santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
ვაფლის გულები
ავტორი: მარია ფარი მთარგმნელი: თამარ კალანდაძე-ტაბახმელაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა განუყრელი მეგობრები ლენა და თრილე მათილდეს ყურეში ცხოვრობენ. ლენას თავგადასავლები უყვარს და შარშიც ხშირად ეხვევა თრილესთან ერთად. ბავშვები ხან მეზობლის ჯაგლაგს გამოიხსნიან სასაკლაოდან; ხან, როგორც ბიბლიური ნოე – კიდობანში, კატარღაზე შინაურ ცხოველებს მოათავსებენ; ხანაც, მსოფლიო ომის გასახსენებლად, ყველა რადიოს დიდ ორმოში ჩამარხავენ…
9.9
ვაფლის გულები
ავტორი: მარია ფარი მთარგმნელი: თამარ კალანდაძე-ტაბახმელაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   განუყრელი მეგობრები ლენა და თრილე მათილდეს ყურეში ცხოვრობენ. ლენას თავგადასავლები უყვარს და შარშიც ხშირად ეხვევა თრილესთან ერთად. ბავშვები ხან მეზობლის ჯაგლაგს გამოიხსნიან სასაკლაოდან; ხან, როგორც ბიბლიური ნოე – კიდობანში, კატარღაზე შინაურ ცხოველებს მოათავსებენ; ხანაც, მსოფლიო ომის გასახსენებლად, ყველა რადიოს დიდ ორმოში ჩამარხავენ… „ვაფლის გულების“ ავტორს, მარია ფარს ხშირად ადარებენ ასტრიდ ლინდგრენს და არცთუ უსაფუძვლოდ: მის წიგნში მოთხრობილი მხიარული, ხიფათიანი ამბები აუცილებლად გაგახსენებთ დიდ შვედ საბავშვო მწერალს, თუმცა, მეორე მხრივ, ახალგაზრდა ნორვეგიელი ავტორი სრულიად განსხვავებულ სამყაროს ქმნის, რომელშიც ბევრი სიკეთე, ერთგულება, სიყვარული და სევდაა. სწორედ ეს უმნიშვნელოვანესი ადამიანური თვისებები აერთიანებს „ვაფლის გულების“ ყველა პერსონაჟს – როგორც ბავშვებს, ისე უფროსებს.  
8.9
ვაცის ნადიმი
ავტორი: მარიო ვარგას ლიოსა მთარგმნელი: ლანა კალანდია სერია: 10 რომანი დიქტატურაზე გამომცემლობა: ინტელექტი
29.95
ვახტანგ ჯავახაძე ორტომეული (I)
„ვახტანგ ჯავახაძე სნაიპერია. ტყვიას ტყვიაში – სიტყვას სიტყვაში აჯენს. არ მახსენდება ქართულ პოეზიაში მასავით ზუსტი (აზრობრივად, კომპოზიციურად) და სწრაფი (დრამატურგიულად, სინტაქსურად ფრაზიდან ფრაზაზე გადასვლისას) პოეტი. იგი ექიმი-ფარმაკოლოგის სკრუპულოზური დეტალურობითა და სიზუსტით არჩევს ენის გლოსარიუმიდან სიტყვებს, როგორც ელემენტებს, რათა შექმნას ლექსი-წამალი, ან ლექსი-ტყვია, რომელიც გულსა და გონებაში მოხვედრისას უმალ თერაპიულად მოქმედებს.   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია ენის ლაბორატორიაში, ენის სახელოსნოში მედიკამენტივით მზადდება. მასთან დაცულია ყველა პროპორცია, თითოეული კომბინაცია და მიუხედავად ერთი შეხედვით ამ მათემატიკური სიზუსტისა და პედანტურობისა, მისი ლექსი ვერცხლის წყალივით სხარტია, ტყვიასავით აჩქარებულია. მკითხველი მას უნდა გაყვეს, გაეკიდოს, რათა იგრძნოს ლექსის მოქნილობა და დინამიურობა. თუ ჰიპოკრატეს ტემპერამენტთა კლასიფიკაციას დავესესხებით – ვახტანგ ჯავახაძის ლექსი ქოლერიკულია, ცეცხლოვანი და ფეთქებადი, რომელსაც თავად მუდმივად იმორჩილებს, არბილებს ცხენის ფაფარივით, ვარცხნის და ათვინიერებს.   მისი წიგნისთვის ბოლოთქმის დაწერის უხერხულობა თავად პოეტის ბიოგრაფიამ და ცხოვრებისეულმა ფაქტებმა გადამალახვინა. თავად სრულიად ახალგაზრდა ვახტანგ ჯავახაძე გალაკტიონის რედაქტორი გახლდათ, ჰოდა, რატომაც არა, არც მე დავარღვევ ტრადიციას და ვიქნები პოეტი-კლასიკოსის წიგნის ბოლოთქმის ავტორი. მითუმეტეს გადაუჭარბებლად და გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ვახტანგ ჯავახაძე მიყვარს, როგორც პოეტი და როგორც მკვლევარი, რომელმაც მრავალმხრივ გააცხადა დაფარული გალაკტიონი. როდესაც ხელს ვართმევ მას, ყოველთვის უცნაური განცდა მეუფლება, რომ ახლა და ამ დროს გალაკტიონთან მხოლოდ ერთი ხელის ჩამორთმევა მაშორებს, რომ ჯავახაძის უკან გალაკტიონი დგას. ვფიქრობ, თანამედროვეობისთვისაც ზუსტად ასეა, ვახტანგ ჯავახაძე ერთგვარი ხიდია გალაკტიონსა და ჩვენ შორის. სწორედ მასში გამოიზამთრა XX საუკუნის უცნობმა გალაკტიონმა და ჩვენამდე, XXI საუკუნის 20-იან წლებამდე ვახტანგ ჯავახაძით მოვიდა. ამისათვის ცალკე მადლობა ეკუთვნის პოეტ-მკვლევარს, რომლის პოეტური ტყვია-წამალი გულში გვჭრის და გვკურნავს.“ – რატი ამაღლობელი
29.9
ვახშამი
ავტორი: ჰერმან კოხი მთარგმნელი: ეკატერინე მაჩიტიძე სერია: წლის ბესტსელერი   ძმები, პაულ და სერჟ ლომანები, ცოლებთან ერთად ამსტერდამში ფეშენებელურ რესტორანში სავახშმოდ ხვდებიან ერთმანეთს. პოულ ლოუმანი ისტორიის ყოფილი მასწავლებელია, მისი ძმა სერჟი – მომავალი პრემიერ მინისტრი. მათი საუბარი თანდათან დრამად გადაიქცევა – ერთმანეთის მიყოლებით საშინელი ოჯახური საიდუმლოებები ამოტივტივდება და ირკვევა, რომ ორივე წყვილის შვილებს სასტიკი დანაშაული ჩაუდენიათ. სად არის გამოსავალი?
13
ვედურ ლექციათა კურსი – უპანიშადების მარადიული ღირებულებები
ავტორი : საი ბაბა მთარგმნელი : ვაჟა ნარიმანიძე     წიგნი მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ ადამიანს წარსულზე ფიქრი არ მართებს. გაუმაძღარმა დრომ უკვე შთანთქა იგი. მომავალიც არ უნდა გაღელვებდეთ, რადგან ის, რაც ბედად გაქვთ, მაინც მოხდება. ეცადეთ აწმყოში სრულად ენდოთ ყოვლისშემძლეს. დაე ღმერთის რწმენა სამკურნალო ბალზამი გამხდარიყოს ცხოვრების მწარე ტკივილებისთვის. ვინაიდან არ შეიძლება რწმენა ვუწოდოთ იმას, რაც არ იძლევა გამძლეობას, თვინიერებას და სიმშვიდეს. აქ თავმოყრილია საუბრები ყველაზე უფრო მთავარზე, რაც ჩვენამდე მოიტანა ვედების სიბრძნემ – უპანიშადებზე. 
11.7
ველოტური დანიაში #6
ავტორი: ანე-კატარინე ვესტლი მთარგმნელი: მანანა მათიაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   დედა, მამა, დიდედა და რვა ბავშვი გადაწყვეტენ, ველოსიპედებით დანიაში გაემგზავრონ. მართალია, მორტენი და მინა ჯერ პატარები არიან და პედლებს ვერ სწვდებიან, დიდედამ კი ველოსიპედის მართვა არ იცის, მაგრამ მამა ისეთ რამეს მოიფიქრებს, ყველა ერთად შეძლებს წასვლას. ჩვენს მხიარულ ტურისტებს წინ საინტერესო მოგზაურობა ელით: ქალაქ ოდენსეს ზოოპარკში ლომების ღრიალი და სპილოების ბუკ-ნაღარა შეაშინებთ, შემდეგ ჰანს ქრისტიან ანდერსენის სახლ-მუზეუმს ეწვევიან, კოპენჰაგენში კი გასართობ პარკს „ტივოლის“ ესტუმრებიან. წაიკითხე ორიგინალური ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი და იმოგზაურე დანიაში ნაცნობ მხიარულ ოჯახთან ერთად.
8.9
ველურ გულთან ახლოს / ვარსკვლავის დრო
ავტორი: კლარის ლისპექტორი სერია: ლიტერატურული ოდისეა მთარგმნელი: ნინო ლორთქიფანიძე კლარის ლისპექტორის პირველი ნაწარმოები, „ველურ გულთან ახლოს“ 1943 წელს გამოიცა. შინაგანი მონოლოგებით დაწერილი რომანი იმ დროის ბრაზილიურ ლიტერატურაში რევოლუციური მოვლენა გამოდგა და როგორც მკითხველთა ფართო წრის, ისე კრიტიკოსების აღტაცება დაიმსახურა. წიგნმა ბრაზილიის ლიტერატურის აკადემიის მიერ დაფუძნებული „გრასა არანიას ფონდის“ პრემია მიიღო. კლარის ლისპექტორი დღემდე რჩება ბრაზილიური ლიტერატურის იდუმალ ფიგურად. თავის ერთადერთ სატელევიზიო ინტერვიუში იგი საკუთარ თავს მწერალს არ უწოდებს: „პროფესიონალი არ ვარ, მხოლოდ მაშინ ვწერ, როცა მინდა. მოყვარული ვარ და მინდა ასეთად დავრჩე… ვფიქრობ, ჩემი გაგება არა გონების, არამედ გრძნობის საქმეა, ან მოქმედებს შენზე, ან არა“. „სინამდვილეში მსახიობი უფრო ვარ, ჯერ მარტო პუნქტუაციით, ინტონაციით ვჟონგლიორობ, სხვის სუნთქვას ვაიძულებ, ჩემს ტექსტს გამოჰყვეს“,  – ამბობს კლარისი პერსონაჟის ენით თავის უკანასკნელ რომანში „ვარსკვლავის დრო“ (1977). როგორც  ამ ნაწარმოების შესახებ თავად აღნიშნავდა, „ეს არის გოგოს ისტორია, რომელიც ისეთი ღარიბია, რომ მარტო ჰოთ-დოგს ჭამს. თუმცა ამბავი ამაზე არ არის… ის ფეხქვეშ გათელილ უმანკოებაზეა, უცნობ სიღატაკეზე“.
16.9
ველური დეტექტივები
ავტორი: რობერტო ბოლანიო მთარგმნელი: დოდო ყვავილაშვილი გამომცემლობა: სულაკაურის გამომცემლობა „ველური დეტექტივები“, როგორც ნამდვილ სამხრეთ-ამერიკულ პროზას შეეფერება, მოქმედებისა და მოძრაობის სიუხვითაა გამორჩეული. სიმწყობრის და თანმიმდევრულობის დამფასებლები, შესაძლოა გულაცრუებულებიც დარჩნენ. ეს კვაზი-ავტობიოგრაფიული ამბავია მეგობრობის, პოეზიის და დიქტატურების შესახებ. ნამდვილი სამხრეთ-ამერიკული ვნებით, თხრობის კინემატოგრაფიული მანერით, პოეზიის არანორმალური ცოდნით და სიყვარულით, ავტორი სამხრეთ-ამერიკულ პოეზიას, ახალგაზრდული კონტრკულტურული მოძრაობების ჩამოყალიბების პროცესს, ლიტერატურულ ბოჰემას და ადგილზე არსებულ პოლიტიკურ კონტექსტს გვაცნობს.  
24.9
ველური თუთა
ავტორი: იმან ჰუმაიდან იუნისი სერია: არაბული ლიტერატურის ბიბლიოთეკა მთარგმნელი: დარეჯან გარდავაძე ველური თუთა“ ჟანრული თვალსაზრისით ე.წ. განვითარების რომანია, რომელშიც მკითხველის თვალწინ გადაიშლება მთავარი გმირის, სარას ფსილოქოგიური და სოციალური განვითარების გზა. ეს გზა სარას მიერ სამყაროს მისეული შემეცნებისა და საკუთარი თავის ძიების პროცესია, რომელიც გოოგნას უკვალოდ გამქრალი დედის ძიების პროცესთანაა გადახლართული. დედისა, რომლის გაქცევის შესახებ გარემომცველთა მიერ განსხვავებულად მონათხრობი ისტორიების შეკრება და დედის სახის რეკონსტრუქცია ცხოვრების მიზნად უქცევია. ...
17.95
ველური პალმები
ავტორი: უილიამ ფოლკნერი მტარგმნელი: ზაზა ჭილაძე უილიამ ფოლკნერის რომანი „ველური პალმები“ იმ სიყვარულის ამბავია, რომლის გადასარჩენადაც გმირები დამყაყებული ყოფიდან თავის დაღწევას ლამობენ. თუმცა, ბედისწერას ვერც ისინი გაურბიან – ამავე წიგნის ორი სხვა პერსონაჟის მსგავსად, რომელთაც ერთმანეთთან ერთი საგანგებო გარემოება დროებით აკავშირებს... ამ ორი წყვილის თავგადასავალი პარალელურად ვითარდება, რაღაცით ჰგავს ერთიმეორეს და თან სრულიად განსხვავდება კიდეც. და მაინც, ორივე შემთხვევაში იკვეთება დანაშაულისა და სასჯელის თემა...
24.95
ვენჩურული გარიგებები
ავტორი: ბრედ ფელდი   ჯეისონ მენდელსონი   "წიგნის დაწერა რომ გადავწყვიტეთ, მის შეთავაზებას მხოლოდ დამწყები ანტრეპრენერებისათვის ვგეგმავდით. ოდესღაც ჩვენც გამოუცდელები ვიყავით, მაგრამ ბევრი რამ ვისწავლეთ გამოცდილი ინვესტორებისგან და ცოდნის მიღებაში გარიგებებში აქტიური მონაწილეობაც დაგვეხმარა. იმედი გვაქვს, ეს ნაშრომი კიდევ ერთ სასარგებლო ინსტრუმენტად იქცევა, როგორც ნებისმიერი დამწყები ინვესტორისთვის, ასევე გამოცდილი ანტრეპრენერებისათვისაც. გარდა ამისა, ვფიქრობთ, აქ გამოთქმული მოსაზრებები იურისტებსაც გამოადგებათ. იმედია, ისინი, სხვა თუ არაფერი, ურჩევენ მაინც ამ წიგნს თავიანთ გამოუცდელ კოლეგებს იმისათვის, რომ ვენჩურული მოლაპარაკებების დროს ყველამ ერთ ენაზე ვილაპარაკოთ (ბრედ ფელდი და ჯეისონ მენდელსონი)"
24.95
ვერგილიუსის სიკვდილი
ავტორი:  ჰერმან ბროხი ავსტრიული ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი ჰერმან ბროხი 1886 წელს დაიბადა ვენაში. ჰერმან ბროხის და ზოგადად XX საუკუნის ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთი საეტაპო ნაწარმოები ,,ვერგილიუსის სიკვდილი'' 1945 წელს გამოიცა ამერიკაში. პოეზიისა და პროზის მიჯნაზე დაწერილ ამ რომანში აღწერილია გენიალური რომაელი პოეტის, ვერგილიუსის სიცოცხლის ბოლო საათები: მისი მგზავრობა და ბრუნდიზიუმში ჩასვლა, სიკვდილისწინა ხილვები და ბოდვები, მეგობრებთან და იმპერატორ ოქტავიანუსს ავგუსტუსთან უკანასკნელი საუბარი
21
ვერიტი
ავტორი: კოლინ ჰუვერი სერია:  Top თრილერი   როცა სიყვარული მოდის სული გინათდება, გული გიმღერის და, თუ მას ნაყოფიც გამოაქვს, უდიდესი საჩუქარი — შვილი, ხანდახან ტყუპიც, სიკეთეს აფრქვევ, დედაშვილური სიყვარულის ბედნი ერებას გამოცდი. მაგრამ თურმე სხვაგვარი სიყვარულიც არსებობს — სიძულვილიანი, ბრძა, მათ მიმართ, ვინც საყვარელმა ადამიანმა გაჩუქა. სასტიკი დანაშაული სიყვარულის სახელით, რომელსაც გამარ– თლება არა აქვს, და მას ახალგაზრდა მწერალი ქალი ამხელს, რათა დამნაშავის ოჯახიც დაიცვას და საკუთარ თავიც.
16.95
ვერნონ გენიოს ლითლი
დიბისი პიერი   ტეხასის პატარა ქალაქ მარტირიოში შემაძრწუნებელი ტრაგედია დატრიალდა. ერთ-ერთ სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით ჩვიდმეტი მოსწავლე ამოხოცეს. თანაკლასელთა მკვლელობაში ეჭვმიტანილია 15 წლის ვერნონ გრეგორი ლითლი, მანამდე არაფრით გამორჩეული მოსწავლე. პოლიცია და საზოგადოება ვერნონისაგან დანაშაულის აღიარებას მოითხოვს, სასამართლო სიკვდილს მიუსჯის, მასმედია კი ცდილობს, იგი ახალი ლაივშოუს გმირად აქციოს...
13.9
ვეფხვი ფეფოს მატარებელი - ფორმიანი წიგნი
ვეფხვი ფეფო თავისი მატარებლით მთელ ქვეყანაში მოგზაურობს, დღეს ის ზღვისკენ მიემგზავრება. ხომ არ იმოგზაურებდით მასთან ერთად? 
12.95
ვეფხვის მორჯულება
ავტორი: იულიუს ევოლა მთარგმნელი: დავით ცომაია ავტორის წიგნში „ვეფხვის მორჯულება“ ძირითადი აქცენტი კეთდება ეგრეთ წოდებული განსხვავებული ტიპის ადამიანზე, რომელიც შეუფერებელია თანამედროვე სამყაროსა და საზოგადოებისათვის... ესაა ადამიანი, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგება თავისი ბუნებით, პრინციპებით, მოწოდებითა და მისწრაფებებით თანამედროვე მსოფლიოს ორიენტირებს. ნაშრომიც სწორედ ამ უკანასკნელის კრიტიკას ეხება და იმას, თუ როგორ იტანჯება დღევანდელ ეპოქაში შემორჩენილი განსხვავებული ადამიანი ამგვარ ატმოსფეროში ყოფნისას. ავტორი მის თანამედროვე სამყაროში წამოჭრილ პრობლემებს აანალიზებს როგორც ისტორიულ-პოლიტიკურად, ისე ფილოსოფიურ-სულიერ კონტექსტში. მისი ამოსავალი წერტილი ტრადიციული სამყაროა, რომლის მიხედვითაც უნდა ჩამოყალიბდეს პიროვნება... მაგრამ მისი აზრით, სწორედ ის ქმნის ტრაგედიას, რომ დღევანდელ დღეს ინდივიდს ამგვარად ჩამოყალიბება თითქმის საერთოდ არ ძალუძს.
28
ვეფხისტყაოსანზე
ყველა კულტურას თავისი ლიტერატურული ქვაკუთხედი გააჩნია. საქართველოსთვის ეს „ვეფხისტყაოსანია“, რომლის თითოეული სტროფი ცხოვრებისეულ გაკვეთილს წარმოადგენს. იგი გმირების თავგადასავალია, სადაც პერსონაჟები გვევლინებიან, როგორც სამაგალითო მეგობრები, მიჯნურები და ზოგადად, სამაგალითო ადამიანები. წინამდებარე წიგნიც ერთგვარი თავგადასავალია – თავგადასავალი „ვეფხისტყაოსნის“ სამყაროში. ამ წიგნში შეხვდებით რჩევებს, მაგალითად, თუ როგორ უნდა წაიკითხოთ ეს პოემა (მანანა თანდაშვილის სტატია), რა ფსიქოლოგიური სიღრმეები იმალება პერსონაჟთა ქცევებსა თუ სიტყვებში (რეზო კორინთელის სტატია). ზურაბ კიკნაძის სტატიაში საშუალება გექნებათ გაიაზროთ თუ რა სიმბოლოები გვხვდება რუსთაველის პოემაში. ლევან გიგინეიშვილის, ნანა ჩაჩუასა და ანდრო დგებუაძის სტატიებში გაეცნობით ეპოსის ფილოსოფიურ მხარეებს.     „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟების მსგავსად თანამედროვეობაშიც შეიძლება წერდნენ წერილებსა და დღიურებს, სწორედ ასეთია აკა მორჩილაძის დღიურები თავად „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ. აგრეთვე, წიგნში ერთ-ერთი სტატიის სახით შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ დათო ტურაშვილის მიერ აღქმულ „ვეფხისტყაოსანს“. დასასრულ, „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ობიექტურად ღირებული ტექსტია, ყოველთვის შესაძლებელია აღიქმებოდეს სუბიექტურად, ყველას შეუძლია დაინახოს ეს პოემა თავისი გადმოსახედიდან. წინამდებარე წიგნში სწორედ რამდენიმე ავტორის თვალით დანახულ პოემას გაეცნობით. კრებულის თემები და ავტორები:   ზურაბ კიკნაძე – „ვეფხისტყაოსნის“ ორი სამეფო და ისტორიის დასასრული  აკა მორჩილაძე – დღიურები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ  ლევან გიგინეიშვილი – „ვეფხისტყაოსნის“ იერარქია  რეზო კორინთელი – სიღრმის ფსიქოლოგია „ვეფხისტყაოსანში“  ანდრო დგებუაძე – „ვეფხისტყაოსანი“, როგორც აზროვნების გზაჯვარედინი  დათო ტურაშვილი – ჩემი „ვეფხისტყაოსანი“  ნანა ჩაჩუა – სამყაროს უნივერსალური პრინციპი ანუ ფატმანი და…  მანანა თანდაშვილი – როგორ წავიკითხოთ „ვეფხისტყაოსანი“ საგამომცემლო ჯგუფი: დაჩი ფაჩულია, გურამ მეგრელიშვილი, მარიამ შუბლაძე
28
ვეფხისტყაოსანი
70
ვეფხისტყაოსანი
ავტორი: შოთა რუსთაველი სერია: 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ    
16.95
ვეფხისტყაოსანი (გრაფიკული რომანი)
ავტორი: შოთა რუსთაველი ადაპტირებული ტექსტის ავტორი: სალომე ბენიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
69.9
ვეფხისტყაოსანი (ლიმიტირებული გამოცემა)
ავტორი: შოთა რუსთაველი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
99.9
ვეფხისტყაოსანი გერმანულად
90
ვეფხისტყაოსანი ფრანგულად
90