santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
ვითამაშოთ ფერებით
ავტორი: ერვე ტიულე   ასაკი: 2-5 წელი „ბავშვის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია მასთან აქტიური ურთიერთობა – ერთად თამაში, საუბარი, წიგნის კითხვა სულ პატარა ასაკიდან… სამყაროს უკეთ შეცნობასა და აუცილებელი ემოციური კავშირის დამყარებაში ბავშვებს სწორედ თქვენი ჩართულობა ეხმარება. წიგნის ერთად კითხვა ურთიერთობის სასიამოვნო საშუალებაა; ამასთან, ის მოსმენილის გაგებისა და გააზრების უნარის ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს. წაუკითხეთ ეს წიგნი თქვენს პატარას, დაეხმარეთ, შეასრულოს წიგნში მოცემული ყველა მოქმედება და აღმოაჩენთ, რომ ბავშვს ბევრი მნიშვნელოვანი ფსიქიკური უნარი განუვითარდება, მათ შორის –მეხსიერების, მეტყველების, ყურადღების კონცენტრაციის, წარმოსახვის, კომუნიკაციისა თუ პრობლემის გადაჭრისა… გაატარეთ დრო თქვენს პატარასთან ერთად სახალისოდ და შინაარსიანად.“ ნატა მეფარიშვილი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი
15.9
ვიკინგები - წიგნი მოძრავი ნახატებით
8 თვალწარმტაცი მოძრავი ნახატი ვიკინგთა წარმოუდგენელი სამყაროს სამ განზომილებაში სანახავად: თქვენ ყველა მათ საიდუმლოს გაიგებთ, გაეცნობით მათ ყოველდღიურ ცხოვრებას, დაესწრებით დელიკატესებით სავსე დიდებულ ნადიმებს და ყველაზე მამაცი მეომრების მხარდამხარ იბრძოლებთ. თავს ნამდვილ გმირად იგრძნობთ! ასაკი: 6-8 წლამდე
27.95
ვილეტი
ავტორი: შარლოტ ბრონტე სერია: იკითხე კლასიკა   "ლიუსი სნოუ ობოლი ქალიშვილია, რომელსაც არც ფული აქვს და არც ნათესავები ჰყავს. სამაგიეროდ მიღებული აქვს კარგი განათლება, ძლიერი ხასიათი და სხარტი აზროვნება, რაც საკმარისია იმისათვის, რომ მარტო გაემგზავროს ევროპაში და იპოვოს სამუშაო როგორც ინგლისურის მასწავლებელი გოგონათა სკოლა-პანსიონში. სწორედ იქ, მძიმე ყოველდღიურ შრომასა და ინტრიგების ატმოსფეროში გადაეყრება სრულიად განსხვავებულ ორ მამაკაცს _ ინგლისელ ჯონსა და ბელგიელ პოლს. პირველი ლიუსიში თბილ სიმპათიას იწვევს, მეორე _ ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობების მთელ კონას. გახდება თუ არა რომელიმე მათგანი მისი სიყვარული და ბედისწერა?.."
16.95
სიახლე
ვილნიუსის ლექციები სოციალურ ფილოსოფიაში  (ფიზიკური მეტაფიზიკის გამოცდილება)
ავტორი: მერაბ მამარდაშილი მთარგმნელი: რუსუდან ავალიშვილი გამომცემლობა: ალეფი ყდა: რბილი
20
ვინ მოკლა ჩაიკა ?
ავტორი: ანა კორძაია - სამადაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
9.9
ვინი პუჰის თავგადასავლები
ვინი პუჰი ყველა ბავშვისთვის საყვარელი და განუმეორებელი პერსონაჟია. ოთხი ჯადოსნური მოთხრობა, რომელიც გიამბობთ ყველასათვის საყვარელი დათუნია პუჰისა და მისი მეგობრების თავგადასავლებს.   ვინი პუჰი აგრეთვე ცნობილი როგორც დათუნია ვინი,  — მწერალ ალან მილნის წიგნების პერსონაჟი წიგნებიდან „ვინი პუჰი“ (1926) და „სახლი პუჰის კუთხეში“ (1928). პუჰის შესახებ ლექსი მილნმა აგრეთვე გამოაქვეყნა საბავშვო წიგნში „როდესაც ძალიან პატარები ვიყავით“ (1924) და უფრო მეტი — წიგნში „ახლა ექვსი წლის ვართ“. ოთხივე წიგნის ილუსტრატორია ერნესტ შეპარდი. პუჰის შესახებ ისტორიები ნათარგმნია მრავალ ენაზე. არსებობს მისი თავგადასავლების ეკრანიზაციები. ძირითადად ცნობილია უოლტ დისნეის სტუდიების ფილმები და სატელევიზიო სერიალები და თედორე ხიტრუკის მიერ გადაღებული სამი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. დათუნია ვინიმ თავისი სახელი, ისევე როგორც პერსონაჟების უმეტესობამ, ალან მილნის ვაჟიშვილის — კრისტოფერ რობინ მილნის სათამაშოებისაგან მიიღო (გამონაკლისები არიან ბუ და კურდღელი). თავად ალანის ვაჟიშვილი კი, კრისტოფერ რობინის პერსონაჟის პროტოტიპი იყო. ამჟამად კრისტოფერ რობინის სათამაშო დათვი გამოფენილი არის ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკის მთავარ ფილიალში.  
19.95
ვინი პუჰის საშობაო თავგადასავალი
რა არის შობა? აი, ვინი პუჰის პასუხიც: შობა, უწინარესად, მეგობრებზე ზრუნვა, მათ გასახარად ფუსფუსი და მათთან ერთად შობის გაზიარებაა! ამ დღეს სამყარო გამოუთქმელად ლამაზი ხდება, რადგან ყველას ერთი საზრუნავი გვაქვს - მეგობრებისთვის საჩუქრების შერჩევა და მათი გახარება. მოდი, შევუერთდეთ ვინის და მის მეგობრებს და დავეხმაროთ სანტა-კლაუსს საჩუქრების დარიგებაში! იქნებ, ამ დროს ჯადოსნური ვარსკვლავიც მოწყდეს ცას და ყველა სურვილი აგვიხდეს. შობა ხომ ჯადოსნური დღესასწაულია!
27.95
ვინი ფუჰი
ავტორი: ა. ა. მილნი სერიის დასახელება: კლასგარეშე საკითხავი „ვინი ფუჰი“ საქვეყნოდ ცნობილი წიგნია. ეს წიგნი პირველად 1926 წელს გამოიცა და მაშინვე მოიპოვა ბავშვებისა და მათი მშობლების სიყვარული. დათუნია ვინის, მისი მეგობარი გოჭიკოსა და ტყის სხვა ბინადრების ამბები ალან ალექსანდერ  მილნმა თავისი ვაჟის, ქრისტოფერ რობინისთვის დაწერა. მას შემდეგ „ვინი ფუჰი“ მილიონობით ბავშვის საყვარელ საკითხავად იქცა. ძველი თარგმანისაგან განსხვავებით, რომელიც წიგნის არასრული რუსული ვარიანტიდან იყო შესრულებული, ეს გამოცემა ორიგინალის ენიდან ითარგმნა და „ვინი ფუჰის“ ორივე წიგნის სრულ ტექსტს შეიცავს.
14.95
ვინილომაგია ვინილომანია
ავტორი:  თემურ ტონია   ის გასული საუკუნის 50-იან წლებში მოევლინა სამყაროს, მრავალმილიონიანი ტირაჟებით დაფარა დედამიწა და მილიონობით ადამიანს მიუტანა მუსიკა აბსოლუტურად სრულყოფილი სახით. მისი წყალობით, მუსიკა გასცდა ტრადიციულ, სახელოვნებო სივრცეს და იქცა სოციალურ ფენომენად, რომელმაც განაპირობა სრულიად ახალი კულტურული ტენდენციების, მსოფლმხედველობისა და ცხოვრების წესის დამკვიდრება. რა გახდა დღეს, 21-ე საუკუნეში, „ბებერი" ვინილის ხელახალი გაცოცხლების მიზეზი? ამ კითხვაზე პასუხს ამოიკითხავთ ამ წიგნში ...
12.95
ვინსენტ ვან გოგი
მთარგმნელი: გურანდა დათაშვილი სერია: დიდი მხატვრები ვინსენტ ვან გოგი (1835-1890) - შემოქმედებითი გენია.განსაკუთრებული ძალისა და ექსპრესიული ენერგიის წყალობით, მისი ნამუშევრები მძაფრ ემოციებს აღძრავს და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს. მხატვრის სულიერი ტანჯვითა და შეჭირვებული ყოფით აღსავსე ხანმოკლე სიცოცხლე, რომელსაც ტრაგიკული აღსასრული მოჰყვა, მისი ბიოგრაფიული ტილოა. ვან გოგმა გამუნეორებელი სტილი შექმნა - დიმამიკური, ვიბრაციული და მშფოთვარე. მრავალფეროვანი პალიტრით მან ხელოვნების ისტორიაში სრულიად ახლებურად ასახა პეიზაჟები, სახეები და საგნები.
25
ვის უხმობს ყორანი
ავტორი:  მეგი სტივოთერი მთარგმნელი:  არჩილ რაჭველი სერია: ლიბერთინს   საუკუნეების შემდეგ მოზარდი გოგონა დილემის წინაშე დგას - როგორ მოიქცეს, როდესაც მისი შეყვარება ნებისმიერს სასიკვდილო საფრთხეს უქადის. ცხოვრებისეული გზების ძიება გოგონას ოთხ ბიჭს შეახვედრებს, რომელთანაც, წესით, არაფერი უნდა ჰქონოდა საერთო... იქ სადაც ამქვეყნიურსა და იმქვეყნიურს შორის საზღვარი იშლება, იქ, სადაც ზურგს უკან ბედისწერის სუნთქვას გრძობ, იქ, სადაც ღმერთის ძიებაში სატანას არსებობა არ უნდა დაგავიწყდეს, გოგნამ და ოთხმა ბიჭმა უნდა გაარკვიონ, ვის უხმობს ყორანი.
15
ვისთვის გალობს შაშვი
ავტორი: ლანა ღოღობერიძე სულაკაურის გამომცემლობა ქართველი კინორეჟისორი, დიპლომატი, მთარგმნელი, პუბლიცისტი და მხატვარი ლანა ღოღობერიძე იმ თაობას მიეკუთვნება, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია საბჭოთა რეჟიმის დამთრგუნველი ძალა. ბავშვობის ტრავმებმა დიდად განსაზღვრეს მისი შემოქმედება. „ვისთვის გალობს შაშვიც“ გადატანილი ტკივილების ამოძახილია. მაგრამ მთელი ცხოვრების გამოცდილების შედეგად, ავტორი მიდის დასკვნამდე, რომ განსაცდელი და განსაკუთრებით საყოველთაო განსაცდელი, მხოლოდ ამძაფრებს სიცოცხლის სიყვარულს და სამყაროს მშვენიერების შეგრძნებას. პოეზიას და ბუნების სილამაზეს ძალუძს, დააცხროს ყოველგვარი ტკივილი და სულის თავშესაფრად იქცეს, ამისთვის კი ხანდახან ისიც საკმარისია − გაყუჩდე და ყური მიუგდო შაშვის მოულოდნელ გალობას პანდემიით დადუმებულ ქალაქში.
11.9
ვისწავლოთ თამაშ-თამაშით ანბანი
"ყუთში გელოდებათ: 33 ბარათი ზომით 10X10სმ პოსტერი ზომით 25,5X43სმ წიგნები ზომით 14,8X21სმ"   ასაკი:  0-3 წლამდე
39.95
ვისწავლოთ ლაზური
ავტორი:ნათია ფონიავა   „ვისწავლოთ ლაზური“ თვითმასწავლებლის ტიპის გამოცემაა. მასში შესულია 30 გაკვეთილი. მარტივად ახსნილ გრამატიკულ საკითხებს ახლავს სავარჯიშოები, რომელთა პასუხებიც წიგნს ბოლოში ერთვის. თემების მიხედვით შერჩეული ლექსიკის გამოყენებით შედგენილი დიალოგები და ტექსტები ქართულ თარგმანთან ერთადაა წარმოდგენილი. ნაშრომს დართული აქვს ლაზურ-ქართული და ქართულ-ლაზური ლექსიკონებიც.   წიგნს ახლავს სრული აუდიოვერსია, რომლის მოსმენა შესაძლებელია ბმულზე. ეს ენის შემსწავლელს მისცემს საშუალებას მისთვის მოსახერხებელ გარემოში მოისმინოს და აითვისოს ბუნებრივი ლაზური მეტყველება.   თანამედროვე ყოფამ და ცივილიზაციამ, სხვა, ათასობით მცირე ენის მსგავსად, დიდი საფრთხის წინაშე დააყენა მეგრულ-ლაზური და სვანურიც. რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი საუბრობს ამ ენებზე. გამომცემლობა „არტანუჯმა“ გადაწყვიტა, თავისი წვლილი შეიტანოს ქართველური ენების პოპულარიზაციის საქმეში. 2021-2022 წლებში დაინტერესებულ საზოგადოებას შევთავაზეთ მეგრული და სვანური ენების თვითმასწავლებლები. ამჯერად კი, დაპირებისამებრ, სერიას მომდევნო წიგნი – ლაზური ენის თვითმასწავლებელი შეემატა. „არტანუჯის“ ორგანიზებით დავიწყეთ ქართველურ ენათა სასწავლო კურსებიც, რომელსაც აღნიშნული წიგნების ავტორები უძღვებიან.
24.5
ვისწავლოთ მეგრული
ავტორი: ნათია ფონიავა   „ქართველები მდიდარი ხალხი ვართ. ამ სიმდიდრის უპირველესი ნიშანი მრავალფეროვნებაა, ყველგან რომ ვლინდება: ნაირგვარ გეოგრაფიულ გარემოსა თუ კონტრასტულ კლიმატურ ზოლებში, მადისაღმძვრელ კერძებსა თუ მრავალხმიან სიმღერებში, ხალხურ არქიტექტურასა თუ ტრადიციულ მეურნეობაში, ხასიათის თავისებურებებსა თუ ენა-დიალექტებში...   ქართველურ ენათა კვლევის საქმეს დიდი ისტორია აქვს და ამისთვის რამდენიმე თაობის არაერთ მეცნიერს ეკუთვნის ქებათა ქება. თუმცა, მეორე მხრივ, თანამედროვე ყოფამ და ცივილიზაციამ, სხვა, ათასობით მცირე ენის მსგავსად, დიდი საფრთხის წინაშე დააყენა მეგრულ-ლაზური და სვანურიც. რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი საუბრობს ამ ენებზე, განსაკუთრებით – ბავშვები და ახალგაზრდები.   გამომცემლობა „არტანუჯმა“ გადაწყვიტა, თავისი წვლილი შეიტანოს ქართველური ენების პოპულარიზაციის საქმეში. ვისაც მეგრული ენის შესწავლა სურს, საუკეთესო გამოსავალს ვთავაზობთ. წიგნი, თანდართული ხმოვანი ვერსიით, უდიდეს დახმარებას გაუწევს თითოეულ ასეთ დაინტერესებულ ადამიანს.“ –  ბუბა კუდავა   აუდიოვერსიის მომზადებაში გაწეული თანადგომისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს .
14.95
ვისწავლოთ სვანური
ავტორი:მედეა საღლიანი   „ქართველები მდიდარი ხალხი ვართ. ამ სიმდიდრის უპირველესი ნიშანი მრავალფეროვნებაა, ყველგან რომ ვლინდება: ნაირგვარ გეოგრაფიულ გარემოსა თუ კონტრასტულ კლიმატურ ზოლებში, მადისაღმძვრელ კერძებსა თუ მრავალხმიან სიმღერებში, ხალხურ არქიტექტურასა თუ ტრადიციულ მეურნეობაში, ხასიათის თავისებურებებსა თუ ენა-დიალექტებში...   ქართველურ ენათა კვლევის საქმეს დიდი ისტორია აქვს და ამისთვის რამდენიმე თაობის არაერთ მეცნიერს ეკუთვნის ქებათა ქება. თუმცა, მეორე მხრივ, თანამედროვე ყოფამ და ცივილიზაციამ, სხვა, ათასობით მცირე ენის მსგავსად, დიდი საფრთხის წინაშე დააყენა მეგრულ-ლაზური და სვანურიც. რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი საუბრობს ამ ენებზე, განსაკუთრებით – ბავშვები და ახალგაზრდები.   გამომცემლობა „არტანუჯმა“ გადაწყვიტა, თავისი წვლილი შეიტანოს ქართველური ენების პოპულარიზაციის საქმეში. ვისაც სვანური ენის შესწავლა სურს, საუკეთესო გამოსავალს ვთავაზობთ. წიგნი და მისი აუდიო ვერსია უდიდეს დახმარებას გაუწევს თითოეულ ასეთ დაინტერესებულ ადამიანს.“ – ბუბა კუდავა
29.95
ვიტა
ავტორი: მელანია მაცუკო მთარგმნელი: ხათუნა ცხადაძე გამომცემლობა: ბბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: ლიტერატურული ოდისეა
17.9
ვიქნები თუნდაც განტენბაინი
ავტორი: მაქს ფრიში სერია: ლიტერატურული ოდისეა მთარგმნელი: დალი ფანჯიკიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
15.9
ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისკენ
ავტორი: რიჩარდ ფლენეგანი სერია: ლიტერატურული ოდისეა მთარგმნელი: გია ბერაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
19.9
ვოლოდიმირ ზელენსკი გმირის ტყავში
ავტორი: რეჟის ჟანტე-სტეფან სიოანი მთარგმნელი: მაკა კასრაძე   2022 წლის 24 თებერვალს დილის ექვსი საათიდან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ხაკისფერ მაისურში, ტაქტიკურ შარვალსა და ქურთუკში ვხედავთ. განადგურების საფრთხის მიუხედავად, ის ბანკოვაზე, უკრაინის დედაქალაქის, კიივის შუაგულში პრეზიდენტის რეზიდენციაში რჩება. ამ შენობის პომპეზური ელფერი სიურრეალისტური გახდა - ფანჯრებზე აფარებულია ქვიშით სავსე ტომრები, დაცვის ბიჭებმა კი კოსტიუმები ტყვიაგაუმტარი ჟილეტებით შეცვალეს.   შენობის ჰოლში წვერგაუპარსავი პრეზიდენტი ზელენსკი საერთაშორისო პრესას ინტერვიუებს კიბის საფეხურზე ჩამომჯდარი აძლევს. კაცი, რომელიც ქვეყანას 2019 წლიდან ჩაუდგა სათავეში, სწორედ ამ შენობაში გადაიქცა მხედარმთავრად, მთელი ერის გმირობისა და წინააღმდეგობის განსახიერებად; ერისა, რომელიც საკუთარი თავისუფლებისათვის ულმობელ ბრძოლაში ჩაება და სასიკვდილოდ გადადო თავი.   თუმცა ყოფილი მსახიობი და ტელეწამყავანი ამ როლისთვის არ იყო განკუთვნილი. ვინ არის კაცი, რომელიც პოლიტიკაში შეიჭრა და რომელზეც ნაწილობრივ დამოკიდებულია ევროპის ბედი? ამ წიგნის ორივე ავტორი შესაძლებლობას გვიქმნის, გავიცნოთ უშუალოდ ადგილზე, ახლო მანძლიდან დანახული ეს უჩვეულო პერსონაჟი.   რეჟის ჟანტე - პოსტსაბჭოთა სივრცის სპეციალისტი, RFI-ის, France 24-ისა და Le Figaro-ს კორესპონდენტი. იგი 20 წელიწადზე მეტია საქართველოში ცხოვრობს.   სტეფან სიოანი - 2013 წლიდან Libération-ის, Le Temp-ისა და RFI-ის კორესპონდენტი, იკვლევს ზელენსკის ფენომენის აღმასვლას და აშუქებს რუსულ-უკრაინულ ომს.
17.95
ვსწავლობთ შეხებით - პირველი სიტყვები
"ვსწავლობთ შეხებით" - ეს არის წიგნების სერია, რომლის მეშვეობითაც პატარები ბევრ ახალ სიტყვას ისწავლიან, დაათვალიერებენ ლამაზ ნახატებს და, რაც მთავარია, განუვითარდებათ ახალი უნარი - შეხებით შეგრძნება. წიგნში გამოყენებულია სხვადასხვა ფაქტურის ქსოვილი და ბავშვი ცხოველებსა და საგნებს გაიცნობს ტყავის, ბეწვის, ბუმბულისა თუ სხვა მასალის საშუალებით
19.95
ვსწავლობთ შეხებით - ცხოველები
"ვსწავლობთ შეხებით" - ეს არის წიგნების სერია, რომლის მეშვეობითაც პატარები ბევრ ახალ სიტყვას ისწავლიან, დაათვალიერებენ ლამაზ ნახატებს და, რაც მთავარია, განუვითარდებათ ახალი უნარი - შეხებით შეგრძნება. წიგნში გამოყენებულია სხვადასხვა ფაქტურის ქსოვილი და ბავშვი ცხოველებსა და საგნებს გაიცნობს ტყავის, ბეწვის, ბუმბულისა თუ სხვა მასალის საშუალებით
19.95
ვუთხრათ სიცოცხლეს ,,დიახ"!
ავტორი: ვიქტორ ფრანკლი სერია: დიოგენე NONFICTION მთარგმნელი: მაია ბადრიძე „...მოათრევენ თორმეტი წლის ბიჭს, რომლისთვისაც ბანაკში ფეხსაცმელი არ მოიძებნა და ამიტომ იძულებული იყო, საათობით მდგარიყო ფეხშიშველი თოვლში მოედანზე, მერე კი სიცივეში ემუშავა; ფეხის თითები მოჰყინვია და ამბულატორიის ექიმი გაშავებულ მოყინულ თითებს პინცეტით აძრობს. ტყვე ამ ყველაფერს უყურებს და ზიზღის, შიშის, თანაგრძნობისა და აღშფოთების განცდის უნარი დაჰკარგვია. ბანაკში ყოფნის რამდენიმე კვირის მანძილზე იმდენი გატანჯული ადამიანი, ავადმყოფი, მომაკვდავი და მკვდარი ნახა, რომ ჩვეულებრივ სანახაობად ქცეული ეს სცენა აღარ აღელვებს“. ამ წიგნის ავტორმა სამი წლის მანძილზე ოთხი საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეობა გამოსცადა. 37 წლის ვიქტორ ფრანკლს იქ მოხვედრისას უკვე დიდი გამოცდილება ჰქონდა ფსიქიატრიასა და ნევროლოგიაში. სწორედ ამ გამოცდილების პრიზმაში ხედავს იგი ბანაკის ყოფას. „ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“!“ (1946), წიგნი, რომელიც ბანაკს თავდაღწეულმა ავტორმა ცხრა დღეში დაწერა, „სიცოცხლის მეორე ნაპირიდან“ მომზირალი ადამიანების ფსიქოლოგიას აღწერს. ვიქტორ ფრანკლი (1905 – 1997), ავსტრიელი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი, ლოგოთერაპიის ფუძემდებელია. ლოგოთერაპია ვენური ფსიქოთერაპიის „მესამე სკოლაა“ (პირველი და მეორე ფროიდსა და ადლერს გულისხმობს). ფრანკლი თვლიდა, რომ პიროვნების უმთავრესი მოტივაცია ცხოვრების საზრისის ძიებაა, ფსიქოთერაპიის ამოცანა კი ამ საზრისის პოვნაში დახმარებაა. 
15.95
ვცადე
ავტორი: ივა ფეზუაშვილი     პირველი წიგნი, კაცმა რომ თქვას, დებიუტანტი ავტორის გაცნობისაა, სახელი და გვარი თუ დაგვამახსოვრა, უკვე დიდი საქმეა. ისეთი სადებიუტო კრებულებიც ვიცით, მართლა იშვიათი და საკვირველი ამბავი რომ უხარებიათ – ნამდვილი მწერლის დაბადების ამბავი. მე მგონი, არ უნდა მეშლებოდეს – ეს წიგნი ამგვარი შემთხვევაა. ამ ხუთი მოთხრობიდან ერთ-ერთი – ცა, ჩვენს ჟურნალში რომ დაიბეჭდა, მაშინ დავწერე: არილს ბევრი ახალგაზრდა გამოუყვანია ლიტერატურულ ასპარეზზე, მათგან საამაყოდ და თავის მოსაწონებლად რამდენიმე შემოგვრჩა და ისეთი ეჭვი მაქვს, ხვალ ივა ფეზუაშვილიც იმათ რიგში ჩადგება-მეთქი. ჩემდა სასიხარულოდ, რაც დრო გადის, უფრო და უფრო მიმტკიცდება ეს ეჭვი. (შადიმან შამანაძე)   „გამორჩეულია“, „ორიგინალურია“, „კარგი იუმორი აქვს“, – ასე შევაფასეთ ჟიურის წევრებმა სტუდენტურ კონკურსზე პირველ საპრიზო ადგილზე გასული ივა ფეზუაშვილის მოთხრობა. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და ივას ყოველი ახალი ტექსტის წაკითხვისას ვფიქრობდი, რომ ისინი წააგავდა კიბის საფეხურებს, კიბეს, რომელიც ცას უნდა მიადგა... და ცოტა ხანში ცაც გამოჩნდა, მოთხრობა, რომელმაც ტრადიციულად ჩამითრია, ჯერ ამბავს მომიყვა, დამაჯერა, მაცინა, გამაოცა და ბოლოს ისე მომიჭირა კისერში, მერე სადღაც გულთან, რომ მიწას დავხედე, ცას ავხედე და გავიფიქრე: „რა მაგარია, რომ ასე წერს!.." (თეონა დოლენჯაშვილი)
7.25