი, შირინი და მონა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სამი მეგობარია, სამი მუსლიმი - აღმოსავლეთის შვილი. ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობენ, ევროპის ცენტრში. უყვართ, სძულთ, ერთგულებენ, განიცდიან, ბრაზობენ, ღალატობენ - ისეთი ვნებით, როგორც ეს 19-20 წლის ახალგაზრდებს სჩვევიათ... პერი, შირინი და მონა - პირველმშობელი ევას სამი ქალიშვილი, კაცობრიობის მამოძრავებელი სამი ენერგია - ელიფ შაფაქის სულ ახალ რომანში მკითხველს დაუმტკიცებენ, რომ სამყარო ისევ ეჭვზე, ცოდვასა და ღვთისმოსაობაზე დგას, როგორც ევას დროს.  
16.95
ეველინ ჰიუგოს შვიდი ქმარი
ავტორი: ტეილორ ჯენკინს რეიდი სერია: წლის ბესტსელერი მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე   "ჰოლივუდის კინოს ხანდაზმული და კარჩაკეტილი ხატი ეველინ ჰიუგო მზადაა გაამხილოს სიმართლე თავისი სკანდალური ცხოვრების შესახებ. მაგრამ, როდესაც იგი ინტერვიუსთვის უცნობ რეპორტიორს, მონიკ გრანტს, ირჩევს, ყველაზე მეტად თავად მონიკია გაოცებული: რატომ _ ის? და რატომ _ ახლა? მონიკზე ვერ იტყვი, მოწოდების სიმაღლეზეაო. ქმარმა მიატოვა და პროფესიულ ცხოვრებაშიც სიახლე არ ჩანს. იმის მიუხედავად, თუ რატომ აირჩია ეველინმა ბიოგრაფიის დასაწერად, მონიკი გადაწყვეტს, ეს შესაძლებლობა კარიერის ახალი ეტაპის დასაწყებად გამოიყენოს. ეველინის მდიდრულ ბინაში დაბარებული მონიკი გატაცებით უსმენს მსახიობის ისტორიას _ 1950-იან წლებში ლოს-ანჯელესში თვითდამკვიდრებით დაწყებული, 80-იან წლებში შოუბიზნესის დატოვების გადაწყვეტილებამდე და, რა თქმა უნდა, გზად შვიდი ქმარი... ეველინი ჰყვება ზღაპარს დაუნდობელი ამბიციების, მოულოდნელი მეგობრობისა და დიდი, აკრძალული სიყვარულის შესახებ. მონიკი ლეგენდარულ ვარსკვლავთან უფრო და უფრო დიდ კავშირს გრძნობს, მაგრამ, როდესაც ეველინის ისტორია დასასრულს უახლოვდება, ცხადი ხდება, რომ მისი ამბავი ტრაგიკული და შეუქცევადი გზით იკვეთება მონიკის ცხოვრებასთან."
16.95
ევროკავშირი
ავტორი: საიმონ აშერვუდი; ჯონ პინდერი სერია: ძალიან მოკლე შესავალი მთარგმნელი: ეკა სუმბათაშვილი ევროკავშირი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პოლიტიკური ორგანიზაციაა. ერთი მხრივ, წევრ-სახელმწიფოებს შორის ისტორიული თვალსაზრისით უნიკალური თანამშრომლობის პოტენციალს გამოხატავს. მეორე მხრივ, ამჟამად გაურკვევლობის ფაზა უდგას, როგორც სიცოცხლისუნარიანობის, ისე სამომავლო განვითარების თვალსაზრისით. „ძალიან მოკლე შესავლის“ სრულიად განახლებულ გამოცემაში შესულია მიგრანტების კრიზისის, ევროკავშირის დატოვების შესახებ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილების, ევროს ამჟამინდელი მდგომარეობის საკითხები. წიგნი გვიჩვენებს, როგორ და რატომ ვითარდებოდა ევროკავშირი, როგორ მუშაობს მისი ინსტიტუტები და რა ნაბიჯები გადაიდგა ერთიანი ბაზრიდან ევროს შემოღებამდე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელთა დაცვიდან მშვიდობისა და გარემოს დაცვამდე.
12.9
ამოწურულია
ევროპული აღზრდა
ავტორი: რომენ გარი მთარგმნელი: მერაბ ფიფია სერია: ლიტერატურული ოდისეა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
13.9
ევროპული სახელშეკრულებო სამართლის ტექსტობრივი შრეები
ავტორი: რაინჰარდ ციმერმანი მთარგმნელი: ნინო ქათამაძე; გიორგი უსტიაშვილი; გამომცემლობა: სულხან - საბა  ორბელიანის უნივერსიტეტის გამომცემლობა  
13.3