santaesperanza
მასების ამბოხი
ავტორი: ხოსე ორტეგა ი გასეტი მთარგმნელი : ბაჩანა ბრეგვაძე   ე ორტეგა ი გასეტი (1883-1955) კულტურის, ისტორიის ფილოსოფიის, კერძოდ, მისი რადიკალურ-არისტოკრატიული მიმართულების კოლორიტული წარმომადგენელია. ყველა საკითხი, რასაც ის განიხილავს, უშუალოდ ადამიანის ცხოვრებას ეხმაურება, მის ფოკუსშია გადატეხილი. ისტორიაც მისი ძირითადი სააზროვნო ობიექტია და ადამიანის მოღვაწეობად არის განხილული. ძირითადი ცნება, რითაც გასეტი ახასიათებს ადამიანისა და ისტორიის თანამედროვე ვითარებას, არის კრიზისის ცნება.
32
მასების ფსიქოლოგია
ავტორი: გუსტავ ლე ბონ მთარგმნელი: ვახტანგ გორგიშელი ყდა: რბილი
22
მედიტაცია
ავტორი : ჯიდუ კრიშნამურტი   ჯიდუ კრიშნამურტი (1895-1986) – ინდოელი ფილოსოფოსი. წერდა და საუბრობდა ისეთ თემებზე როგორებიცაა, ფსიქოლოგიური (შინაგანი) რევოლუცია, მედიტაცია, გონება და მისი ბუნება, ადამიანური ურთიერთობები, ადამიანის და ზოგადად საზოგადოების რადიკალური ცვლილება.  ავტორის წიგნი – მედიტაცია – შედგება მისი სხვადასხვა ნაწარმოებებიდან აღებული ტექსტებისგან. აღნიშნული გამოცემით ერთ წიგნად გამოიცა ავტორის შეხედულებები მედიტაციის შესახებ. 
18
მედიტაცია და მისი მეთოდები
ავტორი: სვამი ვივიკანანდა სვამი ვივეკანანდა – XIX საუკუნის ინდოელი ფილოსოფოსი, სულიერი მოძღვარი და თანამედროვე ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნეა. მოღვაწეობდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს. მას იცნობენ, როგორც „ერის მამას“. ვივეკანანდას ნააზრევმა უდიდესი გავლენა მოახდინა ინდოეთის ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ხასიათზე. ასევე, ინდური ფილოსოფიის განვითარებაზე. 1893 წელს ჩიკაგოში, „რელიგიათა პარლამენტის“ წინაშე ვივეკანანდამ წარმოთქვა სიტყვა, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. მან ლექციებით შემოიარა ამერიკა და მთელი შემოსული თანხა გაჭირვებულ თანამემამულეებს გაუგზავნა. ამერიკელები მას უწოდებდნენ „ორატორს ღმერთის უფლებებით“. მისი ნაშრომები დღემდე პოპულარულია როგორც ინდოეთში, ისე დასავლეთში. „თუ გსურთ გაიგოთ, რა არის ინდოეთი, იკითხეთ ვივეკანანდა“ – წერდა რაბინდრანათ თაგორი. ავტორის მცირე ზომის წიგნი – „მედიტაცია და მისი მეთოდები“ რომელიც ორ ნაწილად იყოფა, შედგება უამრავი მცირე ზომის საუბრებისგან. პირველი ნაწილი – მედიტაცია იოგას მიხედვით – შედგება ისეთ თემებზე საუბრებისგან როგორიცაა: რა არის მედიტაცია?, გარემო მედიტაციისთვის, პირობები მედიტაციისთვის, დრო მედიტაციისთვის, გონება და მისი მოთოკვა, გარდასახვა მედიტაციის საშუალებით, მედიტაციის სამი ეტაპი, მედიტაციის უნარი, პრაქტიკული რჩევები მედიტაციის შესახებ, აზროვნების ძალა, მედიტაციის შედეგები, ემოციები და მედიტაცია, იოგას რვა საფეხური და სხვა. მეორე ნაწილი – მედიტაცია ვედანტას შესაბამისად – შედგება ისეთ თემებზე საუბრებისგან როგორიცაა: ღმერთის ვედანტური კონცეფცია, გაცნობიერების მიზანი და მეთოდები, ლოცვა გასხივოსნებისთვის, დე-ჰიპნოტიზაცია, მარტოსულობიდან საზოგადოებისკენ, რას ნიშნავს მიღმა?, სული და მისი ბორკილები, ზნეობა და რელიგია, ვედანტას კვინტესენცია, მაიას მახე, სულიერი სიმამაცე, ადამიანი – თავისი ბედის შემქმნელი, უშიშრობის სახარება, გურუს საჭიროება, მოწაფის თვისებები, ჩვენ ვხდებით ის, რაზეც ვფიქრობთ, ენერგიის გარდასახვა, როგორ გახდეთ გასხივოსნებული?, თავშეკავების საიდუმლო, გონება: სამყაროს ბიბლიოთეკა, მადლი და ძალისხმევა, მიზანი და საშუალებები, მაია და თავისუფლება და სხვა.
13
მეტამორფოზა
ავტორი: ნონა ხიდეშელი   ყველაზე მოაზროვნე და ყველაზე დაკარგული არსება ადამიანია. ყველაფერი, რასაც ვწერ, ჩემი ისტორიაა, ჩემი ძიება, მუდმივი წინააღმდეგობა რეალობასთან და ამის დანახვის უნარი. ყველა ავტორს, ვისი აზრებიც გამოვიყენე, შემიძლია ჩემი მასწავლებლები ვუწოდო ამ გზაზე. ჩვენ მუდამ გვეშინია სიკვდილის, თუმცა ყველაზე რთული ყოფილა იცხოვრო, იცხოვრო სტერეოტიპების, იდენტობების, იზმებისა და ისტების გარეშე. გონება მუდამ ქაოსშია და ხშირად ამ ქაოსის გადალახვის მცდელობას უფრო დიდ ქაოსში შევყავართ. ჩვენ მგზავრები ვართ, უმისამართოდ მოხეტიალე, უცებ სადღაც ვჩერდებით და ვხვდებით, რომ რასაც ვეძებთ, სინამდვილეში იმას თან დავატარებთ, ამას ვეძახი გამოღვიძებას.
13
ფასდაკლება
მეტამორფოზის სიმბოლოები
ავტორი:კარლ გუსტავ იუნგი სერია : NONFICTION   შვეიცარიელი ფსიქოლოგის კარლ გუსტავ იუნგის (1875-1961) „მეტამორფოზის სიმბოლოები“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია ფსიქოანალიზურ ლიტერატურაში. ამ ნაშრომში ჩამოყალიბებული მოსაზრებებით იუნგი შორდება ლიბიდოს ფროიდისეულ გაგებას და ტერმინს უფრო ფართო მნიშვნელობას ანიჭებს: ლიბიდო სექსუალური ენერგია კი არა, ზოგადი ფსიქიკური ენერგიაა, რომლის სექსუალური ასპექტები მეორეხარისხოვან როლს თამაშობს. „მეტამორფოზის სიმბოლოებში“ იუნგი ავითარებს მოძღვრებას კოლექტიური არაცნობიერის, როგორც ზოგადსაკაცობრიო სიმბოლიკის, მათ შორის – მითებისა და სიზმრების – წყაროს შესახებ. აქვე დაწვრილებითაა განხილული ლიბიდოს გამოვლინებები რელიგიურ ტექსტებსა თუ ლიტერატურულ ნაწარმოებებში
19.47 29.95
მეფისტოფელი და ანდროგინი
ავტორი: მირჩა ელიადე ფრანგულიდან თარგმნა: თამარ ლომიძემ „მეფისტოფელი და ანდროგინი” ელიადეს ერთ-ერთი გამორჩეული წიგნია. მისი სათაური კი პირობითია. „მეფისტოფელი და ანდროგინი” – მხოლოდ ნაწილობრივ თუ მოიცავს წიგნში წარმოდგენილ რელიგიურ და მითოლოგიურ პრობლემათა ფართო სპექტრს, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა დროსა და ადგილას, მთლიანობაში კი, XX საუკუნის 50-ან წლებში დაიწერა. თუმცა, ანდროგინია, როგორც უნივერსალური მითორელიგიური ფენომენი, როგორც ადამიანის პიროვნული განვითარების მთავარი ღერძი და საყრდენი და ელიადეს თვალსაზრისით, „მომავალი კაცობრიობის” საბოლოო მიზანიც, – ამ წიგნის ფუნდამენტური კონცეპტია.
21
მითის დიალექტიკა
ავტორი : ალეკსეი ლოსევი მთარგმნელი : ვიქტორ რცხილაძე   ქართულად პირველად ითარგმნა დიდი რუსი ფილოსოფოსის ალეკსეი ლოსევის (1893-1988) მთავარი ფილოსოფიური თხზულება „მითის დიალექტიკა“ და მასზე „დამატება“, რომელიც XX ს-ის ქრისტიანული ფილოსოფიის დიდ მიღწევას წარმოადგენს. ასევე პირველად ითარგმნა ქართულად ნაწყვეტები მისი სხვადასხვა ნაწარმოებებიდან. ესენია: „ანტიკური სიმბოლიზმისა და მითოლოგიის ნარკვევები“; ამავე ნაშრომიდან „პლატონის მოძღვრება იდეებზე მის სისტემატურ განვითარებაში“; „აღორძინების ესთეტიკიდან“ – ფრანსუა რაბლე, მიშელ მონტენი. გამოცემას წინ უძღვის მისი მთარგმნელის, ვიქტორ რცხილაძის წინასიტყვაობა. გამოცემას დართული აქვს მრავალრიცხოვანი შენიშვნები და კომენტარები.
30.8
მითოლოგიები
როლან ბარტი (1915-1980) - ფრანგი სემიოლოგი, კრიტიკოსი, ესეისტი. შემოქმედებითი მოღვაწეობის დიდი ნაწილი მან მითის ცნებას მიუძღვნა და შექმნა სახელგანთქმული ნაწარმოები „მითოლოგიები“, სადაც იუმორით შეზავებულ მეცნიერულ ანალიზს უკეთებს მეოცე საუკუნეში საზოგადოებაში გაბატონებულ მითებს.
16.9
მისტიციზმი
ავტორი:ალისტერ ქროული მთარგმნელი: გიგა ბერიაშვილი გამომცემლობა: ახალი ეონის ბიბლიოთეკა "მისტიციზმი" ალისტერ ქროულის ყველაზე ფუნდამენტური ტრაქტატის, Liber ABA-ს, პირველი ტომია, სადაც საუბარია იმ სულიერ გამოცდილებაზე, რომელიც ბუდას, იესოს, მუჰამედისა და მრავალი სხვა მასწავლებლის გონებაში დატრიალდა. აქ აღწერილია ის პროცესი, ის მოვლენები და შემთხვევები, რომელსაც ადამიანის გონება აწყდება ინიციაციის გზაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ტექსტი რაციონალური მსჯელობა და კრიტიკული ანალიზია და არა ისეთი ამპარტავანი სულიერი აბდაუბდა, დიადი გურუები რომ ატენიან ხოლმე თავიანთ მრევლს. ტექსტი ეპასუხება კითხვებს: რა მოხდა იესოს, ბუდას და მუჰამედის გონებაში? როგორ იქცნენ ისეთებად, როგორებადაც ისტორიას შემორჩნენ? რა პროცესებს გადიოდა მათი ცნობიერება, ვიდრე უმაღლეს ადამიანებად გარდაისახებოდნენ? ჩვენ როგორ შეგვიძლია მსგავსი გამოცდილება მივიღოთ? ტექსტს დართული აქვს A∴A∴-ის* ოფიციალური ინსტრუქციები, ტექნიკები და რიტუალები, რომლითაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებს, უმაღლესი მაგიის მისტერიებს ეზიაროს.  
25
მოსე და მონოთეიზმი
ავტორი: ზიგმუნდ ფროიდი მთარგმნელი: ვახტანგ გორგიშელი ყდა: რბილი  
19.9
მსჯელობა მეცნიერებისა და ხელოვნების შესახებ
ნაშრომი რუსომ დაწერა დიჟონის აკადემიის მიერ 1749 წელს გამოცხადებული საკონკურსო თემის პასუხად. კონკურსის მონაწილეებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე: „შეუწყო თუ არა ხელი მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებამ ზნე-ჩვეულებათა გაუმჯობესებას“. ერთი წლის შემდეგ აკადემიის მიერ დაწესებული პრემია მიეკუთვნა რუსოს შრომას: „მსჯელობა მეცნიერებისა და ხელოვნების შესახებ“, რომელშიც მან უარყოფითი პასუხი გასცა დასმულ კითხვას. ნაშრომის გამოქვეყნებამ დიდი სახელი მოუხვეჭა რუსოს და დღემდე არ დაუკარგავს შემეცნებითი ღირებულება.
10
მღვდლები და პოლიტიკოსები: სულის მაფია
მთარგმნელი : მამუკა გურული ეს წიგნი არის ერთ ერთი ბესტსელერი მთელს მსოფლიოში. ამ წიგნში მოყვანილი თემა, არის ოშოს ლექციების ჩანაწერები, სადაც ის დეატლურად განიხილავს იმ საკითხებს რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმ რეალობის ჩამოყალიბებაში რომელშიც იმყოფებიან ადამიანები
13
ნიცშე და ქრისტიანობა
ავტორი:  კარლ იასპერსი მთარგმნელი: ვახტანგ გორგიშელი იასპერსი ნიცშეს სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს ფილოსოფოსად მიიჩნევს, რომლის შემოქმედება, ერთის მხრივ, წინააღმდეგობრივი, პოეტურიც კია, მეორეს მხრივ კი თავად „ფილოსოფია არ იქცევა თქვენთვის აწმყოში ქმედით ძალად ნიცშეს გარეშე“. და მაინც, ვინ იყო ეს კაცი, ნიცშე? ამ ამოცანის ამოხსნას ეძღვნება წინამდებარე შრომა, რომელშიც გასაღებად ქრისტიანობისადმი ნიცშეს დამოკიდებულებაა გამოყენებული
18.4
ომის მეტაფიზიკა
ავტორი: იულიუს ევოლა მთარგმნელი: დავით ცომაია ნაწარმოებში არსებითი აქცენტი გაკეთებულია შინაგან ომზე, სულიერ ბრძოლაზე, რომელიც ადამიანის, როგორც სრულფასოვანი პიროვნების, შიგნით თავისებურად და ინდივიდუალურად მიმდინარეობს. ამავდროულად, ქრისტიანული (კათოლიკური), სკანდინავიური, ისლამური და ჰინდური სამყაროს ჭრილიდან წარმოდგენილია ბრძოლის სხვადასხვაგვარი გამოვლინებები, მიზეზები და შედეგები. ავტორი ღრმა ფსიქიკური წიაღსვლების დახმარებით ასინთეზირებს გარეგანი და შინაგანი ომის პრინციპებსა თუ გარემო-ვითარებებს. იგი გვიჩვენებს გარეგნული ფაქტორების არსსა და გულს – შინაგან ფაქტორებს, რომლებიც ერთი შეხედვითა და ზედაპირული შეფასებებით ცხადად როდი ავლენს თავს. ავტორი ომის გარეგნულ მხარესთან მიმართებით ყურადღებას ამახვილებს არა თავად ამ თვალით სახილველ მოცემულობებზე, არამედ უკანასკნელის გამოყენებითა და წყალობით – ღრმა შინაგან, სულიერ ასპექტებზე. საერთო ჯამში, ავტორმა მოახერხა და წიგნში თვალნათლივ წარმოაჩინა ნებისმიერი სახის ბრძოლისა და, ზოგადად, ომის გამოხატულებების მეტაფიზიკური მხარე, რითაც გადაარჩინა და გაამართლა ხსენებული სფეროს გარე გამოვლინებები, რომლებიც შესაძლოა, ერთი შეხედვით, ყოველგვარი სულიერებისა და ღრმა შინაარსისაგან დაცლილ მოცემულობად მოეჩვენოს ადამიანს.
24
ოშო, სიცოცხლე,სიყვარული,სიცილი
ავტორი: ოშო მთარგმნელიგია ბერიძე ავტორი, თავის წიგნში - „სიცოცხლე, სიყვარული, სიცილი“ განიხილავს ადამიანის ეგზისტენციის ამ სამ გარდაუვალ ფაზას დაბადებიდან სიკვდილამდე. თითოეული საკითხი პასუხობს სიცოცხლის, სიყვარულისა და სიცილის მნიშვნელობასა და რაობას. ამ წიგნით, ოშო ასწავლის თუ როგორ უნდა შეიცნოს და განავითაროს ადამიანმა საკუთარი თავი; როგორ უნდა აყვავილდეს სული, რათა მიაღწიოს მისი ბუნების უმაღლეს გამოვლინებას - იყოს გამზიარებელი.
18
პატანჯალის იოგა სუტრა
ავტორი: სვამი ვივეკანანდა მთარგმნელი : გიორგი ბერძენიშვილი სვამი ვივეკანანდა – XIX საუკუნის ინდოელი ფილოსოფოსი, სულიერი მოძღვარი და თანამედროვე ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნეა. მოღვაწეობდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს. მას იცნობენ, როგორც „ერის მამას“. ვივეკანანდას ნააზრევმა უდიდესი გავლენა მოახდინა ინდოეთის ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ხასიათზე. ასევე, ინდური ფილოსოფიის განვითარებაზე. 1893 წელს ჩიკაგოში, „რელიგიათა პარლამენტის“ წინაშე ვივეკანანდამ წარმოთქვა სიტყვა, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. მან ლექციებით შემოიარა ამერიკა და მთელი შემოსული თანხა გაჭირვებულ თანამემამულეებს გაუგზავნა. ამერიკელები მას უწოდებდნენ „ორატორს ღმერთის უფლებებით“. მისი ნაშრომები დღემდე პოპულარულია როგორც ინდოეთში, ისე დასავლეთში. „თუ გსურთ გაიგოთ, რა არის ინდოეთი, იკითხეთ ვივეკანანდა“ – წერდა რაბინდრანათ თაგორი. სვამი ვივეკანანდას მიერ 1896 წელს ნიუ-იორკში წაკითხული ლექციების შემდეგ გამოვიდა მისი ერთ-ერთი წიგნი სახელწოდებით „რაჯა იოგა“.  სწორედ ამ წიგნის ძირითად ნაწილს წარმოადგენს წინამდებარე წიგნი. ამ ლექციების ფარგლებში მან სუტრების (აფორიზმების) თავისუფალი და ადაპტირებული თარგმანი შესთავაზა ინგლისურენოვან აუდიტორიას. ხოლო მისი კომენტარები ეფუძნება ვიასას ანუ ადრეულ კომენტარებს, აგრეთვე ვედანტას (რადგან ვივეკანანდა თავად ვედანტას წარმომადგენელი გახლდათ). აღნიშნულ კომენტარებს გარკვეული მიმართება აქვს დასავლურ აზროვნებასთან, რამდენადაც ვივეკანანდა იცნობდა კანტის, ჰეგელის, ჯონ სტიუარტ მილის, დარვინის და ზოგადად, დასავლურ აზრს. მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, რამდენადაც სვამი ვივეკანანდა თავად ინდოელი ბერი და ფილოსოფოსი იყო, მისი კომენტარები მისი პირადი დამოკიდებულება და დარწმუნებულობაცაა.
19
პირველი და უკანასკნელი თავისუფლება
ავტორი: ჯიდუ კრიშნამურტი მთარგმნელი : გია ბერაძე ჯიდუ კრიშნამურტი (1895-1986) – ინდოელი ფილოსოფოსი. წერდა და საუბრობდა ისეთ თემებზე როგორებიცაა, ფსიქოლოგიური (შინაგანი) რევოლუცია, მედიტაცია, გონება და მისი ბუნება, ადამიანური ურთიერთობები, ადამიანის და ზოგადად საზოგადოების რადიკალური ცვლილება.  „პირველი და უკანასკნელი თავისუფლება“ ჯიდუ კრიშნამურტის მთავარი ნაშრომია მის მეორე წიგნთან – თავისუფლება ცნობილისგან – ერთად. „პირველი და უკანასკნელი თავისუფლება“ ყველაზე კითხვადი წიგნია მის შემოქმედებაში და ყველაზე ხშირად გამოიცემა.  საუბრების ამ წიგნში განხილულია ცხოვრების ფუნდამენტური საკითხები. რატომ არის ადამიანების ცხოვრებაში ასე ბევრი არაადამიანური? როგორ ვართ ჩვენ მოწყობილი? რა არის ჩვენში ისეთი, რაც ხელს უშლის ჩვენს ნამდვილ შინაგან თავისუფლებას? რა არის ჩვენში ისეთი, რაც გვაიძულებს ვიტანჯოთ და თავისუფალი ცხოვრების საშუალებას გვისპობს? შეუძლია თუ არა ადამიანს შეცვალოს საკუთარი თავი? შესაძლებელია თუ არა, რომ კონფლიქტების, პრობლემების, ომების გარეშე ვიცხოვროთ? რატომ უპირისპირდება ერთი ხალხი მეორეს, ადამიანების ერთი ჯგუფი მეორეს, ერთი ადამიანი მეორეს? ამ და სხვა უმნიშვნელოვანეს და უარსებითეს საკითხებზე მხჯელობს ავტორი ამ წიგნში.  
34
პროლეგომენები
ავტორი: იმანუელ კანტი დაბეჭდილია 1936 წლის გამოცემის მიხედვით გამომცემლობა პეგასი
17.9
პური და თავისუფლება
ავტორი : პეტრე კროპოტკინი   პეტრე კროპოტკინი (1842-1921) – რუსი ანარქო-კომუნისტი, გეოგრაფი, გეოლოგი, ბიოლოგი, სოციოლოგი, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი და პუბლიცისტი. ანარქიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თეორეტიკოსი. პეტრე კროპოტკინის „პური და თავისუფლება“ – ანარქისტული ლიტერატურის კლასიკაა. წიგნში კროპოტკინი მიმოიხილავს ეკონომიკურ მეთოდებს, რომლითაც შესაძლებელია საზოგადოების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, თუ როგორ უნდა მოეწყოს ანარქო-კომუნისტური საზოგადოება. ამიტომ წიგნი არამარტო ანარქიზმით, არამედ ეკონომიკით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის არის საინტერესო. „პური და თავისუფლება“ აქტუალობას დღემდე არ კარგავს. მას კროპოტკინის სიცოცხლეშივე დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მრავალი საზოგადოებისთვის იქცა შთაგონების წყაროდ ეცხოვრათ სახელმწიფო რეპრესიებისა და დაქირავებული შრომის ექსპლუატაციისგან თავისუფლებს, კომუნები იქმნებოდა დედამიწის გარშემო. დღეს, წიგნის დაწერიდან 100 წლის შემდეგ, ტექნოლოგიის, შეცვლილი საზოგადოების, ფინანსური და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე მდგარ მსოფლიოს პირობებში, წარმოებასა და განაწილებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ საკითხს, რომელზეც კროპოტკინი ამახვილებს ყურადღებას, გლობალური ეკონომიკური სისტემის კონტექსტში ახალი მნიშვნელობა ენიჭება.
15
რა არის მედიტაცია?
შო – ინდოელი სულიერი მასწავლებელი (გურუ) და ფილოსოფოსი. ლონდონის გაზეთმა „Sunday Times“ ოშოს „მეოცე საუკუნის ათასი შემქმნელიდან“ ერთ-ერთი უწოდა. ამერიკელმა მწერალმა, ტომ რობინსმა კი იგი დაახასიათა როგორც „იესო ქრისტეს დროიდან ყველაზე უფრო სახიფათო ადამიანი.“ გაზეთმა „Sunday Mid-Dey“ (ინდოეთი) ოშო განდის, ნერუს და ბუდას გვერდით დააყენა – იმ ათი ადამიანის გვერდით, ვინც ინდოეთის ბედი შეცვალეს. ასევე, ოშო ცნობილია შინაგანი ტრანსფორმაციის მეცნიერებაში რევოლუციური ღვაწლით. მედიტაციასთან მისი მიდგომა ითვალისწინებს თანამედროვე ცხოვრების დაჩქარებულ ტემპს. ოშოს უნიკალური „აქტიური მედიტაციების“ დანიშნულებაა, უპირველეს ყოვლისა, სხეულისა და გონების გათავისუფლება სტრესისგან, რათა შემდგომში უფრო ადვილი იყოს სიმშვიდისა და აზრისგან თავისუფალი მოდუნების მდგომარეობის გადატანა ყოველდღიურ ცხოვრებაში. წიგნი – „რა არის მედიტაცია?“ – შედგება ოშოს ორი მცირე ზომის წიგნისგან, „ცნობიერება და მედიტაცია“ და „რა არის მედიტაცია?“. წიგნში საუბარია მედიტაციის მნიშვნელობაზე, მის როლზე პიროვნულ განვითარებაში, შესაძლებლობებზე. წიგნში ავტორის მიერ მოყვანილია მედიტაციის 38 მნიშვნელობა, როგორიცაა შემოქმედება, მეცნიერება, მდუმარება, თავისუფლება, მოწიფულობა, შემთვისებლობა, სიცხადე, გაწმენდა, გაცნობიერება, გაგება, ერთიანობა, ტრანსფორმაცია და ა.შ.
15
რამსფელდის წესები
ავტორი: დონალდ რამსფელდი ინგლისურიდან თარგმნა თაკო ჭილაძემ   დონალდ რამსფელდი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწეა ბოლო პერიოდის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ქვეყნის ისტორიაში ის მეორე თავდაცვის მდივანია, რომელიც ყველაზე დიდხანს იყო ამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე და წლების განმავლობაში მუშაობდა აშშ-ს სამ პრეზიდენტთან (ფორდი, ნიქსონი, ჯორჯ ბუში-უმცროსი). „რამსფელდის წესები“ აერთიანებს ერთი ადამიანის უნიკალურ გამოცდილებას, პრაქტიკულ რჩევებს პოლიტიკოსების, დიპლომატების, ბიზნესმენებისა და სხვადასხვა დარგის მენეჯერებისთვის. გთავაზობთ ავტორის წინასიტყვაობას, რომელიც მან საგანგებოდ ქართველი მკითხველისთვის დაწერა:   „რამსფელდის წესები“ – 1974 წელს ასე დავარქვი მნიშვნელოვანი გაკვეთილების კრებულს, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, სახელმწიფო სამსახურსა თუ ბიზნესში მოღვაწეობისას რომ შევაგროვე. მე ის ადამიანი ვარ, რომელიც დიდი ხანია დაინტერესებულია და გულშემატკივრობს საქართველოს და მიხარია, რომ ქართველებს მიეცათ შესაძლებლობა მშობლიურ ენაზე წაიკითხონ ჩემი სასარგებლო მოსაზრებები.   სიამოვნებით ვიხსენებ ვიზიტს საქართველოში, როცა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი გახლდით, ასევე შედარებით ბოლოდროინდელსაც და კვლავაც მოხარული ვარ, ჩვენს ორ ერს განსაკუთრებული მეგობრობა რომ აკავშირებს. კვლავინდებურად პატივს ვცემ და ვაფასებ საქართველოს სურვილს, თავისი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო საქმეში, როგორც სამხედრო თანამშრომლობით, ისე სხვა გზითაც.   ყველა ქვეყანა თავის გზას ირჩევს. საქართველო ქების ღირსია, რადგან მისმა მთავრობამ და ხალხმა ერის საკეთილდღეო გზა აირჩია. შეეჭიდო რთულ ამოცანას და შეცვალო რეალობა, ადვილი როდია. პატივს ვცემ ქართველ ხალხს, რადგან მისი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა თავისუფლების პრინციპს ეფუძნება. ასეთმა გადაწყვეტილებამ და ძალისხმევამ უპირველეს ყოვლისა ხალხს მოუტანა სიკეთე და რა თქმა უნდა მსოფლიოსაც.   მადლიერი ვარ მათი, ვინც „რამსფელდის წესების“ თარგმნაში მიიღო მონაწილეობა. ვიმედოვნებ, ეს წიგნი და მასში თავმოყრილი გაკვეთილები მკითხველს ხელს გაუმართავს ცხოვრების გზაზე.“
24.95
რატომ არ არსებობს არავითარი ღმერთი
ავტორი : არმინ ნავაბი   წიგნი მიზნად ისახავს, მოგაწოდოთ საქმიანი და ადვილად გასაგები კონტრარგუმენტები ღმერთის არსებობის შესახებ მოყვანილი მრავალი პოპულარული არგუმენტის წინააღმდეგ. ყოველი თავი წარმოადგენს არგუმენტის მოკლე და მარტივ ახსნას, რასაც მოყვება პასუხი, რომელიც ასახავს ამ პრეტენზიის თანდაყოლილ ლოგიკურ პრობლემებსა და მსჯელობის შეცდომებს ანუ სიყალბეებს. ამ წიგნში შემოთავაზებული ინსტრუმენტებით შეძლებთ, შეიქმნათ მყარი საფუძველი ღმერთის კონცეფციის შესახებ თქვენი საკუთარი შეხედულების შესამუშავებლად. ასევე, წიგნი შეიძლება გამოიყენოთ, როგორც ძირითადი შესავალი ღმერთის შესახებ დებატებისთვის და მოგაწვდით ერთგვარ სავარჯიშო დაფას, სადაც შესაძლებელია ჩამოაყალიბოთ და განიხილოთ ახალი იდეები.
16
რაციონალურობის კლასიკური და არაკლასიკური იდეალები
ავტორი: მერაბ მამარდაშვილი მთარგმნელი: დიმიტრი უჩანეიშვილი „რაციონალურობის კლასიკური და არაკლასიკური იდეალები“, წიგნი, რომელსაც საფუძვლად მერაბ მამარდაშვილის მიერ 1980 წლის მაისში ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაკითხული ლექციების კურსი დაედო სახელწოდებით „შემეცნებითი ფორმების ანალიტიკა და ცნობიერების ონტოლოგია“, სამყაროს შესახებ ჩვენი ცოდნის რაციონალურობის არაკლასიკურ ფორმულირების განხილვას ეძღვნება. ნაშრომში ფიზიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგალითების მიხედვითაა განხილული წანამძღვრები და დაშვებები, რომლებიც განსაზღვრავენ, როგორც მეცნიერული ანალიზის ობიექტურობისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, ისევე ამ ობიექტურობის მიღწევის შესაძლებლობას შემმეცნებელი სუბიექტის მიერ. წიგნში ასევე მოცემულია ორი სტატია, დაწერილი მერაბ მამარდაშვილის მიერ ე. სოლოვიოვთან და ვ. შვირიოვთან ერთად, რომელთა გამოქვეყნება გასული საუკუნის 70-იან წლებში დიდ მოვლენად იქცა. წიგნს ბოლოში ერთვის ვ. კალინიჩენკოს სტატია – „კლასიკურისა“ და „არაკლასიკურის“ ცნებები მ. მამარდაშვილის ფილოსოფიაში.  
28