santaesperanza
როგორ დავხატოთ 101 ცხოველი
ისწავლე ცხოველების ხატვა! ეს ძალიან ადვილია!
7.9
როგორ ველაპარაკოთ შვილებს
ავტორი: გურამ მეგრელიშვილი მწერალი და კინოსცენარისტი გურამ მეგრელიშვილი 2009 წლიდან მასწავლებელია. ის, “აზროვნების აკადემიაში” დაარსების დღიდან მოზარდებთან მუშაობს ლიტერატურისა და შემოქმედებითი წერის მიმართულებით.  ამ წიგნში გამოქვეყნებული წერილები მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილების ერთგვარი შეჯამებაა, რომელიც, სხვადასხვა წლებში, და ჩვენი ერთგული მკითხველებისა და ჟურნალ mastsavlebeli.ge-ს აუდიტორიისთვის იწერებოდა. 
28
როგორ ვიყოთ ბედნიერი
ავტორი: ანა ბარნსი სერია: ლურჯი ოკეანე როდესაც ბედნიერი ხარ ამას შენ გარშემო ყველა ამჩნევს: როგორ მივაღწიოთ ბედნიერებას? ცხადია, მცირედი დახმარებითა და ინსპირაციით შესაძლებელია ყოველდღიურობაში პოზიტიური მუხტისა და მეტი მხიარულების შეტანა. ამ წიგნში გელოდება რჩევები და აქტივობები, რომლებიც დაგეხმარება, ყოველი დღე უფრო ბედნიერად გაატარო, ცხოვრება კი მხიარული და ნათელი გახადო.
12.95
როგორ იცავს არაძალადობა სახელმწიფოს
ავტორიპიტერ გოლდერლოოსი მთარგმნელი: ანა სუმბათაშვილი   პიტერ გელდერლოოსი (1982 წ. ), ამერიკელი ანარქისტი, აქტივისტი და მწერალია, რომელსაც მონაწილეობა მრავალ ანტიკაპიტალისტურ მოძრაობასა და კამპანიაში აქვს მიღებული. წიგნში, „როგორ იცავს არაძალადობა სახელმწიფოს“, ავტორი აღწერს სოციალურ პროტესტებს მსოფლიოს გარშემო. ფარდას ხდის მითს მხოლოდ „მშვიდობიანი“ პროტესტის აუცილებლობის შესახებ. კონკრეტული მაგალითებით ამტკიცებს თუ როგორ იმორჩილებს სახელმწიფო აქტივისტებს მაშინ, როდესაც ისინი ყველაზე ახლოს არიან მიზანთან. გელდერლოოსი გვთავაზობს არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ ხელმოწერების შეგროვებით და გამოვიყენოთ მრავალფეროვანი ტაქტიკები, რადგან მხოლოდ არაძალადობრივი მეთოდის გამოყენება, ხშირად, ჩაგვრის იმ სტრუქტურებს აძლიერებს, რომლის დამხობისთვისაც იბრძვიან აქტივისტები.
18
როგორ მივიღოთ გამოწვევები
ავტორი: ანა ბარნსი სერია: ლურჯი ოკეანე იმისთვის, რომ გამოწვევების მიღება შეგეძლოს, აუცილებელი არ არის, თვითგანვითარების ექსპერტი იყო. ცხოვრების სტილის მცირე შეცვლითა და პოზიტიური აზროვნებით ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდები. ამ წიგნში მარტივი რჩევებია, რომლებიც შთაგაგონებს და გაგამხნევებს. ისინი დაგეხმარება შინაგანი სიმტკიცის ჩამოყალიბებასა და რთული სიტუაციებიდან მარტივად გამოსვლაში.
12.95
როგორ მოვარჯულოთ დრაკონი
ავტორი: კრესიდა კოუელი სერია: ლიბერკიდსი   კ. კოულის ნაწარმოები,რომელიც მსოფლიოს მასშტაბით,მილიონობით იყიდება,ხოლო მისი ეკრანიზაციის სანახავად რიგები დგას კინოთეატრებთან. ბოყინა საზარელი ვირთევზა III მართლაც გამორჩეული ვიკინგი გმირია.მას ვიკინგების მთელ საბრძანისში "დრაკონთმოჩურჩულეს" სახელით იცნობენ...მაგრამ ყოველთვის ასე როდი იყო.ეს ძლევამოსილი მეომარი ერთ დროს ბანჯგვლიანი ხულიგნების ტომის ბელადის წყნარი,ფიქრებსა და ოცნებებში გართული ვაჟი იყო.გაინტერესებთ როგორ მოახერხა ბოყინამ დრაკონის დაჭრა და ისე გაწვრთნა,რომ არ დასახიჩრდა?...
11.95
როგორ მოვარჯულოთ დრაკონი: როგორ გავხდეთ მეკობრე (2)
ავტორი: კრესიდა კოუელი მთარგმნელი: არჩილ რაჭველი სერია: ლიბერკიდსი   როდესაც ბოყინა ზღვაში კუბოს აღმოაჩენს და გახსნის, იპოვის გამოცანას, რომელსაც საბოლოოდ შემზარავი ჯიქურწვერას ერთად - მისი წინაპრისა და მსოფლიოში უდიდესი მეკობრის - საგანძურისკენ მივყავართ. ბოყინა და მისი მეგობრები საგანძურის საძებნელად მიეშურებიან და მტკიცედ აქვთ განზრახული, ხმლის ტრიალის ხელოვნებას ბოლომდე დაეუფლონ. სხვაგვარად როგორ გადაურჩებიან საზარელი დრაკონების სასიკვდილო კუნძულს, მეკობრე-ვიკინგებსა და ყველა იმ განსაცდელს, რომელსაც მათ ეს მოგზაურობა უქადის?
11.95
როგორ მოვარჯულოთ დრაკონი: როგორ ვისაუბროთ დრაკონულ ენაზე (3)
ავტორი: კრესიდა კოუელი მთარგმნელი: არჩილ რაჭველი სერია: ლიბერკიდსი ბოყინა საზარელ ვირთევზა მესამეს თავის ცხოვრებაში ყველაზე ამაღელვებელი და ფათერაკებით სავსე ეპიზოდის გადალახვა მოუწევს. ბოყინას დრაკონის, უკბილოს აზრით, ვიკინგებს სკუმბრიაზე მეტი ტვინი არა აქვთ, თუმცა მალე პატარა დრაკონს მათი დახმარება დასჭირდება. რადგან როდესაც უკბილოს რომაელები იჭერენ, მისი გადარჩენა მხოლოდ ბოყინასა და მის მეგობარს, თევზისფეხას შეუძლიათ. მაგრამ მდგომარეობა უარესდება, როდესაც რომაელები ბოყინას უძვირფასეს წიგნს, „როგორ ვისაუბროთ დრაკონულ ენაზე“ ართმევენ და მას და მის მეგობარ თევზისფეხას ავბედით ციხესიმაგრეში გამოამწყვდევენ. ბოყინამ და თევზისფეხამ არა მხოლოდ უკბილო უნდა გადაარჩინონ, არამედ საკუთარი თავიც უნდა იხსნან. საკითხავი კი ის არის, ამას როგორ მოახერხებენ?
11.95
როგორ მოვიფიქროთ იდეა?
ავტორი: კოტე იანტბელიძე სერია:  ლურჯი ოკეანე   ანოტაციის გადაკითხვაში დროს ნუ დაკარგავ, პირდაპირ წიგნის კითხვა დაიწყე. წინ საკუთარი იდეების აღმოჩენა გელოდება. ამ წიგნიდან გაიგებ, როგორ მოიფიქრო შენი კრეატიული და ინოვაციური იდეები.
12.95
როგორ მოიპარა მზე დედაბერმა
ავტორი: თეა თოფურია   მე მზე მქვია. საუკუნეებია ცას ვარ გამოკიდებული, ვკაშკაშებ, ვზრდი მცენარეებს, ვათბობ ადამიანებს, ზოგჯერ ვწვავ კიდეც, მაგრამ უჩემოდ მაინც ვერ ძლებენ. ღრუბლებს მოვეფარები თუ არა, ჩემს გამოჩენას ნატრობენ, თაყვანს მცემენ და მაღმერთებენ. ათასგვარ ხელსაწყოს იგონებენ, რომ დამათვალიერონ.   ჩემს ამოსვლას აისი, ჩასვლას კი დაისი დაარქვეს. რვა პლანეტა დამტრიალებს თავს. ზოგი მიახლოვდება, ზოგიც მშორდება. გარშემო ყველაფერი იცვლება, მე კი მაინც მუდამ ამოვდივარ ცაზე და დაგცქერით, თუმცა...   ერთ დღეს დედამიწიდან ერთი დედაბერი მომწვდა, ჩამომხსნა და შინ წამიყვანა. ქალაქში დაბნელდა და აცივდა...   სონია ელიაშვილის ილუსტრაციებით
29.9
სიახლე
როგორ მუშაობს ტარო
ავტორი: სქაი ალექსანდერი სერია:ჰეკატე ადამიანს ოდითგანვე იზიდავს შეუცნობელი და იდუმალი, მითუმეტეს, თუ ის მის ბედსა და მომავალს უკავშირდება. მისნობა, მკითხაობა, წინასწარმეტყველება სწორედ ის საშუალებებია, რომელთა დახმარებითაც ვახერხებთ ამ იდუმალი სამყაროს კარის შეღებას. ტარო მისნობის განუყოფელი ნაწილია. მისი დახმარებით შესაძლებელია როგორც მომავლის წინასწარმეტყველება, ისე სასარგებლო რჩევების მიღება. ტაროს ჯადოსნურ სამყაროში ექსპერტი სქაი ალექსანდერი გიწინამძღვრებს. წიგნში „როგორ მუშაობს ტარო“ ის გასწავლის, თუ როგორ წაიკითხო ტაროს კარტის მნიშვნელობები და როგორ გამოიყენო ის. თუ მომავლის შეცნობის სურვილი გაქვს ან, უბრალოდ, ჯადოსნური მეთოდების გაძლიერება გინდა, ეს წიგნი სწორედ შენთვისაა - ის უამრავ საიდუმლოს ამოგახსნევინებს!
19.95
როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი
ავტორი: ალექსანდრ ოსტერვალდელი და ივ პენიე სერია: ლურჯი ოკეანე   ეს არის სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვინც ოცნებობს, ცვლის თამაშის წესებს, ისახავს რთულ ამოცანებს, ცდილობს, არ დაკმაყოფილდეს მოძველებული ბიზნესმოდელებით, და ქმნის მომავლის კომპანიებს. ეს არის წიგნი იმის შესახებ, თუ „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ “როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი” გთავაზობთ ძლიერ, მარტივ, ნაცად ხერხებს იმისთვის, რათა გაიაზროთ, შექმნათ, განაახლოთ და განახორციელოთ ბიზნესმოდელები. „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ არის სახელმძღვანელო ყველასთვის, ვინც ცდილობს ბიზნესმოდელის გაუმჯობესებას ან ახლის შექმნას. შეცვალეთ თქვენი წარმოდგენა ბიზნესმოდელებზე „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ გასწავლით ინოვაციურ ხერხებს, რომლებსაც მთელ მსოფლიოში იყენებენ. ისწავლით, როგორ უნდა გაიაზროთ, შექმნათ და აამოქმედოთ ახალი ბიზნესმოდელი ან გააანალიზოთ და განაახლოთ ძველი. წიგნი შეიქმნა სტრატეგიის 470 პრაქტიკოსთან ერთად „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ შექმნა 470-მა პრაქტიკოსმა 45 ქვეყნიდან, იგი გამოირჩევა მიმზიდველი და სადა დიზაინით, რომელიც გიბიძგებთ, გადაუდებლად შეუდგეთ წიგნის შესწავლას. შექმნილია მათთვის, ვისაც შესწევს უნარი „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ განკუთვნილია მათთვის, ვინც მზად არის, უარი თქვას დრომოჭმულ აზროვნებაზე. წიგნი შეიცავს ახალ და ინოვაციურ მოდელებს ხელმძღვანელების, კონსულტანტების, მეწარმეებისთვისა და ყველა ლიდერისთვის. წიგნი ქართულად გამოიცა „ლურჯი ოკეანისა“ და „ჯეპრას“ თანამშრომლობით.
29.95
როგორ შევქმნათ პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს სურს
ავტორი: ალექს ოსტერვარდელი მთარგმნელიხათუნა ბასილაშვილი   გქონია ერთი შეხედვით კარგი იდეა, რომელმაც არ გაამართლა? გსურს ახალი პროდუქტის შექმნა, მაგრამ არ ხარ დარწმუნებული იდეის სიწორეში? ვერ განსაზღვრავ ზუსტად, რა სურთ შენს მომხმარებლებს? გინდა, თავიდან აიცილო დროისა და ფულის ფუჭი ხარჯვა? მაშინ წარმატებული ბიზნესის ჩამოყალიბების გზაზე, ამ წიგნის წაკითხვა შენი პირველი სწორი გადაწყვეტილება იქნება. იგი დაგეხმარება შექმნა ზუსტად ისეთი პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც მომხმარებლისთვის საჭირო, შენთვის კი - მომგებიანი იქნება.
29.95
როგორც წყალია შოკოლადისთვის
ავტორი: ლაურა ესკიველი სერია: აკრძალული წიგნების თარო მთარგმნელი: მაკა გოგოლაშვილი
19.95
როდოპისი
ავტორი: მაჰფუზი ნაჯიბ   ეს პირველი ეგვიპტელი ნობელიანტი მწერლის, "კაიროს ყავახანების დიკენსად" წოდებული ნაჯიბ მაჰფუზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რომანია, სადაც ძალაუფლების და სიყვარულის კონფლიქტი ჩამთრევ ისტორიად გარდაიქმნება და მკითხველს სულმოუთქმელად აკითხებს თავს. არწივის მოულოდნელი ძღვენი - უცნობი ქალის ქოში საბედისწერო ნიშანია ფარაონებისთვის, მთავარი ამბავიც სწორედ ამ ძღვენით იწყება... რომანს კი, ერთი ფიქრი ყველაზე იდუმალი, მისტიკური მუხტით განმსჭვალავს - ბოლოს და ბოლოს, რა არის სილამაზე - ჯილდო თუ სასჯელი?..
12
რომანივით საკითხავი
ავტორი: დანიელ პენაკი მთარგმნელი: ია ბერსენაძე სერია: ET CETERA გამომცემლობა: დიოგენე
13.95
რომანტიკული ეგოისტი
ავტორი:  ფრედერიკ ბეგბედერი ოსკარ დიუფრეზნი რომანტიკული ეგოისტი და მარტოსლია. ცხოვრების შუაგულში ტრიალებს, ირგვლივ უამრავი ხალხი ახვევია - ცნობილი მსახიობები, პოლიტიკოსები, მუსიკოსები, ბიზნესმენები, მწერლები, ულამაზესი ქალები...ერთმანეთს ენაცვლება კლუბები,სადაც პარიზის ლიტერატურული ბოჰემა ერთობა,მოდური კუნძულებისა და კურორტების პლაჟები თუ დისკოთეკები,მაგრამ მაინც მოწყენილია,სულიერად დაცარიელებული.მისტირის დაკარგულ სიყვარულს და ეძებს ახალს,განცდებსა და ფიქრებს კი დღიურს,უფრო სწორად,ანტიდღიურს ანდობს.
14.95
რომელი ხარ სარდაფსა შინა
ავტორი: ლუკა ბაქანიძე სერია: იკითხე ქართული XXI   ლუკა ბაქანიძე გამორჩეული ხმაა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. "რომელი ხარ სარდაფსა შინა" მისი მეორე პროზაული კრებულია. ბაქანიძე დეტალების ავტორის - ის იმას ხედავს, რაც რიგითი თვალისთვის შეუმჩნეველია; ის იმიტომ გიყვება, რომ უხილავი დაგანახოს. თან ამას სიყვარულით აკეთებს.. აქ გრძნობ იასამნის სურნელს, რომელიც სახლს გაგონებს, აქ ისევ სულს გიხუთავს პანდემიის შეზღუდვები, რომელიც თითქოს დაივიწყე. აქ შენც ისე ესაუბრები ძაღლებს, თითქოს მათ მაგივრად ადამიანი გისმენდეს . აქ შენც ხვდები ბავშვობის მეგობრებს, თავად ბავშვებს, ბავშვივით გულწრფელ კაცებს და, რა თქმა უნდა, მეთევზეებს, მეთევზეებს,მეთევზეებს _ ბავშვებს, ზრდასრულებს, მოხუცებს... არ ვიცი, როგორია მეთევზისთვის საუკეთესო ამინდი, მაგრამ ვიცი, როგორი ამინდია ბაქანიძის ტექსტებში _ სევდის, სიყვარულის, პაწია დეტალების _ საუკეთესო ამინდი სიცოცხლის შესაგრძნობად. თამთა მელაშვილი
12.95
რომეო და ჯულიეტა
ავტორი: უილიამ შექსპირი სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა მთარგმნელი: დავით ახალაძე მსოფლიო ლიტერატურის ყველაზე სახელგანთქმული შეყვარებულების, რომეოსა და ჯულიეტას, ხანმოკლე ვნებისა და ტრაგიკული აღსასრულის ამბავი ნებისმიერმა იცის, მაგრამ ბევრმა მხოლოდ მეორადი წყაროდან – ფილმიდან, სპექტაკლიდან, ადაპტირებული ვერსიიდან. პირველწყაროს ხელში ასაღებად მკითხველს ბევრი წინაღობის გადალახვა უწევს. ერთ-ერთი ფორმაა – „რომეო და ჯულიეტა“ პიესაა (და არა რომანი), თანაც ალაგ-ალაგ გალექსილი. სხვა წინაღობა ავტორია – შექსპირი კლასიკოსია (და არა თანამედროვე), ეს კი, უმეტესად, რთულ და მოსაწყენ საკითხავს მოასწავებს. „ვეფხისტყაოსნის“ გმირების სასკოლო აჩრდილებით გულშეღონებულ თინეიჯერებს (უპირველესად, სწორედ მათთვის განვიზრახეთ შექსპირის ახლიდან თარგმნა) საუკუნეების წინ დაწერილი სიყვარულის ამბის ხელში აღებას ისევ თინეიჯერული პატივმოყვარეობა (შექსპირთან გამკლავების სიამაყე!) თუ შეაძლებინებს. ეს საწყისი ძალისხმევა დაუფასებელი არ დარჩება – მათ მიერ ამ წიგნის დაუზარლად ჩამთავრებაზე უკვე ავტორი იზრუნებს.    
16.95
რომეო იცინოდა
ავტორი: რატი რატიანი „რომეო იცინოდა“ ერთი უცნაური და დაუჯერებელი ბედის მქონე ახალგაზრდა კაცის ცხოვრებაზე გვიყვება. განა რამდენ ტანჯვას გაუძლებს ადამიანი, სად გადის ზღვარი, რომლის იქითაც სიცოცხლის გაგრძელება შეუძლებელია? მოთხრობების ორი კრებულის ავტორი, რატი რატიანი ამჯერად რომანით წარდგება მკითხველის წინაშე. „რომეო იცინოდა“ სასტიკი ტექსტია, რომელიც მკითხველს მზერას ისეთი რაღაცისკენ მიაპყრობინებს, რისი დავიწყება ან არდანახვა უნდა.
11.95
როსი
მთარგმნელი: შოთა ფუტკარაძე 12 წლის როსს ყველაზე მეტად ის უნდა, რომ სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდეს – უბრალოდ, ნორმალური ბავშვი იყოს, მაგრამ უეცრად აღმოჩენილი იშვიათი დაავადება ამის საშუალებას არ აძლევს. ბიჭი იძულებულია, გაუმკლავდეს ერთბაშად თავსდატეხილ ყველა პრობლემას – უჩვეულო თერაპიას, მეგობრების დაკარგვასა და სკოლაში დაცინვასაც. როცა როსს თითქოს ფეხქვეშ მიწა ეცლება, სწორედ მაშინ აღმოაჩენს, რომ მუსიკასა და ნამდვილ მეგობრებს ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ.
12.9
როცა მეტირება, არ ვტირი
ავტორი: მიგელ ოტერო სილვა სერია: უკვდავი ბიბლიოთეკა მთარგმნელი: თეა გვასალია გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
14.9
როცა ობლები ვიყავით
ავტორი:  კაზუო იშიგურო მთარგმნელი:ია ქვაჩახია სერია: ლიტერე ინვენტე მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე შანხაიში დაბადებული ინგლისელი ბიჭუნა, ქრისტოფერ ბენქსი, ცხრა წლის ასაკში ობლდება. მისი მშობლები საეჭვო ვითარებაში უჩინარდებიან. ბიჭს საცხოვრებლად ინგლისში უშვებენ, სადაც იგი ცნობილი დეტექტივი ხდება. ოციოდე წლის შემდეგ ის უბრუნდება ჩინეთ-იაპონიის ომის ქარცეცხლში გახვეულ შანხაის, რათა მშობლების გაუჩინარების საიდუმლო ამოხსნას. ეთნიკური მრავალფეროვნებით განთქმული ჩინური ქალაქის ფერადოვნება და დანისლული ლონდონი; ერების დიდი შეჯახება და კატასტროფის მომლოდინე მსოფლიოს ხვედრზე დაფიქრებული ადამიანები; მახეში მოქცეული კაცის არჩევანი და ვალის მოხდით მოგვრილი კმაყოფილება - იაპონური წარმოშობის ბრიტანელი მწერლის კიდევ ერთ შთამბეჭდავ ნაწარმოებში.
17.95
როცა ობლები ვიყავით
ავრორი: კაზუო იშიგურო თარგმანი: ია ქვაჩახიას სერია: ლიტერე ინვენტე მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე შანხაიში დაბადებული ინგლისელი ბიჭუნა, ქრისტოფერ ბენქსი, ცხრა წლის ასაკში ობლდება. მისი მშობლები საეჭვო ვითარებაში უჩინარდებიან. ბიჭს საცხოვრებლად ინგლისში უშვებენ, სადაც იგი ცნობილი დეტექტივი ხდება. ოციოდე წლის შემდეგ ის უბრუნდება ჩინეთ-იაპონიის ომის ქარცეცხლში გახვეულ შანხაის, რათა მშობლების გაუჩინარების საიდუმლო ამოხსნას. ეთნიკური მრავალფეროვნებით განთქმული ჩინური ქალაქის ფერადოვნება და დანისლული ლონდონი; ერების დიდი შეჯახება და კატასტროფის მომლოდინე მსოფლიოს ხვედრზე დაფიქრებული ადამიანები; მახეში მოქცეული კაცის არჩევანი და ვალის მოხდით მოგვრილი კმაყოფილება - იაპონური წარმოშობის ბრიტანელი მწერლის კიდევ ერთ შთამბეჭდავ ნაწარმოებში.
19.95