santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე
ავტორი: თეა თოფურია სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   გრინკო ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, უბრალოდ თანატოლებზე მეტად აინტერესებს კოსმოსი და პლანეტებს ტელესკოპით აკვირდება. თუმცა, ვერასდროს წარმოიდგენს, რომ თავად შეიძლება ამოყოს თავი რომელიმე პლანეტაზე. არადა ზუსტად ასე მოხდება. ჯერ ორასსართულიანი სახლის ლიფტში აღმოჩნდება, შემდეგ კი სხვა დატყვევებულ დედამიწელებთან ერთად გამოკეტავენ. ამ წიგნში, გრინკოს გარდა, გაიცნობთ პიას, მარიონს, ტულას, სურიენს, ფრიდას და სხვებს; გაიგებთ, ვინ ცხოვრობდა გაბრტყელებულ პლანეტაზე და საიდან მოვიდნენ ტუცები; რატომ იყო სულ ღამე ან სულ დღე. რაც მთავარია, შეიტყობთ, მოახერხა თუ არა გრინკომ ბოლოს და ბოლოს უკან დაბრუნება. მოსწავლის ბიბლიოთეკა მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.
9.9
ერთი ეპიზოდი მოგზაური მხატვრის ცხოვრებიდან
ავტორი: სესარ აირა  მთარგმნელი: დოდო ყვავილაშვილი „მოჩვენებები“ მშენებლობის დარაჯისა და მისი ოჯახის ამბავია, რომელიც ბუენოს აირესის ერთ- ერთ უბანში, ჯერაც დაუმთავრებელ შენობაში ცხოვრობს. პერიოდულად ოჯახის ყველა წევრი ხედავს მოჩვენებებს, მაგრამ მათით ყველაზე მეტად მოზარდი ქალიშვილი ინტერესდება. როგორც სესარ აირას უცნაურობებით სავსე ლიტერატურულ სამყაროს ახასიათებს, “მოჩვენებებიც” ალეგორიული ტექსტია, რომელშიც მწერალი მატერიალიზმსა და კლასობრივ ფაქტორზე აკეთებს აქცენტს. „როგორ გავხდი მონაზონი“ ექვსი წლის ინტროვერტი ბიჭუნა სესარის მიერ მკითხველისთვის ერთი წლის განმავლობაში ჩაბარებული აღსარებაა. სესარი თავს გოგოდ აღიქვამს და ვერაფრით ხვდება, დანარჩენი სამყაროსთვის რატომაა ბიჭი, რაც მისთვის ბავშვის გონებისთვის გაუგებარი შფოთვისა და მღელვარების მიზეზად იქცევა. ეს წიგნი არ არის ავტობიოგრაფია, თუმცა მთავარ გმირს ავტორის სახელი ჰქვია, რაც ტექსტს მეტ ინტიმურობას მატებს და თანაგრძნობის ერთგვარ სახელმძღვანელოდაც აქცევს. „ერთი ეპიზოდი მოგზაური მხატვრის ცხოვრებიდან“ გერმანელი მხატვრის, იოჰან მორიც რუგენდასის (1802-1858 წწ.) ცხოვრების მონაკვეთს აღწერს, როდესაც ალექსანდრე ჰუმბოლდტმა ევროპიდან დასავლეთით – ჩილეს, არგენტინისა და მექსიკის წარმტაცი პეიზაჟების მოსანახულებლად გამგზავრება ურჩია. რუგენდასი მეცხრამეტე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ევროპელ მხატვრად მიიჩნევა, რომელმაც ლათინური ამერიკა მოინახულა, კარგად შეისწავლა და თავის შემოქმედებაშიც ასახა. ნაწარმოები სწორედ ამ მოგზაურობის კვალშია ჩამდგარი, თუმცა ავტორი ალტერნატიული ისტორიის გაშლას ამჯობინებს და გამოგონილ სამყაროში მოგზაური ხელოვანის ამბიციებსა და მისწრაფებებზე გვიყვება. ავტორის შესახებ: თანამედროვე ლათინო-ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ავანგარდისტი წარმომადგენელი, არგენტინელი მწერალი, სესარ აირა განთქმულია გონებამახვილური, ფანტასმაგორიული, ინოვაციური სტილითა და უშრეტი ენერგიით – ის წელიწადში ერთ წიგნს მაინც წერს. შედეგად, უკვე გამოცემული აქვს ასზე მეტი ნოველა, პიესა, ესეების და მოთხრობების კრებულები. მისი თქმით, ის შეიძლებოდა გამხდარიყო მხატვარი, რომ არა სირთულეები („საღებავები, ფუნჯები, ყველაფრის წმენდა“). დიდი ჩილელი ავტორი, რობერტო ბოლანიო სესარ აირას თანამედროვე ესპანურენოვანი ლიტერატურის ერთ-ერთ მთავარ ავტორად მოიხსენიებდა. წინამდებარე კრებული სესარ აირას ყველაზე ცნობილ სამ მცირე რომანს მოიცავს.
24.9
ერთი თქვენგანი გამცემს
ავტორი: რუსუდან რუხაძე   „სისხლსავსე, მოხდენილი წინადადებები ფურცელზე გადატანამდე სამგანზომილებიან სივრცეში უნდა ააგო!" – ნათქვამს ჰაერში ხელით მონიშნავს ქარის ნათლული. გიმნაზიის მასწავლებელი კი მწერლობაზე მეოცნებე მოწაფეს წიგნის ამოცნობას ასწავლის: „კარგ წიგნს ნიყვის ფირფიტებივით მოყვითალო ფურცლები აქვს, ცუდს შხამასავით თეთრი ან უკითხავობით განაცრისფრებული." კრებულში შესულ ათივე მოთხრობას თავისი ფერი, გემო, სურნელი და მელოდია აქვს. სამყაროს სინესთეტიკური შეგრძნება, სიცოცხლის გაუნელებელი სიყვარული და თამაშის დაუცხრომელი ჟინი რუსუდან რუხაძის პერსონაჟებს ერთმანეთთან აახლოებს. იმედია, თქვენც იპოვით მათთან საერთოს, არაერთხელ მიუბრუნდებით, სხვებსაც გააცნობთ და ეს კრებულიც მრავალჯერ წაკითხულ, ყვითელფურცლება წიგნებს შორის აღმოჩნდება.   ავტორს ამ კრებულისათვის 2017 წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ გადაეცა (ნომინაცია „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“).  
12
სიახლე
ერთი კვირა ერთ ოთახში
ავტორი: თათული ღვინიანიძე     "რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფლება პიროვნებისთვის და რა როლს ასრულებს მის ფორმირებაში?" _ ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად და მშობლების ჰიპერმზრუნველობისგან თავის დასაღწევად ლუკასი საფრანგეთში მიემგზავრება სასწავლებლად, თუმცა იქ ბოჰემურ ცხოვრებაში გადაეშვება: ინთქმება ხორციელ ვნებებში, ეძალება სასმელს, ნარკოტიკს და ღამის ცხოვრებას. თანამედროვე სამყაროს აურზაურში დაკარგულ ლუკასს წარსულიდან უმშვენიერესი მატილდა ეცხადება. ის მისი აკრძალული სიყვარულია. სამყარო თუ საბედისწერო შემთხვევითობა ლუკასსა და "ხორბალას" შანსს აძლევს, ერთი კვირა ერთ ოთახში გაატარონ. მატილდა და ლუკასი ერთმანეთში თავშესაფარს პოულობენ და თავიანთ სულებს აშიშვლებენ: აღიარებენ ღრმად დამალულ შიშებსა და კომპლექსებს, იხსენებენ წარსულის შეცდომებს, ფარდას ხდიან ბავშვობის ტრავმებსა და საიდუმლოებებს... მთელ ამ ამბავს ფონად მიჰყვება და მკითხველს განწყობას უქმნის წითელი ღვინის გემო, პარიზული ხედები, სულში ჩამწვდომი მუსიკა და გამაბრუებელი არომატები...
14.95
ერთი ტყვეობის ამბავი
ავტორი   გაბრიელ გარსია მარკესი მთარგმნელი   თეა გვასალია   ერთი ტყვეობის ამბავი 1990-იანი წლებში ნარკოდაჯგუფების მიერ კოლუმბიელი ჟურნალისტი ქალის, მარუხა პაჩონის გატაცების რეალურ ამბავზეა დაფუძნებული. რომანი მოგვითხრობს გატაცებათა მთელ სერიაზე, რეალისტურად არის აღწერილი გამტაცებლების სისასტიკე და უმოწყალობა, მძევალთა სასოწარკვეთილება, გაქცევის მცდელობა, მკვლელობები, რაც სახელმწიფოსთან შეუმდგარი მოლაპარაკებების პარალელურად მიმდინარეობდა. ნარკოდილერები ექსტრადიციის შესახებ ახლადმიღებულ კანონს აუმხედრდნენ. კანონს, რომელიც მთავრობას უფლებას აძლევდა ნარკომაფიის წევრები აშშ-ს მართლმსაჯულებისთვის გადაეცა, იქ კი მათ სულ სხვაგვარად გაუსწორდებოდნენ, ვიდრე კოლუმბიაში. ქვეყანაში კი უსასტიკესი ომი მიმდინარეობდა და უდანაშაულო ადამიანების ცხოვრებას ცვლიდა.
19.95
ერთი ციდა ბეკეკა
ასაკი: 3 თვიდან ეს წიგნი ბავშვებისთვის წიგნებთან პირველი ურთიერთობის საუკეთესო გამოცდილებად იქცევა. სამყაროს შეცნობის პირველი ნაბიჯები და მისი მრავალფეროვნების აღქმა ბეკეკასთან ერთად უფრო სახალისო და საინტერესოა. ყდა: მაგარი მუყაოს გვერდები 20 გვერდი
10.9
ერთსა კაცსა ბლისკინელსა
ავტორი: ზაირა არსენიშვილი   „ერთსა კაცსა ბლისკინელსა…“ ზაირა არსენიშვილის მეორე პროზაული კრებულია. მოთხრობების გარდა, აქ შედის მისი სხვადასხვა დროს დაწერილი პიესები, რადიო თავისუფლების დღიურები და მოგონებები თავისი ახლობლებისა და მისი  თანამედროვე საუკეთესო ადამიანების, საუკეთესო ქართველების შესახებ. თუ ზაირა არსენიშვილის სხვა ნაწარმოებებში მოქმედება მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ხდება, ამ მოთხრობებში ძირითადად ასახულია მეოცე საუკუნის ბოლოს საბჭოთა სისტემის რღვევასთან ერთად საქართველოში განვითარებული მოვლენები. წიგნში ჩანს ეროვნული მოძრაობის აღორძინება, დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე საზოგადოებასა და ცალკეულ ოჯახებში, ცხოვრების სიძნელეები 90-იან წლებში, ომი, ემიგრაცია, ქართული სოფლის თანდათანობით დაცლა და სხვ ყოველივე ეს დაწერილია ავტორისთვის დამახასიათებელი მდიდარი ქართული ენით და სევდანარევი იუმორით.
18.9
სიახლე
ეროვნული და დასავლური
ავტორი: თამაზ ვასაძე კრებულში თავმოყრილი წერილები არამხოლოდ ლიტერატურული შინაარსისაა, არამედ ზოგად-კულტუროლოგიურ ჭრილში წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის, ერის სულიერ მოცემულობას, მისი პირველი ანაბეჭდებიდან დღემდე. წერილებში დასმული უზუსტესი აქცენტებით ჩვენი ეროვნული კულტურის ტენდენციები იკვეთება – მისი ორიენტირი, იდეა, ფასეულობათა სპექტრი. ქართული ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენლის ტექსტებსა თუ ხელოვნების სხვა სფეროებში ჩადებული „ეროვნული მატრიცა“ მუდმივი გადახედვის, განახლების, კრიტიკული რეფლექსიის ინსპირაციაცაა, რომლის ძალასა და მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას თამაზ ვასაძე.  
6.95
ეროვნული ხელისუფლების 419 დღე #1
ავტორი: გიორგი არქანია; გიგი გიოშვილი; გიორგი ჯავახიშვილი; გიორგი ბუცხრიკიძე 30 წლის წინ, 1991 წლის 9 აპრილს, რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. მანამდე, 1990 წლის 14 ნოემბერს, ამავე საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რითაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საბჭოთა რეჟიმი მშვიდობიანად დასრულდა და მეორე რესპუბლიკის არსებობის პერიოდი დაიწყო. ამ მოვლენათა სათავეში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, ქვეყნის პირველი პრეზიდენტი – ზვიად გამსახურდია და 1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიულ არჩევნებში გამარჯვებული „ეროვნული ხელისუფლება“ იდგნენ. მმართველობის 14 თვეზე ნაკლები ხნის განმავლობაში საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს, შეიქმნა მისი ინსტიტუტები და გამოიკვეთა ძირითადი საგარეო-პოლიტიკური მიმართულებები.   „ეროვნული ხელისუფლების 419 დღე“ მეორე რესპუბლიკისა და ხალხის მიერ არჩეული, „ეროვნულ ხელისუფლებად“ წოდებული მთავრობის მოღვაწეობის ყოველდღიური მატიანეა. ამბები მასში 14 ნოემბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე, ანუ სახელმწიფო გადატრიალებამდე, ქრონოლოგიურადაა დალაგებული.   წიგნში მოცემულია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, სამხედრო, საზოგადოებრივი, რელიგიური, კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული, კრიმინალური და ა. შ. მოვლენები. დიდი ყურადღება ექცევა საბჭოთა კავშირსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და მათ გავლენას საქართველოზე.    „არტანუჯისა“ და „უახლესი ისტორიის ცენტრის“ ერთობლივი გამოცემის სამეცნიერო რედაქტორია დიმიტრი შველიძე
59.95
ეს არის მარკეტინგი
ავტორი: სეთ გოდინი   შესაძლოა ასეთ შანსს ელოდი: რაღაც მნიშვნელოვანი შესთავაზო ადამიანებს - ის, რაც აინტერესებთ და რაშიც მზად არიან, ფულიც გადაიხადონ, მერე კი ამაზე სხვებსაც ელაპარაკონ. გამორჩეული მაშინ შეგიძლია გახდე, თუკი მიაგნებ და გაუგებ ადამიანებს, რომლებზეც გავლენის მოხდენა გსურს. როცა მათ მოზიდვას მოახერხებ, ისინი სიხარულით მოსდებენ ქვეყანას ამბავს შენზე.
16.95
ეს აქ არ მოხდება
ავტოტი: სინკლერ ლუისი სერია:  თანამედროვე კლასიკა მთარგმნელი:  თაკო ჭილაძე სინკლერ ლუისი (1885-1951) მწერალი და დრამატურგი, პირველი ამერიკელი ავტორი, რომელსაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა. „ეს აქ არ მოხდება“ პოლიტიკური რომანი-დისტოპიაა, ან უკეთ: რომანი-გაფრთხილება, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების მართვის სადავეებს ადოლფ ჰიტლერის მსგავსი დიქტატორი ჩაიგდებს ხელთ. ჩვენთვის, დღევანდელი მკითხველისთვის, განსაკუთრებით შემაშფოთებელი ის არის, რომ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში დაწერილ ტექსტს აქტუალობა 21-ე საუკუნეშიც არ დაუკარგავს
27
ეს საქართველოა
კრებულში ბესიკ ხარანაულის უკანასკნელ 30 წელიწადში დაწერილი ლექსები შედის. მათ ერთი რამ აერთიანებთ: ფიქრი – სამშობლოზე, ფიქრი – საქართველოზე. ლექსები ქრონოლოგიურად არაა დალაგებული. ეს 30 წელიწადი, როგორც ერთი დღე და ეს მთელი კრებული, როგორც ერთი ლექსი – ერთ მთლიანობად შეიკრა და „ეს საქართველოა!“   ჰეი, საქართველო, კარგი იქნებოდა, ერთ დილასაც ხმამ რომ გაგაღვიძოს: – აღსდექ, ლაზარე! წამოვდგებოდით თვალების ფშვნეტით ხუთი მილიონი.
24.95
ეს უცნაური ამბავი
ავტორი: ნედ ვიზინი სერია: ლიბერთინს   16 წლის კრეგი ბრუკლინში ცხოვრობს და სკოლასა და ცხოვრებაში თავის დამკვიდრების ლამის პარანოიდულმა სურვილმა იმდენად დაამძიმა, რომ თვითმკვლელობის სურვილი უჩნდება, რასაც, საბოლოოდ, ფსიქიატრიულ საავადმყოფომდე მიჰყავს. სწორედ აქ პოულობს სულიერ სიმშვიდეს, აგნებს თვის ჭეშმარიტ მოწოდებას და ცხოვრების მეგობარსაც იძენს.
13
ესე იტყოდა ზარატუსტრა
ავტორი: ფრიდრიხ ნიცშე მთარგმნელი: ერეკლე ტატიშვილი გამომცემლობა: კარპე დიემ დიდი გერმანელი მოაზროვნის ფრიდრიხ ნიცშეს თხზულება „ესე იტყოდა ზარატუსტრა“ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია, ტრაგიკული ეპოქის გულისშემძვრელი დოკუმენტი, რომელშიც წარმოდგენილია ღრმა საკაცობრიო იდეები. ამ ფილოსოფიური რომანის ქართული თარგმანი გერმანული ენიდან ეკუთვნის გამოჩენილ ქართველ ლიტერატორს ერეკლე ტატიშვილს, გასაიდუმლოებულად, რადგანაც კომუნისტური დიქტატურა კრძალავდა ნიცშეს სახელსაც კი, არამცთუ მისი უმთავრესი ქმნილების თარგმნასა თუ შესწავლა-გააზრებას. თუმც მთარგმნელი დაპატიმრებას მაინც ვერ გადაურჩა. მის მიერ შესრულებული ეს ბრწყინვალე თარგმანი კი რაღაც სასწაულით გადაურჩა სუკის ბრჭყალებს. ეს წიგნი ყველასთვისაა, ვისაც ასხია თვალნი ხედვად და ყურნი სმენად. და არავისთვისაა, ვისთვისაც დახშულია სახედველნი და სასმენელნი სულისანი. წიგნი გახლავთ მესამე შესწორებული გამოცემა
39
ესეები
ავტორი: ცისანა კვერნაძე-მიქაძე   წიგნი ,,ესეები'' გათვალისწინებულია, როგორც კლასგარეშე საკითხავი ქართული ლიტერატურის შემსწავლელთათვის. იგი მოკრძალებული ცდაა, მკითხვეელს მთლიანობაში გააცნოს და განაცდევინოს ქართული პოეზიის შედევრები. ,,ვეფხისტყაოსანი'' და შუმერული პოეზია ვაჟა ლირიკა  ,,გველისმჭამელი'' ,,ალუდა ქეთელაური'' ბარათაშვილი (პარალელები უცხოურ პოეზიასთან) ,,ლექსი ვეფხისა და მოყმისა" თავისუფლება ორი იგავი ,,იგი'' (ჯემალ ქარჩხაძე) ,,თოლია ჯონათან ლივინგსტოუნი'' (რიჩარდ ბახი) ,,ფაუსტის ორეული" (დავით წერედიანზე)
17.9
ესეები
ავტორი : ბერტრან რასელი მთარგმნელი : დიმიტრი უჩანეიშვილი     ბერტრან არტურ უილიამ რასელი – ბრიტანელი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მათემატიკოსი, საზოგადო მოღვაწე, პაგუოშის კონფერენციების ერთ-ერთი დამაარსებელი, ლოგიციზმის, ნეოპოზიტივიზმის და „ნეიტრალური მონიზმის“ წარმომადგენელი. 1910-1916 წლებში კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, ასევე აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორი.  რასელის ესსეისტიკა გამორჩეულ ადგილს იკავებს დიდი ბრიტანელის შემოქმედებაში.  წინამდებარე წიგნში შეტანილი ესსეები, ერთი მხრივ, ათეისტურ-აგნოსტიკური ხასიათისაა („რატომ არ ვარ ქრისტიანი“, „არსებობს თუ არა ღმერთი“, „რელიგიის სასარგებლო წვლილი ცივილიზაციის განვითარებაში?“, „რა არის სული“), რომლებშიც მეცნიერი ერთმნიშვნელოვნად რელიგიის საწინააღმდეგო პლატფორმაზე დგას, რომელსაც კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთ უდიდეს შემაკავებელ ფაქტორად თვლიდა.  ცალკე უნდა გამოვყოთ ფილოსოფოსის სკეპტიკური ხასიათის სამი ესსეი: „ათეისტი ვარ თუ აგნოსტიკოსი“, „რატომ ვარ რაციონალისტი“ და „სკეპტიციზმის ღირებულების შესახებ“, სადაც ბერტრან რასელი სამყაროსა და სინამდვილისადმი დამოკიდებულების მოდელს გვთავაზობს. ესეიში „ადამიანის მომავალი“ დიდი ფილოსოფოსი სამყაროს სოციალურ-პოლიტიკური განვითარების გზებს აყალიბებს. ამავე კრებულში გთავაზობთ ყველაზე ცნობილ, ყველაზე პესიმისტურ, ყველაზე პოეტურ და ამავდროულად, სიცოცხლის მამკვიდრებელ ესეის, „თავისუფალი ადამიანის თაყვანისცემა“, რომელიც, ობიექტური აზრის არარსებობის პირობებში, ჭეშმარიტებისა და სრულყოფილებისკენ სწრაფვის მოწოდებას წარმოადგენს.
12
ესთეტიკური თეორია
ავტორი: თეოდორ ვიზენგრუნდ ადორნო მთარგმნელი: დევი დუმბაძე »ესთეტიკური თეორია« გერმანელი ფილოსოფოსის, თეოდორ ვ. ადორნოს, ერთ-ერთი, თუ არა ყველაზე, მნიშვნელოვანი ნაშრომია. ის 1970 წელს, ავტორის გარდაცვალების შემდეგ, გამოიცა. წინამდებარე გამოცემა ამ მე-20 საუკუნის ფილოსოფიური ესთეტიკის კრიტიკული ნაშრომის პირველი ქართული თარგმანია. წიგნში ადორნო თანამედროვე საზოგადოების საკუთარ ფილოსოფიურ და სოციოლოგიურ კრიტიკას განავრცობს პრატაქტიკულ სტილში ჩამოყალიბებული არგუმენტით: რადგან ისტორიულად ფორმირებული ინსტრუმენტული გონება თავად შეზღუდულია, მისი თეორიაც, როგორც ასეთი, თავად უნდა შეიცვალოს – გახდეს ესთეტიკური. ეს კი ნიშნავს: ესთეტიკური გამოცდილება, არარეგლამენტირებული მიმეზისის ფორმა, რომელიც შესაძლებელი რჩება როგორც მოდერნის ხელოვნებაში, ისე ბუნების მშვენიერის შემთხვევაში, უნდა აღიწეროს როგორც საქონლური საზოგადოების ყოვლადმყოფი გონების კრიტიკის ფორმა. წიგნში განხილულია თანამედროვე ხელოვნების სიტუაცია, დამკვიდრებული ხელოვნების თეორიების კრიტიკა, ბუნების და ხელოვნების მშვენიერის, მოვლენის, უშნოსა და დისონანსის, მოჩვენების და გამოხატულების, ხელოვნების მეტაფიზიკური ჭეშმარიტების შიდაარსის, სიმწყობრის და საზრისის, სუბიექტ-ობიექტის ცნებები; ასევე, თეორიები ხელოვნების ნაწარმოებების და ხელოვნების საწყისის შესახებ, ხელოვნების და საზოგადოების ურთიერთობა. წიგნს ახლავს მთარგმნელისა და გამომცემლის, დევი დუმბაძის, კრიტიკული ბოლოსიტყვაობა »ხელოვნება და ხსნა«.
36.5
ესქილე-ტრაგედიები
მთარგმნელი: ლევან ბერძენიშვილი სულაკაურის გამომცემლობა ესქილე ელევსისში, არისტოკრატიულ ოჯახში დაიბადა და ელევსისის მისტერიებმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა. ელევსისმა ესქილეს შემოქმედებას მისტიკურ-ფილოსოფიური მიმართულება მისცა, ხოლო ათენი და დიონისეს თეატრი მის ნამდვილ არენად იქცა. სწორედ ამიტომ ესქილე გახდა არა ლიტურგიული ჰიმნებისა და კანტატების მომღერალი, არამედ დიდი ტრაგიკული პოეტი. ის ათენის სცენის ნამდვილი მეფე იყო, ათენელი მაყურებელი ესქილეს, უბრალოდ, აღმერთებდა. ის ერთადერთი ავტორი იყო, რომლის პიესები მისი სიკვდილის შემდეგაც იდგმებოდა. უნდა ითქვას, რომ სოფოკლეს გამოჩენამდე ესქილეს ღირსეული მეტოქე არ ჰყოლია. ეპოქა, რომელშიც ესქილეს მოუწია მოღვაწეობა, ბერძნების ცხოვრებაში მთავარი აღმავლობის ეპოქად მიიჩნევა. საბერძნეთში, ატიკაში საფუძველი ეყრებოდა მსოფლიოში უნიკალური დემოკრატიის მშენებლობას. ეს იყო ისტორიის ის ერთ-ერთი ბედნიერი ხანა, როდესაც ინდივიდი თავის თავს დიდი და მნიშვნელოვანი ერთობის ნაწილად იცნობიერებდა. მაგრამ, ამასთან, ეს იყო ახალი ბერძნული სახელმწიფოსთვის ურთულესი გამოცდის ჟამი. საბერძნეთს უზარმაზარი და ძლევამოსილი სპარსეთის იმპერია დაუპირისპირდა. აღსანიშნავია, რომ ეპიტაფიაში, რომელიც ესქილემ საკუთარ თავს დაუწერა, მან ხაზი გაუსვა ომებში გმირულ მონაწილეობას და ერთი სიტყვითაც არ ახსენა, რომ იგი თავისი ეპოქის უდიდესი ხელოვანი იყო.
18.9
ეტიუდები სიყვარულზე
ავტორი : ხოსე ორტეგა-ი-გასეტი ხოსე ორტეგა-ი-გასეტი – მე-20 საუკუნის ესპანელი მოაზროვნე, ფილოსოფოსი, სოციოლოგი. ეს გამოცემა შედგება ხოსე ორტეგა-ი-გასეტის ორი დიდი ესეისგან, 1. ეტიუდები სიყვარულზე, 2. ფიქრები „დონ კიხოტზე“ (რა არის რომანი). პირველ ესეი ეთმობა სიყვარულს, სიყვარულის ნიშნებს გამოგონილ სიყვარულს, სრულყოფილების სიყვარულს, სიყვარულის სხვადასხვაობას, არჩევანს სიყვარულში, სასიყვარულო ისტორიების რიგს, სიყვარულის ყოველდღიურ გავლენას, ჩვენს „შეცდომებს“ სიყვარულში, სასიყვარულო შერჩევას და ა.შ. მეორე ესეი ეთმობა რომანის მნიშვნელობას სათაურით – ფიქრები „დონ კიხოტზე“, რომელსაც ავტორმა „მცირე ტრაქტატი“ უწოდა რომანზე, სადაც საუბარია რომანის ჟანრებზე, დამრიგებლურ რომანეზე, ეპოსზე, წარსულის პოეზიაზე, რაფსოდზე, სარაინდო რომანებზე, პოეზიასა და სინამდვილეზე, სინამდვილეზე როგორც მითის ფერმენტზე, რეალისტურ პოეზიაზე, მიმზე, ტრაგედიაზე, კომედიაზე, ტრაგიკომედიაზე და ა.შ.
16
ეფი ბრისტი
ავტორი: თეოდორ ფონტანე მთარგმნელი: დალი ბუჩუკური თეოდორ ფონტანე (1819-1898 წ წ.) გერმანული რეალიზმის ცენტრალური ფიგურაა. მან საფუძველი ჩაუყარა სოციალურ რომანს, როგორც ჟანრს და უდიდესი გავლენა მოახდინა გერმანელი მწერლების მთელ პლეადაზე, რომელთაგან საგანგებოდ უნდა გამოვყოთ თომას მანი. მისი რომანი „ბუდენბროკები“ დიდწილად ფონტანეს სტილს ეფუძნება, რაც თომას მანმა აღნიშნა კიდეც თავის ვრცელ ესეში „მოხუცი ფონტანე“ (1910 წ.). თეოდორ ფონტანეს ლიტერატურული მემკვიდრეობა ხელახლა გადააფასეს XXI საუკუნის დამდეგს. ფონტანე – ბრანდენბურგელი-პრუსიელი მწერალი ამიერიდან აღიარებულია ეროვნულ გერმანელ ავტორად და მისი ნაწარმოებების მკითხველთა რეიტინგიც საგრძნობლად გაიზარდა. თეოდორ ფონტანეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანი „ეფი ბრისტი” (1894/1895 წწ.) იმავე პრობლემას ეხება, რასაც ფლობერის „მადამ ბოვარი“ (1856/1857 წწ.) და ტოლსტოის „ანა კარენინა“ (1877/1878 წ წ.). ვილჰელმინურ ერაში არისტოკრატული და ბიურგერული საზოგადოება სასტიკად კიცხავს და რიყავს თავისი რიგებიდან ქალს, რომელიც არღვევს ამ საზოგადოების მიერვე დაწესებული მორალური კოდექსის ჩარჩოებს. თეოდორ ფონტანეს რომანში „ეფი ბრისტი” ასახულია ახალგაზრდა ქალის ცხოვრება, რომელიც მსხვერპლად ეწირება პრუსიული მაღალი საზოგადოების მანკიერებას, ზნედაცემულობასა და უსულგულობას. რომანის სიუჟეტის არქიტექტონიკა და მძაფრი ფსიქოლოგიური და მორალური ნარატივი უთუოდ დააინტერესებს ქართველ მკითხველსაც. რომანი თარგმნილია მრავალ ენაზე. არსებობს მისი რამდენიმე კინოეკრანიზაცია.
13.95
ექვსი თავსატეხი დონ ისიდრო პაროდისთვის; 2 დაუვიწყარი ფანტაზია; მოდელი მკვლელობისათვის
ავტორი: ბორხესი ხორხე ლუის; კასარესი ადოლფო ბიოი თარგმანი: ქეთი ჯიშიაშვილი  ხორხე ლუის ბორხესისა და ადოლფო ბიოი კასარესის ერთობლივი ნაწარმოებები: "ექვსი თავსატეხი დონ ისიდრო პაროდისთვის", "ორი დაუვიწყარი ფანტაზია", "მოდელი მკვლელობისთვის", "მოკლე და უცნაური მოთხრობები".
18
ექვსი ნოეს კიდობანი
ავტორი: ეკატერინე ტოგონიძე   ექვსი ამბავი. ექვსი პერსონაჟი. მოქმედების ადგილი და დრო: საქართველო. 1918-1921 წლები. პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა.   „მაშინ საქართველო რაღაცნაირად მოულოდნელად და თითქოს არაკანონზომიერად, რამდენიმე წლით იქცა თანამედროვე, პროგრესულ, ევროპულ, დემოკრატიულ ქვეყნად. სწორედ ამიტომ ძალიან ბუნებრივია დღევანდელ, ისევ გზისგასაყარზე მდგარ ქვეყანაში ასეთი ცხოველი ინტერესი იმ დროის მიმართ.    „ექვსი ამბავი“ არ არის ტრაქტატი, მას თავისი – მხატვრული – ფორმა აქვს მოძებნილი. ეკატერინე ტოგონიძემ შეძლო ისტორია დღევანდელობის ყოფით სივრცეში მოექცია.   მწერალთა სახლის კაფე, მხატვრის სახელოსნო, ბიჭი, რომელსაც მუზეუმმა შეუკვეთა ერთ-ერთი პირველი დეპუტატი ქალის – მინადორა ტოროშელიძის პორტრეტი; მეორე ქალი დეპუტატის – ქრისტინე შარაშიძის ამბავს წერდა კაცი, რომელმაც მხედველობა დაკარგა, ახლა ამ ამბით მისი შვილიშვილი ინტერესდება; ქუჩა, რომელსაც კიდევ ერთი დეპუტატი ქალის სახელი მიენიჭა, მისი დატბორილი სარდაფი, სადაც საფრანგეთიდან ჩამოსული საბა პოულობს დოკუმენტებს მისი ბაბუის იმ დროში დამსმენობის შესახებ. ბათუმის უნივერსიტეტი, სტუდენტი ელენე, რომელმაც არაფერი არ იცის ნიკო ნიკოლაძის შესახებ. ტელე-თამაში „რა? სად? როდის?“, სადაც ერთ-ერთი შეკითხვა კიდევ ერთ დეპუტატ ქალს ეხება. და ბოლოს, თეატრის სცენა, „ნოეს კიდობნის“ რეპეტიცია, მსახიობები, რომლებიც ნოე ჟორდანიას ექვს სხვადასხვა სახეს განასახიერებენ... ეს კარგად მოფიქრებული ქარგა აძლევს საშუალებას ავტორს ბევრი რამ გვიამბოს ერთი მრავლისმთქმელი ეპოქის და იმ დროის ადამიანების შესახებ.   ერის მეხსიერება შედგება ჟამთაღმწერელთა, ისტორიკოსთა, მოგზაურთა, მწერალთა მონათხრობიდან. ეს მონათხრობი იფილტრება საუკუნეთა მანძილზე და ჩვენამდე აღწევს ის, რაც მართლა ღირებული და მნიშვნელოვანია... რასაც შეუძლია გავლენა მოახდინოს დღევანდელობაზე, და მასთან ერთად მომავალზე.“ – ლანა ღოღობერიძე
19.95
ექიმ დულიტლის თავგადასავალი (7-9 წლიდან)
ავტორი: ჰიუ ლოფტინგი მთარგმნელი:მაია წითაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა       დიდი ხნის წინ პატარა ქალაქში, რომელსაც გუბისპირეთი ერქვა, ცხოვრობდა ერთი ძალიან ჭკვიანი და სახელგანთქმული ექიმი, სახელად – ჯონ დულიტლი. ექიმ დულიტლს უზომოდ უყვარდა ცხოველები და მრავლადაც ჰყავდა სახლსა თუ ეზოში. რა ცხოველსა და ფრინველს აღარ შეხვდებოდით მასთან, მაგრამ იხვი დებ-დები, ძაღლი ჯიპი, გოჭი გაბ-გაბი, თუთიყუში პოლინეზია და ბუ ტუ-ტუ მაინც განსაკუთრებულად უყვარდა. ჯონ დულიტლი მართალია, ჭკვიანი და სახელგანთქმული ექიმი იყო, მაგრამ ცხოველთა სიმრავლის გამო ხალხი თანდათან ერიდებოდა მასთან გასასინჯად მისვლას, პაციენტთა რიცხვი თანდათან კლებულობდა, ბოლოს კი თითქმის აღარავინ მიდიოდა… წაიკითხეთ ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს შესანიშნავი წიგნი და გაიგებთ, რა უცნაური და საინტერესო ამბები გადახდა ექიმ ჯონ დულიტლს მას შემდეგ, რაც ცხოველთა ენა ისწავლა და მათი ექიმი გახდა! მოსწავლის ბიბლიოთეკა ხუთ ასაკობრივ კატეგორიად იყოფა. თითოეულ კატეგორიაში თავმოყრილია შესაბამისი სირთულის ტექსტები. სერიაში შესული არცერთი ნაწარმოები არ არის შემოკლებული.  
8.9
ექიმი ვაივიში და სხვა ლექსები
ავტორი: კორნეი ჩუკოვსკი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი  სულაკაურის გამომცემლობა კორნეი ჩუკოვსკი XX საუკუნის რუსი საბავშვო მწერალია, რომლის ლექსები დღესაც ძალიან პოპულარულია. ყველა ბავშვს გაახალისებს ცხოველების ექიმ ვაივიშის საინტერესო თავგადასავალი, ღიპუცელა ბუზი-ბუზანკალის სახიფათო ისტორია და საბრალო ტელეფონის ამბები, რომელსაც ცხოველები წარამარა ურეკავენ და მოსვენებას არ აძლევენ. ჩუკოვსკის ყველაზე ცნობილი სამი ლექსი ქართველი ბავშვებისთვის ხელახლა ითარგმნა.
15.9