santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • პაქსი
    ავტორი: სარა პენიპეკერი მთარგმნელი: მთარგმნელი: ანი კოპალიანი სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი მელია მყავდა… მყავს… გავუშვით. გზის პირას დავტოვეთ. მამამ თქვა, ასე აჯობებსო, მაგრამ არ უნდა დამეჯერებინა. ნამდვილი მეგობრობის, ერთგულებისა და თავდადების  გულისამაჩუყებელი ამბავი.
    12.9
    პეპი გამგზავრებას აპირებს (7-9 წლიდან)
    ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: ბაკურ სულაკაური სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა     პეპი ისევ ვილა „ვილეკულაში“ ცხოვრობს, ეს კი ნიშნავს, რომ პატარა ქალაქში საოცარი ამბები გრძელდება. მხოლოდ ამ მხიარულ გოგოს შეუძლია ერთ დილას ადგეს და ბავშვებისთვის 39 კილოგრამი ტკბილეული და უამრავი სათამაშო იყიდოს; ყველაზე მხიარული თამაში – „ურჩხულობანა“ მოიგონოს; დაღლილი ცხენის შეუბრალებელი პატრონი თუ მოხუცების მჩაგვრელი ჰაერში აბურთაოს, ვეფხვი კი კნუტივით წაიყვანოს გალიისკენ… მაგრამ გაგრძელდება სასწაულები პატარა ქალაქში? პეპის ხომ მოულოდნელად სტუმარი ეწვევა… წაიკითხეთ ცნობილი შვედი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის კლასიკად ქცეული წიგნი და აუცილებლად შეგიყვარდებათ ეს უცნაური, მაგრამ ამქვეყნად ყველაზე კეთილი გოგო.  
    8.9
    პეპი გრძელწინდა
    ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: ბაკურ სულაკაური გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: მაგარი სრული ტექსტი
    29.9
    პეპი გრძელწინდა (7-9 წლიდან)
    ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: ბაკურ სულაკაური სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა     ერთ დღეს შვედეთის ერთი პატარა ქალაქის გარეუბანში, ძველ ვილაში თავის ცხენთან და მაიმუნთან ერთად ერთი უცნაური გოგო დასახლდება. ის ცხრა წლის პეპილოტა დელიკატესა ჯალუზინა რუკოლპიტნა ეფრაიმის ასული გრძელწინდა ან, უბრალოდ, პეპი გახლავთ. პეპი მარტო ცხოვრობს, მაგრამ არც კარს მომდგარი ქურდების ეშინია და არც პოლიციელებისა, მისი ბავშვთა სახლში წაყვანა რომ მოუწადინებიათ; ეშინია კი არა, მათ დამალობანას ეთამაშება და ეცეკვება კიდეც. წაიკითხეთ ასტრიდ ლინდგრენის კლასიკად ქცეული წიგნი, რომელიც საგანგებოდ თქვენთვის პირველად ითარგმნა შვედურიდან; წაიკითხეთ და აუცილებლად შეგიყვარდებათ ეს უცნაური, მაგრამ ამქვეყნად ყველაზე კეთილი, მხიარული და ღონიერი გოგო.    
    8.9
    პი და პო დაბადების დღეს ზეიმობენ
    ავტორი: კამილა რაიდი და აქსელ შეფლერი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი პოს დაბადების დღე აქვს, პიმ კი მეგობარს ტორტი მიართვა, მაგრამ სანამ გასინჯავდნენ, ყველაფერი თავდაყირა დადგა. ეს ფერადი წიგნი პატარებს ასწავლის, რომ მთავარი მეგობრობაა, შეცდომის გამოსწორება კი ყოველთვის შეიძლება. სერიაში  აღმოაჩენთ 1-დან 3 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილ წიგნებს.v
    14.9
    პინოკიოს თავგადასავალი
    ავტორი: კარლო კოლოდი მთარგმნელი: ნოდარ ლადარია სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა იყო და არა იყო რა… – იყო ერთი მეფე! – მაშინვე იტყვიან ჩემი პატარა მკითხველები. არა, ბავშვებო, ვერ გამოიცანით. იყო და არა იყო რა, იყო ერთი ხის მორის გადანაჭერი…~ მსოფლიოში ყველა ბავშვმა იცის, რა მოხდა შემდეგ… მაგრამ ალბათ ყველა კიდევ ერთხელ სიამოვნებით წაიკითხავს ცელქი პინოკიოს თავგადასავალს, დაათვალიერებს სახალისო ნახატებს და ისიამოვნებს მშვენიერი ქართული თარგმანით.
    8.9
    პინოკიოს თავგადასავალი
    ავტორი: კარლო კოლოდი მთარგმნელი: ნოდარ ლადარია სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა „იყო და არა იყო რა… – იყო ერთი მეფე! – მაშინვე იტყვიან ჩემი პატარა მკითხველები. არა, ბავშვებო, ვერ გამოიცანით. იყო და არა იყო რა, იყო ერთი ხის მორის გადანაჭერი…“ მსოფლიოში ყველა ბავშვმა იცის, რა მოხდა შემდეგ… მაგრამ ალბათ ყველა კიდევ ერთხელ სიამოვნებით წაიკითხავს ცელქი პინოკიოს თავგადასავალს, დაათვალიერებს სახალისო ნახატებს და ისიამოვნებს მშვენიერი ქართული თარგმანით.
    7.9
    პოლიანა
    ავტორი: ელინორ პორტერი მთარგმნელი: ანი აბულაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა
    12.9
    პრინცესების აკადემია
    ავტორი: შენონ ჰეილი სერია: ლიბერქიდსი       ეს ამბავი ერთ პატარა სოფელში დაიწყო – იმ დღეს, როდესაც ხმა გავრცელდა, მეფის ქურუმმა ბრძანა, მომავალი პრინცესა სწორედ ამ სოფელში ცხოვრობსო. ჰოდა, ახლა უფლისწულმა სოფლის გოგონებიდან უნდა აირჩიოს საცოლე. მანამდე კი მეფის დესპანმა მთაზე აკადემია დაარსა, სადაც თითოეული გოგონა ისწავლის, როგორ გახდეს პრინცესა. ვის გაუმართლებს? რომელს აირჩევს უფლისწული? ერთი შეხედვით თითქოს მარტივად გამოსაცნობია, მაგრამ მოულოდნელობა სწორედ იქ „ჩასაფრებულა“, სადაც არ ელით.  
    12
    პროექტი "იდეალური მშობლები"
    ავტორი: სტიუარტ ფოსტერი სერია: ლიბერკიდსი   იძებნება ორი ზრდასრული (ან ერთი), რომლებიც მზად არიან იზრუნონ 11 წლის ბიჭზე. ბიჭიც პირობას დებს, რინ ასევე მოექცევა მათ. არ განიზილება თანაცხოვრება: ძაღლთან, ან ზაზუნასთან. გასაუბრებბა გაიმართება 4 აპრილს დილის 10 საათიდან საუნსის პარკის ფანჩატურთან. თუ ბევრი ხალხი დაგხვდათ, გთხოვთ, დაიცადოთ
    11.95
    რობინ ჰუდი
    მთარგმნელი: ვალენტინა ტატიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა შავ-თეთრი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი შერვუდის ტყის ზღაპრულ სამყაროში გამოგზაურებთ. იქ ლეგენდარული რობინ ჰუდი ცხოვრობს, რომელიც თავის მეგობარ ჯონთან ერთად მდიდარ, გაზულუქებულ დიდგვაროვნებს ძარცვავს და ღარიბ, ჩაგრულ ხალხს მფარველობს, რითაც მათ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებს. რობინ ჰუდი სათავეში უდგება „კანონგარეშე“ გამოცხადებულ ადამიანებს, რათა ინგლისში გამეფებულ საყოველთაო უსამართლობას შეებრძოლოს. როდესაც ნოთინგჰემის მხდალმა შერიფმა რობინის მამა მოკლა, უძლეველმა მშვილდოსანმა დაიფიცა, რომ შურს იძიებდა. მისიის შესასრულებლად ის სანდომიან ქალიშვილ მერიენს, ასევე  განდევნილ თანასოფლელებს შეეკვრება და მათთან ერთად იბრძვის ბოროტი შერიფის წინააღმდეგ.
    8.9
    რობინზონ კრუზო
    ავტორი: დანიელ დეფო მთარგმნელი: ვახტანგ ჭელიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა გამოჩენილი ინგლისელი მწერლის, დანიელ დეფოს სახელგანთქმული რომანის, „რობინზონ კრუზოს“ სიუჟეტი ეფუძნება რეალური პიროვნების, შოტლანდიელი მეზღვაურის, ალექსანდრ სელკირკის თავგადასავალს, რომელიც გემის კაპიტანმა ურჩობისთვის დასაჯა და უკაცრიელ კუნძულზე დატოვა. სელკირკი ოთხი წლის შემდეგ შემთხვევით იპოვეს სხვა გემის მეზღვაურებმა. მას ლაპარაკიც კი თითქმის დავიწყებული ჰქონდა. თავისი პროტოტიპისგან განსხვავებით, მოხერხებული, გამჭრიახი და შრომისმოყვარე რონბინზონ კრუზო უჩვეულო შემართებას და სულიერ სიმტკიცეს ავლენს. იგი უკაცრიელ კუნძულზე მშვენივრად მოეწყობა, აქ სხვებსაც კი დაასახლებს და თავს კუნძულის გუბერნატორად გამოაცხადებს.  
    9.9
    რობინზონ კრუზო (11-12)
    ავტორი: დანიელ დეფო  მთარგმნელი: ვახტანგ ჭელიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა
    7.9
    როგორ მოვარჯულოთ დრაკონი
    ავტორი: კრესიდა კოუელი სერია: ლიბერკიდსი   კ. კოულის ნაწარმოები,რომელიც მსოფლიოს მასშტაბით,მილიონობით იყიდება,ხოლო მისი ეკრანიზაციის სანახავად რიგები დგას კინოთეატრებთან. ბოყინა საზარელი ვირთევზა III მართლაც გამორჩეული ვიკინგი გმირია.მას ვიკინგების მთელ საბრძანისში "დრაკონთმოჩურჩულეს" სახელით იცნობენ...მაგრამ ყოველთვის ასე როდი იყო.ეს ძლევამოსილი მეომარი ერთ დროს ბანჯგვლიანი ხულიგნების ტომის ბელადის წყნარი,ფიქრებსა და ოცნებებში გართული ვაჟი იყო.გაინტერესებთ როგორ მოახერხა ბოყინამ დრაკონის დაჭრა და ისე გაწვრთნა,რომ არ დასახიჩრდა?...
    11.95
    როგორ მოვარჯულოთ დრაკონი: როგორ გავხდეთ მეკობრე (2)
    ავტორი: კრესიდა კოუელი მთარგმნელი: არჩილ რაჭველი სერია: ლიბერკიდსი   როდესაც ბოყინა ზღვაში კუბოს აღმოაჩენს და გახსნის, იპოვის გამოცანას, რომელსაც საბოლოოდ შემზარავი ჯიქურწვერას ერთად - მისი წინაპრისა და მსოფლიოში უდიდესი მეკობრის - საგანძურისკენ მივყავართ. ბოყინა და მისი მეგობრები საგანძურის საძებნელად მიეშურებიან და მტკიცედ აქვთ განზრახული, ხმლის ტრიალის ხელოვნებას ბოლომდე დაეუფლონ. სხვაგვარად როგორ გადაურჩებიან საზარელი დრაკონების სასიკვდილო კუნძულს, მეკობრე-ვიკინგებსა და ყველა იმ განსაცდელს, რომელსაც მათ ეს მოგზაურობა უქადის?
    11.95
    როგორ მოვარჯულოთ დრაკონი: როგორ ვისაუბროთ დრაკონულ ენაზე (3)
    ავტორი: კრესიდა კოუელი მთარგმნელი: არჩილ რაჭველი სერია: ლიბერკიდსი ბოყინა საზარელ ვირთევზა მესამეს თავის ცხოვრებაში ყველაზე ამაღელვებელი და ფათერაკებით სავსე ეპიზოდის გადალახვა მოუწევს. ბოყინას დრაკონის, უკბილოს აზრით, ვიკინგებს სკუმბრიაზე მეტი ტვინი არა აქვთ, თუმცა მალე პატარა დრაკონს მათი დახმარება დასჭირდება. რადგან როდესაც უკბილოს რომაელები იჭერენ, მისი გადარჩენა მხოლოდ ბოყინასა და მის მეგობარს, თევზისფეხას შეუძლიათ. მაგრამ მდგომარეობა უარესდება, როდესაც რომაელები ბოყინას უძვირფასეს წიგნს, „როგორ ვისაუბროთ დრაკონულ ენაზე“ ართმევენ და მას და მის მეგობარ თევზისფეხას ავბედით ციხესიმაგრეში გამოამწყვდევენ. ბოყინამ და თევზისფეხამ არა მხოლოდ უკბილო უნდა გადაარჩინონ, არამედ საკუთარი თავიც უნდა იხსნან. საკითხავი კი ის არის, ამას როგორ მოახერხებენ?
    11.95
    რჩეული საბავშვო მოთხრობები
    ავტორი: რევაზ ინანიშვილი ილუსტრატორი: სალომე სხირტლაძე კრებულში “რჩეული საბავშვო მოთხრობები” რევაზ ინანიშვილის ყველასათვის ცნობილ და საყვარელ მოთხრობებს ახალი, ფერადი ილუსტრაციებით გთავაზობთ. თითქოს არც ისე დიდი ხანია გასული მას შემდეგ, რაც ამ მოთხრობებში ასახული ამბები მოხდა, მაგრამ სამყარო, რომელშიც ბავშვები ახლა იზრდებიან და სამყარო, რომელშიც მოთხრობების გმირები ცხოვრობდნენ, აშკარად განსხვავებულია ერთმანეთისგან. სწორედ ამის გამოც უნდა იყოს თანამედროვე მკითხველისთვის ძალიან საინტერესო ამბები ბავშვებისა, რომლებსაც არც ინტერნეტი აქვთ გასართობად და არც ათასნაირი სათამაშო; ბავშვებისა, რომლებიც ფეხით სიარულისას ბალახებში გაყუჩებულ კალიებსა და მოჭიდავე თაგუნიებს აკვირდებიან; გოგონასი, ღამე და ტყე რომ შეუყვარდა; პატარა მელასი, რომელიც როგორღაც ძალიან დიდ ქალაქში მოხვდა და მისადმი საოცრად კეთილგანწყობილი ადამიანები აღმოაჩინა… სწორედ ასეთია რევაზ ინანიშვილის მოთხრობებში ასახული სამყარო და ის თანამედროვე მკითხველს ელის.
    22.9
    სათაგური და სხვა მოთხრობები (9-10)
    ავტორი: ვაჟა-ფშაველა სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ამ შესანიშნავ კრებულში თავმოყრილია ვაჟა-ფშაველას რჩეული მოთხრობები. მწერალი მისთვის დამახასიათებელი ოსტატობით გვიხატავს გასულიერებული ბუნების სურათებს, მთიელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველ ეპიზოდებს; გადმოსცემს ცხოველების, ფრინველებისა და მცენარეების „განცდებს“, ქმნის პერსონაჟთა კოლორიტულ სახეებს… მისი მოთხრობების პერსონაჟ ცხოველებს ადამიანების მსგავსად შეუძლიათ ფიქრი, განსჯა თუ ოცნება. მათთვის „უმაღლესი ადამიანური გრძნობებიც კი უცხო არ არის“. „სათაგური“, „შვლის ნუკრის ნაამბობი“, „ხმელი წიფელი“, „ქუჩი“, `სვავი“, „პაპას მსოფლიო ფიქრები“… უდავოდ უნიკალური ნიმუშებია ქართული კლასიკური პროზისა. თხრობის სისადავე და ასეთივე უბრალო, ხატოვანი ენა ადვილი აღსაქმელია მოზარდი მკითხველისათვის, ხოლო ორიგინალური შავ-თეთრი ილუსტრაციები განსაკუთრებულ ელფერს სძენს ვაჟას გმირებს.  
    9.9
    საიდუმლო ბაღი
    ავტორი: ფრენსის ჰოდსონ ბერნეტი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა „საიდუმლო ბაღი“ საყმაწვილო კლასიკაა, რომელიც პირველად 1911 წელს გამოიცა. მიუხედავად ამისა, მას დღემდე დიდი სიამოვნებით კითხულობენ გოგონებიცა და ბიჭებიც. წიგნის მთავარი გმირი პატარა მერი ლენოქსია. ის მშობლების სიკვდილის შემდეგ საცხოვრებლად ბიძასთან, იორკშირში მდებარე უზარმაზარ სახლში გადადის. ბიძის სახლი იდუმალებითაა მოცული. თითქმის ყველა ოთახის კარი ჩაკეტილია და ღამით გრძელ დერეფნებში უჩვეულო ხმები ისმის. სახლს გარშემო თვალუწვდენელი ტრამალი აკრავს, მახლობლად კი სუროთი დაფარული მაღალი კედლები აღმართულა. სწორედ აქ აღმოაჩენს მერი ჩაკეტილ კარს, რომლის მიღმაც საიდუმლო ბაღი იმალება.    
    9.9
    საიდუმლო კუნძული
    ავტორი: ჟიულ ვერნი მთარგმნელი: ნინო კურდღელაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ჟიულ ვერნის კლასიკად ქცეული, საინტერესო და საოცარი თავგადასავლებით სავსე რომანი „საიდუმლო კუნძული“ მრავალი თაობის მკითხველის უსაყვარლესი საბავშვო წიგნია. შეუძლებელია, გულგრილად წაიკითხო ტყვეობიდან აეროსტატით გამოქცეული, უკაცრიელ კუნძულზე გამორიყული მამაცი ინჟინერი სმიტისა და მისი ოთხი მეგობრის ამაღელვებელი ამბავი.
    12.9
    საიდუმლო შვიდეული (წიგნი1)
    ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: გიორგი რობაქიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    7.9
    საიდუმლო შვიდეული: ყოჩაღ, საიდუმლო შვიდეულო! #6
    ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: მაია წითაძე „საიდუმლო შვიდეულს“ წარსული თავგადასავლების შემდეგ უსაქმოდ უწევს ყოფნა. გარდა იმისა, რომ პატარა მაძებრებს გამოსაძიებელი ვერაფერი უნახავთ, ჯეკის უმცროსი და, საძაგელი სუზიც უშლით ნერვებს. თუმცა, მეგობრები გულს არ იტეხენ. ბოლოს და ბოლოს, კოცონის ღამე ახლოვდება და საუკეთესო ფეიერვერკია მოსაწყობი! ერთ დღესაც იდუმალი ამბები მოულოდნელად დაატყდება ბავშვებს თავს, „საიდუმლო შვიდეული“ ახალ თავგადასავალში გადაეშვება და გზად არაერთ სირთულეს წააწყდება. ნეტავ თუ შეძლებენ ბავშვები სირთულეებთან გამკლავებას? ისინი ხომ საუკეთესო საიდუმლო ორგანიზაციის წევრები არიან.
    7.9
    საიდუმლო შვიდეული: შვიდეული დანაშაულის კვალდაკვალ (წიგნი 4)
    ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი:  გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    7.9
    საიდუმლო შვიდეული: შვიდეულის მორიგი წარმატება (წიგნი 3)
    ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: მაია წითაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    7.9