santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • კორექტურა
    ავტორი: ლაშა ბუღაძე   ლაშა ბუღაძის ახალი კრებული 2010-2015 წლებში დაწერილ ათ მოთხრობას აერთიანებს. მათგან რამდენიმე უკვე დაიბეჭდა ქართულ და ევროპულ გამოცემებში: „მგლის ცოდვა“ შესულია კრებულში – Best Europian Fiction 2013 და გარდა ამისა, 2013 წლის „15 საუკეთესო მოთხრობის“ პირველი ადგილის მფლობელიცაა.
    9.9
    კოსმოკომიკური ამბები
    ავტორი: იტალო კალვინო თარგმანი: ხათუნა ცხადაძე სერია: ლიტოდისეა სულაკაურის გამომცემლობა კრებულის ავტორი – იტალო კალვინო (1923-1985) მწერალი, ესეისტი და ლიტერატურის კრიტიკოსი, იტალიური ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია, რომელიც მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ყველა ლიტერატურულ ჟანრში წერდა, ნეორეალიზმიდან პოსტმოდერნამდე.
    20.9
    კრავთა დუმილი
    ავტორი:  თომას ჰარისი   მთარგმნელი: ნიკა სამუშია   „კრავთა დუმილი“ რომანი-გამოცანაა. აქ ერთმანეთს უპირისპირდებიან გამოძიების ფედერალური ბიუროს აკადემიის სტუდენტი კლარის სტარლინგი, რომელიც სერიული მკვლელის დანაშაულებს იძიებს, და მისი „კონსულტანტი და მოკავშირე“ – ბრწყინვალე ფსიქიატრი და, ამავე დროს, მკვლელი და კანიბალი-გურმანი, ექიმი ჰანიბალ ლექტერი. ვერავინ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, თუკი ლექტერი ფსიქიატრიული საავადმყოფოს სპეციალურ საკანში არ იქნება დამწყვდეული. სტარლინგს კი შეუძლია, გულთან ახლოს მიიტანოს სხვისი უბედურება. სწორედ ეს განსაზღვრავს ყოველ მის ქცევას. რომანის თითოეული ფრაზა მკითხველს აახლოებს დანაშაულის ამაღელვებელ გახსნასთან და, თანაც, აიძულებს მას, დამოუკიდებლად მიაგნოს დამნაშავეს. ამ რომანის მიხედვით გადაღებულ ცნობილ ფილმს ხუთი „ოსკარი“ აქვს მოპოვებული.
    16.9
    კუბოკრული პერანგი
    ავტორი: ნინო ლილუაშვილი  ,,ჩემი გონება ვერ ახერხებს იმის აღქმას, თუ სად იწყება ილუზია და მთავრდება რეალობა"
    19.95
    კუდიანები
    ავტორი:  ანუკი ბურდული „კუდიანები“ ანუკი ბურდულის რომანია, რომელიც - ერთი ოჯახის სულიერ თავგადასავალზე მოგვითხრობს. ავტორი ქმნის რთულ და მედიტაციურ სამყაროს, სადაც ყველა პერსონაჟი ეგზისტენციალურ ზღვარზე იმყოფება, მოულოდნელობებით და პარადოქსებით დამუხტული ცხოვრებისეული მოვლენები კი ამ ზღვრულ წერტილებს მათ ბედისწერად აქცევს. შიში, სიკვდილი, ვნება, სიყვარული ყველაფერმა შეიძლება ასაზრდოოს ადამიანური ყოფის მეორე – ბნელი მხარე, შეუცნობელი თავსატეხებით და იდუმალებით, შეშლილობის ბზარებით და ფსიქიკის სიშიშვლით. ავტორის რბილი და ზომიერად ემოციური თხრობა ამ ფონს კიდევ უფრო ამძაფრებს და ზემოქმედების ძალას ანიჭებს. მთლიანობაში კი, მკითხველიც მონაწილე ხდება რომანის მთავარი გმირის – 33 წლის მარტოსული ქალის არჩევანისა წიგნად აქციოს მტკივნეული - ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც ოდესღაც სწორედ წიგნების შთაბეჭდილებებით და მკითხველური ემოციით დაიწყო...
    9.9
    კუნძული
    ავტორი: ოლდოს ჰაქსლი მთარგმნელი: თამარ შანიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: ლიტერატურული ოდისეა
    18.9
    კუნძულის შესაძლებლობა
    ავტორი: მიშელ უელბეკი მთარგმნელი: მერაბ ფიფია ყდა: რბილი „კუნძულის შესაძლებლობა“ მსოფლიო ბესტსელერების – „ელემენტარული ნაწილაკებისა“ და „პლატფორმის“ ავტორის, მიშელ უელბეკის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია. რომანი უპირველეს ყოვლისა სიყვარულზეა. თავად უელბეკი, რომელიც ამ ნაწარმოებისთვის პრესტიჟული ლიტერატურული პრიზით, „ინტერალიეთი“ დაჯილდოვდა, მიიჩნევს, რომ ამაზე უკეთესი და ღირებული არაფერი დაუწერია. მიუხედავად ერთ-ერთ ინტერვიუში გაკეთებული ოფიციალური განცხადებისა – მე ამბების მთხრობელი არ გეგონოთო, აქ ის მაინც ჩვეული ირონიითა და სარკაზმით, უამრავ ერთმანეთში მჭიდროდ გადახლართულ, არატრივიალურ ამბავს გადმოგვცემს, რომლებიც მთლიანობაში ოსტატურად შეკრულ ერთ ამბად აღიქმება. მთავარი გმირი, კომიკოსი დანიელი, თავიდან წარმატებით ართობს მაყურებელს საკუთარი სკეტჩებით და მოგვიანებით არანაკლები წარმატებით იღებს პორნოფილმებსაც. აუდიტორიაზე მზარდი ზეგავლენით წაქეზებულს, ადამიანთა გონებისა და აზროვნების ანალიზი გაიტაცებს და რისკიან ექსპერიმენტებში გადაეშვება. ეს ექსპერიმენტები დაუდებს საფუძველს წიგნის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვან, ფანტასტიკურ ასპექტს, რომელიც შესანიშნავად ეხმიანება პირველის მკაცრ, თითქმის გაუსაძლის რეალობას.
    16.9
    კუპე N6
    ავტორი: როზა ლიქსომი ფინურიდან თარგმნა დიმიტრი გოგოლაშვილმა სერია: „ინტელექტი“ 25 წლისაა ფინელი სტუდენტი გოგონა, რომელიც მოსკოვში სწავლობს, ვაგონის კუპეს ჯანიან და „კომბოსტოსყურებიან“ შუა ხნის მამაკაცთან ინაწილებს. გოგონა ხმას არ იღებს, კაცი კი, პირიქით, ენას ვერ აჩერებს. კაცის სკაბრეზული ლექსიკონი და დამახინჯებული მსოფლმხედველობა ქუჩის სასტიკი ცხოვრებისეული პირობების შედეგია. გოგონა, ფაქტობრივად, კაცის ტყვე ხდება და იძულებულია, უსმინოს მის მონოლოგებს, ხანგრძლივ გაჩერებებზე კი საკუთარ თავზეც გამოსცადოს მისი ხეპრეობა. ფანჯრის მიღმა ერთიმეორის მსგავსი ქალაქები მიცურავენ, სტაგნაციისა და ლპობის ფაზაში შესული ქარხნებით, მათ მიერ მოწამლული ტყეებითა და ადიდებული, ქუჩებში გადმოსული მდინარეებით. მწვანე ცაში ვარსკვლავები ლოლუებივით ბრჭყვიალებენ და ღამის წყვდიადში ქუჩის წვინტლიანი კატები კნავიან. როზა ლიქსომის ეს რომანი საბჭოთა კავშირის ერთგვარი ავტოფსიაა – ასევე გზა, ჩაკეტილი ქვეყნის სულიერ ცხოვრებაში, მის არსში და იქ მოხვედრილი უცხოელი გოგონას გულში გამავალი.
    17.95
    კუპიდონი კრემლის კედელთან
    ავტორი: აკა მორჩილაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    13.9
    კურიერის ამბები
    ავტორი: თემო რეხვიაშვილი სულაკაურის გამომცემლობა „კურიერის ამბები“ ახალგაზრდა კაცის ცხოვრების ფრაგმენტებისგან შედგება. მთხრობელი პროფესიით მსახიობია, რომელიც თავს კურიერობით ირჩენს და თვითირონიით აღწერს იმ მწარე რეალობას, რომელშიც მას თავის გატანა უხდება ყოველდღიურად. ამ სევდიანი და თან სასაცილო ისტორიების ფონზე იხატება თბილისის ისეთი სურათი, რომელიც მხოლოდ კურიერის მოპედიდან ჩანს, მთელი თავისი შეულამაზებელი სოციალური რეალობითა და სიმძაფრით.  
    9.9
    კუჯო
    ავტორი: სტივენ კინგი მთარგმნელ(ებ)ი დავით ახალაძე სერიის დასახელება ET CETERA რომანი „კუჯო“ სტივენ კინგის შემოქმედების ერთ-ერთ ძირითად ჟანრს, ჰორორს მიეკუთვნება. ამ რომანს საფუძვლად რეალური ამბავი დაედო, რომელმაც იმდენად ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა მწერალზე, რომ ცოფიანი სენბერნარი მის რამდენიმე წიგნში ფიგურირებს. კუჯო კეთილი, ჭკვიანი და ერთგული ძაღლია, რომელსაც ძალიან უყვარს ადამიანები. მას არავისთვის ვნების მიყენება არ უნდა, მაგრამ ცხელი ზაფხულის ერთ საბედისწერო დღეს ცოფიანი ღამურების სამყოფელში ცხვირის შემთხვევით ჩაყოფა შეიწირავს მის და ოთხი ადამიანის, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვის, სიცოცხლეს. ამ შემზარავი ამბის ფონზე კი რამდენიმე მძაფრი ადამიანური დრამა თამაშდება…
    17.95
    ლაბირინთი #4.7
    ავტორი: ელის დოჯსონი გამომცემლობა: პალიტრა L
    4
    ლაბირინთი მანუელისთვის
    ავტორი: ალეკო შუღლაძე გამომცემლობა: გამომცემლობა პალიტრა L ყდა: მაგარი
    13.95
    ლაბირინთში მორბენალი
    ავტორი: ჯეიმზ დაშნერი მთარგმნელი: ნინო შეყილაძე სერია: ლიბერთინს   „თუ არ გეშინია, ესე იგი, შენ არ ხარ ადამიანი.“ ლიფტში გაღვიძებულ თომასს თავისი სახელის გარდა არაფერი ახსოვს. თომასი სრულიად უცხო, მასავით მეხსიერებადაკარგული ბიჭების გარემოცვაში ხვდება. „სასიამოვნოა შენთან შეხვედრა, შენქ, კეთილი იყოს შენი ფეხი კორდში, შენქ.“ კორდის ვეება კედლების მიღმა უსასრულო მოძრავი ლაბირინთია. კორდიდან გასასვლელი ერთადერთი გზა ლაბირინთზე გადის, თუმცა, ჯერ მისგან თავი არავის დაუღწევია. მალე ყველაფერი შეიცვლება. გამოჩნდება გოგო. კორდის ისტორიაში პირველი.
    11.95
    ლავროსი
    ავტორი: ევგენი ვოდოლაზკინი მთარგმნელი: თამარ კოტრიკაძე   ერთი შეხედვით, შუა საუკუნეების კლასიკურ ჟანრში შექმნილი, სინამდვილეში კი უაღრესად თანამედროვე რომანი XV საუკუნის რუსეთში მცხოვრები მკურნალის შესახებ მოგვითხრობს.. სნეულთა განკურნების განსაცვიფრებელი უნარით დაჯილდოებული არსენი სიკვდილისგან ვერ იხსნის საყვარელი ქალს და სწორედ ეს იქნება მისი ცხოვრების გარდამტეხ მომენტად. იგი იწყებს არსებობას სხვათათვის – უპოვართათვის, დაავადებულთათვის, დაჭრილთათვის... და რაც უფრო დიდია მის მიერ გაღებული მსხვერპლი, მით უფრო ძლიერია მისი ნიჭი. მკითხველი პერსონაჟთან ერთად გაივლის მის სულიერ გზას, რომელზეც ყველაფერია – სიყვარული, ტანჯვა, საკუთარი პიროვნების უარყოფა, მოგზაურობა და უმაღლესი სულიერი ჰარმონიის ძიება. მაგრამ იხსნის კი ადამიანის სულს თუნდაც ასეთი თავგანწირული სიყვარული და მსხვერპლშეწირვა?..
    12
    ლალა
    ავტორი: იაცეკ დენელი მთარგმნელ: მირანდა გურგენიძე გამომცემლობა: ინტელექტი ლალა” პოპულარული პოლონელი მწერლის, იაცეკ დენელის პირველი რომანია. ის ერთი ოჯახის საგაა, ცენტრალური გმირი კი ავტორის ბებია ლალაა, რომლის მონათხრობის მიხედვითაც იქმნება ეს გრძელი თავგადასავალი. საერთოდაც, ლ ალა” მეხსიერების ეთიკურ რეკონსტრუქციადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ, სადაც ერთმანეთს ერწყმის უამრავი ხმა, მოვლენა, მითი თუ სინამდვილე, წარსული თუ აწმყო. ბებია ლალას მიერ მოყოლილი და მისგანვე დავიწყებული ამბები ავტორის ინტერპრეტაციების საბაბი ხშირად ხდება, რაც თანაბრად ანიჭებს რომანს ხალისსაც და წარსულის ქრობით გამოწვეულ სევდასაც.
    19.95
    ლამაზი მეგობარი
    ავტორი:გი დე მოპასანი სერია: იკითხე კლასიკა   რომანი აცოცხლებს XIX საუკუნის 70-იანი წლების პარიზს, სადაც ყველა ყველაფერს ყიდის და თავადაც უსირცხვილოდ იყიდება. ვინ ქუჩის მეძავია, ვინ მდიდრული ბუდუარისა, ვინ "რელიგიას დასაკეც ქოლგასავით იყენებს". ვინ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას საკუთარ ფინანსურ მაქინაციებს უთანხმებს...
    11.95
    ლამბალო და ყაშა
    ავტორი: მიხეილ ჯავახიშვილი „მე უდანაშაულო ვარ! ქართველი ხალხისა და ჩემი სამშობლოს წინაშე არავითარი დანაშაული არ მიმიძღვის. მაგრამ, რადგან ზვარაკია საჭირო, მზად ვარ საქართველოს თავი შევწირო, თქვენ მე მომსპობთ, მაგრამ იმას ვერასოდეს წაშლით, რაც დავტოვე. საქართველოს მიწა-წყალზე ისეთი მუხა დავრგე, რომლის ფესვებს ვერასოდეს აღმოფხვრით”. - ეს მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვებია, მეოცე საუკუნის უდიდესი ქართველი მწერლის, რომელმაც თავის მოთხრობებსა თუ რომანებში, ესეისტიკასა და ლიტერატურულ წერილებში შიშისა და შენიღბვის გარეშე ასახა ტოტალიტარული საბჭოეთი, საკუთარი ისტორიის ფურცლებზე ჩაკარგული საქართველო, მისი გარე თუ შინაური მტრები, დასვა უმწვავესი სოციალური თუ პოლიტიკური საკითხები, ამის და არამხოლოდ ამის გამო, მწერალი საბჭოთა სისტემამ საშიშად მიიჩნია და დახვრეტა მიუსაჯა...
    22
    ლაშარელა
    ავტორი:  გრიგოლ აბაშიძე “ლაშარელა” მოგვითხრობს მეცამეტე საუკუნის დასაწყისის საქართველოს ცხოვრებაზე – თამარის მემკვიდრის, ლაშა-გიორგის გამეფებიდან მონღოლთა პირველი შემოსევის ამბებამდე.
    15
    ლაშარელა I ტომი
    ავტორი: გრიგოლ აბაშიძე "ლაშარელა" მოგვითხრობს მეცამეტე საუკუნის დასაწყისის საქართველოს ცხოვრებაზე - თამარის მემკვიდრის, ლაშა-გიორგის გამეფებიდან მონღოლთა პირველი შემოსევის ამბებამდე.
    25
    ლეას საათი
    ავტორი: ირაკლი სამსონაძე სერია: 10 რომანი დიქტატურაზე „ლეას საათი“ ერთი გვარის – ბაგარების სამსაუკუნოვანი ისტორიაა. პირველი ბაგარი უნგრეთიდან ჩამოვიდა საქართველოში. აქედან იწყება მათი დამკვიდრების მცდელობა, უცხო ქვეყანაში დაეფუძნონ, კარ-მიდამო გაიჩინონ, წარჩინებული გვარის ქალი შეირთონ და შთამომავლობა ჰყავდეთ. მეფის რუსეთი, 1917 წლის რევოლუცია, საქართველოს დამოუკიდებლობის სამწლიანი ხანა, საქართველოს ოკუპაცია ბოლშევიკური რუსეთისგან, 1937 წლის სისხლიანი რეპრესიები და საბჭოთა საქართველოს, სსრკ-ს დაშლა და ხელახლა მოპოვებული დამოუკიდებლობა, პოსტსაბჭოური საქართველო, სამოქალაქო ომი და ქვეყანაში გამეფებული განუკითხაობა – ბაგარები ყველგან ჩანან, ყველა სისტემის ერთგულებად რჩებიან, მაგრამ მათ გვარს ბედისწერასავით თან სდევს განგებისგან გამოტანილი საერთო სასჯელი.
    24.95
    ლეგენდა
    ავტორი: მერი ლუ სერია: ლიბერთინს   ოდესღაც შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროდ ცნობილი რესპუბლიკა დღეს ერია, რომელიც გამუდმებით ომობს მის მეზობელ კოლონიებთან. სრულიად განსხვავებული ორი სამყაროს შვილების, ჯუნისა და დეის, ცხოვრებისეული გზების გადაკვეთა წამოუდგენელია იმ დღემდე, სანამ ჯუნის ძმას, მეტიასს არ მოკლავენ და დეი პირველი ეჭვმიტანილი არ გახდება. კატათაგვობანას თამაშში ჩათრეული დეი ოჯახის გადასარჩენად იბრძვის, ჯუნი კი სასოწარკვეთილი ცდილობს, ძმის მკვლელზე შური იძიოს.
    12
    ლეკვების სამოთხე
    ავტორი: დათია ბადალაშვილი   „დათია ბადალაშვილი მინიატურებიდან უაღრესად საინტერესო სამყაროს ქმნის, ჩვეულებრივი სოფლური ყოფიდან მკითხველამდე სევდით, იუმორით, მძაფრი ტკივილით გაჯერებული სინამდვილე მოაქვს; ამ წიგნში ყველაფერი ცოცხალი და დამაჯერებელია.    აქ ქართული სიტყვის მადლი იგრძნობა, ხარისხიან ლიტერატურასთან ზიარების განცდა გეუფლება და მიჰყვები ახალ პლანეტაზე მოგზაურობის მომნუსხველ თავგადასავალს, რომელშიც ავტორი გითრევს, თავადაც განიცდის და შენც განგაცდევინებს, იღიმის და შენც გაღიმებს, სტკივა და ამ ტკივილით კათარსისში გაჰყავხარ...“, – ირაკლი სამსონაძე.
    11.95
    ლექსები / წერილები და ჩანაწერები / თანამედროვეთა მოგონებები
    ავტორი: გრანელი ტერენტი სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L
    17.95