santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • საიდუმლო კუნძული
    მთარგმნელი: ნიკო კურდღელაშვილი სერია: იკითხე კლასიკა     მე-19 საუკუნის 30-იანი წლები.ამერიკაში რევოლუცია მძვინვარებს.კონფედერატების ტყვე,ინჟინერი სმიტი, მეგობრებთან ერთად,დირიჟაბლით გაქცევას გადაწყვეტს,მაგრამ ძლიერი ქარი მათ საჰაერო ხომალდს გაიტაცებს და ისინი უკაცრიელ კუნძულზე აღოჩნდებიან.კუნძულს თვალუწვდნელი ოკეანე ერტყმის და ყოფილ ტყვეებს მისი გადალახვის იმედი მალე გადაეწურებათ.როგორ მოქმედებს ადამიანი ექსტრემალურ სიტუაციაში,როგორ შეიძლება განსაცდელს გაუმკლავდე,შენთვისვე მოულოდნელად გადარჩენის საოცარი უნარი გამოავლინო,უქონელი და სუსტი გამდიდრდე...
    11.95
    საინტერესო ადამიანები
    ია ანთაძის ინტერვიუები გამომცემლობა: სეზან ფაბლიშინგი ინტერვიები ალექსანდრე ლორთქიფანიძე; რობი კუხიანიძე; ნათია ფურცელაძე;რუსუდან ფეტვიაშვილი; ბესიკ ხარანაული; დავით გზირიშვილი; კონსტანტიე თედელური; ნატა გაგუა; დიმიტრი თუმანიშვილი; გიორგი ოვაშვილი; ნაჯა ონაშვილი; ზურაბ კიკნაძე; გულნარა ჩაფიძე; ლანა ღოღობერიძე; გოგი მაღალაშვილი; ლადო აფხაზავა; ანა კორძაია-სამადაშვილი; მარინა ჯანაშია; ნინო სურგულაძე; გია ყანჩელი; ამდრო დგებუაძე; ნონა გაფრინდაშვილი; ნუცა კუხიანიძე; ზურა მხეიძე; გაგა ნიჟარაძე; მაია ჩიბურდანიძე; ლუკა ნაჭყებია; ნატალია ქუთათელაძე; სოფო კევლიშვილი; მალხაზ მაყაშვილი; ბიძინა კულაუმბეგოვი; ნანი ბრეგვაძე.
    40
    სიახლე
    საკანცელარიო მაღაზია თეირანში
    ავტორი: მარჯან ქამალი მთარგმნელი: თეონა ბითაძე   საკანცელარიო მაღაზია თეირანში” ირანელ-ამერიკელი ავტორის, მარჯან ქამალის, მეორე რომანია, რომელიც 2019 წელს გამოქვეყნდა და უკვე ოც ენაზე ითარგმნა. წიგნში მოთხრობილია დიდი სიყვარულის ამბავი, რომელიც ირანის სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი მოვლენის, 1953 წლის სახელმწიფო გადატრიალების ფონზე ვითარდება. ჩვიდმეტი წლის მეოცნებე, იდეალების მაძიებელი გოგონა, სახელად როია, სულიერ ნავსაყუდელს ბატონი ფახრის წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების მაღაზიაში პოულობს, სადაც თავისი ცხოვრების უდიდეს სიყვარულს, ბაჰმანს, შეხვდება. ეს წიგნი მოგვითხრობს სიყვარულის უკვდავებასა და ცხოვრების ირონიულობაზე, იმაზე, თუ რა ადვილად შეიძლება გადაახვევინოს პიროვნებას არჩეული გზიდან უახლოეს ადამიანთა წინააღმდეგობამ თუ არაკეთილმოსურნეობამ. საინტერესოა ირანის მოქალაქეთა თვალით დანახული პოლიტიკური მოვლენები, რაც რომანს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
    16.9
    საკვანძო სიტყვა ფერეიდანი
    ავტორი: დიანა ანფიმიადი გამომცემლობა: არტანუჯი ყდა: რბილი
    11.95
    საკუთარი ოთახი
    ავტორი: ვირჯინია ვულფი თარგმნა: ლელა სამნიაშვილმა „საიმისოდ, რომ წერა შეძლოს, ქალს უნდა ჰქონდეს ფული და საკუთარი ოთახი“ ‒ ამბობს ვირჯინია ვულფი (1882-1941), ერთ-ერთი იმ მწერალთაგანი, რომლებმაც, თავიანთი მოდერნისტული ექსპერიმენტებით მეოცე საუკუნის ლიტერატურის მთელი ფორმა შეცვალეს.
    20
    სალამინის ჯარისკაცები
    ავტორი: ხავიერ სერკასი   ესპანეთის სამოქალაქო ომის (1936-39) მიწურულს, დამარცხებული რესპუბლიკელები პირენეებისაკენ მიიწევენ. ბრძანების შესაბამისად, მათ დასახვრეტად გაჰყავთ ორმოცდაათამდე ნაციონალი ტყვე. ტყვეებს შორისაა ფაშისტი მწერალი, ესპანური ფალანგის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რაფაელ სანჩეს მასასი, რომელიც სადამსჯელო რაზმს უსხლტება და თავს ტყეს აფარებს. დადევნებული ჯარისკაცებიდან ერთ-ერთი აგნებს მასასს. ერთხანს მტრები ერთმანეთს უტყვად შესცქერიან, მერე ჯარისკაცი თავისიანებს გასძახებს: „აქ არავინაა!“, ტრიალდება და იქაურობას ეცლება… ვინ იყო ეს უცნობი მებრძოლი? რატომ არ გაიმეტა მტერი? კვლავაც ცოცხალია თუ არა? სწორედ ამის დადგენას ცდილობს მთხრობელი ათწლეულების შემდეგ. „სალამინის ჯარისკაცები“ ესპანელი მწერლის, ხავიერ სერკასის (1962) ყველაზე ცნობილი რომანია. წიგნი, რომელსაც საფუძვლად ესპანეთის ისტორიის ტრაგიკული ფაქტები უდევს, ოცზე მეტ ენაზეა ნათარგმნი.
    16.95
    სიახლე
    სალაღობო ტრფობანი
    ავტორი: მილან კუნდერა მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილი სერია: დიოგენეს ბიბლიოტეკა   მილან კუნდერას (1929-2023) კრებულში ,,სალაღობო ტრფობანი’’ შესულია ჩეხეთში 1959-1968 წლებში დაწერილი მოთხრობები. მათგან იღებს სათავეს კუნდერას პროზა, განსაკუთრებით მისი ცნობილი რომანები ,,ყოფის აუტანელი სიმსუბუქე’’ და ,,უკვდავება’’.  
    16.95
    სალიმს-ლოტი
    ავტორი: სტივენ კინგი  სერია: პორტალი   სალიმს-ლოტი ახალი ინგლისის ერთი პატარა ამერიკული ქალაქია, სადაც უცნაური ამბები ხდება _ მზის ჩასვლის შემდგომ მას თითქოს ბოროტი სულები ეპატრონებიან, ერთიმეორის მიყოლებით ქრებიან ადამიანები. შიში გამეფებულა ერთ დროს წყნარ ქალაქში, რომელსაც ბორცვზე წამომართული ძველი სახლი, „მარსტენ-ჰაუსი“, გადმოჰყურებს. ამ სახლიდან იღებს სათავეს აქაურების უბედურება, მაგრამ ვინ გაბედავს იქ შესვლას? 1975 წლის 5 სექტემბერი იდგა. ამ დღეს დაბრუნდა მწერალი ბენ მიერსი სალიმს-ლოტში და ახლა მას მოუწევს დასძლიოს ბავშვობის დროინდელი შიში და ქალაქსაც უშველოს, მაგრამ შეძლებს?!
    27.95
    სამზარეულო
    ავტორი: ბანანა იოშიმოტო  მთარგმნელი: დავით გოგინაშვილი სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა მიკაგე საკურაი ახალგაზრდა ქალია, რომელიც, ბებიის გარდაცვალებასთან ერთად, ბოლო ნათესავს კარგავს. მგლოვიარე, მარტოდ დარჩენილ მიკაგესგარდაცვლილი ბებიის ნაცნობი, ყვავილების მაღაზიაში მომუშავე იუიჩი, დროებით მასთან გადასვლას სთავაზობს. იუიჩი იშვიათი სილამაზის ტრანსგენდერ დედასთან ერთად ცხოვრობს. მიკაგე ძალზე ეთვისება მათ, მაგრამ მოულოდნელი ტრაგედია ამ იდილიას არღვევს...    
    15.95
    სამი მეგობარი
    ავტორი: ერიხ მარია რემარკი მთარგმნელი: ანა კორძაია–სამადაშვილი სერია: ძალიან მაგარი წიგნები ეს ნაწარმოები სწორედ მაშინ დაიწერა (1938), როდესაც მთელი მსოფლიო ჯერ კიდევ დიდი კრიზისიდან გამოსვლას ცდილობდა. ნაწარმოების გმირის, ლოკამპის, ცხოვრება ძალიან ჰგავს თავად რემარკისას, ხოლო სიუჟეტი საოცრად ეხმაურება არა მარტო ჩვენს დღევანდელობას, არამედ პასუხობს მრავალ მარადიულ კითხვას: რა არის ნამდვილი მეგობრობა? სიყვარული? ცხოვრების ალღოს უნარი?  
    17.95
    სამი მუშკეტერი - წიგნი I
    ავტორი: ალექსანდრე დიუმა მთარგმნელი: სერია: 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ გამომცემლობა: პალიტრა L
    16.95
    სამი მუშკეტერი - წიგნი II
    ავტორი: ალექსანდრე დიუმა სერია: 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ   ალექსანდრე დიუმას “სამი მუშკეტერი” XVII საუკუნის საფრანგეთის სამეფო კარის შესახებ მოგვითხრობს. მეფე ლუდოვიკო XIII-ისა და მისი პირველი მინისტრის, კარდინალ რიშელიეს დახლართული ინტრიგების მონაწილე ხდება გასკონიიდან პარიზში ჩასული, მუშკეტერობაზე მეოცნებე დარტანიანი, რომლის უცნაური ცხოვრება მას მერე იწყება, რაც პარიზში მეფის მუშკეტერებს გაიცნობს და დაუმეგობრდება.    
    16.95
    სიახლე
    სამი მუშკეტერი, ოცი წლის შემდეგ - (1-2ტ)
    ავტორი: ალექსანდრე დიუმა თარგმანი: ივანე მაჭავარიანი, თამარ საჯაია ალექსანდრე დიუმას ორი გამორჩეული რომანი - სამი მუშკეტერი და ოცი წლის შემდეგ, სასაჩუქრე ორტომეული
    50
    სამი ქართული ამბავი
    ავტორი: გიორგი კალანდია სერია: იკითხე ქართული   ამ წიგნში მოთხრობილია ამბები სხვადასხვა სფეროში თავდადებით და უანგაროდ მოღვაწე ამ სამი გულმხურვალე ქართველისა, რომელთა კვალი ათწლეულების შემდეგ კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.
    12
    სამნი ნავში ძაღლს თუ არ ჩავთვლით
    გონებრივი შრომით გადაღლილი და დაუძლურებული სამი მეგობარი გადაწყვეტს, ნავით აუყვეს მდინარე თემზას. სწორედ მათი – ჯორჯის, ჰარისის, ჯეისა და მისი ძაღლის ორკვირიანი მოგზაურობის ამბავს აღგვიწერს ჯერომ ჯერომი. მდინარეზე ნავით გასეირნება მე-19 საუკუნის ბოლოს ინგლისში ძალიან პოპულარული გასართობი იყო. მწერალს სურდა, თემზისპირა სოფლებისა და ქალაქების მეგზური შეედგინა, თუმცა მხიარული ამბებითა და ხალასი ხუმრობებით გაჯერებული წიგნი იუმორისტულ ნაწარმოებად იქცა.
    10.9
    სამოთხიდან გაქცეულები
    ავტორი: ბექა ქურხული "სამოთხიდან გაქცეულები" ჩვენი ქვეყნის უახსელი წარსულის მხატვრული რეტროსპექტივაა. სამი მეგობრის ოდისეა სულისშემძვრელი ამბებით, სევდიანი, ზოგჯერ ტრაგიკული შინაარსით, იმ ეპოქის ფონზე იშლება, რომელიც ბოლომდე ჯერაც ვერ წაიკითხა და გაიაზრა ჩვენმა საზოგადოებამ
    24.9
    სამყაროთა ომი / დროის მანქანა
    ავტორი: ჰერბერტ უელსი მთარგმნელი: გია ბერაძე სერია: პორტალი რომანი მოგვითხრობს მომავალში გატარებული რვა დღის შესახებ.ეს დღეები დროში მოგზაურობისთვის ახალი აღმოჩენებისა და ცოდნის წყაროა,თუმცა არცთუ მანუგეშებელი.სადამდე შეიძლება გადააგვაროს საზოგადოება სამეცნიერო პროგრესმა და სოციალურმა უთანასწორობამ და როგორი იქნება სამყარო მაშინ,როდესაც აქ ორად ორი სახის არსებები დარჩებიან?კითხვებზე პასუხს ამ არსებების გაცნობის შემდეგ მიიღებთ...
    13.95
    სამხრეთის უბანი
    ავტორი: მარი ბექაური   “ჩვენ არც დასავლეთი ვართ და არც აღმოსავლეთი. ვართ სამხრეთი. ხალხი არის სამხრეთელი…“ აქ, სამხრეთის უბანში, დენთის და პოეზიის სუნი ტრიალებს. როცა თბილისში ბავშვები ასფალტზე ცუდად დახაზულ კლასობანას თამაშობენ, მათი მამები აფხაზეთში, გაყიდულ ომში იბრძვიან.
    9.9
    სამხრეთული სპილო
    ავტორი: არჩილ ქიქოძე „სამხრეთული სპილო“ ურბანული რომანია. მასში მოქმედება ერთი დღის განმავლობაში ვითარდება. რეჟისორი თავის ბინას მეგობარს უთმობს. მეგობარი იქ საყვარელ ქალს უნდა შეხვდეს. თავად კი დროის გასაყვანად თბილისის ქუჩებში დაეხეტება. ეს წარსულის სარკეში ჩახედვისა და საკუთარი ცხოვრების გადაფასების დღეა. წიგნში კინოკადრებად ჩაირბენს ბავშვობა, სიყვარული, ვნება და ტრაგედიები. მთავარი გმირის მოგონებების ფონზე იშლება საქართველოს უახლესი ისტორია. ის მთხრობელს მუდმივ აჩრდილად ასდევნებია. ამასთანავე, პასუხისმგებლობას აკისრებს იმაზე, რაც მის გარშემო ხდება. არჩილ ქიქოძე რამდენიმე პროზაული კრებულის ავტორია. მათგან ორს ლიტერატურული პრემიები მიენიჭა. „სამხრეთული სპილო“ არჩილ ქიქოძის პირველი რომანია.
    15.9
    სიახლე
    სანავარდო (დიდი უჟმური)
    ავტორი: დემნა შენგელია სერია: იკითხე ქართული   #იკითხექართული ეს სერია მრავალფეროვან, მდიდარ, ნოვატორულ ქართულ მწერლობას აერთიანებს. აქ შეხვდებით ავტორებს, რომელთა შემოქმედებაც დამსახურებულად იკავებს ადგილს ყველა წიგნის თაროზე, და იმ მწერ- ლებსაც, რომლებმაც შესანიშნავი ლიტერატურა შექმნეს, მაგრამ უსამართლოდ ჩაიკარგნენ დიდძალ თარგმანებსა თუ სხვადასხვა დროის აქტუალურ მიმდინარეობებში. ეს სერია მშობლიურ, ძვირფას, ძლიერ და შეუდარებელ ლიტერატურას შეკრებს და მკითხველსაც მის გარშემო გააერთიანებს – ის ხომ მათთვისაა, ვინც კარგად იცნობს ახალ და უახლეს ქართულ პროზას, და მათთვისაც, ვისთვისაც ქართული მწერლობა ჯერ კიდევ აღმოსაჩენია. #იკითხექართული და აღმოაჩინე ლიტერატურა, რომელიც ძვირფასია!
    16.95
    სანამ დავიძინებ
    ავტორი: ს.ჯ უოტსონი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე სერია: TOP თრილერი ქრისტინა ყოველ დილას ცხოვრებას თავიდან იწყებს მას მეხსიერება დაკარგული აქვს. მხოლოდ დღევანდელი ამბები ახსოვს... სანამ დაიძინებს... დილით კი ქმარი თავიდან უამბობს, როგორ შეხვდნენ ერთმანეთს, როგორ იქორწინეს, როგორ მოყვა ავარიაში და დაემართა ამნეზია, აღარაფერი ახსოვს... ქრისტინას ძალიან უნდა დაუჯეროს მასზე მზრუნველ მამაკაცს, მაგრამ... ქალს მხსნელად მოევლინება ექიმი, რომელიც ურჩევს, მეხსიერების გასავარჯიშებლად ყველა მოვლენა დღიურში ჩაიწეროს და მალე ქრისტინა მიხვდება, რომ მის ახლანდელ ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ აუხსნელი, გაუგებარი და დაუჯერებელია.  
    13
    სანატორიუმი
    ავტორი: აბარბარა კლიცკა მთარგმნელი ქეთევან ქანთარია გამომცემლობა: ინტელექტი   „სანატორიუმი“ სიცოცხლის საზღვართან გაშეშებული კონფლიქტების შესახებ მოგითხრობთ. მთავარი გმირი ახალგაზრდა ქალია, რომელიც ორი ოპერაციის შემდეგ სანატორიუმში დასასვენებლად მიემგზავრება. ბევრი ხმით, ტკივილით, გროტესკით და ბედისწერით სავსე სანატორიუმი სუროგატული სამოთხის ანარეკლიცაა, სადაც სიცოცხლის საზრისის დაბადება-არდაბადების საკითხი წყდება.
    12.95
    სანდიტონი
    ავტორი: ჯეინ ოსტინი სერია:  ქალების კალმით მთარგმნელი: ლევან ინასარიძე "ჯეინ ოსტინს თუ დავუჯერებთ, ყოველ სოფელს თითო დიდებული ქალბატონი ჰყავს. ამ ნათქვამში გარკვეულ ორაზროვნებას, ირონიასა და ქვეტექსტებსაც ამოვიკითხავთ და დავრწმუნდებით, რომ ლიტერატურული „მანევრების“ ოსტატ ავტორს ვეცნობით. ჯეინ ოსტინის დაუსრულებელი რომანი „სანდიტონი“ გვაცნობს ინგლისის არაჩვეულებრივ ქალებს, რომელთაც სქესის, ტრადიციის, წესჩვეულებების ჩარჩოებს მიღმა გაიხედეს და აღმოაჩინეს, რომ თვალს, გულსა და გონებას იმაზე მეტის აღქმა შეუძლია, ვიდრე ამაზე დამკვიდრებული წარმოდგენებით იცოდნენ.
    14.95
    სანტა ესპერანსა
    ავტორი: აკა მორჩილაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    26.9