santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ექიმი ძილი
    ავტორი: სტივენ კინგი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე გამომცემლობა: პალიტრა ლ ეს დენი ტორანსის ამბავია. დენი „მანათობელი“ ბიჭუნაა სასტუმრო „ოვერლუკიდან“... ახლა ის ზრდასრულია და თითქოს უკან ჩამოუტოვებია სასტუმროსა და მამასთან დაკავშირებული უცნაური და უსიამოვნო წარსული, თუმცა, ბედის ირონიით, მამის გზის გამგრძელებლის „ტვირთი“ დასწოლია - სვამს და ლოთობის მორევში იძირება. მაგრამ უცებ რაღაც ხდება, კინგისეულად შთამბეჭდავი, მოულოდნელობის ეფექტებით გაჯერებული ამბავი, რომელიც ელვისებურად იჭრება დენის ცხოვრებაში. ამ მოულოდნელობის მიზეზი კი პატარა გოგონა აბრაა, რომელიც უცნაური თვისება-უნარებით გამორჩეული, კიდევ ერთი „მანათობელია“... აბრას კი „უკავშირდება“ სექტისებური უცნაური დაჯგუფება, რომელიც სწორედ „ნათების“ მქონე ბავშვების სულებით იკვებება. და სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო – „დიდი რბოლა“… „ექიმი ძილის“ მისტიკით, თრილერის, ფენტეზისა თუ საშინელაბათა ჟანრის ელემნტებით გაჯერებული შოკის მომგვრელი ამბავი.
    23.95
    ექსპედიცია
    ავტორი: თეონა დოლენჯაშვილი   თეონა დოლეჯშვილმა მოთხრობების გამოქვეყნება 2004 წლიდან დაიწყო. 2005 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი "იანვრის მდინარე", რომელსაც საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში ლიტერატურული პოემა საბა მიიღო. 2009 წელს თეონა მეორედ გახდა საბას გამარჯვებული "მემფისი" წლის საუკეთესო რომანად დასახელდა. ახლაც საუკეთესოს გთავაზობთ_ პროზაულ კრებულს. ძველი და ახალი თხზულებებით, რომელთა შორისაა სხვადასხვა დროს ლიტეატურულ კონკურსებზე წლის საუკეთესო მოთხრობებად დასახელებული "ექსპედიცია", "აჩრდილი", "რეალური არსებები" , ასევე სხვადასხვა ენაზე თარგმნილი და უცხოურ გამომცემებში შესული რჩეული ტექსტები.
    12.95
    ექსტაზი
    ავტორი: ფრედერიკ ბეგბედერი   ექსტაზი" – კაიფში დაწერილი ნოველები – პოპულარული ფრანგი თანამედროვე მწერლის ფრედერიკ ბეგბედერის ნოველების კრებულია. ბეგბედერი ათამდე წიგნის ავტორია. რომანისათვის "windows on the world" 2005 წელს მიენიჭა ინტერალიეს პრიზი, ხოლო რომანის ინგლისური თარგმანისათვის ინგლისში მიენიჭა "უცხოური მხატვრული ნაწარმოების დამოუკიდებელი პრიზი".
    12
    ვა, სოფელო
    ავტორი: ზაირა არსენიშვილი   მწერლისა და სცენარისტის, ზაირა არსენიშვილის (1933-2015) ეპოქალურ რომანში „ვა, სოფელო… “ მოქმედება ვითარდება თელავში მე-20 საუკუნის 20-50-იან წლებში. პატარა ქალაქისა და მის მკვიდრთა – სამი ქალის – ცხოვრების ისტორიის მაგალითზე მკითხველი დაინახავს საქართველოს იმდროინდელ ისტორიას: თელაველებისა და, ზოგადად, ქართველი ხალხის ყოფას, ქალაქის კულტურულ ცხოვრებას, გლობალურ პოლიტიკურ ძვრებს, 20-30-იანი წლების ტერორს… მწერალი მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძესთან და მასთან ერთად წერდა სცენარებს ფილმებისთვის: „როცა აყვავდა ნუში“ (1972), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978), „ორომტრიალი“ (1986) და სხვ. ზაირა არსენიშვილს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს სსრკ-ისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიები. „ოცდაათიანი წლების ტრაგიკულ მოვლენათა პირუთვნელი და ნიჭიერი აღმწერი“ თამაზ ჭილაძე
    18.9
    ვაზის ყვავილობა
    ავტორი: კონსტანტინე გამსახურდია   როგორც საბჭოთა ეპოქის ბევრი მწერალი, გამსახურდიაც ცდილობდა კეისრისათვის კეისრისა მიეცა და ღმერთისთვის ღმრთისა გადაეხადა. 1937 წელს ჟურნალ „მნათობში“ დაიბეჭდა რომან „ბელადის“ პირველი ნაწილი. მაგრამ შემდეგ ეს ნაწარმოები აღარ გაუგრძელებია. რომანში „ვაზის ყვავილობა“ (1955), რომელიც მან სტალინს მიუძღვნა, გამსახურდია კიდევ ერთხელ მიუბრუნდა თანამედროვეობის თემას. მასში ასახა საკოლმეურნეო სოფლის ცხოვრება 30-40-იან წლებში. კერძოდ, ის პერიოდიც, როცა საბჭოთა ხალხმა სამამულო ომი გადაიტანა
    30
    ვათანდაში
    ავტორი : თაჰსინ იუჯელი მთარგმნელი: ირინა ლაბაძე   თაჰსინ იუჯელი სახელგანთქმული თურქი მწერალი, ესეისტი, კრიტიკოსი და მთარგმნელია. იგი 1933 წელს დაიბადა ელბისტანში, აღმოსავლეთ თურქეთში. დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, მე-19 და მე-20 საუკუნის ლიტერატურისა და სემიოლოგიის სპეციალობით. დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ, ამავე ფაკულტეტზე ასწავლიდა ფრანგულ ლიტერატურას 38 წლის განმავლობაში, პენსიაზე გასვლამდე, 2000 წლამდე. მას ფრანგული ენიდან თარგმნილი აქვს 80-მდე ნაწარმოები ისეთი ავტორებისა, როგორებიცაა: ონორე დე ბალზაკი, გუსტავ ფლობერი, მარსელ პრუსტი, ანდრე ჟიდი, ალბერ კამიუ, მიშელ ტურნიე, როლან ბარტი, ანდრე მალრო, რემონ კენო, პასკალ კინიარი, რობერ დესნოსი და სხვ. თაჰსინ იუჯელს დაწერილი აქვს რვა რომანი, რომელთაგან თითქმის ყველას თურქეთის პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოები აქვს მიღებული (საიტ ფაიკის სახელობის, თურქული ენის ინსტიტუტის, ორჰან ქემელის სახელობის და სხვ.). რომანი „ვათანდაში“ 1996 წელს დაიწერა. იგი ხუთ ენაზეა თარგმნილი.
    8.4
    ვაჟა – ქართულის რვეულები
    ავტორი: აკა მორჩილაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    10.9
    ვაჟა-ფშაველა ლექსები ტ-1
    ავტორი: ვაჟა-ფშაველა   სერია ვაჟას 160 წლის იუბილეს ეძღვნება. პირველ ტომში შევა პოეზია, მეორე ტომში - პოემები, მესამე ტომი მიეძღვნება პროზას, ხოლო მეოთხე - პიესებსა და პუბლიცისტურ წერილებს.
    25
    ვაჟა-ფშაველა მოთხრობები (ქართულ-ინგლისურად)
    ავტორი: ვაჟა- ფშაველა გთავაზობთ ვაჟა-ფშაველას რამდენიმე მოთხრობის ინგლისურ თარგმანს, რათა ეს მნიშვნელოვანი გზავნილი ქართული ლიტერატურიდან გახდეს ინგლისურენოვანი სამყაროს კუთვნილება, იმ იმედით, რომ მკითხველი გაიზიარებს ქართველი კაცის სულის ამოძახილს, რომელიც ეძებს სულიერ სიმშვიდეს მარადისობაში, ღმერთთან.
    18
    ვაჟა-ფშაველა მოთხრობები ტ-3
    ავტორი: ვაჟა-ფშაველა   სერია ვაჟას 160 წლის იუბილეს ეძღვნება. პირველ ტომში შევა პოეზია, მეორე ტომში - პოემები, მესამე ტომი მიეძღვნება პროზას, ხოლო მეოთხე - პიესებსა და პუბლიცისტურ წერილებს.
    25
    ვაჟა-ფშაველა პოემები ტ-2
    ავტორი: ვაჟა-ფშაველა სერია ვაჟას 160 წლის იუბილეს ეძღვნება. პირველ ტომში შევა პოეზია, მეორე ტომში - პოემები, მესამე ტომი მიეძღვნება პროზას, ხოლო მეოთხე - პიესებსა და პუბლიცისტურ წერილებს.
    25
    ვაჟები და საყვარლები
    ავტორი: დევიდ ჰერბერტ ლოურენსი მთარგმნელი: ლევან ინასარიძე გამომცემლობა: წიგნები ბათუმში სერია: უკვდავ ბიბლიოთეკა
    21.9
    ამოწურულია
    ვარდის სახელი
    ავტორი: უმბერტო ეკო მთარგმნელი: ხათუნა ცხადაძე გამომცემლობა: დიოგენე ყდა: რბილი   ვარდის სახელი“ ცნობილი იტალიელი მწერლის, სემიოლოგისა და შუა საუკუნეების მკვლევრის - უმბერტო ეკოს პირველი რომანია. წიგნი 1980 წელს გამოქვეყნდა და პოსტმოდერნისტული ლიტერატურის კლასიკად ითვლება. ეს არის ტექსტი, რომელიც ისტორიული რომანივით მასშტაბური, გოთიკური რომანივით პირქუში და დეტექტივივით მძაფრია. მოქმედება 1327 წელს იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბენედიქტელთა მონასტერში ხდება. ფრანცისკელი ბერი უილიამ ბასკერვილელი და მისი ყმაწვილი თანამგზავრი ადსო მონასტერში მომხდარი საზარელი მკვლელობების გამოძიებას ცდილობენ. ბოლოთქმაში უმბერტო ეკო დაწვრილებით აღწერს წიგნის შექმნის ისტორიას, რომელიც თავად რომანზე არანაკლებ საინტერესოა.  ამჟამინდელ სპეციალურ გამოცემას ერთვის უნიკალური ავტორისეული ესკიზები _ ნახატები და მინაწერები. ამ მასალიდან  კარგად ჩანს, როგორ მუშაობდა ავტორი პერსონაჟთა ხასიათის გადმოცემაზე, არქიტექტურული დეტალების ასახვაზე, რა ღრმად შეისწავლა მან შუა საუკუნეების ყოფა და ნივთები, რომლებსაც ბერები იყენებდნენ მონასტერში _ სამუშაო იარაღები, ჭურჭელი, სამზარეულოს აღჭურვილობა.
    20.9
    ფასდაკლება
    ვარდის სახელი
    ავტორი: უმბერტო ეკო   „ვარდის სახელი“ ცნობილი იტალიელი მწერლის, სემიოლოგისა და შუა საუკუნეების მკვლევრის – უმბერტო ეკოს (1932-2016) პირველი რომანია. წიგნი 1980 წელს გამოქვეყნდა და პოსტმოდერნისტული ლიტერატურის კლასიკად ითვლება. ეს არის ტექსტი, რომელიც ისტორიული რომანივით მასშტაბური, გოთიკური რომანივით პირქუში და დეტექტივივით მძაფრია. მოქმედება 1327 წელს იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბენედიქტელთა მონასტერში ხდება. ფრანცისკელი ბერი უილიამ ბასკერვილელი და მისი ყმაწვილი თანამგზავრი ადსო მონასტერში მომხდარი საზარელი მკვლელობების გამოძიებას ცდილობენ... ბოლოთქმაში უმბერტო ეკო დაწვრილებით აღწერს წიგნის შექმნის ისტორიას, რომელიც თავად რომანზე არანაკლებ საინტერესოა.
    19.44 29.9
    ვარდის სახელი ლიმიტირებული გამოცემა
    ავტორი: უმბერტო ეკო მთარგმნელი: ხათუნა ცხაადაძე გამომცემლობა: დიოგენე ყდა: მაგარი ვარდის სახელი“ ცნობილი იტალიელი მწერლის, სემიოლოგისა და შუა საუკუნეების მკვლევრის - უმბერტო ეკოს პირველი რომანია. წიგნი 1980 წელს გამოქვეყნდა და პოსტმოდერნისტული ლიტერატურის კლასიკად ითვლება. ეს არის ტექსტი, რომელიც ისტორიული რომანივით მასშტაბური, გოთიკური რომანივით პირქუში და დეტექტივივით მძაფრია. მოქმედება 1327 წელს იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბენედიქტელთა მონასტერში ხდება. ფრანცისკელი ბერი უილიამ ბასკერვილელი და მისი ყმაწვილი თანამგზავრი ადსო მონასტერში მომხდარი საზარელი მკვლელობების გამოძიებას ცდილობენ. ბოლოთქმაში უმბერტო ეკო დაწვრილებით აღწერს წიგნის შექმნის ისტორიას, რომელიც თავად რომანზე არანაკლებ საინტერესოა.  ამჟამინდელ სპეციალურ გამოცემას ერთვის უნიკალური ავტორისეული ესკიზები _ ნახატები და მინაწერები. ამ მასალიდან  კარგად ჩანს, როგორ მუშაობდა ავტორი პერსონაჟთა ხასიათის გადმოცემაზე, არქიტექტურული დეტალების ასახვაზე, რა ღრმად შეისწავლა მან შუა საუკუნეების ყოფა და ნივთები, რომლებსაც ბერები იყენებდნენ მონასტერში _ სამუშაო იარაღები, ჭურჭელი, სამზარეულოს აღჭურვილობა.  
    34.9
    სიახლე
    ვარდის სურნელი
    ავტორი: ზაზა ბურჭულაძე სულაკაურის გამომცემლობა „ვარდის სურნელი“ – ესაა სულისშემძვრელი რომანი სიტყვებზე. რომანი-ლაბირინთი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს. თუ ნიცშეს „ზარატუსტრა“ არის წიგნი ყველასთვის და არავისთვის, „ვარდის სურნელი“ არის წიგნი არავისთვის და ყველასთვის. და ეს არ არის სიტყვების თამაში. სიტყვების თამაშია თვითონ რომანი – წიგნი-გამოწვევა, რომლის არომატიც არასდროს არაფერში აგერევა. ავტორი თხრობის დასაწყისშივე კისრულობს შეუსრულებელ მისიას, დაწეროს წიგნი უსიტყვებოდ და უფურცლებოდ, და, რაც მთავარია, იგი ამ მისიას ასრულებს. როგორ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, იგი მართლაც წერს ასეთ წიგნს… ალუზიებით, პოეზიითა და სევდით გაჟღენთილ ამ ტექსტში გვაოცებს მოულოდნელი გადახვევები და ლაბირინთები. შეუძლებელია მიხვდე, რა გელოდება შემდეგ გვერდზე, და აქ ასეთი სამასამდე გვერდია. ეს ყველაფერი როდია: მკითხველს რომანში ელის კიდევ ერთი პატარა რომანი სახელად „სიტყვების გამოფენა“, რომელიც „ვარდის სურნელშია“ გახვეული. ზაზა ბურჭულაძის ახალი წიგნი რეალობა-ჯადოსნურობის მიჯნაზე მოარული მთხრობელის თავგადასავალში ჩაგითრევთ და ერთმანეთში არეული ათასი სურნელით თავბრუს დაგახვევთ.
    22.9
    ვარდნა
    ავტორი: ალბერტ კამიუ მთარგმნელი:  მარუნა ბალავაძე  „ვარდნა“ კამიუს უკანასკნელი დასრულებული მხატვრული ნაწარმოებია. მთხრობელის ნარატივი გარეგნულად აღსარებას ჰგავს, მაგრამ ნანობს კი იგი რამეს?... სარტრის სიტყვებით, „ვარდნა“ კამიუს ყველაზე მშვენიერი და ყველაზე ძნელად გასაგები რომანია.
    18
    ვარსკვლავ გოგონა
    ავტორი: სპინელი ჯერი  მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე სერია: ლიბერთინსი ნათქვამია, ცხოვრება უფრო ადვილი და ლამაზი ხდება, როდესაც სხვა ადამიანებში სიკეთის დანახვა შეგვიძლიაო, მაგრამ თუ ვერ ვხედავთ? თუ არ გვსურს დანახვა? რა გვიშლის ხელს? გულგრილობა, შური? ვარსკვლავგოგონამ 16 წლის ბიჭის ცხოვრება მზის სხივივით გაანათა. მანაც დაინახა, თითქოს გულიც გაუღო, მაგრამ გოგონა ყველასგან ძალიან განსხვავდება, ის არც ერთ მის თანატოლს არ ჰგავს, ჩვეულებრივი არ არის _ არ იცის, რა არის შური, სიძულვილი, ყველა და ყველაფერი უყვარს და ბოროტებაზე მხოლოდ სიკეთით პასუხობს.
    13.95
    ვარსკვლავი ტყის თავზე
    ატორი: შტეფან ცვაიგი მთარგმნელი: ნანა გოგოლაშვილი სერია: იკითხე კლასიკა ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ავსტრიელი მწერალი და დრამატურგი შტეფან ცვაიგი XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ქმნიდა თავის ლიტერატურულ მემკვიდრეობას, რომელიც დიდი ხანია კლასიკად იქცა. შტეფან ცვაიგის მკითხველებისთვის ეს კრებული ნამდვილი აღმოჩენა იქნება, რადგან მასში, კარგად ნაცნობ და საყვარელ ნოველებთან ერთად, ის ნოველებიც შევიდა, რომლებსაც ქართულ ენაზე პირველად წაიკითხავენ.
    12.95
    ვაცის ნადიმი
    ავტორი: მარიო ვარგას ლიოსა მთარგმნელი: ლანა კალანდია სერია: 10 რომანი დიქტატურაზე გამომცემლობა: ინტელექტი
    29.95
    ვახშამი
    ავტორი: ჰერმან კოხი მთარგმნელი: ეკატერინე მაჩიტიძე სერია: წლის ბესტსელერი   ძმები, პაულ და სერჟ ლომანები, ცოლებთან ერთად ამსტერდამში ფეშენებელურ რესტორანში სავახშმოდ ხვდებიან ერთმანეთს. პოულ ლოუმანი ისტორიის ყოფილი მასწავლებელია, მისი ძმა სერჟი – მომავალი პრემიერ მინისტრი. მათი საუბარი თანდათან დრამად გადაიქცევა – ერთმანეთის მიყოლებით საშინელი ოჯახური საიდუმლოებები ამოტივტივდება და ირკვევა, რომ ორივე წყვილის შვილებს სასტიკი დანაშაული ჩაუდენიათ. სად არის გამოსავალი?
    13
    ველურ გულთან ახლოს / ვარსკვლავის დრო
    ავტორი: კლარის ლისპექტორი სერია: ლიტერატურული ოდისეა მთარგმნელი: ნინო ლორთქიფანიძე კლარის ლისპექტორის პირველი ნაწარმოები, „ველურ გულთან ახლოს“ 1943 წელს გამოიცა. შინაგანი მონოლოგებით დაწერილი რომანი იმ დროის ბრაზილიურ ლიტერატურაში რევოლუციური მოვლენა გამოდგა და როგორც მკითხველთა ფართო წრის, ისე კრიტიკოსების აღტაცება დაიმსახურა. წიგნმა ბრაზილიის ლიტერატურის აკადემიის მიერ დაფუძნებული „გრასა არანიას ფონდის“ პრემია მიიღო. კლარის ლისპექტორი დღემდე რჩება ბრაზილიური ლიტერატურის იდუმალ ფიგურად. თავის ერთადერთ სატელევიზიო ინტერვიუში იგი საკუთარ თავს მწერალს არ უწოდებს: „პროფესიონალი არ ვარ, მხოლოდ მაშინ ვწერ, როცა მინდა. მოყვარული ვარ და მინდა ასეთად დავრჩე… ვფიქრობ, ჩემი გაგება არა გონების, არამედ გრძნობის საქმეა, ან მოქმედებს შენზე, ან არა“. „სინამდვილეში მსახიობი უფრო ვარ, ჯერ მარტო პუნქტუაციით, ინტონაციით ვჟონგლიორობ, სხვის სუნთქვას ვაიძულებ, ჩემს ტექსტს გამოჰყვეს“,  – ამბობს კლარისი პერსონაჟის ენით თავის უკანასკნელ რომანში „ვარსკვლავის დრო“ (1977). როგორც  ამ ნაწარმოების შესახებ თავად აღნიშნავდა, „ეს არის გოგოს ისტორია, რომელიც ისეთი ღარიბია, რომ მარტო ჰოთ-დოგს ჭამს. თუმცა ამბავი ამაზე არ არის… ის ფეხქვეშ გათელილ უმანკოებაზეა, უცნობ სიღატაკეზე“.
    16.9
    ველური დეტექტივები
    ავტორი: რობერტო ბოლანიო მთარგმნელი: დოდო ყვავილაშვილი გამომცემლობა: სულაკაურის გამომცემლობა „ველური დეტექტივები“, როგორც ნამდვილ სამხრეთ-ამერიკულ პროზას შეეფერება, მოქმედებისა და მოძრაობის სიუხვითაა გამორჩეული. სიმწყობრის და თანმიმდევრულობის დამფასებლები, შესაძლოა გულაცრუებულებიც დარჩნენ. ეს კვაზი-ავტობიოგრაფიული ამბავია მეგობრობის, პოეზიის და დიქტატურების შესახებ. ნამდვილი სამხრეთ-ამერიკული ვნებით, თხრობის კინემატოგრაფიული მანერით, პოეზიის არანორმალური ცოდნით და სიყვარულით, ავტორი სამხრეთ-ამერიკულ პოეზიას, ახალგაზრდული კონტრკულტურული მოძრაობების ჩამოყალიბების პროცესს, ლიტერატურულ ბოჰემას და ადგილზე არსებულ პოლიტიკურ კონტექსტს გვაცნობს.  
    24.9
    ველური თუთა
    ავტორი: იმან ჰუმაიდან იუნისი სერია: არაბული ლიტერატურის ბიბლიოთეკა მთარგმნელი: დარეჯან გარდავაძე ველური თუთა“ ჟანრული თვალსაზრისით ე.წ. განვითარების რომანია, რომელშიც მკითხველის თვალწინ გადაიშლება მთავარი გმირის, სარას ფსილოქოგიური და სოციალური განვითარების გზა. ეს გზა სარას მიერ სამყაროს მისეული შემეცნებისა და საკუთარი თავის ძიების პროცესია, რომელიც გოოგნას უკვალოდ გამქრალი დედის ძიების პროცესთანაა გადახლართული. დედისა, რომლის გაქცევის შესახებ გარემომცველთა მიერ განსხვავებულად მონათხრობი ისტორიების შეკრება და დედის სახის რეკონსტრუქცია ცხოვრების მიზნად უქცევია. ...
    17.95