santaesperanza
ეზოპეს იგავები
ეს იგავ-არაკები ყველა დროისა და ქვეყნის ბავშვებს მოუსმენიათ. შეუერთდი მათ და წაიკითხე საინტერესოდ მოთხრობილი ბრძნული ამბები. ისინი შესანიშნავი ილუსტრაციებითაა გაცოცხლებული და მთავრდება ისეთი რჩევა-დარიგებებით, შენ რომ გამოგადგება. მაშ, გადაშალე წიგნი და კითხვას შეუდექი!
29.95
ეზოტერული ქრისტიანობა თუ მცირე მისტერიები
ანი ბეზანტი (1847-1933) – ბრიტანელი სოციალისტი, თეოსოფი, მასონი, ქალთა უფლებათა დაცვის აქტივისტი, თვითმმართველობის მომხრე, განმანათლებელი და ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი. ადრეულ ქრისტიანობას, ისევე, როგორც სხვა დიდ რელიგიებს, ჰქონდა საიდუმლოებები, რომელთაც მისი მიმდევრები ისე ინახავდნენ, როგორც ფასდაუდებელ საგანძურს. ქრისტეშობიდან პირველ საუკუნეებში უმაღლესმა საეკლესიო იერარქიამ ამ ჭეშმარიტებათა დამალვა დაიწყო რიგითი მორწმუნეებისაგან და მათ შესახებ მხოლოდ მცირეოდენმა განდობილმა იცოდა. ავტორი მიიჩნევს, რომ მხოლოდ რელიგიური ჭეშმარიტებების დონის ამაღლებით შეიძლება გზის გახსნა საიდუმლოების ცოდნის აღდგენისაკენ და მცირე მისტერიების სწავლებისაკენ, რომლებიც წინ უნდა უსწრებდეს დიადი მისტერიების სწავლებას. ნაშრომის მიზანია, მოკლედ აგიხსნათ მცირე მისტერიები, ანუ ნაწილობრივი გახსნა ღრმა ჭეშმარიტებებისა და გაჩვენოთ ამ იდუმალი მოძღვრების ბუნება. წიგნის მიზანია, გაამჟღავნოს აღნიშნული მცირე მისტერიები და გააცნოს ადამიანებს ქრისტიანობის მისტიკური მხარეები – არა გარე ქრისტეს საშუალებით ხსნა, არამედ შინაგანი ქრისტეს სრულყოფილებამდე მიყვანა – აი, რა იყო ეზოტერული ქრისტიანობის, მცირე მისტერიების მოძღვრება.
28
ეთნო ტაბლა/ethno tabla
„ეთნო ტაბლა“ წარმოადგენს კულინარიული წიგნების ციკლის („მესხური ტაბლა“, „კოლხური ტაბლა“, „თუშური ტაბლა“ და „ქისტური ტაბლა“) ნაწილს, რომლებიც შექმნილია მოცემული რეგიონების როგორც  ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციის მიზნით.    „ეთნო ტაბლას“ კულინარიული წიგნი შეიცავს ძველ, ტრადიციულ ადგილობრივ რეცეპტებს და ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე. სწორედ ამიტომ, ეს ორენოვანი კულინარიული გზამკვლევი, გახდება შესანიშნავი სუვენირი ვიზიტორებისთვის.
25
ეკლების უფლისწული (1)
ავტორი: მარკ ლოურენსი მთარგმნელი: ბექა არაბული სერია: პორტალი მოსიყვარულე დედის გაზრდილი, პრივილეგირებული სამეფო ოჯახის შთამომავალი იორგ ანკრათი ეკლების უფლისწული ხდება მომხიბლავი, უზნეო ყმაწვილი, რომელიც სასტიკ კანონგარეშეთა ბანდას მეთაურობს. ქვეყნად ქაოსი სუფევს, ძალმომრეობა მძვინვარებს და საითაც არ უნდა გაიხედო, საშინელებები ხდება. წარსულის გამო იორგს აღარაფერი აშინებს არც ცოცხლი და არც მკვდარი. თუმცა ერთი რამ მაინც ჰგვრის ჟრუანტელს... მემკვიდრეობის ხელში ჩასაგდებად მამის სასახლეში დაბრუნებულს ბავშვობის საშინელებებთან უწევს თვალის გასწორება.
17.95
ეკლებისა და ვარდების სამეფო
ავტორი: სარა ჯ. მაასი მთარგმნელი:  ნინო შეყილაძე სერია: ლიბერთინს     ოდესღაც დიდებული ოჯახი, გაღატაკების შემდეგ, ციხე-დარბაზიდან პატარა კოტეჯში გადასახლდება. სამი დიდან ყველაზე უმცროსი, ცხრამეტი წლის ფერა იძულებულია, შიმშილით რომ არ დაიხოცონ, საშიშ ტყეში ინადიროს. ერთ დღეს ფერა ტყეში მგელს მოკლავს. იმავე საღამოს, მას შინ მხეცისმაგვარი არსება შურის საძიებლად მიადგება. მომაკვდინებელი მაგიით მოცულ მხარეს ფერა მხოლოდ და მხოლოდ ლეგენდებიდან იცნობს და მალე აღმოაჩენს, რომ მისი დამატყვევებელი ცხოველი კი არა, ტემლინია - საშიში, უკვდავი ფეა.
16.95
ეკო პლასტელინი 7 ფერი
არის ეკოლოგიურად სუფთა. Მასში შემავალი ყველა პროდუქტი გამოიყენება ყოველდღიურ საკვებში არ შეიცავს წებოს და სხვა მავნე ნივთიერებებს არ ეკრობა ნივთებს მარტივად შორდება ყველაფერს არის რბილი პლასტელინი მრავალჯერადი გამოყენებისაა და ინახება თვეობით
15
ელგუჯა განკიცხული მოძღვარი
ავტორი: ალექსანდრე ყაზბეგი
25
ელისი საოცრებათა ქვეყანაში. ელისი სარკისმიღმეთში.
ავტორი: ლუის კეროლი მთარგმნელი: გიორგი გოკიელი სულაკაურის გამომცემლობა ლუის კეროლის განუმეორებელ სამყაროში მოხვედრა ნებისმიერ მკითხველს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ჰპირდება. ეს გამოცემა, რომელიც კეროლის ორ უკვდავ ნაწარმოებს აერთიანებს და ჯონ ტენიელის კლასიკური გრავიურებითაა დასურათებული, ყველა ასაკის ადამიანისთვის საუკეთესო საჩუქარია. „ელისი“ მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ურთულეს სათარგმნელ წიგნად ითვლება და მთარგმნელისგან დიდ პროფესიულ ოსტატობას, ფანტაზიასა და გამომგონებლობას მოითხოვს.  ეს წიგნი სწორედ მთარგმნელობითი ხელოვნების თვალსაზრისითაა გამორჩეული. ქართული „ელისი“, რომელიც, ლიტერატურის კრიტიკოსთა აზრით, ტოლს არ უდებს ორიგინალს, 2014 წელს დაჯილდოვდა ლიტერატურული პრემიით „საბა“, როგორც წლის საუკეთესო თარგმანი
19.9
ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში
ავტორი: ლუის კეროლი მთარგმნელი: დავით ახალაძე   „რა კარგი იყო სახლში, – გაიფიქრა საბრალო ელისმა, – სულ ერთი სიმაღლისა ვიყავი და თაგვებისა თუ ბოცვრების ჭკუაზე არ დავდიოდი. რა ჭირი მინდოდა სოროში! ისე, მაინც მომწონს აქაურობა! ამ სამყაროში ყველაფერი ისეთი უჩვეულოა! ნეტავ მაინც რა მოხდა? ყოველთვის მეგონა, რომ რაც ზღაპრებში წერია, სინამდვილეში არასოდეს ხდება. ახლა კი თავად მოვხვდი ნამდვილ ზღაპარში! ამაზე უსათუოდ წიგნი უნდა დაიწეროს. აი, რომ გავიზრდები, აუცილებლად დავწერ“. სერიაში "მოსწავლის არჩევანი" შესულია როგორც სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებები, ასევე კლას-გარეშე საკითხავი ლიტერატურა. წიგნები დაყოფილია 4 ასაკობრივ ჯგუფად. თითოეულ მათგანს ერთვის სახალისო სავარჯიშოები – კითხვარები და კროსვორ-დები, რაც უბიძგებს მოზარდს, უფრო დაკვირვებით წაიკითხოს წიგნი და კარგად გაიაზროს მისი შინაარსი.
8.95
ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში (9-10)
ავტორი:  ლუის კეროლი მთარგმნელი: გიორგი გოკიელი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა  
9.9
ელიტა
ავტორი: კირა კასი მთარგმნელი: გიორგი რაზმაძე სერია: ლიბერთინსი შერჩევა ოცდათხუთმეტი პრეტენდენტით დაიწყო! გვირგვინი კი მხოლოდ ერთია! სასახლეში დაბინავებული გოგონები პრინც მაქსონის გულის მოსაგებად იბრძვიან. კონკურსის ბოლო ეტაპზე ექვსი კანდიდატი რჩება და ბრძოლაც სასტიკი და დაუნდობელი ხდება. ამერიკა სინგერი კვლავ გაორებას ებრძვის. ნეტავ, ამის მიზეზი პრინცი მაქსონია? ნუთუ ტახტის მემკვიდრე შეუყვარდა? მაგრამ გოგონას ხომ დედოფლობა არ უნდა? ან იქნებ ყველაფერი ასპენის ბრალია, მისი პირველი სიყვარულის, რომელსაც ვერ ელევა? დაბნეულ ამერიკას დრო სჭირდება გადაწყვეტილების მისაღებად, სხვა გოგონებმა კი ზუსტად იციან, რაც სურთ და თუ ამერიკა არ იჩქარებს, შანსი ხელიდან გაუსხლტება...  
13
ამოწურულია
ემა
ავტორი: ჯეინ ოსტინი სერია: უკვდავი ბიბლიოთეკა მთარგმნელი: ანა მაყაშვილი გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
19.9
ემიგრანტები
ავტორი: ბუნინი ივან, ნაბოკოვი ვლადიმირ, დოვლატოვი სერგეი, მთარგმნელი:  ლილი მჭედლიშვილი
25
ემილის თავგადასავალი (7-9)
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: ჯენეტ ბაჯელიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ლენებერგელი ემილი – ასე ჰქვია ასტრიდ ლინდგრენის ერთ-ერთ გამორჩეულ პერსონაჟს. ეს მხიარული, ონავარი ბიჭუნა მუდამ ფათერაკებში ეხვევა: ხან საწვნეში გაეჭედება თავი, ხან ხურდა ფულს გადაყლაპავს, ხან დაიკო იდას შეღებავს ლურჯად; მის დაგებულ მახეში კი თაგვის ნაცვლად მამა გაებმება. თავისი სიცელქის გამო მშობლები ბიჭუნას თითქმის ყოველდღე დასასჯელად ფარდულში გამოკეტავენ ხოლმე. ჩვენი ემილი ძალიან მოუსვენარია, მაგრამ გული კეთილი აქვს და ყოველთვის მზად არის, დაეხმაროს გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანებს. მოსწავლის ბიბლიოთეკა  მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.
10.9
ემოციები
28
ემოციები – მეტყველების ბარათები
მეტყველების ბარათები პატარებს სამეტყველო უნარების განვითარებაში დაეხმარება. ბარათების გამოყენებით შესაძლებელია, ბავშვს: ასწავლოთ ემოციები და მათი გამოხატვა; ეთამაშოთ მარტივი თამაშები მეტყველების, კონცენტრირებისა და მეხსიერების უნარების გასავითარებლად. სახალისო თამაშების მოფიქრებასა და „მეტყველების ბარათების“ ნაყოფიერად გამოყენებას ინსტრუქციის ბარათი გაგიადვილებთ ასაკი: 12-18 თვე 20 ბარათი + ინსტრუქცია
14.9
ემოციური ინტელექტი
ავტორი: დანიელ გოლმენი სერია: ლურჯი ოკეანე   "არის თუ არა IQ ჩვენი ბედისწერა? არც იმდენად, როგორც გვგონია. დენიელ გოლმენის ეპოქალური მსოფლიო ბესტსელერი გვარწმუნებს, რომ ადამიანის ინტელექტზე ჩვენი წარმოდგენა მეტისმეტად ვიწროა, რადგან ის ვერ იტევს უნარ-ჩვევების მთელ წყებას, რომლებიც ღრმა კვალს ტოვებს ჩვენს ნამოქმედარზე. დღეს, ამ წიგნის პირველი გამოსვლიდან თითქმის სამი ათწლეულის შემდეგ, ცნება „ემოციური ინტელექტი" ჩვენი ყოველდღიური ლექსიკის ნაწილად ქცეულა. დენიელ გოლმენი გვისახელებს ფაქტორებს, რომელთა გამოც ხშირად, მაღალი IQ-ის - გონებრივი ინტელექტის კოეფიციენტის - მქონე ადამიანები მარცხდებიან, ხოლო ერთობ მოკრძალებული IQ-ის მქონენი გასაოცრად მაღალ შედეგებს აღწევენ. ეს ფაქტორები - თვითშეგნება, თვითდისციპლინა და ემპათია, რომლებსაც გონების სისხარტის სხვადასხვაგვარი სახეობა ერწყმის, დაბადებისას როდი ვლინდება. თუმცა ემოციური ინტელექტი ბავშვობაში ყალიბდება, ის შეიძლება გამუდმებით ვხვეწოთ და ვაძლიეროთ მთელი ცხოვრების განმავლობაში და ეს უთუოდ, არაერთ წარმატებას მოგვიტანს ჯანსაღი ცხოვრების სტილის, ადამიანებთან ურთიერთობებისა თუ პროფესიული საქმიანობის სფეროებში.''
24.95
ემოციური ინტელექტი
ემოციური ინტელექტის შესახებ თუ სხვა არაფერი წაგიკითხავთ, გაეცანით ამ 10 ნაშრომს ექსპერტებისგან. თქვენთვის ჰარვარდ ბიზნეს რევიუს ასეული სტატიიდან ყველაზე მნიშვნელოვანი შევარჩიეთ თქვენი სოციალური და ემოციური უნარ-ჩვევების და თქვენი პროფესიული წარმატების გასაუმჯობესებლად. "HBR-ის 10 აუცილებელი საკითხავი ემოციური ინტელექტის შესახებ" დაგეხმარებათ: გააკონტროლოთ ემოცია და მართოთ განწყობილება იმოქმედოთ სხარტად და მიიღოთ ემპათიური გადაწყვეტილება მართოთ კონფლიქტი და გააწონასწოროთ ემოციები გუნდში იმოქმედოთ მოქნილად რთულ სიტუაციაში უკეთ შეიმეცნოთ საკუთარი სუსტი და ძლიერი მარეები, საჭიროებები. ღირებულებები და მიზნები განივითაროთ ემოციური სისხარტე
19.9
ენ ვერონიკა
ავტორი: ჰერბერტ უელსი მთარგმნელი: ანტონ სინატაშვილი სერია: იკითხე კლასიკა   ცნობილი ინგლისელი ფანტასტის რომანი ,, ენ ვერონიკა" 1909 წელს გამოვიდა და გამოსვლისთანავე დიდი აჟიოტაჟი და საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. უკმაყოფილების მიზეზი იყო მთავარი გმირის ფემინისტური მიდრეკილებები და ასევე, ის, რომ ჰერბერტ უელსს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ ფემინისტთან, ქალთა მოძრაობის სულისჩამდგმელ ემბერ რივსთან, რაც რომანის წერისას მწერლის შთაგონების წყარო გახდა.
11.95
ენი გრინგეიბლიდან
ავტორი: ლუსი მოდ მონტგომერი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: კლასიკა გრინგეიბლი მწვანე სახურავიანი სახლია კანადაში, პრინს ედუარდის კუნძულზე, პატარა ქალაქ ევონლიში. ამ სახლში და-ძმა კათბერტები ცხოვრებენ, რომლებიც გადაწყვეტენ, სამეურნეო საქმეებში დასახმარებლად ბავშვთა სახლიდან ბიჭი წამოიყვანონ. თუმცა, მათ შეცდომით გოგონას ჩამოუყვანენ. გოგონა წითურთმიანი, გაჩხინკული, ჭორფლიანი ენ შირლია. მეოცნებე, სიცოცხლით სავსე ენი, რომელსაც შეუძლია სამყაროს მშვენიერება ყველგან და ყველაფერში დაინახოს, სრულიად შეცვლის მეთიუსა და მარილას ცხოვრებას…
12.9
ენი გრინგეიბლიდან
ავტორი: ლუსი მოდ მონტგომერი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამოცმლობა გრინგეიბლი მწვანე სახურავიანი სახლია კანადაში, პრინს ედუარდის კუნძულზე, პატარა ქალაქ ევონლიში. ამ სახლში და-ძმა კათბერტები ცხოვრებენ, რომლებიც გადაწყვეტენ, სამეურნეო საქმეებში დასახმარებლად ბავშვთა სახლიდან ბიჭი წამოიყვანონ. თუმცა, მათ შეცდომით გოგონას ჩამოუყვანენ. გოგონა წითურთმიანი, გაჩხინკული, ჭორფლიანი ენ შირლია. მეოცნებე, სიცოცხლით სავსე ენი, რომელსაც შეუძლია სამყაროს მშვენიერება ყველგან და ყველაფერში დაინახოს, სრულიად შეცვლის მეთიუსა და მარილას ცხოვრებას…  
12.9
ენი მწვანე სხვენიდან
 ავტორი: ლუსი მოდ  მონტგომერი თარგმანი: ნათია მერებაშვილი   ენი თორმეტი წლის ობოლი გოგონაა. მას შეცდომით გააგზავნიან მარტოხელა შუახნის და-ძმასთან მამულში პრინც ედუარდის კუნძულზე და ისიც გამუდმებით წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს უკლებლივ ყველა გარშემომყოფზე. მარილა და მეთიუ კათბერტები ძალიან გაკვირვებულები არიან: ობოლ ბიჭს ელოდებიან, რომ `მწვანე სხვენის სამეურნეო სამუშაოებში დაეხმაროს მათ, მაგრამ მის ნაცვლად გამხდარ, წითელთმიან გოგონას მიიღებენ. ჭირვეული და სიცოცხლით სავსე ენ შირლი, თავის მხრივ, მოხიბლავს კათბერტებს, თავისი ცოცხალი წარმოსახვით.
23.9
ენკანტო
სერია: Disney    
22.95
ენციკლოპედია ცოცხალი არსებები
29.95