santaesperanza

საქართველოს ისტორიული გეოგრაფია. შრომები – I
ავტორი: დავით მუსხელიშვილი   დავით მუსხელიშვილის „შრომების“ I ტომში განთავსებულია ფუნდამენტური ნაშრომი „საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები“, რომელიც თავდაპირველად ორ ტომად გამოიცა, 1977 და 1980 წლებში.   მონოგრაფიაში მიმოხილულია, თუ როგორ მიმდინარეობდა და რა შიდა მიზეზებით იყო განპირობებული ქართულ „ქვეყანათა“ კონსოლიდაციის მრავალსაუკუნოვანი პროცესი, რისი შედეგიც ფეოდალური სახელმწიფოს – „საქართველოს“ წარმოქმნა იყო. ნაშრომის პირველ ნაწილში ეს პროცესი განხილულია უძველესი პერიოდიდან V საუკუნის ჩათვლით, რა დროსაც ვახტანგ გორგასალმა ერთ სამეფოდ გააერთიანა დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველოს ტერიტორიები. მეორე ნაწილში კი გაშუქებულია საქართველოს ფეოდალური მონარქიის წარმოქმნის ისტორია. ამ დიდი პოლიტიკური პროცესის ქრონოლოგიური პერიოდი მოიცავს VI-X საუკუნეებს.   ნაშრომი განკუთვნილია როგორც საქართველოს საისტორიო მეცნიერების შემსწავლელ მკვლევართა და სტუდენტთათვის, ასევე დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
39.95
სინაგოგები საქართველოში
ავტორი: მანანა ქუთათელაძე    
39.95
სტალინი - დიქტატორის ახალი ბიოგრაფია
ავტორი:ოლეგ ვ. ხლევნიუკი   საბჭოთა ხანის ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნისა და მკვლევრის მიერ უკიდურესად საინტერესოდ დაწერილი ეს ბიოგრაფია სტალინის ცხოვრებას ფეხდაფეხ მიჰყვება და იმ სისხლიან კვალსაც ცხადად გვიჩვენებს, რაც მისმა დანაშაულებრივმა მმართველობამ საბჭოთა იმპერიასა და მსოფლიოს დაამჩნია. „ავტორის ხმა მძაფრად, ავტორიტეტულად, თავდაჯერებულად ჟღერს; სტალინის ეს ბიოგრაფია შეიძლება ყველა ენაზე დაწერილ ბიოგრაფიებს შორის საუკეთესოდ მივიჩნიოთ. ხლევნიუკი საოცრად სისხლსავსედ აცოცხლებს პირველადი და მეორადი წყაროებიდან მოპოვებულ მასალას“. Martin Mccauley East-West Review „ისტორიოგრაფიული და ლიტერატურული შედევრი, რომელიც უდაოდ ათწლეულების განმავლობაში შეინარჩუნებს სტალინის კლასიკური ბიოგრაფიის სტატუსს“. Mark Edele Australian Book Review „შესანიშნავია... ძალზე ინფორმაციული და სავსებით დამაჯერებელი... [ხლევნიუკი] ისეთ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, რომ საბოლოოდ ძალზე ზუსტი და სრული პორტრეტი წარმოგვიდგება“. Robert Legvold Foreign Affairs „ბიოგრაფია, რომელსაც ადვილად ითვისებ და რომელიც აღმოჩენებითაა სავსე. თუკი წელს მხოლოდ ერთი ბიოგრაფიის წაკითხვას აპირებთ, ეს საუკეთესო არჩევანი იქნება“.
39.9
სუმო - 90 ამბავი #38
შეადგინეს ბექა ხოჯავამ, ნიკა ხოფერიამ და დიმიტრი სილაქაძემ სერია: თან საკითხავი ას შემდეგ, რაც 2018 წელს ტოჩინოშინი იმპერატორის თასს დაეუფლა და ოძეკის წოდება მოიპოვა, საქართველოში სუმოს გულშემატკივრობის ნამდვილი ბუმი დაიწყო. რეპორტაჟებს უყურებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ლექციებზე, პარლამენტის სხდომებზე, საქმიან შეხვედრებზე. იყენებენ სპეციფიკურ ტერმინებს: იუშო, კაჩი-კოში, იორიკირი, ბანძუკე, ტორიკუმი. კარგი ნაცნობებივით ახსენებენ სუმოტორთა სახელებს: ჰაკუჰო, კაკურიუ, ტაკაკეიშო, გოეიდო, იჩინოჯო, ენდო თუ ტამავაში, განიხილავენ მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს. ადამიანებს უფრო და უფრო იზიდავთ სპორტის ეს სახეობა და ცდილობენ მეტი ინფორმაცია მიიღონ ამ ჯადოსნური სამყაროს შესახებ. სუმო კი, რომელიც იაპონელთათვის სპორტზე გაცილებით მეტია, დიდი სკივრივითაა და უამრავ საინტერესო ამბავს ინახავს. ელიტარული დივიზიონების სუმოტორები წლის განმავლობაში 90 ბრძოლას მართავენ და რამდენიმე ასეული კილოგრამის სიმძლავრის დარტყმის ძალით ეჯახებიან ერთმანეთს. სწორედ ამდენ საინტერესო ამბავს გიამბობთ ამ წიგნით სუმოს წესების, ისტორიის, გამორჩეული მებრძოლებისა თუ სხვა საინტერესო დეტალების შესახებ.
13.95
ტიფლისის ღამის რაინდები (ძველი თბილისის კრიმინალური ქრონიკა)
ავტორი: გიორგი ჭეიშვილი „ავაზაკობენ ღამით, საღამოთი, დღისით, შუადღეზედ, იცარცვებიან მიყრუებულ ქუჩებში, ბაზრებში, მაედნებზე, გალავინის პროსპექტზე, ერთის სიტყვით, ყველგან და ყოველთვის...“ მაშინ ხომ ტფილისის ღამის რაინდები დღისითაც უშიშრად „დანავარდობდნენ“ და იშვიათი გამონაკლისების გარდა, კარგა გვარიანადაც ჯაბნიდნენ იმ დროის პოლიციას. ესეც რომ არა, აბა ტფილისი რა ტფილისი იქნებოდა იდუმალებით მოცული მკვლელობებისა და მკვლელების, მტკვრისმიერ გამორიყული ცხედრების, თაღლითების, ქურდების, გაქცეული ტუსაღების, „ევროპიული ოსტატური ავაზაკობებისა“ და ქალაქის კრიმინალური სამყაროს „პრინცის“ თავგადასავლების გარეშე, რომელთა შესახებაც ამ წიგნში მოგიყვებით...
16.95
ტრაპიზონის იმპერია XIV საუკუნეში
ავტორი:  ზურაბ ბატიაშვილი (დარუჯანაშვილი)  ნაშრომი ავტორის მიერ ადრე მომზადებული წიგნების – „ტრაპიზონის იმპერიის დაარსება“ და „ტრაპიზონის იმპერია XIII საუკუნეში“ – ერთგვარი გაგრძელებაა. გამოცემაში აღწერილია რიგი ისტორიული მოვლენებისა, რომლებიც ვითარდებოდა XIV საუკუნეში ტრაპიზონსა და მის ირგვლივ: იმპერიის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესები; ქართული სახელმწიფოს გავლენის შესუსტება მასზე, რაც მონღოლთა დაპყობებით იყო განპირობებული; ტრაპიზონის იმპერიაში არსებული ეთნოკონფესიური პროცესები და მოსახლეობა; აგრეთვე, ვითარება იმპერიის ჯარსა და ფლოტში, მათი მოწყობის წესი და სტრუქტურა.
19.95
უცნობი ქალები საქართველოზე
24.95
უცხოეთში დაკარგული ქართველები - 60 ამბავი #3
ავტორი: ალექსანდრე მიქაბერიძე სერია: თან საკითხავი ბედის უკუღმართობით XV-XIX საუკუნეებში ათასობით ქართველი აღმოჩნდა უცხო მხარეში.  ზოგი მათგანი გაიტაცეს, ზოგი ტყვედ ჩავარდა ომიანობისას, ზოგი კი ქართველმა თავადმა გაყიდა (ზოგიერთ შემთხვევაში – საკუთარმა ოჯახმა). ოსმალეთიდან იემენის სანაპირომდე, მოროკოს ატლასის მთებიდან ინდოეთამდე, იშვიათი იყო ისეთი მხარე, სადაც ქართველთა შესახებ არ სმენოდათ. ხშირად ხდებოდა, რომ ძალაუფლებას ქართველი მონები იგდებდნენ ხელთ. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამ ქართველების ბედი წარსულის ბინდშია გახვეული, მათი სახელები კი მივიწყებულია. ამ წიგნის მიზანია, მკითხველს გაუზიაროს უცხოეთში დაკარგული ქართველების ერთი მცირე ნაწილის თავგადასავალი.
14.95
ფეხბურთი - 45 + 45 ამბავი #10
ავტორი: ზვიად ბერეკაშვილი სერია: თან საკითხავი „1872 წელს პირველი ოფიციალური მატჩი გაიმართა შოტლანდიისა და ინგლისის ნაკრებებს შორის. მას შემდეგ ფეხბურთის ვირუსი საოცარი სისწრაფით მოედო დედამიწას, გადალახა ოკეანეები, მთები და დაატყვევა კაცობრიობა! იგი ყოველ ადამიანშია, მიუხედავად იმისა, უყვარს თუ არა ფეხბურთი! გთავაზობთ საოცარ ფაქტებს ფეხბურთის ისტორიიდან, ამბებს, რომლებიც ბევრი გულშემატკივრისთვისაც უცნობია. ეს ერთნაირად საინტერესო იქნება ფეხბურთის მოყვარულისთვის თუ ამ სპორტში ჩაუხედავი ადამიანისთვის. დაბოლოს, სანამ წიგნს გადაშლიდეთ, გავიხსენებ „ლივერპულის“ ლეგენდარული მწვრთნელის, ბილ შენკლის უსაყვარლეს ფრაზას: „მიკვირს, როცა ამბობენ, ფეხბურთი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხიაო. რა სისულელეა, ის ამაზე გაცილებით მეტია“. 
10
ქალები შუა საუკუნეების საქართველოში #5
ავტორი: იზოლდა ქაფიაშვილი სერია: საქართველოს ისტორიის პალიტრა   საქართველოს ისტორიის პალიტრა ქართველ ისტორიკოსთა და მკვლევართა ნაშრომების ნაკრებია, რომელიც მოგვიყვება ყველაფერს საქართველოს ისტორიის შესახებ, სხვადასხვა წახნაგიდან დაგვანახვებს მისი განვითარების ეტაპებს და თავისებურებებს, შეგვიქმნის სრულ და ყოველისმომცველ წარმოდგენას ჩვენი ქვეყნის წარსულისა და მრავალმხრივი გამოცდილების შესახებ. ამ ნაშრომებში საქართველოს ისტორიის რეალურ, ხელშესახებ და უაღრესად მნიშვნელობან მხარეებს გაეცნობით. სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ ნაშრომებთან ერთად, სერიაში მოიცემა ცნობილ და ავტორიტეტულ ქართველ მეცნიერთა უკვე არსებული კვლევებიც.
20
ქართველებთან და საქართველოში
ავტორი: ბერტა ფონ ზუტნერი   ხშირად ისმის კითხვა – რატომ არ ჩანდნენ ქალები ისტორიაში, ხელოვნებაში, მწერლობაში? ამ კითხვაზე მკაფიო პასუხს ბერტა ფონ ზუტერის მოგონებებში აუცილებლად ვიპოვით, რადგან ერთი შეხედვით შემთხვევითობამ, რომელმაც ბერტა ფონ ზუტნერი მე-19 საუკუნის მიწურულს, საკმაოდ ხანგრძლივი დროით, ცხრა წლით, დააკავშირა საქართველოს, მისცა მოცალეობისა და ფიქრის დრო, მოვლენებზე დაკვირვებისა და თანამოაზრესთან, მეუღლესთან დაუსრულებელი მსჯელობის შესაძლებლობა, რამაც შემდგომ განსაზღვრა კიდეც მისი ცხოვრების გზა.     ზუგდიდში, ქუთაისსა და თბილისში გატარებულმა წლებმა (1876-1885), ავტორის აღიარებით, ცოლ-ქმარი ჩამოაყალიბა მწერლებად და პუბლიცისტებად. ამიტომ დღეს, ბერტა ფონ ზუტნერის მოგონებების განახლებული გამოცემა, სადაც საქართველოში და ქართველებთან პერიოდია აღწერილი, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან საქართველოდან სამშობლოში, ავსტრიაში დაბრუნებული ბერტა ფონ ზუტნერი იქცა მსოფლიოში იმ დროის ყველაზე პოპულარულ ქალად, სამშვიდობო მოძრაობების ფუძემდებლად, მშვიდობის ნობელის პრემიის პირველ ლაურეატ ქალად (1905), ანტისემიტიზმის წინააღმდეგ და ქალთა უფლებებისთვის დაუცხრომელ მებრძოლად...   სალომე ადამია მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის (PIP)
11.95
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება - 100 ამბავი #40
შემდგენელი: თამაზ ჯოლოგუა სერია: თან საკითხავი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ათეული წლების განმავლობაში იყო ეროვნული კულტურის ძირითადი ცენტრი, რომელიც, გარდა სასკოლო-საგანმანათლებლო და საბიბლიოთეკო კერების დაარსებისა, იდეურად და მატერიალურად ეხმარებოდა ქართულ თეატრს, გამომცემლობებს, ხელს უწყობდა სამეცნიერო და სალიტერატურო პროცესების განვითარებას, ეძებდა და თავს უყრიდა ძველ ქართულ ხელნაწერებსა და ნაბეჭდ წიგნებს, ისტორიულ-არქეოლოგიურ და ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, სტიპენდიებს უნიშნავდა რუსეთსა და საზღვარგარეთ მოსწავლე ახალგაზრდებს... წიგნი ეძღვნება წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების 140 წლისთავს.
11.95
ქართველი მეფეები
ავტორი: სერგი მაკალათია   საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის აღიარებული მკვლევრის, მხარეთმცოდნისა და არქეოლოგის, პროფესორ სერგი მაკალათიას (1893-1974) ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევები თორმეტ ტომად გამოიცემა.   გამოცემა თავს უყრის მეცნიერის პრაქტიკულად ყველა ნაშრომს, როგორც საქართველოს ცალკეული კუთხეების – მთის რაჭის, მთიულეთის, თუშეთის, ფშავის, ხევის, ხევსურეთის, სამცხე-ჯავახეთის, თორის, სამეგრელოს, შიდა ქართლის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ კვლევას, ასევე გამორჩეული ქართველი მეფეებისადმი მიძღვნილ ცალკეულ წიგნებსა და სამეცნიერო სტატიებს.   გამოცემა თანამედროვე მკითხველს სერგი მაკალათიას დიდი ღვაწლის გააზრებასა და გაცნობაში დაეხმარება. გასათვალისწინებელია, რომ ნაშრომთა უმეტესი ნაწილი მხოლოდ ერთხელ, მეცნიერის სიცოცხლეში გამოიცა.
29.95
ქართული გასტრონომიის ისტორია
სერია: საქართველოს ისტორიის პალიტრა
20
ქართული დიპლომატიის ისტორია
ავტორი: გივი ბოლოთაშვილი, გრანი ქავთარია, დავით ნინიძე, დევი კაჭარავა, დიმიტრი ლეთოდიანი, ერეკლე ასტახიშვილი, ვახტანგ გურული, ზურაბ პაპასქირი, მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ჯაბა სამუშია   გამოცემაში წარმოდგენილია ქართული პოლიტიკური სამყაროს მთელი ისტორიული მემკვიდრეობა საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სფეროში, დაწყებული ქართული სახელმწიფოებრიობის გარიჟრაჟიდან – დიაოხის, ძველი კოლხეთისა და იბერიის ეპოქიდან, ვიდრე XX საუკუნის მიწურულამდე.   წიგნი განკუთვნილია საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის ისტორიის მკვლევართა და დაინტერესებულ მკითხველთათვის.
49.9
ქისტები - 100 ამბავი #47
ავტორ-შემდგენელი ხასო ხანგოშვილი სერია: თან საკითხავი პანკისის ხეობა შიგნით კახეთში, ჩრდილო მხარეს, მაღალსა და ტყიან მთებს შუაა მოთავსებული. აი, ამ ხეობაში ცხოვრობენ ქისტები, ძველად რომ ჩამოსახლდნენ საქართველოში და მეორე სამშობლოდ მიიღეს. წიგნი ბევრ საინტერესო ამბავს მოგითხრობთ ქისტების ადათ-წესებზე, ძმადნაფიცობაზე, დაძმობაზე, სტუმარმასპინძლობასა თუ სისხლის აღებაზე; როგორ იბრძოდნენ დამპყრობელი რუსეთის წინააღმდეგ, ვინ იყვნენ პანკისის პირველი მოსახლეები, რა ურთიერთობა ჰქონდათ ვაჟა-ფშაველასა და ქაქუცა ჩოლოყაშვილთან. შეიტყობთ მათ ომებსა და თარეშებზე, მიუვალ, სალ კლდეებზე აშენებულ საბრძოლო კოშკებზე, იარაღის სიყვარულზე, ბავშვობიდან რომ მოსდგამდათ ვაჟებს.  ვაჟკაცობის, სამართლიანობის, ტკივილნარევი ამბების გვერდით, იუმორით შეზავებული გადმოცემები სილაღესა და სიმსუბუქეს ანიჭებს წიგნს და სასიამოვნო წასაკითხს ხდის.
17.95
ქრისტიანობა
ავტორი: ლინდა ვუდჰედი მთარგმნელი: ნიკა სამუშია სერია: ძალიან მოკლე შესავალი ეს „ძალიან მოკლე შესავალი“ ქრისტიანობის კულტურულ და ინსტიტუციონალურ განზომილებებს იკვლევს და ბოლო ორი ათასი წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე დიდი რელიგიის ახლებურ, ცოცხალ, ნათელ სურათს გვიხატავს. ის ქრისტიანობის სამ მთავარ სახეობას – საეკლესიოს, ბიბლიურსა და მისტიკურს – გამოყოფს და ერთმანეთთან და ფართო საზოგადოებასთან მათ დაპირისპირებებს აანალიზებს. ამ ახალ გამოცემაში ლინდა ვუდჰედი გვიჩვენებს, რომ დასავლურ სამყაროში , მისი დასუსტების მიუხედავად, ქრისტიანობა მთელ მსოფლიოში გავრცელებას აგრძელებს. მზარდი გლობალიზაციის პირობებში ქრისტიანობაზე დაკვირვებით, ის არკვევს, როგორ იცვლება ამ რელიგიის როლი 21-ე საუკუნეში.  
10.9
შეთქმულება 1942 - 77 ამბავი #57
ავტორი: როსტომ ჩხეიძე სერია: თან საკითხავი „ვარ უმტკიცესი რვალისა“ – ამ მოწოდებით გაერთიანდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში რამდენიმე ქართველი ახალგაზრდა და სულ სხვა ბრძოლა წამოიწყო. 1942 წლის შეთქმულება – ერთ-ერთი დრამატული და მნიშვნელოვანი ეპიზოდი საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მომავლის პერსპექტივა სრულიად ახალი კუთხით წარმოაჩინა და რაც მთავარია, ამ პერსპექტივას, როგორც იდეას, სამშობლოს სიყვარულით ანთებული, ინტელექტუალი და კეთილშობილი ახალგაზრდები შეეწირნენ. ამ შეთქმულების ისტორიას, ისევე, როგორც მის მონაწილეთა ბიოგრაფიებს, წლების მანძილზე ჩქმალავდნენ, გაურბოდნენ და ამახინჯებდნენ. როსტომ ჩხეიძის წიგნში მკითხველის წინაშე იშლება ფაქტებისა და პიროვნებათა მოზაიკა, სულისშემძვრელი და ბევრისთვის აქამდე უცნობი ნიუანსებით, ტრაგიკული ბედისწერის პარადოქსებით და გმირობის შთამბეჭდავი მაგალითებით...
15.95
ჩალისფერი მხედარი, ანუ დავიწყებული პანდემია
ავტორი:  ლორა სპინი მთარგმნელი:  მანანა კუზმა   რა საერთო ნიშანი აკავშირებდათ 1918 წელს ნიუ-იორკში მცხოვრებ იტალიელებს, ალასკელ ესკიმოსებსა და მეშჰედელ სპარსელებს? სრულიად არაფერი, გარდა ერთი ვირუსისა, რომელმაც თანამედროვეობის უმძიმესი პანდემია გამოიწვია და მნიშვნელოვნად შეცვალა მეოცე საუკუნის ისტორია. "ესპანურ გრიპად" ცნობილი დაავადება, 1918-1920 წლებში რომ მოედო მსოფლიოს, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ჰუმანიტარულ კატასტროფად ითვლება. ეს სენი დედამიწის მაშინდელი მოსახლეობის ერთ მესამედს შეეყარა - მდიდარსა და ღარიბს, ახალგაზრდასა თუ ხნიერს, ქალსა თუ კაცს, დიდგვაროვანსა თუ გლეხს. ესპანური გრიპით გარდაცვლილთა ზუსტ რაოდენობაზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, მაგრამ თვით ყველაზე მოკრძალებული შეფასებითაც კი, ვირუსს, სულ ცოტა, 50 მილიონი ადამიანი შეეწირა. თავის წიგნში "ჩალისფერი მხედარი" ბრიტანელი ჟურნალისტი და მწერალი ლორა სპინი უაღრესად საინტერესოდ მოგვითხრობს ესპანური გრიპის ვირუსის გავრცელების ისტორიას, მის უზარმაზარ გავლენას საერთაშორისო პოლიტიკაზე, რასობრივ ურთიერთობებზე, ოჯახურ სტრუქტურებზე, ადამიანის ჩვევებზე. ახალი კორონავირუსის, კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში ლორა სპინის წიგნმა, რომელიც უკვე ათზე მეტ ენაზე ითარგმნა, კიდევ უფრო მეტი აქტუალობა შეიძინა და ქართველი მკითხველისთვის მისი გაცნობა უთუოდ საინტერესო იქნება.
22
ჩვენები. ქართველები ბერძნულ მითოსში
ავტორი:  ლევან ბერძენიშვილი   „ყოველთვის მაკვირვებდა ჩვენი, ქართული ცნობიერების ერთი თავისებურება, რომლის მიხედვითაც, ჩვენი ხალხის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ისტორია ქრისტიანობასთან ერთად იწყება, ხოლო ის, რაც მანამდე იყო, სულაც არაა მნიშვნელოვანი. ალბათ ამ თავისებურების გამოძახილია ბევრი რამ, მათ შორის ისიც, რომ ჩვენ ძალიან ცუდად ვიცნობთ საკუთარ თავს მსოფლიო ლიტერატურაში. ასეთი უცნაურობა არსად მინახავს. საქართველოში თითქმის არავის აქვს წარმოდგენა იმაზე, თუ რა კვალი გვაქვს მსოფლიო ლიტერატურაში დატოვებული. მძიმე ამბავია, მით უფრო, რომ სავსეა ჩვენი კვალით ანტიკურობა! ქართველი პერსონაჟი გვხვდება ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთ პირველ ნაწარმოებში, თანაც კირკე არც უმნიშვნელო და არც მეორეხარისხოვანი პერსონაჟი არ არის!.. მსოფლიო ლიტერატურაში არ არსებობს მედეაზე უფრო მნიშვნელოვანი სახე! და მთელ მსოფლიოში, ყველამ, ვისაც არგონავტების მითი წაუკითხავთ, იცის, რომ მედეა ქართველია! საქართველოში დგამენ „ფედრას“ და წარმოდგენა არ გვაქვს, რომ პიესა დედით ქართველი ქალის ტრაგედიაზეა! არც ის ვიცით, რომ ფედრას და – არიადნე, რომელსაც „გორგლით“ ვიცნობთ, ასევე დედით ქართველია, ისევე როგორც მისი ნახევარძმა – მინოტავრი... ანკი როგორ გვეცოდინება, როდესაც მათ დედას, ლეგენდარული მეფე მინოსის ცოლს – პასიფაეს არ ვიცნობთ კოლხად, არადა ის ხომ აიეტისა და კირკეს დაა! ცალკე ამბავია, რომ ამ ეპოქაში ეთნოსს არა მამის, არამედ დედის წარმომავლობა განსაზღვრავს! ათენის გარდა, სადაც ათენელად არ მიიჩნევი, თუკი დედაც და მამაც ათენელი არ გყავს, მთელ საბერძნეთში მოქალაქეობას დედის წარმომავლობა წყვეტდა! და მიუხედავად იმისა, რომ მედეა საოცრად ცნობილი და პოპულარული ქართველი პერსონაჟია, უნდა ვიცოდეთ, რომ ანტიკურ სამყაროში ის მარტო არ არის, მის გვერდით დგას კოლხი პერსონაჟების, ბერძნული მითოლოგიის უმნიშვნელოვანესი ფიგურების მთელი არმია. საქმე ის კი არაა, ამ ჩვენი წინაპრებით ან მათი გავლენებით ვიამაყოთ, არამედ ვიცოდეთ, თუ საიდან მოვდივართ, იქნებ ამ პერსონაჟთა ხასიათში ჩვენი თავიც ვიცნოთ...“ – ლევან ბერძენიშვილი
25
ძველი ტფილისი - 50 ამბავი #45
ავტორი: ალექსანდრე ელისაშვილი სერია:  თან საკითხავი თბილისის ვეებერთელა, ლამის ორი ათასი წლის თავგადასავალი კიდევ უამრავი, ალბათ მილიონობით პატარ-პატარა ამბისაგან შედგება. მე ისტორიაში ყველაზე მეტად ცოცხალი ამბები მიზიდავს, ქალაქის ქუჩებსა და მოედნებზე მიმობნეული ადამიანური ამბები. მომწონს, როდესაც რომელმე შენობასთან გავლისას ვიცი მასთან დაკავშირებული რამე შემთხვევა. ამ დროს მგონია, რომ შენობის მესაიდუმლე ვარ და შენობას ხან ვუღიმი, ხან ვუსამძიმრებ, ხან დანანებით თავს ვუქნევ, ხან ვაწყნარებ. ამ წიგნში თბილისის 50 ამბავს მოვუყარე თავი. ზოგი შენობის ამბავია, ზოგი ქუჩის, ზოგი მოედნის, მთლიანობაში კი, ქალაქის და ხალხის.
16.95
წმინდა კოლხეთი
ავტორი: არკანჯელო ლამბერტი მთარგმნელი: გიორგი ცქიტიშვილი არკანჯელო ლამბერტის „წმინდა კოლხეთი“ ფასდაუდებელი მნიშვნელობის წყაროა XVII  საუკუნის I ნახევრის საქართველოს ისტორიისათვის. მასში მოთხრობილია საქართველოში თეატელთა კათოლიკური მისიის 1626-1649 წლების მთელი ისტორია. ნაშრომში უამრავი საგულისხმო ცნობა მოიპოვება ქართული სამეფო-სამთავროებისა და ზოგადად ახლო აღმოსავლეთის  სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურის ისტორიის შესახებ.   „წმინდა კოლხეთი“ ცალკე წიგნად პირველად წარდგება ქართველი სამეცნიერო საზოგადოების ფართო წრისა და დაინტერესებული მკითხველის წინაშე. ამავე დროს ეს არის ამ წიგნის პირველი გამოცემა 1657  წელს ავტორის მიერ ნეაპოლში მისი გამოქვეყნების შემდეგ და ნიშანდობლივია, რომ იგი სწორედ ქართულ ენაზე განხორციელდა.
24.95
ჰაგაკურე ფოთლების ჩრდილში ნაამბობი
ავტორი: იამამოტო ცუნეტომო თარგმანი:  ქეთევან ჩიგოგიძე, ვლადიმერ ლუარსაბიშვილი კომენტარები და წინასიტყვაობა: გიგი თევზაძე.   "ჰაგაკურე" ანუ "ფოთლების ჩრდილში ნაამბობი" ორი საუკუნის განმავლობაში ინახებოდა ხელუხლებლად, მხოლოდ მეოცე საუკუნის 20-იან წლებში გახდა ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის. 1930 წლისთვის ”ჰაგაკურე” იქცა ბუშიდოს ანუ მეომრის გზის ყველაზე გავრცელებულ აღწერად.ჰაგაკურე” ეს არის წიგნი, რომელიც აღწერს სამურაის გზას.
15.9
ჰეროდოტესგან - 100 ძველი ისტორია #54
ავტორ-შემდგენელი – ლევან ნუცუბიძე სერია: თან საკითხავი არავინ იცის, როგორი იქნებოდა ევროპა დღეს, სპარსელთა მძვინვარე ლაშქარს ძველი საბერძნეთის დაპყრობა რომ მოეხერხებინა. სამშობლოს სიყვარულით გულანთებულმა ბერძნებმა მტკიცე ხასიათი და შეუპოვრობა გამოიჩინეს, მათ შეძლეს და დამაჯერებლად გაიმარჯვეს იმ ძალაზე, რომელმაც წალეკა აზიიდან ევროპისკენ მიმავალ გზაზე არსებული ცივილიზაციები. „ისტორიის მამის“ – ჰეროდოტეს მიერ სწორედ ბერძენ-სპარსელთა ომებისადმი მიძღვნილი ნაშრომიდან ამოკრებილი ამბებისგან შედგება ეს წიგნი, რომელშიც მკითხველი შეძლებს გაეცნოს ძველი მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის ზნე-ჩვეულებებს, სამყაროს მბრძანებლების არნახული სიმკაცრისა და მოულოდნელი სულგრძელობის ამბებს, ადამიანთა გონიერების, სისასტიკის, გულმოწყალებისა და სიმხდალის მაგალითებს.
14.95