santaesperanza
ფრანით მორბენალი
ავტორი: ხალიდ ჰოსეინი მთარგმნელი: ლალი ყუშიტაშვილი გამომცემლობა: არტანუჯი
19.95
ფრანც კაფკა - რჩეული მოთხრობები
აბსურდი, სამყაროსა და უზენაესი ავტორიტეტის წინაშე გამოვლენილი შიში, რომელიც მკითხველში საგანგაშო ემოციებს იწვევს – ასეთია ერთ-ერთი უდიდესი გერმანულენოვანი მწერლის, ფრანც კაფკას, შემოქმედება, რომელიც მსოფლიო ლიტერატურის უნიკალურ მოვლენადაა მიჩნეული. ფრანც კაფკას “რჩეული” მწერლის მცირე პროზის თითქმის სრული კრებულია ქართულ ენაზე. წიგნში კაფკას მთარგმნელების თითქმის მთელი სპექტრია წარმოდგენილი: გასული საუკუნის სამოციან წლებში ძმები დავით და ზურაბ კაკაბაძეების მიერ სულ პირველი ნათარგმნებით დაწყებული და თანამედროვე მთარგმნელების შესანიშნავი ნამუშევრებით დამთავრებული. სპეციალურად ამ გამოცემისთვის პირველად ითარგმნა ოცდაათამდე მინიატურა, რომლებსაც სხვაგან ვერ შეხვდებით.
25
ფრედი იეიტსის სუპერ სასწაულებრივი მოგზაურობა
ავტორი:ჯენი პირსონი მთარგმნელი: ლაშა გველესიანი სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი 11 წლის ფრედი იეიტსს ფაქტები ძალიან უყვარს და მათ კოლექციონერივით აგროვებს. ბებიის გარდაცვალების შემდეგ, მამობილის ამარა დარჩენილი ბიჭი ბიოლოგიური მამის მოძებნას გადაწყვეტს და საუკეთესო მეგობრებთან, ბენთან და ჩარლისთან, ერთად სახლიდან იპარება. საიდუმლო მოგზაურობისას ისინი ათას შარში ეხვევიან – გაურბიან მძარცველს, მონაწილეობენ ხახვის ჭამის ჩემპიონატში და სუპერგმირებადაც კი შეირაცხებიან. ამ უჩვეულო თავგადასავლის შედეგად ფრედი აღმოაჩენს, რომ მთავარი არა ფაქტები, არამედ სასწაულია, სასწაული კი სხვა არაფერია, თუ არა ოჯახი და მეგობრები.
12.9
ფრენი და ზუი
ავტორი: ჯერომ სელინჯერი მთარგმნელიგია ჭუმბურიძე ჯერომ სელინჯერის ”ფრენი და ზუი” გლასების ოჯახის შესახებ შექმნილი მოთხრობების ციკლის ნაწილია. წიგნი 1961 წელს გამოიცა და ორ მოზრდილ მოთხრობას აერთიანებს. ფრენი და ზუი (და-ძმა).
13.95
ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?
ავტორი: რევაზ ინანიშვილი სერია: რჩეული მოთხრობები სულაკაურის გამომცემლობა
13.9
ფრიი!
ავტორი: ირმა მალაციძე სერია: მოსწავლის არჩევანი „პირველეთში ყველა მოქალაქეს თავისი სანუკვარი ნატვრა ჰქონდა. როგორც იმპერიის ცნობილმა ვარსკვლავთმრიცხველმა და ჟამთააღმწერელმა, პლუტონიუსმა, გამოიანგარიშა, პირველეთის მოსახლეობას მსოფლიოში ყველაზე ლამაზი, ყველაზე საინტერესო და ყველაზე განუხორციელებელი ოცნებები ჰქონდა. ეს კიდევ არაფერი, თქვენ წარმოიდგინეთ, იმპერატორმა თავისი ქვეშევრდომების ფიქრებზე კონტროლი თავის სპეციალურ წარმომადგენელს, ნეტავთუხუცესს დაავალა. ნეტავთუხუცესს ევალებოდა, სისტემატურად ეწარმოებინა ჩანაწერები ფიქრების შესახებ, ანუ უზარმაზარ, სქელ რვეულში ბატის ფრთით აღენუსხა, ვინ რას ნატრობდა და თუ რაიმე საეჭვოს შენიშნავდა, მაშინვე ეცნობებინა იმპერატორისათვის“. სერიაში "მოსწავლის არჩევანი" შესულია როგორც სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებები, ასევე კლას-გარეშე საკითხავი ლიტერატურა. წიგნები დაყოფილია 4 ასაკობრივ ჯგუფად. თითოეულ მათგანს ერთვის სახალისო სავარჯიშოები – კითხვარები და კროსვორ-დები, რაც უბიძგებს მოზარდს, უფრო დაკვირვებით წაიკითხოს წიგნი და კარგად გაიაზროს მისი შინაარსი.
7.95
ფსიქოანალიზი და რელიგია
ავტორი: ერიხ ფრომი   წინამდებარე გამოცემაში შესულია მსოფლიოში ცნობილი ფსიქიატრის, ფსიქოლოგისა და ფილოსოფოსის ერიხ ფრომის ორი ნაწარმოები: "ფსიქოლანალიზი და რელიგია" და "დოგმატი ქრისტეზე". პირველ ნაწარმოებში ავტორი განიხილავს ისეთ რთულ საკითხს, როგორიცაა ათეიზმი და რელიგია. ზოგადი იდეა სულაც არ მდგომარეობს ერთი მათგანის დამდაბლებასა და მეორის ამაღლებაში. "დოგმატი ქრისტეზე" საინტერესოა იმით, რომ ფრომი ცდილობს მიუახლოვდეს ადამიანის საიდუმლოს, უპასუხოს კითხვაზე, თუ ბოლოს და ბოლოს ვინ არის ადამიანი.
10.5
ფსიქოანალიზის შესავალი
ავტორი: ალენ ვანიე მთარგმნელი: გიგა მამინაშვილი ფსიქოანალიზის, როგორც ფილოსოფიის, მედიცინისა და რელიგიის გზაჯვარედინზე აღმოცენებული დისციპლინის, როლი განმსაზღვრელია XX საუკუნის აზროვნებისათვის. თანამედროვე ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი და ფსიქიატრი, პროფესორი ალენ ვანიე „ფსიქოანალიზის შესავალში“ ამ მოძღვრების ფუნდამენტურ კონცეპტებსა და ფსიქოანალიზის ისტორიის გარდამტეხ მომენტებს განიხილავს. წიგნი განკუთვნილია როგორც ფსიქოლოგების, ფსიქოანალიტიკოსებისა და მომიჯნავე პროფესიების წარმომადგენლების, ისე მკითხველთა ფართო წრისთვის, რადგან კვლევის ფსიქოანალიზური მეთოდი და მისი კონცეპტუალური სისტემა არა მხოლოდ პიროვნების ფსიქიკური ცხოვრების, არამედ სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ფენომენების გაგების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია.
16.95
ფსიქოანალიზის შესავალი
ავტორი : ზიგმუნდ ფროიდი მთარგმნელი : დიმიტრი უჩანეიშვილი   ზიგმუნდ ფროიდი (1856-1939) – ავსტრიელი ნევროლოგი და ფსიქიატრი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი. ფროიდმა უდიდესი გავლენა იქონია სხვადასხვა დარგებზე, რომელთა შორისაა ფსიქოლოგია, მედიცინა, სოციოლოგია, ანთროპოლოგია, ლიტერატურა და ხელოვნება. „ფსიქოანალიზის შესავალი“ წარმოადგენს ზიგმუნდ ფროიდის ოცდაათწლიანი თავგანწირული და გულმოდგინე კვლევა-ძიების ერთგვარ შეჯამებას. მასში გადმოცემულია ოცდარვა ლექცია, რომელიც განკუთვნილია ყველა ტიპის მკითხველისათვის. ის ხიბლი, რომელიც, როგორც ამბობენ, ფროიდის ლექციების სტილს ახასიათებდა, ნაბეჭდ ტექსტსაც მსჭვალავს და იმდროინდელ მსმენელთან გამართული დიალოგი დღესაც ცოცხლად იკითხება. ავტორი წიგნში გულწრფელად წარმოაჩენს ფსიქოანალიზის განსაცვიფრებელ სირთულეებსა და შეზღუდვებს და ისე აღწერს მის ძირითად მეთოდებსა და შედეგებს, როგორც მხოლოდ აზროვნების ახალი სკოლის ფუძემდებელსა და ოსტატს ძალუძს. საკითხთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ოცდარვავე ლექცია მიმართულია ადამიანის ჯანსაღი გონების ცნებასა და არანორმალურ ფსიქიკას შორის არსებულ კონტრასტებზე. ფროიდს არასოდეს შეუქმნია რეალური სახელმძღვანელო, მაგრამ „ფსიქოანალიზის შესავალი“ შეიძლება ასეთ ტექსტად იქნეს მიჩნეული. მის მიერ აღმოჩენილი ფსიქიკური პროცესების ძირითადი კანონები, განსაკუთრებით, არაცნობიერი, ნაბიჯ-ნაბიჯ არის ახსნილი მრავალი შედარების, ამბისა და სამედიცინო ისტორიიდან ამონარიდის გამოყენებით, ფსიქოანალიტიკური კვლევის სამ კლასიკურ მიმართულებაზე დაყრდნობით, ესენია – შეცდომები, სიზმრები და ნევროზული სიმპტომები.  
42
ფსიქოლოგია
ავტორი: ჯილიან ბატლერი; ფრედა მაკმანუსი მთარგმნელი: თამარ სუბელიანი სერია: ძალიან მოკლე შესავალი კაცობრიობას, დიდი ხანია, აინტერესებს, რა არის ადამიანის გონება, როგორ ფუნქციონირებს ის. „ძალიან მოკლე შესავალში“ ჯილიან ბატლერი და ფრედა მაკმანუსი მიმოიხილავენ ფსიქოლოგიის მთავარ მიმართულებებს; აკვირდებიან დასწავლას, მეხსიერებას, ყურადღებასა თუ ადამიანის ფსიქოლოგიურსა და სოციალურ განვითარებას. იმისთვის, რომ ნათელი გახდეს, თუ როგორ მუშაობს ტვინი, ამ წიგნის ავტორები მიმოიხილავენ უახლეს მნიშვნელოვან მიღწევებს და განვითარების საფეხურებს ნეირომეცნიერებაში, ევოლუციურსა და კოგნიტურ ფსიქოლოგიაში...
10.9
ფსიქოლოგია და ალქიმია
ავტორი: კარლ გუსტავ იუნგი სერია : NONFICTION   „ფსიქოლოგია და ალქიმია“, ანალიზური ფსიქოლოგიის ფუძემდებლის, კარლგუსტავ იუნგის (1875-1961) ერთ-ერთი უმთავრესი ნაშრომი, 1944 წელს გამოიცა. წიგნში იუნგი იკვლევს ინდივიდუალური სიზმრების სიმბოლიკას და მისმიმართებას ალქიმიასთან, ისევე, როგორც რელიგიური იდეებისა და ალქიმიის ურთიერთკავშირს. ფუნდამენტური თეზისი, რომლის განვითარებასაც იუნგი ფსიქოლოგიისა და ალქიმიის კავშირის შესახებ ცდილობს, იმაში მდგომარეობს, რომ ალქიმია ეყრდნობა კოლექტიური არაცნობიერის სიმბოლოებსა და ხატებს. მეცნიერებამდელიადამიანისთვის არ არსებობდა მკაფიო ზღვარი სუბიექტსა და ობიექტს შორის. იგი არაცნობიერად ახდენდა შინაგანი მდგომარეობის პროეცირებას გარე ობიექტებზე (განსაკუთრებით, მისთვის უცხო ობიექტებზე). იუნგის აზრით, ალქიმიური სიმბოლიკის ანალიზი ბევრის მთქმელია ადამიანის არაცნობიერი ფსიქიკური ცხოვრების შესახებ.
29.95
ფასდაკლება
ფსიქოლოგია და რელიგია/პასუხი იობს
ავტორი: კარლ გუსტავ იუნგი მთარგმნელი: მაია ბადრიძე სერია: დიოგენე NONFICTION წიგნში წარმოდგენილია ანალიზური ფსიქოლოგიის ფუძემდებლის, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინტელექტუალის, კარლ გუსტავ იუნგის (1875 – 1961) ორი ფუნდამენტური ნაშრომი, რომლებშიც იგი რელიგიაზე მსჯელობს. „ფსიქოლოგია და რელიგია“ იუნგის მიერ 1937 წელს წაკითხულ სამ ლექციას აერთიანებს. „პასუხი იობს“ მისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდში, 1952 წელს დაწერილი წიგნია. მკვლევართა ნაწილი ამ მცირე ზომის ტექსტს იუნგის ყველაზე მნიშვნელოვან წიგნად თვლის.
13.62 20.95
ფსიქოპათოლოგიის ბუნება - რა განაპირობებს ფსიქიკურ აშლილობას
ნაშრომში წარმოდგენილი ძირითადი ინფორმაცია აქამდე აღწერილი მდგომარეობების ანალიზს არ ეყრდნობა, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მასში განხილულია აქამდე უცნობი ფსიქიკური პათოლოგიები და მათი განვითარების მიზეზები. ნაშრომში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა გარკვეული ქიმიური ნივთიერებების გავლენას ადამიანის ფსიქიკასა და ორგანიზმზე. ქიმიური ინგრედიენტების ზუსტი მოქმედების მექანიზმის განსაზღვრა ფსიქიკურ აშლილობათა განვითარებისას საშუალებას იძლევა.
21
ფსკერზე
ავტორი: ანი ბალიაშვილი   "ფსკერზე" - ანი ბალიაშვილის „ფსკერზე“ ძალადობის მსხვერპლი ქალის ამბავია _ მძიმე, ამაღელვებელი, დამაფიქრებელი. სადაც მსხვერპლია, იქვეა მოძალადეც _ ეს ორი ერთმანეთის გარეშე არ არსებობს _ და ამდენად, ეს ამბავი მოძალადეზეცაა. ოღონდ ეს ერთობა მსხვერპლისთვის ფსკერია, მოძალადისთვის?.. როგორი შეიძლება იყოს მოძალადის ფსიქოტიპი? წიგნში შემაძრწუნებლად ნამდვილი პასუხები გელოდებათ. და მაინც, ვინ არის ადამიანი ადამიანისთვის? ზოგჯერ ის საშინელ, მტანჯველ, დაუსრულებელ ღამედ შეიძლება გვექცეს, ზოგჯერ კი მზეა, რომლის სხივები ფსკერსაც ჩასწვდება და გაანათებს.
11.95
ფსკერის სახარება
ავტორი: ივა ფეზუაშვილი   „ფსკერის სახარება“, ივა ფეზუაშვილის პირველი რომანი, ბიბლიური სლენგით მოთხრობილი ჩვენი რეალობის ან ჩვენი შესაძლო რეალობის ანარეკლია – ამბავი, რომელშიც პერსონაჟები საკუთარ თავზე ფიქრს ყველაზე არაკორექტული კითხვით იწყებენ, რომელშიც სიმართლის ნახევარს ან ნახევრად სიმართლეებს ამბობენ, რომელშიც თბილისის მიწისქვეშეთს ქვემოთ კიდევ ერთი თბილისია – ფსკერი, საიდანაც ამოსვლა შეიძლება, გაქცევა კი არასდროს, რადგან მიწისქვეშეთიდან ამოსულებს პოლიციის მაღალჩინოსნები კიდევ უფრო ღრმა და უძირო ფსკერისკენ მიაქანებენ. „ფსკერის სახარება“ ივა ფეზუაშვილის ტრილოგიის პირველი წიგნია; რომანებისთვის „ბუნკერი“ და „მასკარაფონე“, 2022 და 2023 წელს ავტორმა პრემია „საბა“ მოიპოვა ნომინაციებში „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“ და წლის საუკეთესო რომანი.
10.95
ფუნდურა მხოლოდ ბინდში დაფრინავს
ავტორი: მარია გრიპე მთარგმნელი: დიმიტრი გოგოლაშვილი წიგნი მოგვითხრობს სამი მოზარდის ამბავს, რომლებიც მოულო იდუმალი მოვლენების შუაგულში აღმოჩნდებიან და მათ ახსნას ცდილობენ. შემთხვევათა ჯაჭვი მათ საოცარ აღმოჩენამდე მიიყვანს... წიგნი გამოიცა ევროკავშირის პროგრამის ,,შემოქმედებითი ევროპის“ პროექტის ფარგლებში.
10
ფუნჯი 5 ცალი (N2,4,6, 8, 10,)
10
ფუტკრების ამბავი
ავტორი: მაია ლუნდე მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე ინგლისი, 1852 წელი – უილიამი, ბიოლოგი და მცენარეების თესლეულის მაღაზიის მფლობელი, ცდილობს, ააგოს ახალი ტიპის სკები, რომლებიც მეფუტკრეებს საქმეს გაუადვილებს და მას და მის ოჯახს პატივსა და დიდებას მოუტანს. აშშ, 2007 წელი – მეფუტკრე ჯორჯი მედგრად იბრძვის ფერმის გადასარჩენად და სჯერა, რომ საოჯახო ფერმის ხსნა მხოლოდ მის შვილს შეუძლია. ჩინეთი, 2098 წელი – თაო მომავლის ჩინეთში ხეხილის თითოეულ ყვავილს ხელით მტვერავს მას შემდეგ, რაც წლების წინ ფუტკრები გაქრნენ. თაოს ყველაზე მეტად ის უნდა, რომ მისმა შვილმა განათლება მიიღოს და მასზე უკეთ იცხოვროს.
16.9
ფუტკრების იდუმალი ცხოვრება
ავტორი: სიუ მონკ კიდი მთარგმნელ(ებ)ი თამარ ლომიძე სერიის დასახელება ET CETERA ამერიკელი მწერლის, სიუ მონკ კიდის რომანი „ფუტკრების იდუმალი ცხოვრება“ 2002 წელს გამოქვეყნდა და მაშინვე ბესტსელერად იქცა. რომანში გადმოცემულია მოზარდის სულიერი ჩამოყალიბების პროცესი - თემა, რომელსაც ჯერომ სელინჯერისა და ჰარპერ ლის წყალობით ამერიკულ ლიტერატურაში მდიდარი ტრადიცია აქვს.     თოთხმეტი წლის ლილი ოუენსი, რომელსაც ადრეული ბავშვობისას შემთხვევით დედა შემოაკვდა, თავის ისტორიას მოგვითხრობს.  შავკანიან მსახურ ქალთან ერთად  ლილი შინიდან გარბის, რათა თავი დააღწიოს მამის დესპოტიზმს. ის გამოცდის მარტოობას, შეიტყობს სიმართლეს დედაზე და, ბოლოს,  ჰუმანური და ბრძენი მეფუტკრე ქალების ოჯახში მოხვედრის შემდეგ, პოვებს სულიერ სიმშვიდეს. საინტერესო სიუჟეტი, ფსიქოლოგიზმი და ორიგინალური სიმბოლიკა რომანს განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის.
16.95
ამოწურულია
ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე
ავტორი: ოსნე საიეშტადი მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე ნორვეგიელი ჟურნალისტი ქალი – ოსნე საიეშტადი ცნობილია საინტერესო რეპორტაჟებით მსოფლიოს ყველაზე „ცხელი წერტილებიდან”. თუმცა იგი, კონფლიქტის მშრალი და სტატისტიკური აღწერის ნაცვლად, თავად იქ მცხოვრები ადამიანების ბედით ინტერესდება. ამ წიგნში მისი „მუზა” ავღანეთია – მრავალწლიანი შინა და გარე ომებით ძალაგამოცლილი მაჰმადიანური ქვეყანა შუა აზიაში, რომელიც ჯერაც საშიშ ადგილადაა მიჩნეული ტერორიზმისა და ფანატიკოსი მუსლიმების სიმრავლის გამო. ავტორის განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც ადამიანის „შინაგანი ომები” იწვევს – ის, რაც პოტენციურად ფანატიზმისა და ტერორიზმის სათავეც კი შეიძლება იყოს. წიგნის მთავარი პერსონაჟებიც რიგითი ავღანელები არიან, იქნება ეს წიგნებით მოვაჭრე პატრიარქატული ოჯახის უფროსი სულთან ხანი თუ მისივე დიდი ოჯახის წევრები – მამაკაცები და თითქმის უუფლებო ქალები – თავიანთი ფიქრებით, ემოციებით, შინაგანი კონფლიქტებით… ყველაფერი, რაც წიგნშია მოთხრობილი, ნამდვილია – ყველაფერი თავად ავტორმა ნახა, მოისმინა და განიცადა სულთან ხანის ოჯახში ცხოვრებისას… ოსნე საიეშტადი, როგორც ქალი, გამორჩეულ ყურადღებას ქალებს უთმობს და ცდილობს, სქელი ჩადრის მიღმა მიმალული არა მხოლოდ მათი სახე, არამედ შინაგანი სამყარო და გრძნობებიც გამოააშკარაოს.
13.9
ქალაქი
ავტორი: კლიფორდ დ. სიმაკი სერია: პორტალი მთარგმნელი: ირაკლი ლომოური სანამდე შეიძლება მიიყვანოს სამყარო ცივილიზაციის განვითარებამ, და ადამიანის დაუცხრომელმა ჟინმა, გაბატონდეს ბუნებასა და სხვა ადამიანებზე? სწორედ ამაზე მოგვითხრობს სამეცნიერო ფანტასტიკის, კლიფორდ დ. სიმაკის რომანი "ქალაქი". კაცობრიობის მომავალს საფრთხე ემუქრება, ანუ იგი დასასრულისკენ მიექანება. თუმცა ამის მიზეზი არ იქნება არც ბირთვული ომი, არც ეკოლოგიური კატასტროფა, არც რაიმე პანდემია, ასტეროიდის დაჯახება თუ უცხოპლანეტელთა შემოსევა. მიზეზი წარმოუდგენლად ფანტასტიკურია...
17.95
ქალაქი და ძაღლები
ავტორი: მარიო ვარგას ლიოსა მთარგმნელი: ლანა კალანდია სერია: აკრძალული წიგნების თარო გამომცემლობა: ინტელექტი
24.95
ქალაქი და წმინდანები
ავტორი: ცოტნე ცხვედიანი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
8.9
ქალაქი თოვლში
ავტორი: ბექა ქურხული   ბექა ქურხულის ახალი პროზაული კრებული “ქალაქი თოვლში” ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ ხუთ მოთხრობას აერთიანებს. პირველ მოთხრობაში “მკვლელი” ავტორი აფხაზეთის ომსა და ომის შემდგომ ქართველი მებრძოლებისა და პარტიზანების ცხოვრებასა და ბრძოლაზე მოგვითხრობს. მოთხრობაში აღწერილი რეალური ამბები იმ ზეგავლენას ასახავს, რომელსაც ომი ახდენს უბრალო ადამიანებზე, ქართველებსა და აფხაზებზე. ადამიანებზე, რომლებიც ომამდე ერთ მიწაზე ცხოვრობდნენ და საუკუნეების განმავლობაში საერთო სამშობლო და უახლოესი სისხლით ნათესაობა აკავშირებდათ. მოთხრობა “ქალაქი თოვლში” ახალგაზრდა ბიჭისა და გოგონას სიყვარულზეა, რომლებსაც 90-იანი წლების უშუქობისა და სიცივის მიუხედავად ათბობთ გრძნობა, რომელიც სამუდამო კვალს ტოვებს მათ ცხოვრებაში. მოთხრობის “სიზმრად ვნახე” გმირი უსინათლო ადამიანია. ასეთი ადამიანი ჩვენ გარშემო უამრავია, მაგრამ ჩვენ გვიჭირს მათი შემჩნევა. უმეტეს შემთხვევაში კი მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ვუწვდით ხელს. მწერალი ცდილობს ჩაწვდეს იმ ადამიანის გრძნობებს, რომელიც დღის სინათლეს ვერ ხედავს. მოთხრობაში “საღამო” ავტორი იხსენებს სკოლის წლებს, მაშინდელ კოლორიტულ და მრავალეთნიკურ თბილისსა და მეგობრებს, რომელთა უმეტესობა დღეს ცოცხალი აღარ არის. დაბოლოს, მეხუთე მოთხრობა “მუსაქალი” ავღანეთში ნატოს მისიით წარგზავნილ ქართველ სამხედროებსა და მიმდინარე წელს განვითარებულ უახლეს მოვლენებზე მოგვითხრობს.
15