santaesperanza
რენუარის,სეზანის და ლოტრეკის საოჯახო რეცეპტები
 ფრანგულიდან მთარგმნელი: ლელა ჯაფარიძე     წიგნი გვთავაზობს სამი ფრანგი მხატვრის, ანრი დე ტულუზ-ლოტრეკის, პიერ ოგიუსტ რენუარის და პოლ სეზანის საოჯახო, კულინარიული ჩანაწერების, რეცეპტების თარგმანს. ფრანგული წესით ცხოვრების ხელოვნება" - ეს ცნობილი გამოთქმა მრავალფეროვან შინაარსს ატარებს. ის მოიცავს როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური, კერძოდ - საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობის შესაბამისი ღირებულებებით ცხოვრების ფორმას. ცხოვრების ამ წესში ყოველთვის შერწყმული იყო სულიერი სიმდიდრე, მთელი თავისი წახნაგებით, სიცოცხლის ხალისთან, ზრდილობასთან, განათლებასთან, სტუმართმოყვარეობასთან, მეგობრული თავშეყრის ტრადიციასთან, მათთვის გემრიელი კერძების რუდუნებით მომზადებასთან, პროდუქტების მონდომებით შერჩევასთან და სხვა მრავალ სიკეთესთან... ასეთი გასტრონომიული და სოციალური წესით ცხოვრობდნენ ჩვენ მიერ შერჩეული მხატვრებიც. მიუხედავად იმისა, რომ მე-19 საუკუნის სუფრის არომატებსა და კერძებზეა საუბარი, დღესაც იმავე მასალით, იმავე პოპულარობით ამზადებენ ამ კულინარიულ "შედევრებს" თანამედროვე დიასახლისებიც და ცნობილი მზარეულებიც.  წიგნში 130- მდე რეცეპტია, როგორც საუზმეულის, ისე ძირითადი კერძებისა და დესერტების. სრულად ილუსტრირებულ გამოცემაში თავმოყრილია კერძების ფოტოები და ამ სამი გენიალური მხატვრის რეპროდუქციები.  რეცეპტების ათვისება და განხორციელება დაგაინტერესებთ, გაგახალისებთ და ახლობლებისთვის კარგი პურმარილის გაშლის სურვილსაც აღგიძრავთ.
35
რივერდეილი
ავტორი: მიკოლ ოსტოუ მტარგმნელი: ანტონ სინატაშვილი სერია: ლიბერთინსი რივერდეილი კეთილგანწყობილი, ერთი შეხედვით, წყნარი პატარა ქალაქია, ნეკერჩხლის სიროფით, ცეკვებითა და ფეხბურთით ცნობილი. აქ თითქოს არაფერი ხდება და არც არასოდეს მოხდება... მაგრამ ერთხელაც ზაფხულის დილის სიჩუმეს გასროლის ხმა არღვევს... და ყველაფერი ყირამალა დგება...
13.95
რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე
ავტორი:გოდე გორგილაძე   „რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე“ ახალგაზრდა ავტორის, გოდე გორგილაძის პირველი კრებულია. კრებულში შვიდი მოთხრობაა გაერთი ანებული.   რა შეიძლება „გითხრას“ საკუთარმა სარეცხის მანქანამ, ციფრული ეკრანის საშუალებით რომ „გელაპარაკება“; როგორი „ცხოვრების აწყობას“ შეიძლება შეგპირდეს ტაქსის მძღოლი უნივერსიტეტისკენ მიმავალ გზაზე; როგორ უნდა ვებრძოლოთ არაქნოფობიას, როგორ უნდა გავუმკლავდეთ მეზობელს, რომელიც ხმაურის გამო მუდმივად, და ხშირ შემთხვევაში, უსამართლოდ გვიჩივის; როგორია მშობლებისგან მოშორებით გატარებული სტუდენტური წლები და კიდევ რა განსაცდელი შეიძლება მოგევლინოს მაშინ, როცა საშინლად გეშინია მიცვალებულების, არადა, ღამით, ზამთრის თოვლიანი გზით გიწევს მეგობრის ბაბუისთვის განკუთვნილი კუბოს მიტანა – ამ და სხვა ამბებს ავტორი ლაღი, იუმორით გაჯერებული თხრობით გვიყვება.   თუმცა წიგნში მოთხრობილი ამბები მხოლოდ სახალისო არაა, მათში სევდაცაა გემოვნებით შეზავებული და ის სოციალური თუ კერძო პრობლემებიც კარგად ჩანს, რომელიც დღეს ახალგაზრდებს, სტუდენტებს აწუხებთ.
14.9
რიტუალები
ავტორი: სეეს ნოტებოომი მთარგმნელი: ანა კორძაია-სამადაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: ლიტერატურული იდისეა
10.9
რიცხვები (დაწერე და წაშალე)
გამომცემლობა: სულაკაურის გამომცემლობა 22-გვერდიანი წიგნი + კალამი. წიგნი განკუთვნილია მოსწავლეებისთვის, რომლებიც ახლა სწავლობენ რიცხვებს. იგი გაფორმებულია ფერადი ილუსტრაციებით და საინტერესო ფორმატია ბავშვებისთვის რიცხვების შესასწავლად; თან ახლავს კალამი, რომლის დახმარებითაც ამ წიგნების გამოყენება მრავალჯერადად არის შესაძლებელი.
9.9
რიცხვები წიგნი + ფაზლი
ასაკი: 2+ ყუთში პატარები იპოვიან ფაზლსა და წიგნს. წიგნში წაიკითხავენ სახალისო ლექსებს. ფაზლის სწორად დაწყვილებით კი სწრაფად და ადვილად ისწავლიან რიცხვებსა და 10-მდე თვლას. წიგნი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან. სერია: ითამაშე და ისწავლე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
19.9
რკინიგზის ბავშვები
ავტორი: ედიტ ნესბტი მთარგმნელი: ანა აბულაშვი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   რთ საღამოს რობერტას, პიტერისა და ფილისის მამა ორ უცხოს მიჰყავს სადღაც, ბავშვებს კი დედასთან ერთად ლონდონიდან სოფელში, რკინიგზასთან ახლოს მდებარე სამსაკვამურიან სახლში უწევთ გადასვლა. მათი ცხოვრება თავდაყირა დგება, თუმცა იწყება თავგადასავლებით სავსე დღეები. მალე კეთილი ბავშვები მეგობრებს შეიძენენ, ნამდვილ გმირობებს ჩაიდენენ და ბოლოს მამას გაუჩინარების ამბავსაც ახდიან ფარდას. წაიკითხეთ ედიტ ნესბიტის, კლასიკოსი ინგლისელი საბავშვო მწერლის, პოპულარული წიგნი. ნესბიტი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბავშვო მწერალია, „რკინიგზის ბავშვები“ – მისი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოები. წიგნს უკვე ათწლეულებია, მთელ მსოფლიოში გატაცებით კითხულობენ. „რკინიგზის ბავშვები“ 9-11 წლის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა ედიტ ნებსიტის წიგნები სხვა ასაკის მოზარდებშიც დიდ ინტერესს იწვევს. „რკინიგზის ბავშვების“ ქართული თარგმანი პირველად 2021 წელს გამოიცა „საბავშვო ბიბლიოთეკის“ სერიის ფარგლებში. მისი განახლებული გამოცემა ამავე სერიას ეკუთვნის. 
12.9
რობინ ჰუდი
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
14.9
რობინ ჰუდი
მთარგმნელი: ვალენტინა ტატიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა შავ-თეთრი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი შერვუდის ტყის ზღაპრულ სამყაროში გამოგზაურებთ. იქ ლეგენდარული რობინ ჰუდი ცხოვრობს, რომელიც თავის მეგობარ ჯონთან ერთად მდიდარ, გაზულუქებულ დიდგვაროვნებს ძარცვავს და ღარიბ, ჩაგრულ ხალხს მფარველობს, რითაც მათ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებს. რობინ ჰუდი სათავეში უდგება „კანონგარეშე“ გამოცხადებულ ადამიანებს, რათა ინგლისში გამეფებულ საყოველთაო უსამართლობას შეებრძოლოს. როდესაც ნოთინგჰემის მხდალმა შერიფმა რობინის მამა მოკლა, უძლეველმა მშვილდოსანმა დაიფიცა, რომ შურს იძიებდა. მისიის შესასრულებლად ის სანდომიან ქალიშვილ მერიენს, ასევე  განდევნილ თანასოფლელებს შეეკვრება და მათთან ერთად იბრძვის ბოროტი შერიფის წინააღმდეგ.
8.9
რობინზონ კრუზო
ავტორი: დანიელ დეფო მთარგმნელი: ვახტანგ ჭელიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა გამოჩენილი ინგლისელი მწერლის, დანიელ დეფოს სახელგანთქმული რომანის, „რობინზონ კრუზოს“ სიუჟეტი ეფუძნება რეალური პიროვნების, შოტლანდიელი მეზღვაურის, ალექსანდრ სელკირკის თავგადასავალს, რომელიც გემის კაპიტანმა ურჩობისთვის დასაჯა და უკაცრიელ კუნძულზე დატოვა. სელკირკი ოთხი წლის შემდეგ შემთხვევით იპოვეს სხვა გემის მეზღვაურებმა. მას ლაპარაკიც კი თითქმის დავიწყებული ჰქონდა. თავისი პროტოტიპისგან განსხვავებით, მოხერხებული, გამჭრიახი და შრომისმოყვარე რონბინზონ კრუზო უჩვეულო შემართებას და სულიერ სიმტკიცეს ავლენს. იგი უკაცრიელ კუნძულზე მშვენივრად მოეწყობა, აქ სხვებსაც კი დაასახლებს და თავს კუნძულის გუბერნატორად გამოაცხადებს.  
9.9
რობინზონ კრუზო (11-12)
ავტორი: დანიელ დეფო  მთარგმნელი: ვახტანგ ჭელიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა
7.9
როგორ არ შევიშალოთ ამ დაქსაქსულ მსოფლიოში
ავტორი: ელიფ შაფაქი მთარგმნელი: ია ქვაჩახია გამომცემლობა: პალიტრა ლ ყდა: მაგარი, სუპერით
12.95
როგორ აღვზარდოთ დამოუკიდებელი ბავშვი, ანუ როგორ გავხდეთ ,,ზარმაცი დედა
ავტორი ანა ბიკოვა     ამ წიგნში განხილულია ბავშვის აღზრდის მარტივი და მნიშვნელოვანი საკითხები.თანამედროვე მშობლებს ყოფნით ენერგია,რომ უპირობოდ ჩაერიონ შვილების ყველა აქტივობაში,მოუგვარონ პრობლემები,მათ ნაცვლად მიიღონ გადაწყვეტილებები,დაუგეგმონ ცხოვრება - მოკლედ,იცხოვრონ მათ მაგივრად.სჭირდებათ კი ეს თავად შვილებს?ხომ არ არის ეს საკუთარი ცხოვრებიდან გაქცევა შვილების ცხოვრებაში?ეს არის ჭკვიანი წიგნი და კეთილი წიგნი იმაზე,თუ როგორ გავხდეთ კარგი დედა და როგორ ვასწავლოთ შვილს დამოუკიდებელი ცხოვრება...   რამდემიმე წლის წინ გამოქვეყნებულმა სტატიამ „რატომ ვარ ზარმაცი დედა“ დიდი პოპულარობა მოიპოვა. მან მოიარა მშობლების ყველა ცნობილი ფორუმი; გამოიწვია კამათისა და განხილვის ქარიშხალი. აღმოჩნდა, რომ დღეს ძალიან ბევრს ადარდებს დამოუკიდებელი შვილების თემა და ახალგაზრდა თაობის ინფანტილურობის პრობლემა. იმისათვის რომ თქვენი შვილი გახდეს დამოუკიდებელი, საჭიროა შესაბამისი პირობების შექმნა. ამ წიგნიდან შეიტყობთ: *როგორ ვასწავლოთ ბავშვს საკუთარ საწოლში ძილი, ჩაცმა და სათამაშოების ალაგება; * როდის ჯობს ბავშვის დახმარება და როდის შევიკავოთ თავი; * როგორ გამოვრთოთ საკუთარ თავში დედა-პერფექციონისტი და ჩავრთოთ „ზარმაცი დედა“; * რატომაა საშიში ჰიპერმზრუნველობა და როგორ ავიცილოთ თავიდან იგი; * როგორ ჩავუნერგოთ ბავშვს საკუთარი შესაძლებლობების რწმენა; და ა.შ.
12
როგორ გადავრჩეთ ექსტრემალურ სიტუაციებში
ავტორი: კრის მაკ-ნაბი სახელმძღვანელო ნებისმიერ გარემოსა თუ პირობებში გადარჩენის უნარების შესახებ; მოიწყე თავშესაფარი; მოძებნე გრუნტის წყლები; თავი დააღწიე ალმოდებულ შენობას; გადაურჩი ურბანულ ტერორიზმს; გაიკვლიე გზა დედამიწის ნებისმიერ წერტილში; იბრძოლე გადარჩენისთვის ყველგან - პოლარეთიდან უდაბნომდე; გაიმარჯვე ხელჩართულ ბრძოლაში.
19.95
როგორ გავიგოთ ადამიანის ბუნება
ავტორი: ალფრედ ადლერი   წიგნში დემონსტრირდება ფსიქოლოგიური პრინციპების პრაქტიკული გამოყენება გარემომცველ სამყაროსთან და სხვა ადამიანებთან ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობების არა მარტო ასაწყობად, არამედ ჩვენი შინაგანი ცხოვრების ორგანიზაციისთვისაც. ამ წიგნის მიზანია - პირველი რიგში, გვიჩვენოს, თუ ერთი ადამიანის ქცევის არასწორად შერჩეულ წესს როგორი დისჰარმონია შეაქვს ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.. მეორეს მხრივ, ცალკეულ ადამიანებს ასწავლოს საკუთარი შეცდომების გამოსწორება და აღიარება.
11.95
როგორ გავხდეთ დრაკონივით ზრდილობიანი?
ავტორი: სტეფანკა სეკანინოვა  მარტინ შოიდრი   ანცი კონკია რომ მშვენიერ და დახვეწილ პრინცესად გადააქციო, რამდენიმე ჯადოსნურ თაგვზე მეტია საჭირო. სამეფო ეტიკეტის გაკვეთილები გვჭირდება. საბედნიეროდ, კონკია სწრაფად სწავლობს და მზად არის, ალუბლის კურკების პირიდან სროლაც შეწყვიტოს. ისწავლე კონკიასთან ერთად თავის მოვლა, მისალმების წესები, სპაგეტის ჭამა და შეიტყვე, რისთვის არის საჭირო ყველა ეს კოვზი, ჩანგალი და ბევრი სხვა რამ. პატარა საყვარელი დრაკონი სიამოვნებით დაგეხმარება. ვინ იცის, იქნებ პრინცმა და მკაცრმა დედოფალმაც ისწავლონ მხიარული კონკიასაგან რაღაც მნიშვნელოვანი... მოიცადე და ნახავ!   მხატვარი: მარტინ შოიდრი მთარგმნელი: ანა აბელიანი
29.95
როგორ გავხდეთ ორატორული ხელოვნების ვირტუოზი
ავტორი:დეილ კარნეგი    ამ წიგნში თქვენ ნახავთ ყველაფერ აუცილებელს, რათა გახდეთ ორატორული ხელოვნების ვირტუოზი. მასში გაანალიზებულია ის ხერხები, რომლებითაც კაცობრიობის ისტორიის მანძილზე დიდი ორატორები სარგებლობდნენ.აქ თქვენ გაიგებთ: როგორ მოემზადოთ სათანადოდ პრეზენტაციისთვის, როგორ ჩამოაყალიბოთ საკუთარი უნიკალური სტილი, როგორ დაძლიოთ სცენის შიში და ერთ წუთში როგორ დაიპყროთ ნებისმიერი აუდიტორია. ეს სრულფასოვანი პრაქტიკული სახელმძღვანელოა, რომელიც შეიცავს რჩევებს, ხერხებს და მაგალითებს დიდი ორატორების ცხოვრებიდან.
11.95
როგორ გავხდი ის, ვინც ვარ
ავტორი: მიშელ ობამა მთარგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი სერია: ლურჯი ოკეანე ბავშვობაში უბრალო მისწრაფებები მქონდაო. ყველაზე მეტად ძაღლი უნდოდა; კიდევ _ ორსართულიანი სახლი შიდა კიბით... სახლი, რომელშიც მხოლოდ ერთი ოჯახი _ მისი ოჯახი იცხოვრებდა; კიდევ უნდოდა, მამას ოთხკარიანი ფურგონი ჰყოლოდა ორკარა ”ბიუკის“ ნაცვლად; ჯერ კიდევ ”კიკინებიანი“ გოგონა იყო, როცა დამაჯერებლად ამბობდა, რომ გავიზრდები, პედიატრი გამოვალო. უფროს ძმას კი მუდმივად უჩიჩინებდა, რადაც უნდა დაგიჯდეს, ყველა საგანში უმაღლესი შეფასება უნდა მიიღოო; წერს, ამბიციური ვიყავი, მაგრამ არ ვიცოდი, რას ვუმიზნებდიო. სამიზნეები კი ”კიკინებთან“ გამომშვიდობების კვალდაკვალ გამოიკვეთა და გოგონამ უკვე მკვეთრად პრაგმატულად დაალაგა, დახვეწა და განახორციელა სამომავლო გეგმები, და ერთ დღესაც ზესახელმწიფოს _ ამერიკის შეერთებული შტატების _ პირველი ლედი გახდა. ”ამ სტატუსმა ისეთი გასაქანი მომცა, რომლის მსგავსს ვერც წარმოვიდგენდი; უამრავი გამოწვევის წინაშე დამაყენა და ქედის მოხრა მასწავლა, ზეცაშიც ამაფრინა და მიწაზეც დამანარცხა“, _ ამბობს მიშელ ობამა, რომელმაც პიროვნებად ჩამოყალიბების ფაქტორები (ადამიანებიც), მისწრაფება-ოცნებების, ინტერესებისა და, ზოგადად, მსოფლმხედველობისა და ღირებულე-ბების განსაზღვრის მიზეზ-შედეგები გაიხსენა, კარგად გააანალიზა და... დაწერა ”როგორ გავხდი ის, ვინც ვარ“.
24.95
როგორ გავხდი კომპოზიტორი
ავტორი: ნინო ჯანჯღავა სულაკაურის გამომცემლობა  
9.9
როგორ დავისვენოთ
ავტორი: მილნე ლაურა სერია: ლურჯი ოკეანე   თუ დატვირთული რეჟიმი გაქვს, შესაძლოა სრული განტვირთვის იდეა არარეალურადაც მოგეჩვენოს, მაგრამ თუ არ სცდი, ამას ვერასოდეს გაიგებ - ეს იმაზე ბევრად ადვილია, ვიდრე გგონია. რამდენიმე მარტივმა მეთოდმა და ტექნიკამ შესაძლოა შენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალოს. წიგნში ბევრი რჩევა, დამამშვიდებელი მეთოდი და აქტივობაა მოცემული - ყველაფერი, რაც შინაგანი სიმშვიდისა და კმაყოფილების მიღწევაში დაგეხმარება!
12.95
როგორ დავძლიოთ მავნე ჩვევები
ავტორი:დიპაკ ჩოპრა დოქტორი დიპაკ ჩოპრა გვთავაზობს სრულიად მოულოდნელ შეხედულებას მავნე ჩვევებზე, და ამ ჩვევებით შეპყრობილ ადამიანებზე. მიუხედავად იმისა, რომ მავნე ჩვევებს ჩვენთვის მოაქვს ფიზიკური და ემოციური ტანჯვები, ეს წიგნი სიყვარულზე და იმედზე, ჯანმრთელობაზე და ბედნიერებაზეა.
6.7
როგორ დავწეროთ მოთხრობა
გურამ მეგრელიშვილი მათე მეგრელიშვილი   წიგნი მხატვრული ნაწარმოების დაწერის მსურველებს ტექსტის აგების ძირითადი პრინციპების შესწავლაში დაეხმარება, რომელთა გათვალისწინებით, ისინი შეძლებდნენ ნაბიჯ-ნაბიჯ შეექმნან საკუთარი ნაწარმოები.   „გადავწყვიტე ისეთი წიგნი დამეწერა, რომელიც მხატვრული ნაწარმოების დაწერის მსურველებს ტექსტის აგების ძირითადი პრინციპების შესწავლაში დაეხმარებოდა, რომელთა გათვალისწინებით, ისინი შეძლებდნენ ნაბიჯ-ნაბიჯ შეექმნათ საკუთარი ნაწარმოები. ეს წიგნი განსაკუთრებით მოეწონებათ მოზარდებს, რომლებსაც შეუძლიათ მიჰყვნენ ოცნებას და უშრეტი ფანტაზიის საშუალებით შექმნან საკუთარი გამოგონილი სამყარო. წიგნი მშობლებს და მასწავლებლებსაც შეიძლება გამოადგეთ, მათ, ვინც თავად ვერ მოახერხა, ვერ გაბედა დაწერა ან სცადა, მაგრამ ზრდასრულებმა არ წაახალისეს, თავის დროზე. იმედი მაქვს, ამ ტექსტის გამოყენების, სავარჯიშოების დაწერისა და მხატვრული ნაწარმოების შექმნის შემდეგ ჩვენ ისევ შევხვდებით, ამჯერად, მე, როგორც მკითხველი და თქვენ, როგორც ავტორი.“ – გურამ მეგრელიშვილი
18
როგორ დავხატოთ 101 სასაცილო ადამიანი
ისწავლე ადამიანების ხატვა! ეს ძალიან ადვილია!
7.9
სიახლე
როგორ დავხატოთ 101 სახეობის ტრანსპორტი
ისწავლე ტრანსპორტის ხატვა! ეს ძალიან ადვილია!
7.9