santaesperanza
აფხაზური რვეულიდან
ავტორი: გენო კალანდია „აფხაზური რვეულიდან“ გენო კალანდიას – ქართველი პოეტის, ინტელექტუალისა და საზოგადო მოღვაწის – ოდისეაა, ცხოვრების ერთგვარი შეჯამება, რომელიც ბოლო წლებში იქმნებოდა ჩანაწერებისა და დოკუმენტური ნოველების სახით.   ფიქრის და მოქმედების, ემოციის და პრაგმატულობის, პოეზიისა და პოლიტიკური საქმიანობის, ოჯახზე ზრუნვისა და ნიმფებთან გატარებული თითოეული წუთის, ტრაგედიებისა და შინაგანი რწმენით დამუხტვის, მეგობრებში დროსტარებისა და სიმარტოვეში თავჩარგვის, ადამიანების დაკარგვისა და მტრის დაკარგული შვილის საძებრად ბრძოლის ველზე გავარდნისაა ეს წიგნი. ამ ყველაფრის გააზრების, განცდისა და მონატრების.   „ჩვენ ჩვენივე შვილები გაგვასამართლებენ. რაც მალე შედგება ეგ სამსჯავრო, მით უკეთესი ჩვენი ბედკრული ქვეყნისთვის“ – წერს გენო კალანდია და ეს სინანულის განწყობაზე ნათქვამი შემთხვევითი სიტყვები კი არაა მხოლოდ, ესაა ერთ-ერთი გასაღები, რომლითაც „აფხაზური რვეულის“ ავტორის სულიერი და ხორციელი ცხოვრება უნდა გაიხსნას და განიმარტოს.
14.95
აქ იყო ბრიტ-მარი
ავტორი: ფედერიკ ბაკმანი სერია: წლის ბესტსელერი   ბრიტ-მარი შესანიშნავი დიასახლისია, აღმერთებს წესრიგს: ყოველთვის საღამოს ექვს საათზე ვახშმობს, რადგან, მისი აზრით, ყველა წესიერი კაცი სწორედ ამ დროს ვახშმობს; დილითაც ექვს საათზე დგება, რადგან მხოლოდ სულელები დგებიან უფრო გვიან, და მტკიცედ სჯერა, რომ სოდაზე კარგი სარეცხი საშუალება ამქვეყნად არ გამოუგონებიათ; სანაქებოდ უვლის ქმარსა და მის ორ შვილს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღესაც, 40-წლიანი ქორწინების შემდგომ, აღმოაჩენს, რომ ქმარს „სხვა ქალი“ ჰყავს. და ოჯახიდან მიდის. ბედი გაუღიმებს, მუშაობას ერთ მივარდნილ პატარა ქალაქში იწყებს და იქვე ბინავდება... სულ ცოტა ხანში ბრიტ-მარი მიხვდება, რომ ამ ქალაქში, სადაც უცნაური, ცოტა შერეკილი ხალხიღა შემორჩენილა, იპოვა თავისი ადგილი და, რაც მთავარია, ბედნიერება.
14.95
აღდგომა
ავტორი: ლევ ტოლსტოი სერია: იკითხე კლასიკა   ნაფიცი მსაჯული დიმიტრი ნეხლიუდოვი,საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად სასამათლო დარბაზში ყოფნისას,უეცრად შორეული წარსულიდან გამოცხადებულ სახეს მოჰკრავს თვალს.ეს ხომ კატიუშა მასლოვაა,მისი მამიდების ყმა გოგონა,რომელიც ზაფხულში სოფლად ჩასულმა ახალგაზრდა თავადმა შეაცდინა!..კატიუშა მასლოვას უამრავი განსაცდელი გადახდენია,ბოლოს საროსკიპოშიც ამოუყვია თავი,ახლა კი,ჭირვარამგამოვლილს,ერთ-ერთი კლიენტის გაძარცვა-მკვლელობას ედავებიან.დიმიტრი სინდისის ქენჯნას განიცდის.რადაც უნდა დაუჯდეს,ხვედრი უნდა შეუმსუბუქოს!.
16.95
აღდგომა
ავტორი: ლევ ტოლსტოი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე სერია: მინი წიგნების კოლექცია ნაფიცი მსაჯული დიმიტრი ნეხლიუდოვი,საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად სასამათლო დარბაზში ყოფნისას,უეცრად შორეული წარსულიდან გამოცხადებულ სახეს მოჰკრავს თვალს.ეს ხომ კატიუშა მასლოვაა,მისი მამიდების ყმა გოგონა,რომელიც ზაფხულში სოფლად ჩასულმა ახალგაზრდა თავადმა შეაცდინა!..კატიუშა მასლოვას უამრავი განსაცდელი გადახდენია,ბოლოს საროსკიპოშიც ამოუყვია თავი,ახლა კი,ჭირვარამგამოვლილს,ერთ-ერთი კლიენტის გაძარცვა-მკვლელობას ედავებიან.დიმიტრი სინდისის ქენჯნას განიცდის.რადაც უნდა დაუჯდეს,ხვედრი უნდა შეუმსუბუქოს!.
14.95
აღდგომა
ავტორი: თინათინ გოგოჩაშვილი გამომცემლობა: ხრონიკონი ენა: ინგლისური/ქართული ყდა: მაგარი  
20
აღზრდა აკრძალვების გარეშე (?!)
ავტორი: ქეთევან ოსიაშვილი   „წიგნში ,,აღზრდა აკრძალვების გარეშე (?!)“ ავტორი გვამოგზაურებს ბავშვის სამყაროში და განვითარების მრავალ ასპექტს ეხება, სადაც მკითხველს შესაძლებლობა აქვს შეჩერდეს მისთვის სენსიტიურ, მეტად საინტერესო საკითხზე. მშობლები, აღმზრდელები, რომლებიც იყენებენ კონკრეტულ რეკომენდაციებს ბავშვებთან მუშაობის პროცესში ეხმარებიან შვილებს იგრძნონ თავი ღირსეულად, წარმატებულად, როგორც ემოციურ, ქცევით ისე შემეცნებით და სოციალურ სფეროში. წიგნის ავტორს მიაჩნია, რომ მშობლებს შეუძლიათ მხარი დაუჭირონ  შვილის ჯანსაღ განვითარებას. ბავშვებს ესაჭიროებათ ბედნიერება, ზრდასრულებს კი შეუძლიათ ამის  უზრუნველყოფა. ქეთევან ოსიაშვილის წიგნი ,,აღზრდა აკრძალვების გარეშე(?!)“  განკუთვნილია მშობლების, ფსიქოლოგების, პედაგოგების,  სტუდენტებისა და ბავშვის განვითარების ასპექტებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის.“ ნინო ბუაძე, ფსიქოლოგი, „აზროვნების აკადემიის“ საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი
28
აღზრდის ფსიქოლოგია
ავტორი: ნინო ბუაძე   წიგნი ბავშვის განვითარების ძირითად ასპექტებს მოიცავს. ფსიქოგანათლება მშობელსა და ბავშვს მნიშვნელოვნად ეხმარება საკუთარი მოთხოვნილების, ქცევისა თუ დამოკიდებულების გაცნობიერებაში. შედეგად, ადამიანი გეგმავს და, საჭიროების შემთხვევაში, ცვლის კიდეც თავის გადაწყვეტილებებსა თუ ქცევებს.
28
აღიარება ხელისგულზე
ავტორი: თათული ღვინიანიძე სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი   რადა მოდებაძეს, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტს, ბევრი თანატოლის მსგავსად, კომპლექსები და შიშები არ ასვენებს. ის გამუდმებით საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან იბრძვის. მოდებაძეს ვერ ამჩნევენ ან დასცინიან, ამიტომ ბოროტდება და ყურადღებას „ბინძური გზებით“ იქცევს. მთავარ პერსონაჟს გამუდმებით ამცირებს ანდრია მახარაძე, უნივერსიტეტში ყველაზე პოპულარული ბიჭი. რადას ეზიზღება კურსელი და გადაწყვეტს, ჭკუა ასწავლოს. ანდროს საიდუმლოებების გამოსააშკარავებლად, გოგონა კურსელის წარსულში იწყებს ქექვას. სულ მალე ჩვეულებრივი Hate Story ნამდვილ ომში გადაიზრდება... ომში, რომელიც ბრაზით, სიძულვილით, სიყვარულით, ვნებით, ტყუილით, მონატრებით, გაუგებრობებით, ღალატითა და ინტრიგითაა სავსე. „აღიარება ხელისგულზე“ არის რომანი ადამიანურ სისუსტეებზე, შეცდომებზე, სინანულზე, მომავლის იმედზე, ბედნიერებისთვის ბრძოლაზე, ცხოვრების არსის შეცნობაზე, საკუთარი თავისა და „შენი ადამიანის“ ძიებაზე...
14.95
აღმა, დინების წინააღმდეგ
ავტორი: ანა ესკური მთაგმნელი: დიმიტრი გოგოლაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი
15.9
აღმართ-აღმართ
ავტორი: გოგი ხარაბაძე     ,შენ გაიმარჯვე თეატრსა და კინოში. ახლა მწერლობაშიც გამოჩნდი, როგორც შეუდარებელი და თავისთავადი მწერალი. ყოველივე ამას უნიკალური ტალანტი ჰქვია"... - ჭაბუა ამირეჯიბი.
9.95
აღმართი
ავტორი: ლელა ლაშხი სულაკაურის გამომცემლობა   ლელა ლაშხის პროზაული კრებული „აღმართი“ რვა მოთხრობას აერთიანებს. მათი საერთო თემაა ქალი და მისი ადგილი საზოგადოებაში, როგორც საქართველოში, ასევე დედამიწის სხვა კუთხეებში. ავტორი ცდილობს, ობიექტურად დაგვანახვოს სხვადასხვა სოციალური წრის ქალების მდგომარეობა, გვიჩვენოს, რა შეუძლია ქალს დღეს ან რას უქადის მას მომავალი…
10.9
აღმოაჩინე და შეისწავლე კოსმოსი და მზის სისტემა
  აქტივობები : წიგნი 205-ნაწილიანი ფაზლი ასაკი: 6 + წინ საინტერესო თავგადასავალი გელოდება! წაიკითხე წიგნი, წარმოიდგინე, რომ ნამდვილი ასტრონავტი ხარ და იმოგზაურე კოსმოსში, შეისწავლე ეს ამოუცნობი, უკიდეგანო სამყარო.  
44.9
აღმოაჩინე და შეისწავლე მსოფლიოს ბუნების ძეგლები
აქტივობა: წიგნი 200-ნაწილიანი ფაზლი 32 დასადგმელი ფიგურა ასაკი: 6+ ჩვენ პლანეტა დედამიწაზე ვცხოვრობთ, რომლის თითქმის ყველა კუნჭული მდიდარია ბუნების საოცრებებით. რას არ ნახავ აქ: დათოვლილ მწვერვალებსა თუ უკიდეგანო ოკეანეებს, გაუვალ ტყეებსა თუ ხრიოკ უდაბნოებს, აქაფებულ ჩანჩქერებსა თუ გავარვარებულ ვულკანებს… ზოგი მათგანი განსაკუთრებით შთამბეჭდავია. მოდი, ერთად მოვიაროთ მსოფლიო და დავათვალიეროთ ბუნების გასაოცარი ძეგლები!
44.9
აღმოაჩინე და შეისწავლე მსოფლიოს ღირსშესანიშნაობები
აქტივობა: წიგნი 200-ნაწილიანი ფაზლი 32 დასადგმელი ფიგურა ასაკი: 6+ კაცობრიობა უხსოვარი დროიდან ქმნიდა გამორჩეულ ნაგებობებს, რომლებიც თანდათან ქვეყნების, ერების, ცივილიზაციების სიმბოლოებად იქცა და დღესაც აღაფრთოვანებს მნახველებს. ამ ყუთში თავმოყრილი კოშკები, ციხესიმაგრეები, ამფითეატრები, უძველესი პირამიდები და თანამედროვე ცათამბჯენები მსოფლიოს ღირსშესანიშნაობების საოცარ ისტორიას მოგითხრობს.
44.9
აღმოაჩინე და შეისწავლე ცხოველები
ასაკი: 6-12 აქტივობა : 205-ნაწილიანი ფაზლი წიგნში  „აღმოაჩინე და შეისწავლე ცხოველები” ბავშვები ბევრ საინტერესო ამბავს შეიტყობენ ჩვენი პლანეტის ცხოველთა სამყაროს შესახებ, გაიცნობენ თითოეული კონტინენტის ფაუნას, აღმოაჩენენ აქამდე მათთვის უცნობ სახეობებს, გაიგებენ, რომელ მათგანს ემუქრება გადაშენების საფრთხე ადამიანის მიერ მიყენებული ზიანის გამო და ისწავლიან, როგორ დაიცვან ბუნება. წიგნს თან ახლავს 205-ნაწილიანი ოვალური ფაზლი. მისი აწყობისას პატარები იოლად ნახავენ, რომელ კონტინენტზე ბინადრობს ცხოველისა თუ ფრინველის ესა თუ ის სახეობა. ფაზლის აწყობა, ამავე დროს, ხელს შეუწყობს მათი წარმოსახვისა და მოტორული უნარების განვითარებას . სერია: ითამაშე და ისწავლე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
44.9
აღმოსავლეთით
ავტორი: თამთა მელაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
8.9
აღმოსავლეთის გამოგონება
ავტორი: ირმა ტაველიძე   ირმა ტაველიძე დაიბადა 1973 წლის 20 ოქტომბერს გორში. 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი პირველი პროზაული ტექსტები 1999 წელს დაიბეჭდა. 2007 წელს გამოიცა ირმა ტაველიძის მოთხრობების პირველი კრებული „ავტობიოგრაფია ფრანგულად“. წლების განმავლობაში თარგმნიდა ინგლისურიდან და ფრანგულიდან სხვადასხვა ლიტერატურული ჟურნალისთვის. თარგმნა მიშელ უელბეკის წიგნები: „პლატფორმა“ და „სიცოცხლის გაგრძელება და სხვა ტექსტები“, ასევე - ქეთი ქანთარიასთან ერთად - ჯ. მ. კუტზეესა და პოლ ოსტერის „აქ და ახლა: წერილები (2008-2011)“. 2011 წლიდან არის შვედ და ქართველ დრამატურგთა ჯგუფის წევრი. „აღმოსავლეთის გამოგონება“ ირმა ტაველიძის მოთხრობების მეორე კრებულია.
9.95
აღსარება
სერია:  Magnum Opus   „ჩვენ არ ვიცით, რა დაემართა ტოლსტოის სიკვდილის ჟამს. მის წინაშე, შესაძლოა, ბევრ ისეთ რამეს აეხადა ფარდა, რაც მანამდე მთელი ცხოვრების განმავლობაში დაფარული იყო. აი, რატომ არ უნდა განვსაჯოთ ის და რატომ უნდა შევუერთდეთ მას ჭეშმარიტებასთან ზიარების წყურვილში. ყველაზე ნაკლებად კი მისი განსჯა შეუძლიათ გარეგნულად ქრისტიანებს, ფარისეველ ქრისტიანებს, რომელთაც ტოლსტოი ამხელს“. (ნიკოლაი ბერდიაევი)   რუსულიდან თარგმნა გია ბერაძემ
18.95
აღსარება დედისა
ავტორი: თიკო ჩხეიძე   წიგნის გამოცემის სურვილი, ავტორის ქალიშვილის, 9 წლის ტატიანას მოულოდნელად გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა. იგი ავტობიოგრაფიული ხასიათისაა და მასში თავმოყრილია პატარა გოგოს ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები, რომელიც მკითხველს არაერთ ცხოვრებისეულ საკითხზე დააფიქრებს. პირადი ტრაგედიის მიუხედავად, ავტორი ცდილობს, არ დაამძიმოს მკითხველი და პარალელურად, მისი ცხოვრების აქამდე უცნობ ისტორიებს აღწერს. ცნობილი მოდელისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარის სიყვარულის ამბავი, წიგნის მთავარი ლაიტმოტივია.
13.9
აღსარებანი
ავტორი : ნეტარი ავგუსტინე მთარგმნელი : ბაჩანა ბრეგვაძე გამოცემა შესრულებულია 1996 წლის გამოცემის მიხედვით. თარგმანი შედარებულია გერმანულ და ორიგინალ ტექსტს, დაზუსტდა რამოდენიმე ტერმინი. წინა გამოცემაში ბოლოს გადატანილი შენიშვნები გაყოფილია ორ ნაწილად: მოკლე სქოლიოები შეტანილია ტექსტსში, ხოლო ვრცელი შენიშვნები დარჩენილია წიგნის ბოლოს, რაც შესამჩნევად აადვილებს წინამდებარე რთული ნაწარმოების კითხვასა და აღქმას. ასევე, წინამდებარე გამოცემას თან ერთვის ლევან გიგინეიშვილის წინასიტყვაობა. ... საიდან იღებს დასაბამს ბოროტება, თუკი ყველაფერი შექმნა კეთილმა ღმერთმა და კეთილია მისი ქმნილება? უფრო დიდმა და უზენაესმა სიკეთემ უფრო მცირე სიკეთე შექმნა, მაგრამ კეთილია შემოქმედიც და შექმნილიც. მაშ, სადაა ბოროტების სათავე? იქნებ ბოროტი იყო მატერია, რომლისგანაც ღმერთმა შეჰქმნა სამყარო? მაგრამ ფორმა რომ მიანიჭა და მოაწესრიგა მატერია, იქნებ რაღაცა დაუტოვა მას, რაც სიკეთედ არ გარდაუქმნია? კი მაგრამ, რატომ? ნუთუ ყოვლისმძლეს არ შეეძლო მთლიანად გარდაექმნა და შეეცვალა იგი, რათა საერთოდ აღარ დარჩენილიყო რამე ბოროტი? და ბოლოს, რატომ ინება მატერიისაგან შეექმნა სამყარო, ნაცვლად იმისა, რომ თავისი ყოვლისმძლეობის წყალობით მთლიანად მოესპო და არარაობად ექცია იგი? განა მატერიას შეეძლო ღვთის ნების საპირისპიროდ ეარსება? ხოლო თუ მატერია მარადიული იყო, რად დართო ნება, უსასრულო დროის მანძილზე ამ სახით ეარსება და მხოლოდ შემდეგ ინება რაღაცა შეექმნა მისგან...  
40
აღქმის კარები / სამოთხე და ჯოჯოხეთი
ავტორი: ოლდოს ჰაქსლი მთარგმნელი: ლევან ღამბაშიძე წიგნში მოთხრობილია ავტორის პირადი ფსიქოდელირიული თავგადასავალი, რომელიც მან ნარკოტიკული საშუალება მესკალინის მიღების შემდეგ განიცადა. ის აღწერს, როგორ გარდაქმნის ნარკოტიკი ჩვენს აღქმის უნარს, თუ როგორ მოგვეცემა მისი საშუალებით საკუთარი ცნობიერებისა თუ გარესამყაროს შესწავლის შესაძლებლობა...თავად ეს წიგნიც ერთგვარი მოგზაურობაა, რომლიდან დაბრუნების შემდეგ მკითხველს ბევრი რამე სახეცვლილი დახვდება...ეს ყველაფერი შეიძენს იმ მნიშვნელობას,რომელიც შესაძლოა სამუდამოდ შეუმჩნეველი დარჩენილიყო...
12.9
აშტავაკრა გიტა
ინდური ფილოსოფია მთარგმნელი: ანდრო დგებუაძე ეს არის მსოფლმხედველობა, რომელიც ერთდროულად უცხოცაა და ნაცნობიც. ეს არის საუბარი, რომელიც გამოთქვამს გამოუთქმელს. ეს არის თვალი, რომელიც გიყურებს და გცნობს. ეს არის დიალოგი, რომელშიც ორივე მოსაუბრე შენ ხარ. ეს არის ცოდნა, რომლის შემეცნების დროს ხდები შემოქმედი. ეს არის რეალობა, რომელსაც აღვიძებ ორ სიზმარს შორის. ეს არის სიმაღლე, საიდანაც სიკეთე და ბოროტება უნიღბოდ ჩანს.  ეს არის სიღრმე, რომელიც ზედაპირზეა. ეს არის აღსარება, რომ მთელი არსით ხარ წმინდა.
19.95
აჩრდილები
ავტორი: ნიკოლოცის კარიშვილი   რას ეძებს, რას ესწრაფვის „აჩრდილების“ მთავარი პერსონაჟი, რომელსაც არცთუ შემთხვევით ჰქვია აბელი, სახელი, რომელიც მის ბიბლიურ წარმომავლობას მიანიშნებს და ღრმა მეტაფორული გააზრების აუცილებლობისკენ გვიბიძგებს. ეს კითხვა თან დაჰყვება მკითხველს იმ უჩვეულო, სულის შემძვრელ და შემაძრწუნებელ თავგადასავალში, რომელშიც წიგნის გმირთან ერთად ებმება. გმირის ძიების გზა, ზეცისა და თავისუფლების მონატრებით არის შთაგონებული და სავსეა კოშმარული, თავზარდამცემი სურათებით დაწყევლილი სოფლისა, რომლისგანაც ვერაფრით აღწევს თავს. ეს თავისუფლების ძიებაა, რომლის გამოც ადამიანებს სჯიან. „აჩრდილები“ არის შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ამბავი იმისა, სად მიიყვანს გმირს თავდაუზოგავი და შეუპოვარი სწრაფვა მოჯადოებული, ჩაკეტილი სოფლიდან თავისუფლებისაკენ?
14.95
აჩრდილები სამოთხეში
ავტორი: ერიხ მარია რემარკი მთარგმნელი: ნანა გოგოლაშვილი სერია: იკითხე კლასიკა "მკითხველის წინაშეა რამდენიმე თაობის საყვარელი მწერლის, ე.წ. „დაკარგული თაობის“ წარმომადგენლის – ერიხ მარია რემარკის შესანიშნავი რომანი. ჟურნალისტი და მწერალი, მშვენიერი მსახიობი, გენიალური ქირურგი, წარმატებული ბიზნესმენი, წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე გმირი და ლეგენდა – ყველანი „ამერიკულ სამოთხეში“ მოხვდნენ, გამოქცეულნი ევროპიდან, სადაც მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებს. ამ, ერთი შეხედვით, კეთილდღეობაში ვერ პოულობენ სულიერ სიმშვიდეს. მათ აერთიანებთ მძიმე ტვირთი: თითოეულმა დაკარგა ოჯახი, მეგობრები, საყვარელი საქმე, დაკარგა სამშობლო... და, მიუხედავად წარმატებისა სიყვარულსა თუ პროფესიაში, აჩრდილებივით არსებობენ ემიგრანტები ახალ სამყაროში, ერთი იმედით – ოდესმე შინ დაბრუნდებიან. რომანი „აჩრდილები სამოთხეში“ პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე."
16.95