santaesperanza
რატომ კვდებიან კუპიდონები
ავტორი: ნიკოლოზ ტოტოღაშვილი   "არავის დაუჯეროთ, თუ გეტყვიან, რომ სიყვარული არ სურთ. ეს დროებითია. როგორი იდეალური ცხოვრებაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, მოდის ცხოვრებაში ეტაპი, როდესაც აცნობიერებს, რომ არაფერი არ გააჩნია, რადგან არ გააჩნია სიყვარული; არ ჰყავს ადამიანი, ვისაც კარგ დღეს უსურვებს, დილით მისი კოცნა გააღვიძებს. ჩვენ ყოველთვის გვჭირდება ვინმე, ვისზეც ვიზრუნებთ, არა იმიტომ, რომ მას სჭირდება ეს... ვინც გიყვარს, მასზე ზრუნვით ბედნიერდები. ავტორმა სხვა ადამიანების გრძნობათა პალიტრის მართვა ამჯერად ადამია ნის სახიერებით მოვლენილ ღმრთიულ ჯადოქრებს (სულებს) მიანდო და გადაუმისამართა. ისინი ამ გრძნობის გამღვიძებლები არიან ─ ისინი ეძებენ, პოულობენ, ცდილობენ იდეალური წყვილები შეახვედრონ და მათი გულები ერთმანეთს სამუდამოდ დაუკავშირონ."
11.95
რაფლეზია
ავტორი: ელის დოჯსონი სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი გამომცემლობა: პალიტრა L
12.95
რაღა დროს ტექნოა
ავტორი: დავით ქაშიაშვილი     სიყვარულით აღარაფერს ვაკეთებთ...
14.95
რაღაც ნათხოვარი
ავტორი: ემილი გიფინი მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე სერია:წლის ბესტსელერი   გაიცანით რეიჩელ უაითი - ახალგაზრდა ადვოკატი მანჰეტენიდან. ის ყოველთვის "კარგი გოგო" იყო, სანამ თავის 30-ე დაბადების დღეზე საუკეთესო მეგობარმა, დარსიმ, წვეულება არ გადაუხადა. იმ ღამით ბევრს დალევს და მეგობრის საქმროს დექსის, ლოგინში აღმოჩნდება. რეიჩელი მტკიცედ გადაწყვეტს, რომ ეს შეცდომაა, რომელიც უნდა გამოასწოროს. ამ მდგომარეობას კოშმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა. მეგობრის ქორწილის თარიღი ახლოვდება და რეიჩელმა გამოსავალი უნდა მოძებნოს. ეს კი ურთულესია...
14.95
რაც მაგონდება და როგორც მაგონდება
ავტორი: ლანა ღოღობერიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
20.9
რაციონალურობის კლასიკური და არაკლასიკური იდეალები
ავტორი: მერაბ მამარდაშვილი მთარგმნელი: დიმიტრი უჩანეიშვილი „რაციონალურობის კლასიკური და არაკლასიკური იდეალები“, წიგნი, რომელსაც საფუძვლად მერაბ მამარდაშვილის მიერ 1980 წლის მაისში ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაკითხული ლექციების კურსი დაედო სახელწოდებით „შემეცნებითი ფორმების ანალიტიკა და ცნობიერების ონტოლოგია“, სამყაროს შესახებ ჩვენი ცოდნის რაციონალურობის არაკლასიკურ ფორმულირების განხილვას ეძღვნება. ნაშრომში ფიზიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგალითების მიხედვითაა განხილული წანამძღვრები და დაშვებები, რომლებიც განსაზღვრავენ, როგორც მეცნიერული ანალიზის ობიექტურობისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, ისევე ამ ობიექტურობის მიღწევის შესაძლებლობას შემმეცნებელი სუბიექტის მიერ. წიგნში ასევე მოცემულია ორი სტატია, დაწერილი მერაბ მამარდაშვილის მიერ ე. სოლოვიოვთან და ვ. შვირიოვთან ერთად, რომელთა გამოქვეყნება გასული საუკუნის 70-იან წლებში დიდ მოვლენად იქცა. წიგნს ბოლოში ერთვის ვ. კალინიჩენკოს სტატია – „კლასიკურისა“ და „არაკლასიკურის“ ცნებები მ. მამარდაშვილის ფილოსოფიაში.  
28
ამოწურულია
რებეკა
ავტორი: დაფნა დიუ მორიე სერია: უკვდავი ბიბლიოთეკა მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
21.95
რეგენერაციული აგროკულტურა – სახელმძღვანელო
ავტორი : გია რაზმაძე     ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის შედეგად, დედამიწის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაახლოებით ნახევარი იმდენად დეგრადირდა, რომ მასზე მოსავლის მოყვანა შეუძლებელია. გაეროს მონაცემების თანახმად, ყოველწლიურად, სულ ცოტა, 12 მილიონი ჰექტარი მიწა გამოუსედაგარი ხდება მოსავლის მოსაყვანად.  ამ პრობლემის მოსაგვარებლად საუკეთესო გზა „რეგენერაციული აგროკულტურაა“. ეს არის პრინციპებისა და მეთოდების ერთობლიობა, რომელიც ხარისხიან და უხვ მოსავალთან ერთად იმასაც უზრუნველყოფს, რომ ნიადაგი ყოველი მოსავლის შემდეგ უკეთესი ხდება. გია რაზმაძის მიერ დაწერილი წიგნი ჩვენს ქვეყანაში პირველი მცდელობაა რეგენერაციული აგროკულტურის პრინციპების ნათლად გადმოცემისა. ნაშრომში აღწერილია რამდენიმე წარმატებული მოდელი: ფუკუოკას, ოვსინსკის, ალან სეივორის, ანრი ვუაზენის, ერნესტ გიოტჩის... ასევე  აღწერილია ძველი ქართული მევენახეობის პრინციპები.
15
რეგტაიმი
ავტორი: ედგარ ლორენს დოქტოროუ სერია: აუცილებელი საკითხავი "- აქ არ ააჩქარო! რეგტაიმი სწრაფად არ იკვრება! - სკოტ ჯოპლინის ეს ცნობილი სიტყვები წინამდებარე წიგნს ეპიგრაფად აქვს წამძღვარებული. კარგა ხნის წინ, როცა ,,რეგტაიმის” კითხვა დავიწყე, მან ისე ჩამითრია, რომ აღარც მე ვჩქარობდი, ფეხს ვითრევდი, რათა ამ შესანიშნავი რომანით მიღებული სიამოვნება გამეგრძელებინა. დროის ,,დაკარგვა” კი ნაღდად ღირდა. როგორც ამბობენ, ,,რეგტაიმმა”, რომელიც მოიცავს ამერიკის უახლესი ისტორიის საინტერესო და ბობოქარ პერიოდს მეოცე საუკუნის დასაწყისიდან, შეცვალა კონცეფცია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე რომანი. ,,რეგტაიმი” ბრწყინვალე მაგალითია, თუ როგორ უნდა იწერებოდეს ისტორიული ბელეტრისტიკა, როცა უამრავი რეალური და გამოგონებული მოვლენა და პერსონაჟი, როგორც სხვადასხვა ფერის ნაჭრებისაგან შეკერილი საბანი ერთ მთლიანობად აღიქმება, ამბები და გმირები ორგანულადაა ერთმანეთთან შერწყმული და სამასგვერდიან რომანში ჩატეული. უბადლოდ არის გადმოცემული ამერიკის, განსაკუთრებით კი ნიუ იორკის პორტრეტი, მისი სუნთქვა და სული. რაც მთავარია, რომანის კითხვისას გეუფლება გრძნობა, რომ თითქოს რეგტაიმის მელოდიას უსმენ, უსმენ და არ გინდა დასრულდეს." - ირაკლი მახარაძე
20.5
რევოლუციები
ავტორი: ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო მთარგმნელი: ფრანგულიდან თარგმნა დალი იაშვილმა სერია: „ინტელექტი“ 25 წლისაა „რევოლუციები“ ნობელის პრემიის ლაურეატის – ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია, რომელიც წარმატებული ლიტერატურული დებიუტიდან ორმოცი წლის თავზე დაიწერა. მთავარი გმირის – ჟან მაროს თავგადასავალი ძალიან ჰგავს მწერლის ბიოგრაფიას: ორივე ერთდროულად ინგლისელიცაა და ფრანგიც, ორივეს ბრეტონელი წინაპრები ჰყავთ, რომლებიც საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ ილ-დე-ფრანსზე დასახლდნენ, რომელსაც შემდგომ მავრიკია ეწოდა; ორივემ ბავშვობა ნიცაში გაატარა, სადაც, თავისუფლებას მიჩვეულებს, უჭირდათ სკოლის გარემოსთან შეგუება; ორივემ, ალჟირის ომის დროს სამხედრო სამსახურიდან თავდაღწეულმა, ინგლისს შეაფარა თავი; ორივე მექსიკაში წავიდა; ორივე კაბილიელზე დაქორწინდა... ნაწარმოების მთავარი გმირი ჟან მარო პაპიდა კატრინის მონათხრობების წყალობით (პაპიდისა, რომელიც „ოჯახის მეხსიერების და საიდუმლოებების უკანასკნელი მცველია“), თვითონვე ხდება ამ „განძის“ მცველი, რომელიც შთამომავლებს უნდა გადასცეს. იგი ერთ-ერთი რგოლია ამ ოჯახის მეხსიერების ჯაჭვში. ლე კლეზიო მისთვის ჩვეული ჰუმანიზმით აღწერს ურთიერთობებს თაობათა შორის. მისი გმირისთვის „უცხო“ არავინაა, მისი თვალთახედვის არეში ხვდება ყველა დაჩაგრული, ყველანაირი უსამართლობა. ის, მისი წინაპრების მსგავსად, ცდილობს ამ „რევოლუციებსა“ და არეულობებში მთავარი – ღირსება, სამართლიანობა და ადამიანის სიყვარული – შეინარჩუნოს. 
34.95
რეკვიემი
ავტორი: ზაირა არსენიშვილი „რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისთვის, ანუ ახალგაზრდა მთხზველის პორტრეტი“ ზაირა არსენიშვილის (1933-2015 წწ.) პირველი რომანია. მე-20 საუკუნის 30-იანი წლების საშინელი სტალინური რეპრესიებიდან თითქმის 25 წელია გასული. დადგა ე. წ. „ოტტეპელი“. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალგაზრდა მევიოლინე ცდილობს, დაინახოს, როგორი იყო მისი უფროსი კოლეგა მუსიკოსების ცხოვრება მეოთხედი საუკუნით ადრე, დიდი ტერორის დროს. იგი თვითმხილველთა მონაყოლით აღადგენს სურათს, რით სუნთქავდნენ ისინი, რა იმედებით ცოცხლობდნენ, რა გეგმები ჰქონდათ, როგორ უყვარდათ, როგორ სძულდათ…
17.9
რეკვიემი
ავტორი:  ლორენ ოლივერი მთარგმნელი:ნინო შეყილაძე სერია: ლიბერთინსი   მას შემდეგ, რაც წინააღმდეგობის აქტიური წევრი გახდა, ლინა შეიცვალა. პანდემონიუმში დაწყებული ამბოხი დიდ რევოლუციაში გადაიზარდა და გოგონა ბრძოლის ეპიცენტრი აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც ჯულიენი სასიკვდილო განაჩენისგან დაიხსნეს, ლინამ და მისმა მეგობრებმა ტევრს შეაფარეს თავი, მაგრამ გაუკაცურებული ადგილებიც კი მათთვის უსაფრთხო აღარ არის. მთელ ქვეყანას გაფიცვების ტალღა გადაუვლის, ხელისუფლება იძულებულია, ინფიცირებულების არსებობა აღიაროს და თან ცდილობს, ამბოხებულებს გაუსწორდეს. სანამ ლინა გადარჩენისთვის იბრძვის, მისი უახლოესი მეგობარი ჰანა, უსაფრთხოდ ცხოვრობს პორტლენდში და აპირებს ცოლად გაჰყვეს ქალაქის ახალგაზრდა მერს, რომელიც, რა თქმა უნდა, არ უყვარს. სად გადის საზღვარი ლინასა და ჰანას სამყაროებს შორის? შეხვდებიან კი ერთმანეთს? ან ის გოგონა ვინ არის, მშვიდად რომ მოაბიჯებს ქუჩაში, ცეცხლში გახვეული ქალაქი კი უკან მოუტოვებია?  
13
რეკვიემი მონაზონისთვის
ავტორი: ალბერ კამიუ მთარგმნელი: გიორგი ეკიზაშვილი ალბერტ კამიუს „რეკვიემი მონაზონისთვის“; უილიამ ფოლკნერის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით. პიესა ორ ნაწილად და შვიდ სურათად.
12.8
რეკლამა მარტივად
ავტორი: დალი გერი სერია: სერია მარტივად ეფექტიანი რეკლამის შექმნის სახალისო და იოლი გზა.. გჭირდება შეუცდომელი, დასამახსოვრებელი სარეკლამო კამპანიის წარმართვა? ეს პრაქტიკული სახელმძღვანელო გიკარნახებს მიმზიდველი, შედეგიანი რეკლამის შექმნის ფუნდამენტურ ხერხებს ნებისმიერი მედიისთვის - ელექტრონულით და ბეჭდვით დაწყებული, რადიო, ტელე, ონლაინ და გარე რეკლამის ფორმატებით დასრულებული. შენ დაინახავ, როგორ უნდა გაავრცელო ძლიერი, სწორად გამიზნული მესიჯი, როგორ შეამცირო ხარჯები ეფექტიანად.
15
რელიგიის ბუნებრივი ისტორია
ავტორი: დევიდ ჰიუმი მთარგმნელი : დიმიტრი უჩანეიშვილი შოტლანდიელი ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, ეკონომისტი, ესსეისტი და სახელმწიფო მოღვაწე, დევიდ ჰიუმი ბრიტანული განმანათლებლობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა და იმავდროულად ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფილოსოფოსად ითვლება, რომელიც ინგლისურ ენაზე ქმნიდა. დევიდ ჰიუმის წიგნი „რელიგიის ბუნებრივი ისტორია“ ზოგადად რელიგიის ფილოსოფიის დასაწყისად არის მიჩნეული. ტექსტი, რომელსაც გამოქვეყნების დროს (1757) სკეპტიკურად და ეჭვის თვალით შეხვდნენ, მომავალში რელიგიის ფილოსოფიის კლასიკად იქცა. იგი საუცხოოდ ხსნის რელიგიური აზრის განვითარებას და ბრწყინვალე ფილოსოფიურ შენატანს წარმოადგენს რელიგიის განმარტებაში. წიგნი ქართულად ითარგმნება პირველად.
12
რელიგიისა და ფილოსოფიის ისტორიისათვის გერმანიაში
ჰაინრიხ ჰაინეს „რელიგიისა და ფილოსოფიის ისტორიისათვის გერმანიაში“ ქართულ ენაზე პირველად გამოდის და დიდ ებრაული წარმოშობის გერმანელ პოეტს მკითხველისთვის ერთობ განსხვავებული პერსპექტივით წარმოაჩენს. ჰაინე ამ წიგნში აღგვიწერს თუ როგორ  ურთიერთქმედებდენ ერთმანეთზე ისტორიული პროცესში ძველი გერმანული მითოლოგია, ხალხური რწმენა-წარმოდგენები, ებრაული კულტურა, ქრისტიანული რელიგია და გერმანული კლასიკური ფილოსოფია. საინტერესოა, რომ ჰაინეს მიერ განვითარებულმა იდეებმა სამომავლო გაგრძელება ისეთი დიდი მოაზროვნეების შემოქმედებაში პოვა როგორებიც ფრიდრიხ ნიცშე, ზიგმუნდ ფროიდი და ვალტერ ბენიამინი იყვნენ. დახვეწილი და გასაგები სტილი, გამაოგნებელი ერუდიცია, მახვილგონივრული იუმორი, ცინიზმის ზღვარზე მისული ირონია და ამავდროულად ავტორის საოცარი გულწრფელობა წიგნს გერმანული კულტურით და ფილოსოფიის ისტორიით დაინტერესებული მკითხველთა ფართო წრისთვის საინტერესო და სასიამოვნო საკითხვად აქცევს.
21.6
რემონტი
ავტორი:  ტატა გელაძე   წარმოდგენაც კი არ გაქვთ, როგორ გამოგადგებათ და როგორ იმეგობრებთ ჩვენს წიგნთან, რამდენ იდეას მოგაწვდით, რამდენ პრობლემას შეგიმსუბუქებთ და რამდენ დროს დაგიზოგავთ! ეს წიგნი აღმოჩნდება საუკეთესო გზამკვლევი პირველ რიგში მათთვის, ვინც უკვე შეუდგა ამ „გოლგოთის“ გზას და რემონტის ქარ-ცეცხლში უწევს ტრიალი და მათთვისაც, ვინც ჯერჯერობით მხოლოდ გეგმავს ამ "ყულფში თავის გაყოფას"; ასევე, მათთვის, ვინც არ აპირებს რემონტს, მაგრამ, უბრალოდ, აინტერესებს მსგავსი თემები ... ჩვენმა ავტორმა ხომ საკუთარ თავზე გამოსცადა მთელი ეს „ციებ-ცხელება“ და ამიტომ ამბობს, რომ ამ წიგნში „ტაბუს და დოგმებს ადგილი არა აქვს. ეს წიგნი არაა რჩევები და დარიგებები დიზაინის ან მოდის შესახებ. ეს წიგნი იმაზეა, თუ როგორ მოიწყო შენი ახალი ბუდე; იმაზე, როგორ მოიქცე რემონტის დროს, ვის როგორ აუხსნა შენი მოლოდინი“...
16.7
რენუარის,სეზანის და ლოტრეკის საოჯახო რეცეპტები
 ფრანგულიდან მთარგმნელი: ლელა ჯაფარიძე     წიგნი გვთავაზობს სამი ფრანგი მხატვრის, ანრი დე ტულუზ-ლოტრეკის, პიერ ოგიუსტ რენუარის და პოლ სეზანის საოჯახო, კულინარიული ჩანაწერების, რეცეპტების თარგმანს. ფრანგული წესით ცხოვრების ხელოვნება" - ეს ცნობილი გამოთქმა მრავალფეროვან შინაარსს ატარებს. ის მოიცავს როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური, კერძოდ - საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობის შესაბამისი ღირებულებებით ცხოვრების ფორმას. ცხოვრების ამ წესში ყოველთვის შერწყმული იყო სულიერი სიმდიდრე, მთელი თავისი წახნაგებით, სიცოცხლის ხალისთან, ზრდილობასთან, განათლებასთან, სტუმართმოყვარეობასთან, მეგობრული თავშეყრის ტრადიციასთან, მათთვის გემრიელი კერძების რუდუნებით მომზადებასთან, პროდუქტების მონდომებით შერჩევასთან და სხვა მრავალ სიკეთესთან... ასეთი გასტრონომიული და სოციალური წესით ცხოვრობდნენ ჩვენ მიერ შერჩეული მხატვრებიც. მიუხედავად იმისა, რომ მე-19 საუკუნის სუფრის არომატებსა და კერძებზეა საუბარი, დღესაც იმავე მასალით, იმავე პოპულარობით ამზადებენ ამ კულინარიულ "შედევრებს" თანამედროვე დიასახლისებიც და ცნობილი მზარეულებიც.  წიგნში 130- მდე რეცეპტია, როგორც საუზმეულის, ისე ძირითადი კერძებისა და დესერტების. სრულად ილუსტრირებულ გამოცემაში თავმოყრილია კერძების ფოტოები და ამ სამი გენიალური მხატვრის რეპროდუქციები.  რეცეპტების ათვისება და განხორციელება დაგაინტერესებთ, გაგახალისებთ და ახლობლებისთვის კარგი პურმარილის გაშლის სურვილსაც აღგიძრავთ.
35
რივერდეილი
ავტორი: მიკოლ ოსტოუ მტარგმნელი: ანტონ სინატაშვილი სერია: ლიბერთინსი რივერდეილი კეთილგანწყობილი, ერთი შეხედვით, წყნარი პატარა ქალაქია, ნეკერჩხლის სიროფით, ცეკვებითა და ფეხბურთით ცნობილი. აქ თითქოს არაფერი ხდება და არც არასოდეს მოხდება... მაგრამ ერთხელაც ზაფხულის დილის სიჩუმეს გასროლის ხმა არღვევს... და ყველაფერი ყირამალა დგება...
13.95
რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე
ავტორი:გოდე გორგილაძე   „რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე“ ახალგაზრდა ავტორის, გოდე გორგილაძის პირველი კრებულია. კრებულში შვიდი მოთხრობაა გაერთი ანებული.   რა შეიძლება „გითხრას“ საკუთარმა სარეცხის მანქანამ, ციფრული ეკრანის საშუალებით რომ „გელაპარაკება“; როგორი „ცხოვრების აწყობას“ შეიძლება შეგპირდეს ტაქსის მძღოლი უნივერსიტეტისკენ მიმავალ გზაზე; როგორ უნდა ვებრძოლოთ არაქნოფობიას, როგორ უნდა გავუმკლავდეთ მეზობელს, რომელიც ხმაურის გამო მუდმივად, და ხშირ შემთხვევაში, უსამართლოდ გვიჩივის; როგორია მშობლებისგან მოშორებით გატარებული სტუდენტური წლები და კიდევ რა განსაცდელი შეიძლება მოგევლინოს მაშინ, როცა საშინლად გეშინია მიცვალებულების, არადა, ღამით, ზამთრის თოვლიანი გზით გიწევს მეგობრის ბაბუისთვის განკუთვნილი კუბოს მიტანა – ამ და სხვა ამბებს ავტორი ლაღი, იუმორით გაჯერებული თხრობით გვიყვება.   თუმცა წიგნში მოთხრობილი ამბები მხოლოდ სახალისო არაა, მათში სევდაცაა გემოვნებით შეზავებული და ის სოციალური თუ კერძო პრობლემებიც კარგად ჩანს, რომელიც დღეს ახალგაზრდებს, სტუდენტებს აწუხებთ.
14.9
რიტუალები
ავტორი: სეეს ნოტებოომი მთარგმნელი: ანა კორძაია-სამადაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: ლიტერატურული იდისეა
10.9
რიცხვები (დაწერე და წაშალე)
გამომცემლობა: სულაკაურის გამომცემლობა 22-გვერდიანი წიგნი + კალამი. წიგნი განკუთვნილია მოსწავლეებისთვის, რომლებიც ახლა სწავლობენ რიცხვებს. იგი გაფორმებულია ფერადი ილუსტრაციებით და საინტერესო ფორმატია ბავშვებისთვის რიცხვების შესასწავლად; თან ახლავს კალამი, რომლის დახმარებითაც ამ წიგნების გამოყენება მრავალჯერადად არის შესაძლებელი.
9.9
რიცხვები წიგნი + ფაზლი
ასაკი: 2+ ყუთში პატარები იპოვიან ფაზლსა და წიგნს. წიგნში წაიკითხავენ სახალისო ლექსებს. ფაზლის სწორად დაწყვილებით კი სწრაფად და ადვილად ისწავლიან რიცხვებსა და 10-მდე თვლას. წიგნი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან. სერია: ითამაშე და ისწავლე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
19.9
რკინიგზის ბავშვები
ავტორი: ედიტ ნესბტი მთარგმნელი: ანა აბულაშვი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   რთ საღამოს რობერტას, პიტერისა და ფილისის მამა ორ უცხოს მიჰყავს სადღაც, ბავშვებს კი დედასთან ერთად ლონდონიდან სოფელში, რკინიგზასთან ახლოს მდებარე სამსაკვამურიან სახლში უწევთ გადასვლა. მათი ცხოვრება თავდაყირა დგება, თუმცა იწყება თავგადასავლებით სავსე დღეები. მალე კეთილი ბავშვები მეგობრებს შეიძენენ, ნამდვილ გმირობებს ჩაიდენენ და ბოლოს მამას გაუჩინარების ამბავსაც ახდიან ფარდას. წაიკითხეთ ედიტ ნესბიტის, კლასიკოსი ინგლისელი საბავშვო მწერლის, პოპულარული წიგნი. ნესბიტი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბავშვო მწერალია, „რკინიგზის ბავშვები“ – მისი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოები. წიგნს უკვე ათწლეულებია, მთელ მსოფლიოში გატაცებით კითხულობენ. „რკინიგზის ბავშვები“ 9-11 წლის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა ედიტ ნებსიტის წიგნები სხვა ასაკის მოზარდებშიც დიდ ინტერესს იწვევს. „რკინიგზის ბავშვების“ ქართული თარგმანი პირველად 2021 წელს გამოიცა „საბავშვო ბიბლიოთეკის“ სერიის ფარგლებში. მისი განახლებული გამოცემა ამავე სერიას ეკუთვნის. 
12.9